Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Merab Jikia ∘ The Issues of Financial Risks Analysis The article analyzes the types of financial risks and focuses on the interrelation and conditions of profit (income) and risk in the process of financial decisions. At the conceptual level, the risk is shown as the key component of the investment value. In this aspect, the risk category is characterized as a highly complex and multi-aspect category whose reasonable use in the process of business is the prerequisite of business efficiency. Keywords: Risks; Investment; Financial Instruments; Credit Risk; Currency Risk; Economic Risk; Purchasing Power Parity; Exchange Rate; Interest Risk. ფინანსური რისკების ანალიზის აქტუალური საკითხი „კაცმა დღეში ერთხელ მაინც უნდა დადო სანაძლეო,თორემ შეიძლება გაგიმართლოს და ამის შესახებ ვერც კი გაიგო“ ჯიმი ჯონსი ბევრმა შეგნებულმა ადამიანმა და, მითუმეტეს, ინვესტორმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი საინტერესო ფინანსური გადაწყვეტილება დაკავშირებულია არა მხოლოდ მოგებასთან, არამედ რისკებთანაც. თავისი ბუნებით ინვესტირება წარმოადგენს განსაზღვრული თანხის დაბანდებას დღეს, მომავალში განუსაზღვრელი თანხის მიღების მოლოდინით. იმისათვის, რომ ფულადი ნაკადების დისკონტირების მეთოდებმა მოგვცეს სარგებელი ინვესტიციების შეფასებისას, ის უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ მოგებას, არამედ რისკებსაც. ორივე აღნიშნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოყენებით დონეზე რისკი ართულებს რელევანტური ფულადი ნაკადების განსაზღვრას, მაგრამ ამასთან მთავარია ის, რომ კონცეპტუალურ დონეზე რისკი თავისთავად წარმოადგენს საინვესტიციო ღირებულების უმთავრეს შემადგენელს, ე.ი. თუ ორი ინვესტიცია გვპირდება ერთი და იმავე მოგებას, მაგრამ განსხვავებული რისკის ხარისხით, უმრავლესობა უპირატესობას მიანიჭებს ნაკლებად რისკიან ვარიანტს. ეკონომიკურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ არ ვართ კეთილად განწყობილი რისკების მიმართ, რის შედეგადაც რისკი ამცირებს საინვესტიციო ღირებულებას. სწორედ ამ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული სტატიაში. საკვანძო სიტყვები: რისკები, ინვესტიცია, ფინანსური ინსტრუმენტები, საკრედიტო რისკი, სავალუტო რისკი, ეკონომიკური რისკი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტი, ვალუტის კურსი, საპროცენტო რისკი. რისკებისა და შემოსავლიანობის თანაფარდობაადამიანების და კორპორაციების ცუდი განწყობილება რისკების მიმართ განსაზღვრავს საინვესტიციო რისკებისა და ინვესტიციების შემოსავლიანობის (რენტაბელობის) ზოგად მოდელს, რაც წარმოდგენილია სქემაზე. სქემიდან ჩანს, რომ დაბალი რისკის შემცველი ინვესტიციებიდან (მაგალითად, სახელმწიფო ობლიგაციები) მოსალოდნელი შემოსავლიანობა საკმაოდ მოკრძალებულია, მაგრამ რისკის ზრდასთან ერთად ისიც ასევე უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვწერთ „უნდა“-ს იმიტომ, რომ რისკებისა და შემოსავლიანობის თანაფარდობის წარმოდგენილი მოდელი კარგია თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში ყოველთვის არ ხდება მისი რეალიზება. თუ ინვესტიციები მაღალი რისკით ასევე არ გვპირდება მაღალ შემოსავლიანობას, მაშინ ასეთი რისკის მიმართ არაკეთილად განწყობილი ინვესტორები თავს შეიკავებენ მისი განხორციელებისაგან. აღნიშნული კომპრომისი რისკებსა და შემოსავლიანობას შორის საფუძვლად უდევს ფინანსურ მენეჯმენტს. ბოლო 50 წლის კვლევებმა დაადასტურეს, რომ მხოლოდ იდეალურ შემთხვევებში, თანაფარდობა რისკებსა და შემოსავლიანობას შორის შეიძლება წარმოადგენდეს სწორ ხაზს, როგორც ეს წარმოდგენილია სქემაზე. ამ წრფეს უწოდებენ საბაზრო ხაზს (წრფეს) და ასახავს რისკებისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის კომბინაციას, რაც შესაძლებელია ეფექტიანი ეკონომიკის პირობებში [1]. მოცემულ მომენტში ჩვენ ბაზრის ხაზი არ უნდა გვაინტერესებდეს. მთავარია იმის გაგება, რომ ჩვენთვის ცნობილიც რომ იყოს შემოსავლიანობა ამა თუ იმ ინვესტიციიდან, ეს მაინც საკმარისი არ იქნება მისი ღირებულების შესაფასებლად. ინვესტიციის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს რისკებსა და შემოსავლიანობას შორის თანაფარდობას. ამიტომ, საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებისას უნდა გავარკვიოთ არა შემოსავლიანობის ნორმა, არამედ ეს შემოსავალი გაამართლებს თუ არა რისკს. სქემაზე ნაჩვენები და ინვესტიციები ადასტურებს აღნიშნულს. მიუხედავად დაბალი, უფრო მოკრძალებული შემოსავლიანობისა, ინვესტიცია იმყოფება ბაზრის ხაზის ზემოთ, ე.ი. ის თავისი რისკების გათვალისწინებით გვპირდება უფრო მაღალ შემოსავალს. რაც შეეხება ინვესტიციას, ის იმყოფება ბაზრის ხაზის ქვემოთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს სხვა ვარიანტები, რაც იძლევა უფრო მაღალ შემოსავლიანობას იმავე ხარისხის რისკის პირობებში. მაშასადამე, რისკის კატეგორია საკმაოდ რთული და მრავალასპექტიანია. სწორედ ამიტომაა, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში მოყვანილია მისი მრავალი სახეობის განმარტება. რისკის ქვეშ ჩვეულებრივ გულისხმობენ დანაკარგების საფრთხეს, პოტენციურ ზარალს, არასასურველი მოვლენების დადგომის ალბათობას და შესაძლებლობას [3]. რისკი არის სასურველი და არასასურველი შედეგების ალბათობა, რაც შეიძლება დადგეს გაურკვევლობების პირობებში ალტერნატიული გადაწყვეტილების რეალიზაციისას. როგორც წესი, დღეისათვის საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა გააშუქონ ინფორმაცია, რომელიც ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეაფასოს ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი იმ რისკების ბუნება და დონე, რაც საწარმოზე გავლენას ახდენდა საანგარიშგებო პერიოდში. ფინანსური ანგარიშგების მე-7 საერთაშორისო სტანდარტში მოცემულ განმარტებებში, აქცენტი გადატანილია ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილ რისკებს და იმაზე თუ როგორ განხორციელდა ამ რისკების მართვა. ეს რისკები, როგორც წესი, მოიცავს საკრედიტო რისკს, ლიკვიდობის რისკსა და საბაზრო რისკს, მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლება [5]. რაოდენობრივ ინფორმაციასთან დაკავშირებული ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნება მომხმარებლებს ამ ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას აძლევს და, მაშასადამე, მომხმარებლები შეძლებენ ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოქმნილი რისკების ხასიათისა და დონის შესახებ საერთო წარმოდგენის შექმნას. ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის ურთიერთქმედება ხელს უწყობს ისეთი ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლებისათვის, რაც მათ საწარმოს რისკების შეფასების საშუალებას მისცემს. ხარისხობრივი ინფორმაციის განმარტება: ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი რისკების თითოეული კატეგორიისათვის საწარმომ შენიშვნებში უნდა გააშუქოს ინფორმაცია: ა) რისკის წარმოშობისა და საწარმოზე მისი გავლენის შესახებ; ბ) რისკის მართვის მიზნების, პოლიტიკის, პროცედურებისა და რისკის შესა- ფასებლად გამოყენებული მეთოდების შესახებ; გ) (ა) და (ბ)-ში მომხდარი ცვლილებები წინა პერიოდის შემდეგ. რაოდენობრივი ინფორმაციის განმარტება: ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი რისკების თითოეული კატეგორიისათვის საწარმომ უნდა წარმოადგინოს: ა) რაოდენობრივი მონაცემების მოკლე მიმოხილვა, რაც ეხება საანგარიშგებო თარიღისათვის საწარმოზე ამ რისკის გავლენას. აღნიშნული განმარტებები უნდა ეყრდნობოდეს იმავე ინფორმაციას, რომელიც საწარმოში მიეწოდება უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პერსონალს. მაგალითად, საწარმოს დირექტორთა საბჭოს ან მთავარ აღმასრულებელ პირს; ბ) ფინანსური ანგარიშგების მე-7 საერთაშორისო სტანდარტით მოთხოვნილი ინფორმაცია (საკრედიტო რისკი, ლიკვიდობის რისკი და საბაზრო რისკი) ისეთი დონით, რომელიც ნაჩვენები არ არის (ა) პუნქტის მიხედვით; გ) რისკების კონცენტრაცია, თუ ეს არ ჩანს (ა) და (ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციიდან. თუ საანგარიშგებო თარიღის მდგომარეობით წარმოდგენილი რაოდენობრივი მონაცემები არ ასახავს საწარმოზე რისკის გავლენის იმავე ხარისხს, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშგებო პერიოდის მანძილზე, საწარმომ დამატებით უნდა წარმოადგინოს სხვა რეპრეზენტაციული ინფორმაცია [5]. ამასთან ერთად, ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი რისკების თითოეული კატეგორიისათვის საწარმომ უნდა წარმოადგინოს: I. საკრედიტო რისკი: რისკი იმისა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მეორე მხარის ფინანსურ ზარალს. ფინანსური ინსტრუმენტების თითოეული კატეგორიისათვის საწარმომ უნდა აჩვენოს: ა) თანხა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს საკრედიტო რისკის მაქსიმალურ გავლენას საწარმოზე საანგარიშგებო თარიღისათვის, საწარმოს მიერ ფლობილი ყოველგვარი უზრუნველყოფის ან კრედიტის საგარანტიო სხვა საშუალებების გაუთვალისწინებლად (მაგ. ურთიერთჩათვლის შეთანხმება, რომელიც არ აკმაყოფილებს ურთიერთგადაფარვის კრიტერიუმს ბასს 32-ის შესაბამისად); ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ მოითხოვება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომელთა საბალანსო ღირებულება საუკეთესოდ ასახავს საკრედიტო რისკის მაქსიმალურ გავლენას; ბ) კრედიტის გარანტიის სახით ფლობილი უზრუნველყოფა ან კრედიტის საგარანტიო სხვა საშუალებები და მათი ფინანსური ეფექტის აღწერა (მაგალითად, რაოდენობრივი შეფასება იმისა, რამდენად ამცირებს საკრედიტო რისკს უზრუნველყოფა და კრედიტის საგარანტიო სხვა საშუალებები) იმ თანხასთან მიმართებით, რაც საუკეთესოდ ასახავს საკრედიტო რისკის მაქსიმალურ გავლენას (რაც გამჟღავნებული იქნება ან (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ან გამოსახული იქნება ფინანსური ინსტრუმენტის საბალანსო ღირებულებით); გ) ინფორმაცია ისეთი ფინანსური აქტივების საკრედიტო ხარისხის შესახებ, რომლებიც არც ვადაგადაცილებულია და არც გაუფასურებული. ვადაგადაცილებული ან გაუფასურებული ფინანსური აქტივები: ფინანსური აქტივების თითოეული კატეგორიისათვის საწარმომ უნდა წარმოადგინოს: ა) საანგარიშგებო თარიღისათვის ვადაგადაცილებული, მაგრამ არა გაუფასურებული ფინანსური აქტივების ასაკობრივი ანალიზი; ბ) საანგარიშგებო თარიღისათვის ცალ-ცალკე გაუფასურებულად მიჩნეული ფინანსური აქტივების ანალიზი. მიღებული უზრუნველყოფა ან კრედიტის საგარანტიო სხვა საშუალებები: როდესაც საწარმო საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მოიპოვებს ფინანსურ ან არაფინანსურ აქტივებს იმ თვალსაზრისით, რომ მის მფლობელობაში გადადის კრედიტის უზრუნველყოფა ან კრედიტის საგარანტიო სხვა საშუალებები (მაგ., გარანტიები) და ეს აქტივები აკმაყოფილებს სხვა ფასსდების აღიარების კრიტერიუმებს, მან საანგარიშგებო თარიღისათვის მის მფლობელობაში მყოფი ამგვარი აქტივების შესახებ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიღებული აქტივების ბუნება და საბალანსო ღირებულება; ბ) აქტივების გასხვისების ან საწარმოს საქმიანობაში გამოყენების პოლიტიკა, თუ ზემოაღნიშნული აქტივები არ არის ადვილად კონვერტირებადი ნაღდი ფულით [5]. II. სავალუტო რისკი: ადგილობრივი ვაჭრობისაგან განსხვავებით, სავალუტო რისკი წარმოიქმნება იმ კომპანიებისათვის, რომლებიც საგარეო ვაჭრობას ეწევიან. უცხოური ვალუტის გაუფასურება და გამყარება: როდესაც ხდება უცხოური ვალუტის გაუფასურება, იგი უფრო ნაკლებად ღირებულია ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებაში.
მარტივი მისახვედრია, რომ უცხოური ვალუტის გამყარების შემთხვევაში, მისი ღირებულება ადგილობრივი ვალუტით უფრო მეტია.
სავალუტო პრობლემები: ვალუტის გამყარების დროს კომპანიები ჩივიან, რომ თავიანთ პროდუქციას ვეღარ ყიდიან საზღვარგარეთ, ხოლო დასაქმებულებს აღელვებთ სამუშაოს დაკარგვის საშიშროება. ვალუტის გაუფასურების დროს უკვე მომხმარებლები არიან უკმაყოფილო, რადგან მათ ქვეყანაში ინფლაციის იმპორტი ხდება, ხოლო მათ საზღვარგარეთ ყოფნისას ფული ბევრად ნაკლები მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მაგალითი: დავუშვათ, მიმდინარე სავალუტო კურსი აშშ დოლარსა და დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგს შორის არის – $1.60/£. ეს ნიშნავს, რომ $10 მლნ ფულადი სახსრების ნაკადი ტოლია £6,25 მლნ-ს. ახლა დავუშვათ, რომ სავალუტო კურსი გახდა $1.5/£, ე.ი. დოლარი გამყარდა (ერთი გირვანქა სტერლინგის შესაძენად დაგჭირდებათ უფრო ნაკლები დოლარის გაყიდვა). ახლა იგივე $10 მლნ ფულადი სახსრების ნაკადი უდრის £6,67 მლნდს. თუ ჩვენი კომპანია დიდ ბრიტანეთშია, რომელიც $10 მლნ-ს იღებს, ეს აშკარად კარგი სიახლეა, თუმცა $10 მლნ-ის გადახდისას, ჩვენი დანახარჯი უფრო მეტი იქნება. სავალუტო კურსის საპირისპირო მიმართულებით ცვლილება, ვთქვათ $1.70/£, ასახავს დოლგააურფიასსურებას (ერთი გირვანქა სტერლინგის შესაძენად დაგჭირდებათ უფრო მეტი დოლარის გაყიდვა). ახლა $10 მლნ. ფულადი სახსრების ნაკადი უდრის £5.88 მლნ-ს. დიდ ბრიტანეთში არსებული კომპანიისთვის, რომელმაც ეს ფულადი სახსრები უნდა მიიღოს, არასასიამოვნო სიახლე იქნება, მაგრამ გადახდის შემთხვევაში უკვე კარგი სიახლეა. სავალუტო კურსის სისტემები: მსოფლიოს ისეთი წამყვანი ვალუტის კურსები, როგორიცაა: აშშ დოლარი, იაპონური იენა, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი, ევროპული ევრო მუდმივად იცვლება ერთმანეთთან მიმართებით, თუმცა, ვალუტათა მხოლოდ მცირე რაოდენობა იყენებს ამ სისტემას. სხვა სისტემებია: ა) ფიქსირებული სავალუტო კურსები; ბ) თავისუფლად რხევადი სავალუტო კურსები; გ) სავალუტო კურსები კონტროლირებადი რხევებით [2]. ა) ფიქსირებული სავალუტო კურსები გულისხმობს კონკრეტული ვალუტის (ან ვალუტების ნაკრების) მიმართ მიზნობრივი პარიტეტის გამოქვეყნებას და მონეტარული პოლიტიკის (საპროცენტო განაკვეთები) და სავალუტო რეზერვების იმგვარად გამოყენების ვალდებულებას, რომ საკუთარი ვალუტის სპოტკურსი შენარჩუნებული იყოს ამ მიზნობრივი კურსის მახლობელ გარკვეულ სავაჭრო საზღვრებში. ფიქსირებული სავალუტო კურსის ერთ ვალუტასთან ქვეყანა თავის სავალუტო კურსს აფიქსირებს სხვა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით. ამგვარი მეთოდით 50-ზე მეტი ქვეყანა აფიქსირებს თავის სავალუტო კურსს, უმთავრესად ამერიკულ დოლართან მიმართებით. ფიქსირებული კურსები მუდმივად ფიქსირებული არ არის და, პერიოდულად, ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების ძლიერი ცვლილებების (მაგ., ინფლაციის მაჩვენებლების ცვლილება) დროს, ხდება საკუთარი კაპიტალის გამყარება/ ან გაუფასურება. ფიქსირებული სავალუტო კურსი ვალუტების ნაკრებთან მიმართებით: ვალუტების ნაკრების გამოყენების მიზანია ვალუტის კურსის დაფიქსირება, უფრო მდგრად სავალუტო ბაზასთან მიმართებით, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ერთ ვალუტასთან მიმართეით დაფიქსირების შემთხვევაში, ხშირად ეს ნაკრები ისეა შედგენილი, რომ აისახოს ქვეყნის უმთავრესი სავაჭრო კავშირები. ბ) თავისუფლად რხევადი სავალუტო კურსები: ნამდვილი თავისუფალი რხევა გულისხმობს, რომ სავალუტო კურსი მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება და მასზე გავლენის მიზნით, არ ხდება როგორც საბაზრო პროცესებში ჩარევა ოფიციალური სავალუტო რეზერვებით, ასევე სავალუტო კურსის გათვალისწინება საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას აშკარად ითვალისწინებს გირვანქა სტერლინგის საგარეო ღირებულებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ გირვანქა სტერლინგი უკვე აღარ არის ფიქსირებული სავალუტო კურსის სისტემაში, არც იმის მტკიცება იქნება სწორი, რომ იგი სრულად ექვემდებარება თავისუფალ რხევას [4]. გ) სავალუტო კურსები კონტროლირებადი რხევებით: სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკი იყენებს რა კონტროლირებადი რხევების სისტემას, ცდილობს სავალუტო ურთიერთდამოკიდებულებების შენარჩუნებას ღირებულებების წინასწარ დადგენილ (ჩვეულებრივ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ) საზღვრებში და ხშირად ახორციელებს სავალუტო ბაზრებზე საკუთარი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს, სავალუტო კურსის დადგენილ საზღვრებში შენარჩუნების მიზნით. სავალუტო რისკის ტიპები: ვინაიდან ფირმები რეგულარულად ვაჭრობენ სხვა ვალუტის მქონე ქვეყნების ფირმებთან და თავადაც შეუძლიათ საზღვარგარეთ საქმიანობა, არსებითია გავიგოთ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის საქმიანობაზე სავალუტო კურსის ცვლილებებს. უწინარესად, განვიხილოთ საოპერაციო რისკი – ოპერაციის ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების თარიღებს შორის დროის პერიოდში სავალუტო კურსის ცვლილების რისკი, ე.ი. ვალუტის კონვერტაციისაგან წარმოქმნილი მოგება ან ზარალი. მაგალითი: დიდ ბრიტანეთში არსებულმა ფირმამ 1 იანვარს კონტრაქტი დადო აშშ-ში არსებულ ფირმასთან დანადგარის შესყიდვაზე $300 000-ად. ანგარიშსწორება ანგარიშ-ფაქტურაზე უნდა მოხდეს 31 მარტს. პირველ იანვარს სავალუტო კურსია $1.6/£ (ე.ი. $1.6 = 1£), თუმცა 31 მარტისათვის გირვანქა სტერლინგი შეიძლება: (ა) გამყარდეს $1.75/£-მდე, ან (ბ) გაუფასურდეს $1.45/£-მდე. ავხსნათ რისკი, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს დიდ ბრიტანეთში არსებული ფირმა: 31 მარტისათვის გირვანქა სტერლინგის გამყარების შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში არსებული ფირმა მიიღებს მოგებას 16 071 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომელიც მიიღება შემდეგი გაანგარიშებით: (300 000 : 1.6 = 187 500) დ (300 000 : 1.75 = 171 429) = 16 071. ეკონომიკური რისკი არის, სავალუტო კურსების მოულოდნელი ცვლილებების გამო, საქმიანობის (ფულადი სახსრების სამომავლო ნაკადის მიმდინარე ღი- რებღუილრეებბუა)ლების ცვალებადობა. ეს არის საოპერაციო რისკის გრძელვადიანი ვერსია [2]. იმ კომპანიისათვის, რომელიც ექსპორტს ეწევა, ამ რისკს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც:
აშშ-დან ექსპორტიორი კომპანია ერთ-ერთ პროდუქტს ყიდის ევროპაში თვითღირებულებას დამატებული ფასნამატით. გასაყიდი ფასის საფუძველია აშშ-ის ფასი $16, რომელიც უზრუნველყოფს დანახარჯების დაფარვას და მოგების მარჟას, მიმდინარე სავალუტო კურსია €1.26/$, რა გავლენა ექნება ექსპორტიორის საქმიანობაზე დოლარის გამყარებას €1.31/$-მდე. ამერიკული ფირმა, რომელიც ევროპაში ყიდის საქონელს 16 აშშ დოლარად, მისი ღირებულება მიმდინარე სავალუტო კურსით ევროპაში შეადგენს 20,16 ევროს (16x1.31). მაშასადამე, დოლარის გამყარება ექსპორტიორს ყოველ ერთეულ პროდუქციაზე მოუტანს მოგებას 0,80 ევროს ოდენობით (20,96 დ 20,16). არსებობს ორი ფაქტორი, რითაც კომპანია დგება ეკონომიკური რისკის საფრთხის წინაშე: ა) პირდაპირი: თქვენი ფირმის ადგილობრივი ვალუტის გამყარების შემთხვევაში, უცხოელ კონკურენტებს შეეძლებათ გაყიდვების გაზრდა თქვენს ხარჯზე, რადგან თქვენი პროდუქცია უფრო ძვირადღირებული გახდება (ან თქვენ უნდა შეამციროთ თქვენი მოგების მარჟა) მომხმარებლების თვალში, როგორც საზღვარგარეთ, ასევე თქვენს ქვეყანაში. ბ) არაპირდაპირი: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენი ადგილობრივი ვალუტა, თქვენი მომხმარებლების ვალუტის საპირისპიროდ არ მოძრაობს, თქვენ მაინც შეიძლება დაკარგოთ კონკურენტული პოზიცია. მაგალითად, განვიხილოთ სამხრეთ აფრიკული ფირმა, რომელიც ვაჭრობს ჰონგ-კონგში და მისი მთავარი კონკურენტია ახალზელანდიური ფირმა. ახალზელანდიური დოლარის ჰონგ-კონგის დოლართან მიმართებით გაუფასურების შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკული ფირმა დაკარგავს გარკვეულ კონკურენტულ პოზიციებს [4]. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თეორია (PPPT): ამ თეორიით, ორ ვალუტას შორის სავალუტო კურსი დამოკიდებულია შესაბამისი ქვეყნების ინფლაციის ფარდობით განაკვეთებზე. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის თეორია ეფუძნება „ერთი ფასის კანონს“ – წონასწორობის შემთხვევაში, იდენტური საქონელი ერთი და იგივე უნდა ღირდეს, მიუხედავად იმ ვალუტისა, რომელშიც იგი იყიდება. მაგალითი: პროდუქცია აშშ-ში ღირს $3,000 დავუშვათ, რომ გირვანქა სტერლინგი და აშშ დოლარი წონასწორობაშია, მყიდველუნარიანობის პარიტეტის თეორიით, $1.50/£ მიმდინარე სპოტკურსით, ე.ი. ფასი გირვანქა სტერლინგში x მიმდინარე $1.50 სპოტკურსზე = ფასს აშშ დოლარში. სპოტკურსი არის კურსი, რომლითაც შეიძლება ვალუტის გადაცვლა დღეს. „ერთი ფასის კანონის“ ძალით, პროდუქცია ყოველთვის ერთი და იგივე უნდა ღირდეს. ამიტომ ერთი წლის შემდეგ, $3,150 ტოლი უნდა იყოს £2,060-ის, და ამგვარად, მოსალოდნელი სამომავლო სპოტკურსი შეიძლება გამოითვალოს: $3,150/2,060 = $1.5291. წესი: მსყიდველუნარიანობის პარიტეტის თეორიით, იმ ქვეყნის ვალუტა, რომელშიც უფრო მაღალი ინფლაციაა, გაუფასურდება [4]. სამომავლო სპოტკურსების შეფასებისათვის გამოიყენება ფორმულა:
სავალუტო კურსის უმთავრესი ფუნქციაა ერთი ვალუტით გამოსახული ფასების სხვა ვალუტით გადაანგარიშების საშუალებების უზრუნველყოფა, რათა დადგინდეს სავალუტო კურსი (გარკვეულწილად) ამ ფასებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით. ეს მიიღება „ერთი ფასის კანონიდან“. „ერთი ფასის კანონით“ კონკურენცია თავისუფალ ბაზარზე (ვაჭრობის შემზღუდავი ბარიერების, აგრეთვე ტრანსპორტირებისა და საოპერაციო დანახარჯების გარეშე) უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ მოცემულ პროდუქტს მხოლოდ ერთი ფასი ჰქონდეს. ფასებს შორის განსხვავება წარმოქმნისთანავე აღმოიფხვრება არბიტრაჟის გამო: მეწარმეები იყიდიან დაბალფასიან ბაზარზე და გადაყიდიან მაღალფასიან ბაზარზე. ეს აღმოფხვრის ფასთა შორის სხვაობას. თუ ამ კანონს გამოვიყენებთ საერთაშორისო ოპერაციებისათვის, იგი გულისხმობს, რომ სავალუტო კურსები ყოველთვის ისე დაკორექტირდება, რომ მხოლოდ ერთი ფასი იარსებებს იმ ქვეყნეებს შორის, რომელთა შორისაც შედარე-ით თავისუფალი ვაჭრობაა. ამგვარად, თუ საქონლის გარკვეული სიმრავლე აშშ-ში $1,000 ღირს და იგივე სიმრავლე დიდ ბრიტანეთში £500 ღირს, თავისუფალი ვაჭრობა წარმოქმნის სავალუტო კურსს £1 $2-ად. საპროცენტო განაკვეთების პარიტეტის თეორია (IRPT): ამ თეორიის მიხედვით, სპოტ და ფორვარდულ სავალუტო კურსებს შორის განსხვავება თითოეულ ვალუტით ხელმისაწვდომ საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის ტოლია. ფორვარდული კურსი არის ამჟამად შეთანხმებული სამომავლო სავალუტო კურსი, სამომავლო შეთანხმებული თარიღისათვის ვალუტის გარკვეული მოცულობის შესყიდვაზე ან გაყიდვაზე [2]. საპროცენტო განაკვეთების პარიტეტის თეორიით, იმ ქვეყნის ვალუტა, რომელშიც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთები, გაუფასურდება. საპროცენტო განაკვეთების პარიტეტის თეორია პრაქტიკაშიც ამართლებს. არ არსებობს ერთ ვალუტაში უფრო მომგებიანი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე/დეპოზიტებზე, ვიდრე მეორე ვალუტაში. სავალუტო რისკის მართვა: როდესაც კომპანიისათვის სავალუტო რისკი მნიშვნელოვანია, მან რაიმე ზომები უნდა მიიღოს მის აღმოსაფხვრელად ან შესამ- ცირებლად, რასაც ეწოდება რისკის ჰეჯირება ან რისკის საფრთხის ჰეჯირება. სავალუტო რისკის მართვის პრაქტიკული მეთოდები მოიცავს: საქმიანობას ადგილობრივი ვალუტით, არაფრის გაკეთებას, დაჩქარებას, შენელებას, დაბა- ლანსებას, საბანკო ანგარიშებს უცხოური ვალუტით. საქმიანობა ადგილობრივი ვალუტით, ნიშნავს ყველა მომხმარებელს და- ჟინებით მოსთხოვოთ, რომ გადაგიხადონ ადგილობრივი ვალუტით, ხოლო თქვენ ყველა იმპორტზე ანგარიშსწორება მოახდინოთ ადგილობრივი ვალუტით. ეს მეთოდი რისკებს გადასცემს მეორე მხარეს და შეიძლება არ იყოს კომერციულად მისაღები. არაფრის გაკეთება: გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია „რაღაცას მოიგებს, რაღაცას წააგებს“. ეს მეთოდი ვარგისია მცირე მოცულობის შემთხვევითი ოპერაციებისათვის, ახდენს საოპერაციო დანახარჯების ეკონომიას. გადახდები – თუ იმპორტიორი ელის, რომ გადასახდელი ვალუტა გაუფასურდება, იგი შეიძლება შეეცადოს თანხის გადახდის გადავადებას. ამის მიღწევა შესაძლებელია შეთანხმებით ან საკრედიტო ვადების გაზრდით [4]. შესაბამისობაში მოყვანა (დაბალანსება): როდესაც კომპანიას ფულადი შემოსავლები და გადახდები ერთდროულად აქვს ერთსა და იმავე უცხოურ ვალუტაში, მას შეუძლია მარტივად შეუსაბამოს ისინი ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება გარიგებების დადება სავალუტო ბირჟაზე მხოლოდ მთლიანი ოპერაციებიდან შეუსაბამოდ დარჩენილ ნაწილზე. საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში: როდესაც ფირმას რეგულარულად აქვს ფულადი შემოსავლები და გადახდები ერთსა და იმავე ვალუტით, მან შეიძლება არჩიოს უცხოური ვალუტით საბანკო ანგარიშების გამოყენება. ეს მოქმედებს როგორც შესაბამისობაში მოყვანის მუდმივი პროცესი. სავალუტო რისკის საფრთხე შემოისაზღვრება მხოლოდ ანგარიშზე არსებული წმინდა ნაშთით. საპროცენტო რისკი - ფინანსური მენეჯერი უპირისპირდება საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებისგან წარმოქმნილ რისკს, ე.ი. საქმე აქვს გაურკვევლობასთან, ფულადი სახსრების შემოსავლებისა და გასავლების მოცულობასა და ვადებთან დაკავშირებით [4]. მრავალი კომპანია იღებს სესხს და, ასეთ დროს, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით (ჩვეულებრივ, ობლიგაციების ემისიის გზით), ან მცოცავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთით სესხის აღებას შორის (შესაძლოა, საბანკო სესხების მეშვეობით). არსებობს გარკვეული რისკი მცოცავგანაკვეთიანი და ფიქსირებულგანაკვეთიანი სესხების დაბალანსებაზე გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან დიდი მოცულობის ფიქსირებულგანაკვეთიანი სესხის შემთხვევაში, იქმნება საფრთხე, რომ მომავალში გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები შეიძლება შემცირდეს, ხოლო ძალიან დიდი მოცულობის მცოცავგანაკვეთიანი სესხის შემთხვევაში, იქმნება მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების გაზრდის საფრთხე. დამატებით, კომპანიების წინაშეა რისკი, რომ იმ მომენტიდან, როდესაც კომპანია დაადგენს სესხის აღების ან ინვესტირების საჭიროებას, იმ მომენტამდე, როდესაც დაიდება შესაბამისი გარიგება, შეიძლება შეიცვალოს საპროცენტო განაკვეთები. ხელმძღვანელი პერსონალი, ჩვეულებრივ, რისკის მოწინააღმდეგეა. ამდენად, ისინი ეძებენ ამ რისკების მართვისა და შემცირების საშუალებებს. განსხვავება საპროცენტო განაკვეთებში/საპროცენტო საფრთხე: საპროცენტო რისკი მიეკუთვნება საპროცენტო განაკვეთების არახელსაყრელი ცვლილებების და, ამგვარად, კომპანიის წმინდა ფულადი ნაკადის შემცირების რისკს. სავალუტო კურსთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უწყვეტად არ იცვლება: სავალუტო კურსები დღის განმავლობაში იცვლება, საპროცენტო განაკვეთები კი სტაბილურია ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება შეიძლება ბევრად უფრო არსებითი იყოს. ამიტომ კომპანიის საპროცენტო რისკის საფრთხის შემცირება (ჰეჯირება) კორპორაციის ხაზინადარის მოვალეობაა. ლიტერატურა:
|