ჟურნალი ნომერი 3 ∘ აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის მეცნიერული ღვაწლის მორიგი აღიარებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელს ბატონ ავთანდილ სილაგაძეს, ნაშრომთა ციკლისათვის - „ეკონომიკური დოქტრინების სათავეებთან“, ქართული ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლის - პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული მეცნიერთა აკადემიის პრემია მიენიჭა.
ვულოცავთ ჩვენი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრს აკადემიკოსს ავთანდილ სილაგაძეს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია