ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეიმურაზ შენგელია ∘ ალექსანდრუ გრიბინცეა ∘ გლობალური ეკონომიკური განვითარების და გარემოსდაცვითი დაბინძურების შორის კონტრაქტის გადაფასების შესახებ ეკოლოგიური პრობლემები უკვე არ წარმოადგენს წმინდა ეკოლოგიურს. შესაბამისად მიჩნეულია, რომ ისინი ეხება ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებას. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის ზეგავლენის საფუძველზე ძლიერდება საერთაშორისო კონკურენცია და ტნკ-ს სტრატეგიული მართვა, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ეკოლოგიურ ასპექტებთან. კვლევებმა აჩვენეს, რომ ბოლო წლების მნიშვნელოვანი ტენდენციაა ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ეკოლოგიურ ინოვაციებში, რომლებიც წარმოადგენს მრავალი სახელმწიფოების მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირის შედეგს. ანალიზი გვიჩვენებს, რომ პოსტსოციალისტური ქვეყნების ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის მნიშვნელოვან ფაქტორებია იმ დარგების სიმრავლე, რომლებიც მოიხმარენ რესურსებს და აბინძურებენ ბუნებრივ გარემოს. ეკონომიკის დაბალი ტექნოლოგიური დონის, ეკოლოგიური ბაზრის არასაკმარისი განვითარებისა და ეკოლოგიური პოლიტიკის პრობლემების გამო, მანქანები და მოწყობილობანი სამრეწველო წარმოების სტრუქტურაში ხასიათდებიან ძირითადი საშუალებების გაუფასურების მაღალი ხარისხით, რესურსებისა და მთლიანად წარმოების შეფარდებით დაბალი ეფექტიანობის დონით. გარემო პირობებზე ნეგატიური ზეგავლენის გამო, ეკონომიკური ზრდა უნდა დაეფუძნოს მდგრად ტექნოლოგიებს, განახლებად პროდუქტებსა და მასალებს. დაბინძურების შედეგებს მივყავართ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებამდე, საკვები პროდუქტების დეფიციტამდე, შიმშილამდე. ფლორა და ფაუნა, რესურსები გაუნახლებლად ნადგურდება, მომავალი თაობები კარგავენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ყველაზე მაღალ დონესა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე განიხილავენ ეკოლოგიურ პრობლემებს (რომის კლუბი, კიოტოს შეთანხმება, რიო დე ჟენეიროს შეთანხმება, ჰორიზონტი-2020 და სხვ.), ყველა ქვეყანა როდი მისდევს მიღებულ გადაწყვეტილებებს, აგრძელებს რა დაბინძურების მანკიერ პრაქტიკას. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნების დონეზე პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია საკანონმდებლო (შეზღუდვების), ეკონომიკური (სტიმულირების) და სოციალური (საგანმანათლებლო) ზომების კომპლექსური მიღების საფუძველზე. ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. მიუხედავად ამისა, მრავალი ქვეყანა არ ფლობს არც ტექნოლოგიას, და არც ფინანსურ რესურსებს განვითარების ახალ დონეზე გადასასვლელად. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წახალისება, ენერგია, ენერგიის დაზოგვა, ენერგიის რესურსები, არაგანახლებადი და განახლებადი წყაროები. |