ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ აკადემიური ნაშრომის საერთაშორისო სტანდარტი
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ აკადემიური ნაშრომის საერთაშორისო სტანდარტი ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ ERIXPLUS, EBSKO–ს, GOOGLE SCHOLAR-ის INDEX COPENICUS INTERNATIONAL-ისa და Crossref -DOI -ის საერთაშორისო ბაზებში ჩართვასთან დაკავშირებით აუცილებელი მოთხოვნაა აკადემიური ნაშრომის საერთაშორისო სტანდარტის დაცვა. ავტორებისთვის • ჟურნალში “ეკონომიკა და ბიზნესი” დასაბეჭდად ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ახალი და მანამდე სხვაგან გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები. გამოქვეყნების ღირებულება სტატიის გაფორმების წესი და ფორმატი ტექსტი შესრულებული უნდა იყოს „ვორდ“-ის პროგრამაში, A 4-ის ფორმატში, არ უნდა აღემატებოდეს 22 გვერდს. ჟურნალი ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს შინაარსი ინგლისურ ენაზე - summary, (მოცულობით მინიმუმ 700 და მაქსიმუმ 900 სიტყვა). ის ასევე საჭიროებს ინგლისურ ენაზე ნაშრომის სათაურს ( შრიფტი -14), ავტორის (ავტორების) სახელს და გვარს (გამუქებული), აკადემიურ წოდებას და უნივერსიტეტის დასახელებას - და ელ-ფოსტას. შრიფტის ზომა 12;
ციტირების სტილი ლიტერატურის შიდატექსტური ციტირებისას (დამოწმებისას) ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი და სასურველია გვერდი. (ქართულისა ქართულ ენაზე, უცხოურისა უცხოურ ენაზე). მაგალითად გამოყენებული ლიტერატურა არ ინომრება, აღინიშნება ბულიტებით, ლაგდება ანბანური პრინციპით, (ჯერ ეთითება ქართული, შემდეგ უცხო ენოვანი წყაროები და ბოლოს ინფორმაცია ელექტრონული გამოცემების შესახებ). ბიბლიოგრაფიაში მითითებული თითოეული ერთეული შემდეგი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი: წიგნი წიგნი ორი ან სამი ავტორით. თითოეული ავტორის გვარი, სახელი. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წიგნი რედაქტორით. ავტორის პოზიციაზე რედაქტორის გვარი, სახელის ინიციალი. გასწვრივ ყოველთვის მიუთითეთ სიტყვა – რედ. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წიგნი ავტორით და რედაქტორით. გვარი, სახელის ინიციალი, წელი, სათაური, რედაქტორის სახელი, გვარი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა. წიგნი ორგანიზაციის ავტორობით. ორგანიზაცია (ავტორად მიუთითეთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის სახელდება, როგორც მხოლოდ გამომცემელი). (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.
ნათარგმნი წიგნი. გვარი, სახელი. (წელი). სათაური. მთარგმნელის სახელი, გვარი. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. თავი ან სხვა ნაწილი წიგნიდან, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს. გვარი, სახელი. (წელი). წიგნის სათაური. გვერდი (გვერდები), გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. სტატია ლიტერატურა: References: სტატია პოპულარული/პერიოდული ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი, სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდი. ვერულავა თ., ნაროზაშვილი ნ. (2021). ტელემედიცინა – XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა. Forbes Georgia. 7(65): გვ.28-31. მასალა გაზეთიდან. გვარი, სახელი, წელი, სათაური, გაზეთის სახელწოდება, ნომერი, თარიღი. მასალა ინტერნეტიდან ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი, მასალის სათაური, ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი.
გოგოლაძე, ლ., ვერულავა, თ., კაჭკაჭიშვილი, ი., კონცელიძე, ო. (2019). პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მაგალითზე. ევროკავშირი საქართველოსათვის. https://www.asocireba.ge/files/Chemi-Imereti-2019-Primary-Healthcare.pdf გვარი, სახელი, წელი, სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, გვერდები საერთო მოცულობა, DOI ან DOI–ს შემცველი URL მისამართი, არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ URL მისამართი ან მონაცემთა ბაზის სახელი. Verulava, T. (2022). Factors influencing medical students’ choice of family medicine. Family Medicine & Primary Care Review. 2022;24(1):66-70. doi:10.5114/fmpcr.2022.113017 Verulava, T., Jorbenadze, R. (2022). The impact of part-time employment on students’ health: A Georgian Case. Malta Medical Journal 34(1):50-57. https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/91260/1/MMJ34%281%29A6.pdf პოპულარული/პერიოდული ჟურნალების სტატიები. გვარი, სახელი, წელი, სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდების საერთო რაოდენობა. ამ ტიპის ჟურნალის სტატიას, თუ ის ინტერნეტით არის მოძიებული, უნდა მიეთითოს URL მისამართი. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში – მონაცემთა ბაზის სახელი. ვერულავა, თ. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება? Forbes Georgia. 3 (15), 15/07/2021: 12-16. ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი, მასალის სათაური, ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2021. სტაციონარული სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში: სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე. მოძიებულია 11.13.2022 https://socialjustice.org.ge/ka/products/statsionaruli-servisebi-fsikikuri-janmrtelobis-programashi-sakhelmtsifo-zedamkhedvelobis-gareshe კონფერენციის/ სიმპოზიუმის გამოქვეყნებული მასალები. გვარი, სახელი, წელი, სათაური, კონფერენციის/სიმპოზიუმის სახელწოდება, გვერდების საერთო მოცულობა. გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან). ვერულავა, თ. (2019). საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების გადაწყვეტის გზები. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” შრომების კრებული: 137-143. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. დისერტაცია. ავტორი (გვარი, სახელი), სათაური, დისერტაციის ტიპი, დაცვის ადგილი, წელი. URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან). ვერულავა, თ. (1999) სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება. დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მითითებისას დაურთეთ ამ წყაროზე უკანასკნელად წვდომის თარიღი. წვდომის თარიღი მიუთითეთ URL მისამართის ან მუდმივი იდენტიფიკატორის შემდეგ და ჩასვით ფრჩხილებში. მაგ.: (16.08.2010) (წვდომის თარიღი 2010 წლის 16 აგვისტო). (accessed August 16, 2010)
2023-12-06 ჩვენი ჟურნალის ავტორებისა და მკითხველების საყურადღებოდ! ქალბატონებო და ბატონებო, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით: იგი დარეგისტრირებულია „ERIH+“-ის, „EBSCO”-სა და „COPERNICUS“-ის საინფორმაციო ბაზებში. გაფართოვდა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, მათ შორის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების ჩართვის ხარჯზე. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „SCOPUS”-ის ბაზაში გაწევრიანებისათვის. „SCOPUS”-ის საერთაშორისო ბაზაში ჟურნალ ეკონომიკა და ბიზნესი დარეგისტრირება კარგი მოტივაცია იქნება ავტორთათვის. უსურვოთ ჟურნალს წარმატებები ამ რთულ და მეტად საინტერესო საქმეში ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია 2021-07-03 ავტორებისთვის ჟურნალის ავტორების საყურადღებოდ! სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის მითითების ახალი აუცილებელი წესები ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ საერთაშორისო ბაზებში ჩართვასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა სტატიებში გამოყენებული ლიტერატურის მითითება იმ სტანდარტის შესაბამისად, რომლის ნიმუშსაც ჟურნალის პოტენციურ ავტორებს ვთავაზობთ: ლიტერატურის ტექსტში მითითება: (მექვაბიშვილი 2018, 223) (Hudson 2015, 79) (Papava 2002, 35) წყაროების მითითება გამოყენებულ ლიტერატურაში:
ელექტრონული წყაროს მითითება: http://data.worldbank.org|indicator/NY.CDP.MKTR.KD.ZG. /ბოლო ნახვა 15 მარტი, 2018/ ლიტერატურა: 1. მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“. 2. პაპავა ვ. (2010). ნეკროეკონომიკის ზომბირება. თბილისი: პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. 3. პაპავა ვ. (2018). ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში || „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ.XI, №2. გვ.17-23. 4. Hudson E. A. (2015). Economic Growth: How it Works and How it Transformed the World. Wimington: Vernon Press. References:
ჟურნალში – „ეკონომიკა და ბიზნესი“ სამეცნიერო სტატიის წარმოდგენისა და გამოქვეყნების სტანდარტები: 1. ჟურნალში ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება სტატიები ეკონომიკური თეორიისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე, ასევე რეცენზიები ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებზე; 2. სტატია უნდა იყოს აქტუალური, დამოუკიდებლად შესრულებული, ორიგინალური, ადრე გამოუქვეყნებელი. სტატიაში სხვისი გამოქვეყნებული ტექსტების მითითების გარეშე გამოყენება (პლაგიატი) დაუშვებელია; 3. ყველა სტატია, ძირითად ტექსტთან ერთად, აუცილებლად უნდა შეიცავდეს შესავალ და დასკვნით ნაწილებს. შესავალში წარმოჩენილი უნდა იყოს: ა) საკვლევი პრობლემის შესწავლის დონე და აქტუალურობა, ბ) კვლევის მიზნები და ამოცანები, გ) კვლევის ორიგინალურობა – ავტორის წვლილი მოცემული პრობლემის კვლევაში, დ) სტატიაში უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. ძირითად ტექსტში, განსახილველ საკითხთა შესაბამისად, უნდა გამოიკვეთოს რამდენიმე ქვეთავი. დასკვნით ნაწილში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული კვლევის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული შედეგები, ადეკვატური რეკომენდაციები, რაშიც უპირატესობა ეძლევა არსებული დოგმების უარმყოფელ ავტორისეულ მტკიცებულებებს, ან კიდევ – მის სრულყოფა-განვითარებას; ასევე, სასურველია კვლევის შემდგომი შესაძლო გაღრმავების მიმართულებებისა და პერსპექტივების გამოკვეთა; 4. ძალიან მნიშვნელოვანია სტატიას რომ ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები (Keywords), რადგან სწორედ მათი საშუალებით ხდება ინტერნეტში სტატიაში მოცემული ინფორმაციის მოძიება; 5. ანოტაცია უნდა იყოს ინფორმაციატევადი, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას; უნდა იყოს სტრუქტურირებული, ე.ი. მისდევდეს სტატიის აგების ლოგიკას. ანოტაციაში კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრისმთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას, ე.ი. ანოტაცია უნდა იყოს არსებითად კონკრეტული და ორიგინალური; 6. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. სტატიის მოცულობა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეფერატების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე 1,5 ინტერვალით და 12 შრიფტით ნაბეჭდ ერთ საავტორო თაბახს (40 ათასი ნიშანი), ან 20 კომპიუტერულ გვერდს; 7. ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას უნდა ახლდეს ვრცელი ინგლისური რეზიუმე არანაკლებ 2 ნაბეჭდი გვერდის მოცულობით, ასევე სათაური ინგლისურ ენაზე. უცხო ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს ძირითადი შინაარსი 2 გვერდზე ქართულ ენაზე და ანოტაცია იმავე უცხო ენაზე. სტატია, რომელიც რეცენზენტთა და სარედაქციო კოლეგიის დასკვნით აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სარედაქციო კოლეგიის მიერ ასევე მნიშვნელოვნად მიჩნეულ სტატ – ა) წიგნის დასახელება შემდეგი თანმიმდევრობით – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, გვერდების რაოდენობა; ბ) საჟურნალო სტატიისათვის – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, სტატიის დასახელება, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი (სტატიის გვერდების მითითებით). სტატიას თან უნდა დაერთოს გაშლილი რეზიუმე (2 გვერდზე) ქართულ და ინგლისურ ენებზე; 8. რედაქციაში სტატიის წარმოდგენა აუცილებელია ორ ნაბეჭდ ეგზემპლარად ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (MS word, ქართული სტატია შრიფტით Sylfaen, ხოლო უცხოურ ენაზე ტექსტი – Times New Roman); 9. სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი, ელფოსტა/საფოსტო მისამართი; 10. სტატიაში უნდა ჩანდეს საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლიტერატურის გამოყენება. ლიტერატურის დასახელება უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს ერთიანი სიის სახით (ლიტერატურა), რომელიც არ უნდა დაინომროს, არამედ ყოველი ახალი ავტორი დაიწყოს ბულიტით; 11. ძირითადად ტექსტში ცხრილები, გრაფიკები და სქემები უნდა განთავსდეს მათი მითითების ადგილზე, თუ იქ ადგილი არასაკმარისია, შეიძლება მომდევნო გვერდზე. ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახელება და ნუმერაცია. 12. მაგისტრანტს (მაგისტრს) მოეთხოვება თავისი, დამოუკიდებლად შესრულებული სამეცნიერო სტატია წარმოადგინოს მეცნიერ -ხელმძღვანელის დასკვნისა და შესაბამისი კათედრის რეკომენდაციასთან ერთად – ოქმიდან ამონაწერის სახით; 13. სტატიას, რომელიც არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, რედაქცია არ მიიღებს; 14. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების რეცენზირება, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანონიმურია. შეფასება ხდება რეიტინგული სისტემით. ამასთან, შემოსული სტატიები რედაქციული დამუშავების შემდეგ იგზავნება რეცენზენტებთან. ამ პროცესების გავლის შემდეგ, სტატია გადაეცემა სარედაქციო კოლეგიის წევრს მისი შეფასებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის ჟურნალში პუბლიკაციის შესახებ ერთობლივად იღებს სარედაქციო კოლეგიის სხდომა; 15. ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა ივ. ჯავახიშვილის თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ყველა თანამშრომლისათვის, ხოლო სხვა (გარე) ავტორები იხდიან საფასურს – ერთ გვერდზე 10 (ათ) ლარს, რაც მათ მიერ ჩაირიცხება თსუ -ს ეკონომიკური შემოსავლების ანგარიშზე. 2018-05-02 |