English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიუნტერ ჰოფბაუერი
ბლოკჩეინების პროგრამების გამოყენება ბიზნეს-პროცესებში - მაგალითი შესყიდვებისთვის

სტატიის მიზანია შესყიდვების კონკრეტულ ბიზნეს-პროცესებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების და შესაბამისი განახლებული კონცეფციის წარმოდგენა,  ბიზნესის პროცესების დიგიტალიზაციის ხელშეწყობა და მისი თანამედროვე გამოყენება შესყიდვების პროცესში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია არის ძალიან პერსპექტიული და იგი ხელს უწყობს მრავალფეროვან აპლიკაციას ციფრული ბიზნესის პროცესებში. უკვე გამოიყენება ბევრი ტექნიკური საშუალება და შეიძლება ითქვას, რომ მათ გააჩნიათ ეფექტიანობა.

სამეცნიერო მიდგომა არის ანალიტიკური და თეორიული, რომელიც პასუხობს  კითხვას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებაზე ბიზნეს-ოპერაციებში. ამ მიზნით წარმოდგენილია საყოველთაოდ მიღებული შესყიდვების პროცესი, როგორც სამეცნიერო განხილვის საფუძველი.

საერთო ჯამში, გამოკვეთილია ბლოკჩეინის სამი ძირითადი პროგრამა და ასახულია მათი გავლენა შესყიდვების განყოფილებაზე. ძირითადი საკითხებია გონივრული კონტრაქტები, მიწოდების ჯაჭვის თვალყურის დევნება, ასევე კრიპტოვალუტა. აღნიშნულია პროცესის კონკრეტული უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. დაბოლოს, ჩამოყალიბებულია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები შესყიდვების პროცესის სრულყოფის მიზნით.

ბლოკჩეინის იდეა ამავდროულად ძალიან გავრცელებულია და უკვე რეალიზებულია სხვადასხვა პროგრამებში. 2009 წელს Satoshi Nakamoto-მ გამოუშვა კრიპტოვალუტა ბიტკოინი და ხალხმა აღმოაჩინა, რომ ამისგან შეიძლება ფულის გაკეთება. ამ დროიდან ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართ ინტერესი სტაბილურად გაიზარდა. პირველ რიგში, დაინტერესება და ინვესტიციები კონცენტრირებულ იქნა კრიპტოვალუტაზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქცენტი სხვადასხვა ბიზნესის სფეროებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ზოგადი გამოყენების შესაძლებლობებზე გადავიდა. ექსპერტების შეფასებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2016 წლის 604.5 მილიონი აშშ დოლარიდან 2024 წლისთვის 7.59 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება (Grand View Research 2018).

ერთ-ერთი შესაძლო სფერო, რომელშიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას დიდი როლი შეუძლია ითამაშოს, არის შესყიდვები. მიწოდების ქსელის მენეჯმენტი (SCM) შესყიდვების მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეორეს მხრივ, ასევე გაყიდვების პროცესი (Hofbauer/Hellwig 2016), როგორც შესყიდვის პროცესის ანალოგი (Hofbauer 2017), ისარგებლებს ამ ტექნოლოგიის პროგრამებით.

ამ სტატიის კვლევის მთავარი საკითხია, თუ რა სარგებელს მიიღებს ინდუსტრიული შესყიდვები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს საკითხი გავლენას ახდენს კონკურენტუნარიანობაზე; ახალი ტექნოლოგიები ეხმარება კონკურენტულ უპირატესობას. შეიძლება არსებობდეს კომპანიები, რომლებსაც ადაპტირებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე.  პირველ ეტაპზე ზოგადად დაინერგება შესყიდვების პროცესი. მეორე ეტაპზე გადამოწმდება ბლოკჩეინის სამი შესაძლო აპლიკაცია, რომლებიც ყველაზე შესაფერისია შესყიდვის პროცესისთვის.