English / ქართული /








Journal number 2 ∘ David Kadagidze
Assessment of Georgian Hidroelectricity Market Concentration and Issues for Its Further Improvement

Development of energy sector in Georgia is one of the key points of countries economic development. Despite the fact that Georgia has big capacity to produce hydro energy, nowadays small porƟ on from estimated production possibility is utilized / realized. Because of it, concentration in hydro energy market is high. In the article there are developed measures of the competition for electricity market in Georgia. The author tries to explain advantages of competition in energy sector and provides recommendations how to increase the level of competition based on estimated results.

Keywords: Hydro power energy; competition; index; electricity generation; concentration; Enguri HPP.

JEL Codes: E24, J60, J64, J65

საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპის აქტუალური ამოცანებიდან უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის სფეროს განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ხასიათდება, როგორც ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი პოტენციალის მქონე ქვეყნად, შესაბამისი სადგურებისა და წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა, წარმოების მოცულობასთან შედარებით, ძალიან მცირეა. სტატიაში ჩამოყალიბებულია ჰიდროელექტროენერგეტიკის ბაზრის კონკურენტული უპირატესობა, აღწერილია კონკურენციის განმსაზღვრელი საზომები, შეფასებულია საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის ბაზრის კონცენტრაცია და მიღებული შედეგების საფუძველზე, ჩამოყალიბებულია ავტორისეული რეკომენდაციები ჰიდროელექტროენერგიის სფეროს კონკურენციის სრულყოფისათვის.

საკვანძო სიტყვები: ჰიდროელექტროენერგია, კონკურენცია, ინდექსი, ელექტროენერგიის წარმოება, კონცენტრაცია, ენგურჰესი.

მონოპოლია და კონკურენცია ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც გულისხმობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურულ განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. აღნიშნული მიმართულებების განვითარება პირდაპირ კავშირშია როგორც არსებული თბო და ჰიდროელექტროსადგურების მოდერნიზაციასა და ეფექტიანობის ზრდასთან, ასევე, ახალი ენერგეტიკული პროექტების განვითარებასთან.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა გულისხმობს ცენტრალიზებული კონტროლისა და დაგეგმვის გადანაწილებას სხვადასხვა კომპანიაზე. დამოუკიდებელი კომპანიების ერთობა ანაცვლებს ინტეგრირე- ბულ კომპანიას, რომლებიც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედებებს [1;2].

რთულია ვამტკიცოთ კონკურენტული სისტემის უპირობო ეფექტიან მუშაობა ცენტრალიზებულ სისტემასთან მიმართებაში. თუმცა ცხადია, რომ მწარმოებელ კომპანიებს მოგების მიღების სურვილი უბიძგებს საკუთარი სადგურების უკეთ მოვლისაკენ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ განუსაზღვრელია ელექტროსადგურების გაზრდილი ეფექტიანობისაგან მიღებული სარგებელი რამდენად ფარავს მათ კოორდინაციაზე გაწეულ ხარჯებს. ცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაში გრძელვადიანი განვითარების პროგნოზი ყოველთვის ცდება კონკურენტული გარემოს შემთხვევაში არსებულ პროგნოზს. კერძოდ, მონოპოლიური ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში გენერაციის სიმძლავრის საჭირო ოდენობას გადაჭარბებით ანგარიშობენ. აქედან გამომდინარე, მათი მომხმარებლები იძულებული არიან დააფინანსონ მონოპოლიური კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები. კონკურენტული გარემო კი, ზრდის იმის ალბათობას, რომ მოგების მიღებაზე ორიენტირებული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები უფრო მეტად მიახლოვებული იქნება მოთხოვნასთან, ვიდრე მონოპოლისტის მიერ მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები. ამასთან, თავისუფალ ბაზარზე მომუშავე კომპანიების მიერ განხორციელებული „დაუსაბუთებელი“ ინვესტიცია კომპანიისათვის ბევრად მაღალი რისკის მატარებელია მისი მომხმარებლისგან განსხვავებით. კომპანიების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ისინი მზად არიან საინვესტიციო რისკების მიღებაზე. ამ ეტაპზე არ არის შეფასებული რამდენად დინამიკურად პასუხობს მოთხოვნის ბუმსა და ჩავარდნებს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები[1].

ელექტროენერგიის წარმოების პროცესი შედგება სამი საფეხურისაგან: გენერაცია, გადაცემა და განაწილება. პროცესების განმახორციელებელი შეიძლება იყოს როგორც კერძო საკუთრებაში მყოფი კოპანია, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანია. თუ, პროცესის სამივე საფეხურს ახორციელებს სახელმწიფო ან კერძო კომპანია, მაშინ ელექტროენერგიის რეალიზაცია წარმოების თვითღირებულებაზე მაღალ ფასად ხდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეგულირებისას ფასი თვითღირებულების იმ ნიშნულამდე მცირდება, როგორიც სრულყოფილი კონკურენციის შემთხვევაში იქნებოდა.ელექტროენერგიის ბაზარზე ბევრი გამყიდველისა და მყიდველის არსებობა შეზღუდავს ცალკეული მიმწოდებლები უნარს მოახდინონ მიწოდების ცვლილება და ფასებით მანიპულირება. შედეგად მიღებული კონკურენტული საბაზრო ფასი აუცილებელი პირობაა ეკონომიკურად ეფექტიანი შედეგის მისაღწევად.

ელექტროენერგეტიკული სექტორის სახეცვლილების შედეგად 1997 წელს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შეიქმნა მარეგულირებელი კომპანია, რომელიც ცდილობს მოაწესრიგოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების კომპანიების საქმიანობა, რათა მათ იმოქმედონ სამართლიანად და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით. მონოპოლიური ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია, თუ ელექტროენერგიის ბაზარზე არ იარსებებს მწარმოებლების შესვლის ბარიერები, ხოლო თუ არსებობს ბაზარზე შესვლის ბარიერები და არ ხერხდება მათი გაუქმება, მარეგულირებელი ორგანო იყენებს მის ხელთ არსებულ სატარიფო რეგულირების მექანიზმება, ეფექტიანი ფასის დასადგენად.

მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებაა, ასევე ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ოდენობაზე, ხარისხზე, ახალი სიმძლავრეების მშენებლობასა და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიაზე ზრუნვა რაც გამოიწვევს კონკურენციის დონის ზრდას ბაზარზე.

ელექტროენერგიის მომხმარებლების და მწარმოებლების ურთიერთქმედება საზოგადოებისათვის მაქსიმალური კეთილდღეობის მომტანია, როდესაც ბაზარი კონკურენტულია, რადგან ამ შემთხვევაში მწარმოებლების მიერ განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასი, მათი ზღვრული დანახარჯების ტოლია. ელექტროენერგეტიკის ბაზრის სტრუქტურაში გადაცემის და განაწილების ობიექტებს გააჩნიათ ბუნებრივი მონოპოლიის მახასიათებლები, რაც მარეგულირებელ ორგანოს მიერ უნდა კონტროლდებოდეს. მონოპოლიურ ბაზარზე საზოგადოებრივი დანაზოგები გაცილებით ნაკლებია, კონკურენტული ბაზრისგან განსხვავებით, რადგან მონოპოლიური საწარმო საბაზრო ძალაუფლების გამოყენებით აწესებს მის ზღვრულ დანახარჯებზე მაღალ ელექტროენერგიის ფასს. ბაზრის ოპტიმალური ვარიანტის შემთხვევაში საწარმოს ზღვრული შემოსავლები და მისი ზღვრული დანახარჯები ერთმანეთის ტოლია, მაგრამ მონოპოლიური საწარმოს ექნება დანაკარგი თუ ის დააწესებს ისეთ ფასს, როგორც ყველა საწარმო - კონკურენციის დროს, ამიტომ, მონოპოლიური საწარმო აწესებს მოგების მაქსიმიზაციისათვის ოპტიმალურ ფასს და აწარმოებს მისთვის ოპტიმალური ფასის შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიას.

როგორც აღინიშნა, ელექტროენერგიის ყიდვადგაყიდვა მოიცავს გენერაციას, გადაცემას და განაწილებას. ეს საქმიანობები შეიძლება გაერთიანდეს ერთ ენერგეტიკულ საწარმოში ან მოხდეს ამ საქმიანობების დანაწევრება და სხვადასხვა ენერგეტიკული საწარმოებისათვის გადაცემა. როდესაც საქმიანობები ერთიანდება ერთ ენერგეტიკულ საწარმოში, მაშინ  ბაზარზე ელექტროენერგიის მიმწოდებელი არის მხოლოდ სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში მყოფი ერთი ენერგეტიკული საწარმო [1]. მონოპოლიური სტატუსის გამოყენებით დაწესებული მაღალი ფასი, რომელიც მონოპოლისტის წარმოების ხარჯებს აღემატება, უნდა აღმოიფხვრას მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბაზარზე კონკურენციის დანერგვის მიზნით გატარებული პოლიტიკის საფუძველზე, რათა მიღწეულ იქნას ეკონომიკური ეფექტიანობა. ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას განსაზღვრავს ელექტროენერგიის მყიდველთა და გამყიდველთა რაოდენობა. ეკონომიკურად ეფექტიანი შედეგი მიიღება მაშინ, როცა ბაზარზე მრავალი მყიდველი და გამყიდველი არსებობს და, შესაბამისად, შექმნილი სრული კონკურენცია აყალიბებს საბაზრო ფასს, რომელიც უთანაბრდება გაყიდული ელექტროენერგიის წარმოების ხარჯს. საბაზარო მონოპოლიის პირობებში ელექტროენერგიის გამყიდველს შეუძლია შეამციროს ელექტროენერგიის რაოდენობა და დააწესოს თავის სასურველი ფასი.

ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციამ საგრძნობლად გაიზარდა ბაზრის მარეგულირების ფუნქციები, რაც, თავის მხრივ, მოიცავს საბაზრო წესების შემოღებას, ბაზრის მონიტორინგსა და რეგულირებას. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ბაზრის ეფექტიან მუშაობას, სადაც ელექტოენერგიის ფასი და რაოდენობა სრულყოფილი კონკურენციის პირობებს შეესაბამება.

მონოპოლიური ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია ელექტროენერგეტიკული ბაზრის შემთხვევაშიც, რადგან თუ ენერგეტიკული საწარმო არის ელექტროენერგიის მხოლოდ ერთი მიმწოდებელი და ელექტროენერგიის ფასს მაქსიმალურად ზრდის, მარეგულირებელი ორგანო იყენებს რეგულირების სხვადასხვა მექანიზმს, რათა მოახდინოს საზოგადოებრივი დანაკარგების შემცირება. რეგულირების მექანიზმი შეიძლება იყოს (1) ფასის ან სატარიფო რეგულირება და (2) ანტიმონოპოლიური რეგულირება.

მარეგულირებელი ორგანო ორიენტირებული არის არა მხოლოდ მონოპოლიური საწარმოსთვის ოპტიმალური და რეგულირებადი ფასის დაწესებაზე, არამედ ის ითვალისწინებს ასევე (1) ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების დონეს, (2) ელექტროენერგიის ხარისხის (3) ახალი სიმძლავრეების მშენებლობის შესაძლებლობას და (4) ინოვაციური მექანიზმებს, რაც ხელს უწყობს ბაზარზე ახალი საწარმოების გაჩენას და უმცირებს რეგულირებად საწარმოებს მონოპოლიურ ძალაუფლებას.

ჰიდროსისტემის ბაზარზე შეღწევის თემა დელიკატური საკითხია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ჰიდროელექტრ სადგურის მშენებლობის ზეგავლენა გარემოზე, რომელიც საკმაოდ რთული საკითხია და იწვევს ლიცენზიისა და დამტკიცების პროცესების გაჭინაურებას. თუმცა გარემოსდაცვითი საკითხები ხშირ შემთხვევაში ვერ ეწინააღმდეგება კონკურენციის მარეგულირებელი ხელმძღვანელობის კომპეტენციებს. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ჰიდროელექტროსადგურების ადგილმდებარეობის შერჩევა. საუკეთესო ადგილები უკვე დაკავებულია არსებული ჰიდროსადგურების მიერ. აქედან გამომდინარე, კონკურენციის მარეგულირებელი ხელმძღვანელობა უნდა დაეხმაროს დაბალი დანახარჯების მქონე სადგურებს ადგილმდებარეობის შერჩევაში.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი დევიდ ნიუბერი აღნიშნავს [3], რომ გრძელვადიანი ორმხრივი კონტრაქტების ხელშეწყობის პოლიტიკა ხელს უწყობს ბაზარზე შესვლას უფრო მარტივად, რადგან კონტრაქტები წარმოადგენს მომავალი შემოსავლების გარანტიას ფირმებისათვის და ამცირებს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებასთან ასოცირებულ რისკებს. ამასთანავე, მცირე ზომის ფირმებს აძლევენ საშუალებას გაზარდონ საჭირო კაპიტალი.

ჰოდროენერგეტიკის ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმ მწარმოებლების რაოდენობასა და საბაზრო წილებთან შედარებით, რომელთა წარმოება არ არის შეზღუდული გატარების სიმძლავრით, გადაცემის „საცობების“ არსებობით ან/და ნაკლებად მოქნილი ტექნოლოგიებით.

ჰიდროელექტროენერგეტიკული სექტორის კონცენტრაციის შეფასება

საბაზრო ძალაუფლების შეფასებისათვის ელექტროენერგიის ბაზარზე რამდენიმე ინდექსი გამოიყენება. ელექტროენერგიის ბაზარი ხასიათდება რიგი თავისებურებით, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ინდექსის გაანგარიშებისას.

კონკურენციის ანალიზისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჰერფინდალდ-ჰირშმანის ინდექსი (I), რომელიც ზომავს ფირმების სიდიდეს შესაბამის ინდუსტრიაში. ინდექსი გაიანგარიშება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ყველა მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ დაკავებული ფარდობითი წილების (პროცენტულ ერთეულებში) კვადრატების ჯამის სახით. I ინდექსი განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტისი კონცენტრაციის დონეს, რომლის მნიშვნელობა იცვლება: 1-დან (საკმარისად სრულყოფილი კონკურენცია, ბაზარზე მონაწილეთა დიდი რაოდენობა) 10 000-მდე (აბსოლუტურად კონცენტრირებულ ბაზარი, ერთი ეკონომიკური აგენტი). ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის საფუძველზე სასაქონლო ბაზრები კონცენტრაციის დონეების მიხედვით ფასდება დაბალკონცენტრირებულ (I<1500), ზომიერად კონცენტრირებულ (1500<I<2500) და მაღალკონცენტრირებულ (I>2500) სასაქონლო ბაზრებად.

შესაბამისად, ინდექსის ფორმულას აქვს შემდეგი სახე:

                                             

სადაც, n არის ფირმების რაოდენობა ბაზარზე, ხოლო si - i ფირმის საბაზრო წილი.

საქართველოს ჰიდროელექტროენერგეტიკის ბაზარზე დღევანდელი მდგომარეობით ფუნქციონირებს 67 ჰესი. 2016 წლის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი მწარმოებლებია: ენგურჰესი, ვარდნილჰესი და ვარციხეჰესი. ერთი კომპანიის სს „ენერგო-პროჯორჯიას“ მფლობელობაშია 9 ჰესი (ძევრულჰესი, ჩითახევჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი, საცხენჰესი, აწჰესი, ლაჯანურჰესი, ორთაჭალჰესი, შაორჰესი). აქედან გამომდინარე, ბაზარზე მის მიერ საკუთრებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიას საგრძნობლად დიდი წილი უჭირავს და ვარციხეჰესის წარმოებას უსწრებს. დანარჩენი მცირე ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგია მთლიანი წარმოებული ელექტროენერგიის 0%-დან 4%-მდე მერყეობს.

ჰერფინდალდ-ჰირშმანის ინდექსი, 2016 წლის მონაცემებით, ყველა მარეგულირებელი და დიდი სეზონური ჰესების წილების მიხედვით, 1776-ს გაუტოლდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია.

ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის მოდიფიცირებული ვარიანტი (HHIadj) შემოაქვს ლუიზ რანგელს, რომელიც თავის ნაშრომში [4] მიმოიხილავს ბაზარს, სადაც n რაოდენობის მწარმოებელია. ამათგან 1-დან m-მდე მწარმოებელი ფუნქციონირებს მთლიანი წლის განმავლობაში, ხოლო m+1-დან n-მდე მწარ- მოებლები შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ წელიწადის გარკვეულ პერიოდში. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ელექტროენერგეტიკის ბაზარი როგორც ჰიდრო, ასევე თერმულ მწარმოებლებს უჭირავთ. როდესაც თერმული და პატარა ჰიდროსადგურები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, ეს მოთხოვნა დიდი ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ბალანსდება. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის მოდიფიცირებულ ვარიანტს აქვს შემდეგი სახე:

თუ ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის მოდიფიცირებულ ვარიანტს საქართველოსთვის გამოვიანგარიშებთ, მაშინ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის „შეუზღუდავი“ ჰიდროელექტროსადგურები (ენგურჰესი, ვარდნილჰესი, ხრამი 1 და 2, ჟინვალჰესი, შაორჰესი, ძევრულჰესი), რომლებიც 2016 წლის განმავლობაში უწყვეტად აწარმოებდნენ ელექტროენერგიას:

                                                                  

ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის მოდიფიცირებული ვარიანტი დაახლოებით 200 ერთეულით აღემატება ტრადიციულ ჰერფინდალდ-ჰირშმანის ინდექსის მაჩევენებელს, თუმცა იგივე დიაპაზონში რჩება. აქედან გამომდინარე, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის მოდიფიცირებული ვარიანტიდან შეგვიძლია ასევე დავასკვნათ, რომ საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებული იყო 2016 წლის განმავლობაში.

ამჟამად, ბაზრის მონიტორინგის ანალიზისთვის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიჩნეულია რეზიდუალების მიწოდების ინდექსი (Residual Supply Index), რომელიც ინდექსის ტიპისაა და ელექტროენერგიის ბაზარზეა მორგებული. ასევე მისთვის გამოყენებულია უფრო კომპლექსური ქცევითი ანალიზი, რომელიც დამყარებულია რეალური დანახარჯების მონაცემებსა და შეფასებებზე, ფასის მარჟაზე.

მარკ ბეტაილმა და სხვებმა თავიანთ ნაშრომში [5] განავითარეს საბაზრო ძალაუფლების შეფასების სხვადასხვა ინდიკატორი, რომლებიც უფრო პრაქტიკული გამოყენებისაა. ავტორები იყენებენ რეზიდუალის მიწოდების ინდექსს (RSI), როგორც სტატიკური კონცენტრაციის საზომს, რომელიც მონიტორინგს უწევს ბაზრის ძალაუფლების გადანაწილებას. ენერგეტიკის ბაზარს რიგი თავისებურება გააჩნია: ელექტროენერგიის შენახვის შეზღუდვა, მნიშვნელოვანი დღიური და სეზონური რხევები და არაელასტიკური მოთხოვნა. გამომდინარე ზემო აღნიშნულიდან, კონცენტრაციის საზომებს, რომლებიც ფოკუსირებულია ბაზრის მხოლოდ მიწოდების კუთხეზე, გააჩნიათ შეზღუდული ახსნის შესაძლებლობა. კერძოდ, ენერგეტიკის ბაზრის კონცენტრაციის საზომებს, რომლ ბიც ითვალისწინებს მოთხოვნას, უფრო შესაფერისი და ზუსტია. RSI ინდექსი ჩამოყალიბებულია როგორც ერთ-ერთი სანდო ინდექსი და გამოიყენება მარეგულირებლებისა და კონკურენციის სააგენტოების მიერ, როგორც ბაზრის ძალაუფლების ინდიკატორი სხვადასხვა ელექტროენერგიის ბაზრებზე.

RSI ზომავს, თუ რამდენად შეუძლია გენერატორის კონკურენტ კო პანიას დააკმაყოფილოს მიმდინარე მოთხოვნა მისი წარმოების დადგმული სიმძლავრიდან გამომდინარე. მაშასადამე, RSI ზომავს ფირმების „პივოტანლეს“ (როლი, ძალაუფლება).

 ფირმა i-ისთვის RSI განსაზღვრულია შემდეგნაირად:      (3)

                

სტატიაში RSI განხილულია საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის ბაზარზე ენგურჰესის მაგალითზე, როგორც ყველაზე დიდ ელექტროენერგიის მწარმოებელზე. შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნული კომპანია აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნის თითქმის 33% (RSI=0.67), რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებულ დანარჩენ მცირე ჰიდროელექტრომწარმოებლებს შეუძლიათ ბაზრის მოთხვნის მხოლოდ 67%დის დაკმაყოფილება.

რეზიდუალების მიწოდების ინდექსი (RSI) ადასტურებს, რომ ჰიდროელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში მნიშვნელოვნად კონცენტრირებულია.

ლერნერის ინდექსი (LI), რომელსაც 1934 წელს საფუძველი ჩაუყარა აბბა ლერნერმა [6], ზომავს ბაზრის ძალაუფლებას ფასისა და ზღვრული დანახარჯების გათვალისწინებით. ის მხედველობაში იღებს ფასს და მის მარჟას. ლერნერის ინდექსის გამოყენება გამართლებულია იმ ფაქტით, რომ ის პირდაპირ კავშირშია ფასის მარჟასთან. სრულად კონკურენტულ ბაზარზე ფასის მარჟა ნულს უტოლდება (P-MC=0); თუმცა, როდესაც რომელიმე ფირმის ბაზრის ძალაუფლება არის მოცემული, მაშინ ის დადებითია (P-MC>0). ზოგადად, ლერნერის ინდექსის მიხედვით ბაზრის კონკურენტუნარიანობა იზომება შემდეგი ფორმულით:

საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის სექტორში მოქმედი ჰესისთვის ლერნერის ინდექსის დასათვლელად და მიღებული შედეგის სექტორზე განსაზოგადებლად, აღებულია ერთ-ერთი მახასიათებელი ჰიდროელექტროსადგურის საშუალო მონაცემები: დადგმული სიმძლავრე 14 მგვტ, წლიური გამომუშავება 72 გგვტ. სთ-ში ხოლო საოპერაციო ციკლი მოიცავს 20 წლის პერიოდს. ამჟამად არსებული და მომავალში მოსალოდნელი ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზებით იყო დაშვებული რომ ზემოთ ხსენებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ჰესის საშუალო ზღვრული დანახარჯი საშუალოდ უტოლდება 0,019 ლარს ერთ კილოვატ სთ-ში, ხოლო საშუალო გასაყიდი ფასი - 0,091 ლარს ერთ კილოვატ სთ-ზე. საოპერაციო წლის დასაწყისში და ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული პირობების თანახმად, ლერნერის ინდექსმა 0,97 შეადგინა. აღნიშნული მონაცემებით, ლერნერის ინდექსის მაჩევენებელი მომდევნო 20 წლის ბოლოს საშუალოდ 0,25-ს გაუტოლდება, რაც ამავე ინდექსის განმარტებიდან გამომდინარე, მიუთითებს ფასის დაბალ მარჟასა და საკმარისად სრულყოფილი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებაზე.

შედარებითი უპირატესობის ინდექსი (RCA-Revealed Comparative Advan- tage)გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკაში ქვეყნის შესაბამისი სასაქონლო ჯგუფის ან მომსახურების შედარებითი უპირატესობის დასათვლელად სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრის შესაძლებლობას ქმნის. ინდექსის მეთოდოლოგია დაფუძნებულია რიკარდოს შედარებითი უპირატესობის თეორიაზე და განსაზღვრავს საერთაშორისო ვაჭრობით მიღებულ სარგებელს. ამ ინდექსის დახმარებით განისაზღვრება ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლის კონკურენტუნარიანობა გარე ბაზართან მიმართებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RCA გვიჩვენებს-  რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის მოცემული საქონლის/მომსახურების წარმოების გაფართოება ან სხვა საქონლის/მომსახურების წარმოებაზე გადართვა. ამ ინდექსის დახმარებით ასევე განისაზღვრება ახალ ან არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან პოტენციური ვაჭრობის პერსპექტივები. მსგავსი RC-ს მაჩვენებელ ქვეყნებს იშვიათად აქვთ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიგაინდუსტრიულ ვაჭრობაში არიან ჩაბმული.

ქვეყანა i-ს RCA ინდექსი j საქონლისთვის იზომება ქვეყნის ექსპორტსა და მსოფლიო ვაჭრობაში მისი წილის გათვალისწინებით. RCA უდრის კონკრეტული ქვეყნის i სასაქონლო ჯგუფის ექსპორტის წილი ამავე ქვეყნის მთლიან ექსპორტში, შეფარდებული მსოფლიო ბაზარზე იმავე საქონლის მთლიანი ექსპორტის წილთან. შედარებითი უპირატესობას აქვს ადგილი, როდესაც RCA>1, ხოლო თუ RC ნაკლებია ერთზე, ქვეყანას არ აქვს აღნიშნული საქონლის წარმოებაში/ექსპორტში შედარებითი უპირატესობა.

RCA იანგარიშება შემდეგნაირად:

RCA-ს დახმარებით განისაზღვრა საქართველოს ელექტროენერგიით ვაჭრობის შედარებითი უპირატესობა მეზობელი ქვეყნების მიმართ და გამოვლინდა მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე პერსპექტიული სავაჭრო პარტნიორი. ვინაიდან ინდექსის მეშვეობით იზომება საქონლის შედარებითი უპირატესობა დროის მხოლოდ ერთ მონაკვეთში, ეფექტის განსასაზღვრად ინდექსი დროის სხვადასხვა პერიოდისათვის არის დათვლილი.

საქართველოს ელექტროენერგიის, როგორც სასაქონლო ჯგუფისათვის (ჯგუფის ოთხნიშნა კოდი: 2716) RCA ინდექსი გამოსათვლელად, გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მონაცემთა ბაზები. ინდექსის ცვალებადობის და ელექტროენერგიით ვაჭრობით გამოწვეული ტრენდის დასადგენად გამოყენებული მონაცემები მოიცავს 2010-2015 წლებს.

RCA ინდექსი [7]

ცხრილი 1

ცხრილიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საკმაოდ მაღალია 2010- 2012 წლებში რუსეთში ექპორტირებული ელექტროენერგიის წილი მთლიან ექსპორტირებული ელექტროენერგიაში. 2013-2015 წლებში კი ინდექსის საგრძნობი კლება აღინიშნება, რაც რუსეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირებაზე ან სხვა ექსპორტირებული საქონლის წილის ზრდაზე მიუთითებს. 2013 წელს რუსეთში ექსპორტირებული დენის მოცულობა 370,6079 მლნ კვტ სთ-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს - 160,077 მლნ კვტ სთ-ს. საქართველოდან მთლიანი ექსპორტი 2012 წელს 46 806 მლნ ლარი იყო, 2014 წელს კი - 274 754 მლნ ლარი. გამოდის რომ RCA ინდექსის მნიშვნელობაზე ორივე ფაქტორმა იმოქმედა.

საინტერესოა თურქეთის მაგალითის განხილვა, რომლისთვისაც RCA-ს ინდექსი წლებთან ერთად მატულობს. 2014 წელს საქართველოს ექსპორტი თურქეთში 239,301 მლნ ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 186,769 მლნ ლარს, ხოლო თურქეთისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა, შესაბამისად, 236,48 მლნ კვტ სთ და 419,472 მლნ კვტ სთ ფიქსირდება. როგორც აქედან ჩანს, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა, რომელსაც თურქეთში ექსპორტირებულ საქონელს შორის ყველაზე დიდი წილი უკავია.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს თურქეთში რუსეთისგან განსხვავებით, დიდი შედარებითი უპირატესობა აქვს ელექტროენერგიით ვაჭრობაში.

ელექტროენერგიის წლიური ბაზარი [8,9,10,11]

ცხრილი 2

იმისათვის რომ სწორად შევაფასოთ ჰიდროელქტროენერგეტიკული სადგურების მშენებლობის მართებულობა, საჭიროა დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი. 2013 წლის მონაცემებით (იხ. ცხრილი 2) საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია 8 256 მლნ კვტ სთ-ს შეადგენდა, ხოლო მოხმარება - 8085 მლნ კვტ სთ-ს. 2014-2015 წლებში აღინიშნება როგორც გენერირებული, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის ზრდა და, შესაბამისად, ფიქსირდება გენერაცია 8515 და 8795 მლნ კვტ სთ, ხოლო მოხმარება 8532 და 8586 მლნ კვტ სთ. 2013 წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის ჯამური გადასახადი 14043 ათას აშშ დოლარს შეადგენდა (450 მლნ კვტ სთ), იმპორტის ღირებულება 484 მლნ კვტ სთ-სათვის 30300 ათასი დოლარი ფიქსირდება. 2015 წელს ექსპორტი 660, ხოლო იმპორტი 699 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა და მათი მონეტარეული ღირებულება 26063 და 43819 ათას დოლარს უტოლდება. საშუალოდ, (დანაკარგების გათვალისწინებით), 1 კვტ  სთ იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება 0,0627 დოლარს შეადგენს, ხოლო ექსპორტირებული 1 კვტსთ ელექტროენერგიის ღირებულება - 0,0395 დოლარს. ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ღირებულებები კიდვე ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში გენერირებუ- ლი ელექტროენერგია შედარებით იაფია, ხოლო ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგია საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მიერ შედგენილი წლიური ბალანსის საფუძველზე, სადაც გენერაციის 3, 5 და 7 პროცენტიანი ზრდა არის გათვალისწინებული, შესაძლოა განისაზღვროს მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ღირებულება. თუ მივიჩნევთ რომ საქართველო საშუალოდ წელიწადში ზამთრის სეზონზე 887 მლნ კვტ სთ ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებს და თუ იმპორტის და ექსპორტის ტარიფი უცვლელი იქნება, მაშინ ვნახავთ, რომ 2016 წელს ელექტროენეგიის ვაჭრობით მიღებული შემოსავალი 4573 ათას დოლარს უტოლდება, ხოლო 2026 წელს კი - 378327 ათას დოლარს.

ტარიფის იგივე ნიშნულზე შენარჩუნება პესიმისტური მიდგომაა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების მეთოდოლოგია ითვალისწინებს, კომპანიის სურვილის შემთხვევაში, ტარიფის მეთოდოლოგიის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ტარიფის დადგენას. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით, გაანგარიშება ხდება - “დანახარჯები პლუს” - რეგულირების პრინციპის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს სტაბილურ ფუნქციონირებას, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებას და სამართლიანი მოგების მიღებას. იქიდან გამომდინარე, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2016-2026 წლებში გასაწევი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები მოცემულია საქართველოს ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმაში, დაანგარშებულია რეგულირებადი აქტივების ბაზა და შესაბამისად გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფი 2016-2026 წლებისათვის. ახალაშენებული ელექტროსადგურები და გაზრდილი ელექტროენერგია მოითხოვს გადაცემის ახალ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ, ინვესტირებული კაპიტალის გამო, გაზრდილი ტარიფით მოემსახურება. მეორე მოდელი, რომელიც უკვე გაზრდილ ტარიფს ითვალისწინებს როგორც იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, ასევე ექსპორტირებულზე, ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნად მხოლოდ 2016-2018 წლებში მოგვევლინება; 2026 წლისათვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 1634287 ათასი დოლარი, ხოლო წმინდა ექსპორტი - 1403865 ათასი დოლარი იქნება.

მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ენერგეტიკული სფეროს განვითარების და კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობას. ბოლო სამი წლის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის მთლიან ღირებულებაში ექსპორტირებული ელექტროენერგიის წილი 1%-ს არ უტოლდება. თუ საქართველოს ექსპორტი 2026 წლისათვის თარგეთირებული ინფლაციის მაჩვენებლითა და ელექტროენერგიის ექსპორტის ნაზრდით დაკორექტირდება, მაშინ საქართველოს ექსპორტი 6372589 ათას დოლარს გაუტოლდება, სადაც ელექტროენერგიის წილი 26% იქნება.

საქართველოს ელექტროენერგეტიკის პოტენციალის შეფასება ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების და განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დახვეწას.

კონკურენციის გაზრდა ერთმნიშვნელოვნად ზრდის ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანობას და მნიშვნელოვანია ენერგეტიკის ბაზრის ყველა დონეზე, როგორიცაა: წარმოება და განაწილება. ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის რესტრუქტურიზაცია და ბაზრის ლიბერალიზაცია კონკურენციის ამაღლების წინაპირობას წარმოადგენს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის ბაზარზე გარკვეულ კომპანიებს აქვთ საბაზრო ძალაუფლება, მარეგულირებელმა ხელი უნდა შეუწყოს ეფექტიანი და სამართლიანი ფასის დადგენას. მარეგულირებლის ფუნქციების შერბილება სასურველია მას შემდეგ, რაც კონკურენცია გაიზრდება და ელექტროენერგიის ფასი მიუახლოვდება კონკურენტული ბაზრისათვის დამახასიათებელ წონასწორულ ფასს.

* * *

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული გადაწყვეტილებები მოიცავს წარმოების, გადაცემის, განაწილების, იმპორტ-ექსპორტის და ტრანზიტის სფეროებში არსებული მდგომარეობის ანალიზს, გამოწვევბის იდენტიფიცირებას და საპასუხო ქმედებების შემუშავებას.

საქართველოს ენერგეტიკლ სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებისათვის საჭიროა ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის ანალიზი, ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების საბაზრო ძალაუფლების და მათი ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა. საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შესაფასებლად საუკეთესო მეთოდია სხვადასხვა ინფორმაციაზე აგებული ინდექსების გამოყენება და მასზე დაყრდნობით, ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი.

საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა და მდიდარი რესურსებიდან გამომდინარე, აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სექტორის დახვეწა და კონკურენტული გარემოს შექმნა, რაც არსებითია რეგიონში საკუთარი ენერგეტიკული კომპლექსების ეფექტიანად ჩართვისა და აქტიური ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის გატარებისათვის.

ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის და ტრანზიტის განვითარებისათვის უნდა განხორციელდეს მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისიტემებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა.

საქართველო, ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორი ქვეყნიდან, თანდათანობით უნდა გახდეს მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე, მდგრადი, კონკურენტუნარიანი და ენერგოდამოუკიდებელი სახელმწიფო.

ლიტერატურა:

1. ივანე პირველი, ნიკოლოზ სუმბაძე, გიორგი მუხიგულიშვილი, გიორგი ქელბაქიანი, ირაკლი გალდავა, ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირება და ანალიზი, სალექციო კურსი, 2013 წ.

2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020, 2015 წ .

3. David M. Newbery, Regulating Unbundled Network Utilities, The Economic and Social Review, Vol. 33, No. 1, Spring, 2002.

4. Luiz Rangel, Competition Policy and Regulation in HydroDominated Electricity Markets, Elsevier, , University of Auckland Energy Centre, 2007.

5. Marc Bataille, Alexander Steinmetz, Susanne Thorwarth, Screening Instruments for Monitoring Market Power in Wholesale Electricity Markets Lessons from Applications in Germany Düsseldorf Institute for Competition Economics (DICE), 2014.

6. Mantovi, A. Lerner Index, Productive Efficiency And Homotheticity, Theoretical Economics Letters, 5(03), 370, (2015).

7. გაერთიანებული ერების ვაჭრობის ბაზა, http://comtrade.un.org/data/

8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.

9. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

10. საქართველოს ელექტროენერგიის გადაცემის ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა 2016-2026.

11. საქართველოს სტატისტიკის სამმართველო.

12. საკანონმდებლო მაცნე N15, „საქართველოს კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ , N1934.

13. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“, თბილისი, 07.07.06 წ. N3190-Iს.