English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი

ბანკები და „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება“ პოსტკომუნისტურ საქართველოში

პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდი დროის ის მონაკვეთია, რომელშიაც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური („სოციალისტური) ეკონომიკა კაპიტალისტურ სისტემად ტრანსფორმირდება. „კაპტალის თავდაპირველი დაგროვება“ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. საქართველოში საბანკო სისტემა აქტიურად იყო ჩართული სისტემური გარდაქმნების პროცესში. აუცილებელია რეტროსპექტული ანალიზის ჩატარება, რ
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ავთანდილ სილაგაძე

სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოური ქვეყნების ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის შედარებითი ანალიზი

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ისინი სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) და გარკვეულწილად შეინარჩუნეს ერთიანი სსრ კავშირში ჩამოყალიბებული ტრადიციული კავშირურთიერთობანი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ამ ქვეყნები
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ირაკლი კოვზანაძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფინანსური უზრუნველყოფის პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე

სტატიაში განხილულია საქართველოს სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა, მისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის მასშტაბები და წყაროები; განხორციელებულია შედარებები ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებსა და მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, ფინანსირება, დაკრედიტება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. სოფლის მეურნეობ
ჟურნალი ნომერი 1 ∘ დემურ სიჭინავა

კრიპტოვალუტა - მომავლის საგადასახადო საშუალება

სტატიაში განხილულია ელექტრონული ფულის ნაირსახეობის – კრიპტოვალუტის არსი, აღმოცენების ისტორია, აუცილებლობა, მიზეზები და გამოყენების არსებული მდგომარეობა, გაანალიზებულია მიმდინარე საუკუნის დასაწყისში შექმნილი ინფორმაციის დაცვის, შენახვის და ტრანზაქციის დაჩქარების პერსპექტიული ბლოკჩეინტექნოლოგია, მოცემულია ავტორის მოსაზრებები პერსპექტივაში კრიპტოვალუტის შესაძ
ჟურნალი ნომერი 1 ∘ პაატა კოღუაშვილიბადრი რამიშვილიდავით მამუკელაშვილი

კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები -- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი

თანამედროვე საბაზრო  ეკონომიკის  პირობებში  კონკურენტუნარიანი  პროდუქციის  წარმოების  აუცილებელ  პირობას,   ტექნიკურ-ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ-მმართველობით ერთობასთან ერთად, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის და რეალიზაციის პროცესების უწყვეტობა წარმოადგენს, რაც საქართველოს სოფლის მოსახლე
ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარინა ჩავლეიშვილი

ქართული თხილის ბაზარი: შეფასება, პერსპექტივები

სტატიაში განხილულია საქართველოში თხილის წარმოების შესაძლებლობები, ქართული თხილის ბაზრის განვითარების ტენდენციები, შეფასებულია თხილის მსოფლიო ბაზარი, არსებული მდგომარეობა და მასში საქართველოს ადგილი, გაანალიზებულია თხილის საექსპორტო პოტენციალი, სამომავლო პერსპექტივები საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოში თხილის წარმოებისა და ექსპორტის დინამიკის, ადგილობრივი და სა
ჟურნალი ნომერი 1 ∘ თენგიზ ვერულავა

ჯანმრთელობის კაპიტალი - წარმოების მდგრადი განვითარების ფაქტორი

ადამიან-კაპიტალის ფორმირებაში მნიშვნელოვანია ინვესტიციები ჯანმრთელობაში. საქართველოში ბოლო 25 წლის პერიოდში გაიზარდა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები, შემცირდა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები და ამბულატორიული მიმართვიანობა ჩამორჩება ე
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი

საქართველოს აგრარულ სექტორში მიმდინარე პროექტების ანალიზი

სტატიაში მოყვანილი და გაანალიზებულია ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოს აგრარულ სექტორში არსებულ ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა მცირე და საშუალო ფერმერების განწყობა ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამებისა და განვითარების შესახებ. ნაშრომში ილუსტრირებულია, როგორ აღიქვამენ ფერმ
ჟურნალი ნომერი 1 ∘ იზა ბუკია

მცირე ბიზნესის ხელშემწყობი საგადასახდო პოლიტიკა საქართველოში

საქართველოში მეწარმეობის განვითარებისთვის და განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის რიგი მასტიმულირებელი ქმედება ხორციელდება საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით. მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში საგადასახადო კოდექსით განისაზღვრა და 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა, რათა  გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც  შედარებით დაბალი ერთობლი
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნუგზარ პაიჭაძე

საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის სრულყოფისათვის

საკადრო პოლიტიკაში აირეკლება საზოგადოების ყველა დონეზე  მართვის სუბიექტის მნიშვნელოვანი პოზიციები ადამიანთა მიმართებით. ის განსაზღვრავს ორგანიზაციაში ადამიანის პროფესიული შესაძლებლობების მართვის შინაარსს. საკადრო პოლიტიკა აძლევს ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკას სისტემურობას,  მეცნიერულობას, მიმართებას, გეგმიანობას. სწორედ აღნიშნულ პრობლემაზეა შესრულ
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ირაკლი არაბიძენუნუ ოვსიანიკოვა

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა: ლატვიის გამოცდილება

შრომის უსაფრთხოების სისტემა ლატვიაში  პოსტსაბჭოთა პერიოდში მრავალი წინააღმდეგობისა თუ გამოწვევის წინაშე იდგა, რომელსაც თან  დიდი გარდაქმნების პერიოდი ახლდა. ცვლილებები მოიცავდა ფორმირების ფართო სპექტრს, როგორიცაა: ფუნდამენტურად განსხვავებული კანონმდებლობის შემუშავება, ახალი მოთხოვნების იმპლემენტირება ეროვნულ კანონმდებლობაში, ცნობიერების ამაღლების კამპანიი
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვასილ კიკუტაძე

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევები საქართველოში

წარმოდგენილ სტატიაში რეტროსპექტიული ჭრილით განხილულია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, არსებული სტატისტიკური მონაცემებისა და ექსპერტული შეფასებების საფუძველზე იდენტიფიცირებულია სისტემის წინაშე მდგარი პრობლემები, საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოკვეთილია მათი გადაწყვეტის ძირი
ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარინა მაისურაძე

არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების შეფასების ზოგიერთი საკითხი

საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და მისი საქმიანობის შედეგები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ  ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების რა მეთოდი გამოიყენება საწარმოში. დიდი ხნის განმავლობაში, აქტივებს შეძენის ღირებულებით აფასებდნენ. მოცემული მეთოდი სტაბილური ფასების პირობებში საწარმოს ფინანსური მდგომარეობის  შესახებ  უტყუარი  ინფორმაციის მიღების
ჟურნალი ნომერი 1 ∘ მაია გოგოხია

საბანკო სექტორის საქმიანობის რეგულირების საკითხისათვის

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიანობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეესაბამება ფულადი მასის სიდიდე ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებს, შეუფერხებლად ხორციელდება თუ არა ანგარიშსწორება ეკო­ნო­მიკურ სუბიქტებს შორის, არსებობს თუ არა ქვეყანაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი გარემო, როგორია ინფლაციის დონე და ფინანსური რესურსების ღირე­
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ამირან მაღლაკელიძე

ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისათვის საქართველოში

ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი, ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების საწყისი ეტაპის მდგომარეობა. გაანალიზებულია ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელების მსოფლიო ვარიაციები. განხილულია ინოვაციური საქმიანობისთვის საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურა, გამოვლენილია ინოვაციური განვითარების ზოგიერთი პრობლემა და შემო
ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვლადიმერ პაპავაავთანდილ სილაგაძე

სიახლე ქართულ ეკონომიკურ ტერმინოლოგიაში

ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - “Gross Domestic Product”-ის ქართული სახელწოდების შესახებ ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის სრულყოფის საკითხი ყოველთვის იყო ქართველი ეკონომისტების დიდი ყურადღების ობიექტი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული წვლილი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის ფორმირებასა და განვითარებაში მიუძღვით აკადემიკოსებს პაატა გუგუშვილსა და ვასილ ჩანტლაძეს. მათ
ჟურნალი ნომერი 1 ∘

ინფორმაცია ახალი წიგნების შესახებ

1. ავთანდილ სილაგაძე. ეკონომიკური მეცნიერების სათავეებთან, რედაქტორი - აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თბ., 2018 წ. 151 გვ. ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ნაშრომში, მის და სხვა ცნობილ პუბლიკაციებზე დაყრდნობით, გამოკვლეულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური აზროვნების იდეები, რაც საფუძვლად დაედო ეკონომიკური მეცნიერების თანდათანობი