Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Gulnazi Erkomaishvili ∘ Digital Economy - an Innovative Tool for Economic Growth In the modern world, the role of digital technologies in the country's productivity and national competitiveness is increasing. Today, it is used in almost all fields of economy. The pace of e-commerce, computerized management of digital processes and digital infrastructure growth is remarkably high and it is an important tool for economic development. The digital economy is an important part of the fourth industrial revolution. It is directly related to the development of digital computer technology, which includes online services, electronic payments, internet marketing, internet advertising, internet games, etc. Sh. For the rapid adaptation to modern economic trends and a new stage of development of the country on June 1, 2018, the Digital Economics Association (DEAG) was founded in Georgia. DEAG has clearly defined objectives and tasks that promote digital business culture, stimulate and support business environment; Investment platform preparation, capital market development, and integration of various systems blokchein technologies for this purpose, to cooperate with the state and private structures, digital assets and digital electronic currency payment means of implementation, the specific preparation of legislative initiatives and other innovative projects a presentation means. In case of a correct strategy, the country can achieve significant success. In this regard it is worth mentioning the Law on Innovations adopted by the Government of Georgia on June 22, 2016, which aims to create and perfect the ecosystem of national innovations for socio-economic development of Georgia, construction of economics based on knowledge and innovation in the country, technologies created in other countries Promotion of intellectual property and technology created in Georgia, access to all technologies of science and economics in order to increase the competitiveness of these fields. The Innovations and Technologies Agency was established with the aim of promoting innovative business. During the year 2019, the Strategy of Innovation Agency will focus on attracting private investments in the development of innovation ecosystem. All subsequent projects of the Innovation Agency are aimed at maximizing private investment. It is also planned to maximize activities in the centers of Reagan Innovations in order to actively involve the entire country's development of innovation ecosystem. Together with Technopark, "Startup Georgia" is also an innovative business promotion program founded by JSC "Partnership Fund". Its purpose is to support development of start-up business (startups) in Georgia. Any citizen of Georgia who has a novel oriented and prospective business needs to participate in the project and needs funding for its implementation. It has an innovative and high-tech component (artificial intelligence, nano technologies, information technology, robotics, etc.). Today, the main strategic development of Georgia's economy must be the accelerated integration of the country into global technological trends. Digital technology should be introduced in all possible sectors, otherwise economic growth will be impossible. Digital entrepreneurial culture should be elevated and it becomes a strategic direction of state policy. For the development of digital economy in Georgia it is necessary: to formulate and implement digital economic policy; Digital economic policy will be formed in the direction of infrastructure and technology. The development of technology and development is particularly low; The State will create digital environmental and regulatory legislative frameworks in collaboration with business and scientific sectors to promote the emergence of internet companies and stimulate internet market; Knowledge of digital technologies in higher education institutions; It is important to focus on cognitive, social-emotional and problem-solving skills, which are much more difficult to learn. Ensure tax privileges in the creation of the latest technologies; Involve into a unified digital market that will facilitate free movement of goods, services and capital, will create new startups and laboratories. All this will contribute to the country's economic growth. Keywords: Digital economy, digital technology, innovative tool, digital index, digital economic policy. JEL Codes: F40, F41, F43 References:
ციფრული ეკონომიკა - ეკონომიკური ზრდის ინოვაციური ინსტრუმენტი წინამდებარე სტატია ეხება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე უდიდეს ტექნოლოგიურ ძვრებს. ციფრული ტექნოლოგიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების დანერგვამ დასაბამი მისცა უპრეცენდენტო გლობალურ სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს.სულ უფრო იზრდება ციფრული ტექნოლოგიების როლი ქვეყნის პროდუქტიულობისა და ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში. დღეს ის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. ელექტრონული კომერციის, ორგანიზაციული პროცესების კომპიუტერიზებული მართვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ზრდის ტემპი საოცრად მაღალია და ის ეკონომიკური განვითარების მთავარი ინსტრუმენტია. საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკონომიკა, ციფრული ტექნოლოგიები, ინოვაციური ინსტრუმენტი, ციფრული ინდექსი, ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა. ციფრული ეკონომიკა - მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკას მასაჩუსეტის უნივერსიტეტის მეცნიერმა ნიკოლას ნეგროპონტემ ციფრული ეკონომიკა უწოდა (Negroponte 1995, 7). მან ამ ტერმინით განასხვავა ციფრული და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტენსიურ განვითარებაზე დაფუძნებული ეკონომიკის უპირატესობა ტრადიციულთან შედარებით. ციფრული ეკონომიკა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის პირდაპირ უკავშირდება ციფრული კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც მოიცავს ონლაინმომსახურებას, ელექტრონულ გადახდებს, ინტერნეტვაჭრობას, ინტერნეტრეკლამას, ინტერნეტთამაშებს და ა. შ. 2018 წლის გლობალური ციფრული ანგარიშის მიხედვით ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 4 მლრდ გახდა, მომხმარებელი დღეში საშუალოდ 6 საათი იყენებს ინტერნეტს, 7,6 მლრდ მოსახლეობიდან ორ მესამედს აქვს მობილური ტელეფონი, 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს სოციალური მედიით. ციფრული ეკონომიკის პრინციპზე და, პირველ რიგში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადასვლა კიდევ უფრო გაზრდის ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობას, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ევროკომისიის მონაცემებით, ევროპაში მცირე და საშუალო ბიზნესი სამუშაო ადგილების 2/3-ს და ევროპის ბიზნესის 90%-ს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით, 2020 წელს, ციფრულ ეკონომიკაში იმუშავებს დამატებით 5 მლნ ადამიანი, 50 მლრდ უკაბელო მოწყობილობა დაუკავშირდება ერთმანეთს, ეს კი 15-ჯერ გაზრდის გადაცემული ინფორმაციის მოცულობას(ენუქიძე ნ. ბატიაშვილი მ. 2015). ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელი უფრო სწრაფად იღებს მომსახურებას, ინტერნეტით ყიდის და იძენს პროდუქციას, ზოგავს ფულს ონლაინმაღაზიებში, შეუძლია დაიწყოს საკუთარი ბიზნესი ონლაინ, გახდეს მეწარმე შინიდან გაუსვლელად. ციფრულ ეკონომიკაში აქცენტი ინტელექტტევადი პროდუქტების წარმოებაზეა გადატანილი, რაც დიდ კაპიტალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, პრობლემები წარმოიქმნება როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (გოგორიშვილი, გველესიანი 2018, 95). ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას გააჩნია როგორც სარგებელი, ასევე რისკებიც. სარგებელს ციფრულ დივიდენდებს უწოდებენ. ეს არის: შრომის მწარმოებლურობის ზრდა, კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, პროდუქციის წარმოების ხარჯების შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის და სოციალური უთანასწორობის დაძლევა, ეკონომიკური ზრდა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების რისკებია: პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემა, ადამიანის მონაცემების გამოყენებით მათი ქცევის კონტროლი, შრომის ბაზარზე უმუშევრობის ზრდა (რამდენადაც იზრდება ზოგიერთი პროფესიის და დარგების გაქრობის რისკი) და სხვ. ყველა ქვეყანა ცდილობს ციფრული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას აუწყოს ფეხი. ციფრული ეკონომიკის განვითარების შთამბეჭდავი მაგალითია სინგაპური, სადაც მის განვითარებას ხელს უწყობს ქვეყნის მთავრობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც განუწყვეტლივ ეძებს ინვესტორებს, მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის ციფრულ პლატფორმაზე გადაწყობას შეძლებენ. შესაბამისად, სინგაპურში ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა უმაღლეს დონეზეა. ქვეყნების ციფრული ეკონომიკის განვითარების დონეების შესადარებლად უმსხვილესი ესპანური საბანკო-საფინანსო ჯგუფის BBVA-ს მიერ 2017 წელს ჩატარდა კვლევა (Cámara,Tuesta 2017). აღნიშნული კვლევის მიხედვით, 100 ქვეყნის მაგალითზე შეფასდა ციფრული ინდექსი (DiGiX). DiGiX ინდექსი აფასებს ფაქტორებს, აგენტების ქცევასა და ინსტიტუტებს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას სრულად გამოიყენოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICTS) კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის ამაღლებისათვის. DiGiX ინდექსი გამოითვლება ექვსი მაჩვენებლის მიხედვით: 1. ინფრასტრუქტურა (3G და მეტი სიმძლავრის დაფარვის ინტერნეტი, გამტარუნარიანობა (ბაიტი/წმ), უსაფრთხო ინტერნეტსერვერები); 2. მომხმარებელთა მიერ ინტერნეტის გამოყენება (შინამეურნეობების მიერ ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენება); 3. საწარმოების მიერ ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენება (ბიზნესურთიერთობებში და მომხმარებელთა ურთიერთობისას); 4. ხარჯები (ფიქსირებული ინტერნეტის და სატელეფონო); 5. რეგულირება (კანონები, რომლებიც ეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, პროგრამული დაცულობის დონე, სასამართლო დამოუკიდებლობა, სამართლებრივი სისტემის ეფექტურობა დავის მოგვარებაში); 6. მთავრობის ონლაინსერვისის ინდექსი. თითოეული მაჩვენებელი ცალკე ინდიკატორებად არის დაყოფილი, მაქსიმალური ქულაა 1, ხოლო მინიმალური-0. DiGiX 2016 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ლუქსემბურგს-1, ხოლო მინიმალური ალჟირს-0. მეორე ადგილზე იყო დიდი ბრიტანეთი-0.97, მესამეზე - ჰონგ-კონგი (0.95). შემდეგ მოდის: აშშ (მე-4 ადგილი, 0.92) და ნიდერლანდები (მე-5 ადგილი, 0.90). 0.90-0.70-ის ფარგლებში მერყეობდა 15-ზე მეტი ქვეყანა (იაპონია, სინგაპური, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, ახალი ზელანდია, გერმანია, სამხრეთი კორეა, საფრანგეთი და ა.შ), რომლებიც არიან ლიდერი ქვეყნები და განსაზღვრავენ ტექნოლოგიურ ტენდენციებს მსოფლიოში. საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 0.40 ქულით 62-ე ადგილს იკავებდა და საშუალო დონის ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რეგიონში მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა თურქეთს-0.50 ქულა, ყაზახეთს-0.47, რუსეთის ფედერაციას-0.45, აზერბაიჯანს-0.44 და რუმინეთს-0.43. დაახლოებით ჩვენი დონის მაჩვენებელი ჰქონდა სომხეთს და გაცილებით დაბალი - მოლდოვას-0.33 და უკრაინას-0.22. საქართველო უსწრებდა ევროკავშირის ქვეყნებს: ბულგარეთი-0.33, სერბეთი-0.31 და ალბანეთი-0.26. 2018 წლის მსოფლიო ციფრული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მოცემულია 63 ქვეყანა. საქართველო მათ შორის მოხსენებული არ არის. ციფრული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ტოპ ათეული ასე გამოიყურება: აშშ, სინგაპური, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი, კანადა, ნიდელანდები, დიდი ბრიტანეთი. ბოლო 63-ე ადგილზეა ვენესუელა. ციფრული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მოხვდნენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან: ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ვიშეგრადის ქვეყნები (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი), ასევე მეზობელი თურქეთი. DiGiX ინდექსის გარდა არის ციფრული ეკონომიკისა და სოციალური ინდექსი (DESI). ის ევროკომისიის მიერ შემუშავებული ინდექსია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. ციფრული ეკონომიკისა და სოციალური ინდექსი მაღალია დანიაში, შვედეთში, ფინეთსა და ჰოლანდიაში. შემდეგ მოდის ლუქსემბურგი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია და ესტონეთი. დაბალი ქულები აქვთ რუმინეთს, საბერძნეთსა და იტალიას. განვითარებადი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის საშუალოწლიური ზრდის მაჩვენებელი 18%-ს აღწევს, განვითარებული ქვეყნებისა კი - 8%-ია (ენუქიძე, ბატიაშვილი 2015). მსოფლიოში ციფრული ეკონომიკის „სასწაულების“ შესახებ წარმოდგენას ინტერნეტკომპანიების კაპიტალიზაცია ქმნის, რომელთაგან თითოეულს იმაზე მეტი მოგება გააჩნია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკაა. კერძოდ: Google/Alphabet (ბაზრის კაპიტალიზაცია 510 მლრდ დოლარი), Amazon (341 მლრდ დოლარი), Facebook (340 მლრდ დოლარი), Tancent (206 მლრდ დოლარი), Alibaba (205 მლრდ დოლარი), Priceline (63 მლრდ დოლარი), Uber (63 მლრდ დოლარი), Baidu (62 მლრდ დოლარი), Ant Financial (60 მლრდ დოლარი), Salesforce (ბაზრის კაპიტალიზაცია 57 მლრდ დოლარი) (აბულაძე, 2019). ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებთან ადაპტირებისა და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანის მიზნით, 2018 წლის 1 ივნისს, საქართველოში ციფრული ეკონომიკის ასოციაცია (DEAG) დაფუძნდა. DEAG-ს მკვეთრად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები აქვს, რაც ციფრული ბიზნესკულტურის განვითარებას, ბიზნესგარემოს სტიმულირებასა და მხარდაჭერას, საინვესტიციო პლატფორმის მომზადებას, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას და, ამ მიზნით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობას, ციფრული აქტივებისა და ციფრული ელექტრონული ვალუტების გადახდის საშუალებად დანერგვას, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და სხვა ინოვაციური პროექტების წარდგენას გულისხმობს. სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ქვეყანამ შეიძლება მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს. ამ მხრივ აღსანიშნავია2016 წლის 22 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონი ინოვაციების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა, სხვა ქვეყნებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების შეღწევა მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. ამ თვალსაზრისით, დღეს კიდევ უფრო იზრდება მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის (ტექნოლოგიური პარკი) დატვირთვა, რომელმაც უნდა შექმნას ერთიანი ეკოსისტემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების განვითარებას. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ტექნოლოგიური პარკი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება უზრუნველყოს, საქართველოში დაფუძნდეს უცხოური მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები და დამატებით მოზიდულ იქნეს უცხოური ინვესტიციები. ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რაც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ინოვაციური პოტენციალის გაზრდა პირდაპირ კავშირშია დამწყები მეწარმეობის განვითარებასთან. სააგენტომ დააარსა ტექნოლოგიური პარკი, რომელიც მოიცავს მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ერთობლივ სამუშაო სივრცეებს, რეკრეაციულ ზონას. ინოვაციების სააგენტო ადრეულ სტადიაზე მყოფ სტარტაპკომპანიებს უჭერს მხარს, რომელთა წილი ქართულ ეკონომიკაში დღეისათვის ერთობ დაბალია. თუმცა, ის ტენდენცია, რომელიც მიმდინარეობს და მოიცავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას ინოვაციების ეკოსისტემაში, უზრუნველყოფს დამატებითი ეკონომიკური ბენეფიტის მოტანას მთელი ქვეყნისთვის, რაც არაერთ წარმატებულ ქვეყანაში სწორედ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებამ უზრუნველყო (ერქომაიშვილი 2019, 52). ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2018 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში, 17 სტარტაპი დააფინანსა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამამ ჯამში 1,632,896.12 ლარი შეადგინა. 5 000 ლარამდე მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში 31 კომპანია, ჯამში 97 ბენეფიციარი დაფინანსდა. ყველა დაფინანსებული სტარტაპი 100%-ით აკმაყოფილებს ინოვაციურობის და მასშტაბურობის (მათ შორის გლობალურ ბაზარზე) კრიტერიუმებს. ინოვაციების სააგენტოს აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 2018 წლის მეორე ნახევარში, როდესაც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, როგორც სატრენინგო, ასევე დაფინანსების მიმართულებით. საქართველოს შეემატა თელავის ტექნოპარკი, ახმეტის და რუხის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ინოვაციების ცენტრები. გარდა ამისა, გადაიდგა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საქართველოში ენჯელინვესტორთა (ადამიანები, რომლებიც პირველად დაფინანსებას აძლევენ სტარტაპს) გაძლიერების და წახალისების მიმართულებით. 2019 წლის განმავლობაში ინოვაციების სააგენტოს სტრატეგია მიმართული იქნება კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში. ინოვაციების სააგენტოს ყველა შემდგომი პროექტი მიმართულია კერძო ინვესტიციების მაქსიმალურ წახალისებაზე. ასევე იგეგმება რეგიონული ინოვაციების ცენტრებში აქტივობის მაქსიმალური ზრდა, რათა მთელი ქვეყნის ოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში. ტექნოპარკთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ - საქართველოც”, რომელიც სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნესწინადადება აქვს და მისი განხორციელებისთვის საწყისი დაფინანსება სჭირდება. მას აქვს როგორც ინოვაციური, ასევე მაღალტექნოლოგიური კომპონენტი (ხელოვნური ინტელექტი, ნანო და ინფორმაციული ტექნოლოგიები, რობოტიკა და ა.შ). პროგრამა - „სტარტაპ-საქართველო“, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. სახელმწიფო პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა დამწყები ბიზნესების ინოვაციურ იდეებს, ის სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს: დაფინანსებას, საგადასახადო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას, ასევე, შესაბამისი განათლების ხელშეწყობას. პროექტის კოორდინატორები არიან „საპარტნიორო ფონდი“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. სააგენტო აფინანსებს მხოლოდ უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებს, ხოლო საპარტნიორო ფონდი - ინოვაციურ პროექტებს. მთლიანად პროგრამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყო 11 მლნ ლარი, რაც შემდეგ 35 მლნ ლარამდე გაიზარდა. მაღალტექნოლოგიური პროექტების შემთხვევაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივ საწარმოში პარტნიორად რჩება არაუმეტეს 7 წლის ვადით და არ ერევა სტარტაპის მმართველობაში. ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა გამარჯვებულმა სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება პირადი ქონებით უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. უზრუნველყოფა შემოიფარგლა მხოლოდ პროექტის ფარგლებში შექმნილი აქტივებით. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს, ქოუჩინგს, მენტორინგს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის. ვენჩურული საინვესტიციო პროექტი განკუთვნილია მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებისთვის, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. დასკვნა ყოველივე აღნიშნულიდან ცხადია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარ სტრატეგიად უნდა იქცეს ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრირება გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებში. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა უნდა მოხდეს ყველა შესაძლო სექტორში, სხვაგვარად ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი გახდება. უნდა ამაღლდეს ციფრული სამეწარმეო კულტურა და ის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად იქცეს. საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია: ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. დღეისათვის ერთობ დაბალია ტექნოლოგიების ზრდისა და ათვისების პროცესი; სახელმწიფომ, ბიზნესსა და სამეცნიერო სექტორთან თანამშრომლობით უნდა შექმნას ციფრული გარემოს განვითარებისა და რეგულირების საკანონმდებლო ბაზა, ხელი შეუწყოს ინტერნეტკომპანიების წარმოქმნას და ინტერნეტბაზრის სტიმულირებას; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამაღლდეს ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა; ყურადღება უნდა გამახვილდეს შემეცნებითი პრობლემების გადაჭრის უნარებზე; უახლესი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებისათვის ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები; უნდა მოხდეს ერთიან ციფრულ ბაზარში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ლიტერატურა:
https://www.slideshare.net/wearesocial/digital-in-2018-global-overview-86860338;
|