English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ზუმრუდ ნაჯაფოვა
აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიკაციის ძირითადი სტრუქტურა და მიმართულებები

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობა მის ბუნებრივ რესურსებს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მთავარი რესურსი არის ნავთობი. ბოლო წლების განმავლობაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, ნავთობის ფასების ვარდნა და მანათის დევალვაცია გავლენას ახდენდა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე. 2012 წელს სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დამტკიცდა პროგრამა “აზერბაიჯანი 2020”. შეიცვალა მომავლის განვითარების კონცეფცია. აზერბაიჯანის ეკონომიკის მოკლე SWOT ანალიზის ჩატარების შემდეგ ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ნავთობის სექტორის გაძლიერება არანავთობის სექტორის განვითარების მიზნით.

აზერბაიჯანის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მთავარი სტრატეგიული ხედვა არის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და მაღალი სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად. უკანასკნელი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა,  ფასების ვარდნამ ნავთობზე და მანათის დევალვაციამ მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე. შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური პროცესების განვითარების გაძლიერებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ლოჯისტიკას, ტრანზიტს, ინფორმაციულ საზოგადოებაში გადასვლას, ადამიანური კაპიტალისა და კულტურის განვითარებას, ინსტიტუციონალურ რეფორმებს და გარემოს დაცვას.