English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ინეზა გაგნიძე
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია - უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საქართველოში

მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ცენტრები, მეოთხე ინდუს­ტრი­ული რევოლუციის მოლოდინში, ეკონომიკის განვითარების განსაკუთრე­ბით სწრაფ ტემპებს პროგნოზირებენ. ვარაუდობენ, რომ სამუშაოთა გარკვეულ ნაწილს ჩა­ა­­ნაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. ასევე მოსალოდნელია სრულიად ახა­ლი სამუშაო ადგილების გაჩენა, ხოლო იმ სამუ­შაოებისთვის, რაც მომავა­ლ­შიც დარჩება, უნარ-ჩვევების განახლება განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

უდავოა, რომ საქართველოს მასშტაბის ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში „ამინ­დსა“ და ტენდენციებს ვერ განსაზღვრავს, მითუმეტეს რთუ­ლია ზემოაღწერილ პირო­ბებში განვი­თა­რების სწორი ვექტორის შერ­ჩევა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, სხვა შესაძ­ლებ­ლო­ბებთან კომბინაციაში უნდა გა­ნისაზ­ღ­ვ­როს საქართველოს ეკო­ნო­მი­კის განვითარების პრიო­რიტეტული მი­მარ­­თუ­ლე­ბები, რაც ინკლუ­ზიურ ზრდასა და არაელასტიკური მოთ­ხოვნის პრო­დუქ­ტების წარმოებაზე იქნება აქცენტირებული.

იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სიახლეების დანერგვა, საერთა­შო­რი­სო ბაზრებზე ახალი ნიშის მოპოვება და რეგიონში ეკონომიკური ლიდე­რო­ბა, ვფიქ­რობთ, აუცი­ლებელია საქარ­თ­ველოს რეგიონებში არსებულ უნივერ­სი­ტეტებში გაჩნდეს სივრცეები „ცოდ­­ნის სამკუთხედისა“ და „სამმაგი სპირალის“ მოდელების ეფექტიანი ფუნქციონი­რებისთვის. ასეთია სამეწარმეო უნივერსი­ტე­ტები, რომლებსაც აქვთ ბიზნეს-ინკუბატორები, ფაბლაბები, სპინ-ოფები, ტექნოლოგიის ტრანსფერის ოფისები, საპატენტო და სალიცენზიო ოფისები, საკონსულ­ტაციო და სატრენინგო ცენტრები და სხვა ისეთი სტრუქტურები, რაც ხელს უწყობს ახალი იდეების კომერციალიზაციას, ცხოვრების მანძილზე სწავლების პროცესს (LLL), დისტანციურ სწავლებას, ინტერნეტკურსების ორგანიზებასა და სხვა. ვფიქრობთ, ასეთ უნივერსიტეტებთან მუდმი­ვი კავშირი ბიზნესს მინიმალური დანაკარგებით შეაძლებინებს გარდაუვალ ცვლი­ლებებთან ადაპტაციას. საკვლევ საკითხებს გავაა­ნა­ლიზებთ უცხოეთის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები:  მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია,ინოვაციური განვითა­რება, სამეწარმეო უნივერსიტეტი, ბიოწარმოება, ბიოტექნოლოგიური კვლევები, მინერალური წყლები, სამკურნალო მცენარეები.

შესავალი

თანამედროვე პერიოდში მსოფლიო ეკონომიკა შედის სწრაფი განვითარების ახალ ფა­ზაში, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუ­ციას უწოდე­ბენ. ეს პროცესი უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის შექმნას, რაც ინდივი­დებს ჩაანაცვლებს მრავალ სამუშაო ადგილზე.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშებში ნავარაუდევია, რომ:

  •  „2022 წლისთვის ახალი პროფესიების წილი დასაქმებულთა 16%-დან გაიზრ­დება 27%-მდე (11%-იანი ზრდა), იმ პირობებში, როცა არსებული სამუშაო­ების წილი 31%-დან შემცირდება 21%-მდე (10%-იანი შემცირება)“ (WEF FJR 2018, viii);
  •   „პროფესიების მოსა­ლოდ­ნელი ცვლილებების ფონზე 2022 წლისთვის დასაქმე­ბულთა 54%-ს დასჭირდება უნა­რების განახლება და ახალი უნარების შეძენა. მათ შორის მესამედისთვის აუცი­ლე­ბე­ლი იქნება 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის დამატებითი ტრენინგი“ (WEF 2014, 26);  „2016 წლის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და Citi-ს (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსუ­რი ინსტიტუტი) ერთობლივი კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და
  • განვითარების ქვეყნებში სამუშაო ადგილების 57% ავტომატი­ზა­ციის რისკის ქვეშაა. Financial Times-ის 2016 წლის გამოშვებაში აღნიშნული იყო, რომ 2000-2010 წლებში აშშ-ში გამქრალი სამუშაო ადგილების მთლიანი რაოდენობის 85% ახალ­მა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. ინგლისის ბანკის შეფასებით, უახლოეს 20 წე­ლი­წადში სამუშაოების 2/3 ავტომატიზებული იქნება“ (Nuttall 2018);
  • მთავრობები არ მოემზადებიან ახალი ცვლილებებისთვის, 2050 წლისთვის უმუშევრობის დონე G-20 ქვეყნებში გაიზრდება 24%-მდე (ან მეტად) (Daheim and Wintermann 2016, 9).

ასეთი ნახტომისებური ცვლილებების მოლოდინში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუ­მის ხელმძღვანელი კ. შვაბი და მისი თანაავ­ტო­რი ს. ზაჰიდი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუ­ციის შედეგად  მთავრობებს 10 რჩევას აძლევენ, კერძოდ:

  1. კონკურენტუნარიანობა არ არის ფუფუნება;
  2. ადამიანებში ინვესტირება სასარგებლოა სოციალური და ეკონომიკური შედეგებისთვის;
  3. გლობალიზაცია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში უფრო მეტია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა;
  4. ღია ეკონომიკამ  ყურადღება უნდა მიაქციოს სოციალურ დაცვას;
  5. ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირება ეფუძნება კვლევასა და განვითარებას;
  6. ტექნოლოგიები დიდი ეკონომიკური ნახტომის შესაძლებლობას იძლევა, თუმ­ცა, კომბი­ნაციაში სხვა ფაქტორებთან ერთად;
  7. სახელმწიფო ინსტიტუტებს კვლავ დიდი მნიშვნელობა ენიჭება;
  8. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სისტემის სრულყოფა;
  9. მუდმივი გარდაქმნების დროს საჭიროა მუდმივი სიჩქარეც;
  1. თანასწორობის, მდგრადობისა და ზრდის ერთობლივად მიღწევა შესაძლებე­ლია, თუმ­ცა, მოითხოვს აქტიურ და შორსმჭვრეტელ მართვას“ (Schwab and Zahidi, 2018).

ავტორებმა თითოეული რჩევა დეტალურად ახსნეს, რითაც ჩანს, რომ გა­ნათ­ლების სისტემას და განსაკუთრებით კი ეფექტიანი მოდელის უმაღლეს სა­განმანათ­ლებ­ლო ინსტიტუტებს, შეუძლია ზემოჩამოთვლილი რჩევების უმეტესო­ბა­ზე (ათიდან შვიდ  მათგანზე) დადებითი ზეგავ­ლენის მოხდენა. ამის გამო, ვფიქრობთ, სხვათა გვერდით, აუცი­ლებელია საქართველოში დაიწყოს საუნივერსიტეტო მოდელის ცვლილების­თვის აქტიური მოქმედება.

განათლების სისტემის გამოწვევები ციფრულ ერაში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი შეფასებით „დაწყებითი კლასე­ბის მოს­წავ­ლეთა 65%-ის მომავალი სამუშაო ადგილები ჯერჯერობით უცნობია“ (WEF FJ 2016, 3). ეს პროგნოზი უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე პერიოდში განათლების სის­ტემა უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დგას. 

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოსალოდნელი ცვლილებებისა და შედეგების ამ­სახ­ველ ანგარიშებში ჩამოთვლილია ის უნარები, რაც საჭირო იქნება ახალ პირობებში სა­მუ­შაო ადგილების შესანარჩუნებლად და დასაქმების უზრუნველ­სა­ყოფად. ცხრილში 1 ჩამოთ­ვლილია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მკვლევართა მიერ შემოთავაზებული 2018-2022 წლებში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი 10 უნარ-ჩვევა.

როგორც ცხრილიდან  ჩანს, 10 ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევიდან, რაც აქცენტირებული იყო 2018 წელს, 2022 წლისთვის ისევ აქტუალური იქნება რვა მათგანი, ოღონდ შეცვლილია მათი რიგითობა უპირატესობების მიხედვით. პირვე­ლი-მესამე ადგილები უკავია „ანალიტიკურ აზროვნებასა და ინოვაციას“, „აქტიურ  სწავ­ლებასა და სწავ­ლების სტრატეგიებს“ და „კრეატიულობას, ორიგინალურობასა და ინიციატივიანობას“.

მომავალში მოთხოვნადი ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით უნარების გამომუშავება საქართველოს ყველა ასაკის მოქალაქისთვის განათლების სისტემის უახლესი გამოწვევაა, რომელიც სწავლების ახალი მიდგომების დანერგვით უნდა განხორციელდეს. სამ­წუხაროდ, საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების მოდელი სა­თანადო საკანონმ­დებ­ლო და სტრუქტურული ცვლილების გარეშე ვერ უპასუხებს ახალ გამოწვევებს. ცვლი­ლე­ბების აუცილებლობას ის ფაქტიც მოითხოვს, რომ ქვეყა­ნას მიზნად აქვს დასახული სა­გან­მანათლებლო ჰაბის ფუნქციის შესრულება კავ­კა­სი­ისა და წინა აზიის რეგიონისთვის. ცნობილია, რომ საქართველოში სწავლის მსურ­ველ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა ბო­ლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათ­დება. შესაბამისად, ამ კონკურენციული უპირა­ტესობის შესანარჩუნებლად აუცილე­ბელია უნივერსიტეტის ეფექტიან მოდელზე გადასვლა. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი10 უნარ-ჩვევა 2018-2022 წლებში, ცხრილი 1

2022 წლისთვის მოთხოვნად უნართა შორის გაჩნდება „ტექნოლოგიური დიზა­ინის და პროგრამირების“ და „სისტემების ანალიზისა და შეფასების“ ცოდნა. ცხრი­ლის  მესამე სვეტში ჩამოთვლილია ის უნარები, რასაც ხელოვნური ინტელექ­ტი უზრუნველყოფს და შესაბამისად შემცირდება მათ ფლობაზე მოთხოვნა. მოთხოვნის შემცირება ნავარა­უდევია „კითხვის, წერის, მათემატიკური და აქტიური მოსმენის უნარზე“, თუმცა ეს სწო­რად უნდა იქნეს გაგებული. აქ იგულისხმება ის, რომ ეს უნარები დასაქმების დროს ვერ იქნება გადამწყვეტი და თავისთავად არის ყველა მოთხოვნადი უნარის საფუძველი.

ოქსფორდის უნივერსტეტის მკვლევარებმა 2016 წელს გამოაქვეყნეს ანგარიში, 700-მდე პროფესიის შესწავლის საფუძველზე დასახელებულია ისინი, რომლებიც „0.66%-ზე და­ბალი ალბა­თო­ბით შეიძლება ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა. მათ შორის პირველ ოცდაათე­ულშია: აღდგენითი (რეკრეაციული) პროფილის თერაპევტები, ქირურგები, ორთოდონტები და პროტეზისტები; მექანიკური დანადგარების პირვე­ლი რიგის ზედამხედველები, დამმონ­ტა­­ჟებ­ლები და შემკეთებლები; საგანგებო სი­ტუა­ცი­ე­ბის მენეჯმენტის დირექტორები; სოცია­ლური მუშაკები; მეხანძრეები და პრე­ვენ­ციის პირველი რიგის ზედამხედველები; დიეტო­ლოგები; ქორეოგრაფები; სკოლის პე­დაგოგები, განათლების ადმინისტრატორები; დიზაინე­რები და ა.შ.“ (Nuttall 2018, 7-8).

მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერთა მოსაზრებები წარმატებული საუნივერსიტეტო მოდელის შესახებ

წარსულში უნივერსიტეტები ძირითად ყურადღებას უთმობდნენ სწავლების პრო­ცესს, შემდგომ, XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე, სამეცნიერო კვლევა გადაიქცა უნივერ­სი­ტეტების ლეგიტიმურ ფუნქციად. ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე  უნი­ვერსიტეტების მისიის ევოლუციამ გახსნა სამეცნიერო მეწარმეობის ახალი შესაძ­ლებლობები. ცოდნის არა­ფორმალური გადაცემა (კონსულ­ტაციების, ტექნიკური შეს­წავ­ლის, პუბლიკა­ცი­ების და სხვა საშუალებებით), შეიც­ვალა ტექნოლოგიების მენეჯ­მენტის ოფიციალური მექანიზმებით, სა­კუთ­რების უფ­ლე­ბების დაცვის სის­ტემით (პატენტები, ლიცენ­ზიები, სასარგებლო მოდე­ლე­ბი და ა.შ.). ცხრილში 2 მოცემულია უნივერსიტეტების მისიის ცვლილება აკადემიური რე­ვო­ლუციების შესაბამისად (Martini and Rossi 2010, 450-451).

წარმოების მოთხოვნა ეფექტიან ტექნოლოგიებზე შესაძლებელია დაკმაყო­ფილ­­დეს უნივერსიტეტებში არსებულ კვლევით ჯგუფებთან, ტექნოლოგიის გადამ­ცემ ოფისებთან, ინ­კუ­ბატორებთან პირდაპირი დაშვების გზით.

ზოგადად, სამეწარმეო უნივერსიტეტების ჩამოყალიბების გზით განათ­ლე­ბისა და მეცნიერების ბიზნესთან სისტემური კავშირის უზუნველყოფაა მნიშვნელო­ვანი, რაც რო­გორც ცხრილიდან 2-დან ჩანს, ხელ უწყობს სამეწარმეო კომპე­ტენციის გამო­მუშა­ვებას ეკონო­მი­კური კეთილდღეობის მისაღწევად.

უნივერსიტეტების მისიის ცვლილება პირველი და მეორე აკადემიური რევოლუციის შედეგად, ცხრილი 2

თანამედროვე მიდგომით მეწარმეობა „გამჭოლი საკვანძო კომპეტენციაა, რომ­ლის გა­მო­­ყენება შეუძლია ცალკეულ პირებსა და ჯგუფებს, მათ შორის ორგანიზა­ციებს, ცხოვრების ყველა სფეროში. მეწარმეობა არის - როცა მოქმედებ არსებული შესაძლებლობების და იდე­ე­ბის გამოყენებით და გადააქცევ სხვებისთვის ღირებუ­ლებად. ღირებულება, რომელიც შე­ი­ქმ­ნება, შესაძლოა იყოს ფინანსური, კულტუ­რული ან სოციალური“ (ბაქიგალუპო და სხვები 2016, 14). ათი წლის წინ ევროკომისიამ ინიციატივისა და მეწარმეობის უნარი იმ რვა ძი­რი­თად კომპე­ტენ­ციას შორის შეიყვანა, რომელიც ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებას ესა­ჭი­როება. სამე­წარმეო კომპეტენცია სამი ურთიერთდაკავშირე­ბული კომ­პე­­ტენციის სფე­როს­გან შედგე­ბა: „იდეები და შესაძლებლობები“, „რესურსები“ და „მოქ­მედებად გადაქცევა“. სწო­რედ ამ კომ­პე­­ტენციის გამომუშავებით შეძლებენ უნი­ვერ­სიტეტები (საგანამანათლებლო ინსტიტუ­ტები) იმ უნარების გათავისებას მოქალა­ქე­ე­ბისთვის, რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილში 1 და აუცილებელია მეოთხე ინდუსტრი­უ­ლი რევოლუციის პირობებში.

საუნივერსიტეტო მოდელის ცვლილების პროცესი მსოფლიოში აქტიურადაა  დაწყე­ბუ­ლი, რაზეც მიუთითებენ აღიარებული მეცნიერები - აუდტრეჩი (Audretsch, 2014), ეცკო­ვი­ჩი და ზოუ (Etzkowitz and Zhou, 2008), ფარსი და სხვები (Farsi et al., 2012), დი ფატა და სხვები (Di Fatta et al., 2018) რასმუსენი და რა­ი­თი (Rasmussen and Wright, 2015), მეიერსი და პრუტი (Meyers & Pruthi, 2011), გუე­რერო და სხვები (Guerero et al., 2014), შარელი და სხვები (Sciarelli et al., 2019), ვაალი და ჩაჩაგე (Waal and Chachage, 2011) და სხვები.

ამერიკელი მეც­ნიერები აღნიშნავენ, რომ სამეწარმეო უნივერსიტეტებში ყალიბდება „სამმაგი სპირალის“ მოდელი („უნი­ვერ­სიტეტი-წარმოება-მთავრობა“). სწორედ ამ ურთიერ­თო­ბის ეფექტიანი ფორმი­რე­ბის შედეგია პატენტები, რაც ასახულია ნახაზზე 1. საუნივერ­სიტეტო სივრცეში პა­ტენტების შექმნა კი უზრუნველყოფს ბიზნესს ყველა საჭირო უნარის მქო­ნე სამუ­შაო ძალით. ახალი ცოდნა სწრაფად გადადინდება განათლებაში და ხდება ინს­პი­­რაცია ახალი იდეებისთვის.

პატენტი, როგორც სამმაგი სპირალის  („უნივერსიტეტი-წარმოება-მთავრობა“) სამგანზომილებიანი ურთიერთქმედების შედეგი (Leydesdorff 2012, 8), ნახაზი 1

ნახაზზე 1 წარმოდგენილია პატენტი, როგორც „უნივერსიტეტი-წარმოება-მთავრობა“ (სამმაგი სპირალის) ეფექტიანი ურთიერთქმედების ფორმირების შედეგი. ლეიდესდორფის მიხედვით, „პატენტები განიხილება, როგორც სოციალური კოორდინაციის სამი მექანიზმის პოზიცია: 1) სიმდიდრის გენერირება ბაზარზე წარმოების მიერ; 2) მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო კონტროლი; და 3) ახალი პროდუქ­ტების წარმოება სამეცნიერო სივრცეში. მაშინ როცა, პატენტი არის საშედეგო მაჩვენებელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიისთვის, იმავდროულად ის ეკონომი­კის­თვის მიწოდებული სიახლეა“ (Leydesdorff 2012, 8).

სამეწარმეო უნივერსიტეტი სისტე­მურად ზემოქმედებს ეკონომიკის ინოვა­ციურ განვი­­თა­რე­ბაზე. ამ უნივერსი­ტეტ­ში და­პატენტებული გამოგონება ახალი ბიზ­ნე­სის დაწყებას და/ან უკვე არსებული ბიზ­ნესის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. შე­დე­გად ბიზნესს უყალიბ­დება კვლევასა და განვითარებაში თანხის დაბანდების კულ­ტურა. ის მუდმივად ცდილობს იქონიოს კავშირი უნივერ­სიტეტთან და ორიენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ინოვაციურ განვითარებაზე. აქ უკვე საქმიანობის ახალი ტალღა წარ­მო­იქ­მნება, რისი საბოლოო შედეგი კვლავ სავაჭრო ნიშანი, ან პატენტია. ამ  პრო­ცესის გა­აქ­ტიურების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეკო­ნომიკის განვითა­რების ინ­ტე­რესები მთავრობას აიძულებს ფონდები გამოჰყოს კვლევის­თ­ვის, რაც ეხ­მარება, რო­გორც ბიზნესს, ასევე უნივერსიტეტებს. აღნიშნული პროცესები ხელს უწ­ყობს სის­ტე­მის ფორმირებას, სადაც სამეწარმეო უნივერსიტეტი ეკონომიკის ინო­ვაციურ განვი­თა­რებას უზრუნველყოფს.

საუნივერსიტეტო მოდელის ცვლილების აუცილებლობა საქართველოში 

ევროკომისიის კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ „უმაღლესი განათლების ინსტიტუ­ტებს შე­უძ­ლია ეკონომიკა განავითარონ თავისი განლაგების რეგიონებში. მათ შეუძლია იმოქ­მე­დონ, როგორც ცოდნის ქსელის ცენტრი, ან  ადგი­ლობ­­რი­ვი კლასტერის წევ­რი“ (COM 2011, 8). განა­თ­ლების ეკონომიკის ევროპელი ექსპერ­ტების ქსელის 2014 წლის ანგარიშის შესაბამისად, „2009 წელს ჩატარებული კვლევებით დად­გინ­და, რომ უნივერსიტეტ­­დამთავ­რე­ბულთა 71% ბიზნესს იწყებდა იმ რეგიონში, სა­დაც დაი­ბად­ნენ, ხოლო თუ უნივერსიტეტიც ახალ­გაზრდების მშობლიურ რეგიონ­ში იყო, მაშინ ეს მაჩვენებელი 87%-მდე იზრდებოდა“ (EENEE 2014, 45-46). აღნიშნული მი­უთითებს უნივერსიტეტის ეფექტიანი მოდელის ფუნქციონირების საუკეთესო შე­დე­გებზე, რაც რეგიონის ეკონომიკის განვითა­რე­ბის ხელშეწყობასა (Gagnidze 2016, 189) და ადგილობ­რივი კადრების დენადობის შემცირებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საქართველოს რეგიონების ეკონომიკის გამოცოცხლება უნივერსი­ტე­ტების ეფექტიანი მოდელის ფორმირებაშია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშში მაჩვენებლები შეცვლილია თითქმის 1/3-ით და ეძღვნება მეოთხე ინდუსტრი­ულ რე­ვო­ლუციას. ახალ ინდექსში #6 მდგენელია „უნარები“, სადაც განათლების ყვე­ლა საფე­ხურის შეფასებაა თავმოყრილი (შენიშვნა: წინა წლებში #5 მდგენელი იყო უმაღლესი განათლება და ტრენინგები). #6 მდგენელის საერთო შეფა­სების მიხედვით, საქართველოს პოზიცია 45-ე ად­გილია, თუმცა, ეს მიღწეულია მხო­ლოდ რაოდენობ­რივი მაჩვენებელების ხარჯზე, კერ­ძოდ: „დაწყებით კლასებში მოს­წავლეებისა და მას­წავ­ლებლების თანა­ფარდობის მაჩვენებელი“ - მე-2 პოზიცია; „სწავ­ლების წლების ხანგ­რ­ძ­ლივობა“ – 17; სკოლაში სწავ­ლის ხანგრძლივობა - 52. ამ მდგე­ნელის სხვა მაჩვენებლებში საქართველოს პოზიციები არასახარბიელოა და მიუთი­თებს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონის­ძიე­ბების შემუშავება-გატა­რების აუცილებ­ლო­ბა­ზე. ეს მაჩვენებლებია: „სწავლების პროცესში კრიტიკული აზ­როვ­ნება“ - 92 პო­ზიცია, „ციფრული უნარები მოსახლეობაში“ - 101,  „უნა­რე­ბის მქონე ინდივიდთა მო­ძი­ე­ბის სიმარტივე“ - 111, „კურსდამთავრებულთა უნარები“ - 123, „პროფესიული ტრენინგის ხარის­ხი“ - 131, „პერსონალის ტრენინგის მასშტაბი“ – 112.

ჩამოთვლილ მაჩვენებელთა არასახარბიელო შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ  საქარ­თვე­ლოში სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორცი­ელე­ბელი, კერ­ძოდ, აუცილებლად მიგვაჩნია კურსდამთავრებულთათვის მეტი პრაქტი­კუ­ლი უნარების გა­მომუშავების აუცილებლობა, რაც მხოლოდ სამეწარმეო უნივერ­სი­ტეტში არსებულ ბიზნეს-­ინ­კუბატორებში, ტექნოლოგიის ტრანსფერის ოფისებში, ფაბლაბებში, საუნივერსიტეტო ლი­­ცენ­ზიებით მომუშავე სპინ-ოფებში სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმებით და სხვა მსგავსი აქტივობითაა შესაძლებელი. ცვლილებებს საჭიროებს სწავლების მეთოდები და სტრატეგია.

ანალიზის გაღრმავების მიზნით ცხრილში 3 განვიხილავთ მსოფლიო ეკონო­მი­კური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2008-2017 წლების ანგარი­შებში საქართვე­ლოს პოზიციას ინოვაციურობის ზოგიერთი მაჩვენებლის  მიხედვით. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  გლობალური კონკურენტუნარიანობის 2008-2017 წლების ანგარიშებში საქართველოს პოზიცია ინოვაციურობის ზოგიერთი მაჩვენებლის  მიხედვით, ცხრილი 3 

ცხრილში ასახული შედეგები ადასტურებს ინოვაციურობის შესაძლებელობების მიხედვით საქარ­თვე­ლოს არასახარბიელო პოზიციებს. ქვეყნის ეკონომიკის გლობალური კონკუ­­რენტუ­ნარიანობის პოზიცია (66-ე ადგილი) თით­ქმის 2-ჯერ უკეთესია ინოვაციურობის მაჩვენებლებთან შედარებით. მაგალითისთვის თუ განვიხილავთ „კლასტე­რების განვითარების დონის“ მაჩვენებელს (117-ე ადგილი), თავისი შინა­არსით ის არის საგანმანთ­ლებლო, სამეც­ნი­ერო, სამთავრობო, საბანკო, ბიზნეს-სექ­ტორ­სა და მედიას შორის ურთიერთ­კავშირის სიხშირის მაჩვენებელი, ვინაი­დან სწორედ ისინი წა­მოადგენენ კლასტერის მთავარ მოქმედ მხარეებს (Solvell 2009, 15-17).

ცხრილში მოცემული მაჩვენებლების გა­უმჯობესება შესაძლებელია უნივერსიტეტებ­ში სამეწარმეო მოდელის ფორმირებით, ვინაიდან ასეთი უნივერსიტეტები არის კლას­ტერის მხარეებს შორის ეფექ­ტიანი დიალოგის სივრცე (Gagnidze 2018ა, 189). ასეთ უნივერ­სიტეტებთან მიერთებული კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქ­ტურაც უმჯობესდება სახელმწიფოსთან ერთად დაფინანსებაში ბიზნესის მონაწილეობით, ვინაიდან ბიზნესი იღებს იმ პროდუქტს, რაც მოთხოვნადია ბაზარზე და იზრდება პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების რაოდენობაც. აღნიშნულს ადასტურებს მრავალი ქვეყნის გამოცდილება (Vesperi and Gagnidze 2018, 210).

უნივერსიტეტებში სიცოცხლის მანძილზე სწავლების, სხვადასხვა პერიო­დუ­ლობის კომპლექსური, ან თემატური ტრენინგების ხელმისაწვდომობის უზრუნველ­ყოფით ქვეყანა შედეგს უფრო იაფად და სწრაფად იღებს, ვიდრე ცალ­კე­ული ფირმისთვის სხვადასხვა პროგრამით დაფინან­სე­ბული ტრენინგების შემთ­ხვევაში. ამის მიზეზი ისაა, რომ სპეციალისტები ცოტაა, ამასთან, განათლების სის­ტემაში არსებული ცოდნა მრავალ სტუდენტზე სწრაფად ვრცელდება, ხოლო ერთ კომპანიაში დახარჯული თანხებით მიღებული ცოდნა მხოლოდ ამ კომპანიის თანამ­შრომ­ლებს შორის რჩება.

სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმირება რეგიონებში, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების

ერთ-ერთი წყარო საქართველოში

უდავოა, რომ საქართველოს მასშტაბის ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს ვერ შეიტანს. ასევე რთულია ზემოაღწერილ პირო­ბებში განვი­თა­რების სწორი ვექტორის შერ­ჩევაც. ამ ფონზე აუცილებელია განი­საზღვ­როს საქართველოს ეკო­ნო­მი­კის განვითარების პრიორიტეტული მიმართუ­ლე­ბები, რომლებიც ინკლუზიურ ზრდასა და ისეთი პროდუქტების წარმოებაზე გაკეთდება, რაც მოთხოვნადი იქნება მო­მა­ვალშიც.

ვფიქრობთ, სწორი არჩევანის გასაკეთებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს რამდე­ნიმე გარემოება:

  1. ხელი შეეწყოს ისეთი დარგების/საგანმანათლებლო ინსტიტუტების/პროგრამების  შექმნა-გან­ვი­თარებას, რომ­ლებიც განაპირობებენ განვითა­რე­ბულ ქვეყნებში შექმ­ნი­ლი ახალი ტექნოლო­გი­ე­ბის ათვისებისა და დანერგვის შესაძლებ­ლობას საქარ­თ­ველოში;
  2. საქარ­თვე­­ლოს კონკურენციული უპირატესობების გამოვლენით, აქცენტი გაკეთ­დეს არაელას­ტიკური მოთხოვნის პროდუქტების სამეცნიერო კვლე­ვა­ზე, არსე­ბულის გაუმჯო­ბესებასა და ახალი პროდუქტების შემუ­შავე­ბასა და წარმოებაზე;
  3. ზემოჩამოთვლილი მიმართულებების განსახორციელებლად ხელი შეეწყოს სათა­ნა­დო სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებას.

ცნობილია, რომ არაელასტიკურია მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აუცი­ლე­ბელია ადამიანის არსებობისთვის, როგორიცაა: სასმელი წყალი, საკვები, ბიო-მედიკა­მენ­ტები, ჰიგიენის პროდუქტები, სასოფლო-სამეურნეო ბიო-ქიმიური პროდუქტები, დასვენება და სხვა. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტის წარმოება საქართველოს შეუძლია, როგორც სა­კუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე, უცხო­ურ ბაზრებზე გასატანად.

მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, თუმცა, მსოფლიო პრობლემაა გარემო­სა და შესაბამისად - წყლის დაბინძურება. საქართველოს წყლის რესურსების 30% უმაღლესი ხარისხის მიწისქვეშა სასმელი წყალია, მაგრამ  მიწის დაბინ­ძურების შედეგად სულ უფრო მცირდება მტკნარი წყლის მოცულობა. აკვაბიზ­ნესი საქარ­თვე­ლოში ერთ-ერთი პრი­ორიტეტული მიმართულება უნდა გახ­დეს, მაგ­რამ გარემოს დაბინძურების დღევან­დელი ტემპების შენარჩუ­ნე­ბით აღნიშ­ნულის განხორციელება შეუძლებელი გახდება.

მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული მწვანე ეკო­ნო­მიკის პოლიტიკა და ამ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები ქ. ქუთაისში ელექტრო­მო­ბი­­ლებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების მწარმოებელი საწარმოს შექმნის თაობაზე. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და საჭიროდ მიგვა­ჩნია მოსახლეობის მხრიდან როგორც სა­ყო­ფაც­ხოვრებო, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ბიო­წარ­მოების ქიმიური პრო­დუქ­ტების გამოყენება, რომლებიც არ დააბინძურებს გარე­მოს. ცნობი­ლია ისიც, რომ ბიო­წარ­მო­ების პროდუქტები ძალიან ძვირადღირე­ბუ­ლია ყველაგან და საქართვე­ლოშიც. შესა­ბა­მისად, მათი წარმოება არამარტო შიდა ბაზრის მოთხოვნისთვის, არამედ საექსპორტოდაც უნდა განიხილებოდეს. აღსანიშნავია, რომ ბიოწარმოებაზე სა­გადასახადო შეღავათების შე­მო­ღების ინიციატივა გაააქტიურებს ბიზნესს იმ მიმართულებებით, რაც ზემოთ ჩამოვთ­ვა­ლეთ. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი ეს პროდუქტები შეიძლება ჩართული იქნეს დახმარების პროგრამებში პროდუქტების სახით. 

ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ განათლება და მეცნიერება გამოაც­ხადა განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად და მნიშვნელოვანი თანხების აკუმუ­ლი­რება მოხ­დება სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. ვფიქრობთ, ამ თან­ხე­ბის გარკვეული ნაწილი უნდა გადანაწილდეს რეგიონულ უნივერსი­ტეტებ­ში, სადაც სამეწარმეო მოდელის განვითარება იქნება ეფექტიანი.

რეგიონული სამეწარმეო უნივერსიტეტი უნდა განიხილებოდეს, როგორც ზოგად­საგანმანათ­ლებლო სკოლების, კოლეჯების, უნივერსიტეტების და სამეცნიერო-კვლევითი სივრცის გამაერთიანებელი და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, მოსახლეობაში არსებული პოტენციალის გამოვლენისა და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მუდმივ დიალოგში მყოფი ორგანიზაცია. მისასალმებელია, რომ მსგავს მოდელს საფუძვე­ლი ეყრება თბილისსა და ბათუმში „ცოდნის ქალაქებისა“ და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობით, თუმცა, სასიცოცხლოდ აუცილებელია უკვე არსებული რეგიონული უნივერსიტე­ტე­ბის­თვის მოდელის ცვლილება. შედეგად, შესაძლებელი ხდება განათლების კლასტერის ფორმირება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე სისტემურად იმოქმედებს.

ერთი მხრივ, „საქართველოში მინერალური წყლების 2000-ზე მეტი ბუ­ნებ­რივი და ხელოვ­ნური გამოსავა­ლი არსებობს“ (ქსე 1983, 712-713) და 80-მდე სამ­კურ­­ნალო მცე­ნარის ენდე­მური ჯიში ხარობს. „ეს მცენა­რე­ები უდიდესწილად შესულია ჯანდაც­ვის მსოფლიო ორგა­ნი­ზაციის მიერ მომზადებულ მსოფ­ლიო სამკურნალო მცენარეების სამტომეულში ქარ­თული სახელწოდებებით. დღეისათ­ვის გამო­იყენება ამ მცენა­რე­ების მხოლოდ მეათედი“ (ამირეჯიბი და ბენაშვილი 2009, 31). ისიც განსაკუთრებითაა აღსანიშნავი, რომ ორივე რესურსი სრულიად საქართველოს მასშტაბითაა განფენილი, რაც ქვეყნის ყველა რეგიონში  ეკონომიკის განვითარების საფუძველი გახდება. 

მეორე მხრივ, 2015 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ „ბიოლო­გიისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში საქართველოში 700-მდე მეცნიერი მუ­შაობს, რომელთაგან 85% სამეცნიერო-კვლევით ინსტი­ტუ­ტებ­შია დასაქმებული“ (ბრეგვა­ძე და დალაქიშვილი 2015, 14). ამ მეცნიერთა მოსაზრებით, ხშირად ისინი მუშაობენ ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რა­საც ბიზნესი სხვაგან იძენს. ეს კი მხოლოდ იმის გამო ხდე­ბა, რომ ამ ორ მხარეს შორის არ არსებობს ეფექტიანი დიალოგი და კავშირი. ასეთ შემთ­ხვე­ვაში სახელმწიფო ფინანსები არაეფექ­ტი­ანად იხარჯება სამეცნიერო კვლევაზე და ბიზნესიც ზედ­მეტი ძალისხმევის ფონზე, აძლიე­რებს სხვა ქვეყნის ეკონომიკას. აღნიშნული კიდევ ერ­თხელ ადასტურებს სამეწარმეო უნივერსიტეტებში ცოდნის სამკუთხედის სამ მხარეს შორის დიალოგის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული შე­საძ­ლებ­ლო­ბები ჩნდება მინერალური წყლებისა და სამკურნალო მცენა­რე­ების კვლე­ვე­ბის შედეგების გაერთიანებით, რის საფუძველზეც შესაძლებელია უნი­კა­ლური, ბიო­ლო­გიური სა­მ­კურნალო, ჰიგიენური, საყოფაც­ხოვ­რებო ქიმიის, სასოფლო-სა­­მე­ურ­ნეო შხამქიმი­კა­ტებისა და ნიადაგის გასამდიდრებელი და სარწყავ სისტემებში გამო­სა­ყენებელი მინერალების წარმოება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო ასე­თი პრო­დუქ­ტების წარმოება/გა­მო­ყენებით შეძლებს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთე­ლო­ბასა და გარემო პი­რობებზე  ზრუნვას, და უცხოეთის განვითარებულ ბაზრებზე შესვლას.

ამგვარად, სახეზეა საქართველოს კონკურენციული უპირატესობა, როგორც ადამია­ნუ­რი, ასე­ვე, ბუნებ­რივი რესურსების მხრივ. საჭიროა მხოლოდ სწორი მიზნისა და პოლი­ტი­კის განსაზ­ღვრა, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება და მთავრობასთან ერთად ერთიან სივრცეში ეფექტიანი დიალოგი. სამეწარმეო უნივერსიტეტები განსაკუთრებით იმაღ­ლებენ ინოვაციურობის დონეს საერთაშორისო საგანამანთლებლო და სამეცნიერო პრო­ექ­ტებში ჩართვით (Gagnidze 2018ბ, 418). ისიც, აღსანიშნავია, რომ ბიოტექნოლოგიის მიმარ­თულებით კვლევები ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება მომავალშიც.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ იმ პროფესიათა, შორის, რომლის ჩანაცვლებაც ხელოვნურ ინტე­ლექტს ნაკლებად ძალუძს, არის ჯანმრთელობის აღდგენის, ნუტრიციოლოგიის, დიე­ტოლოგიის მიმართულების ექიმები. ამ პროფილის კვლევები, შესაძლებელია განხორ­ციელ­დეს საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში შექმნილ საუნივერსიტეტო კლინიკებში. მიღებული შედეგები კი უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს ბალნეო­ლოგიურ კურორ­ტებზე მოზიდული დამსვენებლებისთვის. რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა განხორ­ციელ­დეს მოსახლეობაში არსებული არაფორმალური ცოდნის ფორმალიზება და ახალი პრო­დუქტების შეთავაზება ბაზრებზე.

რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სანახაობითი ტურიზმისგან განსხვავებით, მდგრადი მოთხოვნით ხასიათდება და სწორი მარკეტინგული კამპა­ნიის საფუძ­ველზე საქართველოში ტურიზმის ამ მიმართულებიდან შემოსავლები უდავოდ გაიზრ­დება. რეკრეაციული ტურიზმის განვითარება უკავშირდება უნიკალურ გარემო პი­რო­ბებსა და მინერალურ წყლებს, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, იმ რაოდენო­ბით რაც სა­ქარ­თვე­ლო­­შია, არ გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოთ­ხოვნა (და შესაბა­მისად მასზე გასაწევი დანა­ხარ­ჯები) არაელასტიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდი­ვი­დი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თანხებს ყოველ­თვის გამონახავს.

დასკვნ

უახლოეს 5-10 წელიწადში მსოფლიო ეკონომიკაში მკვეთრი ცვლილებების პერიოდი დადგება, რასაც პროგნოზირებენ აღიარებული კვლევითი ორგანიზაციები. ამ პროცესს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას უწოდებენ და აფასებენ ორგვარად: ერთი მხრივ, მსჯელობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე (მრავალი სამუშაო ადგილის გაქ­რო­ბა) და მეორე მხრივ, მოსალოდნელ ახალ შესაძლებლობებზე (მრავალი ახალი პროფე­სიის გაჩენა). ასეთ პირობებში მოსალოდნელი სირთულეების დასაძლევად ჩვენი ძირითადი რეკომენდაციაა საქართველოში სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმი­რება, ვინაიდან, ვფიქრობთ, ის მოახდენს ქვეყანაში განათლების, მეცნიერებისა და ბიზ­ნე­სის განვითარების ინტეგ­რი­რებული და ეფექტიანი პოლი­ტიკის ფორმირებას, ადგილობრივი ეკონომიკის პო­ტენ­ციალის სათანადო დონეზე შესწავლასა და გა­მოვ­ლენას, ამის შედეგად კი, ბიზ­ნესის ახალი მიმართულებების დაწყებას. ასეთი მოდელის ეფექტიანობას უცხოეთის წარმატებეული მაგალითები ადასტურებს.

სამეწარმეო უნივერსიტეტი ეკო­ნო­მიკის ინოვაციური განვითა­რების მაჩვე­ნებ­ლებ­ზე დადებითად ზემოქმედებს, ვინაიდან ის აუმ­ჯობესებს თით­ქმის ყველა იმ მაჩვე­ნებელს, რომელიც შედის გლობალური კონკუ­რენტუნა­რიანობის ინ­დექსის ინოვაცი­ურობის შესაძლებლობების მდგენელში.

სამეწარმეო უნივერსიტეტებს შეუძლია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს იმ მოსალოდნელი შედეგების შერბილებაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მეოთხე ინდუსტრიულ რევო­ლუ­ციას, რადგან ის პოზიტიურად მოქმედებს იმ ათი ძირითადი რჩევიდან შვიდ მათ­განზე, რასაც მთავრობებს აძლევენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მკვლევარები.

სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმირება ხელს შეუწყობს არამარტო საუ­ნი­ვერ­სი­ტეტო სისტემის გაუმჯობესებას, რაშიც სწავლების ახალი მიდგომების დანერ­გვა, სტუ­დენტთა მეტი დამოუკიდებელი მუშაობა, მათი ჩართვა კვლევებში და ახალი მოთხოვნის უნარების გამომუშავება იქნება უზრუნველყოფილი, არამედ, აუმ­ჯომესებს სამეცნიერო კვლევებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავ­ლების ხარისხსაც. ამ ფუნ­ქ­ციის შესრულებით, ის განათლების სისტემის ერთგვარ ქვაკუთხედად და ზიარჭურჭლად გვევ­ლინება, რომე­ლმაც ძირითადი გამწევი ძალის ფუნქცია უნდა იკისროს (ამას ადასტურებს უცხოეთში ჩატარებული სამეწარმეო ეკოსისტემის კვლევებიც).

სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმირების ხელშეწყობა საქართველოს რე­­­­გი­ო­ნებში, ზემოაღნიშნულის გარდა, ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამეც­ნი­ერო კად­რების გაზრდას და ინტელექტის გადინების შემცირებას, რეგიონში მო­სახ­ლე­ობის და­მაგრებას, უმუშევრობის შემცირებას და შემოსავლების ზრდას, ახა­ლი ბიზნესის წარ­მოწყებისას ბარიერების შემ­ცირებას, ეკონომიკის განვითა­რე­ბი­სადმი სისტემურ მიდ­გომას, სამეცნიერო კვლევების მოგებიანობას და სის­ტე­მის­თვის დამახასიათებელ სხვა სინერგიულ პროცესებს. ამას ადას­ტურებს ევროკომისიისთვის მომზადებული კვლევებიც, საიდანაც წარმოდეგნილ ნაშრომში ციტირებულია შედეგები.

დაბოლოს, სამეწარმეო უნივერსიტეტის მოდელის ფორმირება საქართველოში საუკეთესოდ უპასუხებს სამთავრობო მწვანე ეკონომიკისა და საგანმანათლებლო და ეკონომი­კური ჰაბის ფუნქციის შესრულებას საქართველოში.

ლიტერატურა:

  • ამირეჯიბი ე. და ბენაშვილი ც. (2009). „ქრისტიანობა და ფიტომრეწველობის განვითარება საქართველოში“, სამეცნიერო კონფე­რენ­ცი­ის მოხსენებათა კრებული „ქრისტიანობა და ეკონომიკა“, თსუ გამომცემლობა, თბ., გვ. 159.
  • ბაქიგალუპო, მ., კამფილისი, პ., პუნი, ი., ვან დე ბრანდე, გ. (2016). EntreComp: სამეწარმეო კომპეტენციის ჩარჩო, JRC SCIENCE FOR POLICY REPORT.
  • ბრეგვაძე თ. და დალაქიშვილი მ. (2015). „კვლევის კომერციალიზაციის შესაძლებლობები საქართველოში ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით“, საჭიროებათა კვლევა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ. ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია, ტო­მი 6, თბ., 1983.
  • Audretsch D.B. (2014). “From the Entrepreneurial University to the University for the Entrepreneurial      Society”, Journal of Technology Transfer, Vol. 39, No. 3, pp. 313–321.  DOI 10.1007/s10961-012-9288-1
  • COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS, Supporting growth and jobs – an agenda for the modernisation of Europe's higher education systems {SEC(2011) 1063 final}, Brussels, 20.9.2011, COM(2011) 567 final.
  • Di Fatta, D., Caputo, F. and  Dominici, G. (2018). “A relational view of start-up firms inside an incubator: the case of the ARCA consortium”, European Journal of Innovation Management, Vol.21 No.4, pp.601-619.
  • Etzkowitz H. and Zhou  Ch. (2008). “Introduction to Special Issue Building the Entrepreneurial University: a Global Perspective”, Science and Public Policy, Vol. 35 No. 9, pp.627
  • Farsi  J.Y., Imanipoir  N. and Salamzadeh, A. (2012). “Entrepreneurial University Conceptualization: Case of Developing Countries”. Int. J. Global Business and Management Research (GBMR) Vol. 4  No. 2, pp. 193-204
  • Gagnidze  I. (2018). “From Clusters to Entrepreneurial Universities and Vice Versa: Ways of Developing      the Local Economy: a Systemic Approach”. Int. J. Markets and Business Systems, Vol. 3, No.2, pp. 181-196;  DOI:10.1504/IJMABS.2018.10011650
  • Gagnidze I. (2018). “The Role of International Educational and Science Programs for Sustainable Development (Systemic Approach)”, Kybernetes. Vol. 47 Issue: 2, pp. 409-424. https://doi.org/10.1108/K-03-2017-0114
  • Gagnidze  I. (2016). “The Impact of Entrepreneurial Universities on the Innovative Development of Economy”. ­III International scientific and practical conference “Strategic Imperatives of Modern Management”, KNEY, Kiev, 2016, pp. 186-192.
  • Guerrero M., Urbano D., Cunningham J. and Organ  D. (2014). “Entrepreneurial Universities inT Two European Regions: a Case Study Comparison”, The Journal of Technology Transfer.  Vol.39 No.3, pp.415-434. 
  • Leydesdorff  L. (2012). “The Triple Helix of University-Industry-Government Relations”, forthcoming in: Elias Carayannis and David Campbell (Eds.), Encyclopedia of Creativity, Innovation, and Entrepreneurship, New York: Springer.
  • Martini  E. and Rossi M. (2010). “The Transformation of University-industry Relations. The Case of Campania”, University of Sannio, Italy,  pp. 447-466. Roufagalas J. (eds), Economic Themes, vol. I, Athens Institute for Education and Research, Athens (ATINER), (ISBN 978-960-6672-86-6).
  • Meyers  A.D. and Pruthi  S. (2011). “Academic Entrepreneurship, Entrepreneurial Universities and Biotechnology”. Journal of Commercial Biotechnology. Vol. 17 No. 4, pp.349 – 357. doi:10.1057/jcb.2011.22
  • Nuttall G. (2018 10 May)  The Revolution is Coming are We Ready.
  • Qartuli sabchota entsiklopedia (1983). [Georgian Soviet Encyclopedia] Vol. 6. Tb. (In Georgian)
  • Rasmussen E. and Wright M. (2015). “How Can Universities Facilitate Academic sSpin-offs? An Entrepreneurial Competency Perspective”, The Journal of Technology Transfer, Vol. 40  No. 5, pp.782-799.
  • Sciarelli  M., Landi  G., Turriziani L., and Tani, M. (2019). “Diversity Management in Academic  Business Venturing: Empirical Evidences from Italian Universities”. International Journal of Academic Research in Business and Social Sciences, Vol. 9 No. 3, pp.43–62. DOI: 10.6007/IJARBSS/v9-i3/5627
  • Schwab  K., Zahidi  S. (2018) 10 Things You - and Your Government - Should Know about Competitiveness in the Fourth Industrial Revolution, [Online] 16 October.
  • Solvell  O. (2009). “Clusters - Balancing Evolutionary and Consructive Forces”, Ivory Tower Publisher, ISBN 978-91-974783-3-5, Second Edition. pp.15-16.
  • The Future of Jobs Report 2018, Centre for the New Economy and Society. World Economic Forum. Committed to Improving the State of the World. ISBN 978-1-944835-18-7.
  • The Future of Jobs: Employment, Skills and Workforce Strategy for the Fourth Industrial Revolution, World Economic Forum, 2016
  • The Future of  work and Learning In the Age of the 4th Industrial Revolution. 2018, Desire2learn   (D2L)
  • The Contribution of Universities to Innovation, (regional) Growth and Employment,  EENEE Analytical Report No. 18, Prepared for the European Commission, European Expert Network on Economics of Education (EENEE), 2014,Reinhilde Veugelers KULeuven, Bruegel and CEPR With the help of  Elena Del Rey University of Girona Revised version January 2014.
  • Vesperi  W. and Gagnidze  I. (2018). “Rethink University System: towards Entrepreneurial University”. E-Book of Abstract, Fifth Business Systems Laboratory International Symposium, Cocreating Responsible Futures in the Digital Age: Exploring New Paths towards Economic, Social and Environmental Sustainability, University “Federico II” of Naples, January 22-24, pp.210-211. 
  • Waal  A. and Chachage  B. (2011). “Applicability of the High-Performance Organization Framework at an East African University The case of Iringa University College.”  International Journal of Emerging Markets Vol. 6 No. 2, pp. 148-167, DOI 10.1108/17468801111119506
  •  World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2008-2009, Country/Economy Profiles, Georgia.

            http://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCompetitivenessReport_2012-13.pdf (Accessed 9 September 2019)

  • World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2013-2014, Country/Economy Profiles, Georgia.

            http://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCompetitivenessReport_2013-14.pdf (Accessed 9 September 2019)

           (Accessed 9 September 2019)

References:

  • Amirejibi E., Benashvili C. (2009). “qristianoba da phitomretsvelobis ganvitareba saqartveloshi, “qristianoba da ekonomika” sametsniero konferentsiis moxsenebata krebuli, tsu gamomtsemloba. [Christianity and development of the phitotherapy industry in Georgia] “Christianity and Economics,” Scientific Conference Papers. TSU Publishing House] Tb. (In Georgian).
  • Bacigalupo M., Kampylis P., Punie Y., Van den Brande G.  (2016). EntreComp: sametsarmeo kompetentsiis charcho, [EntreComp: The Entrepreneurship Competence Framework],  JRC SCIENCE FOR POLICY REPORT.  Luxemburg: Publication Office of the European Union; EUR 27939 EN; doi:10.2791/593884] (In Georgian).
  • Bregvadze T., Dalaqishvili M. (2015). “kvlevis komertsializatsiis shesadzleblobebi saqartveloshi biologiisa da bioteqnologiebis mimartulebit” sachiroebata kvleva, Ilia State University, [Research Commercialization Opportunities in Biology and Biotechnology in Georgia,] Needs research. Tb. (In Georgian).
  • Audretsch D.B. (2014). “From the Entrepreneurial University to the University for the Entrepreneurial      Society”, Journal of Technology Transfer, Vol. 39, No. 3, pp. 313–321.  DOI 10.1007/s10961-012-9288-1
  • COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS, Supporting growth and jobs – an agenda for the modernisation of Europe's higher education systems {SEC(2011) 1063 final}, Brussels, 20.9.2011, COM(2011) 567 final,
  • Di Fatta, D., Caputo, F. and  Dominici, G. (2018). “A relational view of start-up firms inside an incubator: the case of the ARCA consortium”, European Journal of Innovation Management, Vol.21 No.4, pp.601-619.
  • Etzkowitz H. and Zhou  Ch. (2008). “Introduction to Special Issue Building the Entrepreneurial University: a Global Perspective”, Science and Public Policy, Vol. 35 No. 9, pp.627
  • Farsi  J.Y., Imanipoir  N. and Salamzadeh, A. (2012). “Entrepreneurial University Conceptualization: Case of Developing Countries”. Int. J. Global Business and Management Research (GBMR) Vol. 4  No. 2, pp. 193-204
  • Gagnidze  I. (2018). “From Clusters to Entrepreneurial Universities and Vice Versa: Ways of Developing      the Local Economy: a Systemic Approach”. Int. J. Markets and Business Systems, Vol. 3, No.2, pp. 181-196;  DOI:10.1504/IJMABS.2018.10011650
  • Gagnidze I. (2018). “The Role of International Educational and Science Programs for Sustainable Development (Systemic Approach)”, Kybernetes. Vol. 47 Issue: 2, pp. 409-424. https://doi.org/10.1108/K-03-2017-0114
  • Gagnidze  I. (2016). “The Impact of Entrepreneurial Universities on the Innovative Development of Economy”. ­III International scientific and practical conference “Strategic Imperatives of Modern Management”, KNEY, Kiev, 2016, pp. 186-192.
  • Guerrero M., Urbano D., Cunningham J. and Organ  D. (2014). “Entrepreneurial Universities inT Two European Regions: a Case Study Comparison”, The Journal of Technology Transfer.  Vol.39 No.3, pp.415-434. 
  • Leydesdorff  L. (2012). “The Triple Helix of University-Industry-Government Relations”, forthcoming in: Elias Carayannis and David Campbell (Eds.), Encyclopedia of Creativity, Innovation, and Entrepreneurship, New York: Springer.
  • Martini  E. and Rossi M. (2010). “The Transformation of University-industry Relations. The Case of Campania”, University of Sannio, Italy,  pp. 447-466. Roufagalas J. (eds), Economic Themes, vol. I, Athens Institute for Education and Research, Athens (ATINER), (ISBN 978-960-6672-86-6).
  • Meyers  A.D. and Pruthi  S. (2011). “Academic Entrepreneurship, Entrepreneurial Universities and Biotechnology”. Journal of Commercial Biotechnology. Vol. 17 No. 4, pp.349 – 357. doi:10.1057/jcb.2011.22
  • Nuttall G. (2018 10 May)  The Revolution is Coming are We Ready.
  • Qartuli sabchota entsiklopedia (1983). [Georgian Soviet Encyclopedia] Vol. 6. Tb. (In Georgian).
  • Rasmussen E. and Wright M. (2015). “How Can Universities Facilitate Academic sSpin-offs? An Entrepreneurial Competency Perspective”, The Journal of Technology Transfer, Vol. 40  No. 5, pp.782-799.
  • Sciarelli  M., Landi  G., Turriziani L., and Tani, M. (2019). “Diversity Management in Academic  Business Venturing: Empirical Evidences from Italian Universities”. International Journal of Academic Research in Business and Social Sciences, Vol. 9 No. 3, pp.43–62. DOI: 10.6007/IJARBSS/v9-i3/5627
  • Schwab  K., Zahidi  S. (2018) 10 Things You - and Your Government - Should Know about Competitiveness in the Fourth Industrial Revolution, [Online] 16 October.
  • Solvell  O. (2009). “Clusters - Balancing Evolutionary and Consructive Forces”, Ivory Tower Publisher, ISBN 978-91-974783-3-5, Second Edition. pp.15-16.
  • The Future of Jobs Report 2018, Centre for the New Economy and Society. World Economic Forum. Committed to Improving the State of the World. ISBN 978-1-944835-18-7.
  • The Future of Jobs: Employment, Skills and Workforce Strategy for the Fourth Industrial Revolution, World Economic Forum, 2016
  • The Future of  work and Learning In the Age of the 4th Industrial Revolution. 2018, Desire2learn   (D2L)
  • The Contribution of Universities to Innovation, (regional) Growth and Employment,  EENEE Analytical Report No. 18, Prepared for the European Commission, European Expert Network on Economics of Education (EENEE), 2014,Reinhilde Veugelers KULeuven, Bruegel and CEPR With the help of  Elena Del Rey University of Girona Revised version January 2014.
  • Vesperi  W., Gagnidze  I. (2018). “Rethink University System: towards Entrepreneurial University”. E-Book of Abstract, Fifth Business Systems Laboratory International Symposium, Cocreating Responsible Futures in the Digital Age: Exploring New Paths towards Economic, Social and Environmental Sustainability, University “Federico II” of Naples, January 22-24, pp.210-211. 
  • Waal  A.,  Chachage  B. (2011). “Applicability of the High-Performance Organization Framework at an East African University The case of Iringa University College.”  International Journal of Emerging Markets Vol. 6 No. 2, pp. 148-167, DOI 10.1108/17468801111119506
  • World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2008-2009, Country/Economy Profiles, Georgia.

            http://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCompetitivenessReport_2012-13.pdf (Accessed 9 September 2019)

  • World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2013-2014, Country/Economy Profiles, Georgia.

           http://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCompetitivenessReport_2013-14.pdf (Accessed 9 September 2019)