English / ქართული /








Journal number 2 ∘ Nato KakashviliNatia Kaxniashvili
Economic Dynamics of the Last Years of the World Economy and Financial Trends of the Georgian Economy

The article reviews the substantive changes in the world economy, which greatly depends on Georgia's economic growth.

 The aim and objective of the article is to consider the impact of the economic indicators on the Georgian economy. At the backdrop of the slowdown in the global economic growth, the focus is on economic growth and the financial environment of small and medium-sized economies.

 In terms of attracting investments and promoting short-term economic growth, the economic policy of the last decade was successful but could not create a basis for increasing Georgia's competitiveness and long-term inclusive economic growth; The results of economic growth have not reflected on the unemployment and poverty indicators of the Georgian population.

 The new economic policy envisaged by the strategy is to increase welfare by reducing unemployment, improving labor and living conditions, forming a basic social security system and developing human capital. At the same time, the government should take responsibility for providing targeted social assistance to the poorest layer. The main task of achieving inclusive economic growth is the identification and overcoming of the most critical problems that can hamper Georgia's economy. Among the critical problems is the lack of private sector low competitiveness, improperly developed human capital and limited access to financial resources. In such circumstances, the government should encourage private sector to support investments and create a fair and protected business environment.

Keywords: Economic growth, monetary policy, currency rate, currency devaluation.

JEL Codes: O10, O11, O12, F36, F37

References

  • Georgian National Tourism Administration, (2019) https://gnta.ge/ge/](in Georgian).
  • Kakhniashvili N. (2018) Influence of Macroeconomic Indicators of Public Finance Economic Growth in Georgia, International Referential and Reviewed Scientific Practical Journal of the National Institute of Economic Research and Batumi Navigation Teaching University "Innovative Economics and Management" ISSN: 2449-2418 E-ISSN: 2449-2604, N2 ,. https://cloud.mail.ru/stock/7659VqrAiPZ6vFdY8MwXy5wv Batumi, (in Georgian).
  • Kovzanadze I. (2016) Lessons of the World Economic Crisis and the Formation of a New   Development Model, Tbilisi, (in Russian).
  • Namoradze V, (2016)  “Banks in Georgia”, (in Georgian),  www.forbes.ge
  • National Bank of Georgia, Annual Report,( 2015/2016) Tbilisi (in Georgian).
  • National Bank of Georgia, Annual Report,( 2017) Tbilisi (in Georgian).
  • Papava V., Silagadze A. (2019). On the Georgian name of one key economic term “Gross Domestic product”. J. Economics and Business, N 1,pp. 180-182. (In Georgian).
  • Social-Economic Development Strategy of Georgia, Georgia 2020, Government of Georgia, 2018, (in Georgian).
  • worldbank.org/indicator
  • www.geostat.ge
  • www.netgazeti.ge;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         ეკონომიკურ-ფინანსური ტენდენციების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში                                          თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში

სტატიაში განხილულია გლობალიზაციის მიმდინარე პირობებში  საქართველოში არსებული ფინანსური ტენდენციის ზოგიერთი ასპექტი და მისი გავლენა ეროვნული ეკონომიკის ზრდაზე.  კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის მიხედვით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მაინც ვერ შექმნა საფუძველი საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის; ეკონომიკური ზრდის შედეგებმა ქვეყანაში ვერ უზრუნველყო მოსახლეობის უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელთა შესამჩნევი შემცირება.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, მონეტარული პოლიტიკა, ვალუტის კურსი,  ვალუტის დევალვაცია.

 ბოლო პერიოდში, ეკონომიკის მასშტაბების მკვეთრად შემცირება როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა, შემდეგი წლები კი გარკვეული ზრდის ტემპებით ხასიათდება. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელებამ, ენერგომატარებლების ფასის მნიშვნელოვანმა შემცირებამ და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის თანამიმდევრულმა გამკაცრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც მსოფლიო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაზე.

  ენერგომატარებლების ფასის შემცირებამ უარყოფითად იმოქმედა როგორც ენერგომატარებელი ქვეყნების შიდა ბაზრებზე, ასევე გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ინდუსტრიებში ინვესტიციების მოცულობაზე, რამაც უმეტესი ქვეყნების ეკონომიკის განვითარება შეაფერხა. 2015 წლის მდგომარეობით, ფიუჩერსულ ბაზრებზე პროგნოზირებდნენ მხოლოდ ფასების არაარსებით ზრდას 2016 - 2017 წლებში, რაც ოპტიმისტურ მოლოდინებს არ ქმნიდა ამ ტიპის ქვეყნების ეკონომიკების მიმართ. ასეთ სიტუაციაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების უმეტესობა ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა, რაც მათი შიდა ბაზრის მოთხოვნაზე უარყოფითად აისახა.

  მეორე მხრივ, აშშ-ს მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური მდგომარეობა გაამწვავა, რაც ადგილობრივი ვალუტების დასუსტებასა და კაპიტალის შედინების შემცირებით გამოიხატა, რამაც გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე.  2015 წელს საქართველოს მრავალმა სავაჭრო პარტნიორმა განიცადა ამა თუ იმ დონით ეროვნული ვალუტის დევალვაცია.

   მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2016 – 2017 წლებში, შესაბამისად შეადგენდა 3.1%-სა და 3.4 %-ს. ამ მოლოდინის მიხედვით, განვითარებული ეკონომიკების ზრდა 2016 – 2017 წლებში 1.8% უნდა დაფიქსირებულიყო (კახნიაშვილი 2018, 218). თუმცა, მსოფლიო ეკონომიკის მიმართ, ფაქტობრივი მაჩვენებლები ჩამორჩა პროგნოზირებულს.  ამ ფონზე, აშშ-ს ეკონომიკის მდგრადობა გამოიხატება უძრავი ქონების სექტორის გაძლიერებასა და ეფექტიანი შრომის ბაზარში. თუმცა აღსანიშნავია, რომ დოლარის გამყარების ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოო სექტორზე, ხოლო ნავთობის დაბალი ფასები ამცირებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს. ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები, მართალია, განიცდიდნენ წმინდა ექსპორტის შემცირებას, მაგრამ ნავთობის დაბალმა ფასებმა და შიდა მოხმარების ზრდამ გააბათილა სუსტი ექსპორტის ეკონომიკური შედეგები. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორების დიდი ნაწილის ეკონომიკა (მაგალითად: რუსეთის, ყაზახეთის,  აზერბაიჯანის) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების ფასებზე, რამდენადაც ნავთობისა და გაზის მოპოვება მათი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ფასების შემცირებამ საგრძნობი ზარალი მიაყენა მათ ეკონომიკას. ასე, მაგალითად: რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებამ 2015 წელს 2.8 % შეადგინა, ხოლო რუსულმა რუბლმა აშშ-ს დოლართან მიმართებით 22%-იანი გაუფასურება განიცადა. აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა მანათი 50%-ით გაუფასურდა, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 1.1% შეადგინა. რთულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ უკრაინის ეკონომიკაზეც უარყოფითად იმოქმედა. რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შედეგად უკრაინაში ზრდის ტემპმა -  - 9.8% შეადგინა და დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი ტემპი. დევალვაცია განიცადა თურქულმა ლირამაც, რომელიც აშშ-ს დოლართან მიმართებით 25%-ით გაუფასურდა, ხოლო ეკონომიკის ზრდამ 2016 წელს - -3.2% შეადგინა. აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა უცხოური ვალუტის შემოდინებისა და საქართველოს ეკონომიკის  ზრდის შემცირება, იკლო ექსპორტის შემოსავლებმა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. (ნამორაძე 2016, 1).

  ზემოაღნიშნული და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე,  2015-2016 წწ. საქართველოში ეკონომიკის ზრდა  მერყეობდა 2.9%-ს ფარგლებში. ამასთან, საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად კლება დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებში, რომლებიც შესაბამისად 4.9%-ითა და 0.3%-ით შემცირდა.  თუმცა 2015 წელს მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობის შედეგად მშენებლობის დარგში დაფიქსირდა 15.2%-იანი ზრდა, რამაც გარკვეულწილად გაანეიტრალა ეკონომიკის სხვა სექტორების უარყოფითი ტენდენციები. 2014 წელთან შედარებით ვიზიტორების გაზრდილმა ნაკადმა გაზარდა ტურისტული სექტორისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შემოსავლები. რუსეთისა და საბერძნეთის ეკონომიკაში არსებულმა სირთულეებმა, ექსპორტის შემცირების პარალელურად, გამოიწვია ტრანსფერების შემცირება,  რამაც დამატებითი წნეხის ქვეშ მოაქცია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2015 წელს ლარის კურსი, აშშ-ის დოლართან მიმართებით დაეცა  28.5.

 ვალუტის გაუფასურებამ, თავის მხრივ, გამოიწვია იმპორტირებული საქონლის გაძვირება და ინფლაციური ტენდენციების საშიშროება, რამაც აიძულა ეროვნული ბანკი გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) (Papava, Silagadze 2019) ზრდის მკვეთრი შემცირების მიუხედავად. ასეთი პოლიტიკის შედეგად 2015 წელს ფულადი ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.

    ლარის კურსის სტაბილურობა და ინფლაცია 2017 წლისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ლარი რამდენჯერმე გამყარდა და გაუფასურდა. კურსის ცვლილება როგორც წესი ეკონომიკურ მოვლენებსა და მოლოდინებთან იყო დაკავშირებული. დოლარის მაქსიმალურმა ღირებულებამ 2.7674 შეადგინა, მინიმალურმა კი 2.3824. ინფლაციის დონემ კი 7 % -ს მიაღწია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. ეკონომიკური ზრდის მიხედვით კი მთავრობამ 4%-იანი პროგნოზი 4.5%-მდე აამაღლა.

2016 წლის იანვრიდან დაწყებულმა ლარიზაციის გეგმამ მთლიან სესხებში ლარში გაცემული სესხების წილი გაზარდა, თუმცა, ფიზიკური პირებისათვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიურმა საპროცენტო განაკვეთმაც მოიმატა. მთლიანობაში ეკონომიკური განვითარების მხრივ, 2017 წელი 2016 წელზე უკეთესი იყო გასული წლის მნიშვნელოვანი დადებითი ეკონომიკური მოვლენების გამო. მაგალითად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, მოგების გადასახადის რეფორმის ძალაში შესვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზის ამოქმედება და ა.შ.

   რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ პროგნოზს, მსოფლიო ბანკის თანახმად, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის და ვოტების (ბრექსიტის)  ნაკლები ინვესტიციების განხორციელების, აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, მსოფლიოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 2017 წელს შეადგენდა 3.2%-ს [10]. 2016 წელს კი, 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 98-ე იყო, ხოლო 2017 წლის პროგნოზის (4.3%) მიხედვით 52-ე პოზიციას იკავებდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  შეფასებით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2018 წლის დეკემბერში კი, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 5.6% იყო. მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდამაც 4.8% შეადგინა. 2018 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, 2019 წლის პროგნოზი კი 4.5%-ია (იხ. ცხრილი).

საქართველოს მსპ-ის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%%)

 

2014

2015

  2016

   2017

  2018*

მსპ მიმდინარე ფასებით, მლრდ ლარი

29.2

31.8

34.0

37.8

41.1

მსპ მუდმივ  - 2010 წლის ფასებით, მლრდ ლარი

25.6

26.3

27.1

28.4

29.7

მსპ-ის რეალური ზრდა  (პროცენტული ცვლილება)

4.6

2.9

2.8

4.8

4.7

მსპ-ის დეფლატორი (პროცენტული ცვლილება)

3.8

5.9

4.2

6.1

3.6

მსპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებით), ლარი

7 837.4

8 524.3

9 129.0

10 152.0

11 013.9

მსპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებით), აშშ დოლარი

4 438.3

3 754.9

3 857.3

4 046.8

4 345.5

მსპ მიმდინარე ფასებით, მლრდ აშშ დოლარი

16.5

14.0

14.4

15.1

16.2

წინასწარი მონაცემები https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp 

ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.  კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების, ასევე ტრასპორტის და ფინანსური საქმიანობის დარგებში. რაც შეეხებატურიზმის სფეროს, აქ 2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13.2%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  2018 წლის მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით (13.2%-ით) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, მარტში მათი საერთო რაოდენობა 292 017 იყო, რაც  72 403-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ზრდა ამ მიმართულებით 33%-ია. იმავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად,  2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან,  სომხეთიდან, თურქეთიდან,  რუსეთიდან და ირანიდან შემოვიდა. “პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მარტის თვეში, გამოირჩეოდა შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო -74%, გერმანია - 47%, ლატვია - 45%, ლიეტუვა - 35% და საფრანგეთი -25%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა  ქვეყნებიდან: ისრაელი -78%, ჩინეთი -62%, ირანი - 46%, ინდოეთი - 43% და აშშ - 35%” .

 ამრიგად, ინვესტიციების მოზიდვისა და მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ბოლო წლების ეკონომიკური პოლიტიკა მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, თუმცა ამან ვერ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის; ეკონომიკური ზრდის შედეგები ადეკვატურად არ აისახა საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებლებზე; ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა კეთილდღეობის ზრდას ეკონომიკური განვითარებით მიაღწევს, რაც უზრუნველყოფს ღირსეულ დასაქმებას და შემოსავალს, ფინანსურ ხელმისაწვდომობას და მთლიანობაში, ღირსეულ ცხოვრების პირობებს.  ამ მიზნით,  ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს კერძო სექტორი, ინვესტიციების მოზიდვა, სამართლიანი ბიზნესგარემო.

      ლიტერატურა:

  • კახნიაშვილი ნ. (2018) საჯარო ფინანსების მაკროეკონომიკური ინდიკატორების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში, ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებადი  და რეცენზირებადი სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი “ინოვაციური ეკონომიკა და მართვა” ISSN: 2449-2418 E-ISSN: 2449-2604 ,N2, . https://cloud.mail.ru/stock/7659VqrAiPZ6vFdY8MwXy5wv  ბათუმი.
  • ნამორაძე ვ, (2016)  “ბანკები საქართველოში”.
  • პაპავა ვ,  სილაგაძე ა, (2019) ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - “Gross Domestic product”-ის ქართული სახელწოდების შესახებ, ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი. N 1, გვ. 180-182.
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, თბილისი: 2015, 2016.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში 2017, www.nbg.gov.ge
  • საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020, საქართველოს მთავრობა, 2018.
  • Ковзанадзе И. (2016) Уроки Миравого Экономического Кризиса и Формирование Новой Модели Развития, Тбилиси.
  • www.forbes.ge
  • www.geostat.ge
  • www.netgazeti.ge