ჟურნალი ნომერი 4 ∘ ხათუნა ბარბაქაძე ∘ საინვესტიციო პროექტის ფინანსური მოდელი: გათვლები და შეფასებებიdoi.org/10.52340/eab.2024.16.04.09
ჟურნალი N 4. 2024
სტატიაში განხილულია ფინანსური მოდელის მნიშვნელობა, როგორც საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაში, ასევე შემოსავლებისა და ეფექტიანობის გამოსათვლელად. ფინანსური მოდელი საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ საინვესტიციო პროექტის მომგებიანობა, შევაფასოთ მომავალი ღირებულება და მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ რელევანტური გადაწყვეტილებები. ვინაიდან მოდელის აგება ეფუძნება ჰიპოთეზებს, აუცილებელია მისი რეგულარულად განახლება - რეალური გაყიდვების, შემოსავლების, ხარჯების და ა.შ. გათვალისწინებით.
ფინანსური მოდელის აგება საინვესტიციო პროექტის შედეგების პროგნოზირების, რისკის შეფასების, ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციის, ინფორმირებული და წარმატებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი ინსტრუმენტია. კომპეტენტური ფინანსური მოდელი გააუმჯობესებს ფინანსური მენეჯმენტის გადაწყვეტილების ეფექტიანობას და საფუძველს შექმნის წარმატებული საქმიანობისთვის. სტატიაში წარმოვაჩინეთ ჩვენი პოზიციები ფინანსური მოდელის მნიშვნელოვან როლზე. კერძოდ, მისი დახმარებით შესაძლებელია მომავალი საქმიანობის პროგნოზირება, პროექტის პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, როგორც მთლიანი მოგების გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ასევე, რისკის მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
საკვანძო სიტყვები: საინვესტიციო პროექტი, ფინანსური მოდელი, საინვესტიციო გადაწყვეტილებები, პროგნოზირება, რისკის შეფასება.
შესავალი
ფინანსური მოდელი მნიშვნელოვანია როგორც საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაში, ასევე შემოსავლებისა და ეფექტიანობის გამოსათვლელად, სხვადასხვა ამოცანის შესრულებისათვის. ფინანსური მოდელები განსხვავებულია გამოყენების მიზნების, ძირითადი პრინციპების, საპროგნოზო პერიოდისა და სხვადასხვა კრიტერიუმიდან გამომდინარე. მოდელის აგების მიზანია გამოავლინოს პროექტის პოტენციური შესაძლებლობები, როგორც მთლიანი მოგების გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ასევე, რისკის მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ფინანსური მოდელები განსხვავებულია გამოყენების მიზნების, ძირითადი პრინციპების, საპროგნოზო პერიოდის და სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე. ფინანსური მოდელის აგების მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. კერძოდ, რა პრობლემები უნდა გადაიჭრას მისი შექმნით, ვინ არიან საბოლოო მომხმარებლები და რა იქნება შედეგი. ამასთანავე, ფინანსური მოდელი უნდა იყოს მაქსიმალურად რეალური და ზუსტი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაანალიზება და შეფასება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობაზე (Pignataro P. 2022).
საინვესტიციო პროექტის ფინანსური მოდელი
ეს მოდელი მკაფიოდ განსაზღვრული ღონისძიებებისა და გაანგარიშებების გეგმაა, რომელიც ინვესტირების შედეგად უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული მიზნების მიღწევას მომავალი შემოსავლიდან. მომავალი შემოსავლებისა და ეფექტიანობის გამოსათვლელად უმარტივესი გზაა ფინანსური მოდელის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაში [Тихомиров. 2024]. ფინანსური მოდელი საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ საინვესტიციო პროექტის მომგებიანობა, შევაფასოთ მომავალი ღირებულება და მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ რელევანტური გადაწყვეტილებები.
საინვესტიციო პროექტის ფინანსური მოდელი იქმნება არამარტო მომავალი პერსპექტივების ასახვისა და ანალიზისთვის, არამედ სხვადასხვა ამოცანის შესრულებისათვის (Tjia, 2018). ვინაიდან მოდელის აგება ეფუძნება ჰიპოთეზებს, აუცილებელია მისი რეგულარულად განახლება - რეალური გაყიდვების, შემოსავლების, ხარჯების და ა.შ. გათვალისწინებით. ზოგადად, ფინანსური მოდელის შექმნა გულისხმობს სპეციალიზებული პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელიც ეფუძნება საწყის პარამეტრებს, გაანგარიშებებსა და შედეგებს. ფინანსური მოდელი ასახავს ფინანსური ფორმებით ურთიერთდაკავშირებული დაგეგმილი ბიზნესის არსს. ეს ფორმები უნდა იყოს სტრუქტურირებული და ორიენტირებული პროექტის მოგებაზე, მის ფულად ნაკადებზე, საბალანსო მდგომარეობაზე. ფინანსური მოდელები განსხვავებულია გამოყენების მიზნების, ძირითადი პრინციპების, საპროგნოზო პერიოდისა და სხვადასხვა კრიტერიუმიდან გამომდინარე.
ფინანსური მოდელის აგების მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, კერძოდ, რა პრობლემები უნდა გადაიჭრას მისი შექმნით, ვინ არიან საბოლოო მომხმარებლები და რა იქნება შედეგი. ამასთანავე, ფინანსური მოდელი უნდა იყოს მაქსიმალურად რეალური და ზუსტი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაანალიზება და შეფასება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საინვესტიციო პროექტების (PV, NPV, IRR, PBP) ეფექტიანობაზე (Pignataro, 2022). ამრიგად, მოდელის აგების მიზანია გამოავლინოს პროექტის პოტენციური შესაძლებლობები, როგორც მთლიანი მოგების გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ასევე, რისკის მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად .
ფინანსური მოდელის შექმნისას მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, მოქმედი ფაქტორები, კერძოდ:
• გარე ფაქტორები - ეკონომიკური მდგომარეობა, კანონმდებლობის ცვლილებები და კონკურენტული გარემო და სხვა;
• შიდა ფაქტორები - კომპანიის სტრატეგია, საოპერაციო პროცესები, რისკის მართვა და ა.შ.
საინვესტიციო პროექტის სრულყოფილი ფინანსური მოდელის შესაქმნელად საჭიროა ინფორმაცია პროექტის შესახებ, რაც ითვალისწინებს შემოსავალს, ხარჯებს, ინვესტიციებს და დაფინანსების წყაროებს, ასევე, მაკროეკონომიკური ინფორმაცია - საგადასახადო განაკვეთები, ვალუტის კურსი, ინფლაცია და დისკონტის განაკვეთები.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
• პროექტის შემოსავალი - შემოსავლის დაგეგმვისას განიხილება ორი ძირითადი მიდგომა, კერძოდ: ზემოდან ქვევით, როდესაც განსაზღვრულია სამიზნე ბაზრის წილი და ქვემოდან ზევით, რომელიც ეფუძნება შესაძლო გაყიდვებს და მარკეტინგულ რესურსებს.
გაყიდვების მოცულობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია არსებობდეს პროდუქციაზე მოთხოვნის დადასტურებული მტკიცებულება, ან ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესახებ მონაცემები. გაყიდვების მოცულობის განსაზღვრა ხშირად გადაჭარბებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად ადეკვატურია.
ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასის პოლიტიკა. პროექტში გათვალისწინებული გაყიდვების ფასის ადეკვატურობა შეგვიძლია შევამოწმოთ წინა პერიოდის ფასის ცვლილებებისა და მომხმარებლების გამოკითხვის საფუძველზე.
მზა პროდუქციის წარმოების რაოდენობა დამოკიდებულია ინდუსტრიის სპეციფიკაზე, რაც, როგორც წესი, მოითხოვს შესაბამის პროექტებთან მუშაობის გამოცდილებას ან ვიწრო პროფილის სპეციალისტს.
• პროექტის ხარჯი - საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რადგან პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის მოცულობა ზუსტად უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტირების პროცესში საჭირო გახდება დამატებითი დაფინანსება.
ნედლეულისა და მასალების ხარჯი - გათვალისწინებულია წარმოების პროცესში მოხმარებისთვის. ხარჯების დასათვლელად, პირველ რიგში, აუცილებელია წარმოების პროცესის შესწავლა, რაც ითვალისწინებს ინფორმაციას ნედლეულის მოხმარების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ხარისხის შესახებ. სწორედ ამიტომ, საჭიროა მსგავსი პროდუქტის წარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა ტექნოლოგიებისა და არსებული ინდუსტრიების გამოცდილების შესწავლა და შედარებითი ანალიზი.
სახელფასო ფონდი - დასაქმებულების რაოდენობა, ხელფასის ოდენობა და სამუშაო გრაფიკი უნდა განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, კომპანიების მიერ გათვალისწინებულია დასაქმებულების მინიმალური რაოდენობა და იგნორირებულია სოციალური შედეგები, მაგალითად, ავადმყოფობა, შვებულება, დეკრეტი და ა.შ. ანალოგიურად ხდება ხელფასებთან დაკავშირებითაც. როდესაც მოდელი ითვალისწინებს მინიმალურ ხელფასს, ეჭვქვეშ დგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო ფონდი, ასევე, ითვალისწინებს ხარჯებს, რომელიც უკავშირდება სამედიცინო დაზღვევას, გადახდებს საპენსიო ფონდში და სხვა.
ზედნადები ხარჯი - ირიბი ხარჯებია, რაც წარმოების პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს. წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ცვლადი ან მუდმივი ხარჯი, რაც საჭიროა ნედლეულისა და მასალების მზა პროდუქციად გარდაქმნის პროცესში. წარმოების ცვლად ხარჯებთან დაკავშირებით, შედარებით მარტივია შეცდომების დაშვება, რადგან მათი ცვლილება წარმოების მოცულობის ცვლილებების პირდაპირპროპორციულია. მუდმივი საწარმოო ზედნადები ხარჯები შედარებით ადვილად გასაანგარიშებელია, რადგან წარმოების მოცულობის ცვლილებისას ის უცვლელი რჩება, მაგალითად, ძირითადი საშუალებების ცვეთა, შენობებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯები, წარმოების მართვისა და ადმინისტრირების ხარჯები.
ადმინისტრაციული და კომერციული ხარჯი - აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხარჯების გარკვეული ნაწილი პერიოდულია და მხედველობაშია მისაღები, რომ პროექტის დასაწყისში შესაძლებელია ნაკლები იყოს და გაიზარდოს პროექტის განხორციელების პროცესში. ამიტომ, ყველაზე ეფექტიანია მსგავსი კომპანიის ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შედარება.
• საინვესტიციო ხარჯი
ინვესტიციები კაპიტალურ აქტივებში - კომპანია საჭიროებს სახსრებს ფიზიკური აქტივების შესაძენად და ინტელექტუალური საკუთრების შესაქმნელად, რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროექტის აღწერაში. ხარჯების დათვლისა და შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ინვესტიციების ღირებულების ზრდა.
ინვესტიციები საბრუნავ კაპიტალში - საბრუნავი საშუალებები, ანუ მიმდინარე აქტივები არის საწარმოო კაპიტალის ნაწილი, რომლის ღირებულება მთლიანად გადადის წარმოებულ პროდუქტში და მისი რეალიზაციის შემდეგ ბრუნდება ფულადი ფორმით (ბარბაქაძე, კაკაშვილი 2021). წარმოების დასაწყებად აუცილებელია ნედლეულის შეძენა და საჭირო მარაგის შენარჩუნება. ნედლეულსა და მასალებზე ფასების ზრდა წარმოქმნის დამატებითი დაფინანსების საჭიროებას.
• დაფინანსების წყაროები - ამ წყაროების განსაზღვრისას მთავარია დაფინანსების საჭიროებისა და პერიოდის დადგენა. გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსების აუცილებლობა შესაძლოა გაჩნდეს მაშინაც კი, როდესაც საოპერაციო საქმიანობიდან არასაკმარისი შემოსავლებია მიღებული. ამავე დროს, გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იყოს სესხების მიღებისა და დაფარვის განრიგი, ასევე, საქმიანობის დაფინანსების - საკუთარი და ნასესხები კაპიტალი ან ლიზინგის სქემები (Переверзева. 2018). დაფინანსების წყაროების შეფასებისას ძირითადი პრობლემაა - საკუთარი და ნასესხები კაპიტალის თანაფარდობა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისში უარყოფითი ნაშთები. აღნიშნული ინდიკატორების დონე განსაზღვრავს დაფინანსების საჭიროებას და შესაბამისად, წარმოების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას.
საინვესტიციო პროექტის ფინანსური მოდელის შედგენისა და გაანგარიშების დროს გასათვალისწინებელია მაკროეკონომიკური პარამეტრები, კერძოდ:
გადასახადები - სტანდარტული გადასახადები მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა შეიცვალოს საგადასახადო განაკვეთები, საგადასახადო ბაზა და შეღავათები, ამიტომ აუცილებელია გადამოწმდეს მონაცემების შესაბამისობა.
ვალუტის კურსი - ფინანსურ მოდელებში, როგორც წესი, გათვალისწინებულია ანგარიშსწორება სხვადასხვა ვალუტით. ამიტომ, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოდელში შეტანილ ვალუტის გაცვლით კურსზე.
ინფლაცია და დისკონტის განაკვეთი - ფინანსური მოდელის გათვლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაცია წმინდა ფულად ნაკადებში, რაც გულისხმობს, ფულადი ნაკადების დისკონტირებას, როგორც ნომინალური განაკვეთით, ასეევე, რეალური განაკვეთით. მაგალითად, თუ დაგეგმილი 5 - წლიანი პროექტის ფარგლებში დისკონტირების ნომინალური განაკვეთი უდრის 20%–ს, ხოლო მოსალოდნელი ინფლაცია – 10%–ს. ფიშერის ფორმულის მიხედვით:

დისკონტირებული ფულადი ნაკადები (PV) და პროექტის წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) ორივე შემთხვევაში მსგავსია. ასევე, თანაბარია შემოსავლიანობის შიდა განაკვეთი (IRR) და გამოსყიდვის პერიოდი (PBP).
მოდელში გათვალისწინებული ყველა მონაცემი უნდა იყოს პროექტის შესაბამისი, ხოლო გაანგარიშება კი გვაძლევს საფუძველს შევამოწმოთ მოდელის სისწორე და სანდოობა, ასევე აღმოვაჩინოთ ხარვეზები, დავაზუსტოთ პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ ზომები და შევიტანოთ შესაბამისი კორექტივი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური მოდელი არის ძლიერი ინსტრუმენტი საინვესტიციო პროექტის შედეგების პროგნოზირებისთვის, რისკის შესაფასებლად, ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისა და ინფორმირებული და წარმატებული გადაწყვეტილებების მისაღებად [ბარბაქაძე. 2009]. კომპეტენტური ფინანსური მოდელის შექმნა ხელს უწყობს ფინანსური მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ქმნის საფუძველს საინვესტიციო პროექტის ეფექტიანი განვითარებისა და წარმატებული საქმიანობისთვის.
დასკვნა
მოდელის აგების მიზანია გამოავლინოს პროექტის პოტენციური შესაძლებლობები, როგორც მთლიანი მოგების გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ასევე, რისკის მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
საინვესტიციო პროექტის ფინანსური მოდელის შექმნასა და შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განხილვისას, წარმოვაჩინეთ პოზიციები ფინანსური მოდელის მნიშვნელოვან როლზე. კერძოდ, მისი დახმარებით შესაძლებელია მომავალი საქმიანობის პროგნოზირება, პროექტის პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, როგორც მთლიანი მოგების გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ასევე, რისკის მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
საინვესტიციო პროექტის ფინანსური მოდელი საქმიანობის პროგნოზია, რომელიც იქმნება არამარტო მომავალი პერსპექტივების ასახვისა და ანალიზისთვის, არამედ სხვადასხვა ამოცანის შესრულებისათვის. ვინაიდან მოდელის აგება ეფუძნება ჰიპოთეზებს, რეგულარულად უნდა მოხდეს მისი განახლება - რეალური გაყიდვების, შემოსავლების, ხარჯების და ა.შ. გათვალისწინებით. ფინანსური მოდელები განსხვავებულია გამოყენების მიზნების, ძირითადი პრინციპების, საპროგნოზო პერიოდისა და სხვადასხვა კრიტერიუმიდან გამომდინარე. საინვესტიციო პროექტის სრულყოფილი ფინანსური მოდელის შესაქმნელად საჭიროა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება, როგორიცაა შემოსავალები, ხარჯები, ინვესტიციები, დაფინანსების წყაროები, საგადასახადო განაკვეთები, ვალუტის კურსი, ინფლაცია და დისკონტის განაკვეთები.
ფინანსური მოდელის აგების მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, კერძოდ, რა პრობლემები უნდა გადაიჭრას მისი შექმნით, ვინ არიან საბოლოო მომხმარებლები და რა იქნება შედეგი. ამასთანავე, ფინანსური მოდელი უნდა იყოს მაქსიმალურად რეალური და ზუსტი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაანალიზება და შეფასება, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდენენ საინვესტიციო პროექტების (PV, NPV, IRR, PBP) ეფექტიანობაზე.
ფინანსური მოდელის აგება ძლიერი ინსტრუმენტია საინვესტიციო პროექტის შედეგების პროგნოზირების, რისკის შეფასების, ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისა და ინფორმირებული და წარმატებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად. კომპეტენტური ფინანსური მოდელი გააუმჯობესებს ფინანსური მენეჯმენტის გადაწყვეტილების ეფექტიანობას და წარმატებული საქმიანობის საფუძველს ქმნის.
ლიტერატურა:
• Pignataro P. (2022). Financial Modeling and Valuation: A Practical Guide to Investment Banking and Private Equity. John Wiley & Sons
• Tjia J. S. (2018). Building financial models. Third Edition: The Complete Guide to Designing, Building, and Applying Projection Models. McGraw Hill
• ბარბაქაძე ხ., კაკაშვილი ნ. (2021). საპროექტო დაფინანსება - კომპანიის წარმატების ფაქტორი. ჟურნალი „ეკონომიკა და ფინანსები“ #4. გვ. 8-17
• ბარბაქაძე ხ., კაკაშვილი ნ. (2021). საბრუნავი კაპიტალის მართვის სრულყოფის საკითხის შესახებ. XV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება – 2021“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
• ბარბაქაძე ხ. (2009). საინვესტიციო პროექტების დაფინანსების რისკების ანალიზი. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი” #2. გვ. 75-86
• Переверзева В. В. (2018). Механизм проектного финансирования при реализации инвестиционных проектов. №3. C.24-32 https://vest.rea.ru/jour/article/view/494/441
• Тихомиров Д.В. (2024). Финансовая модель инвестиционного проекта: возможности и ограничения стандартизации. Известия. 1(145), C. 37-45 https://sciup.org/148328254
• AI in Financial Modeling and Forecasting. https://www.solulab.com/ai-in-financial-modeling/
References:
• Pignataro P. (2022). Financial Modeling and Valuation: A Practical Guide to Investment Banking and Private Equity. John Wiley & Sons
• Tjia J. S. (2018). Building financial models. Third Edition: The Complete Guide to Designing, Building, and Applying Projection Models. McGraw Hill
• Barbakadze Kh., Kakashvili N. (2021). proektis dapinanseba - kompaniis tsarmatebis paktori. [Project Financing - the Success Factor of the Company. "Economics and Finances" #4. pp. 8-17.] in Georgian
• Barbakadze Kh., Kakashvili N. (2021). sabrunavi kapitalis martvis srulqopis sakitkhis shesakheb. [On the Issue of Perfecting Working Capital Management. XV International Scientific Conference "Government and Society - 2021". Technical University of Georgia.] in Georgian
• Barbakadze Kh. (2009). sainvestitsio proektebis dapinansebis riskebis analizi. [Analysis of the Risks of Financing Investment Projects. "Economy and Business" #2. pp. 75-86.] in Georgian
• Pereverzeva V.V. (2018). Mekhanizm proyektnogo finansirovaniya pri realizatsii investitsionnykh proyektov. [the Mechanism of Project Financing in the Implementation of Investment Projects. No. 3. pp. 24-32]. https://vest.rea.ru/jour/article/view/494/441
• Tikhomirov D.V. (2024). Finansovaya model' investitsionnogo proyekta: vozmozhnosti i ogranicheniya standartizatsii. [Financial Model of Investment Project: Possibilities and Limitations of Standardization. Izvestia. 1(145), pp. 37-45]. https://sciup.org/148328254
• AI in Financial Modeling and Forecasting. https://www.solulab.com/ai-in-financial-modeling/
Keywords: Investment project, financial model, investment decisions, forecasting, risk assessment.
JEL Codes: E62, F21, G11, O16