English / ქართული /








***

 

 

 

ჟურნალის ისტორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 1998 წელს დაარსდა საერთაშორისო სამეცნირო–პრაქტიკული ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1999 წლის იანვარში და პერმანენტულად გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ. სარედაქციო კოლეგიაში მოწვეული იყვნენ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოჩენილი მეცნიერები. ჟურნალი გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური რუბრიკებით, იბეჭდებოდა ქვეყნის მწვავე და აქტუალური ეკონომიკური პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიები, რეცენზიები და ჟურნალმა რამდენიმე წელიწადში მოიპოვა პოპულარობა არამხოლოდ საქართველოში - ასევე ის გახდა საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი. (ჟურნალი იგზავნებოდა ბევრ სხვა ქვეყანაში). 2005 წელს ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა პროფ. რევაზ გოგოხიამ მიიღო აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მადლობის წერილი მათთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

2008 წელს ჟურნალ „სოციალური ეკონომიკის“ საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“. განახალდა სარედაქციო კოლეგია, შეივსო ახალი ქართველი თუ უცხოელი პროფესიონალი მეცნიერეკონომისტებით, გაუმჯობესდა და სრულყოფილიქნა რუბრიკები, შეიცვალა და დაიხვეწა ფორმატი და სტილი. ჟურნალი გადავიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე.
2019 წლის იანვარში, ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ ERIHPLUS-ს ბაზაში განთავსდა, 2019 წლის მაისის თვეში მსოფლიო საინფორმაციო ბაზაში EBSCO და ამავე წლის ბოლოს Google Scholar-ში. 2020 წლის ოქტომბრიდან კი INDEX COPERNICUS INTERNATIONAL-ის ბაზაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

 ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესის“ საქმიანობა

ახალ ვითარებაში რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურმა ჟურნალმა „ეკონომიკა და ბიზნესი“ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და დააკმაყოფილა საერთაშორისო მასშტაბის გარკვეული ახალი მოთხოვნები. 2023 წელს ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ გახდა წევრი ორგანიზაცია crossref.org-ის. (ჟურნალისთვის ციფრული ობიექტების იდენტიფიკატორის მინიჭების ინდექსი -DOI) და ჟურნალს მიენიჭა კოდი - DOI 10.52340.

შეიცვალა ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო სტატიის სტანდარტი, რომელიც შემუშავდა და შეჯერდა ქართულ და ჩიკაგოს სტილის მოთხოვნებთან. ჟურნალის რედკოლეგიისა და რედაქციის პერსონალის ძალისხმევით ეტაპობრივად ხორციელდება მისი ინტერნაციონალიზაცია, განზრახულია ჟურნალში უცხოენოვანი სტატიების ხვედრითი წილის გაზრდა და მეტი უცხოელი ავტორების ინტენსიური ჩართვა. 2022 წლიდან უცხოელ სარედაქციო კოლეგიის წევრებს მიემატა მსოფლიო აღიარების მეცნიერეკონომისტები: გრეგორი ნ. მენქიუ – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი (აშშ), ელიზაბეთ ჩაკო - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი (აშშ), ოლენა ბოჟენოვა - კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი (უკრაინა), ჯუზეპე დე ლუკა - მილანის უნივერსიტეტის პროფესორი (იტალია) და სხვ.

ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ ორენოვანი ინტერდისციპლინური გამოცემაა და ის მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი, ასევე ამ მიმართულებებთან ინტეგრირებულ სხვა და სხვა დისციპლინას.
• თეორიული ეკონომიკა
• ეკონომიკური პოლიტიკა
• საერთაშორისო ეკონომიკა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია
• მიკროეკონომიკა
• მაკროეკონომიკა
• ეკონომეტრიკა
• ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა
• ფინანსები და საბანკო საქმე
• ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი
• საერთაშორისო ბიზნესი
• მენეჯმენტი და ადმინისტრირება
• მარკეტინგი
• ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიები
• ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი

ჟურნალის მთავარი მიზანია:

• სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია
• ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება
• უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვა
• საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის
• სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნულ სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მთავარი მისიაა:

• ქვეყნის მასშტაბით აკადემიურ ეკონომიკურ წრეებში და ბიზნესის სფეროში შექმნილი ცოდნისა და დაგროვებული მოწინავე პრაქტიკული გამოცდილების ფართო საზოგადოებისათვის და ეკონომიკის მართვის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიწოდების გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

პრიორიტეტია:

• დოქტორანტების მიერ სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობის პროცესში მიღებული შედეგების ფართო სამეცნიერო აუდიტორიის სამსჯავროზე გამოტანა.

ამოცანაა:

• პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პროდუქტების შეთავაზება სასწავლო პროგრამების შექმნა-განახლების, სოციალური ინოვაციებისა და ბიზნესის წარმოების, საზოგადოებაში ეკონომისტების პროფესიული სტნდარტების დანერგვის პროცესში.
ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, ჟურნალში ქვეყნდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების სტატიები აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, ასევე რეცენზიები ახალგამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებზე.
ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ მუდმივად პროგრესირებს. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ონლაინ ვერსიის დახვეწა და გამართვა, რათა ის მაქსიმალურად მიესადაგოს საერთაშორისო ჟურნალების ფორმატსა და სტილს.
• ჟურნალში „ეკონომიკა და ბიზნესი“ ნაშრომები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
• სტატიების წარდგენა, განხილვა, რედაქტირება და გამოქვეყნება ჟურნალში უფასოა.
• ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ოთხჯერ.

 ჟურნალის რედაქცია:

 პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი.  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, 2006 წლიდან  დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; 1998-05 წწ.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 1996-2000 წწ. საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოს წევრი; 1992-2005 წწ. თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; გამოქვეყნებული აქვს  150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის  5  მონოგრაფია  და 11 სახელმძღვანელო; მიღებული აქვს მონაწილეობა 11 საერთაშორისო საგრანტო პროექტში; დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის პრემიით,  ივ. ჯავახიშვილის მედლით და ღირსების ორდენით.

 რევაზ გოგოხია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1989-2008 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის პროფესორი. 2008 დან 06/2018-მდე თსუ-ს ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი.   ამჟამად არის ამავე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე. გამოცემული აქვს 130-მდე სამეცნიერო  ნაშრომი, მათ შორის - მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. 2000-2004წწ. თსუ-ს ზუგდიდის ფილიალის  ზოგადეკონომიკურ  დისციპლინათა კათედრის გამგე. 1995-2000წწ. თსუ-ს სოხუმის ფილიალის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე. 1991-1992 წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის   მედლით და ღირსების ორდენით.

 თამაზ  ზუბიაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ პასუხისმგებელი მდივანი. ეკონომიკის აკადემიური  დოქტორი. 2014  წლიდან დღემდე  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  გამოქვეყნებული აქვს  5  წიგნი და 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. მონაწილეობა აქვს მიღებული 30 საერთაშორისო კონფერენციაში. მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სერთიფიკატი, ჯილდო და გრანტი.  მონაწილეობდა  10  სხვადასხვა ტიპის გაცვლით სამეცნიერო პროგრამებში. საქართველოს მთავრობისგან მიღებული აქვს ღირსების მედალი. 

 მარი უკლება - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი სპეციალისტი, ფრანგული და ინგლისური ენების მაგისტრი. ჟურნალისტი. მიღებული აქვს სხვადასხვა სერთიფიკატი და გრანტი.

 ზვიად სიგუა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ სპეციალისტი, თსუ დოქტორანტი.

 გიწვევთ თანამშრომლობისთვის!!!

 ინფორმაცია ინდექსირების შესახებ

საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ ინდექსირებულია საერთაშორისო ბაზებში:
• ERIH PLUS
• Google Scholar
• DOI Crossref
• EBSCO
• INDEX COPERNICUS INTERNATIONAL

 

 

 


2022-01-22
Crossref - საერთაშორისო ფონდის ციფრული ობიექტების იდენტიფიკატორის (DOI) სარეგისტრაციო სააგენტო

 

 

ჩვენი ჟურნალის გულშემატკივრებს, ავტორებს გვსურს გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ 2023 წლიდან ჟურნალს მიენიჭებული აქვს DOI-ის კოდი და განთავსებულია Crossref - საერთაშორისო ფონდის ციფრული ობიექტების იდენტიფიკატორის სარეგისტრაციო სააგენტოს მსოფლიო საინფორმაციო ბაზაში.
Crossref არის მომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ღია ციფრულ ინფრასტრუქტურას გლობალური კვლევითი, სამეცნიერო და საგამომცემლო საზოგადოებისთვის. ეს არის საერთაშორისო DOI-ის ფონდის ციფრული ობიექტების იდენტიფიკატორის (DOI) სარეგისტრაციო სააგენტო. მას ჰყავს 19000 წევრი 150 ქვეყნიდან.
Crossref დაარსდა 2000 წლის დასაწყისში, ის განსაზღვრავს და აკავშირებს კვლევის სუბიექტის 150 მილიონ მეტამონაცემთა ჩანაწერს, რომლებიც ღიაა შეუზღუდავი გამოყენებისთვის.
Crossref არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც შედგება დაახლოებით 19000 ხმის მიცემის წევრისგან და წარმოადგენს 6000 საზოგადოებას და გამომცემელს, მათ შორის კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს, 6500 აკადემიურ და კვლევით დაწესებულებას, კვლევის დამფინანსებელს, მუზეუმებს, საცავებს, სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. Crossref აერთიანებს მილიონობით ერთეულს სხვადასხვა ტიპის კონტენტიდან და ხელს უწყობს სხვა საიტებზე განთავსებული კონტენტების კავშირებს, მათ შორის ჟურნალებიდან, წიგნებიდან, კონფერენციის მასალებიდან, კვლევის გრანტებიდან, სამუშაო ნაშრომებიდან, ტექნიკური ანგარიშებიდან და მონაცემთა ნაკრებიდან, ღია მეტამონაცემებისა და მუდმივი იდენტიფიკატორების გამოყენებით.
ჯილდო
2012 წლის სექტემბერში Crossref-ს მიენიჭა სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოებების გამომცემელთა ასოციაციის (ALPSP) ჯილდო სამეცნიერო გამომცემლობაში შეტანილი წვლილისთვის.
მეცნიერების რედაქტორთა საბჭომ (CSE) 2009 წლის მაისში Crossref-ს ბრწყინვალების ჯილდო გადასცა.
ვფიქრობთ, ეს წარმატება ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.


2024-03-01
სასიამოვნო სიახლე

ჩვენი ჟურნალის გულშემატკივრებს გვსურს გაგაცნოთ   მიღებული ინფორმაცია ჟურნალ  "ეკონომიკა და   ბიზნესის" საერთაშორისო აღიარებისა და მისი ERIHPLUS-ს ბაზაში     განთავსების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები   საერთაშორისო პუბლიკაციებად ჩაითვლება, რაც, ვფიქრობთ, ქართველი მეცნიერებისთვის   დიდი ხელშეწყობაა.  აქვე უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს  - ახა მღებრიშვილს და ლევან ჯღარკავას, რომელთა დიდი დახმარებით შეიქმნა ჟურნალის ვებგვერდი.


2019-01-30
კიდევ ერთი აღიარება

კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო ინფორმაცია ჟურნალის გულშემატკივრებისთვის: სულ ახლახანს მივიღეთ დადასტურება, რომ ჟურნალი განთავსებულია მსოფლიო საინფორმაციო ბაზაში EBSCO, რომელიც ასევე წარმოადგენს წიგნების ერთ-ერთ უდიდეს ელექტრონულ ბიბლიოთეკას. ეს ბიბლიოთეკა წელიწადში 2 მილიარდამდე წიგნს ყიდის; მოიცავს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის, სამედიცინო, სამართლის, სახელმწიფო მართვის და ა.შ. მიმართულებებს. ეს გარემოება ქართველი მეცნიერებისათვის თავიანთი ინტელექტუალური პროდუქციის მსოფლიო ფართო საზოგადოებისათვის მიწოდების კიდევ ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.


2019-04-07
ავტორებისა და მკითხველების საყურადღებოდ!

ქალბატონებო და ბატონებო,

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით: იგი დარეგისტრირებულია „ERIH+“-ის, „EBSCO”-ს, „COPERNICUS“-ისა და Crossref.org-Doi-ის (ციფრული ობიექტების იდენტიფიკატორის მინიჭების ინდექსი) საერთაშორისო საინფორმაციო ბაზებში. გაფართოვდა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, მათ შორის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების ჩართვის ხარჯზე. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „SCOPUS”-ის ბაზაში გაწევრიანებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, გაიზრდება მოთხოვნა სტატიების სტილის დახვეწისა და სამეცნიერო დონის მიმართ.

შემდგომში, მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზაში - „SCOPUS”,  ავტორების მიერ სტატიის გამოქვეყნება დიდი სტიმული და მოტივაცია იქნება ჟურნალში თანამშრომლობისათვის.

 

 ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია


2021-07-03