ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიუნტერ ჰოფბაუერი ∘ გერმანიის ავტომწარმოებელი მრეწველობისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის ეკო სისტემების საფრთხის ანალიზი
ნაშრომის მიზანია აჩვენოს რისკებისა და საფრთხეების არსებობა გერმანიის ავტომობილების წარმოების ბიზნესსისტემის ბიზნესმოდელში და შედეგები, რაც დაკავშირებულია ბიზნესის ეკოსისტემებთან. შექმნილმა საფრთხეებმა შეიძლება წაშალოს მთელი ბიზნესმოდელები და მასთან დაკავშირებული ბიზნესეკოსისტემები. ეს საფრთხეები ზოგადად გაანალიზებული იქნა გარე ზემოქმედების STEP ანალიზით (სოციალური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური) და შემდგომში ინდუსტრიაზე ზემოქმედების შეფასების პორტერის ხუთი ძალის მოდელით (მეტოქეობა ინდუსტრიაში, ახალი მონაწილეები, შემცვლელები, მომწოდებლების პოზიცია და მომხმარებელთა პოზიცია შრომის ბაზარზე). ამ ნაშრომის სამეცნიერო მიზანია გააანალიზოს და გამოავლინოს საფრთხეები ბიზნესსისტემისა და ურთიერთდაკავშირებული ბიზნესის ეკოსისტემებისთვის, რათა გადაიტანოს იმპერატიული ტრანსფორმაციის პროცესი ახალ დონეზე კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის აღდგენის მიზნით. ნაშრომში შესრულებული სტრატეგიული ანალიზის სამეცნიერო მიზანია ამ ინდუსტრიაში რადიკალური ცვლილებების სხვადასხვა გავლენის იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობაა, რომ მენეჯერებსა და დაინტერესებულ მხარეებს მიეცეს საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რათა ადეკვატური და ეფექტური კონტრზომები განახორციელონ. ჩამოყალიბდა ძირითადი ჰიპოთეზა, რომ საფრთხის ქვეშაა არსებული ბიზნესმოდელი და, შესაბამისად, დაკავშირებული ბიზნესის ეკოსისტემებიც. ჩვეულებრივ, ბიზნესეკოსისტემები დაცულია მაღალი შესვლის ბარიერებით. მაგრამ არსებულ ბიზნესმოდელებს საფრთხე ემუქრება ახალი ტექნოლოგიებით, რომლებსაც გაცილებით მაღალი კონკურენტული უპირატესობა აქვთ არსებულთან შედარებით. როდესაც ახალი ტექნოლოგიები მოდის ახალი კონკურენტებისგან, მათ აქვთ ძალა გამოიწვიონ სტრუქტურული ცვლილებები და ძლიერი გავლენა მოახდინონ არსებულ ბიზნესურთიერთობებზე და დაბალანსებულ ეკოსისტემებზე. ეს რეალურად ეხება საავტომობილო ინდუსტრიას ტრადიციული წვის ძრავების ტექნოლოგიით და ელექტროძრავების და დიგიტალიზაციის ახალი ტექნოლოგიებით. ადეკვატურ ინდიკატორად შეირჩა შიდა წარმოების მოცულობა, რაც წარმოადგენს მოთხოვნას, დასაქმებას, შემოსავალს მუშებისა და თანამშრომლებისთვის, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორიცაა გაყიდვების მოცულობა, ფულადი ნაკადები, ლიკვიდურობა და მომგებიანობა. რადიკალურ ცვლილებას თან ახლავს ინოვაციები, ახალი ფუნქციები, ცვალებადი უტილიზაცია და ახალი შესაძლებლობები ახალი უპირატესობებით. ამ კვლევაში საავტომობილო ბიზნეს მოდელის ბიზნესეკოსისტემა მოიცავს მწარმოებლებს, მომწოდებლებს, გაყიდვების არხებს, კლიენტებს, კონკურენტებს და სხვა მხარეებს, რომლებიც ჩართულნი არიან ზედა და ქვედა დინების საქმიანობაში თანამშრომლობისა და კონკურენციის გზით. ზოგადად, ბიზნესეკოსისტემა არის კომპანიების ქსელი, რაც მუშაობს ერთიანი კოორდინირებული გზით, რათა გამოიმუშაონ ღირებულება საერთო ღირებულების ჯაჭვებში შრომის დანაწილების გზით. ბიზნესეკოსისტემის სრულყოფილება მდგომარეობს იმაში, რომ ერთობლივად შექმნას მეტი ღირებულებები, ვიდრე მონაწილე კომპანიების ცალკეული ღირებულებების შეჯამება. ყველა კომპანიას შეაქვს თავისი წვლილი ეკოსისტემაში, რაზეც გავლენას ახდენს სხვა მონაწილე კომპანიების ქმედებები და რეაქციები. კომპანია, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ღირებულების შექმნის მთელ პროცესს, არის შესაბამისი ავტომობილების მწარმოებელი. იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მწარმოებელს პრობლემები ექმნება, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ბიზნესის ეკოსისტემასაც შეექმნება. მრავალი ათწლეულის განმავლობაში მანქანების წარმოებისა და გაყიდვის ბიზნესმოდელი იყო სტაბილური და მომგებიანი ბიზნესი. ყველა შესაბამისი ბიზნესეკოსისტემა ძალიან კარგად მუშაობდა და დაბალანსებული იყო მთელი ღირებულების ჯაჭვის სასარგებლოდ. არსებული კონკურენტული უპირატესობები, განსაკუთრებით გერმანული ბრენდებისთვის, უზრუნველყოფდა მაღალ ზღვარს და თან ახლდა საოცრად მზარდი საბაზრო კაპიტალიზაცია. ზრდის მაღალმა ტემპებმა და ანაზღაურების მაღალმა მაჩვენებლებმა, ბაზარზე მიიპყრო ახალი კონკურენტები, რადგან ის ვრცელდება მობილურ ბიზნესზე. შედეგად, გაყიდვების მაჩვენებლები ეცემა და ასევე იკლებს დამკვიდრებული კომპანიების ფინანსური მაჩვენებელი. თემის აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ დამატებით იკვეთება რისკები, რასაც აქვს საფრთხის შემცველი პოტენციალი, წაშალოს ბიზნესსისტემა და შესაბამისი ეკოსისტემები. საავტომობილო ინდუსტრია დგას დიგიტალიზაციისა და ელექტრიფიკაციის გამოწვევის წინაშე, რაც ზეწოლას ახდენს საავტომობილო ინდუსტრიაზე შიგნიდან, საფრთხის შემცველია, ასევე, გარე საფრთხეები, რაც გაძლიერებულია შემზღუდავი სამართლებრივი რეგულაციებით. მეტი პრობლემა იქმნება, როდესაც ტექნოლოგიური ცვლილება შერწყმულია სტრუქტურულ ცვლილებასთან, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების გავლენით. შეიძლება ითქვას, რომ გარდა ტექნოლოგიური და სტრუქტურული ცვლილებებისა, სამთავრობო დონეზეა მსხვილი მოთამაშეების მიერ წამოწყებული სავაჭრო ომები, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ინდუსტრიის ეკონომიკური ვარდნა, რაც გავლენას ახდენს მსყიდველობითუნარიანობაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კლიენტები არ არიან დარწმუნებული რა ტექნოლოგია იყიდონ. გარდა ამისა, არსებობს ფართო სკეპტიციზმი ელექტრომობილების მიმართ, რადგან დამუხტვის ინფრასტრუქტურა ბევრად ჩამორჩება მოთხოვნას. ახალი ტექნოლოგიები, თუმცა ღია სტრატეგიული ფანჯრები და მაღალი მოგების მოლოდინი იზიდავს ახალ მონაწილეებს. შეჯამებისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიპოთეზა დადასტურდა - გერმანელი ავტომწარმოებლების ბიზნესმოდელი საფრთხის ქვეშაა, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული ბიზნესეკოსისტემები. რისკის ანალიზი აჩვენებს გავლენის ფაქტორების მრავალფეროვნებას და სირთულეს. ჩატარებული ანალიზი აჩვენებს დამაჯერებელ დასკვნებს, რაც მიუთითებს რადიკალურ სტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში. სტრატეგიული პრობლემები არის ის, რომ შესვლის ბარიერები აღარ თამაშობენ როლს ბიზნესსისტემის დასაცავად და ამავდროულად მაღალია გასასვლელი ბარიერები. ამრიგად, საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, მთელი ბიზნესის სისტემის ტრანსფორმაცია გარდაუვალია და კურსი სწრაფად უნდა დაისახოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღება და განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილების წარმოების ინდუსტრია გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რაც მშპ-ში დაახლოებით 12%-ს შეადგენს, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს 786 000 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2020 წელთან შედარებით 22 800-ით ნაკლებია.
საკვანძო სიტყვები:ბიზნესსისტემა, ბიზნესეკოსისტემა (BES), ავტომობილების წარმოების ინდუსტრია, STEP ანალიზი, საფრთხის ანალიზი. |