ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი ღაღანიძე ∘ საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება და ფუნქციონირება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის საფუძველზე წინამდებარე სტატიის თემა ავტორის კვლევის ობიექტია ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს ავტორის ძველი და ახალი კვლევების შეჯერებას. სტატიაში განხილულია საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება და მათი ურთიერთკავშირი თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკასთან. წლებისგანმავლობაშისაქართველოსსაქონლითვაჭრობისბალანსისდეფიციტიწარმჟურნალი ნომერი 4 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი ∘ ანტიგლობალიზმი თუ ალტერგლობალიზმი? გლობალიზაცია რთული და მრავალწახნაგიანი ფენომენია, რომელიც კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივი ისტორიული პროცესის კანონზომიერ შედეგს წარმოადგენს. ეკონომიკური გლობალიზაცია სისტემური გლობალიზაციის საფუძველია. თანამედროვე პირობებში ის უპირატესად ფინანსურ სფეროში მიმდინარეობს და ფინანსურ გლობალიზაციის სახით ვლინდება. ეკონომიკურ გლობალიზაციას გააჩნია თავისი დადებჟურნალი ნომერი 4 ∘ თეა ხორგუაშვილი ∘ ნათია ხორგუაშვილი ∘ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში სტატიაში განხილულია საკითხები ხარჯვითი პოლიტიკისა და რეფორმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულების, პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში სახელმწიფო ბუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. საქართველოს ეკონომიკა, მეტ-ნაკლებად, კარგ მდგომარეობაშია, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ბალანსი მცირედით, მაგრამ მაინც უმჯობესდება, თუმცა ამ ყჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ნარმანია ∘ ნინო ზურაშვილი ∘ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური სტრატეგია კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ დამანგრეველი შედეგები მოუტანა მსოფლიოს. თითქმის შეჩერდაბევრი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რამაც მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს დაუდო სათავე. ამ პერიოდში მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებმა შეიმუშავეს ეკონომიკური სტრატეგიები, რათა თავიდან აეცილებინათ ან შეემსუბუქებინათ პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკურიჟურნალი ნომერი 4 ∘ თეიმურაზ შენგელია ∘ ხათუნა ბერიშვილი ∘ თინათინ ჟორჟოლიანი ∘ კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება და ზეგავლენა საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესზე საზოგადოებაში გაბატონებული ფასეულობების სამეურნეო ცხოვრებაზე ზეგავლენის დადგენა, მნიშვნელოვანი მეცნიერული პრობლემაა. ამ სფეროში არსებული მეცნიერული მიდგომების განვითარებამ უმნიშვნელოვანესი გახადა იმ ქცევითი მოდელებისა და კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე. ამდენად, აუცილებჟურნალი ნომერი 4 ∘ სიმონ გელაშვილი ∘ მარიამ ოქრუაშვილი ∘ გენდერული უთანასწორობა შრომის ანაზღაურებაში და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე გენდერული თანასწორობა ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. იმისათვის, რომ გლობალური ეკონომიკა თავის სამიზნე მდგომარეობაში იყოს, უმნიშვნელოვანესია ადამიანკაპიტალის რაციონალური გამოყენება. აღნიშნული, ბუნებრივია, უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობის მინიმიზაციას.სტატიის მიზანია გენდერული სახელფასო სხვაობების მონაცემთა კომპლექსურიჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ბასიაშვილი ∘ სლავა ფეტელავა ∘ ეკონომიკური პრობლემების სივრცობრივ-რეგიონული ასპექტები სტატია ეხება ევროსტატის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისათვის (Nomenclature of Territorial Units for Statistics - NUTS) შესაბამისად, კერძოდ, შემოთავაზებული სცენარის NUTS 2-ის დონეზე, საქართველოს რეგიონებს შორის ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის არსებულ მდგომარეობასა და მის მიზეზებს. ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (Cohesion) პოლიტიკა მიზნად ისახავს ევროპის რეჟურნალი ნომერი 4 ∘ ნაზირა კაკულია ∘ მაკროეკონომიკური პრობლემები, სოციალურ-დემოგრაფიული გამოწვევები და ეკონომეტრიკული მოდელირება სტატიაში კვლევის ფარგლებში შესწავლილია ფისკალური პოლიტიკით გარემოს დაცვაზე გაწეული დანახარჯების როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების პროცესში. ასევე გაანალიზებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარემოსა მდგრადობის ზოგიერთი საკითხი. შესწავლილია ისეთი ინდექსები, როგორიცაა: გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი, ასევე გლოჟურნალი ნომერი 4 ∘ მზია შელია ∘ მირიან ტუხაშვილი ∘ კახეთის მხარის მოსახლეობის დაბერება ნაშრომის მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების კანონზომიერებებისა და რეგიონული თავისებურებების გამოვლენა კახეთის მხარეში. ამისათვის გაანალიზებულია რეგიონის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ევოლუცია მეორე მსოფლიო ომისშემდგომ პერიოდში. მოსახლეობის დაბერების პროცესის შესაფასებლად გამოყენებულია მოსახლეობის სიბერის დონისა და სიღრმის განმსაზღვრელი მაჩვენეჟურნალი ნომერი 4 ∘ თეა ლაზარაშვილი ∘ სიღარიბესთან ბრძოლა: მსოფლიო გამოცდილება და საქართველო თანამედროვე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის სიღარიბესთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად იქცა. ბოლო წლებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა ფინანსური რყევები, რაც უარყოფითად აისახება მათ მდგრად განვითარებასა და შებამისად, ცხოვრების დონეზე. მსოფლიო ბანკმა 2030 წლისთვის მთელ მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა დაისახა მიზნად. პანდემიის შედეგების გამო სიღარიბესთან ბრძოლა კიდჟურნალი ნომერი 4 ∘ იოსებ ხელაშვილი ∘ ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმდინარე გამოწვევები საქართველოში საქართველოს ეკონომიკა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმის მიმართულებაზე, მოექცა როგორც „პანდემიის“ გლობალური კრიზისის, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენის ქვეშ. ამის ფონზე, მოცემული კვლევის კონკრეტული მიზანია საქართველოში უცხოური ტურიზმის, როგორც ეკონომიკური მიმართულების მდგრადი განვითარების საკვანძო გამოწვევების გამოვლენა, რაშიც ყურადღება გამჟურნალი ნომერი 4 ∘ იური ანანიაშვილი ∘ ბაზრის მოდელის შეფასება შეზღუდული ინფორმაციის პირობებში სტატიაში შემოთავაზებულია ტიპური ბაზრის ორი რეგრესიული განტოლებისგან შემდგარი მოდელის შეფასების მეთოდი, რომელიც, ბაზრის მექანიზმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოთხოვნისა და მიწოდების ფუნქციების ნაწილობრივი ან სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხელმისაწვდომია მხოლოდ ფასებისა და გაყიდვების მონაცემები. ტრადიციული მიდგომებისაგან განსხვჟურნალი ნომერი 4 ∘ მირონ ტუღუში ∘ ,,დასაქმების შესახებ“ კანონიდან - ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონამდე დასაქმებისა და უმუშევრობის ეფექტიანი მართვა/რეგულირება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ქვეყანა, სურვილის მიუხედავად, ძირითადად საჭირო ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო, ამას ნაწილობრივ ახერხებს (ან ვერ ახერხებს) და მის ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებსჟურნალი ნომერი 4 ∘ ნანა სრესელი ∘ რუსუდან სრესელი ∘ კრიპტოვალუტის აღრიცხვისა და ანგარიშგების აქტუალური საკითხები „ფული, რომელიც გაქვთ -თავისუფლების იარაღია, ფული, რომელსაც მისდევთ -მონობის ინსტრუმენტი“. ჟან - ჟაკ რუსო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მიმოქცევაში ჩართო “ვირტუალური აქტივები,” რაც წარმოადგენს აქტივების ახალ კლასს ღირებულების ციფრული გამოსახულებით. პირველი ვირტუალური აქტივი კრიპტოვალუტაა, რომლის განვითარება 2008 წელს ბიტკოინის შექმნით დაიწყო. ბიტკოინი კრიპტოჟურნალი ნომერი 4 ∘ კახა კუპატაძე ∘ საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებით უზრუნველყოფა სწორი საგადასახადო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ხოლო გამართული საგადასახადო სისტემის ფორმირება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საგადასახადო ადმინისტრირების პრობლემების მოგვარებაზე. დღეისათვის მოქმედი საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკა საჭიროებს გარკვეულ სრულყოფას. ამ მხრივ არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათიჟურნალი ნომერი 4 ∘ პაატა კოღუაშვილი ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი ∘ ფუნდამენტური ნაშრომი თანამედროვე ეკონომიკის ჰუმანიზაციის შესახებ ქართული ეკონომიკური მეცნიერება, მიუხედავად ბოლო წლების საგრძნობი წარმატებისა, ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის თეორიული ნაშრომების სიმრავლით. აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებით ყურადსაღები და საინტერესოა ღვაწლმოსილი მეცნიერის, პროფესორის გიორგი მალაშხიას ფუნდამენტური Геогий Малашхия. „Ненависть к капитализму и коммунизму. Глобальные метаморфозы и будущее человечества Гуманоизм“. Редакторы: д.э.н. професჟურნალი ნომერი 4 ∘ იოსებ არჩვაძე ∘ საინტერესო ნაშრომი აქტუალურ თემაზე მსოფლიოსთვის გრიგალივით თავს დამტყდარმა COVID19-ის პანდემიამ, რომელმაც გლობალურ მოთხოვნასა და მიწოდებაში, ლოგისტიკაში, დასაქმების მასშტაბებში ტექტონიკური ძვრები გამოიწვია, სერიოზული ცვლილებები შეიტანა ინდივიდთა და ადამიანთა კოლექტივების, სოციალური ჯგუფების ქცევასა და ურთიერთდამოკიდებულებაში, ბოლომდე არცაა დაძლეული. აღნიშნული პროცესი, ისევე როგორც მისი თეორიული გააზრეჟურნალი ნომერი 4 ∘ ხსოვნა ნათელი პროფესორი ამირან გაგნიძეგარდაიცვალა ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ამირან გაგნიძე.ა. გაგნიძე 1936 წელს დაიბადა ონის რაიონის სოფელ შქმერში. 1955 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1960 წელს წარ |