ჟურნალი ნომერი 4 ∘ ზანდა მესხიძე ∘ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგიერთი საკითხი საქართველოშიdoi.org/10.52340/eab.2024.16.04.03
ჟურნალი N 4. 2024
სასურსათო და ეკონომიკური უსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების მდგრადი განვითარების ფუნდამენტური საყრდენია. გლობალური გამოწვევების, კლიმატის ცვლილების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და პანდემიის შედეგების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანად იქცა.
სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2023 წელს 6.0%-ს შეადგენდა, რაც 2020 წლის 8.4%-იან მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის მრავალფეროვანი აგროკლიმატური ზონები, მდიდარი აგრარული ტრადიციები და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. 2023 წლის მონაცემებით, ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 22%-ია.
საქართველოში მოქმედებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები: „დანერგე მომავალი“, „აგროდაზღვევა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი", „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ და სხვა. ეს პროგრამები მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.
ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა წარმატებული ბიზნეს მაგალითი, აღსანიშნავია კომპანია „ჩირინა“", რომელსაც აქვს სრული საწარმოო ციკლი მეფრინველეობაში, „მარნეულის აგრო“ და „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობენ და სხვა, თუმცა, არის წარუმატებელი მცდელობებიც, განსაკუთრებით ინოვაციურ სფეროში, სადაც შეიძლება გამოვყოთ სხვადასხვა პრობლემა, რამაც ხელი შეუშალა ინოვაციური პროექტების განვითარებას, მაგალითად: ფერმერების დაბალი ციფრული წიგნიერება, სოფლად ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა და ციფრული პლატფორმების მიმართ ნდობის ნაკლებობა. ამ მხრივ აღსანიშნავია გლობალური გამოცდილება - განხილულია Netafim-ის მაგალითი სოფლის მეურნეობის გაციფრულების კუთხით, რაც საინტერესო პერსპექტივას სთავაზობს ქართულ აგროსექტორს.
სტატიაში წარმოდგენილია SWOT ანალიზი, რომელიც აჩვენებს საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის - ინოვაციების დანერგვის, პროდუქტიულობის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. თუმცა, არსებობს საფრთხეებიც - კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენა, გლობალური სასურსათო ბაზრების არასტაბილურობა, საომარი მდგომარეობა რეგიონში და მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან.
სტატიის დასკვნით ნაწილში ზემოთავაზებულია მრავალმხრივი რეკომენდაციები, რაც მოიცავს როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს როლს. განსაკუთრებით საყურადღებოა რეკომენდაციები ვერტიკალური ინტეგრაციის გაძლიერების, ინოვაციური ტექნოლოგიების ეტაპობრივი დანერგვის, კვლევითი, საგანმანათლებლო ცენტრების განვითარების, მცირე ფერმერებთან თანამშრომლობის პლატფორმების განვითარების და სადისტრიბუციო ქსელების გაფართოების შესახებ.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა მუდმივად ქმნის ახალ გამოწვევებს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ეს არ ნიშნავს სრულ თვითუზრუნველყოფაზე გადასვლას - ეს ნიშნავს გონივრული ბალანსის პოვნას იმპორტსა და ადგილობრივ წარმოებას შორის, სადაც ბიზნესს ექნება მნიშვნელოვანი როლი ინოვაციების დანერგვასა და პროდუქტიულობის ზრდაში.
სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება არის არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა საქართველოსთვის. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის - სახელმწიფოს, ბიზნესის, სამეცნიერო წრეებისა და ფერმერების კოორდინირებულ მუშაობას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ მდგრადი სასურსათო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას.
საკვანძო სიტყვები: სასურსათო უსაფრთხოება; ბიზნეს სექტორი; ეკონომიკური უსაფრთხოება; აგრობიზნესი; მდგრადი განვითარება; ინოვაციური მიდგომები.
ლიტერატურა:
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი., ჩიხლაძე ნ. (2022). სასურსათო უშიშროება - ეროვნული უშიშროების საფუძველი. ეკონომიკური პროფილი. ტომი 17, 1(23), გვ. 109-125. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.02
• პაპავა, ვ., ჭარაია ვ. (2020). კორონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა, ექსპერტის აზრი. https://gfsis.org.ge/ge/publications/view-opinion-paper/136
• Papava V. (2017). Georgia's Economy: From Optimism to Primitivism (March 21). GFSIS, Expert Opinion,No.75,ISBN 978-9941-0-9766-9, SSRN: https://ssrn.com/abstract=2939627 or http://dx.doi.org/10.2139/ssrn.2939627
• Gechbaia B., Kharaishvili E., Mushkudiani Z. (2019). The Trends of Producing Agro-Food Products And Export Innovative Marketing Strategy In Georgia. Economics. Ecology. Socium. Vol., 3, Issue 3.
• Kharaishvili E., Gechbaia B., Mamuladze G. (2018). Vegetable Market: Competitive Advantages of Georgian Product and Competition Challenges. Innovative Marketing, 14(3), 8-16. http://dx.doi.org/10.21511/im.14(3).2018.02
• Kharaishvili E. Challenges For Sustainable Food Security In Georgia, August 2017, DOI:10.13140/RG.2.2.27821.79848
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395 - (ბოლო ნახვა 28.10.2024).
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/70/soflis-meurneoba-da-sasursato-usafrtkhoeba - (ბოლო ნახვა 28.10.2024).
• სოფლის განვითარების სააგენტო (2024). სახელმწიფო პროგრამები https://www.rda.gov.ge/programs?status=0&categoryItemId=91155253-265f-4d5c-81cf-9243920b74c2 – 02.11.2024
• FAO. Food and Agriculture Organization of the United Nations https://www.fao.org/home/en (ბოლო ნახვა 08.11.2024).
• Georgian Innovation and Technology Agency (GITA). (2022). About us. https://gita.gov.ge/en/agency - Last Seen 05.11.2024
• Netafim.com/en/sustainable-agriculture/- (ბოლო ნახვა 10.11.2024).
• UNDP, Georgia Releases New National Climate Pledge Under Paris Agreement, May 11, 2021 https://www.undp.org/georgia/press-releases/georgia-releases-new-national-climate-pledge-under-paris-agreement - (ბოლო ნახვა 09.11.2024).
• USAID, Country Development Cooperation Strategy - Georgia 2020-2025 https://www.usaid.gov/georgia/cdcs - (ბოლო ნახვა 01.11.2024).
• World Bank. Agriculture, forestry, and fishing, value added (% of GDP) - Georgia. https://data.worldbank.org/indicator/NV.AGR.TOTL.ZS?locations=GE – (ბოლო ნახვა 01.11.2024).
References:
• Koguashvili P., Archvadze I., Chikhladze N., (2022) sasursato ushishroeba - erovnuli ushishroebis sapudzveli. [Food Security - The Foundation of National Security. Economic Profile. Volume 17, 1(23), pp. 109-125. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.02.] In Georgian
• Papava V., Charaia V. (2020). k’oronomikuri krizisi da sakartvelos ekonomikis zogierti gamotsveva, ekspertis azri. [The Coronomic Crisis and Some Challenges for the Georgian Economy, Expert Opinion.] In Georgian https://gfsis.org.ge/ge/publications/view-opinion-paper/136 (Last Seen 02.11.2024).
• Papava, Vladimer, Georgia's Economy: From Optimism to Primitivism (March 21, 2017). GFSIS, Expert Opinion, No.75, ISBN 978-9941-0-9766-9, Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=2939627 or http://dx.doi.org/10.2139/ssrn.2939627
• Gechbaia, B., Kharaishvili, E., Mushkudiani, Z., (2019). The Trends Of Producing Agro-Food Products And Export Innovative Marketing Strategy In Georgia. Economics. Ecology. Socium. Vol., 3, Issue 3.
• Eter Kharaishvili, Badri Gechbaia and Gela Mamuladze (2018). Vegetable Market: Competitive Advantages Of Georgian Product And Competition Challenges. Published in Innovative Marketing, 14(3), 8-16. http://dx.doi.org/10.21511/im.14(3).2018.02
• Kharaishvili E. (2017). Challenges For Sustainable Food Security In Georgia. DOI:10.13140/RG.2.2.27821.79848
• Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. soplis meurneobis da soplis ganvitarebis strategia 2021-2027. [Agriculture and Rural Development Strategy 2021-2027.] In Georgian https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395 - Last Seen 28.10.2024 (Last seen 28.10.2024).
• National Statistics Office of Georgia. soplis meurneoba da sasursato usaprtkhoeba [Agriculture and Food Security.] In Georgian https://www.geostat.ge/ka/modules/categories/70/soflis-meurneoba-da-sasursato-usafrtkhoeba - Last Seen 28.10.2024 (Last seen 28.10.2024).
• Rural Development Agency. Saxelmwifo programebi [State Programs.] in Georgian
• https://www.rda.gov.ge/programs?status=0&categoryItemId=91155253-265f-4d5c-81cf-9243920b74c2 (Last Seen 02.11.2024)
• FAO. Food and Agriculture Organization of the United Nations https://www.fao.org/home/en (Last Seen - 08.11.2024).
• Georgian Innovation and Technology Agency (GITA). (2022). About us. https://gita.gov.ge/en/agency (Last Seen 05.11.2024).
• Netafim.com/en/sustainable-agriculture/ (Last Seen 10.11.2024).
• UNDP, Georgia Releases New National Climate Pledge Under Paris Agreement, May 11, 2021 https://www.undp.org/georgia/press-releases/georgia-releases-new-national-climate-pledge-under-paris-agreement (Last Seen 09.11.2024).
• USAID, Country Development Cooperation Strategy - Georgia 2020-2025 https://www.usaid.gov/georgia/cdcs (Last Seen 01.11.2024).
• World Bank. Agriculture, Forestry, And Fishing, Value Added (% of GDP) - Georgia. https://data.worldbank.org/indicator/NV.AGR.TOTL.ZS?locations=GE (Last seen 01.11.2024).
Keywords: Food security; economic security; business sector; agribusiness; sustainable development; innovative approaches.
JEL Codes: L66, Q01, Q13, Q18