![]() ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
![]() ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ აკადემიური ნაშრომის საერთაშორისო სტანდარტი ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ ERIHPLUS, EBSCO–ს, GOOGLE SCHOLAR-ის INDEX COPENICUS INTERNATIONAL-ისa და Crossref -DOI -ის საერთაშორისო ბაზებში ჩართვასთან დაკავშირებით აუცილებელი მოთხოვნაა აკადემიური ნაშრომის საერთაშორისო სტანდარტის დაცვა. ავტორებისთვის • ჟურნალში “ეკონომიკა და ბიზნესი” დასაბეჭდად ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ახალი და მანამდე სხვაგან გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები. გამოქვეყნების ღირებულება სტატიის გაფორმების წესი და ფორმატი ტექსტი შესრულებული უნდა იყოს „ვორდ“-ის პროგრამაში, A 4-ის ფორმატში, არ უნდა აღემატებოდეს 22 გვერდს. ჟურნალი ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს შინაარსი ინგლისურ ენაზე - summary, (მოცულობით მინიმუმ 700 და მაქსიმუმ 900 სიტყვა). ის ასევე საჭიროებს ინგლისურ ენაზე ნაშრომის სათაურს ( შრიფტი -14), ავტორის (ავტორების) სახელს და გვარს (გამუქებული), აკადემიურ წოდებას და უნივერსიტეტის დასახელებას - და ელ-ფოსტას. შრიფტის ზომა 12;
ციტირების სტილი ლიტერატურის შიდატექსტური ციტირებისას (დამოწმებისას) ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი და სასურველია გვერდი. (ქართულისა ქართულ ენაზე, უცხოურისა უცხოურ ენაზე). მაგალითად გამოყენებული ლიტერატურა არ ინომრება, აღინიშნება ბულიტებით, ლაგდება ანბანური პრინციპით, (ჯერ ეთითება ქართული, შემდეგ უცხო ენოვანი წყაროები და ბოლოს ინფორმაცია ელექტრონული გამოცემების შესახებ). ბიბლიოგრაფიაში მითითებული თითოეული ერთეული შემდეგი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი: წიგნი წიგნი ორი ან სამი ავტორით. თითოეული ავტორის გვარი, სახელი. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წიგნი რედაქტორით. ავტორის პოზიციაზე რედაქტორის გვარი, სახელის ინიციალი. გასწვრივ ყოველთვის მიუთითეთ სიტყვა – რედ. (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წიგნი ავტორით და რედაქტორით. გვარი, სახელის ინიციალი, წელი, სათაური, რედაქტორის სახელი, გვარი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა. წიგნი ორგანიზაციის ავტორობით. ორგანიზაცია (ავტორად მიუთითეთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის სახელდება, როგორც მხოლოდ გამომცემელი). (წელი). წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.
ნათარგმნი წიგნი. გვარი, სახელი. (წელი). სათაური. მთარგმნელის სახელი, გვარი. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. თავი ან სხვა ნაწილი წიგნიდან, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს. გვარი, სახელი. (წელი). წიგნის სათაური. გვერდი (გვერდები), გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. სტატია ლიტერატურა: References: სტატია პოპულარული/პერიოდული ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი, სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდი. ვერულავა თ., ნაროზაშვილი ნ. (2021). ტელემედიცინა – XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა. Forbes Georgia. 7(65): გვ.28-31. მასალა გაზეთიდან. გვარი, სახელი, წელი, სათაური, გაზეთის სახელწოდება, ნომერი, თარიღი. მასალა ინტერნეტიდან ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი, მასალის სათაური, ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი.
გოგოლაძე, ლ., ვერულავა, თ., კაჭკაჭიშვილი, ი., კონცელიძე, ო. (2019). პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მაგალითზე. ევროკავშირი საქართველოსათვის. https://www.asocireba.ge/files/Chemi-Imereti-2019-Primary-Healthcare.pdf გვარი, სახელი, წელი, სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, გვერდები საერთო მოცულობა, DOI ან DOI–ს შემცველი URL მისამართი, არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ URL მისამართი ან მონაცემთა ბაზის სახელი. Verulava, T. (2022). Factors influencing medical students’ choice of family medicine. Family Medicine & Primary Care Review. 2022;24(1):66-70. doi:10.5114/fmpcr.2022.113017 Verulava, T., Jorbenadze, R. (2022). The impact of part-time employment on students’ health: A Georgian Case. Malta Medical Journal 34(1):50-57. https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/91260/1/MMJ34%281%29A6.pdf პოპულარული/პერიოდული ჟურნალების სტატიები. გვარი, სახელი, წელი, სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდების საერთო რაოდენობა. ამ ტიპის ჟურნალის სტატიას, თუ ის ინტერნეტით არის მოძიებული, უნდა მიეთითოს URL მისამართი. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში – მონაცემთა ბაზის სახელი. ვერულავა, თ. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება? Forbes Georgia. 3 (15), 15/07/2021: 12-16. ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი, მასალის სათაური, ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2021. სტაციონარული სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში: სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე. მოძიებულია 11.13.2022 https://socialjustice.org.ge/ka/products/statsionaruli-servisebi-fsikikuri-janmrtelobis-programashi-sakhelmtsifo-zedamkhedvelobis-gareshe კონფერენციის/ სიმპოზიუმის გამოქვეყნებული მასალები. გვარი, სახელი, წელი, სათაური, კონფერენციის/სიმპოზიუმის სახელწოდება, გვერდების საერთო მოცულობა. გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან). ვერულავა, თ. (2019). საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების გადაწყვეტის გზები. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” შრომების კრებული: 137-143. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. დისერტაცია. ავტორი (გვარი, სახელი), სათაური, დისერტაციის ტიპი, დაცვის ადგილი, წელი. URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან). ვერულავა, თ. (1999) სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება. დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მითითებისას დაურთეთ ამ წყაროზე უკანასკნელად წვდომის თარიღი. წვდომის თარიღი მიუთითეთ URL მისამართის ან მუდმივი იდენტიფიკატორის შემდეგ და ჩასვით ფრჩხილებში. მაგ.: (16.08.2010) (წვდომის თარიღი 2010 წლის 16 აგვისტო). (accessed August 16, 2010)
2023-12-06 ![]() ქალბატონებო და ბატონებო, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით: იგი დარეგისტრირებულია „ERIH+“-ის, „EBSCO”-სა და „COPERNICUS“-ის საინფორმაციო ბაზებში. გაფართოვდა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, მათ შორის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების ჩართვის ხარჯზე. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „SCOPUS”-ის ბაზაში გაწევრიანებისათვის. „SCOPUS”-ის საერთაშორისო ბაზაში ჟურნალ ეკონომიკა და ბიზნესი დარეგისტრირება კარგი მოტივაცია იქნება ავტორთათვის. უსურვოთ ჟურნალს წარმატებები ამ რთულ და მეტად საინტერესო საქმეში ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია 2021-07-03 |