English / ქართული /








Journal number 3 ∘ Amiran BerdzenishviliNino DurglishviliIlona Gogia
Georgian Students Digital Competences

The paper discusses one of the essential skills for human existence in the modern knowledge society, namely digital competence, which is a combination of knowledge, skills and attitudes necessary for the use of digital technologies. It is through digital technologies that one can perform operations such as problem solving, communication, information retrieval, content creation and dissemination. In the Georgian society, digital technologies have become an integral part of the daily lives of citizens. Learning the skills necessary to use them is a topical issue in modern social sciences. The paper is an attempt to study the digital skills of students in Georgian society. In recent years, the number of mobile internet users has increased, which can be explained by the availability of new generation mobiles and faster internet service. Most students are engaged in cultural-educational communication activities while using the Internet every day. They are Internet and social media users, which means creating photo and video content and posting to the social network. Most students use the Internet to study and receive online learning materials and resources. Students are active users of the social network. Almost half of the students surveyed use the social network all day long. Almost half of the students surveyed use the social network all day long. Students outline the positive and negative features of the Internet and among the interesting positive features of the Internet are: the speed and availability of information, the ease of communication, the means of getting knowledge, and the means of entertainment. The study of digital technologies and the skills required to use them is a topical issue in modern social sciences. It is common practice to determine the level of digital competence of students in Georgian society.

Keywords: Digital competence, digital literacy, informational society, students, digital technologies, digital generation.

JEL Codes: I20, I21, I29, L86

ქართველი  სტუდენტების ციფრული კომპეტენცია

ნაშრომში განხილულია თანამედროვე ცოდნის საზოგადოებაში ადამიანის არსებობისა და ეფექტიანი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარი -კერძოდციფრული კომპენტენციარაც ციფრული ტექნოლოგიების გამოსაყენებლადაუცილებელი ცოდნის,  უნარების და დამოკიდებულების ერთობლიობაა.  ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანს უნდა შეეძლოს  შემდეგი ოპერაციების შესრულებაპრობლემის გადაჭრაკომუნიკაციაინფორმაციის მოძიებაკონტენტის შექმნა და გავრცელებამსოფლიო ეკონომიკაპოლიტიკაჯანდაცვა და სოციალური განვითარებაც კი მჭიდროდ არის დაკავშირებული  ციფრულ ტექნოლოგიებსა და მის სათანადო გამოყენებასთან. ქართულ საზოგადოებაში ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იქცა მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. მისი გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების შესწავლა თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში აქტუალური კვლევის საკითხია. ჩვენი მიზანიც სწორედ ქართულ საზოგადოებაში სტუდენტების ციფრული კომპეტენციების შესწავლაა.

საკვანძო სიტყვები: ციფრული კომპეტენცია, ციფრული წიგნიერება, ინფორმაციული    საზოგადოება,  სტუდენტები,  ციფრული ტექნოლოგიები, ციფრული თაობა.

შესავალი

ინფორმაციულ-კომუნიკაციური რევოლუციის შედეგად რევოლუციამდე და მის  შემდეგ დაბადებულ თაობებს შორის ერთგვარი უფსკრული  გაჩნდა.  კომუნიკაციის ენა, რომლითაც დღეს ახალი  ეპოქის ახალგაზრდა და „წიგნიერი“ წარმომადგენელი ოპერირებს, ფრიად რთულია და თავისთავში ერთმანეთზე აქტიურად ურთიერთზემოქმედ ქვესისტემათა სიმრავლეს მოიცავს. ცხადია, რომ რაც უფრო გვიან იწყებს ადამიანი ახალი ენის შესწავლას, მისი დაუფლება მით უფრო უძნელდება. ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფი ციფრული წიგნიერების დაუფლებაში            55 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები არიან.  მათ ახალი ენისა და ტექნოლოგიების ათვისება არა მხოლოდ უძნელდებათ, არამედ ახალი ფასეულობების, ცხოვრების ახალი ხასიათის (წესის) და ახალი კულტურის ათვისებაც უჭირთ (Castells, M. 208).

ის, ვინც კომპიუტერული  კომუნიკაციის ენას გაცნობიერებულად ზრდასრულ ასაკში დაეუფლა, „Digitally Literate”,  ე.ი. ციფრული  მიმართებით წიგნიერად ითვლება. ის კი, ვინც კომუნიკაციის ენა ბავშვობაში, ინტუიციურად  აითვისა, „Digitally Savvy”, ე.ი. ციფრული ენის თავისუფლად მფლობელად იწოდება. დღეს  მეცნიერები უკვე მესამე კატეგორიას გამოყოფენ - ესენი ის ბავშვებია, რომლებიც  2000-იანი წლების შუაში - Web 2.0 - ის ერთდროულად გაჩნდნენ, და ციფრული მოწყობილობები პირველ სათამაშოებთან ერთად აიღეს ხელში. ამ ბავშვებისთვის ციფრული ენა მშობლიური ხდება და მათ “Digitally native”-ს, ე.ი. ციფრული წიგნიერებით თანშობილ-დაბადებულ ადამიანებს უწოდებენ (Dijk j. 154).

ეს თაობა ჯერ ახალგაზრდაა და არაერთგვაროვანი, მაგრამ მანძილი მათსა და ჩვენს, ანუ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მათ რამდენიმე წლის შემდეგ უნივერსიტეტებში შეხვდებიან, ან უკვე სკოლებში ხვდებიან, არაჩვეულებრივად დიდია. საქმე ის კი არაა, რომ ჩვენ ციფრულ ტერმინებში კარგად ვერ ვაზროვნებთ, არამედ ის, რომ ციფრული წიგნიერება იმ სოციო-კულტურულ გარემოს განსაზღვრავს, რომელშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ და მათ შორის ჩვენც ვცხოვრობთ.

ევროკავშირის 2006 წლის  რეკომენდაცია ციფრულ კომპეტენციას შემდეგნაირად განმარტავს: ციფრული კომპეტენცია  მოიცავს  სამსახურის, გართობისა და კომუნიკაციის მიზნით ინფორმაციის და ტექნოლოგიის კრიტიკულ და თავდაჯერებულ გამოყენებას, ასევე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისათვის საჭირო ყველაზე ბაზისურ უნარებს, როგორიცაა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შენახვა, წარმოება, პრეზენტაცია  და გაცვლა. ასევე კომუნიკაცია და მონაწილეობა სოციალურ ქსელში (ევროკავშირის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კომპეტენციები, European Parliament and Council,  2006).

ევროსაბჭომ,  2010  წელს,  სწავლების რვა ძირითადი კომპეტენცია შექმნა და მათ შორის ერთ-ერთი  ციფრული კომპეტენციაა,  რაც  ცოდნის, უნარების და დამოკიდებულების ერთობლიობაა.  ცოდნა - კომპიუტერული აპლიკაციების  ფუნქციური შესაძლებლობების  გამოყენებას, ინტერნეტსა და  სოციალურ მედიაში კომუნიკაციასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერებას,  ინტერნეტისა და ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი ნორმების ცოდნას ნიშნავს.  უნარები კი - ინფორმაციის მართვის უნარს გულისხმობს. ადამიანს, ვირტუალურისა  და რეალურის ერთმანეთისგან განსხვავება, ასევე  ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების კრიტიკულად და  კრეატიულად გამოყენება უნდა შეეძლოს.  დამოკიდებულებების  ცნება ინფორმაციის მიმართ მოქალაქეთა მიერ  კრიტიკულ  და რეფლექსურ დამოკიდებულებას, ქსელით დაინტერესებას და ინტერნეტკომუნიკაციაში აქტიურ ჩართულობას  გულისხმობს (Dijk j. 122).

საზოგადოებაში ICT-ის  გამოყენება დღითიდღე უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება,  რაც საზოგადოების გაციფრულების   მაღალი ხარისხით არის გამოწვეული, ანუ   ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკის დიდი ნაწილი ციფრულ  კომპონენტს  შეიცავს.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მიზანია სტუდენტების ციფრული კომპეტენციების, კერძოდ, იმ ცოდნისა და დამოკიდებულებების შესწავლა, რომლითაც ისინი ციფრული ტექნოლოგიებთან ურთიერთობის დროს ოპერირებენ.

რაოდენობრივი  კვლევის მიზნის მისაღწევად დასახული იქნა კვლევის შემდეგი ამოცანები:

  • ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციებში დონეების  განსაზღვრა;
  • ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამოყენების სიხშირე და მოტივაცია;
  • მათი დამოკიდებულება ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართ;
  • ყველაზე ხშირად გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამები და აპლიკაციები.

რაოდენობრივი  კვლევის მეთოდებიდან   ინტერვიუს მეთოდი გამოვიყენეთ,  რის  მეშვეობითაც  შევისწავლეთ სტუდენტების დამოკიდებულებები.   კვლევის საგანი მოცემული  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ციფრული წიგნიერება, მათი  დამოკიდებულები და ციფრული უნარებია.

კვლევის ობიექტი -  სტუდენტები.

მოსალოდენელი შედეგები: სტუდენტების ციფრული წიგნიერების დონე დაბალია და ისინი ინტერნეტს ძირითადად გართობისა და სოციალური ქსელებით სარგებლობის  მიზნით იყენებენ.

კვლევის ინსტრუმენტია კითხვარი, რომელიც  დახურულ, ნახევრად დახურულ  და ღია ტიპის კითხვებს მოიცავს.

შერჩევის მეთოდოლოგია - გენერალური ერთობლიობა:  უმაღლესი სასწავლო დაწესებულების  სტუდენტები -609 რესპონდენტი.

შერჩევის ბაზა: ერთიანი ეროვნული გამოცდების  აბიტურიენტთა  ცნობარი.

უნივერსიტეტების შერჩევა  მიზნობრივი  მეთოდით განხორციელდა და შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები  შეირჩა:

1. ივანე ჯავხიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

3. თავისუფალი  უნივერსიტეტი;

4. კავკასიის უნივერსიტეტი;

5. საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);

6.შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

7. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

8. სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტი;

9. ქართულ-ამერიკული  უნივერსიტეტი(გაუ);

  10. ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის შიგნით რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იქნა სტრატიფიკაციული შერჩევის მეთოდი. რესპონდენტები  პროპორციულად არის გადანაწილებული უნივერსიტეტებისა და უნივერსიტეტში   სპეციალობების მიხედვით. თუ სტრატაში პროპორციული განაწილებისას შერჩევის რაოდენობა  ორზე ნაკლები აღმოჩნდა, შერჩეული იქნა ორი რესპონდენტი, შესაბამისად, დარღვეული პროპორციების აღდგენისთვის გამოყენებულ იქნა ნორმირებული წონები.

მონაცემთა დამუშავება და ანალიზი

საველე სამუშაოების შემდეგ მოხდა კითხვარების კოდირება და ლოგიკურ -  სისტემური ანალიზი განხორციელდა.  კითხვარების  SPSS-ში შეყვანის შემდეგ, მათი  გადასვლის შეცდომების, შეყვანის შეცდომების და გამოტოვებული მონაცემებისაგან წმენდა განხორციელდა.

დაბოლოს, კვლევის მონაცემები უნივარიაციული და ბივარიაციული ანალიზის მეთოდებით დამუშავდა.

კვლევის მიმართულებები და შედეგები

ინტერნეტის გამოყენების სიხშირე

ინტერნეტის გამოყენების სიხშირის იდენტიფიცირება   ტექნიკის საშუალებათა  კონკრეტული  სახეობების გათვალისწინებით განხორციელდა. სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სმარტფონით ინტერნეტს  მთელი დღის მანძილზე  სტუდენტების 45.4%-ი იყენებს, დღეში 4-5 საათის მანძილზე - 27.3%-ი, დღეში ერთი საათი ან ნაკლები დროის განმავლობაში - 18.7%, კვირაში რამდენიმეჯერ სმარტფონით (მობილურით ინტერნეტს) 1.2% სარგებლობს, სმარტფონით  ინტერნეტს სტუდენტთა   თითქმის 3.6%  არასოდეს   იყენებს (იხ.გრაფიკი 1).

სმარტფონის მეშვეობით ინტერნეტის გამოყენების სიხშირე, გრაფიკი 1  

ინტერნეტის მობილურით გამოყენება  გენდერის ჭრილითაც საინტერესო სურათს იძლევა: ვინც   სმარტფონით ინტერნეტით მთელი დღის მანძილზე სარგებლობდა,  მდედრობითი სქესის სტუდენტების 62%-ია,  ხოლო მამრობითი სქესის - 38%. დღეში 4-5 საათის განმავლობაში ინტერნეტს  მდედრობითი სქესის  55.2% იყენებს, მაშინ როცა მამრობითი სქესის სტუდენტების  მხოლოდ  44.8%,   დღეში 2-3 საათის განმავლობაში  მდედრობითი სქესის  42.5%  იყენებს, ხოლო მამრობითი სქესის - 57.5%. დღეში ერთი საათის, ან ნაკლები დროის მანძილზე ინტერნეტს სმარტფონით მდედრობითი სქესის გამოკითხული  სტუდენტების 31.8%  იყენებს,  მამრობითი სქესის კი - 68.2%.  კვირაში რამდენიმეჯერ იყენებს მდედრ. სქესის  14.3%,  ხოლო მამრობითი სქესის   სტუდენტების 85.7%, კვირაში ერთხელ, ან უფრო იშვიათად - მხოლოდ გოგონები იყენებენ.  სმარტფონით ინტერნეტს  თითქმის არასოდეს იყენებს მდედრობითი სქესის 22.7%, ხოლო მამრობითი სქესის სტუდენტების - 77.3%. 

ინტერნეტის მეშვეობით  განხორციელებული აქტივობა

ციფრული წიგნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული აქტივობაა, რაც  ციფრული კომპეტენციის დონის განსაზღვრაში გვეხმარება.

კითხვაზე, თუ რომელ აქტივობას ახორციელებთ ინტერნეტის მეშვეობით, რესპონდენტს მისთვის სასურველი ყველა აქტივობის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა. 92.4%  კულტურულ-საგანმანათლებლო მასალისა და ინფორმაციის მოძიება-მუსიკა, ფილმები, ვიდეო და ა.შ., 82.2%  ახალი ამბების მოძიება და გაცნობა, მათ შორის სოციალურ ქსელში. 64.4%  - კომუნიკაცია ონლაინ აპლიკაციების გამოყენებით, 44.4%  ახალი მეგობრების მოძიება სოციალურ ქსელში,   51.5% ინტერნეტის მეშვეობით ყველა ტიპის მასალის ლეგალურისა და არალეგალურის გადმოტვირთვა (ფილმები, ვიდეო, ფოტო, მუსიკა, ელ.წიგნები, პროგრამები და ა.შ.), 35.1% - დისკუსიაში მონაწილეობა და სხვადასხვა საკითხზე კომენტარის გაკეთება,  84.4% - სწავლასთან დაკავშირებული მასალის მოძიება, 61.9% - საგანმანათლებლო კურსებითა და ვებგვერდებით სარგებლობა, 17.7% - საიტის, პროგრამებისა და აპლიკაციების შექმნა, 33.3% - შემოსავლის გზების ძიება, 18% - ვირტუალურ სამყაროში თამაშების და კომუნიკაცია, 40.7% - ონლაინ-შოპინგით (Online Shopping) სარგებლობა,  63.1% -  ციფრული  კონტენტის (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ბლოგის) შექმნას და განთავსებას ასახელებს (იხ.გრაფიკი 2).

ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული აქტივობის სიხშირე, გრაფიკი 2. 

 

ინტერნეტის   სასწავლო მიზნით გამოყენებაზე  სტუდნეტების 95%-მა  დადებითი პასუხი გასცა, ინტერნეტს სწავლისა და განათლების მიზნით  მდედრობითი სქესის სტუდენტების  55.6%, ხოლო მამრობითი სქესის  44.4%  იყენებს.  იმ რესპონდენტებს შორის, ვინც არ იყენებს ინტერნეტს სწავლის მიზნით, 13.3% მდედრობითი სქესის, ხოლო 86.7% მამრობითი სქესის            წარმომადგენელია. სასწავლო მიზნით ინტერნეტის გამოყენებაში შემდეგი აქტივობა მოიაზრება: სასწავლო მასალის ინტერნეტით მიღება და/ან გაგზავნა   75.6%-მა დაასახელა,  შემეცნებითი ვიდეომასალის ყურება 67.8%-მა დააფიქსირა. პირდაპირი ვიდეო ტრანსლაციები ლექციებიდან ან პროფესორებთან 22.1%-მა დაასახელა, წყაროებს  ინტერნეტის მეშვეობით  გამოკითხულთა 71.6%  მოიძიებს.

კომპიუტერისა და ინტერნეტის ეფექტიანი გამოყენების თვითშეფასება 

 ციფრული წიგნიერების ერთ-ერთი ინდიკატორი ცოდნა და დამოკიდებულებებია. სტუდენტებს ვთხოვეთ ცოდნის დონეს თვითშეფასება კომპიუტერისა და ინტერნეტის ეფექტიანი გამოყენების თავალსაზრისით, რითაც  შემდეგი სურათი დაფიქსირდა: რესპონდენტები თავიანთი  ცოდნის დონეს  5 -  ქულიან  სკალაზე აფასებდნენ, სადაც    5  მაქსიმალური ქულა იყო,  ხოლო 1- მინიმალური.  გამოკითხულთა 37.7%    ოთხი  ქულით აფასებს, 36.1% - კი 3 ქულით, 29%  თავის  ცოდნას 5  ქულით აფასებს,  გამოკითხულთა 4.5%  2  ქულით აფასებს,  ხოლო 2.3%  გაუჭირდა თავისი  ცოდნის დონის შეფასება.

ცოდნის დონის შეფასება გენდერის  ჭრილით   საინტერესო სურათს იძლევა, კერძოდ, მამრობითი სქესის სტუდენტების  57.8%, ხოლო მდედრობითი სქესის გამოკითხული სტუდენტების 42.6%  თავის  ცოდნას კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების თვალსაზრისით, მაქსიმალურ 5 ქულაზე  აფასებს.   თავიანთ  ცოდნას 4  ქულაზე მამრობითი - სქესის  45.5%  და მდედრობითი სქესის სტუდენტების 54.8%   აფასებს.  3 ქულაზე კი მამრობითი სქესის წარმომადგენლების    44.4%  და მდედრობითი სქესის 55.5%  აფასებს.  იმ რესპონდენტებს შორის,  ვინც თავის  ცოდნას 2 ქულაზე აფასებს, 74.1%  მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 25.9%  კი მამრობითი სქესის.  მდედრობითი სქესის სტუდენტების  42.6%  და მამრობითი სქესის რესპონდენტების 57.4%-ს  გაუჭირდა საკუთარი ცოდნის  შეფასება (იხ. გრაფიკი 3).

 ინტერნეტისა და კომპიუტერის ეფექტიანი  გამოყენების თვითშეფასების პროცენტული განაწილება, გრაფიკი 3

 ამ მონაცემებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები  ინტერნეტის მიმართ მათი  ცოდნის შეფასებაში უფრო თავდაჯერებულები არიან.

 ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოკითხული ათი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შორის  მათი ცოდნის დონეს  მაქსიმალური ქულით,  საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის  სტუდენტების 37.5%  და თავისუფალ უნივერისტეტში გამოკითხული რესპონდენტების 36.8% აფასებს, ყველაზე დაბალ შეფასებას, ანუ ერთ ქულას  რაც შეეხება, აქ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები 1.3%-ით  ლიდერობენ.

უცხო ენის ცოდნის დონის შეფასებას  შემდეგი  მონაცემები  იძლევა:  ინგლისური  ენის მცოდნეთა  შორის 18.5%  აფასებს თავის ცოდნას ინტერნეტის გამოყენების თვალსაზრისით მაქსიმალური 5 ქულით, 37.3%  კი 4 ქულით, 37.1%  3 ქულით აფასებს, 44.4% ორი ქულით, ხოლო 2.4%-ს გაუჭირდა შეფასება.

რუსული ენის მცოდნე სტუდენტებს შორის 26.9%  თავის ცოდნას,  ინტერნეტის გამოყენების მიხედვით,  5  ქულით აფასებს, 50% - 4 ქულით, 19.2% - 3 ქულით, ხოლო 3.8% - 2 ქულით.

სკოლაში მიღებული  ცოდნის დონის თვითშეფასება. ეს შეკითხვარესპონდენტს სკოლაში მიღებული ცოდნის დონის თვითშეფასებას ავალებდა. სტუდენტთა 58.8%  ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენების თვალსაზრისით,  სკოლაში მიღებულ ცოდნას 1 ქულით აფასებს.  18.4%  2 ქულით, 10.9% 3 ქულით,  5.8%  4 ქულით, 2%   5  ქულით აფასებს, ხოლო 4.1%  გაუჭრიდა შეფასება. 

გენდერის კუთხით ამ კითხვის განხილვამ აჩვენა, რომ ორივე სქესის წარმომადგენელი თანაბრად ნეგატიურად აფასებს სკოლაში მიღებულ ცოდნას და ე.ი. მათ შორის არ არის  მნიშვნელოვანი სტატისტიკური  განსხვავება. 

წარმოდგენილი მონაცემებიდან კარგად ჩანს, რომ  გამოკითხული სტუდენტები დაბალ შეფასებას აძლევენ კომპიუტერის გამოყენებით  სკოლაში მიღებულ ცოდნას. ასევე ამ მხრივ თითქმის  არაა განსხვავება   როგორც თბილისის,  ასევე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს შორის.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კითხვაზე - რომელი კომპიუტერული პროგრამები იცით, შემდეგი პასუხები დაფიქსირდა:  გამოკითხულ რესპონდენტთაგან MS  Word  95.7% -მა  დაასახელა, MS excel - 81.5%-მა, MS Power point - 87.1%-მა, MS Outlook - 19.0%-მა, SPSS - 3.5%-მა, Adobe Photoshop - 45.7%-მა, Opera - 87.1%-მა, Google Doc - 57.6%-მა, Google Drive - 70.5%-მა, Firefox - 58.9%-მა, Adobe Acrobat - 20.2%-მა, InDesign - 7.5%-მა, JavaScript - 14.6%-მა, ხოლო  Mac OS - 4.5%-მა.

კონტენტის შექმნა და ახალი ციფრული პროდუქტის წარმოება. გამოკითხულ რესპონდენტთა 29.3%-მა აღნიშნა, რომ აქვს იუთუბ-არხი, 16.4%-ს -სოციალური ბლოგი, 1.5%-ს - ვიდეო ბლოგი (Vblog), ხოლო 61.3%-ს ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი არა აქვს.

დამოკიდებულება  ინტერნეტის მიმართ  -  დადებითი და უარყოფითი მახასაიათებლები. სტუდენტებმა  ინტერნეტის დადებით მხარედ შემდეგი მახასიათებლები დასახელეს: 70.5% - ინფორმაციის სისწრაფე  და ხელმისაწვდომობა, 18.7% - კომუნიკაციის გამარტივება, ცოდნის მიღების საშუალება - 8.4%, გართობის საშუალება - 2.3% (იხ.გრაფიკი 4)

სტუდენტთა შეფასებით ინტერნეტის დადებითი მახასიათებლები, გრაფიკი 4 

მდედრობითი სქესის სტუდენტების  70.5%  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობას  ასახელებს, 18.7% - კომუნიკაციის გამარტივებას,  8.4%  - ცოდნის  მიღების  საშუალებას,   2.3% - ინტერნეტის დადებით მხარედ  გართობის საშუალებების მრავალფეროვნებას მიიჩნევს. მამრობითი სქესის  წარმომადგენელთა 69%  ყველა ტიპის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ასახელებს, 19.2% - კომუნიკაციის გამარტივებას, 9.3% - ცოდნის მიღების საშუალებას, ხოლო 1.3% - ინტერნეტის გამოყენებით გართობის შესაძლებლობას მიიჩნევს. 

ინტერნეტის გამოყენების  ნეგატიურ მხარედ სტუდენტებმა  დაასახელეს:    ქსელში არსებული  ნეგატიური ინფორმაცია და დეზინფორმაცია - 24%-მა,  დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა - 24.2%-მა, დროის შეგრძნების დაკარგვა - 28.3%-მა, ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა  - 7%-მა.  4.1%-ის აზრით, ინტერნეტს არა აქვს ნეგატიური მხარე. პირადი ინფორმაციის დაუცველობა დაასახელა 4.1%-მა, არასრულწლოვანთათვის ცენზურის არარსებობა და ნეგატიური მასალის ხელმისაწვდომობა - 3.1%-მა.

მდედრობითი სქესის სტუდენტების  31.6%-ის აზრით,  ინტერნეტი მათ  ბევრ დროს ართმევს (დროის შეგრძნებას აკარგვინებს) და ესაა მისი ნეგატიური მხარე,  25.1%   მიიჩნევს, რომ ინტერნეტი დამოკიდებულებას/მიჯაჭვულობას იწვევს,  22.9% - ნეგატიური და დეზინფორმაციული მასალის არსებობას ინტერნეტში,  8.7% - ჯანმრთელობის პორბლემებს, 4.3%-ის აზრით, პირად  დაუცველობას,  3.1%-ის აზრით,  არასრულწლოვანთათვის ცენზურის არარსებობას, 2.8%-ის აზრით,   ინტერნეტს უარყოფითი მხარე არ აქვს, ხოლო 1.5%-ს მიაჩნია, რომ ინტერნეტის გავლენით ნამდვილი ურთერთობები უფასურდება (იხ.გრაფიკი 5).

ინტერნეტის ნეგატიური მახასიათებლები გენდერის ჭრილით, გრაფიკი 5

მამრობითი სქესის სტუდენტების  25.3%-ის აზრით, ინტერნეტის უარყოფითი  მხარეა  ნეგატიური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელება, 24.6%  მიიჩნევს, რომ ბევრ დროს ართმევს, 23.1%-ის აზრით,  დამოკიდებულებას/მიჯაჭვულობას  იწვევს, 11%-ის აზრით, არა აქვს უარყოფითი მხარე, 5%   თვლის,  რომ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, 3.9%-ის აზრით, უფასურდება ნამდვილი ურთიერთობა, 3.9%-ი პირადი ინფორმაციის დაუცველობას და ბოლოს 3.2%-ი  არასრულწლოვანთათვის ცენზურის არ არსებობას ასახელებს.

დასკვნა

  • სტუდენტების ციფრული კომპეტენციის და წიგნიერების ინდიკატორებია მათ მიერ ინტერნეტის გამოყენების სიხშირე. ქსელში განხორცილებული აქტივობა (გამოყენების მიზანი), პროგრამებისა და აპლიკაციების ცოდნა, მათი მოტივაცია, თვითშეფასება და დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და ინტერნეტში ქცევის ნორმების დაცვა.
  • სტუდენტები ყველაზე  აქტიურად ინტერნეტს სმატრფონის მეშვეობით იყენებენ, კერძოდ, მთელი დღის განმვალობაში ინტერნეტს სტუდენტების 45.5% იყენებს. აქედან, 62%  მდედრობითი სქესის წარმოადგენელია, ხოლო 38% - მამრობითის.  უკანასკნელი წლების მანძილზე გაზრდილია მობილური ინტერნტის მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ახალი თაობის მობილურების და უფრო სწრაფი ინტერნეტსერვისის ხელმისაწვდომობით შეიძლება აიხსნას.
  • რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ  აქტივობას, ციფრული წიგნიერების ინდიკატორის მიხედვით, სტუდენტების უმრავლესობა ყოველდღიურად ინტერნეტით სარგებლობის დროს დაკავებულია კულტურულ-საგანმანათლებო და  კომუნიკაციური  აქტივობის განხორციელებით. ისინი ინტერნეტის და სოცალური მედიის აქტიური მომხმარებლები არიან, რაც  ნიშნავს, ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნას და სოციალურ ქსელში განთავსებას (ამ აქტივობას 63.1%  აქტიურად ახორციელებს).
  • სტუდენტების უმრავლესობა (95%) ინტერნეტს სწავლისთვის იყენებს, აქედან 55.5%  მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 44.4% - მამრობითის. სწავლისთვის ინტერნეტის გამოყენებაში  სტუდენტების  უმრავლესობა  ელფოსტის მეშვეობით სასწავლო მასალების მიღებას  და  წყაროების მოძიებას გულისხმობს.
  • სტუდენტები სოციალური ქსელის აქტიური მომხარებლები არიან. მთელი დღის მანძილზე, სოციალური ქსელით  გამოკითხული სტუდენტების თითქმის ნახევარი  სარგებლობს.  სოციალური ქსელის საიტებს შორის უდავო ლიდერი მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით Facebook-ია, რომელსაც სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს, მეორე ადგილზეა Instagram-ი, მესამეზე კი Youtube.com. 
  • ინტერნეტში  მრავალად არის  ნეგატიური  და შეურაცხმყოფელი მასალა და, შესაბამისად,  ამ ქსელში ყოფნის დროს ახალგაზრდებს უწევთ მასთან  შეხვედრა.  სტუდენტებმა  აღნიშნეს, რომ მათ ინეტრნეტით სარგებლობისას  ერთხელ მაინც უნახავთ ამ ტიპის მასალა,  ან ჰქონიათ პრობლემა, რაც  მათი სოციალური ქსელის, ან ელფოსტის  ანგარიშის „გატეხვას“გულისხმობს.
  • ციფრული წიგნიერების ერთ-ერთი ინდიკატორი - დამოკიდებულებებია, სტუდენტებს ვთხოვეთ ცოდნის დონეს თვითშეფასება კომპიუტერისა და ინტერნეტის ეფექტიანი  გამოყენების თავალსაზრისით.  ცოდნის დონის შეფასება გენდერის  ჭრილით  საინტერესო სურათს იძლევა, კერძოდ, მამრობითი სქესის სტუდენტები   თავიანთი ცოდნას კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების თავლსაზრისით,  მაქსიმალური 5 ქულით  აფასებენ.  აქედან  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები  უფრო თავდაჯერებულები არიან ინტერნეტის და კომპიუტერის  მიმართ   ცოდნის თვითშეფასებაში.
  • სტუდენტები სკოლაში მიღებულ ცოდნას ყველაზე დაბალი( 1)  ქულით აფასებენ -  58.8%.  გენდერის კუთხით ამ კითხვის განხილვამ აჩვენა, რომ ორივე სქესის წარმომადგენელი თანაბრად ნეგატიურად აფასებს სკოლაში მიღებულ ცოდნას და მათ შორის არ არის  მნიშვნელოვანი სტატისტიკური  განსხვავება.
  • ინტერნეტის გამოყენების სიხშირის მსგავსად, აპლიკაციების გამოყენების სიხშირეც შესწავლილი იყო ტექნიკის სახეობების მიხედვით. რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მობილურში ჩაწერილი აქვს და სხვადასხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე აპლიკაციას წარმატებით იყენებს.
  • სტუდენტები ინტერნეტის დადებით და ნეგატიურ თვისებებს გამოყოფენ, რომელთა შორის დადებთ მხარედ მიჩნეულია: ინფორმაციის სისწრაფე და ხელმისაწვდომობა, კომუნიკაციის გამარტივება, ცოდნის მიღებისა და  გართობის საშუალება.
  • მდედრობითი სქესის სტუდენტების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პასუხებია:  ინტერნეტი  ბევრ დროს ართმევს (დროის შეგრძნებას აკარგვინებს),  ინტერნეტი დამოკიდებულებას/ მიჯაჭვულობას იწვევს, ინტერნეტში არსებობს ნეგატიური და დეზინფორმაციული მასალა.   მამრობითი სქესის სტუდენტების  აზრით, ინტერნეტის  უარყოფითი მხარეა  ნეგატიური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელება, ბევრი დროის დაკარგვა, დამოკიდებულების/მიჯაჭვულობის გამოწვევა, ზოგიერთის აზრით კი ინტერნეტის გამოყენებას საერთოდ  არ აქვს უარყოფითი მხარე.                     

References:

  • Al Khateeb, A. A. M. (2017). Measuring Digital Competence and ICT Literacy: An Exploratory Study of In-Service English Language Teachers in the Context of Saudi Arabia. International Education Studies, 10(12), 38.
  • Castells M. (2010). The Rise of the  Network  Society (2nded.). Oxford:Wiley-Blackwell,  pp.656
  • Dijk J. (2006). Network  Society, Social  Aspects of  the New Media. SAGE p.301
  • DiMaggio P., Hargittai, E., Neuman, W. R., & Robinson, J. P. (2001). Social Implications of the Internet. Annual Review of Sociology, 27(1), pp. 307-336.
  • DiMaggio P., & Hargittai, E. (2001). From the ‘Digital Divide’to “Digital Inequality”: Studying Internet use as Penetration Increases. Princeton: Center for Arts and Cultural Policy Studies, Woodrow Wilson School, Princeton University, 4(1), 4-2.
  • Ferrari A. (2012). Digital Competence in Practice: An Analysis of Frameworks. Sevilla: JRC IPTS.(DOI: 10.2791/82116).