English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ელიზაბეთ ჩაკო
დახმარება და ქველმოქმედება: კავშირი დოაბას რეგიონის პენჯაბელ ემიგრანტებსა და მათ მშობლიურ ქალაქებს შორის

ნაშრომში განხილულია ინდოეთის პენჯაბის შტატიდან ემიგრაციული პროცესები და პირველი თაობის დიასპორათა კავშირები მათ მშობლიურ ქალაქებთან დოაბას რეგიონში, ასევე, იმიგრანტთა მე-2 და მე-3 თაობის სავარაუდო მონაწილეობა ამ პროცესებში. ინდოეთის პენჯაბის შტატი (კერალასა და გუჯარათის შტატთან ერთად) ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია ინდოეთიდან მოსახლეობის ემიგრაციის თვალსაზრისით         XX საუკუნეში. შეფასებების მიხედვით, მსოფლიოში გაფანტულია 10 მლნ-მდე პენჯაბელი მოსახლეობა (Ahmed, 2008).

ინდოეთის ქვეკონტინენტზე პენჯაბის რეგიონებს შორის დოაბას რეგიონი განსაკუთრებით ცნობილია ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლებით. ემიგრაციული ნაკადები ამ რეგიონიდან უმთავრესად მიმართულია გაერთიანებული სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. დოაბას რეგიონში მდებარეობს ასობით სოფელი და დიდი ქალაქები: ჰოზიკარპური, ჟალანდჰარი, კაპურტალა, ნავანშაჰრი, დასუა, ფჰაგვარა, ბანგა და ნაკოდარი. ეს  ის ქალაქებია, საიდანაც პენჯაბელები ემიგრაციაში წავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

დიასპორის მუდმივი ინტერესი მათი წარმოშობის თემის კეთილდღეობის მიმართ, ხშირად გამოიხატება ქველმოქმედებისდ აგრძელვადიანი კავშირებით. პენჯაბში აშკარად ჩანს ემიგრანტების ფულადი, მატერიალური და სოციალური გავლენა იმ სასოფლო და საქალაქო დასახლებებზე, საიდანაც ისინი ემიგრაციაში წავიდნენ. თვალში საცემია ის მშენებლობები, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ლანდშაფტები, რომელიც მუდმივად გარდაიქმნება ფინანსური და სოციალური გზავნილების მეშვეობით, საქველმოქმედო საწარმოებით და ემიგრანტებსა და   ადგილობრივ თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობით.

მთლიანობაში, მიგრაცია პენჯაბის შტატიდან სხვა ქვეყნებში უმთავრესად ხდებოდა სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობის შედეგად, თუმცა, მიგრაციის მასტიმულირებელი ფაქტორები დროის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებისათვის. ისტორიულად, ჯატ-სიკხები წარმოადგენდნენ ემიგრანტთა მთავარ თემს პენჯაბის შტატიდან. ჯატებს შორის, განსაკუთრებით ის ჯგუფები, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობდნენ, ემიგრაცია წარმოადგენდა მათი სასოფლო ოჯახების სტრატეგიას, განსაკუთრებით ოჯახის ახალგაზრდა წევრებისათვის, რომელთაც არ სურდათ სასოფლო-სამეურნეო მიწების შემდგომი დანაწილება და აგრეთვე სურდათ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ემიგრანტთა გეგმა იყო ბეჯითი შრომა, ფულის გამომუშავება და ფულის დაზოგვა (რომლის უმეტესი ნაწილი გადაირიცხებოდა მშობლიურ სოფელში) და საბოლოოდ, სამშობლოში დაბრუნება, როგორც წარმატებული მიგრანტის.

ტრადიციულად,გადარიცხული ფულადი სახსრებიგარდა იმისარომ ყოველდღიური საჭიროებისთვის და ემიგრანტთა ოჯახის ეკონომიკური  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა,ასევე წარიმართებოდა სტატუსის გამოსახატად რელიგიურ ინსტიტუტებში ან საქველმოქმედო  შემოწირულობების სახით.

იმიგრაციისა და ნატურალიზაციის პოლიტიკის ცვლილებამ ემიგრანტთა მიმღებ მთავარ  ქვეყნებში - აშშ, კანადა, ბრიტანეთი და ავსტრალია, უზარმაზარი გავლენა მოახდინა მიგრანტთა ნაკადების ხასიათსა და შემადგენლობაზე 1960-იანი წლებიდან და შემდგომ პერიოდში. პენჯაბელი იმიგრანტები გაერთიანებულ სამეფოში 1950-იან და 1960-იანი წლების დასაწყისშიძირითადადმუშათა კლასის წარმომადგენლები  იყვნენ და აკმაყოფილებდნენ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას სამუშაო ძალაზე მის სამეურნეო დარგებში. როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ გაამკაცრა საიმიგრაციო კანონები 1960-იან წლებში, ხოლო აშშ-მა და კანადამ შეარბილეს ეს კანონები, ამან მნიშვნელოვნად გაზარდა იმიგრანტთა (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური) რაოდენობა მსოფლიოს განვითარებადი რეგიონებიდან. იმ პერიოდში იმიგრანტთა ძირითადი მიმღები რაიონები იყო კანადაში ვანკუვერი და ბრიტანეთის კოლუმბია და აშშ-ჩ რდილო-დასავლეთი რაიონები, რომლებიც კვლავ განაგრძობდნენ არაკვალიფიციური იმიგრანტების მიღებას სპონსორობისა და ოჯახის გაერთიანების პროცესების გზით; პენჯაბელი იმიგრანტების მზარდ რაოდენობას შეადგენდნენ პროფესიონალები და მაღალკვალიფიციური სპეციალიტები.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ  პირველი თაობის მიგრანტებსა და დიასპორებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ თავიანთი სოფლებისა და ქალაქების განვითარებაში, ოჯახის უახლოეს წევრებსა და ნათესავებზე ფულადი გზავნილების სახით, ბიზნესის ინვესტიციებით და ახალი საწარმოების შექმნით, როგორიცაა: საწარმოო განყოფილებები და მომსახურება, ჯანდაცვის ცენტრები, სკოლები და სხვა სასწავლო ობიექტები, სპორტული მოედნები. პორტესი (2006) აღნიშნავს, რომ თუკი დიასპორა უნდა იყოს ჩართული მდგრად განვითარებაში, მიგრაცია უნდა იყოს ციკლური / ცირკულარული, რომლის დროსაც  დაბალკვალიფიციური მიგრანტები ბრუნდებიან თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში დაზოგილი ფულით ინვესტიციებისთვის, ხოლო მაღალკვალიფიციური პროფესიონალი მიგრანტები მონაწილეობენ ტრანსნაციონალური საქმიანობაში და ხელს უწყობენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნის განვითარებას. ვინაიდან პირველი თაობის ბევრმა დაბალკვალიფიციურმა იმიგრანტმა პენჯაბის შტატიდან მიიღო მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოში, აშშ-სა და კანადაში, სადაც ისინი მუდმივად დასახლდნენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ციკლურ მიგრაციაში ჩაერთვებიან. თუმცა, ბევრი სტუმრობს სამშობლოს, როდესაც ეს შესაძლებელია და ინარჩუნებს კონტაქტს ნათესავებსა და ახლობლებთან და ამგვარად - კავშირებს თავიანთ მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებთან.

საკვანძო სიტყვები: პენჯაბის შტატი, ემიგრაცია, იმიგრაცია, დიასპორა, ფულადი გზავნილები.