English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თინათინ ლოლაძე
ტრანსფორმაციული ინოვაციური მექანიზმები თანამედროვე სამეწარმეო პრაქტიკისთვის

doi.org/10.52340/eab.2024.16.04.08

ჟურნალი N 4. 2024

მეწარმეობის ინოვაციური განვითარების პროცესები მოიცავს ორგანიზაციათა სტრატეგიებსა და მექანიზმებს, რაც დაეხმარება ახალი იდეების, პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნეს მოდელების შექმნას, განვითარებასა და ბაზარზე შესვლას. მიზანია გაზრდილი კონკურენტული უპირატესობის მიღწევა, რაც საშუალებას აძლევს საწარმოებს სწრაფად შეეგუონ ბაზრის ცვლილებებს და მდგრადი ღირებულება შექმნან.
ინოვაციური განვითარება მოიცავს სხვადასხვა ნაბიჯებს, მათ შორის - ახალი იდეების გენერირებას, განხორციელებას და ცვლილებების ეფექტიანად დანერგვას. ინოვაციის ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომელიც მოიცავს ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებას, მობილიზებას და ბაზარზე ადაპტირებას. მონიტორინგი და შეფასება უზრუნველყოფს პროცესის გაუმჯობესებას, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მეწარმეობაში, რადგან ის ეხმარება კომპანიებს სწრაფად მოახდინონ სტრატეგიების ადაპტირება.
მეწარმეობის ინოვაციური განვითარების მონიტორინგი მოიცავს სამრეწველო საწარმოების ინოვაციური საქმიანობის შეფასებას, ასევე რესურსების მობილიზებასა და დაფინანსებას. მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვანია ინოვაციური პროდუქტების განვითარება, სიახლეების დანერგვა და ბაზარზე მათთან შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება. ინოვაციური პროცესების შეფასება მეწარმეებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად განავითარონ ინოვაციური შესაძლებლობები და რესურსების ოპტიმიზაცია მოახდინონ.
მოდელები, როგორიცაა ღია ინოვაციის მოდელი (Open Innovation), დამრღვევი ინოვაციის მოდელი (Disruptive Innovation), Lean Startup მოდელი და სხვა, ხაზს უსვამს სხვადასხვა მიდგომებს და სტრატეგიებს, რაც ეხმარება მეწარმეებს განვითარდნენ და კონკურენციას გაუმკლავდნენ. თითოეული მოდელი გვთავაზობს ინოვაციის სხვადასხვა გზას, როგორიცაა - გარე თანამშრომლობა, სწრაფი პროტოტიპირება და ბიზნეს პროცესების გადახედვა. მათთან ერთად არის ტრიპლ ჰელიქსის მოდელი (Triple Helix), რომელიც აღნიშნავს სამეცნიერო, ინდუსტრიულ და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობას, ან მდგრადი ინოვაციის მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე.
მეწარმეობის ინოვაციური მოდელის შექმნაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის - ბაზრის მოთხოვნები, ტექნოლოგიური პროგრესი, გლობალიზაცია, თანამშრომლობა, ორგანიზაციული კულტურა და ლიდერობა. ინოვაციური გარემოს შექმნა ხელს უწყობს სწრაფ განვითარებას, მაშინ როდესაც შემაკავებელმა ფაქტორებმა, როგორიცაა კულტურული წინააღმდეგობა, რესურსების ნაკლებობა, ბაზრის გაურკვევლობა და ლიდერობის პრობლემა, შეიძლება ხელი შეუშალოს ინოვაციის დანერგვას.
მეწარმეობის ინოვაციური განვითარების წარმატება დამოკიდებულია სისტემური მიდგომის არჩევაზე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტურ სტრატეგიებს და ადაპტაციას სწრაფად ცვალებადი ბიზნესგარემოს პირობებში. მეწარმეები, რომლებიც შეძლებენ შექმნან ინოვაციური კულტურა და მჭიდროდ იმუშაონ ახალი ტექნოლოგიების, სტრატეგიული პარტნიორობებისა და გარემოს ანალიზის გარშემო, შეძლებენ არამხოლოდ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ, არამედ შექმნან მდგრადი ღირებულება და კონკურენტული უპირატესობა.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, მეწარმეობის ინოვაციური განვითარება, ტრანსფორმაციული ინოვაცია, ეკონომიკური განვითარება, დასაქმება.

References:
• Abesadze R. (2015) Inovations and general directions of the formation of an innovative economy in Georgia. Colecctions of Scientific Papers of the P. Gugushvili Institute of Economics, Tbilisi, Institute of Economics Publishing House.
• Bughin J., et al. (2018). The Age of Analytics: Competing in a Data-Driven World. McKinsey Global Institute.
• Chesbrough H. W. (2003). Open Innovation: The New Imperative for Creating and Profiting from Technology. Harvard Business School Press.
• Christensen C. M. (1997). The Innovator's Dilemma: When New Technologies Cause Great Firms to Fail. Harvard Business Review Press.
• Drucker P. F. (1985). Innovation and Entrepreneurship: Practice and Principles. Harper & Row.
• Etzkowitz H., & Leydesdorff, L. (2000). The dynamics of innovation: from National Systems and ‘Mode 2’ to a Triple Helix of university–industry–government relations. Research Policy, 29(2), 109-123.
• Eugeniy Z. (2019). Theoritical Fundamental of Formation of Innovative Development of Entrepreneurship. Baltic Journal of Economic Studies. 5(4). DOI: https://doi.org/10.30525/2256-0742/2019-5-4-97-104
• Fagerberg J., Mowery, D. C., & Nelson, R. R. (2005). The Oxford Handbook of Innovation. Oxford University Press.
• Johnson M. W. (2010). Seizing the White Space: Business Model Innovation for Growth and Renewal. Harvard Business Review Press.
• Mulgan G. (2006). Social Innovation: What It Is, Why It Matters, and How It Can Be Accelerated. The Young Foundation.
• OECD (2010). Innovative Entrepreneurship: What is it and how to measure it?
• Porter M. E., & Kramer M. R. (2006). Strategy and Society: The Link Between Competitive Advantage and Corporate Social Responsibility. Harvard Business Review, 84(12), 78-92.
• Ries E. (2011). The Lean Startup: How Today's Entrepreneurs Use Continuous Innovation to Create Radically Successful Businesses. Crown Business.
• Tidd J., & Bessant J. (2018). Managing Innovation: Integrating Technological, Market and Organizational Change. Wiley.

Keywords: Innovation, innovative development of entrepreneurship, transformational innovation, economic development, employment.
JEL Codes: L26, O31, O32, Q55