English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნანა სრესელი
იჯარის ოპერაციების აღრიცხვის მეთოდოლოგიის ძირითადი ასპექტები

doi.org/10.52340/eab.2024.16.04.10

ჟურნალი N 4. 2024

აღრიცხვისა და აუდიტის სფერო განუწყვეტლად ვითარდება, რაც განპირობებულია გლობალური აღრიცხვის სტანდარტების მუდმივად განახლებადი და ცვალებადი გარემოებებით, დინამიკური ფინანსური პრაქტიკით და რაც მთავარია, განვითარებადი ბიზნეს მოდელებით. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებმა (ფასს) მნიშვნელოვანი და სიღრმისეული ტრანსფორმაცია განიცადა სტანდარტის - ფასს 16 - იჯარა, შემოღებით, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ორგანიზაციების ანგარიშსწორება სალიზინგო ოპერაციებზე. ცვლილებებმა გააძლიერა ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობა, რადგან მოიჯარეს საიჯარო აქტივების და ვალდებულებების ბალანსში წარდგენის აუცილებლობა დაეკისრა. შედეგად, ფინანსური ანგარიშგება უფრო ზუსტად წარმოადგენს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, მის უნარს შეასრულოს კონტრაგენტების მიმართ არსებული ვალდებულებები, რაც საბოლოო ანგარიშით, ფინანსური ანგარიშგების ხარისხს აუმჯობესებს. სტანდარტმა - ფასს 16 - იჯარა, მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ფინანსური ანგარიშგების შინაარსი, ასევე იჯარის ოპერაციების აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდიკა და პრაქტიკა.
კვლევა ეხება იჯარის ოპერაციების აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდოლოგიის ფუნდამენტურ ასპექტებს. კვლევაში წარმოდგენილია ფასს 16-ით გათვალისწინებული ის საკვანძო ცვლილებები, რომელიც შეეხო საოპერაციო იჯარის კლასიფიკაციის და აქტივებისა და ვალდებულებების აღიარების საკითხებს. ასევე გამოკვლეულია ცვლილებებით გამოწვეული პრაქტიკული შედეგები მოიჯარეებისა და მეიჯარეების ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობისა და შესაბამისობის კუთხით. კერძოდ კი ის, რომ ინფორმაცია ყველა სახის იჯარაზე ექვემდებარება მოიჯარის ბალანსზე ასახვას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაზე და საჭიროებს იჯარის ოპერაციების კომპლექსურ შეფასებას. კერძოდ კი, მისი გავლენის შეფასებას საწარმოს ეფექტიანობის ძირითად ინდიკატორებსა და ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.
სტატიაში გაანალიზებულია აუდიტის პროდუქტზე ფასს 16 სტანდარტის გავლენა, ვინაიდან აუდიტორების წინაშე დადგა გამოწვევა, რომ მოპოვებული იქნეს დასაბუთებული რწმუნება იჯარის აღრიცხვის სტანდარტის გამოყენების სისწორისა და საიჯარო ვალდებულებების ფინანსური ინფორმაციის ასახავის სიზუსტის შესახებ. სტატიაში განხილულია აუდიტის მეთოდოლოგიის კორექტირებები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია ფასს 16 სტანდარტის პირობებით და რაც ორიენტირებულია რისკის შეფასების, არსებითობასა და მონაცემების შესაფერისობის, საკმარისობასა და სიზუსტეზე იჯარის ოპერაციებთან მიმართებით. ამასთან, ფასს16-ის პრაქტიკული გამოყენება მოითხოვს როგორც სტანდარტის საფუძვლიან გააზრებას, ასევე აუდიტორების პროფესიულ სკეპტიციზმს და კრიტიკულ დამოკიდებულებას ფინანსური ინფორმაციის შესაბამისობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად. იჯარის ცალკეული სახის ოპერაციები, თუ სტანდარტის ამოქმედებამდე ბალანსში წარდგენას არ ექვემდებარებოდა, სტანდარტის საფუძველზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ჩამოყალიბდა. შექმნილმა გარემოებამ აუცილებელი გახადა იჯარის ოპერაციების აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდოლოგიებზე ფასს 16 სტანდარტის გავლენის შეფასება. ასევე ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკაში ამ სტანდარტით შემოტანილი არსებითი ცვლილებების გაცნობა-გაანალიზება და აუდიტორების წინაშე წამოჭრილი ძირითადი პასუხისმგებლობების და გამოწვევების წარმოჩენა. იჯარის ოპერაციების აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდოლოგიების ფუნდამენტური ასპექტების კვლევამ არამხოლოდ უნდა გააძლიეროს ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მისადმი ნდობა, ასევე უნდა უზრუნველყოს ფინანსური მენეჯმენტის სფეროში ამ საკითხების მიმართ გარკვეული სიცხადის შეტანა, ვინაიდან იჯარის ოპერაციები არსებითად გადამწყვეტია თანამედროვე ბიზნეს საქმიანობაში, რადგან მნიშვნელოვანი კაპიტალის ინვესტირების გარეშე შესაძლებელია აქტივების მიღება და გამოყენება, რაც მას კომპანიების ფინანსური და საოპერაციო სტრატეგიის განუყოფელ კომპონენტად აქცევს და ხელს შეუწყობს ორგანიზაციების ჯანსაღ ფინანსურ მენეჯმენტს.
ამრიგად, იჯარის აღრიცხვისა და აუდიტის საკითხების კვლევის შედეგები, საინტერესო ინფორმაციული რესურსი იქნება ბუღალტრების, აუდიტორების, სააღრიცხვო პოლიტიკის შემქმნელებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. მიგვაჩნია, რომ ფასს 16-ის დებულებებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ლანდშაფტის ფორმირება გაგრძელდება და დაინტერტესებულ პირებს დასჭირდებათ შემუშავებული მეთოდოლოგიების ადაპტირება და განვითარება ახალი გამოწვევების დასაკმაყოფილებლად.

საკვანძო სიტყვები: IFRS 16, იჯარის აღრიცხვა, აუდიტის მეთოდოლოგია, იჯარის ვალდებულებები, ფინანსური ანგარიშგება, ბალანსი, მოიჯარე, მეიჯარე.

References:

  •  Smith J. A. (2022). Basic Aspects of Accounting and Auditing Methodology of Leasing Operations According to the New Standard IFRS 16. Journal of Accounting Research, 45(3), 123-136.
  •  International Accounting Standards Board (IASB). (2016). IFRS 16 Leases: International Financial Reporting Standard.
  •  DeAngelo L. E. (2017). Lease accounting under IFRS 16: Implications for financial statement analysis. Accounting Review, 62(1), 45-59.
  •  Ernst & Young. (2018). IFRS 16 Leases - Practical application guidance for first-time adopters.
  •  Financial Accounting Standards Board (FASB). (2019). Accounting Standards Update No. 2016-02: Leases (Topic 842).
  •  KPMG. (2020). IFRS 16 Leases - A practical guide to implementation.
  •  International Auditing and Assurance Standards Board (IAASB). (2018). International Standard on Auditing (ISA) 540 (Revised): Auditing Accounting Estimates and Related Disclosures.
  • Deloitte (2017). IFRS in Practice 2019/20: IFRS 16 Leases.
  •  Smith A. B. (2021). The impact of IFRS 16 on financial statement quality. Journal of Financial Reporting, 33(2), 78-92.
  •  Pricewaterhouse Coopers (PwC). (2018). Accounting and Reporting on Leases.
  •  Public Company Accounting Oversight Board (PCAOB). (2019). Auditing Standard No. 555: Auditor's Consideration of an Entity's Ability to Continue as a Going Concern.
  •  International Federation of Accountants (IFAC). (2020). International Standard on Quality Control (ISQC) 1: Quality Control for Firms that Perform Audits and Reviews of Financial Statements, and Other Assurance and Related Services Engagements.
  •  Ernst & Young (2021). Auditing Leases under IFRS 16 - Practical guidance for auditors.
  •  Sreseli N.G., Sreseli R.A., Kharabadze E.A (2016). IFRS 16 – CHALLENGES AND SOME GENERAL ASPECTS OF NEW LEASE STANDARD. International scientific-practical conference “The Eurioe and theTurkic Worrld: Science, Engineering and Texnology”June 15-17, 2016 In Side, Turkey,94- 101. http://www.regionacadem.org/index.php?option=com_content&view=article&id=428&lang=ru www.regionacadem.org 101 inf.academ@gmail.com
  •  Sabauri L.(2018). Lease Accounting: Specifics. Proceedings of 167 th The IIER International Conference, Germany. 17-20 https://scholar.google.com/scholar?oi=bibs&hl=en&cluster=789130611758106293
  •  Maisuradze M. Vardiashvili M.(2016). LEASE AGREEMENTS FINANCIAL REPORTING ISSUES ACCORDING TO THE INTERNATIONAL STANDARDS Ecoforum Jurn, Volume 5, Issue 2 (9), 162-166 https://www.researchgate.net/profile ,

Keywords: IFRS 16, Lease Accounting, Auditing Methodology, Lease Obligations, Financial Reporting, Balance Sheet, Lessees, Lessors.
JEL Codes: M40, M42, M48