English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ თეიმურაზ ბერიძე
პროფესიულ - კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზი TVET - სამუშაო ძალის ბაზრის დაგეგმვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის ქვაკუთხედი

ჟურნალი N 3.2023

TVET (ტექნიკურ - პროფესიული განათლება და ტრენინგი) სისტემები განიცდიან ბაზრის ზეწოლას, რათა შრომის ბაზარს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კურსდამთავრებულები მიაწოდოს.
ა) დამსაქმებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის მასშტაბის შესახებ;
ბ) კურსდამთავრებულთა სიჭარბე, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს უმუშევარი ან დასაქმებული, დაბალი კვალიფიკაციის მქონე ან განსხვავებული პროფესიის, რაც იწვევს პროფესიულ და კვალიფიკაციურ სამუშაო ძალაში შეუსაბამობებს.
TVET ტრენინგები:
• ორიენტირებულია სტუდენტთა მოთხოვნაზე ან განსაზღვრულია რესურსების, ინსტრუქტორებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობით.
კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ანალიზი ფოკუსირებული უნდა იყოს სამუშაო ძალის რეგიონულ, პროფესიულ და საკვალიფიკაციო სტრუქტურაზე, მისი ზრდის/კლების ტენდენციებსა და სამუშაო ძალის დენადობაზე (სამუშაოს დატოვება და პროფესიის შეცვლა).
არსებობს ამ მოთხოვნის ორი კონცეფცია:
• "კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მთლიანი მოთხოვნა" - გამოიყენება დაგეგმვისა და პროგნოზებისთვის, სამუშაო ძალის მთლიანი რაოდენობა (პროფესიული ჯგუფის მიხედვით), რომელიც საჭიროა ან მოსალოდნელია ქვეყანაში მოცემულ წელს.
• "დამატებითი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე" - გამოიყენება TVET მიწოდების დაგეგმვისთვის - კვალიფიციური მუშახელის რაოდენობა პროფესიის მიხედვით, რაც TVET სისტემამ უნდა გაითვალისწინოს დარგებში სამუშაო ძალის მოსალოდნელი ზრდა ან შემცირება, რათა შეავსოს სამუშაო ძალა, რომელიც პენსიაზე გავა, შეიცვლის პროფესიას ან დატოვებს სამუშაო ადგილს სხვა მიზეზის გამო.
დამატებითი (გაფართოებული) მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე უნდა გაიზომოს შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენებით:
• პროფესიების ეროვნული კლასიფიკაცია, შესაბამისობაშია სამუშაოს სახელწოდებებთან, აქვთ სტანდარტული პროფესიული დასახელები და კოდები, რომლებიც შეესაბამება TVET-ს კურსდამთავრებულთა პროფესიებს;
• ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო, რომელიც ეფუძნება კვალიფიკაციის ეროვნულ ტიპებს/დონეებს.
კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ანალიზი მოიცავს შემდეგ ძირითად ცვლადებს:
• დასაქმება თითოეულ კვალიფიციურ პროფესიაში რეგიონსა და ყველა დარგში საბაზო წლის განმავლობაში;
• დასაქმების მოსალოდნელი სამომავლო დინამიკა დარგებისა, რეგიონებისა და პროფესიების მიხედვით;
• შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობა დასაქმების მიხედვით ყოველი ანგარიშგებითი პერიოდის ბოლოს (კვარტალი / წელი);
• მომავალი ტენდენციების მოლოდინი.
მოსალოდნელი მოკლევადიანი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
• თითოეულ დარგში დასაქმების მოსალოდნელ ზრდას ან შემცირებას;
• თითოეულ დარგში დასაქმების მოსალოდნელი უკმარისობას ან ნამეტს, რაც ასახავს ზრდის ან შემცირების ტენდენციას, სადაც ეს უკანასკნელი გამოწვეულია წარმოებებში დასაქმების ზრდით ან შემცირებით.
«დამატებითი» მოთხოვნა შეიცავს მუშახელს, რომელიც აუცილებელია შემდეგი პუნქტების დაკმაყოფილებისათვის:
«გაფართოების მოთხოვნა» - საწარმოში დასაქმების ზრდა/გაფართოება;
«მოთხოვნა ჩანაცვლების შესახებ» - მუშაკების ჩანაცვლება, (მიზეზი: პენსიაზე გასვლა, სამუშაოს შეცვლა, სამუშაო ადგილიდან წასვლა და ა. შ.).
„მოთხოვნის გაფართოება“ კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე გამოწვეულია ახალი სამუშაო ადგილების გახსნით. კერძოდ, თვით დემოგრაფიული ზრდაც კი ცალსახად იწვევს სამუშაო ძალის ზრდას, როგორც დაქირავებულის, ასევე თვით-დასაქმებულის.
„ჩანაცვლების მოთხოვნა" სამუშაო ძალაზე წარმოიქმნება, როგორც თანამშრომლების შეცვლის საჭიროება, რომლებიც გამოეთიშებიან სამუშაო ადგილებს სიკვდილის, ავადმყოფობის, სამშობიარო შვებულების, მიგრაციის ან სამუშაო ძალიდან ან პროფესიიდან გასვლის გამო. თანამშრომლების შეცვლის საჭიროება მნიშვნელოვნად განსხვავდება დარგების, პროფესიებისა და სეზონების მიხედვით.
TVET და უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირები, როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალა, მიწოდების ნაწილში შემდეგ ორ უმთავრეს
კომპონენტს შეიცავს:
• TVET და უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს მითითებულ / ბაზისურ წელს და სავარაუდოდ შეუერთდნენ მუშახელს დამთავრების წელს; და
• კვალიფიციური LFS-უმუშევრები.
სამუშაო ძალის მიწოდების ანალიზი მოითხოვს ადრე დასაქმებული პირებს შორის პროფესიით კვალიფიციური უმუშევრის იდენტიფიცირებას, ამისათვის გამოიყენება შემდეგი ორი ცვლადი:
• დასაქმება ბოლო სამუშაო ადგილზე (წინა გამოცდილება ან უნარები შეძენილი ბოლო სამუშაო ადგილზე);
• პროფესიული განათლების მიღწევის მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანების სამუშაოს ძიების პროცესი.
საკვანძო სიტყვები: ტექნიკურ-პროფესიული განათლება და მომზადება; სამუშაო ძალა; სამუშაო ძალის ბაზარი; კვალიფიკაცია; ინფორმაციული სისტემები; სამუშაო ძალაზე მოთხოვნა და მიწოდება.


References:

• https://www.gov.nl.ca/labourmarketinformation/#:~:text=Labour%20market%20information%2C%20or%20LM I,decisions%20about%20the%20labour%20market.
• https://www.gov.nl.ca/labourmarketinformation/#:~:text=Labour%20market%20information%2C%20or%20LM I,decisions%20about%20the%20labour%20market.
• ILO Policy Brief. Vol.1 2024. Skilled Labor: A determining factor for sustainable growth of the nation (see available at: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---asia/---ro-bangkok/---ilo- hanoi/documents/publication/wcms_428969.pdf).
• 19th ICLS. Resolution concerning statistics of work, employment and labor underutilization (see available at: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---dgreports/--- stat/documents/normativeinstrument/wcms_230304.pdf).
• Betcherman G., Olivas K., Dar A.: Impacts of active labor market programs: New evidence from evaluations with particular attention to developing and transition countries (Social Protection Discussion Paper Series No.0402). Washington: World Bank; 2004.
• Betcherman G., Godfrey M., Puerto S., Rother F., Staverska A.,: A Review of interventions to support young workers: Findings of the youth employment inventory (Social Protection Discuusion Paper No. 0715). Washington: World Bank: 2007;
• Chong A., Galdo J.: Does the Quality of training programs matter? Evidence from bidding processes data (IZA Discussion Paper No.2202). Bonn: Institute for the Study of Labor; 2006;
• Fares J., Puerto OS.: Towards comprehensive training (Social Protection Discussion Paper No.0924). Washington: World Bank; 2009;
• National Qualifications Framework – Georgian European Training Foundation. Working together Learning for life;
• TVET in Georgia

Keywords: Technical and vocational education and training; labor force market; qualification; information systems; demand and supply on labor force.
JEL Codes: J21, J23, J40, J41, R23