ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘ აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი და "ვეფხისტყაოსანი" საქართველოში არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მკითხველი, რამდენიც"ვეფხისტყაოსანს", არც ერთი მხატვრული ნაწარმოები არ გადაწერილა და დაბეჭდილა იმდენჯერ, რამდენჯერაც რუსთაველის ეს უკვდავი ქმნილება. ივ. ჯავახიშვილის სიტყვებით, ლხინსა თუ ჭირში ქართველ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, "ვეფხისტყაოსნის" დაუშრეტელი სიბრძნე აგონდებოდა ამ პოემაში კი"ოქროსავით მიმობნეულია სოციალური ხასიათჟურნალი ნომერი 3 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი ∘ თეიმურაზ ბერიძე ∘ კ. მარქსის „კაპიტალი“ და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი („კაპიტალის“ პირველი ტომის გამოსვლის 150-ე წლისთავთან დაკავშირებით) სტატიაში მიმოხილულია კ. მარქსის თეორიულ-ეკონომიკური მემკვიდრეობა, გამოყოფილია მისი იდეოლოგიური და შემეცნებითი ასპექტები, დახასიათებულია „კაპიტალის“ პირველ და მესამე ტომებში ჩამოყალიბებული ეკონომიკური კრიზისის კვლევის მეთოდოლოგია. დასაბუთებულია, რომ გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ჭარბწარმოების კრიზისის მარქსისეული ლოგიკის ჩარჩოებში წარიმართა იმ ფაჟურნალი ნომერი 3 ∘ უშანგი სამადაშვილი ∘ საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ობიექტური აუცილებლობა და ძირითადი პრიორიტეტები სტატიაში მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ანალიზისა და შედარების საფუძველზე დახასიათებულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა. ნაჩვენებია მოსახლეობის ერთ სულზე რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ცხოვრების არასაკმარისი დონე და ევროკავშირისგან სერიოზული ჩამორჩენა. სათანადო გათვლებისა და აბსტრაქციის მეთოდის საფუძველზე დაჟურნალი ნომერი 3 ∘ ინგა ბალარჯიშვილი ∘ ელიტების ქცევა და არაფორმალური ინსტიტუციონალიზაცია სტატიაში ნეოინსტიტუციონალიზმის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების თანაარსებობის წინააღმდეგობრივი ხასიათი, არაფორმალური ინსტიტუციონალიზაციის პროცესის ლოგიკა და მისი გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. დადგენილია, რომ "გარღვევა" ფორმალურ ინსტიტუციურ მოდელსა და ელიტების რეალურ პრაქტიკებს შორის, განაპირობებსჟურნალი ნომერი 3 ∘ ლია სვანიძე ∘ ადამიანის ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველი მატერიალური სამყაროსაგან დამოუკიდებლად არ არსებობს ფსიქიკა. იგი ტვინის წარმოშობასთან ერთად ჩამოყალიბდა, როგორც მისი ორგანული თვისება, არამატერიალური ფენომენი, როგორც განცდათა სამყარო, რომელიც სიცოცხლის პროცესს უდევს საფუძვლად და ობიექტური სინამდვილის აქტიურ ასახვას ემსახურება. რეალური ობიექტური სინამდვილე გრძნობის ორგანოების გზით ზემოქმედებს ტვინზე და ფსიქიკურ პჟურნალი ნომერი 3 ∘ ბადრი რამიშვილი ∘ მილიტარული მეგატრენდის ეკონომიკური ანალიზი და მისი გავლენა მსოფლიო გეოსტრატეგიული ლანდშაფტის ფორმირებაზე XX საუკუნეში დედამიწამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რაც უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ამ პერიოდში გლობალური სამხედრო ბლოკების დაპირისპირების ტენდეციასაც დაედო საფუძველი. ცივი ომის დასრულებისა და სამხედრო თვალსაზრისით მცირეხნიანი მოდუნების შემდეგ, XXI საუკუნის დასწყისიდან, კვლავ განახლდა გლობალური დაპირისპირების ესკალაჟურნალი ნომერი 3 ∘ თენგიზ ვერულავა ∘ არამომგებიანი საავადმყოფოების როლი ჯანდაცვის სისტემაში: მსოფლიო გამოცდილება და საქართველო ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის რამდენიმე ფორმა არსებობს: არაკომერციული, მომგებიანი, სახელმწიფო, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული. ასეთი მრავალფეროვნება ძირითადად სამედიცინო ბაზრის თავისებურებებითაა განპირობებული. აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოში უმთავრესად სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეობის მხოჟურნალი ნომერი 3 ∘ შორენა ტიელიძე ∘ შრომის ბაზრის ძირითადი გამოწვევები საქართველოში შრომის ბაზარი საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის ძირითადი ფუნქციაა შესაბამისი ადამიანური რესურსებით წარმოებისა და მომსახურების სფეროს უზრუნველყოფა. შრომის ბაზრის გამართულ ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის შრომითი და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების ხარისხი, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონე. თუმცა, შრომის ბაზრის განჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი ღაღანიძე ∘ ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობები ევროკავშირის ბაზარზე სტატიაში ავტორი იკვლევს საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ქართული პროდუქციის კონკურენტული უპირატესობის საკითხებს ევროკავშირის ბაზარზე. კერძოდ, გაანალიზებულია საექსპორტო პოტენციალის მოცულობა, მისი ათვისებისა და ზრდის შესაძლებლობები. საექსპორტო პოტენციალის ანალიზი ემყარება ევროკავშირის საიმპორტო ბაზრის დეტალურ ანალიზს კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების მიხედვიჟურნალი ნომერი 3 ∘ იოსებ ხელაშვილი ∘ მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინური კვლევების აქტუალურობა ტურიზმში (საქართველოს რეგიონების მაგალითზე) მდგრადი განვითარების კონცეფცია მიმართულია რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ეფუძნება საზოგადოებრივი პროცესების შესწავლას სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გარემოსთან ურთირთკავშირით. კონცეფციის ეს თავისებურებები განაპირობებს ტურიზმის, როგორც კომპლექსური მოვლენის შესწავლის აქტუალურობას. აღნიშნული კონცეფციის სრულყოფის მიმდჟურნალი ნომერი 3 ∘ მალხაზ ჩიქობავა ∘ უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების წარმოშობის მიზეზები სტატიაში განხილულია მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის წარმოშობის მიზეზები და გლობალური ერთობლივი მოთხონის დეფიციტის პრობლემები. გაანალიზებულია ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა და იაპონიის მონეტარული ხელისუფლებების მიერ ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების გამოყენებით ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობებიჟურნალი ნომერი 3 ∘ მაია გოგოხია ∘ ოფციონები თანამედროვე გლობალურ საფონდო ბაზარზე სტატიის მიზანია თანამედროვე საფონდო ბაზრებზე ფართოდ გამოყენებადი ვადიანი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის - ოფციონური კონტრაქტის ძირითადი ნიშნების (რეალიზაციის ფორმა, შესრულების დრო და პირობები, შინაგანი და დროითი ღირებულება) და ოფციონურ პოზიციებთან დაკავშირებული ზოგიერთი რისკის (საბაზისო აქტივის ფასის არახელსაყრელი მოძრაობის, რთული ოფციონური სქემების) წარმოჩენაჟურნალი ნომერი 3 ∘ ნათია ჯიბლაძე ∘ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსება 2008 წლის გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში მსოფლიოს უახლესი ისტორიის, XXI საუკუნის გლობალური ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მასშტაბის ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია ეკონომიკური მოვლენებისა თუ ტენდენციების დაგვიანებულ, არასწორ და არაადეკვატურ შეფასებას, რაც, თავის მხრივ, აღარ უტოვებს არანაირ ბერკეტს კრიზისის პირას მყოფ ქვეყანას, რომ მოახდინოს ლავირება და კრიზისის უარყოფითი შედეჟურნალი ნომერი 3 ∘ ლევან საბაური ∘ სატარიფო რეგულირების პირობებში აღრიცხვის ზოგიერთი საკითხი 2014 წლის დასაწყისში ფასს საბჭომ გამოუშვა შუალედური სტანდარტი ფასს (IFRS) 14 "გადავადებული სატარიფო განსხვავებების ანგარიშები". სტანდარტის შემუშავების მიზანს წარმოადგენდა ფასს-ზე გადასვლის გამარტივება იმ საწარმოებისათვის, რომლებიც საქმიანობენ სატარიფო რეგულირების პირობებში. ახალი სტანდარტი ასეთ კომპანიებს საშუალებას მისცემს არ შეცვალონ სააღრიცხვო პოლიტიკა გადავადებული სჟურნალი ნომერი 3 ∘ ლალი ბუჩუკური ∘ აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი საქართველოში გამჭვირვალე და ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლისათვის სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საქართველოს სწრაფვა - გახდეს ევროკავშირის წევრი, მოითხოვს ბიზნეს-გარემოს განვითარების ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. თავის მხრივ, ბიზნესის წარმატებჟურნალი ნომერი 3 ∘ სალომე საყვარელიძე ∘ საჯარო სამსახურის მოხელეების მოტივაციის საკითხები თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების აუცილებელი პირობაა მოტივირებული თანამშრომელი, რომლის ინდივიდუალურ მოტივაციაზე სხვადასხვა ბიოლოგიური, ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური ფაქტორი ახდენს გავლენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საჯარო უწყებებში დასაქმებულმა მენეჯერებმა, სხვადასხვა სახის სამუშაოს მაღალი ხარისხის შესრულების მჟურნალი ნომერი 3 ∘ Светлая память Из Москвы пришла скорбная весть ... Ушëл из жизни видный ученый–экономист Всеволод Всеволодович Куликов, профессор кафедры политической экономии Московского государственного университета им. Михаила Васильевича Ломоносова. Всеволод Всеволодович Куликов всегда был большим организатором экономической науки как в Академии наук России, так и вне еë. Профессор Всеволод Всеволодович Куликов всегда был и останется коллегой и другом грузинского экономического сообщества, ему принадлежит большая роль в воспитании молодых экономистов |