ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლე „დაინთქა სიკვდილი ძლევითა!“ ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღსდგა! მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედაჟურნალი ნომერი 2 ∘ იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულის მილოცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიდი სიამოვნებით მინდა მოგილოცოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს 100 წლის იუბილე. ეს უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი საქართველოში და ასევე პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ამიერკავკასიაში, დაარსდა ისტორიკოსისა და ენათმეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის მიერ 1918 წლის 8 თებერვალს. მიუხედავად მისი ერთსაუკუნოვანი ისტორიისა, უნივეჟურნალი ნომერი 2 ∘ ვლადიმერ პაპავა ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის განსხვავების რაოდენობრივი შეფასებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვას. ამ მიზნით შესაძლებელია იმ მეთოდის გამოყენება, რომელიც ეფუძნება პროპორციული გადაფარვის ჰიპოთეზას. სამწუხაროდ, არადამაკმაყოფილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტიპი. აშკარაა, რომ ამ ქვჟურნალი ნომერი 2 ∘ ეკა სეფაშვილი ∘ ინოვაციური პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებამ და გლობალიზაციის ტემპის განუხრელმა ზრდამ ეროვნული ეკონომიკების წინაშე მდგარი ამოცანები გაართულა და უამრავი ახალი ასპექტი შესძინა. XXI საუკუნის დასაწყისი ციფრული ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარებით ხასიათდება. ჩვენ მეოთხე სამრეწეველო რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკური ზრდა რესურსების მწარმოებლჟურნალი ნომერი 2 ∘ ნინო პაპაჩაშვილი ∘ არასატარიფო ზომები საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში სავაჭრო ნეოპროტექციონიზმის კონტექსტით ნაშრომში გაანალიზებულია არასატარიფო ზომების გამოყენება საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში სავაჭრო ნეოპროტექციონიზმის კონტექსტით. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობაში მიღწეულ ინსტიტუციურ პროგრესს საჭიროა ამყარებდეს ეკონომიკური თანამშრომლობის, მეტადრე, მისი მთავარი მდგენელის - სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება. ნაშრომში განხილულია ნეოპროტექციოჟურნალი ნომერი 2 ∘ ლელა გულედანი ∘ ინოვაციური სისტემის მოდელები და საქართველო თანამედროვე გლობალურ სისტემაში ყოველი ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო განპირობებული ხდება მისი კონკურენტუნარიანობით, რაც პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნული ინოვაციური სისტემის სტრუქტურასა და ეფექტიანობაზე. მსოფლიოში ქვეყნების ინოვაციური განვითარების სხვადასხვა გზა არსებობს. დღეს თითოეული ქვეყნისათვის, მიუხედავად განვითარების დონისა, ამოსავალია საკუთარი ეროვჟურნალი ნომერი 2 ∘ ნათია აღლაძე ∘ სოციალური კაპიტალის ფუნქციონირება საქართველოში: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ვინაიდან ის განსაზღვრავს სოციუმის ჩართულობის დონეს საზოგადოებრივ აქტივობაში, ნდობის ხარისხსა და დამკვიდრებულ ნორმებსა და სტანდარტებს. წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საქართველოში არსებული სოციალური კაპიტალის თავისებურებები და სტრუქტურა, გაანალიზებულია მისი ფორმირების საჟურნალი ნომერი 2 ∘ მერაბ ჯულაყიძე ∘ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ექსტენსიური და ინტენსიური ფაქტორების თანაფარდობის მოდელირება სტატიაში განხილულია მაკროეკონომიკური ზრდის მოდელი, რომელშიც შრომასა და კაპიტალთან ერთად, ჩართულია ისეთი სფეროები, როგორიცაა მეცნიერება, განათლება და მართვა. მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) ზრდა ახსნილია როგორც ექსტენსიური ფაქტორების - შრომის და კაპიტალის, ასევე ინტენსიური ფაქტორების - სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ორგანიზაციული პოტენციალების კომპონენტების მოქმედებით, რჟურნალი ნომერი 2 ∘ ჟანა თოლორდავა ∘ „მწვანე ეკონომიკის” ზოგიერთი საკითხი ბოლო ოცი წლის განმავლობაში სულ უფრო ფართოდ გავრცელდა ეკონომიკისა და ეკომომიკური მეცნიერების ახალი მიმართულება, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიური და ეკონომიკური სისტემების ერთდროულ მდგრადობას. ცხადია, გარემოს მართვის არასრულყოფილი სისტემა გარკვეულ ბარიერს უქმნის ეკონომიკის განვითარებას, რასაც ემატება ბუნებრივი რესურსების გამოლევა და პლანეტჟურნალი ნომერი 2 ∘ ია იაშვილი ∘ თათია დოღონაძე ∘ ტრანსდისციპლინური კვლევა მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის (პრომეთეს მღვიმის მაგალითზე იმერეთში) კვლევა განხორციელდა სოფელ ყუმისთავში პრომეთეს მღვიმის ტურისტულ კომპლექსში ტურიზმის მდგრადი განვითარების შესწავლის მიზნით. კვლევის მიზანი იყო ლოკალურ განვითარებაზე ტურიზმის გავლენის განსაზღვრა ტრანსდისციპლინური მიდგომით - თუ რამდენად უწყობს ხელს მღვიმის არსებობა და ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ოჯახების შემოსავლების ზრდას, სოფელში ინფრასტრუქჟურნალი ნომერი 2 ∘ მაია სანიკიძე ∘ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის მიმართულებები და შედეგები მცირე და საშუალო ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის არსებითი და განუყოფელი ნაწილია. მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნაში სამუშაო ადგილების შექმნაში, ხელი შეუწყოს ექსპორტის, ინოვაციების, სამეწარმეო კულტურის განვითარებას და ამავე დროს განსაკუთრებული როლი შეასრულოს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. წარმოდგენილ სტატიაში გაანალიზებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარჟურნალი ნომერი 2 ∘ ალექსანდრე ვასილევი ∘ საბინაო ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი თბილისის საბინაო ბაზრის სექტორის დამატებითი კვლევის აუცილებლობა რამდენიმე მიმართულებითაა განპირობებული. პირველ ყოვლისა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისა და,ზოგადად, სფეროს გაჯანსაღება-წახალისების მიზნით, სასურველია ისეთი მექანიზმების შემუშავება, რაც მომცემულ სექტორში გაყიდვების ზრდას, ფუნდამენტური ღირებულებების ფასეულობაჟურნალი ნომერი 2 ∘ ნუგზარ პაიჭაძე ∘ ადამიანური რესურსების მართვის მსოფლიო პრაქტიკა და ქართული სინამდვილე ადამიანური რესურსები ნებისმიერი საზოგადოების მთავარი სიმდიდრეა. მის შესახებ როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში მრავალი სამეცნიერო შრომაა გამოქვეყნებული. მიუხედავად ამისა, მოცემული პრობლემის სირთულისა და მრავალმხრივობის გამო, ის, როგორც ეკონომიკური კვლევის ობიექტი, კვლავაც აქტუალურია. მითუმეტეს, არის მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებული რიგი საკითხი, რომლებიც ქაჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი შიხაშვილი ∘ ბიბლია და თვითმენეჯმენტის სინერგიული გააზრება თანამედროვე საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია თვითმენეჯმენტის სინერგიულ გააზრებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების კვლევა. კერძოდ, აუცილებელია ამ სფეროსათვის უმთავრესი თეორიულ-მეთოდოლოგიური და ინფორმაციული წყაროს - ბიბლიის სათანადო შესწავლა. ამ მიზნით სტატიაში განხილულია შემდეგი საკითხები: ცნობილ მეცნიერთა, ეკლესიურ მოღვაწეთა და მეწარმეთა მოსაზრებები ბჟურნალი ნომერი 2 ∘ ლეილა ღუდუშაური ∘ ბიუჯეტური დაგეგმვის სისტემა-ფინანსური ნაკადების რეგულირების ინსტრუმენტი კომერციულ ბანკებში ბიუჯეტური დაგეგმვის სისტემა თანამედროვე ბანკის მართვის უაღრესად წარმატებული და ეფექტიანი ინსტრუმენტია და, აქედან გამომდინარე, მისმა უგულებელყოფამ შეიძლება სერიოზულად შეასუსტოს მენეჯმენტი და ბანკის ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, არამარტო საფინანსო ნაკადების რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური საშუალების, არამედ თვითრეგულირებისა და მოტივაციის ქმედითი მექანიზმიჟურნალი ნომერი 2 ∘ ბესიკ ბოლქვაძე ∘ დაბეგვრის ტრადიციული და ესტონური მოდელების ურთიერთმიმართების საკითხისათვის საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში გატარებულ რეფორმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური მიმართულება მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვაა. ნაშრომში განხილულია დაბეგვრის ტრადიციული და ესტონური მოდელების ურთიერშედარების ასპექტები და, მათი გამოყენების შედეგების ანალიზის საფუძველზე, დასაბუთებულია სრულყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრიჟურნალი ნომერი 2 ∘ იზოლდა ჭელიძე ∘ მეაბრეშუმეობის განვითარებისათვის საქართველოში სტატიაში გამოკვლეულია მეაბრეშუმეობის არსებული ვითარება და მისი განვითარების გამოწვევები საქართველოში, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. შესწავლილია მეაბრეშუმეობის დარგის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები, გადმოცემულია დარგის მნიშვნელობა სოფლად მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის საქმეში. ასევე გამოკვლეულია საქართველოში მეაჟურნალი ნომერი 2 ∘ ლალი ხიხაძე ∘ კომუნიკაციის კროსკულტურული გამოწვევები გლობალურ ბიზნესში XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე დგას მრავალი პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა კულტურული გლობალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. კულტურული გლობალიზაცია დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან დაკავშირებული პროცესები. მჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი კიკვიძე ∘ საქართველოში ტურისტული ნაკადების სტატისტიკური ანალიზის ზოგიერთი საკითხი სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში ტურისტული ნაკადების ქცევა. ამ ულამაზეს ქვეყანაში ტურისტების მიზიდვის თვალსაზრისით არსებობს ბუნებრივი სანახაობებისა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების გაცნობის უამრავი საინტრესო შესაძლებლობა. ტურისტებს იზიდავს საქართველოს ბუნება, ეკლესია-მონასტრები, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები, ფოლკლორი და სხვა. სტატიაში მოყჟურნალი ნომერი 2 ∘ ფიქრები ერთი საინტერესო ნაშრომის გარშემო (რევაზ გოგოხია, ბიბლიურ-ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური სიბრძნე: „შეიცან თავი შენი“ და თანამედროვეობა. რედ. პროფესორი ჯ. ხარებავა, თბ., 2017). გლობალიზაციის როგორც ურთულესი და მრავალწახნაგოვანი მოვლენის, თანამდევ პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებზე მრავალი საინტერესო ნაშრომი დაიწერა. დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ გლობალიზაციის პროცესი მრავალ სიკეთეს უქადის თანამედროვე კაცობრიობასჟურნალი ნომერი 2 ∘ პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომა გახსნა თსუ-ის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პრო |