Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Maia Sanikidze ∘ Directions and Outcomes of State Support for Small and Medium Business Development Small and Medium Business (SME) is a substantial and integral component of market economy. They are job creators and key factors facilitating the development of export industry, innovations and entrepreneurship culture as well as SMEs play an important role in the growth of welfare of the country. The goal of specified article is: • To analyze the supporting mechanisms for SMEs in developed countries as well as in Georgia; • To identify SME’s development trends caused by these supporting mechanisms; • To define whether existed demand for business supporting service in Georgia is consistent with supply or not. Keywords: Small and medium business; government supported programs; technopark; financial aid. JEL Codes: M13, M20, M21 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის მიმართულებები და შედეგები მცირე და საშუალო ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის არსებითი და განუყოფელი ნაწილია. მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნაში სამუშაო ადგილების შექმნაში, ხელი შეუწყოს ექსპორტის, ინოვაციების, სამეწარმეო კულტურის განვითარებას და ამავე დროს განსაკუთრებული როლი შეასრულოს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. წარმოდგენილ სტატიაში გაანალიზებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები განვითარებულ ქვეყნებსა და საქართველოში, დახასიათებულია ამ ხელშემწყობი მექანიზმების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, არის თუ არა საქართველოში მცირე ბიზნესის დახმარების სერვისებზე არსებული მოთხოვნა თანხვედრაში მიწოდებასთან. საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო ბიზნესი; სახელმწიფოს დახმარების პროგრამები; ტექნოპარკი; ფინანსური დახმარება. განვითარებულ ქვეყნებში მცირე ბიზნესი მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს, რომელთა შორისაა: დასაქმების უზრუნველყოფა, კონკურენტული გარემოს ფორმირება, სოციალური უთანასწორობის შერბილება და სხვ. ისტორიულად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მცირე ბიზნესი იყო ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი. ამასთან, როგორც წესი, მცირე ბიზნესის განვითარებას განაპირობებს სახელმწიფო მხარდაჭერა. ასე მაგალითად, აშშ-ში სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი ორგანოა მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციებია: მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა; დახმარება სახელმწიფო შეკვეთების მისაღებად; კონსალტინგური დახმარება; სამმართველო გადაწყვეტილებების მიღებისას დახმარება; ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ. «მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას“ ფილიალები აქვს აშშ-ის თითქმის ყველა რეგიონში. გარდა «მცირე ბიზნესის ადმიekonomika da biznesi, 2018, #2, gv. 88-99 ECONOMICS AND BUSINESS, 2018, #2, pp. 88-99 89 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის მიმართულებები ... ნისტრაციისა“, აშშ-ში ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციები, რომელთა მთავარი ფუნქციაა მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სექტორის განვითარების ხელშეწყობა. იაპონიაში მცირე ბიზნესის დახმარების ძირითადი პროგრამები მოიცავს: შეღავათიან კრედიტს და საკრედიტო გარანტიებს; შეღავათიან გადასახადებს; მცირე ფირმებისათვის კადრების მომზადებას; სუბსიდირებას; ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან იაპონიის მთავრობამ ჩამოაყალიბა სადაზღვევო კორპორაცია მცირე და საშუალო საწარმოთა დაზღვევის მიზნით. ჩინეთში, ისევე როგორც იაპონიაში, მცირე და საშუალო ბიზნესი ხშირად ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმინის მიმართულებით საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ჩინეთის მთავრობა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მცირე ბიზნესის დახმარების ყველაზე აქტიური ორგანოა ბიზნესის კოორდინაციისა და კოოპერაციის ჩინური ცენტრი. მისი ფუნქციებია: მცირე ბიზნესის პრობლემების გამოკვლევა; ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მცირე ბიზნესის დახმარების კომპლექსური სისტემის შემუშავება; ბაზრობების, გამოფენებისა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება მცირე ფირმებისათვის. დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო დახმარება გულისხმობს კონსულტაციების გაწევას მცირე ფირმებისათვის, ფინანსური დახმარებას, მცირე ფირმების საექსპორტო პოტენციალის წახალისებას და სხვ. ევროკავშირში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა პორტალი European enterise Network , რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია ამა თუ იმ დარგის განვითარების შესახებ, დაფინანსების წყაროების, ახალი ტექნოლოგიების, შუამავალი კომპანიების შესახებ [1]. ედინბურგის ჯგუფის კვლევების მიხედვით, კითხვაზე - რა მიმართულებით უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს, რესპონდენტთა 14% გადასახადების შემცირებას მოითხოვს, 13% - დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას, 12%-ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, 11% - კონკურენტუნარიანობისათვის ხელშეწყობას, 6% -სხვა ქვეყნის მთავრობებთან მოლაპარაკებებს მათ სასარგებლოდ და ა.შ. კითხვაზე - რა არის ყველაზე დიდი პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. გამოკითხულთა 22%-მა ეკონომიკური გაურკვევლობა დაასახელა, 12%-მა - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, 12%-მა- მათ პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასების დაწევის ზეწოლა, 8%-მა მათ პორდუქციაზე და მომსახურებაზე ნაკლები მოთხოვნის არსებობა, 3%-მა პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნების სირთულე და ა.შ. [2]. სახელმწიფოს მხარდაჭერა განაპირობებს იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ( იხ. ცხრილი 1) მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში 2016 წელს [ 3] ცხრილი 1
საქართველოში არსებულ რეალობას თუ გადავხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 67% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდა, მშპ-ში მისი წილი არ აღემატებოდა 20%-ს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2014 წლამდე არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკა. მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის, განვითარების და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, 2014 წლის თებერვალში შეიქმნა ორი უწყება - მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მეწარმეობის განვითარების სააგენტო წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების ერთადერთ მაკოორდინებელ სტრუქტურას საქართველოში. სააგენტოს ძირითადი მიზნებია: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა; თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების მხარდაჭერა; საქონლისა და მომსახურების ექსპროტის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და ა.შ. სააგენტოს მთავარი ფუნქციებია: ბიზნესის მხარდჭერა DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში; სხვადასხვა სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მეწარმეთათვის მიწოდება; მეწარმეთა დახმარების გაწევა ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარების მიზნით; მეწარმეთა დახმარება დონორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სხვადასხვა სქემის გამოყენებით; საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგის პროცესში დახმარება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი ძირითადი უწყებაა. სააგენტოს მთავარი მიზნებია: ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია; ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების სტიმულირება, მათი კომერციალიზაციის და გამოყენების ხელშეწყობა; ინოვაციური დამწყები კომპანიების (start-up) ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა; სამეცნიერო და ბიზნეს-წრეებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა; მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარებისა და მისი გამოყენების ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა და ა.შ. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ახალი კონკურენტული ინდუსტრიების შექმნის და ასევე არსებულის გაფართოვების მიზნით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“. პროგრმას ახორციელებენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ები -მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორს სსიპ- სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროგრამაში ჩართვის პირობები: საბოლოო პროდუქტი უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში. სესხის მოცულობის არანაკლებ 80% უნდა მოხმარდეს ძირითადი საშუალებების შეძენას. ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში უნდა მოხდეს წარმოების დაწყება კრედიტის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში. არსებული საწარმოს შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა მოხდეს კრედიტის/ ლიზინგის საგნის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში [4]. პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებია: სამშენებლო მასალები, მანქანათმშენებლობა, რეზინა და პლასტმასი, ქაღალდი და მუყაო, საფეიქრო წარმოება, ფარმაცევტიკა, ხის დამუშავება, ელმოწყობილობები, საკვები პროდუქტები, ლითონის ნაწარმი, მინერალური წყალი, მინერალური პროდუქტები, ქიმიური წარმოება. პროგრამა ფინანსური დახმარების ფარგლებში ითვალისწინებს ბანკის მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას არაუმეტეს 10%-ით ლარში გაცემულ სესხზე პირველი 24 თვის განმავლობაში. 2015 წლიდან დაიწყო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება ითვალისწინებს ორ კომპონენტს - ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ფინანსური დახმარება გულისხმობს თანადაფინანსებას ერთ მეწარმე სუბიექტზე - 5000 ლარი, ორზე- 10000 და სამზე- 15000ლარის ოდენობით. ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, ბიზნესგეგმის შედგენის ტრენინგი, ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე, არ არის საჯარო მოხელე, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრის თანამონაწილეობას; აცხადებს მზაობას ბიზნეს-გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ პირად, რომლესაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ «ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, ტექნოპარკი, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საწარმოები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზრებზე. ტექნოპარკი უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და განვითარების პერსპექტივასთან. ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს კონსულტაციებს იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებამდე. ტექნოლოგიური პარკის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომელთა მთავარი ამოცანაა მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა - დანერგვა. ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომ რესურსებს. ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში. ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში [5]. ტექნოპარკი მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებს და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, პარკის ტერიტორიაზე მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ -ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (FabLab), საერთო სამუშაო სივრცე (co-working), საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რაც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში განათავსა საკონსულტაციო კომპანიების - „საქპატენტი“, „დელოიტი“, ..მართვის აკადემია“ ოფისები, რომლებიც სტარტაპებს მომსახურებას უწევენ სხვადასხვა მიმართულებით. „საქპატენტი“ უზრუნველყოფს სტარტაპერების კონსულტაციებს საკუთრების დაცვის საკითხებში. „დელოტი“- ეხმარება ინოვატორებს ფინანსური საკითხების დაგეგმვასა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში. «მართვის აკადემია“ სტარტაპებს უწევს კონსულტაციას მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ფუნქციონირებს 22 ფაბლაბი (FabLab). არსებული ფაბლაბები, როგორც თბილისში ასევე რეგიონების მასშტაბით, აღჭურვილია ზუსტად იმ აპარატურული ციკლებით რომლის ანალოგებიც არის მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია ულტრათანამედროვე აპარატურას სთავაზობს მომხმარებელს, 3D პროგრამირებადი დანადგარი საშუალებას აძლევს ინოვატორებს შექმნან საკუთარი გამოგონების პირველადი მუშა პროტოტიპები. დანადგარი, პოლიმერული მასალისაგან, შეცხელება-შეწებების მეთოდით ქმნის ნებისმიერი სირთულის, 100%-იანი სიზუსტით შესრულებულ ნივთს. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა 2016 წლის ივნისიდან - „სტარტაპ საქართველო“. პროექტის კოორდიანტორებია საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. დაფინანსება ხდება მხოლოდ უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებზე. მთლიანად პროგრამისათვის საწყის ეტაპზე გამოიყო 11 მლნ ლარი, რაც შემდეგ 35 მლნ ლარამდე გაიზარდა. მაღალტექნოლოგიურ იდეად ითვლება: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, კომპიუტერული ინჟინერია, ბირთვული ფიზიკა და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საინტერესოა, როგორია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები და მოახდინა თუ არა მასზე გავლენა ახლადშექმნილმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა ინსტიტუტებმა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით 2017 წელს, პროდუქციის გამოშვება 23,553,6 მლნ ლარიდან 37,024,9 მლნ ლარამდეა გაზრდილი, ანუ 36.3 %-ით. აქედან საშუალო საწამოთა წარმოება გაიზარდა 5,998,7 მლნ ლარიდან 9,178,9 მლნ ლარამდე, ანუ 34,6 % -ით, ხოლო მცირე საწარმოთა წილი გაიზარდა 7,187,5 მლნ ლარიდან 12,563,0 მლნ ლარამდე ანუ 42.7 %-ით. (იხ. ცხრილი 2) პროდუქციის გამოშვება საქართველოს საწარმოთა ზომის მიხედვით (მლნ ლარი) 2013-2017 წლები [6] ცხრილი 2
თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მცირდება გამოშვებული პროდუქციის მოცულობაში მსხვილ და საშუალო საწარმოთა წილი. თუ 2013 წელს მსხვილი საწარმოების წილი გამოშვებული პროდქციის სერთო მოცულობაში 44%-ს შეადგენდა მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი მცირდება და 2017 წლისათვის 41,2%ს აღწევს. წარმოების საერთო მოცულობაში ასევე შემცირდა საშუალო საწარმოთა წილიც - 25,4%-იდან 24,8%-მდე. ზრდის ტენდენციით მხოლოდ მცირე საწარმოები ხასიათდებიან - მათი წილი პროდუქციის წარმოების საერთო მოცულობაში 30,6%იდან გაიზარდა 34%-მდე. მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ეს სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებამ გამოიწვია საკმაოდ რთულია. ქმედებამ გამოიწვია საკმაოდ რთულია. საინტერესოა, წარმოებული პროდუქციის მოცულობის ზრდა როგორ აისახა დასაქმებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა წილი აჭარბებს მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობას. ვინაიდან წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობაში მცირე საწარმოთა მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა იზრდებოდა, ხოლო მცირე საწარმოებში დასაქმებულია მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი დასაქმებაც უნდა გაზრდილიყო, ვნახოთ რას გვიჩვენებს ამ მხრივ ოფიციალური სტატისტიკა (იხ. ცხრილი 3). დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით 2013-2017 წლებში [6] ცხრილი 3
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პრიდუქციის გამოშვების ზრდისა 2017 წელს შემცირდა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, და ზრდის ტენდენცია, რომელიც 2013 წლიდან აღინიშნებოდა სამწუხაროდ 2017 წელს ვეღარ დაფიქსირდა. საინტერესოა ისიც, რომ დასაქმებულთა ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა მსხვილ და საშუალო ბიზნესში, ანუ დასაქმების საერთო დონის შემცირება სწორედ მცირე ბიზნესში დასაქმების შემცირებამ გამოიწვია. სტატისტიკის მიხედვით, მსხვილ საწარმოებში დსაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში იზრდებოდა 2013 წლიდან 2014 წლამდე, სანაცვლოდ ამ პერიოდში მცირდებოდა დასაქმებულთა წილი მცირე და საშუალო საწარმოებში. 2014 წელს დაფიქსირდა მცირე საწარმოში დასაქმებულთ წილი 47,2 %, რაც მაქსიმალურია 2013-2017 წლების მაჩვენებლების მიხედვით. 2015 წლიდან კი იწყება მცირე საწარმოებში დასაქმებულთა წილის შემცირების ტენდენცია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო პროგრამები მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით 2014 წლიდან გადავიდა აქტიურ ფაზაში და მას წესით უნდა გამოეწვია მცირე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, სტატისტკა ამაზე ნამდვილად არ მეტყველებს. საინტერესოა, სახელმწიფოს მხარდამჭერი ინსტიტუტების მიერ რამდენი ბენეფიციარი დაფინანსდა, რამდენი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა და როგორია განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა რეგიონული და დარგობრივი ჭრილით. ამჯერად ყურადღებას მხოლოდ ერთ პროექტზე -»აწარმოე საქართველოში“ და მის ანალიზზე შევაჩერებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს- «აწარმოე საქართველოში“ პროექტის 2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, დაფინანსებულ ბენეფიაციართა რაოდენობამ შეადგენს, წარმოების სფეროში 200-ს, სასტუმროები- 35-ს და სოფლის მეურნეობაში- 14 ბენეფიაციარს. სულ 249 ბენეფიციარი. ინვესტიციის საერთო მოცულობამ შეადგინა 673,318,862 ლარი და დასაქმდა 10,510 ადამიანი. (იხ. ცხრილი 4). სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარ კომპანიათა რაოდენობა კომპონენტების მიხედვით [6] ცხრილი 4
აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული საწარმოებიდან, 129 უკვე არსებული საწარმო იყო და მოხდა მათი გაფართოვება. ხოლო 120 ახლი საწარმოა. 2015 წლიდან დაწყებული, ახალი პროგრამის - მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში დამტკიცებული პროექტის რაოდენობა 2015-2016 წლებში შეადგენს 3204 პროექტს. აქედან არსებული საწარმოა 1545, ხოლო ახალი - 1659. ამ პროექტებზე სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხის ოდენობამ კი შეადგინა 22,949,474 ლარი, დასაქმდა 8000-მდე ადამიანი. რეგიონებში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიკრო და მცირე გრანტის სახით დამტკიცეებული პროექტების 30% მოდის სოფლის მეურნეობის პირველად და გადამამიშავებელ საწარმოებზე, 22% - მომსახურების სფეროზე, 12% უშუალოს წარმოების სფეროზე, 11% -კვების მრეწველობაზე, 15% - სასტუმროებზე, 5% - საფეიქრო/სამკერვალო მრეწველობაზე და სხვ. (იხ. ცხრილი 5). გაცემული მიკროგრანტები დაფინანსებული სფეროების მიხედვით 2015-2016 წლები [6] ცხრილი 5
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით კი, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსადა 165 ახალი საწარმო და გაძლიერდა 104 საწარმო. 165 ახალი საწარმოდან ღვინის წარმოებაა 20, მეფრინველეობის პირველადი საწარმო-14 მესაქონლეობა - 16, სასათბურე მეურნეობა - 11, პროდუქციის შენახვის საწყობი - 22, თხილის გადამუშავება -11, რძის გადამამუშავებელი საწარმო - 10 ხილის გადამამუშავებელი საწარმო - 12 და სხვ. დაფინანსებული რეგიონებიდან 35% კახეთზე მოდის, 13% სამეგრელოზე, 12% ქვემო ქართლზე, 12% შიდა ქართლზე და ა.შ. ყველაზე ნაკლებად პროექტში ჩართული რეგიონია რაჭა. იქ მხოლოდ ერთი საწარმო დაფინანსდა ამ პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში გაძლიერებულ საწარმოებს, 8 საწარმოა მხოლოდ გადამამუშავებელი, დანარჩენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მეცხვარეოაბა, მეთევზეობის პირველადი საწარმოებია. დაფინანსებული რეგიონების მიხედვით კი 50% კახეთის რეგიონზე მოდის, ბოლო ადგილზე კი აჭარაა 1 დაფინანსებული საწარმოთი. [წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო]. პროგრამა- „აწარმოე საქართველოში“, შედეგების შეფასება არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია. თვით სამინისტროებიც კი არ ფლობენ სრულ ინფორმაციას თუ რა შედეგები მოიტანა ან მომავალში შეიძლება მივიღოთ აღნიშნული პროგრამიდან. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, უცნობია რა რაოდენობის კომპანია აგრძელებს მუშაობას დღეისათვის, რამდენი სამუშაო ადგილია კვლავ აქტიური, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. არ არსებობს მონაცემები თუ რომელ სფეროში რა შედეგებს გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების მიმართვა. ასე, მაგალითად რა ღირებულების პროდუქციას ქმნის ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები. უცნობია შექმნილი 20000 ამდე სამუშაო ადგილიდან, რამდენია კვლავ აქტიური. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში ყოველი 10 სტარტაპიდან 8-9 პირველივე წელსვე კოტრდება. ქართულ პრაქტიკაში ბიზნესის განვითარება უფრო რთულია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად გამოდის, რომ შექმნილი სამუშაო ადგილებიდან დღეისათვის 2, მაქსიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი თუ შემორჩა. მიუხედავად იმისა, რომ «აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაინც საკმაოდ დაბალია. სსიპ „აწარმოე საქართველოში“, სათავო ოფისი თბილისშია განთავსებული. რეგიონებში მას წარმომადგენლობები არა ჰყავს. თუმცა, რეგიონებში წარმომადგენლები ჰყავს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, და როგორც სსიპ-ში «აწარმოე საქართველოში“ განაცხადეს, ისინი ურთიერთთანამშრომლობენ და იმ პროექტებს, რომლებიც არ ჯდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფუნქციებში, მათთან ამისამართებენ. სამწუხაროა ასევე ისიც, რომ არცერთი ზემოთ აღნიშნული სააგენტო არ აღრიცხავს რომელ სფეროში რა თანაინვესტირებაა საშუალოდ საჭირო ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და რომელ სფეროში უფრო სტაბილურია დასაქმება. უცნობია რომელი მიმართულებით უფრო ხარჯეფექტურია სახემლწიფო ფინანსების მიმართვა. რომელ სფეროში ჯობია დაფინანსების გააქტიურება, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის , სასტუმროების თუ სხვა. ასევე არაა ცნობილი რომელი ტიპის დახმარებას მოაქვს უკეთესი შედეგი, თანადაფინანსებას, თუ გრანტებს. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა მაინც დადებით როლს ასრულებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. დასკვნის მაგიერ მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული რესპონდენტებიდან 92%-ს სურს იყოს თვითდასაქმებული და ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი [7]. სურვილი ერთია, მაგრამ შესაძლებლობა მეორე. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ «ინტელექტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულ რესპონდენტთა 95%-მა აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა, რაც ხელს უშლის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში, ესაა: შემოსავლების სიმცირე, ფინანსური რესურსებისადმი წვდომის დეფიციტი, რეალიზაციის ბაზრების არარსებობა [8]. ევროკომისიის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% თვლის, რომ რთულია ბიზნესის დაწყება ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, 51%-ს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია როგორ დაიწყოს ბიზნესი [9]. როგორც კვლევებიდან ჩანს, საქართველოში სურვილი იმისა, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ, ძალიან მაღალია, საკმაოდ მარტივია საკუთარი ბიზნესის დარეგისტრირებაც, ბიზნესის დასაწყებად საჭირო აუცილებელი იურიდიული პროცედურების მოგვარებას საქართველოში ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ბიზნესის დაწყება ადვილია, მაგრამ გაგრძელებაა ძალიან ძნელი. კვლევების მიხედვით, პირველ პრობლემად სწორედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სახელდება. გარკვეულწილად ეს პრობლემა შეამსუბუქა პროგრამამ - „აწარმოე საქართველოში“. თუმცა, პრობლემად რჩება ბიზნესის შემდგომი მართვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით მეწარმეთა მოუმზადებლობა. საჭიროა მცირე მეწარმეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ „შუამავალი“ ორგანიზაციების შესახებ, განსაკუთრებით რეგიონში. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა გაყიდვის ორგანიზიზაციაც. მათ, როგორც წესი, არ მიუწვდებათ ხელი სადისტრიბუციო სისტემაზე, არ ფლობენ შესაბამი მარკეტინგულ და გაყიდვასთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის დახმარების სერვისებზე არსებული მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს მიწოდებას. ამიტომ, აუცილებელია რეგიონებში შეიქმნას სპეციალიზებული კონკრეტული დარგების განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესინკუბატორები, კონსალტინგური ფირმები, გაყიდვის კომპანიები, რათა ხელი შეეწყოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ხომ ლოკალური მატერიალური და შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაა. ლიტერატურა: 1. Финк Т. А. Малый и средний бизнес: зарубежный опыт развития / https://moluch.ru/ archive/. 2. Growing the global economy through SMEs http://www.edinburgh-group.org/media/.] 3. https://repetitora.com/razvitie-malogo-i-srednego-biznesa-v-rossii-i-zarubezhnyh-stranah 4. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ http://enterprisegeorgia.gov.ge/ 5. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. http://techpark.ge/ 6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურ http://geostat.ge 8. აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა 2012 -2022 წლები მომზადებული ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი «ინტელექტის“მიერ http://www. intellect.org.ge] 9. Report of the Expert Group. Think Small First – Considering SME interests in policy-making http://ec.europa.eu/] |