English / ქართული /








მონოგრაფია

 

 

“მარადიული ქართული სოფელი”.

ახლახან (2024წ.) გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა მონოგრაფია (260 გვ.) „მარადიული ქართული სოფელი“.
ავტორები:
პაატა კოღუაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებატა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი.
გივი თალაკვაძე - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემიებისა და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.
რედაქტორები: ვლადიმერ პაპავა - აკადემიკოსი, ნოდარ ჭითანავა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს და მისი განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, თანამედროვე ქართული სოფლის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ყოფით პრობლემებს, მათი დაძლევის გზებს, აღნიშნული სექტორის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად ასპექტებს.
მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს აგრარული საკითხების, თანამედროვე ქართული სოფლის მდგომარეობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს და პირველ რიგში, განკუთვნილია სახელმწიფო მოხელეების, სპეციალისტებისა და მკვლევარებისთვის - ვისაც ხელეწიფება და ინსტიტუციურად ევალება ქართული სოფლის, აგრარული სექტორის, მთლიანად ეროვნული მეურნეობის გაძღოლისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და ხორცშესხმა.

ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ რედაქცია
08.04.2024


2024-04-08
აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას კიდევ ერთი წარმატება!

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ პაპავა, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის - CORE (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს.
ვულოცავთ ბატონ ვლადიმერს მორიგ საერთაშორისო აღიარებას და შემდგომ სამეცნიერო წარმატებებს ვუსურვებთ.


https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116

https://www.interpressnews.ge/ka/article/789588-akademikosi-vladimer-papava-sabunebismetqvelo-da-humanitarul-mecnierebata-saertashoriso-core-akademiis-namdvil-cevrad-airchies

 

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის” რედაქცია,
სარედაქციო კოლეგია


2024-03-25
ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი 2021

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: "ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში". ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.

წიგნს მაღალ შეფასებებს აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები:

ჯეფრი საქსი - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი;
ფრედერიკ სტარი - ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი;
ანდერს ასლუნდი - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი;
კეის კრეინი -აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი;
პოლ გობლი - აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი;
პოლ ჰეა - ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი;
სტივენ ჯონსი - მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი;
ნეილ მაკფარლეინი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი;
თომას საიმონსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი;
ბენ სლეი - გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი
წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე:

https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830


2021-01-23
ახალი მონოგრაფია 2020

ახლახან გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ვლადიმერ პაპავას მონოგრაფიული ნაშრომი "არატრადიციული ეკონომიკსი". გამოხმაურება ნაშრომის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

აღნიშნული ნაშრომი ეკონომისტებს განსხვავებული ეკონომიკური რეალობის ადეკვატური აღქმის საფუძველს აძლევს. მომავალ მეცნიერებს, დოქტორანტებს, მონოგრაფია უდაოდ დაეხმარება ეკონომიკური მეცნიერების სირთულეების ახლებურად გააზრებასა და გამოკვლევაში. გვინდა მივულოცოთ ეკონომიკურ საზოგადოებას გლობალური სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე მონოგრაფიის გამოჩენა. ვულოცავთ ბატონ ლადოს, ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ვუსურვებთ მას შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.

http://www.papava.info/publications/New_Unconventional_Vision_of_Economics-Vladimir-Lado-Papava.pdf


2020-09-07
მეცნიერთა აღიარება 2020

ყოველწლიურად, 10 ნოემბერს აღინიშნება იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღე. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ჟურნალ „ეკონომიკის და ბიზნესის“ რედკოლეგიის წევრები, პროფესორები რამაზ აბესაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი და მიხეილ ჯიბუტი. ვულოცავთ მეცნიერებს საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში.

 


2020-11-10
რედკოლეგიის სხდომა 3 მარტი, 2019

2019 წლის წლის 3 მარტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზეც კოლეგიამ იმსჯელა ჟურნალში ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის რუბრიკის შემოღებისა და სტატიებში გამოყენებული ლიტერატურის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების აუცილებელი ფორმატის შესახებ.
რედკოლეგიის წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს ჟურნალის 2019 წლის #1 ნომრის შინაარსი.
სხდომაზე აღინიშნა ჟურნალში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობის გაზრდისა და უცხოელი ავტორების უფრო ინტენსიური მოზიდვის მნიშვნელობა ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში შემდგომში ჩართვასთან დაკავშირებით.


2019-03-05
რედკოლეგიის სხდომა, 21 მაისი, 2019

2019 წლის 21 მაისს გაიმართა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზეც ჟურნალის საბჭომ განიხილა და დაამტკიცა 2019 წლის ჟურნალის N2 შინაარსი. რეცენზენტებმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები სტატიებთან დაკავშირებით. ცალკე შენიშვნა გაკეთდა ზოგიერთ ნამუშევართან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ჟურნალში წარმოდგენილი სტატიები მოწონებულია და რეკომენდებულია გამოსაქვეყნებლად.
სარედაქციო საბჭომ საორგანიზაციო საკითხზეც იმსჯელა. კერძოდ, საბჭოში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად Silk Road Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ინგლისი), J.Stern&Co-ს საინვესტიციო ოფისის უფროსი მრჩეველი და კონსულტანტი, აკადემიკოსი ირაკლი მანაგაძე.


2019-05-25
ახალი მონოგრაფია 2018

გამომცემლობა "ინტელექტმა"   გამოსცა ჟურნალ "ეკონომიკა და   ბიზნესის" რედაქტორის, ეკონ.     მეცნ. დოქტორის,   პროფ.  ელგუჯა  მექვაბიშვილის  მონოგრაფია  "გლობალიზაციის   ეპოქის ფინანსური კრიზისები   და საქართველოს   ეკონომიკა".   რედაქტორი -   ეკონ.მეცნ.   დოქტორი,პროფ.თეიმურაზ ბერიძე;   რეცენზენტები -   ეკონ.მეცნ.   დოქტორი, პროფ. რევაზ გველესიანი, ეკონ. აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. ინგა ბალარჯიშვილი, ეკონ. აკად.დოქტორი, ასოც.პროფ. თამაზ ზუბიაშვილი, 287 გვ. ნაშრომი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფალკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრაზე. 

მონოგრაფიაში განხილულია ეკონომიკის გლობალიზაციის წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებები, ნაჩვენებია გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება რეგიონალური და გლობალური ფინანსური კრიზისებია. დახასიათებულია ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებში წარმოშობილი ფინანსური კრიზისების მიზეზები და განვითარების ლოგიკა. გაანალიზებულია აღმოსავლეთ აზიის კრიზისის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკის საბანკო და სავალუტო სფეროებზე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის კვლევას. შემუშავებულია კრიზისის კვლევის ახალი თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველი. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გლობალური და საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისული განვითარების პერიოდში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს. შეთავაზებულია მათი პრევენციის ზოგიერთი ღონისძიება. ორიგინალურია ეკონომიკისა უკრიზისო განვითარების მოდელის ავტორისეული ინტერპრეტაცია და გლობალიზებულ ეკონომიკაში საქართველოს ეფექტიანი ინტეგრირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტების კვლევა.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.


2018-10-25
რედკოლეგიის სხდომა, 6 დეკემბერი, 2018

2018 წლის 6 დეკემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" რედკოლეგიის შეხვედრა. რედკოლეგიის წევრებმა განიხილეს 2018 წლის N4 სტატიების რეცენზიები, შენიშვნები და ერთხმად დაამტკიცა 2018 წლის ჟურნალის N4 შინაარსი.
საბჭომ ასევე იმსჯელა გამოსაქვეყნებელი სტატიების ფორმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გამოითქვა აზრი, რომ უნდა გაიზარდოს ინგლისური მომცველობითი შინაარსის (Summary) მოცულობა, რადგან საერთაშორისო ბაზებში ჟურნალის განსათავსებლად ეს აუცილებელი პირობაა.


2018-12-14