English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი - ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი, – მორჩილების ქურაში“ (ზირქ. 2,1,5.) ქრისტე აღსდგა! გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინე
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი

ეკონომიკის გლობალიზაციის წინააღმდეგობები და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები

სტატიაში განხლულია მსოფლიოში ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის - ე.წ. „ბრეკსიტის“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეტის გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, და აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად ცნობილი მილიარდერის დონალდ ტრამპის არჩევის ეკონომიკური მოტივები. დასაბუთებულია, რომ ორივე ეს მოვლენა მაღალი ხარისხით განპირობებული იყო ეკონომიკის გლობალიზაცი
ჟურნალი ნომერი 2 ∘ რევაზ კაკულია

გლობალური ეკონომიკა - თანამედროვეობის ფენომენი

საზოგადოებრივი განვითარების დღევანდელ ეტაპზე გლობალური ეკონომიკა თანამედროვეობის მთავარი ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს მსჯელობენ ეკონომიკის გლობალიზაციაზე, მის შესახებ როგორც მეცნიერთა, ასევე საერთოდ საზოგადოებრივი აზრი მსოფლიო მასშტაბით არაერთგვაროვანია. თუ გლობალურ ეკონომიკაში ვიგულისხმებთ საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების გზით მიღწეული
ჟურნალი ნომერი 2 ∘ თეიმურაზ შენგელია

სოციალურ კაპიტალსა და მოტივაციას შორის კავშირის ანალიზის მეთოდოლოგია

 სოციალური კაპიტალის კონცეფციამ ფართო ადგილი დაიმკვიდრა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტოლოგიურ და სხვა მეცნიერებაში. ფიზიკურ და ადამიან-კაპიტალთან ერთად, სოციალური კაპიტალი არსებით ზეგავლენას ახდენს ტრანს-ეროვნული კორპორაციების ეფექტიანობის ზრდაზე, ხელს უწყობს მათ განვითარებას. სოციალური კაპიტალი არ წარმოადგენს ცალკეული ადამიანის საკუთრებას, ის ყალიბდება სოციალურ ქს
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მაია გონაშვილინინო თაგოშვილი

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობა ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში

დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მკაფიოდ გამოავლინა გლობალური ფინანსური ინსტიტუტების სისუსტე და მათი ფუნქციების არაეფექტიანობა. ეს, პირველ რიგში, ვლინდება, მათდამი საზოგადოების ნდობის დაკარგვასა და მათ უუნარობაში ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) და მსოფლიო ბანკს არ შესწევთ უ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი ღაღანიძე

მომსახურების ექსპორტი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი

სტატიაში განხილულია მომსახურების საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებისა და მათი მენეჯმენტის საკითხები. განხილულია სხვადასხვა ბაზარზე საქართველოდან მომსახურების საექსპორტო პოტენციალი, გაანალიზებულია მომსახურების ექსპორტში ლიდერი ქვეყნების მიერ გატარებული ხელშემწყობი ღონისძიებები, ასევე - მომსახურების ექსპორტის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. საკვანძო ს
ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ქადაგიძე

საქართველოს ჰიდროენერგეტიკული ბაზრის კონცენტრაცია და მისი კონკურენტუნარიანობის სრულყოფის საკითხები

საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპის აქტუალური ამოცანებიდან უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის სფეროს განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ხასიათდება, როგორც ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი პოტენციალის მქონე ქვეყნად, შესაბამისი სადგურებისა და წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა, წარმოების მოცულობ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნუგზარ პაიჭაძეეკა ჩოხელიმანანა ხარხელიგიული ქეშელაშვილიშორენა ტიელიძეგიორგი ჭურაძე

ადამიანთა რესურსების მართვის გამოწვევები საქართველოში

ადამიანური რესურსები ყველაზე უნიკალური და ძვირადღირებული კაპიტალია. მისი ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის უმთავრესი ფაქტორია. ამიტომაა, რომ ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების განვითარების დღევანდელ ეტაპზე. მნიშვნელოვანწილად მის ხარისხზეა დამოკიდებული შრომის ეფექტიანობა ადამიანთა საქმიანობის
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ჟანა თოლორდავა

ბიზნეს-განათლება – ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ფაქტორი

თანამედროვე ეპოქა ხასიათდება განვითარების ახალ ინოვაციურ სტადიაზე გადასვლით, რომელიც გულისხმობს ცოდნის საზოგადოების ჩამოყალიბებას. მისი მთავარი თვისებაა ცოდნისადმი ინტერესის ზრდა, ვინაიდან სწორედ ცოდნა მოიაზრება მწარმოებლურობის საერთო ზრდის მნიშვნელოვან ძალად. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს მეცნიერთა (ე. ტოფლერი, ფ. ფუკუიამა, დ. ბელი, ჯ. ნეისბიტიდა სხვ.) ა
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ეკატერინე გულუა

უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევები

წინამდებარე გამოკვლევა ეძღვნება უმაღლესი განათლების სისტემის, როგორც ადამიანის პოტენციალის რეალიზების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორის, გამოწვევების შეფასებას. კვლევა განხორციელდა სამი ძირითადი მიმართულებით: 1. სწავლების ხარისხის მართვა; 2. პროცესის ადმინისტრირება; 3. ფინანსური და ტექნიკური გამოწვევები. არსებული გამოწვევების იდენტიფიკაცია განხორციელდა საერთაშ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ხათუნა ბერიშვილი

ბიზნესის ეთიკის განვითარების ზოგიერთი საკითხი

ბიზნესის ეთიკის საკითხებისადმი ინტერესი არ წყდება, უფრო მეტიც, მიმდინარე საუკუნის დასაწყისში მეცნიერული ინტერესი ბიზნესის ეთიკის წარმოშობის, განვითარების, მის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბების პრობლემების კვლევისადმი გაძლიერდა. ბიზნესის ეთიკის რელიგიურ-ისტორიული საფუძვლების შესწავლა გახდა მნიშვნელოვანი. ის მწვავე დისკუსია, რომელიც ბიზნესის ეთიკის საკითხებზე მ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ანნა თანდილაშვილი

ბრენდინგის როლი ქალაქის საბაზრო პოზიციონირების კონკურენტულ უპირატესობებში

ქალაქის ბრენდინგი მარკეტინგული კვლევის შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქალაქის გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირების შესწავლას და მისი განვითარების სტრატეგიის დაგეგმვას. ბრენდი ქალაქის კონკურენტული იდენტობის მახასიათებელია, იგი ახდენს მისი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული შესაძლებლობების დემონსტრირებას და პოპულარიზაცი
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მერაბ ჯიქია

ფინანსური რისკების ანალიზის აქტუალური საკითხი

„კაცმა დღეში ერთხელ მაინც უნდა დადო სანაძლეო,თორემ შეიძლება გაგიმართლოს და ამის შესახებ ვერც კი გაიგო“ ჯიმი ჯონსი  ბევრმა შეგნებულმა ადამიანმა და, მითუმეტეს, ინვესტორმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი საინტერესო ფინანსური გადაწყვეტილება დაკავშირებულია არა მხოლოდ მოგებასთან, არამედ რისკებთანაც. თავისი ბუნებით ინვესტირება წარმოადგენს განსაზღვრული თანხის დაბანდებას
ჟურნალი ნომერი 2 ∘

Методика определения, оценки и прогноза кредитного риска

Настоящая методика разработана с целью определения, оценки и прогноза возможных потерь, их количественного измерения по кредитному портфелю в коммерческих банках (далее `банк»). Данная методика позволяет произвести качественный и количественный расчет уровня дефолта (кредитного риска) по кредитному портфелю банка. Ключевые слова: Кредитный риск, вероятность дефолта, рейтинги заемщиков, кредитный портфель, рыночная стоимость займа, ожидаемые потери, экспертная оценка. Настоящая методика предназначена для прогноза возможных потерь
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ალექსანდრე მიქელაძე

ფულის „გათეთრების“ ფაქტორული ანალიზი

სტატიაში განხილულია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის წარმოშობისა და გავრცელების მოკლე ისტორია, ასევე ფულის გათეთრების მსგავსი ქმედებების კონკრეტული მაგალითები, რაც ასახავს ამ მოვლენის არსებობას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ამასთან, სტატიაში გაანალიზებულია ფულის გათეთრების განმსაზღვრელი ფაქტორები, ასევე, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, გამოკვლე
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ალექსანდრე ერგეშიძე

საქართველოს ფინანსური სექტორი: თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და ახალი გამოწვევები

ბოლო წლებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო აქტიურად განიხილება საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და მისი მომგებიანობის საკითხები. ასევე, მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობენ ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის მაღალი დოლარიზაციის შემცირების საკითხზე. შესაბამისად, სტატიაში განხილულია საქართველოს ფინანსური სექტორის მიმდინარე მდგო
ჟურნალი ნომერი 2 ∘ პაატა კოღუაშვილიდავით ზარდიაშვილი

ეროვნული თანხმობა - საქართველოს მიწის გადარჩენის აუცილებელი პირობა

მიწის საკითხში ქართველი ერი ოდითგანვე თვითგამორკვეულია, ამიტომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია უნდა დაეყრდნოს რა ქვეყნის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას, თანამედროვე პირობებისა და გამოწვევების შესაბამისად, სათანადო ფორმით უნდა ასახოს და დაამკვიდროს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მომწესრიგებელი ფუძემდებლური პრინციპები, კერძოდ: 1.ფასეულობათა პრინციპი - მიწ
ჟურნალი ნომერი 2 ∘

ხსოვნა ნათელი - პროფესორი გიორგი ადეიშვილი – 90

ქართული ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამაგდარ პედაგოგს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და წლების განმავლობაში კათედრის გამგეს – გიორგი ადეიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. რამდენიმე ათეული წელი პროფ. გიორგი ადეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთგულად ემსახურებოდა ეკონომიკური თეორიის აქტუალური პ
ჟურნალი ნომერი 2 ∘

ხსოვნა ნათელი - პროფესორი ოთარ საღარეიშვილი - 90

არიან ადამიანები, ღვთის ნიჭით გამორჩეულნი, რომლებიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან და სხვას გზას უნათებენ“ (ილია II). ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება უდავოდ  ქართველ მამულიშვილთა ერთ-ერთ სამჭედლოში - დიდ ჯიხაიშში 1927 წლის 11 აპრილს დაბადებული ბატონი ოთარ საღარეიშვილი. მან, როგორც უნიჭიერესმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, სწავლისა და მეცნიერუ
ჟურნალი ნომერი 2 ∘

ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა დიდი დანაკლისი - პროფესორი შალვა გოგიაშვილი

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქართველი ინტელიგენციის შესანიშნავი წარმომადგენელი, ღირსეული პიროვნება, ჭეშმარიტი მამულიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის თანამშრომ