English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ გრიგოლ მოდებაძე
სოფლის მეურნეობისათვის სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის შეფასების მეთოდოლოგია (საქართველოს მაგალითზე)

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად დამდგარი ზარალის, პრობლემების და გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კატასტროფების შედეგად დამდგარი ზარალის შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავება.

კვლევის მიზანია აღნიშნული კატასტროფის შედეგად სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლის უნიფიცირებული მეთოდოლოგიის შექმნა, რაც უზრუნველყოფს ზარალის შესახებ საჭირო ინფორმაციის სრულად და შესადარი ფორმით აღრიცხვა-ანგარიშგებას, აამაღლებს ზარალის შესახებ მონაცემების სანდოობას და უზრუნველყოფს შეფასებისას სუბიექტური ფაქტორების მინიმიზაციას.

კვლევის შედეგების თეორიული და პრაქტიკული მიგნებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, სადაზღვეო კომპანიების და ამ სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსი მუშაკების მიერ  მიმდინარე აქტუალური საკითხების გადაწყვეტისას (ზიანისა და დანაკარგის შეფასების მოდელები,  სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის  მოცულობის გამოთვლა და სხვა). 

D. Eckhardt, A. Leiras და A. Marcio TT-ს მიერ 2019 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში არსებობს ბუნებრივი მოვლენის/კატასტროფის შედეგად დამდგარი ზარალის შეფასების 12 მეთოდოლოგია და 11 ზოგადი ჩარჩო მონახაზი (framework). მათ შორის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ამ

მეთოდოლოგიაში წარმოდგენილ გამოთვლით ფორმულებს დაემატა მნიშვნელოვანი დეტალები და გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი. მაგალითად, მხედველობაში იქნა მიღებული - ბუნებრივი მოვლენა/კატასტროფა სეზონის რა პერიოდში ხდება. ასევე გათვალისწინებულია, რომ ნათესი ფართობის სრულად განადგურების შემთხვევაში ფერმერს აღარ მოუწევს დაგეგმილი ხარჯების გაღება. ასევე მიყენებული ზიანის და დანაკარგის შეფასების ფორმულებით დგინდება მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების დაზიანების შედეგად დამდგარი ზარალი და მეცხოველეობისთვის მიყენებული ზიანი და დანაკარგი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის შენობა-ნაგებობებისთვის მიყენებულ დანაკარგებს, დაანგარიშდება არასაცხოვრისი შენობა-ნაგებობებისთვის მიყენებული ზარალის შეფასების მეთოდოლოგიით. ხოლო სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობისთვის (ფერმები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანის და მოვლის საშუალებების და მოსავლის შემნახველი საცავები) მიყენებული ზარალის შეფასება ეკისრება აღნიშნული საქმიანობების მწარმოებელს.

საკვანძო სიტყვები:კატასტროფის შეფასება, ზიანი  და ზარალი, სოფლის მეურნეობის სექტორი, საქართველო

JEL Codes:  Q10, Q18, Q58.