ჟურნალი ნომერი 4 ∘ ლალი ხიხაძე ∘ ინოვაციური ბიზნესის სახელმწიფოებრივი რეგულირების პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტიტუტები საქართველოში doi.org/10.52340/eab.2024.16.04.02
ჟურნალი N 4. 2024
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესსექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორები არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსები, სასარგებლო წიაღისეული, ტერიტორიული ფართობი, დემოგრაფიული რიცხოვნობა, არამედ პრიორიტეტი ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებაა, რაც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ინოვაციური ბიზნესის ფორმირება განათლების, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფინანსების დეცენტრალიზაციის მიმართულებით ეფექტიანი ინსტრუმენტების შერჩევას საჭიროებს, რაც აღნიშნულ სფეროებში ინოვაციების დანერგვისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომელიც სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტების სხვადასხვა კომბინაციების ოპტიმალური შეთანაწყობით მიიღწევა.
ინტელექტუალური რესურსი ბიზნესის ერთ-ერთი პრიორიტეტული ინსტრუმენტია. ამდენად ბიზნესში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის გამოყენების პროცესი ინოვაციის ცნებით გამოიხატება.
ინოვაციური ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვანწილად თვით საბაზრო მექანიზმის მკაცრი კონკურენციული პროცესები განაპირობებს და სახელმწიფოს მიერ ამ პროცესის რეგულირება ობიექტურად აუცილებელია, ვინაიდან მას შეუძლია უზრუნველყოს:
• საბაზრო კრიზისებისა და შოკების თავიდან აცილება;
• ინოვაციური პროცესების გეგმაზომიერი და მიზანდასახული გაძღოლა;
• რესურსების ეფექტიანი მობილიზება და გამოყენება;
• ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების სისტემის ეფექტიანი ორგანიზება;
• საერთაშორისო ინოვაციური გამოცდილების ეფექტიანი გამოყენება და დანერგვა;
• სახელმწიფოს ფინასური, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მხარდაჭერა და ა.შ.
XXI საუკუნე ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებული ეპოქაა. ამდენად, საქართველოს განვითარების მომავალი ინოვაციურ ბიზნესს ეკუთვნის. სწორედ ინოვაციური ეროვნული პოლიტიკა არის განვითარების საფუძველი ნებისმიერ სფეროში. ინოვაცია ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორში სიახლეების ათვისების საფუძველია, რომელიც ეკონომიკის ზრდას განაპირობებს. ბიზნეს პროცესები ინოვაციის გზით უნდა წარიმართოს. ინოვაციის გზით განვითარება ნიშნავს საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას მართვის ყველა (ქვეყნის, რეგიონის) დონეზე. აღნიშნული მიდგომები თანამედროვე მოთხოვნებითაა ნაკარნახევი, რაც ფართოდ უნდა იყოს გაზიარებული და კამათს არ უნდა იწვევდეს საქართველოში.
საქართველოსათვის ინოვაციური ბიზნესის განვითარება და სახელმწიფოებრივი მხარდამჭერი პოლიტიკა - აამაღლებს არა მხოლოდ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და შეამცირებს დანახარჯებს, არამედ შეიქმნება პრინციპულად ახალი სახის კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მომსახურება, გაჩნდება გასაღების ახალი ბაზრები, გაიზრდება ბიზნესსუბიექტების კონკურენტუნარიანობა, ამაღლდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაჯანსაღდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რითაც საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს ცივილიზებული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის.
სახელმწიფოებრივი რეგულირების ინოვაციური პოლიტიკის ფორმირებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩართულია დარგობრივი სამინისტროები, კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, ინვესტორები, ინოვაციური ეკოსისტემის მხარდამჭერი ინსტიტუციები, ბიზნეს ინკუბატორები, რომლებიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევენ შეღავათიან პირობებში განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეა. კვლევა-განვითარებაზე გასაწევი დაფინანსების ოდენობას საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას.
საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად აუცილებელია ინოვაციური ბიზნესის განვითარების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი. მისი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესის ფორმირებას, შეავსოს ის ნაკლოვანებები, რომელიც საბაზრო მექანიზმს გააჩნია ამ მიმართულებით.
დასკვნის სახით, ინოვაციური ბიზნესის სახელმწიფოებრივი რეგულირების პოლიტიკის ზოგადი მიმართულებები საქართველოში შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
• სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პოლიტიკისა და თანამედროვე სტრატეგიების შემუშავება;
• ეროვნული ინოვაციური ბიზნესის განვითარება და პროგრესი;
• ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება და ინსტიტუციების ეფექტიანი გამოყენება;
• სამეცნიერო კვლევების მომსახურების სისტემის სრულყოფა;
• ინოვაციური ბიზნესის განვითარების დაჩქარება მცირე და საშუალო ბიზნესში;
• რეგიონების დონეზე ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და დაფინანსების ხელშეწყობა;
• კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარება;
• სოფლის მეურნეობის ინოვაციური განვითარება;
• მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კავშირურთიერთობების გაძლიერება;
• ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვა და რეგულირება.
References:
• Abesadze R. (2017). inovaciuri ekonomikis formirebis saxelmwifo regulirebis problemebi ["Problems of State Regulation of the Formation of Innovative Economy". Materials of the International Scientific Conference Dedicated to the 65th Anniversary of G. Tsereteli. Publishing House of the Paata Gugushvili Institute of Economics TSU, Tb.] in Georgian.
• Bedianashvili G. (2017). ,,Codnis ekonomikis formireba da inovaciuri samewarmeo politika: instituciuri aspeqti’’ ["Formation of Knowledge Economy and Innovative Entrepreneurial Policy: Institutional Aspect". "Globalization and Business", N3, pp. 10-17.] in Georgian.
• Tsereteli Z. (2019). ,,Biznesi,rogorc, saxelmwifos ekonomikis ganvitarebis berketi da masshi arsebuli problemebi. Saxelmwifos efeqtiani martvis problemebi ["Business as a Lever for the Development of the Economy of the State and its Problems." XXXII International Scientific Conference. Tb., International Publishing House "Progress", pp. 45-46.] in Georgian.
• khikhadze L. (2023). Ganaxlebadi energetikuli resursebis efeqtiani gamoyeneba mdgradi ekonomiks ganvitarebis ganmsazgvreli faqtori [Advantages and Disadvantages of Use of Renewable Energy Resources in Development of Fuel-Energy System: World Expierence and Practice in Georgia. Cientific Works of VIII International Scientific Conference "Challenges of Globalization in Economy and Business", November 3-4.] in Georgian.
• Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. sakartvelos ekonomikisa da mdgradi ganvitarebis saminist’ros brdzaneba №1-1/66. 5 marti 2014 tseli [On the Approval of the Regulation of the Legal Entity under Public Law - the Innovation and Technology Agency of Georgia. Order No. 1-1/66 of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. March 5, 2014.] in Georgian. https://- matsne.gov.ge/ka/document/view/2269957
• Law of Georgia "On the 2023 budget of Georgia;
• Law of Georgia on innovations (2016).
Internet resources:
• Statistical Service of Georgia.
• www.mof.ge.
• www.nbg.gov.ge
• www.oecd.org
• www.gita.gov.ge.
• www.economy.ge
• www.worldbank.org
• www.ec.europa.eu/eurostat
• https://www.sakpatenti.gov.ge/ka
საკვანძო სიტყვები: ინოვაციური ბიზნესი, სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკა, რეგულირების ინსტრუმენტები, მხარდამჭერი ინსტიტუტები, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და ნორმატიული აქტები.
JEL Codes: M21, O31, Q55