English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლალი ხიხაძე
მცირე ბიზნესში ციფრული და კოგნიტური ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალურობა გლობალური პანდემიის პირობებში

 

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მართვისა და წარმატებული ფუნქციონირების საფუძველი ინფორმაციული ტექნოლოგიებით  უზრუნველყოფაა, რადგანაც ინტერნეტი წარმოადგენს კომპიუტერული ქსელის ჯაჭვს და თანამედროვე ბიზნესი, პრაქტიკულად, მთლიანად დამოკიდებული ხდება ინფორმაციულ სივრცეზე. განსაკუთრებით   COVID-19 პანდემიის პირობებში დიდიმნიშვნელობაგააჩნია ინტერნეტსა და ციფრულ  კომუნიკაციას.

 თანამედროვე ეტაპზე  გლობალური  კონიუნქტურისგათვალისწინებით,  მცირე და  საშუალო ბიზნესის  ეფექტიანადგანვითარების პროცესშიინოვაციებსადაკოგნიტურ  აზროვნებასმთავარიროლიენიჭება. ციფრულიტექნოლოგიებისსწრაფმაგანვითარებამდამრავალფეროვანიციფრულიპლატფორმებისწარმოქმნამ, ბიძგიმისცასამეწარმეოქცევისტრანსფორმაციასადასამეწარმეოსაქმიანობისრეალურიდანვირტუალურსფეროშიწარმართვას.

 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე, მცირე ბიზნესზე  COVID-19-ისპანდემიის  ზემოქმედებამ  და შესაბამისად ახალ პირობებთან ადაპტაციის აუცილებლობამ შექმნა ციფრული ტექნოლოგიების  დანერგვისგადაუდებელი  ობიექტური საჭიროება და ეფექტიანი გამოყენების  აქტუალურობა.

ნებისმიერი ფორს-მაჟორული გარემოება: ბუნებრივი სტიქიური კატაკლიზმები, ომები, სოციალური კონფლიქტები, ეპიდემიები და განსაკუთრებით გლობალური პანდემიებიარსებით გავლენასახდენსსაზოგადოებისგრძელვადიანგანვითარებასადაადამიანებისცხოვრებისსტილზემიუხედავადიმისა, რომმიმდინარე COVID-19 პანდემიაარარისპირველიუახლესისტორიაში, ისარისპირველიპანდემიაციფრულიეკონომიკისეპოქაში, სადაცჩვენიბიზნეს-მოდელებისადაღირებულებისშემქმნელისაწარმოებისუმრავლესობაამათუიმგზითციფრულკომუნიკაციასადაინტერნეტზეადამყარებული.

 

 საკვანძო სიტყვები: COVID-19 გლობალური პანდემია,მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული მენეჯმენტი, ციფრული და კოგნიტური ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია,  დიგიტალიზაცია.

 

შესავალი

 

XXI საუკუნის 20-იანი წლებიდან ბიზნესმა ტრადიციული არავირტუალური მოდელიდან, სადაც ბიზნეს-საქმიანობის საწარმოებლად ფიზიკური ადგილი იყო საჭირო, დაიწყო გადასვლა ციფრულ მოდელზე, სადაც ბიზნესის ყოველდღიურად წარმოებისთვის სულ უფრო ხშირად გამოიყენება ვებსაიტი, ელექტრონული ბიზნესის პლატფორმები, ციფრული ტექნოლოგიები.

კერძო ბიზნესის განსაკუთრებული სექტორი -  მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და მნიშვნელოვანი  წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტის გაფართოებას, ინოვაციების დანერგვას, თანამედროვე ბიზნესკულტურის შექმნასა და ამასთან ერთად, განსაკუთრებულ როლს ასრულებს  ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.

       COVID-19 პანდემიის შეკავების საშუალებებმა (მკაცრი იზოლაცია, სოციალური დისტანცირება და სხვ.) ძირფესვიანად შეცვალა ეკონომიკისა და ბიზნესის ლანდშაფტი, დააჩქარა ბიზნესის უპირატესად ციფრულ მოდელებზე გადასვლა  მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ვინაიდან  მცირე ბიზნესის სექტორში ფირმები ცდილობდნენ  რისკების შემცირებასა და საქმიანობის  შენარჩუნებას  COVID-19-ით გამოწვეულ  პოსტ-პანდემიურ სამყაროში. ციფრულმა ტექნოლოგიებმა დაიწყო ძირითადი როლის გაძლიერება მცირე ბიზნესის გადარჩენასა და განვითარებაში, უპირატესად გამოიკვეთა მისი გამოყენების აქტუალობა COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შედეგად, რადგანაც ციფრული ტექნოლოგიები ყურადღების ცენტრში მოექცა და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა გახდა.

ციფრული ეკონომიკის  სწრაფი ზრდისა, მე-5 და მე-6 ტექნოლოგიურ რეჟიმებზე გადასვლის მიუხედავად,  გაციფროვნების პროცესები უპირატესად დააჩქარა COVID-19 პანდემიამ, რამაც სტიმული მისცა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას არამხოლოდ დიდ, არამედ მცირე  და საშუალო ბიზნესში. (Зимовец, Сорокина, Ханина 2020, 1337–1350).

გლობალური პანდემიის დროს მცირე ბიზნესის მოდელების ტრანსფორმაციის ძირითადი ტენდენციების დასადგენად, აუცილებელია გავითვალისწინოთ წინა საკარანტინო პერიოდში ზოგადი პროცესები, რათა ანალიზისა და შედარებითი მეთოდების გამოყენებით გამოვლინდეს ახალი პროცესების დინამიკა მცირე საწარმოების განვითარებაში.

კვლევისმიზანი და ამოცანები: კვლევის მიზანიაგლობალური პანდემიის დროს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოვლენა მცირე ბიზნესის სფეროში, ამასთან ერთად ფოკუსირება იმ ძირითად ცვლილებებზე, რაც განხორციელდა მცირე ბიზნესის საქმიანობაში COVID-19 პანდემიის დროს. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გამოიკვეთა ის ძირითადი ცვლილებები და ტენდენციები, რაც მოხდა მცირე ბიზნესის საქმიანობაში COVID-19 პანდემიის დროს და  შესაბამისად გაკეთდა აქტუალური დასკვნები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ რეალობაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე.

მცირე ბიზნესის განვითარების საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, მსოფლიოში ყველა საწარმოს 90% მიეკუთვნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კატეგორიას, რომლებიც მოდის გლობალური მშპ-ის 50% და დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 70%.  მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესი ყველაზე მოქნილია გარემოში ცვლილებებთან მიმართებით, ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიის მრავალფაქტორულმა  ნეგატიურმა პროცესებმა მძიმე გავლენა მოახდინა მცირე ბიზნესის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით მის შემოსავლებზე. 

 

მცირე ბიზნესის ანტიკრიზისულ მენეჯმენტში ციფრული და კოგნიტური ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალურობა

 

2020-2021 წლებში COVID-19 პანდემიის ზეგავლენა საკმაოდ მასშტაბურია, როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ დონეზე. განსაკუთრებით დაუცველი აღმოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესი.  საკარანტინო მკაცრი რეგულაციების გამო, არსებითად შეჩერდა წარმოება და შესაბამისად ბაზარზე შემცირდა  საქონლისა და მომსახურების  მიწოდებაც, ამავდროულად მომხმარებელთა შემოსავლებისა და მყიდველუნარიანობის  შეზღუდვების გამო,   შემცირდა ბაზარზე მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე .

ზემოაღნიშნული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, ასოციაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული რეგულარული გამოკითხვების  საფუძველზე, შესაძლებელი გახდა მცირე ბიზნესის ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილებების თვალყურის დევნება და მათზე პანდემიის გავლენის თვისებრივი ანალიზის ჩატარება( OECD, 2020).

OECD-ის ანგარიშით დადგენილია, რომ COVID-19 პანდემია მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს მცირე ბიზნესზე და აღძრავს გაკოტრების შიშს გამოკითხვის ბევრ მონაწილეს შორის. მაგალითად, 2020 წლის ივნისის ბოლოს, აშშ-ის აღწერის ბიუროს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მცირე ბიზნესის თითქმის 90% განიცდიდა პანდემიის ძლიერ(51%) ან ზომიერ(38%) უარყოფით გავლენას; ბიზნესის 45% განიცდის მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას; საწარმოთა 25%-ს აქვს 1-2 თვეზე ნაკლები ფულადი რეზერვები  და სხვა პრობლემები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული მაჩვენებლებისა, აღსანიშნავია, რომ ახალ რეალობასთან მცირე ბიზნესის მოქნილობა და ახალი პროდუქტების სწრაფად განვითარებისა და ბაზარზე დაშვების შესაძლებლობაც შეიქმნა, ისიც დადასტურდა, რომ დიდია მოთხოვნა ახალი ბაზრის სეგმენტებში ინოვაციურ საქონელსა და სერვისებზე, რაც ყალიბდება COVID-19 პანდემიის  ზემოქმედების შედეგად.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია ადეკვატური ამოცანების ჩამოყალიბება და მისი  დეტალური განზოგადება:

  • მცირე ბიზნესში ციფრული ინოვაციების გავრცელების გზებისა და საშუალებების დაზუსტება და სტრატეგიული გაციფროვნების სცენარის არჩევა;
  •  მცირე ბიზნესის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების (დამხმარე პროცესების) ტრანსფორმაცია, რაც ქმნის შესაძლებლობას შემდგომი ციფრული პროექტებისთვის;
  • გაყიდვების ორგანიზება ციფრულ გარემოში (დამოუკიდებლად ან ინდუსტრიის უნივერსალური ინტეგრატორების საფუძველზე);
  • სხვადასხვა მონაცემთა წყაროებზე, პლატფორმებზე, ფინანსურ ტექნოლოგიებსა და ეკოსისტემებზე წვდომის მართვა, ასევე რესურსების მართვა;
  •  მცირე ბიზნესისათვის აუცილებელი სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების ნაკრების ფორმირება, მათი დაძველებისა და განახლების აუცილებლობის გათვალისწინებით, ასევე ახალი ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ტესტირება;
  • მცირე ბიზნესის გადასვლა შეკვეთების სისტემის ორგანიზაციაზე  (ზუსტად კრიზისის პერიოდში), აღდგენის პერიოდში, ყველა ეტაპზე, როგორც  გაციფრულების სერვისის  კონცეფციის შემუშავების საფუძველი.

 

XXI  საუკუნის დასაწყისიდან  ციფრული ტექნოლოგიები ყურადღების ცენტრში მოექცა და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა გახდა. ციფრული ეკონომიკის  სწრაფი ზრდისა, მე-5 და მე-6 ტექნოლოგიურ რეჟიმებზე გადასვლის მიუხედავად, გაციფროვნების პროცესები საგრძნობლად დააჩქარა COVID-19 პანდემიამ, რამაც სტიმული მისცა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას არამხოლოდ დიდ, არამედ მცირე  და საშუალო ბიზნესში (Зимовец, Сорокина, Ханина 2020, 1337–1350).

ციფრული ტექნოლოგიების ფართო გავრცელება და მათზე მოსახლეობის უმრავლესობის წვდომა, ონლაინ კომერციული პროცესის მოქნილობა და სისწრაფე დღითიდღე მეტ ადამიანს უბიძგებს ციფრული პროდუქტითა და სერვისებით სარგებლობისაკენ. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული პანდემიის (COVID-19) გამო, შეზღუდულია ფიზიკური გადაადგილება. ციფრული ტექნოლოგიები, იძლევა სახლიდან გაუსვლელად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და შემოსავლის მიღების  ფართო შესაძლებლობას. ასევე ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენება ხელს უწყობს ახალი ტიპის სამუშაო ადგილების გაჩენას.

ახალი ფორმატის მცირე ბიზნესის საწარმოები მოქმედებენ ციფრული პლატფორმების საფუძველზე, რაც მათ საშუალებას აძლევს შექმნან საწარმოთა კლასტერები. ასეთ საწარმოებში სულ უფრო ფართოვდება ონლაინ პლატფორმების საშუალებით მოკლევადიანი მუშაობა, ასევე ე.წ. სტანდარტული გრძელვადიანი კონტრაქტები და რუტინული უნარები ნაკლებად საინტერესო ხდება მუშაკებისთვის - იზრდება პრემია კონკრეტული უნარებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ჩანაცვლებული რობოტებით: მნიშვნელოვანია კოგნიტური შესაძლებლობები, კრიტიკული აზროვნება, ემოციების ამოცნობა და მართვა. (Шпилева 2021, 299–312).

არამხოლოდ საკარანტინო პერიოდის შეზღუდვებმა, არამედ ორგანიზაციების ფართომასშტაბიანმა რეორგანიზაციამ და ტრანსფორმაციამ, რომელიც განხორციელდა პიკური შემთხვევების მაჩვენებლების გავლის შემდეგ, განაპირობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური მუშაობის ფართო გამოყენება.

ასეთი ფართომასშტაბიანი ციფრული პლატფორმების ზრდა უამრავ შესაძლებლობებს უქმნის მცირე ბიზნესს თავიანთი პროდუქტების რეალიზაციისა და პოპულარიზაციისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველა მონაწილე მხარის ზრდას. მცირე ბიზნესის დიგიტალიზაციის დონის გასაზომად შემუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფროვნების ინდექსი, რომელიც ასახავს კომპანიების მზადყოფნას ციფრული ტრანსფორმაციისთვის. ბიზნესის გაციფროვნების ინდექსი არის 50 ქულა 100-დან, უცვლელი წინა კვლევის შედეგებისგან, რომელიც ჩატარდა 2020 წლის თებერვალში. პანდემიამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი 100-დან 45 ქულას უდრიდა. რაც ვარაუდობს, რომ პანდემიამ ბიძგი მისცა მცირე ბიზნესის გაციფრულებას, მაგრამ არ გამოიწვია აქტიური განვითარება პანდემიის აქტიური ფაზის შემდგომ პერიოდში. ზოგადად, საქართველოში მცირე ბიზნესი მხოლოდ ნახევრად არის მზად გაციფროვნებისათვის.

მცირე ბიზნესისთვის გადაუდებელი საკითხი გახდა დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა სერიოზული საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში. კვლევის შედეგების მიხედვით, მცირე ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების მესამედს არ შეექმნა თანამშრომლების დისტანციურ ფორმატში გადაყვანის აუცილებლობა, ხოლო კომპანიების 45%-მა, რომლებიც მაინც გადავიდნენ დისტანციურ სამუშაოზე, არ განიცადა რაიმე სირთულე. დარჩენილმა 55%-მა ძირითად სირთულეებს შორის დაასახელა თანამშრომელთა ეფექტურობის შემცირება - 12%, თანამშრომლების საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფის შეუძლებლობა - 14% და რთული პროცედურების გადატანა ონლაინ რეჟიმში - 17%. თუმცა, ზოგადად, არამხოლოდ თანამშრომლებთან, არამედ კლიენტებთან დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკა ფართოდ იქნა აღიარებული მენეჯერებში: ბიზნესმენების წილი, რომლებიც თვლიან, რომ აუცილებელია მხოლოდ პირადი კომუნიკაცია, შემცირდა 4%-ით, ხოლო ორგანიზაციების წილი 7%-ით გაიზარდა, რომლებიც თვლიან, რომ აუცილებელია მხოლოდ პირადად კომუნიკაცია და 7%-ით გაიზარდა იმ ორგანიზაციების წილი, რომლებიც იყენებენ მყისიერ მესინჯერებს მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის. პანდემიის დროს ყოველ მეხუთე ორგანიზაციამ დაიწყო ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენება ონლაინ ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებისთვის .

არამხოლოდ მკაცრმა რეგულაციებმა და   საკარანტინო პერიოდის შეზღუდვებმა, არამედ ორგანიზაციების ფართომასშტაბიანმა რეორგანიზაციამ და ტრანსფორმაციამ, რომელიც განხორციელდა პიკური შემთხვევების მაჩვენებლების გავლის შემდეგ, განაპირობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური მუშაობის ფართო გამოყენება.  კერძოდ, McKinsey & Company-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დისტანციური მუშაობის ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს: განვითარებად ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა 10%-ს შეუძლია კვირაში სამიდან ხუთ დღემდე იმუშაოს, ხოლო განვითარებულ ეკონომიკაში - 20-დან 25%-მდე. ეს მაჩვენებლები 5-ჯერ მეტია, ვიდრე პანდემიამდე იყო და ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ურბანულ ცენტრებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რესტორნებზე, საცალო ვაჭრობაზე მოთხოვნის შემცირებაზე  და სხვა.

ბიზნესის გაციფროვნების ინდექსის ამჟამინდელი მნიშვნელობის სტაგნაცია მოხდა მისი შემადგენლობის ზოგიერთი ინდიკატორის ზრდისა და სხვათა შემცირების გამო. ამრიგად, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქტიურობა გამოიყენონ ინტერნეტ ინსტრუმენტები და ციფრული ტექნოლოგიები თავიანთ საქმიანობაში. იმ კომპანიების წილი, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობენ, 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან გაიზარდა 2%-ით, მობილური ბიზნეს აპლიკაციების მქონე კომპანიების წილი გაიზარდა 9%-ით, ხოლო კომპანიების წილი, რომლებსაც აქვთ სრულფასოვანი საიტები და გვერდები სოციალურ ქსელებში. გაიზარდა 19%-ით და 12%-ით, შესაბამისად, იმავე პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, კომპანიების წილი, რომლებიც არ იყენებენ ინფორმაციული უსაფრთხოების არანაირ საშუალებებს, 11%-ით და 7%-ით გაიზარდა კომპანიების წილი, რომლებიც მუშაობენ ინფორმაციული უსაფრთხოების დამტკიცებული პოლიტიკის გარეშე. ასევე, პრიორიტეტული არ იყო თანამშრომლების ციფრული გადამზადება, ასევე 16%-ით გაიზარდა კომპანიების წილი, რომლებიც არ ატარებენ ციფრული წიგნიერების კურსებს თანამშრომლებისთვის. მცირე ბიზნესისთვის გადაუდებელი საკითხი გახდა დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში. კვლევის შედეგების მიხედვით, მცირე ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების მესამედს არ შეექმნა თანამშრომლების დისტანციურ ფორმატში გადაყვანის აუცილებლობა, ხოლო კომპანიების 45%, რომლებიც მაინც გადავიდნენ დისტანციურ სამუშაოზე, არ განიცადეს რაიმე სირთულე. დარჩენილმა 55%-მა ძირითად სირთულეებს შორის დაასახელა თანამშრომელთა ეფექტურობის შემცირება - 12%. თანამშრომლების საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფის შეუძლებლობა - 14% და პროცედურების რთული გადატანა ონლაინ რეჟიმში - 17%. თუმცა, ზოგადად, არამხოლოდ თანამშრომლებთან, არამედ კლიენტებთან დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკა ფართოდ იქნა აღიარებული მენეჯერებში:  რომლებიც თვლიან, რომ აუცილებელია მხოლოდ პირადად კომუნიკაცია  განისაზღვრა 4%-ით, ხოლო 7%-ით გაიზარდა იმ ორგანიზაციების წილი, რომლებიც იყენებენ მყისიერ მესინჯერებს მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის. პანდემიის დროს ყოველი მეხუთე ორგანიზაციამ დაიწყო ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენება ონლაინ ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებისთვის.

ზემოაღნიშნული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ COVID-19-ის პანდემიამ ხელი შეუწყო მცირე ბიზნესის გაციფროვნებას, ძირითადად დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის იძულებითი საჭიროების გამო და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება არამხოლოდ თანამშრომლებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, ასევე მომხმარებლებთან მჭიდრო   კონტაქტისა და ნდობის შენარჩუნებისათვის. მიუხედავად ამისა, მენეჯერებს ჯერ არ უცდიათ  აქტიურად ფინანსური რესურსების ინვესტირება თანამშრომლების მომზადების,                                                                                                        ციფრულ ტექნოლოგიების მაღალ დონეზე დაუფლებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარებაში, რადგან ისტორიულად მთავარი პრობლემა გაციფროვნების გზაზე არის ფინანსური სახსრების ნაკლებობა, რაც განსაკუთრებით მწვავე გახდა   გლობალური პანდემიის მიმდინარეობის დროს, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.

უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ  არსებული ბარიერების დასაძლევად და მცირე ბიზნესის ციფრული კომპონენტის განსავითარებლად შეუძლებელია უნივერსალური მეთოდების ჩამოყალიბება, რადგან თითოეულმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს საკუთარი ინდივიდუალური სტრატეგია არსებული ციფრული შესაძლებლობების, ბიუჯეტის, ბიზნეს კულტურის გათვალისწინებით და ა.შ. მცირე ბიზნესის  გაციფროვნებას არ სჭირდება ბიზნეს მოდელების რადიკალურად შეცვლა, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია შეიძლება განხორციელდეს თანდათანობით და ცვლილებების  შესაბამისად სხვადასხვა დონეზე.       

პანდემიის კრიზისთან სხვადასხვა გზით ბრძოლის პარალელურად ახალმა რეალობამ ბიზნესისათვის დისტანციური მუშაობისა და ტელეკომუნიკაციების საჭიროება გააჩინა. მცირე და საშუალო საწარმოების მესამედი აღმოჩნდა ამ გამოწვევებისათვის სრულ მზადყოფნაში. აღსანიშნავია ასევე, რომ რაც უფრო იზრდება კომპანიების სიდიდე, მით მეტადაა ბიზნესის ინფრასტრუქტურა და ციფრული ტექნოლოგიები დისტანციური რეჟიმით( on line)  მუშაობისათვის.

კვლევის დასახული მიზნის მისაღწევად, გამოყენებულია 2020-2021 წლის მცირე ბიზნესის შედეგების ანალიზის მეთოდი და COVID-19 პანდემიამდე არსებული ინდიკატორების შედარების მეთოდი. ანალიზის პროცესში კვლევა მიზნად  ისახავს მცირე ბიზნესის როლს გლობალურ ეკონომიკაში, ყურადღება გამახვილებულია  მცირე ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ასევე მსჯელობაა ზოგად საკითხებზე წინასაკარანტინო პერიოდში გლობალური გაციფროვნების პროცესებთან დაკავშირებით.  

მიგვაჩნია, რომ ახალი მეთოდები უნდა დაინერგოს მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული მენეჯმენტის რეგულირების პრაქტიკაში, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის, ასევე კოგნიტური მართვის ახალი მეთოდების ჩათვლით.

მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ არ არის იდეალური პროცესი და საწარმოს (მათ შორის მცირე ბიზნესის) საქმიანობაში მისი განხორციელებისას ის მნიშვნელოვან სირთულეებს გადალახავს. ასევე აქტუალურია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ რეალობაში განვითარების შესაძლო მიმართულებებსა და პრობლემებზე მსჯელობა .

მცირე ბიზნესზე ციფრული ეკონომიკის გავლენის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის განიხილება: (Алтуфьева 2020, 4-9).

  • კიბერშეტევების საფრთხე. ინფორმაცია არამხოლოდ იძლევა კომუნიკაციისა და სანდო გადაწყვეტილებების მიღების, არამედ ქმნის ინფორმაციის მომხმარებელთან მანიპულირების შესაძლებლობებს;
  • ფინანსური და ბიზნესრისკები. გადაწყვეტილება ბიზნესპროცესების ციფრული გადაწყვეტილებების სასარგებლოდ შეცვლის შესახებ, მოითხოვს დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება არ იქნეს გადახდილი, ამასთან, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება არ გამოიწვიოს მაქსიმალური შედეგები, რაც იწვევს სამეწარმეო საქმიანობაში ფინანსური რისკების წარმოშობას;
  • ციფრული ტექნოლოგიები. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება  იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებასა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს;
  • ბიზნესის გაციფროვნების ბარიერები.  ბიზნესის გაციფროვნების სფეროში არსებული ბარიერები არ აძლევს საშუალებას მცირე ბიზნესს იცოდეს ბიზნესპარტნიორების  მხარდაჭერის შესახებ.

ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ძირითადი პრობლემა მცირე ბიზნესზე გაციფროვნების გავლენის სფეროში, ამ კვლევის კონტექსტით ორამდე უნდა შემცირდეს:

 1) ფინანსური სირთულეები, რაც წარმოიშვება მცირე ბიზნესის გაციფროვნების გზაზე;

2) პერსონალის  გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, რომელიც განისაზღვრება  მცირე ბიზნესში დასაქმებული თანამშრომლების დაბალი(არასაკმარისი) ციფრული კომპეტენციის დონით.

გარდა ამისა, განხორციელებული გაციფროვნების პროექტების ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრული გადაწყვეტილებები ამჟამად განუყოფლად არის დაკავშირებული კოგნიტურ ინსტრუმენტებთან, კოგნიტური მართვის ტექნიკასთან. ასე რომ, გ. პეტროვას და ტ. სტახოვსკაიას   მოსაზრებებით: კოგნიტური მენეჯმენტი მიზნად ისახავს ცოდნის, როგორც ინფორმაციის გაგებას, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ორგანიზაციის თანამედროვე ტრანსფორმაცია კოგნიტური უნარების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს (Петрова, Стаховская 2010, 101-115).

თანამედროვე კოგნიტური მოდელების უმეტესობა დანერგილია ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზე, შესაბამისად, მომავალში ამ კვლევისთვის ვგულისხმობთ, რომ ციფრული გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს კოგნიტურ ტექნოლოგიებს (განსაკუთრებით კოგნიტური მოდელების კუთხით).

ი. ბრილინას განმარტებით „შემეცნებითი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი კონკურენტული უპირატესობა უფრო ძლიერი და გამძლეა იმ უპირატესობებთან შედარებით, რომლებიც წარმოიქმნება საბაზრო პოზიციებით“. (Брылина 2018, 181-192). ასეთი პოზიცია მისაღებია, მაგრამ ავტორი სრულად არ განასხვავებს რესურსულ სტრატეგიებსა და ციფრულ სტრატეგიებს, მიგვაჩნია, რომ უნდა განვასხვავოთ რესურსული სტრატეგიები და ციფრულ უპირატესობაზე დაფუძნებული სტრატეგიები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოგნიტური მენეჯმენტის ერთ-ერთი პრინციპია სტრატეგიული ალტერნატივების შენარჩუნება, რაც შესაძლებელს ხდის ინფორმაციის ქაოტური ცვლილებების დინამიკის დანახვას, რაც აუცილებელია  მცირე ბიზნესის გადარჩენის სცენარების აგებისას.

თანამედროვე კოგნიტური მოდელების უმეტესობა დანერგილია ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზე, შესაბამისად, მომავალში ამ კვლევისთვის ციფრული გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს კოგნიტურ ტექნოლოგიებს (განსაკუთრებით კოგნიტური მოდელების კუთხით) (Бутенко Д., Бутенко Л. 2015, 157-160).

ასევე არსებობს გაციფროვნების მიდგომები, რომლებიც გაციფრულების წარმატებას ამცირებს მონიტორინგისა და კონტროლით. დ. ჩერეშკინი და ვ.ციგიჩკო აღნიშნავენ, რომ კრიზისი განისაზღვრება, როგორც შეუსაბამობა ძირითად ინდიკატორებსა და ნორმატიულ მნიშვნელობებს შორის, რაც იწვევს იმას, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების უმეტესობა ინდივიდუალურია, ეს კი - ხელს უშლის მათ მასობრივ გამოყენებას (Черешкин, Цыгичко 2019, 44-53).

მცირე ბიზნესის სტრატეგიისთვის ისეთი კრიზისების დროს, როგორიცაა  გლობალური პანდემია, ინდივიდუალიზაცია ხდება ერთ-ერთ მოთხოვნად.

ციფრული ტრანსფორმაცია შეიცავს კრიზისული ფაქტორების გაძლიერების საფრთხეს ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციისას, რაც უფრო მეტად დამახასიათებელია გრძელვადიანი ბიზნესისთვის, მაგრამ კრიზისის  გავლენა მოითხოვს ციფრული შესაძლებლობების გამოყენებას გადარჩენისთვის, ციფრული ინოვაციების განხორციელებისადმი მიდგომის შეცვლას (Remane., Anelt., Ickerson R.C., 2017, 41-51).  ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა გამოწვევაა მცირე ბიზნესისთვის, რომლებიც არ იყვნენ მოთხოვნილების კატეგორიაში (მაგ. ტურიზმი ან თეატრალური ხელოვნება) პანდემიის დროს. ამავდროულად, ცნობილია სტარტაპების გამოცდილება, რომლებიც ცდილობდნენ და საკმაოდ წარმატებით დაეცვათ თავიანთი ბიზნესმოდელები COVID-19  პანდემიის გავლენისგან.

დაჩქარდა ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობა, რადგან (კვირეებში ან თუნდაც დღეებში) გადამწყვეტი გახდა პანდემიის დროს მომხმარებელთა  დამრღვევი კონტრაქტის ცვლილებები. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის უარყოფამ შეიძლება გაზარდოს ტექნოლოგიური უფსკრული კონკურენტებს შორის, რომლებიც აქტიურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, ამიტომ, ტრანსფორმაციის დაწყებამდე პასუხი უნდა გაეცეს ორ კითხვას: პირველი, დიაგნოსტიკის ეფექტურობის საკითხს, ე.ი. ზუსტი პრობლემების იდენტიფიცირებას, რის წინაშეც დგას კონკრეტული მცირე ბიზნესი და მეორე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებადობა - გაუმკლავდება თუ არა ციფრული ტრანსფორმაცია   პანდემიის შედეგად გამოვლენილ პრობლემებს.

ბიზნესმოდელის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ბარიერია მენეჯერების მიერ გარემოს ცვლილების კონვერგენტული აღქმის ნაკლებობა. თუმცა, COVID-19-ის პანდემიამ თითქმის ყველა მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ბიზნესგარემოში მართლაც მოხდა მკვეთრი და რადიკალური ცვლილებები, მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები არამხოლოდ პანდემიის დროს მოხდება, არამედ გაგრძელდება პოსტ- პანდემიის პერიოდშიც.

ა. ლუკიანოვა  განმარტავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, კონკურენტული პოზიციის უზრუნველსაყოფად და მათი საქმიანობის სამომავლო გაციფროვნების მიზნით, ამჟამად წყვეტენ სამ სტრატეგიულ ამოცანას: პირველ რიგში, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან; მეორე, საკუთარი მენეჯმენტის ეფექტურობის დონის ამაღლება; მესამე, პროდუქტებისა და სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

მცირე ბიზნესის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევა მოიცავს მომხმარებელთა მყიდველუნარიანობის შემცირებას, შეზღუდულ ურთიერთქმედებას და სამუშაო საათებს, ნედლეულის დეფიციტს, შეკვეთების გაუქმებას, ფულადი სახსრების შემცირებასა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას.

სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზები ხდება შემოთავაზებული სამეული ამოცანის საფუძველი. აშკარაა, რომ ამ ამოცანების შესრულება შეუძლებელია შესაბამისი  სპეციალისტებისა და სათანადო დაფინანსების გარეშე.

 

მცირე  ბიზნესის საწარმოების ანტიკრიზისული მენეჯმენტის  რეგულირება

გლობალური პანდემიის პირობებში

 

მენეჯმენტი გულისხმობს გააუმჯობესოს ორგანიზაციების მდგრადობა და აღადგინოს მათი ორგანიზაციული ფუნქციების ნორმალურ მუშაობა. მდგრადობა მოიცავს  უნარს, შეინარჩუნოს ნორმალური ორგანიზაციული ფუნქციები პანდემიის პერიოდში, რაც არის ეკონომიკური სისტემების ერთ-ერთი თვისება, რისი ჩამოყალიბებაც ასევე მიზანშეწონილია კრიზისამდეც (Williams , Zhao  2017, 733).  

პერსონალი. მათი საქმიანობის ციფრული ტრანსფორმაცია ანტიკრიზისულ მენეჯმენტში არასაკმარისია, რადგან პირველ ეტაპს 30 დღემდე სჭირდება „ცოდნა მოქმედებამდე“ პრინციპის გამოყენებისას. ცვლილებების დაჩქარების მოთხოვნები ეფუძნება იმედს, რომ COVID-19 პანდემიის გრძელვადიანი გავლენა ჯერ კიდევ მცირეა და პოსტპანდემიური შესაძლებლობები კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ ფირმებს შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები პანდემიის დროს  შეფასებით,  ასეთი გადაწყვეტილება ნორმალურია მცირე ბიზნესის ლიდერებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ მაღალი სამეწარმეო სულისკვეთება იმ მიზეზით, რომ ისინი უნდა იყვნენ მოქნილები და ადაპტირებულები პანდემიის შედეგად განპირობებულ  პროცესებზე (Demarest, Scott 2016).

საყურადღებოა გავაანალიზოთ G. Demarest-სა და J. Scott-ის ნაშრომი მცირე ბიზნესისთვის აქტივობის დიგიტალიზაციის 4-ფაზიანი მოდელის დანერგვის აუცილებლობის შესახებ (Demarest, Scott 2016), მათ შორის:

ფაზა 1.  ექსპერიმენტი, როგორც დიგიტალიზაციის შესაძლებლობის გაგება, ძირითადი უნარების განვითარება, საპილოტე პროექტის შექმნა, სამუშაო სივრცის ფორმირება;

ფაზა 2. წარმოების პროცესი, როგორც პირველი პროდუქტის/მომსახურების  განვითარება,    რესურსების მოზიდვა, დაფინანსების ძიება, გათავისუფლების გეგმის შემუშავება;

ფაზა 3. გაფართოება, როგორც შემთხვევების რაოდენობის ზრდა, პროდუქციის  გამოშვების დაგეგმვა,  სტრუქტურისა და გუნდების ფორმირება, ზრდის გეგმა;

ფაზა 4 . ოპტიმიზაცია, როგორც ბიზნესპრაქტიკა, როგორც ახალი ნორმა, ფინანსური მიზნებისა და შედეგების დასახვა, მონაცემთა გარემოს ნორმალიზება.                ტრადიციული ფირმები ხშირად აწყდებიან დილემას ბიზნესმოდელების ციფრულებად გარდაქმნისას. ერთი მხრივ, მათ უნდა შეეძლოთ ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით.

 

არსებობს ბიზნესმოდელი, რაც ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაზე. მეორე მხრივ, ფირმებმა უნდა შექმნან ინოვაციები, რაც ხელს შეუწყობს მათ გადარჩენას.     მეწარმეს ეკისრება სტრატეგიული პასუხისმგებლობა - დააბალანსოს სიტუაცია მოკლევადიან პასუხსა და გრძელვადიან ხედვას შორის, რაც განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს. ეს გამოწვევები ტრადიციულად განიხილება ორგანიზაციული სტრუქტურის გამოყენებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესმოდელის ტრანსფორმაციას. ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ძიების პროცესმა შეიძლება შექმნას დაყოფა ტოპ მენეჯმენტში,  რაც ხელს უშლის ბიზნესს ეძებოს რადიკალური ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია. მოსალოდნელია, რომ ფირმებს შეეძლებათ მიაღწიონ „ახალი ციფრული უნარების“  მიხედვით ბიზნესის მართვას (eih, inden, Teece 2015).

ნაშრომში, პრობლემების გადასაჭრელად, რეკომენდებულია გაციფროვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტიზებული პროცედურა და  ღონისძიებები რაც ბიზნესმა უნდა გადაჭრას გაციფრულების სცენარის არჩევისას, როგორც ქმედებების  აუცილებელი  ლოგიკური თანმიმდევრობა, რომლის თითოეული ელემენტი აუცილებელია ციფრულ გადასვლაზე განსახორციელებლად.

ქვემოთ მოცემულია აქტივობის თანმიმდევრობა, სადაც დეტალურადაა აღწერილი სტანდარტული ეტაპების საერთო ამოცანები. საყურადღებოა, რომ ამ აქტივობების გამოყენება შესაძლებელია არაკრიზისულ პერიოდშიც, ხოლო შესაძლებელია მოხდეს ზოგიერთი ამოცანის კორექტირება. (მაგალითად, მენეჯმენტის ეფექტურობის ზრდა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა შესაძლებელია, პანდემიის დროს, მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესმოდელის ტრანსფორმაციის შემთხვევაში (Riyono, Oini  2020, 104).

მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ დავალებების წარმოდგენილი სია მოითხოვს პროექტის მართვის ტექნოლოგიების გამოყენებას, მაგრამ  მცირე საწარმოსთვის დროის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო თუ ხელმისაწვდომია   ციფრული პლატფორმები - არა უმეტეს 2 კვირისა.

უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ანალიტიკური გადაწყვეტილებები, როგორიცაა ბიზნესანალიტიკა, ციფრული მარკეტინგი, არ უნდა გახდეს ანტიკრიზისული გაციფროვნების ქვაკუთხედი: ერთი მხრივ, ისინი საჭიროებენ მნიშვნელოვან რესურსებს, მეორე მხრივ, არ იძლევიან მყისიერ შედეგს. ამიტომ ციფრული მარკეტინგის მეთოდები და ტექნიკა, დიდ მონაცემთა დამუშავება და ა.შ. უნდა იქნეს გამოყენებული არა უადრეს საოპერაციო ეფექტურობის ზრდის ეტაპზე ან პოსტკრიზისული აღდგენის ეტაპებზე.

       მ. ორლოვსკის კონცეფციით არსებობს ციფრული ტრანსფორმაციის სამი სტრატეგია (სცენარი), რომელიც მიზნად ისახავს შექმნას "სრულად ციფრული" ბიზნესი, შექმნას "ციფრული შეფუთვა"  და მისი განხორციელება.შესაბამისად, კრიზისული პრობლემების დასაძლევად ასევე წარმოგვიდგენს სამ სცენარს:

  • ციფრულ ბიზნესმოდელზე სწრაფი გადასვლის სცენარი
  • გაყიდვების ციფრული ორგანიზაცია (მთავარი ბიზნეს მოდელის რეფორმის გარეშე)
  • ციფრული პარტნიორები ბაზარზე შესასვლელად (აუთსორსინგის მიდგომა). (Орловский 2020, 192).

 

სცენარი 1. სწრაფი გადასვლა ციფრულ ბიზნესმოდელზე

ამ სცენარს ახასიათებს ერთჯერადი გაციფროვნება, რაც ხორციელდება მოკლე დროში. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი სცენარი შესაძლებელია, თუ საწარმომ უკვე მიიღო ციფრული ტექნოლოგიები პანდემიამდე, მაგრამ შეზღუდული ზომით, რაც ქმნის საფუძველს ციფრული ტრანსფორმაციისთვის პანდემიის დროს. ასეთი გადაწყვეტილებები იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს და ცვლის კონკურენტულ პოზიციას. ასეთი გადასვლის მნიშვნელოვანი რისკები უნდა გვესმოდეს, მაგრამ პანდემიის დროს ეს შეიძლება იყოს ერთადერთი მისაღები, თუ ინდუსტრია, რომელშიც მცირე ბიზნესი არის წარმოდგენილი, სწრაფად ციფრულდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ კატეგორიის მცირე ბიზნესი წარმოადგენს „ადრე მიმღებთა“ ჯგუფს და ცდილობს სტრატეგიული სენსიტიურობის დანერგვას ცვლილების სუსტი სიგნალების გამოსავლენად, სანამ სხვა ფირმები მათ იდენტიფიცირებას შეძლებენ. თუმცა, ციფრულ გარემოში, ეს კონკურენტუნარიანი პოზიცია დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადგილი აქვს კონკურენტების გააქტიურებას.

ამ მიდგომით, თითოეულ პროექტს აქვს კონკრეტული მიზანი და დრო, რომელსაც მხარს უჭერს პროექტის მიდგომით მომუშავე ერთგული გუნდის ჯგუფი - ლოიალური პერსონალი.

 

სცენარი 2. ციფრული გაყიდვების ორგანიზაცია

გაყიდვების ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილება კომპანიებს ეხმარება გამოიმუშაონ შემოსავალი მომხმარებელთა გამოცდილებით და ისინი მოელიან, რომ ეს გადაარჩენს მათ გაკოტრების პირას. (Erman 2012,16-24). გადარჩენის უზრუნველსაყოფად, ეს სცენარი შექმნილია გაყიდვების ფუნქციისათვის გაციფროვნების სრული სარგებლობისთვის. ის ფოკუსირებულია დამატებითი ციფრული შემოსავლის შექმნაზე გადარჩენისთვის. როგორც წესი, ბიზნესები, რომლებიც ირჩევენ ამ სცენარს, უნდა იცნობდნენ სოციალური მედიის ქცევის საფუძვლებს და უნდა ჰქონდეთ გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ინიცირებაში მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის. ეს სცენარი მოითხოვს კრეატიულობის მაღალ დონეს ბაზრების საჭიროებების გასაგებად. ბაზრები, B2B,  B2C პლატფორმები და ა.შ. ასეთი გადაწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი უზრუნველყოფს მოქნილობას, შერწყმულია დაგროვილი ცოდნით სხვადასხვა პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე, ასევე  მრავალრიცხოვან მომხმარებელზე. მომხმარებლებთან სიახლოვე ზრდის ბიზნესის წარმატების შანსებს და გაყიდვების ფუნქციის ციფრული ტრანსფორმაცია არის ერთი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია ამ მიზნის მიღწევა. სინამდვილეში, ამ ჯგუფის ფირმები დაინტერესებულნი არიან ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებით, მაგრამ ციფრული სიმწიფის დაბალი დონის გამო, ისინი გადაწყვეტენ მხოლოდ გაყიდვების ფუნქციის გაციფრულებას.

 

სცენარი 3. ციფრული პარტნიორის პოვნა

უდავოა, რომ ეს არჩევანი არის დროებითი გადაწყვეტა ფირმის ციფრული ცოდნის ნაკლებობის პრობლემისა. ეს სცენარი შესაძლებელს ხდის ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებას ციფრული კომპეტენციების არ არსებობის პირობებში. ციფრული ტრანსფორმაცია ცვლის ფირმების ქცევას, რომლებიც მუშაობენ იმავე ბიზნეს ეკოსისტემაში. ამიტომ, ფირმების ბიზნეს კონტექსტიც უნდა შეიცვალოს. ეს ცვლილებები ბიზნეს გარემოში შეიძლება იყოს მხარდამჭერი ფაქტორები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა, რადგან ისინი ემზადებიან ტრანსფორმაციისთვის, რათა მომავალში უფრო ციფრული გახდნენ. ამიტომ, ამ სცენარის არჩევა განიხილება, როგორც მოკლევადიანი გადაწყვეტა, რომელიც იძლევა საუკეთესო შედეგს კრიზისის დროს, მაგრამ ასევე შესაძლებელს ხდის გრძელვადიანი ციფრული  ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივის პროგნოზირებას (Warner 2019, 326-349).

     ჩვენი აზრით, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე,  გლობალური პანდემიის კრიზისის დროს ციფრულ გადაწყვეტილებებზე გადასვლისას, მცირე ბიზნესის დავალებების თანმიმდევრობა მოიცავს შემდეგი ამოცანების შესრულებას:

  • კომპანიაში ციფრული ინოვაციების გავრცელების გზებისა და საშუალებების დაზუსტება და დიგიტალიზაციის სტრატეგიული სცენარის არჩევა
  • ხელმისაწვდომი გაციფრულების მოძიება და სპეციალისტებისთვის ტრენინგის ორგანიზება, თვითშესწავლა
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების (დამხმარე პროცესების) შეცვლა, რაც ქმნის შესაძლებლობას შემდგომი ციფრული პროექტებისთვის
  • გაყიდვების ორგანიზება ციფრულ გარემოში (დამოუკიდებლად ან ინდუსტრიის ან უნივერსალური ინტეგრატორების საფუძველზე)
  • სხვადასხვა მონაცემთა წყაროებზე, პლატფორმებზე, ფინანსურ ტექნოლოგიებსა და ეკოსისტემებზე წვდომის მართვა, ასევე რესურსების მართვა
  • საქმიანობისათვის აუცილებელი სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების ნაკრების ფორმირება, მათი დაძველებისა და განახლების აუცილებლობის გათვალისწინებით, ასევე ახალი ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ტესტირება
  • მცირე ბიზნესის გადასვლა შეკვეთების სისტემის ორგანიზებაზე (კრიზისის პერიოდში), აღდგენის პერიოდში, ყველა ეტაპზე სერვისის  კონცეფციის შემუშავება.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

        გლობალური პანდემიის პირობებში, მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული მენჯმენტის  გაციფროვნების საკითხებთან დაკავშირებით, დასკვნის სახით წარმოვადგენთ  რეკომენდაციებს  და უფრო დეტალურად  გავაანალიზებთ  კრიზისის შესამცირებლად დასახულ ამოცანებს.

  • კომპანიაში ციფრული ინოვაციების გავრცელების გზებისა და საშუალებების დაზუსტება და სტრატეგიული გაციფროვნების სცენარის არჩევა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საკუთარი ბიზნესის ციფრული ხედვის ჩამოყალიბება ციფრულ ფორმატში. ბიზნესის ციფრული გამოსახულება არ იძლევა მესამე მხარის კონსულტანტების მოწვევის საშუალებას მისი ფორმირებისთვის, ამიტომ, მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია საუკეთესო პრაქტიკის შესახებ მონაცემების შეგროვება. მას შემდეგ, რაც გავაცნობიერებთ მცირე ბიზნესის ციფრული განვითარების პერსპექტივას,  უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია მასზე გადასასვლელად, ფუნქციების გაციფროვნების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ეს ეტაპი დასრულებულად ითვლება, თუ საპროექტო ჯგუფი შეიქმნება საპილოტე გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.
  • ხელმისაწვდომი ცოდნის ძიება და სპეციალისტებისთვის ტრენინგის ორგანიზება, მათ შორის - თვითშესწავლა. პროექტის გუნდმა უნდა ჩამოაყალიბოს ხელმისაწვდომი ცოდნის წყაროების სია, რომელიც საჭიროა ციფრული ტრანსფორმაციების გადასაჭრელად და შექმნას განცდა მთელი ბიზნესისთვის ციფრული გადაწყვეტილებების აუცილებლობისა,  ამავდროულად, ამ ეტაპის მნიშვნელოვანი ამოცანაა თვითსწავლების ორგანიზება ციფრული გადაწყვეტილებების მიღების დასაჩქარებლად. ექსპერტების ჩარევის გარეშე, უპირატესად სწრაფი ციფრული  კრიზისის მოთხოვნები გულისხმობს შიდა  რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების (დამხმარე პროცესების) შეცვლა, რაც ქმნის შესაძლებლობას შემდგომი ციფრული პროექტებისთვის. აუცილებელია ბიზნესპროცესების ფუნქციური ანალიზის ჩატარება, ფუნქციური სიახლეების დანერგვის შესაძლებლობის გათვალისწინება, რათა  ბიზნესი დაეწიოს განვითარებად ციფრულ ტექნოლოგიებს. ამავდროულად, აუცილებელია გამოირიცხოს ფუნქციების შექმნა პრინციპით „ეს უნდა იყოს“ ან „მომავალში საჭირო იქნება“,  რაც გამოიწვევს არასაჭირო ხარჯებს. ფუნქციების ახალი ნაკრების შესაბამისად უნდა რეფორმირდეს ორგანიზაციული სტრუქტურა, შესაბამისად დაკომპლექტდეს მცირე რაოდენობის პერსონალით, ეს ქმედება  კი-თავად  ბიზნესის მფლობელმა უნდა განახორციელოს.
  • გაყიდვების ორგანიზება ციფრულ გარემოში (დამოუკიდებლად ან ინდუსტრიის ან უნივერსალური ინტეგრატორების საფუძველზე). უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიების შერჩევითი დანერგვა: ინდივიდუალური ამოცანები, მომსახურება, გადახდა და ა.შ. შემდეგი ნაბიჯი არის გაყიდვების არხების ხელახალი დიზაინი, ამ გადაწყვეტილებების გაერთიანება ბაზრის სეგმენტებში შესაძლო ციფრულ პოპულარიზაციასთან. შემთხვევითი ტესტირებისთვის პროდუქტების ან სერვისების შერჩევისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ციფრული მარკეტინგისთვის შესაფერის პროდუქტებს/მომსახურებებს, როგორც ეს განისაზღვრება საუკეთესო პრაქტიკის ანალიზით და რეგიონის  ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
  • საჭირო რესურსებზე წვდომა და მართვა. ციფრულ  მეწარმეობაში მომხმარებელი ხდება მთავარი რესურსი, ამიტომ აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, სად შეინახება მომხმარებლის მონაცემები და ვის ექნება მასზე წვდომა. გარდა ამისა, გაყიდვების პროცესების გამარტივება იწვევს სპონტანური შესყიდვების გაზრდის შესაძლებლობას, რაც არ საჭიროებს მომხმარებლისთვის რთულ მოქმედებებს ან რთულ არჩევანს, რადგან არასტანდარტული პროცედურები ხშირად აფერხებს ციფრული მყიდველის მიერ პროდუქტებისა და სერვისების შესყიდვას. დიდი შესაძლებლობები არის ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ მცირე ბიზნესის გაყიდვებს, ამიტომ შვილობილი ქსელები ხდება ციფრული პოპულარიზაციის მძლავრი ინსტრუმენტი. ასეთი გადაწყვეტილებები ასევე უნდა მოიცავდეს: სხვადასხვა ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების პორტფელის ფორმირებას; საკუთარი ონლაინ სავაჭრო პლატფორმების დანერგვა, ციფრული ანალიტიკური მონაცემების ჩართვა, მომხმარებლების ჩართულობა სოციალური ქსელების საშუალებით და სხვა.
  • მართვის ეფექტიანობის ზრდა (კრიზისის პერიოდში - გადახდებში ხარვეზების თავიდან აცილება). კრიზისის დროს საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია ფუნქციონალური ბიზნესმოდელების მაქსიმალურად მიტოვება და პროდუქტის ბიზნესმოდელების ექსკლუზიურად გადახედვა, მათ შორის საბოლოო სერვისების. პარტნიორობის განვითარება უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ პერსპექტიული ღირებულების ჯაჭვში, ეკონომიკური აღდგენის ფაზაში ზრდის გათვალისწინებით. ამ ბლოკში განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალი უნარების განვითარებას, რაც იწვევს შრომის მწარმოებლურობის ზრდას.
  •  აქტივობის შეკვეთების სისტემის ორგანიზაციაზე გადასვლა (კრიზისის პერიოდში), აღდგენის პერიოდში, ყველაფრის, როგორც სერვისის კონცეფციის შემუშავება. სამრეწველო საწარმოებიდან ან სახელმწიფო მომხმარებლისგან მსხვილი ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. აქედან გამომდინარე, დიდი მომხმარებლისგან შეკვეთების ძიება ხდება ბიზნესპროცესების ხელახალი დიზაინის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შესაძლებლობები შეზღუდულია. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მენეჯერები, რომლებიც  ყიდიან საქონელსა და მომსახურებას  ინოვაციურ სეგმენტებში, რაც შესაძლებელს ხდის პარტნიორებისაგან იდეების ჩამოყალიბებას, პროდუქციის პორტფელიოს გაფართოებას. ამრიგად, საბოლოო პროდუქტის პერსონალიზაციის მზარდი მოცულობის გამო, მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ციფრული ტყუპები, რესურსების გამოყენების მასშტაბური გადაწყვეტის შემუშავება, როდესაც ძვირადღირებული ფიზიკური ტესტების ჩანაცვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ყველგან ხდება, რაც განსაზღვრავს ამ კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობას. (Габитова, Хватова 2020, 132-138).

         რეკომენდაციებთან ერთად შეგვიძლია დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ, რომ მცირე ბიზნესს შეუძლია სამი გზა აირჩიოს: გაციფროვნების დაჩქარება, გაყიდვების ფუნქციების გაციფრულება და ციფრული პარტნიორების პოვნა ბაზარზე გასასვლელად. ციფრული ტრანსფორმაციის სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევის გადაწყვეტილება განისაზღვრება ციფრული სიმწიფის არსებული დონით, ბიზნესის კულტურითა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიით. მიგვაჩნია, რომ გაყიდვების ფუნქციების გაციფროვნება ნებისმიერ სცენარში აუცილებელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოძრაობა ციფრული მომავლისკენ არის წმინდა ინდივიდუალური მიდგომა კონკრეტული  ბიზნესისთვის, მიუხედავად მცირე ბიზნესში სტრატეგიების ერთიანობისა.

       ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით ასევე მცირე ბიზნესის გაციფრულებასა და COVID-19 პანდემიის შედეგად ზარალის მინიმუმამდე შემცირებას ესაჭიროება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. სწორედ ციფრული  ტექნოლოგიების საუკუნეში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის   ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ციფრული მეწარმეობისა და კოგნიტურ უნარებზე დაფუძნებული საზოგადოების  განვითარება წარმოადგენს.

 

ლიტერატურა:

  • მაღლაკელიძე ა. (2020) ციფრული მეწარმეობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში. ჟურნალიეკონომიკადაბიზნესი, ტ.- N2
  • ხიხაძე  ლ. (2018) საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციები (სალექციო კურსი), თბ., გამომც. ,,უნივერსალი’’ გვ.,138-166
  • ხიხაძე ლ.(2021) ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და სმარტ კონტრაქტების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული: XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური გამოწვევები, თბილისი (3-4 ივლისი)
  • Алтуфьева Н.В (2020). Влияние цифровизации на развитие малых предприятий изд.Инновации”.
  • Буров В.Ю., Капитонова Н.В., Кайбалина Н.Б.(2018) О роли малого предпринимательства и в менеджменте.  № 1 (23). С. 4–9. образования в раз­витии цифровой экономики // Фундаментальные исследования. № 4. С. 44–49.
  • Брылина И.В. Когнитивные технологии и их   роль   в   реализации   идеи   «нового горизонта» // Идеи и Идеалы, 2018, № 4(38), том 2, с. 181-192.
  • Бутенко Д.В., Бутенко Л.Н. (2015). Когнитивная концептуальная   модель   финансово- экономической устойчивости предприятия // Программные продукты и системы, №3 (111), с. 157-160.
    • Гарнов А.П., Быкова О.Н.(2020). Цифровая экономика, как метод интеграции в мировое пространство // Вестник Российского экономического университета им. Г.В. Плеханова.  № 4 (112). С. 5–12.
    •  Гарнов А.П., Быкова О.Н., Перепелица Д.Г.(2020). Дигитализация экономики: проблемы и перспективы // Научные исследования и разработки. Экономика фирмы.  № 3. С. 81–84.
    • Габитова Ф.Г., Хватова Т.Ю.(2020).Цифровой двойник как основа инновационного развития малых и  средних предприятий автомобильной промышленности на примере Германии и России // Бизнес. Образование. Право,  август № 3 (52), с. 132-138.
    • Зимовец А.В., Сорокина Ю.В., Ханина А.В.(2020). Анализ влияния пандемии COVID-19 на развитие предприятий в Российской Федерации // Экономика, предпринимательство и право. Том 10. № 5. С. 1337–1350.
    • Лукьянова А.В.(2019). Тенденции и возможности цифровизации малого и среднего бизнеса // Интеграция науки в современном мире // Сборник научных работ 52‑й Международной научной конференции Евразийского научного объединения (г. Москва, июнь . – Москва: ЕНО, С. 246–251.
    • Орловский В.М. (2020). От носорога к единорогу. Как  управлять  корпорациями  в  эпоху цифровой трансформации. М.: Эксмо,. 192 с.
    • Печаткин В.В., Вильданова Л.М.(2021). Уровень цифровизации видов экономической деятельности как фактор их конкурентоспособности в условиях пандемии // Вопросы инновационной экономики. Том 11. № 1.
    •  Полянин А. В., Соболева Ю. П., Тарновский В. В.(2020). Цифровизация процессов малого и среднего предприни­мательства // Управленческое консультирование. № 4 (136). С. 80–96.
    • Петрова Г.И., Стаховская Ю.М.( 2010 ). Когнитивный менеджмент – инновационная стратегия теорий управления в информационном обществе // Вестник томского государственного университета.Философия. Социология. Политология, №2(10), с. 101-115.
    • Родионова И.А., Кокуйцева Т.В., Харламов М.М.(2020). Особенности развития цифровизации в Российской Феде­рации и в развитых странах мира: анализ позиций в международных рейтингах // Экономические отноше­ния. Том 10. № 2. С. 381–394.
    • Шпилева А.А. (2021). Процессы цифровизации в компаниях малого и среднего бизнеса в условиях пандемии // Экономика, предпринимательство и право.  Том 11. № 2. С. 299–312
    • Черешкин Д.С., Цыгичко В.Н.( 2019).  Антикризисное управление  социально-экономической системой в условиях цифровой экономики // Информационное общество, № 4-5, с.  44-53.
    • Demarest G., Scott J.( 2017). Architect’s Guide to Implementing a Digital Transformation. Springer.
    • Remane, Anelt, Ickerson R. (2020). Olbescovering Digital Business Models in Traditional Industries // Journal of   Business Strategy, , vol. 38, pp. 41-51.
    • Eih S., Inden, Teece J. (2015 Business Model Innovation and Organizational  Design: Dynamic   Capabilities   Perspective  In: Business  Model  Innovation: The Organizational Imension, 1st ed.;  Oxford University   Ress: Oxford.
    • Erman S. (2012). Digital Transformation: Opportunities to Create New Business Models  // Strategy Ofeadership, vol. 40, pp. 16-24.
    • Warner S. (2019). Geuilding Dynamic Capabilities for Digital Transformation: Nongoing Process of Strategic Renewal //          Ong Range   lan,  vol. 52, pp. 326-349.
    • WilliamsT., Ruber, Sutclie, Shepherd, Zhao Y. (2017). Organizational Response to a Adversity: Using Crisis Management and Resilience Research Streams // The   Academy of     Management    nnals, vol. 11, pp. 733-769.

 

References:

  • Maglakelidze A.(2020)cifruli mewarmeobis gamowvevebi da perspeqtivebi saqartveloshi [Challenges and prospects of digital entrepreneurship in Georgia Economics and Business, No. 2, ]. in Georgian
  • Khikhadze L. (2018) saertashoriso biznesis komunikaciebi(saleqcio kursi)[ International business communications (lecture course)].Tbilisi:Universali. pp:138-166. In Georgian
  • Khikhadze L. (2021)blokchein teqnologiebisa da smart kontraqtebis efeqtiani gamoyenebis shesazleblobebi saertashoriso biznesis ganvitarebashi[Possibilities of effective use of blockchain technologies and smart contracts in the development of international business]. International Science Collection of Conference Materials: Economic, Social and Technological Challenges of the 21st Century, Tbilisi.   In Georgian
  • Altufieva N. (2020). vliyaniye tsifrovizatsiya na razvitiye malykh predpriyatiy. [The Impact of Digitalization on the Development of Small Enterprises ed. “Innovations.] in Russian
  •  Burov V., Kapitonova N., Kaibalina N. (2018). O roli malogo predprinimatelstva i v menedzhmente. [On the Role of Small Business in Management. No. 1 (23). pp. 4–9. Education in the Development of the Digital Economy // Fundamental Research. No. 4, pp. 44–49.] in Russian.
  • Brylina I. (2018). kognitivnie  tekhnologii i ikh rol  v realizatsii idei «novogo gorizonta». [Cognitive Technologies and their Role in the Implementation of the “New Horizon” Idea // Ideas and Ideals, No. 4(38), volume 2, p. 181-192.] in Russian.
  • Butenko D., Butenko L. (2015). kognitivnaya kontseptualnaya model finansovo- ekonomicheskoy ustoychivosti predpriyatiya [Cognitive Conceptual Model of Financial and Economic Sustainability of an Enterprise // Software Products and Systems, No. 3 (111), p. 157-160.] in Russian.
  • Garnov A., Bikova O. (2020). tsifrovaya ekonomika kak metod integratsii v mirovoye prostranstvo. [Digital Economy as a Method of Integration into the World Space // Bulletin of the Russian Economic University. G.V. Plekhanov. No. 4 (112). pp. 5–12.] .in Russia.
  • Garnov A., Bikova  O., Perepelica D. (2020). digitalizatsiya ekonomiki: problemy i perspektivy.[Digitalization of the Economy: Problems and Prospects // Research and Development. The Economics of the Firm. No. 3, pp. 81–84]. in Russian.
  • Gabitova F., Khvatova T. (2020). tsifrovaya dvoynik kak osnova innovatsionnogo razvitiya malykh i srednikh predpriyatiy avtomobil'noy promyshlennosti na primer germanii i rossii. [Digital Twin as a Basis for Innovative Development of Ssmall and Medium-sized Enterprises in the Automotive Industry on the Eexample of Germany and Russia // Business. Education. Law, August No. 3 (52), p. 132-138.]in Russian.
  • Zimovets A., Sorokina Y., Khanina A. (2020). analiz vliyaniya pandemii KOVID-19 na razvitiye predpriyatiy v rossiyskoy federatsii. [Analysis of the Impact of the COVID-19 Ppandemic on the Development of Enterprises in the Russian Federation // Economics, Entrepreneurship and Law. Volume 10. No. 5. S. 1337–1350.] in Russian.
  • Lukyanova A. (2019). tendentsii i vozmozhnosti tsifrovizatsii malogo i srednego biznesa. [Trends and Opportunities for Dgitalization of Small and Medium-Sized Businesses // Integration of Science in the Modern World // Collection of Scientific Papers of the 52nd International Scientific Conference of the Eurasian Scientific Association (Moscow, June. - Moscow: ENO, pp. 246–251. in Russian.
  • Orlovsky V. (2020).  ot nosoroga k yedinorogu. kak upravlyat korporatsiyami v epokhu tsifrovoy transformatsii. [From Rhino to Unicorn. How to Manage Corporations in the Era of Digital Transformation. Moscow: Eksmo, p. 192 .] in Russian.
  • Pechatkin V., Vildanova L. (2021). Uroven tsifrovizatsii vidov ekonomicheskoy deyatelnosti kak faktor ikh konkurentosposobnosti v usloviyakh pandemii. [The level of Digitalization of Types of Economic Activity as a Factor in their Competitiveness in a Pandemic // Issues of Innovative Economics. Volume 11. No. 1.] in Russian.
  • Polyanin A., Soboleva Y., Tarnovsky V.  (2020). Tsifrovizatsiya protsessov malogo i srednego predprinimatelstva. [Digitization of Small and Medium Business Processes // Administrative Consulting. No. 4 (136). pp. 80–96.] in Russian.
  • Petrova G., Stakhovskaya Y. (2010). Kognitivnyy menedzhment – innovatsionnaya strategiya teoriy upravleniya v informatsionnom obshchestve. [Cognitive Management - an Innovative Strategy of Management Theories in the Information Society // Bulletin of the Tomsk State University. Philosophy. Sociology. Political Science, No. 2 (10), p. 101-115.] in Russian.
  • Rodionova I. Kokuytseva T., Kharlamov M. (2020). Osobennosti razvitiya tsifrovizatsii v Rossiyskoy Federatsii i v razvitykh stranakh mira. [Features of the Development of Digitalization in the Russian Federation and in the Developed Countries of the World: Analysis of Positions in International Ratings // Economic Relations. Volume 10. No. 2. S. 381–394.] in Russian.
  • Shpileva A.A. (2021). Protsessy tsifrovizatsii v kompaniyakh malogo i srednego biznesa v usloviyakh pandemii. [Digitalization Processes in Small and Medium-sized Businesses in a Pandemic // Economics, Entrepreneurship and Law. Volume 11. No. 2. S. 299–312.] in Russian.
  • Chereshkin D., Tsygichko V. (2019). Antikrizisnoye upravleniye sotsial'no-ekonomicheskoy sistemoy v usloviyakh tsifrovoy ekonomiki.  [Anti-crisis management of the socio-economic system in the context of the digital economy // Information society, no. 4-5, p. 44-53.] in Russian.
  • Demarest G., Scott J. (2017). Architect’s Guide to Implementing a Digital Transformation. Springer.
  • Remane, Anelt, Ickerson R. (2020). Olbescovering Digital Business Models in Traditional Industries // Journal of Business Strategy,  vol. 38, pp. 41-51.
  • Eih S., Inden, Teece J. (2015). Business Model Innovation and Organizational  Design: Dynamic   Capabilities   Perspective  In: Business Model Innovation:  The  Organizational Imension, 1st ed.;  Oxford University   Ress:  Oxford.
  • Erman S. (2012). Digital Ttransformation: Opportunities to Create New Business Models  // Strategy Ofeadership, vol. 40, pp. 16-24.
  • Warner S. (2019). Geuilding Dynamic Capabilities for Digital Transformation: Nongoing Process of Strategic Renewal //Ong Range   lan,  vol. 52, pp. 326-349.
  • Williams  T., ruber, Sutclie, Shepherd,  Zhao Y. (2017). Organizational Response to a Adversity: Using Crisis Management and Resilience Research Streams // The   Academy of     Management    nnals, vol. 11, pp. 733-769.