ჟურნალი ნომერი 1 ∘ ბაბულია მღებრიშვილი ∘ ეკატერინე უროტაძე ∘ მაია ვეშაგური ∘ საცალო ვაჭრობის სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი ასპექტები ქვეყნის მდგრადი განვითარების მიღწევაშიმდგრადი განვითარება ჩვენი პლანეტის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების უმნიშვნელოვანესი გზაა. მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოპროგრესული საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით და ასეც მიმდინარეობს ბრძოლა მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში გარკვეული მისია აკისრია საცალო ვაჭრობას. ავტორების აზრით, საცალო ვაჭრობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მდგრადი განვითარების ისეთი მიზნების შესრულებაში, როგორიცაა ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ასევე, მდგრადი მოხმარება და წარმოება. გარკვეული როლი აკისრია ეკონომიკის ამ სფეროს გარემოს დაცვასა და დედამიწის ეკოსისტემის გაუმჯობესებაშიც. მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში საცალო ვაჭრობის მსხვილი საწარმოები თავიანთ დანიშნულებას მეტ-ნაკლებად ასრულებენ, გაცნობიერებული აქვთ რა სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საცალო ვაჭრობაში დიდი რაოდენობით წარმოდგენილია არა მსხვილი, არამედ მცირე საწარმოები, რომლებსაც, რატომღაც, სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობა მსხვილი საწარმოების საქმედ მიაჩნიათ. ჩვენი აზრით, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აგრეთვე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უნდა გააქტიურონ მუშაობა საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობის აუცილებლობასა და ხელსაყრელობაზე არამარტო ქვეყნისთვის, არამედ თვითონ საწარმოებისთვისაც. ავტორების აზრით, კორონავირუსულმა პანდემიამ, რასაც დაემატა ომი უკრაინაში, მდგრადი განვითარების კუთხით, სახელმწიფოების მუშაობის პროცესი მკვეთრად შეაფერხა და ამით კიდევ უფრო შეანელა. ცხადია, ეს, პირველ რიგში, ჯანდაცვას შეეხო. კორონავირუსულმა პანდემიამ ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა და საზოგადოება მათი გადაწყვეტის გზების დროულად ძიების საჭიროებაზე დააფიქრა. ავტორები იმედოვნებენ, რომ პანდემიით მიღებული შედეგები მკაცრი გაკვეთილია საზოგადოებისთვის და მომავალში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას და ამ საქმეში საცალო ვაჭრობის გააქტიურებას.
საკვანძო სიტყვები: საცალო ვაჭრობა, სოციალური პასუხისმგებლობა, მდგრადი განვითარება, ჯანმრთელობა, მდგრადი მოხმარება და წარმოება
შესავალი
მდგრად განვითარებაზე თანამედროვე მსოფლიოს ორიენტაცია პასუხია იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა კაცობრიობა. მათი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოთა ერთობლივი ძალისხმევით.ამიტომ შემუშავდა მდგრადი განვითარების 17 მიზანი, რომელთა განსახორციელებლად მუშაობა მიმდინარეობსროგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიცUnited Nations, 2021; United Nations, 2022). ცხადია, ამ მიმართულებით, უკვე გარკვეული შედეგებიც არის მიღწეული. რომ არა - კოვიდპანდემია და ომი უკრაინაში, მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო გააქტიურდებოდა და, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, უფრო მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწევდა.
ერთ სტატიაში მდგრადი განვითარების ყველა მიზანზე მსჯელობა ძნელია. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა მდგრადი განვითარების ის მიზნები, რომელთა შესრულება უშუალო კავშირშია საცალო ვაჭრობის სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობასთან. ასეთი მიზნების რიცხვს, პირველ რიგში, მიეკუთვნება ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,აგრეთვე გონივრული მოხმარება და წარმოება.საერთოდ, მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს კავშირი იმდენად თვალსაჩინოა, რომ კორპორაციული მდგრადობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სინონიმად გამოიყენება(CSR ჰაბი2021; ხოფერია, 2012). ნებისმიერი საწარმოსა და ორგანიზაციის, მათ შორის საცალო ვაჭრობის საწარმოებისა და ორგანიზაციების, ფუნქციონირების საბოლოო მიზანი უნდა იყოს საქმიანობა ისე, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ მდგრად განვითარებასა და ამით მომავალი თაობებისთვის ცხოვრებისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფაში.
საცალო ვაჭრობას დიდი შესაძლებლობები აქვს. მას, მოსახლეობის ჯანსაღი პროდუქტებით მომარაგების გააქტიურების გზით, შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და კეთილდღეობის მიღწევაში. ამის რეალობად გადაქცევა შეიძლება საცალო ვაჭრობის სოციალური პასუხისმგებლობის დონის ამაღლებით, რაც, ვფიქრობთ, არ არის მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა(Aliet al., 2022). საცალო ვაჭრობა, ძირითადად, წარმოდგენილია მცირე საცალოდ მოვაჭრე საწარმოებით, რომელთა მფლობელების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობას ან მსხვილი საწარმოების საქმედ მიიჩნევს ან კიდევ არ აქვს გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების მნიშვნელობა და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში. ცხადია,ასეთი მიდგომა არასწორია. სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობა არამარტო წვრილ საწარმოებს, ცალკეულ ადამიანებსაც შეუძლიათ. სამწუხაროდ, სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობის უგულებელყოფა ან მის არსში გაურკვევლობა საცალოდ მოვაჭრეთა ნაწილში რეალობაა. ეს რომ ასე არ იყოს, საცალო ვაჭრობის საწარმოებში ვადაგასულ საქონელს გასაყიდად არ გამოიტანდნენ, მეტისმეტად დიდ ფასნამატს პროდუქციაზე არ დააწესებდნენ, ზედმეტად არ შეაქებდნენ გასაყიდად გამოტანილ საქონელსა და მომსახურებას მომხმარებლის წინაშე და ზოგჯერ არ მიაწერდნენ მათ ისეთ თვისებებს, რაც რეალურად არ აქვთ, მოხმარების დადგენილი ხანგრძლივობის ვადების გასვლამდე ნაყიდი პროდუქტები არ გაფუჭდებოდა და ა.შ. მაშასადამე, საჭიროა მუშაობა შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობით საქმიანობის წარმართვის აუცილებლობასა და მის მიერ მოტანილ სარგებელზე საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში.
ზემოაღნიშნული მდგრადი განვითარების მიზანია გონივრული მოხმარება და წარმოება, რაც ბუნებასთან სწორ დამოკიდებულებასაც გულისხმობს. წარმოება და მოხმარება მდგრადი გახდებამაშინ, თუ ბუნებრივი რესურსები იქნება გონივრულად გამოყენებული და გარემო დაცული. ადამიანების ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ დედამიწის ეკოსისტემის გაფრთხილების შემთხვევაში. ბუნებრივია, ეკონომიკის ყველა სფეროს და იქ დასაქმებულ პერსონალს, არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობები ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემებზე ზრუნვის მხრივ. მაგრამ, ბუნებრივი გარემოს დაცვის ყოველი მცდელობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯები საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის საცალო ვაჭრობაშიც, აუცილებლად უნდა იქნეს გადადგმული. ასე, მაგალითად, ახალი ხეების დარგვის პოპულარიზაცია საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ, დარგვის პროცესში მონაწილეობა კი - მათ დიდ ნაწილს. აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ საცალო ვაჭრობას, რომელიც შუამავალია მწარმოებელ საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის, შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს პროდუქტების გონივრულ მოხმარებას მოსახლეობაში და ამ გზით სტიმული მისცეს მათ მდგრად წარმოებას.
საცალოდ მოვაჭრეები უნდა დარწმუნდნენ სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობის ხელსაყრელობასა და მომგებიანობაში როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე პირადად მათთვის.ეს შესაძლებელია სოციალური მარკეტინგის გააქტიურების გზით. სოციალურ მარკეტინგს უდიდესი შესაძლებლობები აქვს მოქალაქეთა ქცევის შეცვლის კუთხით(თოდუა, ჯაში, 2021). მოქალაქეები შეიძლება დამოუკიდებლად ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას ან დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საცალო ვაჭრობაში, ან კიდევ გამოდიოდნენ მყიდველის როლში. ყველა შემთხვევაში მათ შეუძლიათ ისე წარმართონ თავიანთი საქმიანობა, რომ ზიანი არ მოუტანონ სხვა ადამიანებს, მთლიანად საზოგადოებასა და გარემოს (მღებრიშვილი, 2019). მოქალაქეთა სასურველი ქცევის მისაღწევად სოციალური მარკეტინგი იყენებს ქცევის შეცვლის აპრობირებულ თეორიებს, რომელთა დახმარებით მომხმარებლებსარწმუნებენ სასურველი კუთხით, რაც იწვევს მათი ქცევის შეცვლას. ამით სოციალური მარკეტინგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის სფეროში საზიანო რისკების შემცირებას (თოდუა, ჯაში 2021). სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობა მიმზიდველად უნდა წარმოჩინდეს საცალოდ მოვაჭრეების წინაშე, რაც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა ისე, რომ საზოგადოების ინტერესებიც დაიცვან და თვითონაც კმაყოფილები დარჩნენ მიღებული ფინანსური შედეგებით.
საცალო ვაჭრობის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების საქმეში გარკვეული როლის შესრულება შეუძლია ამ მიმართულებით მომზადებულ პუბლიკაციებსა და სამეცნიერო ნაშრომებს, სოციალურ ქსელებს (Jamali, Karam 2018), მაგრამ, იმისთვის, რომ საცალო ვაჭრობამ სოციალური პასუხისმგებლობით იმუშაოს და მიიღოს სათანადო მონაწილეობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მთავარი ამ სფეროში დასაქმებულთა შრომის დაფასებაა.ამისთვის არსებობს მატერიალური და მორალური ბერკეტები. დღეისთვის, საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ბერკეტად, პირველ რიგში, მათი მატერიალური წახალისება უნდა იქნეს გამოყენებული. დღეს არსებული მდგომარეობით, საცალო სავაჭრო პერსონალის შრომის ანაზღაურება ხელს არ უწყობს მათი სოციალური პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლისთვის საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით, დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი 1145,8 ლარს შეადგენდა და 158,7 ლარით ნაკლები იყო ქვეყნის შესაბამის საშუალო მაჩვენებელზე (ჯეოსტატი 2022). ვაჭრობაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი ბევრად უფრო ნაკლები იყო ეკონომიკური საქმიანობის ისეთი სახეობის მაჩვენებლებზე, როგორიცაა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა-2368,1 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია-2030,9 ლარი; მშენებლობა-1805,9 ლარი. თუმცა, აღემატებოდა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს მუშაკთა საშუალოთვიურ ხელფასს, როგორიცაა განათლება (834,9 ლარი), რაც არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის. განათლების სისტემაზეა დამოკიდებული, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სახეობის, მათ შორის იმათიმუშაობის შედეგებიც, რომლებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 2-ჯერ და მეტად აღემატება განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას.
მოცემული სტატიის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების როლი შეასრულა ვაჭრობის, მდგრადი განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე ჩვენმა და კოლეგების მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა (თოდუა, მღებრიშვილი, უროტაძე 2016; თოდუა, მღებრიშვილი 2017; მღებრიშვილი, ქეშელაშვილი 2022; მღებრიშვილი, უროტაძე, ვეშაგური 2022; ჯაში, ჯანგულაშვილი 2018; Mghebrishvili 2018a; Mghebrishvili 2018b; Mghebrishvili, Mghebrishvili, Atoshvili 2020; Mghebrishvili, Urotadze 2016; Mghebrishvili, Urotadze 2021; Mghebrishvili, Zubiashvili 2021; Todua, 2018; Todua 2019), რომლებიც მომზადებულია პრობლემის ირგვლივ არსებული თანამედროვე, როგორც ქართული, ასევე უცხოური, ლიტერატურული წყაროების შესწავლის საფუძველზე. ინფორმაციის განზოგადებასა და დასკვნების გაკეთებაში დავეყრდენით კვლევის ზოგად მეთოდებს, კერძოდ, ანალიზსა და სინთეზს.
საცალო ვაჭრობის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში
საცალო ვაჭრობა, ნებისმიერი ქვეყანის ეკონომიკის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ის უშუალო კავშირში იმყოფება ადამიანებთან და მისი მეშვეობით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მოსახლეობაზე მილიარდობით და ზოგჯერ ტრილიონობით ღირებულების საქონელი იყიდება. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საცალო სავაჭროქსელიდან, ავტომობილებისა და მოტოციკლების გარეშე, 19 456,4 მლნ ლარის საქონელი გაიყიდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022). ეს სფერო მნიშვნელოვანია მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების მიღების კუთხითაც. ასე, მაგალითად, 2021 წელს საქართველოს საცალო ვაჭრობაში დასაქმებული იყო125 065 ადამიანი, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის (1 217,4 ათასი) 10,3%-ს შეადგენს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წელს საქართველოში, კორონავირუსული პანდემიის გავლენით, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე საცალო ვაჭრობაში, მაგრამ 2021 წელს მდგომარეობა შეიცვალა. შეიძლება ითქვას, კორონა ვირუსული პანდემიის „თავდაპირველმა შოკმა“ გაიარა, ადამიანებმა შეიმუშავეს ახალ პირობებში მუშაობის მიდგომები და 2021 წლისთვის დასაქმებულთა რაოდენობა საცალო ვაჭრობაში, 2019 წელთან შედარებით, 5,6%-ით (6583) გაიზარდა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში 6,3%-ით შემცირდა. დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში საცალო ვაჭრობის საწარმოებში მომუშავე ადამიანების ხვედრითი წილი 2019-2021 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით შემცირდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება საცალო ვაჭრობაში, სხვა სფეროებთან შედარებით, მცირე იყო. ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში საცალო ვაჭრობაში დასაქმებულების ხვედრითი წილის ამსახველი მაჩვენებლები ასეთია: 2019-9,1%; 2020წ-9,4%; 2021წ-10,3% (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022). აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ საცალო ვაჭრობას ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიამოსახლეობის დასაქმებასა და პროდუქტებით უზრუნველყოფაში და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს როლი კიდევ უფრო გაიზრდება საქმიანობის სოციალური პასუხისმგებლობით წარმართვის გზით. საცალოდ მოვაჭრემ არ უნდა დაუშვას ისეთი პროდუქტების გაყიდვა, რაც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება-სრულყოფაში. მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი შეძლებს სათანადოდ ბრძოლას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად (MghebriSvili,2019). საცალო ვაჭრობის როლი ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში კარგად გამოჩნდა კოვიდპანდემიის დროს, როცა ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა საავადმყოფოებში აღმოჩნდა, უფრო მეტი კი სახლში ებრძოდა ავადმყოფობას, მოქმედებდა მოწოდება - „დარჩი სახლში“. საჭირო იყო მოსახლეობის, პირველ რიგში, კვების პროდუქტებით და სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა. ასეთ პირობებში საცალო ვაჭრობის ბევრმა ობიექტმა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კარგად გაართვა თავი კოვიდპანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. მომსახურების ახალი მეთოდების დანერგვით, საცალო ვაჭრობამ შეძლო მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება პროდუქტებით.
საცალო ვაჭრობის როლი საქართველოში მდგრადი წარმოებისა და მოხმარების მიღწევაში
როგორც უკვე აღინიშნა, მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის-მდგრადი მოხმარება და წარმოება მიღწევაში საცალო ვაჭრობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ამ მიზანში ჩვენ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ნარჩენების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას, რაც საწარმოებს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ, საცალო ვაჭრობასაც აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების რეალიზაციაში. ეს, უპირველესად, სურსათის/ცხოველის საკვებით საცალოდ მოვაჭრე ობიექტებს ეხება, რადგან არის შემთხვევები, როცა პროდუქტები არ იყიდება და „ბიოდეგრადირებული ნარჩენების“ სახეს იღებს. ეს პროდუქტები უნდა დაუბრუნდეს წარმოებას ან გადაეცეს საოჯახო მეურნეობებს ცხოველების გამოსაკვებად მანამ, სანამ „ბიოდეგრადირებული ნარჩენების“ სახეს მიიღებს. ასეთი პრევენციული პოლიტიკით შემცირდება გარემოსთვის არახელსაყრელი ნარჩენები და „წარმოქმნილი ნარჩენების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის“ შემთხვევები, აღნიშნულია საქართველოს კანონის„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მესამე მუხლში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2014).
საქართველოში საცალო ვაჭრობას დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ მომხმარებლებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს. ასეთი მიდგომით მუშაობა, ცხადია, დასაწყისში არ იქნება მარტივი და ამ მიმართულებით მომუშავე ერთი-ორი საწარმოც ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს, ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. საჭიროა, საცალოდ მოვაჭრე ობიექტის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობაში თავიანთი როლის სათანადოდ გაცნობიერება. ამაში მათ უნდა დაეხმარონ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორი პროპაგანდისტული პოლიტიკა საცალოდ მოვაჭრეებს დაარწმუნებს სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობის საჭიროებაში. არ შეიძლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებები,პირველ რიგში რადიო და ტელევიზია,უპირატესობას გასართობ პროგრამებს ანიჭებდნენ და ყურადღების მიღმა სტოვებდნენ შემეცნებით გადაცემებს.
საქართველოში საცალო ვაჭრობას სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობა არაპირდაპირი გზითაც შეუძლია. მას აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს სოციალური პასუხისმგებლობით მომუშავე მწარმოებელ კომპანიებს პროდუქციის რეალიზაციაში, რაც, ფაქტობრივად, მისი სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობაც იქნება.
დასკვნა
საცალო ვაჭრობა, მდგრადი განვითარების მიღწევაში, თავის როლს მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრების შემთხვევაში შეასრულებს. ეს არ არის მარტივი საქართველოში, რადგან საცალო ვაჭრობაში დიდი რაოდენობით არსებულ მცირე საწარმოებს სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობა მსხვილი კომპანიების საქმედ მიაჩნიათ. ასეთი არასწორი მიდგომა უნდა შეიცვალოს, რაშიც აქტიური როლი უნდა შეასრულონ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. სწორედ მათ უნდა დაარწმუნონ საცალოდ მოვაჭრეები, და მთლიანად საზოგადოება, სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობის სარგებლიანობაში. მათ უნდა დაარწმუნონ საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები, რომ სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობა აამაღლებს მათ იმიჯს საზოგადოებაში, რასაც შედეგად მოჰყვება მათი მომხმარებლების რაოდენობისა და მომგებიანობის მაჩვენებლების ზრდა.
რაც უფრო მალე გაიაზრებენ საქართველოს ბაზარზე მომუშავე საცალოდ მოვაჭრე საწარმოების, პირველ რიგში,მცირე საწარმოების, მფლობელები სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციით მუშაობის სიკეთეს მათი ბიზნესისა და მთელი საზოგადოებისთვის, მით უფრო მალე მოიპოვებენადგილობრივი საზოგადოების, აგრეთვე, საკუთარი თანამშრომლების, დადებით განწყობას და მიაღწევენ წარმატეტებს ბაზარზე.
ლიტერატურა:
• თოდუა ნ., მღებრიშვილი ბ., უროტაძე ე. (2016). საქართველოს სასურსათო ბაზარზე სამართლებრივი გარემოს ფორმირების ძირითადი ასპექტები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მასალები, თბილისი, გვ.250-256.
• თოდუა ნ., მღებრიშვილი ბ. (2017). საცალო ვაჭრობა. ლექციების კურსი, თსუ, https://tsu.ge/assets/media/files/7/biblioteka/todua_27528.pdf(ბოლო ნახვა 21.02.2023).
• თოდუა ნ., ჯაში ჩ. (2021). სოციალური მარკეტინგის პარადოქსები ჯანდაცვაში (COVID-19 პანდემიის კონტექსტში). მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მასალები, თბილისი, გვ. 163-168.
• CSR ჰაბი (2021). კორპორაციული პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება. https://csrgeorgia.com/ka/overview/csr-and-Sustainable-development(ბოლო ნახვა 21.02.2023).
• მღებრიშვილი ბ. (2019). გარემარკეტინგულ გარემოში მიმდინარე ცვლილებების გავლენა საცალო ვაჭრობის განვითარებაზე საქართველოში. ეკონომიკა და ბიზნესი,14(2), 142-155.
• მღებრიშვილი ბ., ქეშელაშვილი გ. (2022). კონფლიქტებიმარკეტინგულარხებშიდამისგან მომდინარესაფრთხეები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის„COVID-19 პანდემია და ეკონომიკა“ მასალები, თბილისი, გვ. 238-242.
• მღებრიშვილი ბ., უროტაძე ე., ვეშაგური მ. (2022). ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მასალები, თბილისი, გვ.321-329.
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2022). საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული,2022. https://www.geostat.ge/media/50653/Yearbook_2022.pdf (ბოლო ნახვა 21.02.2023).
• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2012ა). საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659434(ბოლო ნახვა 21.02.2023).
• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2012ბ). საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659419(ბოლო ნახვა 21.02.2023).
• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2022). საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5420598 (ბოლო ნახვა 21.02.2023).
• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2014).საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“.https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416 (ბოლო ნახვა 21.02.2023).
• ჯაში ჩ., ჯანგულაშვილი თ. (2018). გარემოსდაცვითი პასუხისმგებლური ქცევა და მისი მნიშვნელობა მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის. მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მასალები, თბილისი, გვ. 522-525.
• ხოფერია ლ. (2012). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, https://csrgeorgia.com/uploads/publications/CSR_manual_geo.pdf(ბოლო ნახვა 21.02.2023).
• Ali W., Wilson J., Husnain M. (2022). Determinants/Motivations of Corporate Social Responsibility Disclosure in Developing Economies: A Survey of the Extant literature. Sustainability, 14(6), 3474.
• Jamali D., Karam C. (2018). Corporate Social Responsibility in Developing Countries as an Emerging field of Study. International Journal of Management Reviews, 2031,pp.32-61
• Mghebrishvili B. (2018a). Process of Formation of the Legal Environment for Marketing In Georgia. European Journal of Economics and Business Studies,4(3).
• Mghebrishvili B. (2018b). Some Aspects of Social Marketing Development in Georgia. In Proceedings of the 4th International Scientific and Practical Conference „Strategic Imperatives of Modern Management“. Kyiv, Ukraine,pp.345-351.
• Mghebrishvili B. (2019). Situation of Health and Welfare in Georgia in the Context of Sustainable Development and Sustainable Marketing. Journal Ecoforum,10 (3).
• Mghebrishvili B.,Urotadze, E.(2021). Challenges of Business Social Responsibility in the Conditions of Coronavirus Pandemic. Journal Ecoforum,10 (3).
• Mghebrishvili B., Urotadze E. (2016). Functions of Retailing. In Proceedings of the 23th International Academic Conference. Venice, Italy. Publisher: International Institute of Social and Economic Sciences, pp. 356-360.
• Mghebrishvili B., Zubiashvili, T. (2021). Georgia's Trade Relations with CIS and EU Members States. Journal Ecoforum,1 (3).
• Mghebrishvili B., Mghebrishvili A., Atoshvili T. (2020). Care About Environment Protection in the Conditions of Effectiveness of Sustainable Development in the Conception (Example of Georgia). In Proceedings of the 5th International Scientific and Practical Conference „Strategic Imperatives of Modern Management“. Kyiv-Ukraine, pp.253-257
• Todua N. (2019). Attitude of Georgian Consumers to Healthy Nutrition. In Proceedings of the 46th International Academic Conference, Sapienza University of Rome, Italy, pp. 208-219.
• Todua N. (2018). Georgian Consumers Awareness about the Benefits Associated with Healthy Nutrition. International Journal of Business, 1, 11-18.
• United Nations (2021). The Sustainable Development Goals Report 2021. Retrieved fromfile:///C:/Users/G%20COMP%20SERVICE/Desktop/The%20Sustainable%20Development%20Goals%20Report%202021.pdf(last accessed February 21, 2023).
• United Nations (2022). The Sustainable Development Goals Report 2022. Retrieved fromhttps://unstats.un.org/sdgs/report/2022/The-Sustainable-Development-Goals-Report-2022.pdf(last accessed February 21, 2023).
References:
• Todua, N., Mghebrishvili B., Urotadze E. (2016). Sakartvelos sasursato bazarze samartlebrivi garemos pormirebis dziritadi aspektebi. [Main Aspects of Formation of Legal Environment on the Georgian Food Market. In Proceedings of the International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“, Tbilisi, pp.250-256. in Georgian
• Todua N., Mghebrishvili B. (2017). Satsalo vachroba. [Retail Trade (Course of Lectures). Retrieved fromhttps://tsu.ge/assets/media/files/7/biblioteka/todua_27528.pdf] last seen February 21, 2023, in Georgian
• Todua N., Jashi Ch. (2021). Sotsialuri marketingis paradoksebi jandatsvashi (COVID-19 pandemiis kontekstshi.) [Paradoxes of Social Marketing in Healthcare (In the Context of COVID-19 Pandemic). In Proceedings of the 6th International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“, Tbilisi, pp. 163-168.] in Georgian.
• CSR HUB (2021). Korporatsiuli pasukhismgebloba da mdgradi ganvitareba. [CSR and Sustainable Development. https://csrgeorgia.com/ka/overview/csr-and-Sustainable-development. last seen February 21, 2023.] in Georgian
• Mghebrishvili B. (2019). garemarketingul garemoshi mimdinare tsvlilebebis gavlena satsalo vachrobis ganvitarebaze sakartveloshi. [Impact of Changes in External Marketing Environment on the Development of Retail Trade in Georgia. Economics and Business, 14(2), 142-155] in Georgian
• Mghebrishvili B., Keshelashvili G. (2022). Konpliktebi marketingul arkhebshi da misgan momdinare saprtkheebi. [Conflicts in Marketing Channels and Consequential Threats. In Proceedings of the Conference „The COVID-19 pandemic and the economy“. Tbilisi, pp. 238-242] in Georgian.
• Mghebrishvili B., Urotadze E., Veshaguri M. (2022). Biznesis sotsialuri pasukhismgeblobis roli sakartvelos ekonomikis ganvitarebashi. [The Role of Social Responsibility of Business in the Development of Georgian Economy. In Proceedings of 7th International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“. Tbilisi, pp. 321-329.] in Georgian.
• National Statistics Office of Georgia (2022). Statistical Yearbook of Georgia:2022. https://www.geostat.ge/media/50653/Yearbook_2022.pdf. last seen February 21, 2023 Georgian. . in
• Legislative Herald of Georgia (2012a). Georgian Law on Food Products / Animal Food Safety, Veterinary and Plants Protection. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659434. last seen February 21, 2023. in Georgian
• Legislative Herald of Georgia (2012b). Law of Georgia on Product Safety and Free Movement Code.https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659419 last seen February 21, 2023. in Georgian
• Legislative Herald of Georgia (2022). Law of Georgia on the Protection of Consumer Rights. Retrieved from https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5420598. last seen February 21, 2023. in Georgian
• Legislative Herald of Georgia (2014). Law of Georgia Waste Management Code. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416. last accessed February 21, 2023. in Georgian
• Jachi Ch., Jangulashvili T.(2018). garemosdatsviti pasukhismgebluri ktseva da misi mnishvneloba mdgradi turizmis ganvitarebisatvis. [Environmentally Responsible Behavior and its Importance for Sustainable Tourism development. In Proceedings of the 3th International Scientific Conference „Challenges of Globalization in Economics and Business“. Tbilisi, pp. 522-525.] in Georgian
• Khoferia L. (2012). Korporatsiuli sotsialuri pasukhismgeblobis sakhelmdzghvanelo. [Handbook of Corporate Social Responsibility. The Centre for Strategic Research and Development of Georgia. https://csrgeorgia.com/uploads/publications/CSR_manual_geo.pdf. last seen February 21, 2023. in Georgian
• Ali W., Wilson J., Husnain M. (2022). Determinants/Motivations of Corporate Social Responsibility Disclosure in Developing Economies: A Survey of the Extant literature. Sustainability, 14(6), 3474.
• Jamali D., Karam C. (2018). Corporate Social Responsibility in Developing Countries as an Emerging field of Study. International Journal of Management Reviews, 2031, pp.32-61
• Mghebrishvili B. (2018a). Process of Formation of the Legal Environment for Marketing In Georgia. European Journal of Economics and Business Studies, 4(3).
• Mghebrishvili B. (2018b). Some Aspects of Social Marketing Development in Georgia. In Proceedings of the 4th International Scientific and Practical Conference „Strategic Imperatives of Modern Management“. Kyiv, Ukraine,pp.345-351.
• Mghebrishvili B. (2019). Situation of Health and Welfare in Georgia in the Context of Sustainable Development and Sustainable Marketing. Journal Ecoforum,10(3).
• Mghebrishvili B., Urotadze, E. (2021). Challenges of Business Social Responsibility in the Conditions of Coronavirus Pandemic. Journal Ecoforum,10(3).
• Mghebrishvili B., Urotadze E. (2016). Functions of Retailing. In Proceedings of the 23th International Academic Conference. Venice, Italy. Publisher: International Institute of Social and Economic Sciences, pp. 356-360.
• Mghebrishvili B., Zubiashvili, T. (2021). Georgia's Trade Relations with CIS and EU Members States. Journal Ecoforum,1(3).
• Mghebrishvili B., Mghebrishvili A., Atoshvili T. (2020). Care About Environment Protection in the Conditions of Effectiveness of Sustainable Development in the Conception (Example of Georgia). In Proceedings of the 5th International Scientific and Practical Conference „Strategic Imperatives of Modern Management“. Kyiv-Ukraine, pp.253-257
• Todua N. (2019). Attitude of Georgian Consumers to Healthy Nutrition. In Proceedings of the 46th International Academic Conference, Sapienza University of Rome, Italy, pp. 208-219.
• Todua N. (2018). Georgian Consumers Awareness about the Benefits Associated with Healthy Nutrition. International Journal of Business, 1, 11-18.
• United Nations (2021). The Sustainable Development Goals Report 2021. file:///C:/Users/G%20COMP%20SERVICE/Desktop/The%20Sustainable%20Development%20Goals%20Report%202021.pdf. last seen February 21, 2023.
• United Nations (2022). The Sustainable Development Goals Report 2022. https://unstats.un.org/sdgs/report/2022/The-Sustainable-Development-Goals-Report-2022.pdf. last seen February 21, 2023.