![]() ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
![]() ქალბატონებო და ბატონებო, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით: იგი დარეგისტრირებულია „ERIH+“-ის, „EBSCO”-სა და „COPERNICUS“-ის საინფორმაციო ბაზებში. გაფართოვდა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, მათ შორის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების ჩართვის ხარჯზე. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „SCOPUS”-ის ბაზაში გაწევრიანებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მე-4 ნომრიდან ავტორებმა იდენტური სტატიები უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინგლისურ ენაზე თარგმნილი სტატია ავტორმა თავად უნდა წარმოადგინოს, რომელიც სტილისტურად დაიხვეწება და ერთ ფორმატში მოექცევა ჟურნალის მიერ).. ამასთან ერთად, გაიზრდება მოთხოვნა სტატიების სამეცნიერო დონის მიმართ. ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება კვლავ უფასოა და სტატიის გაფორმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები უცვლელი რჩება. „SCOPUS”-ში რეგისტრირებული უცხოურ ჟურნალებში სტატიების განთავსების საკმაოდ მაღალი საფასურის გათვალისწინებით, ჩვენ ჟურნალში სტატიების უფასოდ გამოქვეყნება კარგი შეღავათი იქნება ავტორებისათვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ მოწოდებული ინფორმაცია. გისურვებთ წარმატებებს! ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია 2021-07-03 ![]() ჟურნალის ავტორების საყურადღებოდ! სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის მითითების ახალი აუცილებელი წესები ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ საერთაშორისო ბაზებში ჩართვასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა სტატიებში გამოყენებული ლიტერატურის მითითება იმ სტანდარტის შესაბამისად, რომლის ნიმუშსაც ჟურნალის პოტენციურ ავტორებს ვთავაზობთ: ლიტერატურის ტექსტში მითითება: (მექვაბიშვილი 2018, 223) (Hudson 2015, 79) (Papava 2002, 35) წყაროების მითითება გამოყენებულ ლიტერატურაში:
ელექტრონული წყაროს მითითება: http://data.worldbank.org|indicator/NY.CDP.MKTR.KD.ZG. /ბოლო ნახვა 15 მარტი, 2018/ ლიტერატურა: 1. მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“. 2. პაპავა ვ. (2010). ნეკროეკონომიკის ზომბირება. თბილისი: პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. 3. პაპავა ვ. (2018). ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში || „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ.XI, №2. გვ.17-23. 4. Hudson E. A. (2015). Economic Growth: How it Works and How it Transformed the World. Wimington: Vernon Press. References:
ჟურნალში – „ეკონომიკა და ბიზნესი“ სამეცნიერო სტატიის წარმოდგენისა და გამოქვეყნების სტანდარტები: 1. ჟურნალში ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება სტატიები ეკონომიკური თეორიისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე, ასევე რეცენზიები ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებზე; 2. სტატია უნდა იყოს აქტუალური, დამოუკიდებლად შესრულებული, ორიგინალური, ადრე გამოუქვეყნებელი. სტატიაში სხვისი გამოქვეყნებული ტექსტების მითითების გარეშე გამოყენება (პლაგიატი) დაუშვებელია; 3. ყველა სტატია, ძირითად ტექსტთან ერთად, აუცილებლად უნდა შეიცავდეს შესავალ და დასკვნით ნაწილებს. შესავალში წარმოჩენილი უნდა იყოს: ა) საკვლევი პრობლემის შესწავლის დონე და აქტუალურობა, ბ) კვლევის მიზნები და ამოცანები, გ) კვლევის ორიგინალურობა – ავტორის წვლილი მოცემული პრობლემის კვლევაში, დ) სტატიაში უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. ძირითად ტექსტში, განსახილველ საკითხთა შესაბამისად, უნდა გამოიკვეთოს რამდენიმე ქვეთავი. დასკვნით ნაწილში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული კვლევის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული შედეგები, ადეკვატური რეკომენდაციები, რაშიც უპირატესობა ეძლევა არსებული დოგმების უარმყოფელ ავტორისეულ მტკიცებულებებს, ან კიდევ – მის სრულყოფა-განვითარებას; ასევე, სასურველია კვლევის შემდგომი შესაძლო გაღრმავების მიმართულებებისა და პერსპექტივების გამოკვეთა; 4. ძალიან მნიშვნელოვანია სტატიას რომ ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები (Keywords), რადგან სწორედ მათი საშუალებით ხდება ინტერნეტში სტატიაში მოცემული ინფორმაციის მოძიება; 5. ანოტაცია უნდა იყოს ინფორმაციატევადი, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას; უნდა იყოს სტრუქტურირებული, ე.ი. მისდევდეს სტატიის აგების ლოგიკას. ანოტაციაში კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრისმთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას, ე.ი. ანოტაცია უნდა იყოს არსებითად კონკრეტული და ორიგინალური; 6. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. სტატიის მოცულობა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეფერატების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე 1,5 ინტერვალით და 12 შრიფტით ნაბეჭდ ერთ საავტორო თაბახს (40 ათასი ნიშანი), ან 20 კომპიუტერულ გვერდს; 7. ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას უნდა ახლდეს ვრცელი ინგლისური რეზიუმე არანაკლებ 2 ნაბეჭდი გვერდის მოცულობით, ასევე სათაური ინგლისურ ენაზე. უცხო ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს ძირითადი შინაარსი 2 გვერდზე ქართულ ენაზე და ანოტაცია იმავე უცხო ენაზე. სტატია, რომელიც რეცენზენტთა და სარედაქციო კოლეგიის დასკვნით აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სარედაქციო კოლეგიის მიერ ასევე მნიშვნელოვნად მიჩნეულ სტატ – ა) წიგნის დასახელება შემდეგი თანმიმდევრობით – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, გვერდების რაოდენობა; ბ) საჟურნალო სტატიისათვის – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, სტატიის დასახელება, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი (სტატიის გვერდების მითითებით). სტატიას თან უნდა დაერთოს გაშლილი რეზიუმე (2 გვერდზე) ქართულ და ინგლისურ ენებზე; 8. რედაქციაში სტატიის წარმოდგენა აუცილებელია ორ ნაბეჭდ ეგზემპლარად ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (MS word, ქართული სტატია შრიფტით Sylfaen, ხოლო უცხოურ ენაზე ტექსტი – Times New Roman); 9. სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი, ელფოსტა/საფოსტო მისამართი; 10. სტატიაში უნდა ჩანდეს საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლიტერატურის გამოყენება. ლიტერატურის დასახელება უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს ერთიანი სიის სახით (ლიტერატურა), რომელიც არ უნდა დაინომროს, არამედ ყოველი ახალი ავტორი დაიწყოს ბულიტით; 11. ძირითადად ტექსტში ცხრილები, გრაფიკები და სქემები უნდა განთავსდეს მათი მითითების ადგილზე, თუ იქ ადგილი არასაკმარისია, შეიძლება მომდევნო გვერდზე. ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახელება და ნუმერაცია. 12. მაგისტრანტს (მაგისტრს) მოეთხოვება თავისი, დამოუკიდებლად შესრულებული სამეცნიერო სტატია წარმოადგინოს მეცნიერ -ხელმძღვანელის დასკვნისა და შესაბამისი კათედრის რეკომენდაციასთან ერთად – ოქმიდან ამონაწერის სახით; 13. სტატიას, რომელიც არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, რედაქცია არ მიიღებს; 14. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების რეცენზირება, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანონიმურია. შეფასება ხდება რეიტინგული სისტემით. ამასთან, შემოსული სტატიები რედაქციული დამუშავების შემდეგ იგზავნება რეცენზენტებთან. ამ პროცესების გავლის შემდეგ, სტატია გადაეცემა სარედაქციო კოლეგიის წევრს მისი შეფასებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის ჟურნალში პუბლიკაციის შესახებ ერთობლივად იღებს სარედაქციო კოლეგიის სხდომა; 15. ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა ივ. ჯავახიშვილის თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ყველა თანამშრომლისათვის, ხოლო სხვა (გარე) ავტორები იხდიან საფასურს – ერთ გვერდზე 10 (ათ) ლარს, რაც მათ მიერ ჩაირიცხება თსუ -ს ეკონომიკური შემოსავლების ანგარიშზე. 2018-05-02 |