ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნოდარ კერესელიძე ∘ საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული ინტერვენციების შესაბამისობა ევროკავშირის საერთო სასოფლო - სამეურნეო პოლიტიკის (CAP) მიზნებთანdoi.org/10.52340/eab.2025.17.02.02
ჟურნალი N 2. 2025
2014 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკის დაახლოებასა და თანამშრომლობას სოფლის განვითარების სფეროში. გარდა ამისა, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში იღებს ვალდებულებას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი კანონმდებლობა და პოლიტიკა ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან, კერძოდ – საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან (CAP).
წინამდებარე კვლევა აფასებს საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიას ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) კონტექსტით. გაანალიზებულია ეროვნული პოლიტიკა, ინსტიტუციური სტრუქტურები და ინტერვენციის მექანიზმები, რათა განისაზღვროს CAP-ის მიზნებთან შესაბამისობა და გამოვლინდეს არსებული შეუსაბამობები. სტატიაში შემუშავებული რეკომენდაციების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტურობასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების უზრუნველყოფა.
როგორც კვლევით გამოვლინდა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის სამი ზოგადი მიზნიდან, ორი სრულად ეხმიანება CAP-ის ზოგად მიზნებს.
მიზანი 1: კონკურენტუნარიანი სასოფლო-სემეურენო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები – ემთხვევა CAP-ის პირველ ზოგად მიზანს.
მიზანი 2: ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია – თავსებადია CAP-ის მეორე მიზანთან, ხოლო
მიზანი 3: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები – ნაწილობრივ ემთხვევა CAP-ის მესამე მიზანს, თუმცა, ნაკლებად – სოციალურ ასპექტებს, როგორიცაა ახალგაზრდების მხარდაჭერა, დასაქმება და გენდერული თანასწორობა.
სტრატეგიის 88 აქტივობიდან, 66 შეესაბამება CAP-ის სოფლის განვითარების ინტერვენციებს. მათ შორისაა: ინვესტიციები (საწარმოო ინფრასტრუქტურა, მელიორაცია); თანამშრომლობა (სასოფლო ტურიზმი, ქალების ჩართულობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების განვითარება); ცოდნის გაზიარება (პროფესიული განათლება, ტრენინგები); ქვემოდან-ზემოთ მიდგომის ინსსტიტუციონალიზაცია (LEADER/CLLD მიდგომა – ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების მხარდაჭერა); ფინანსური ინსტრუმენტები (სასოფლო კრედიტის თანადაფინანსება, სადაზღვევო პროგრამები).
კვლევით ასევე დადგინდა, რომ ინსტიტუციური სტრუქტურები, სოფლის განვითარების სააგენტო ფუნქციონირებს როგორც CAP-ის ტიპის გადამხდელი სააგენტო, თუმცა, ასევე ახორციელებს სტრატეგიის უმეტეს აქტივობას. მართვის ორგანო (Managing Authority) სრულად არ არის ჩამოყალიბებული; მის ფუნქციებს ნაწილობრივ ასრულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დეპარტამენტი. სამოქალაქო კომიტეტი ახლად შექმნილი ორგანოა, რომელიც გადადის მონიტორინგის კომიტეტის ფორმატში. სოფლის განვითარების ეროვნული ქსელი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის CAP-ის მიზნებთან შესაბამისი სოფლის განვითარების პოლიტიკის ფორმირების გზაზე, თუმცა, სრულ შესაბამისობას სჭირდება სტრატეგიული გეგმების ცვლილება, ინტერვენციების მკაფიო სტრუქტურირება და ინსტიტუციური რეფორმები.
კერძოდ, სტრატეგიის მიზნები და მიზნობრივი ამოცანები უნდა გადაჯგუფდეს CAP-ის მიზნებთან შესაბამისობით (Regulation (EU) 2021/2115-ის მიხედვით). სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობა უნდა დაჯგუფდეს CAP-ის ინტერვენციის ტიპების შესაბამისად (მაგ. ინვესტიციები, ცოდნის გაზიარება, ტექნიკური დახმარება). საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა შეიმუშაოს ისეთი მხარდამჭერი ღონისძიებები, რაც თავსებადია ევროკავშირში გაწერვიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPARD-ის) პრიორიტეტებთან.
ინსტიტუციური რეფორმის თვალსაზრისით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მართვის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიის კოორდინაციასა და მონიტორინგზე. სოფლის განვითარების სააგენტოს ფუნქცია უნდა შეიზღუდოს ფინანსური ადმინისტრირების მიმართულებით, როგორც ევროკავშირში არსებული გადამხდელი სააგენტოების შემთხვევაშია. სამოქალაქო კომიტეტი უნდა გარდაიქმნას სრულფასოვან მონიტორინგის კომიტეტად. სასურველია შეიქმნას ძლიერი და ფუნქციური სოფლის განვითარების ეროვნული ქსელი (National Rural Network), რომელიც ჩართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან და სოფლის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.
საკვანძო სიტყვები: სოფლის განვითარება, სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაცია, პოლიტიკის რეფორმა, ინსტიტუციური შესაბამისობა.
Keywords: Rural Development, Common Agricultural Policy, EU Integration, Policy reform, Institutional Alignment
JEL Codes: Q01, Q18, Q56, O13, O18, R58
References:
• Kharaishvili E., (2018), Diversification of Agribusiness and Rural Development Models in Georgia. Innovative Marketing, Volume 14, Issue 3.
• Kharaishvili E., Erkomaishvili G., Chavleishvili M., (2019), Trends of Agro-Food Production and Export Stimulating Economic Policy in Georgia, International Journal of Economics and Management Engineering, Vol:13, No:1.
• Kharaishvili E. Challenges For Sustainable Food Security In Georgia, August 2017, DOI:10.13140/RG.2.2.27821.79848.
• Koguashvili P., Archvadze I., Chikhladze N., (2022) sasursato ushishroeba - erovnuli ushishroebis sapudzveli. [Food Security - The Foundation of National Security. Economic Profile. Volume 17, 1(23), pp. 109-125. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.02.] In Georgian.
• Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. soplis meurneobis da soplis ganvitarebis strategia 2021-2027. [Agriculture and Rural Development Strategy 2021-2027.] In Georgian https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395 - Last seen 15.03.2025.
• Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. 2024–2027 Action Plan of the Agriculture and Rural Development Strategy of Georgia 2021–2027 https://mepa.gov.ge/En/PublicInformation/34108/ - Last seen 18.03.2025
• Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. Regulations of the Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia. https://mepa.gov.ge/En/Page/functionsandgoalsofministry/ - Last seen 18.03.2025
• Regulation (EU) 2021/2116 of the European Parliament and of the Council of 2 December 2021 on the Financing, Management and Monitoring of the Common Agricultural Policy and Repealing Regulation (EU) No 1306/2013.
• Regulation (EU) 2021/2115 of the European Parliament and of the Council of 2 December 2021 Establishing Rules on Support for Strategic Plans to be Drawn up by Member States under the Common Agricultural Policy (CAP Strategic Plans) and Financed by the European Agricultural Guarantee Fund (EAGF) and by the European Agricultural Fund for Rural Development (EAFRD) and repealing Regulations (EU) No 1305/2013 and (EU) No 1307/2013.
• Regulation (EU) 2021/2117 of the European Parliament and of the Council of 2 December 2021 Amending Regulations (EU) No 1308/2013 Establishing a Common Organisation of the Markets in Agricultural Products, (EU) No 1151/2012 on Quality Schemes for Agricultural Products and Foodstuffs, (EU) No 251/2014 on the Definition, Description, Presentation, Labelling and the Protection of Geographical Indications of Aromatised Wine Products and (EU) No 228/2013 Laying Down Specific Measures for Agriculture in the Outermost Regions of the Union.
• Regulation (EU) 2021/1529 of the European Parliament and of the Council of 15 September 2021 Establishing the Instrument for Pre-Accession Assistance (IPA III).
• Commission Implementing Regulation (EU) 2021/2236 of 15 December 2021 on the Specific Rules for Implementing Regulation (EU) 2021/1529 of the European Parliament and of the Council Establishing an Instrument for Pre-accession Assistance (IPA III).
• Commission Delegated Regulation (EU) 2021/2128 of 1 October 2021 Supplementing Regulation (EU) 2021/1529 of the European Parliament and of the Council, as Regards Setting out Certain Specific Objectives and Thematic Priorities for Assistance under the Instrument for Pre-Accession Assistance (IPA III) (Text with EEA relevance).