English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ირმა ლენგ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესგარემოს PESTEL - ანალიზი

 

ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოსა და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის აშშ-ის ბიზნეს-გარემო. საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა. ევრაზიაში თავისი ადგილმდებარეობით, გახსნილი ეკონომიკით, გამარტივებული საგადასახადო რეჟიმით და შედარებით მცირე ბიზნეს-რეგულაციებით საქართველო მეტად მიმზიდველია ამერიკული კომპანიებისთვის. ანალიზისთვის გამოყენებულია PESTEL analysis, რომელიც საუკეთესო საშუალებაა, მოიცავს რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და იურიდიულ ფაქტორებს, რომლებიც არსებით ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის მაკროგარემოზე. ქვეყნისეკონომიკური, საინვესტიციოდასაფინანსოინდიკატორების გათვალისწინებით, ფაქტორების ანალიზისთვის გამოყენებულია მსოფლიოსწამყვანისაერთაშორისოორგანიზაციებისმიერგამოქვეყნებული ქვეყნების 2017-2021 წლებისსაერთაშორისოეკონომიკურიდაფინანსურირეიტინგები. მიღებული შედეგების მიხედვით გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები, ასევე შესწავლილია აშშ-ის და საქართველოს სარეიტინგო ქულები. სტატიაში ნაჩვენებია, რომ მიუხედავად  არაერთი სისტემური რეფორმის განხორციელებისა, რის საფუძველზეც საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, ბაზრის ეფექტიანობა და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, ბოლო პერიოდის მანძილზე საქართველოს მაჩვენებლები მსოფლიო რეიტინგებში შედარებით დაბალია, რაც მოითხოვს მთავრობის მხრიდან დამატებით ძალისხმევას,  ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისათვის.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველო, აშშ, ბიზნეს-გარემო, PESTEL ანალიზი, ფაქტორები.

 

შესავალი

საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ხანგრძლივი ისტორია აქვს. საქართველოსთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორია და პირიქით, აშშ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ მოიაზრებს. ქვეყანათა ორმხრივმა ურთიერთობამ თვისებრივი ცვლილებები განიცადა. ბოლო წლების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის ახალი ნიშნულები დაფიქსირდა ძირითადად ამერიკული პროდუქციის ექსპორტის ხარჯზე. თანასწორობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრობა გამოარჩევს ამ ორი სახელმწიფოს სტრატეგიულ კავშირს.

ჩატარებული PESTEL ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ორი ქვეყნის მიმდინარე ტენდენციები, პრიორიტეტები, შესაძლო მიზნები, ამოცანები. შეფასდა გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყნებს უწევს გამკლავება და შემუშავდა რეკომენდაციები, რაც აშშ-ის და საქართველოს შემდგომ ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული.

 

პოლიტიკური ფაქტორები

საერთაშორისო ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე აშშ კანადის შემდეგ სიდიდით მეორე დემოკრატიაა. აშშ რჩება "ნაკლოვანი დემოკრატიის" კატეგორიაში, რომელიც ქვეყნის ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის ეროზიის გამო 2016 წელს გამოვიდა "სრული დემოკრატიის" კატეგორიიდან. საქართველო, როგორც “ჰიბრიდული რეჟიმის” ქვეყანა, წარმოდგენილია დაბალი ქულით და იკავებს 91-ე ადგილს მსოფლიო რეიტინგში. (https://www.eiu.com)

    აშშ-ის ქულა, პოლიტიკური მონაწილეობის კატეგორიაში, ზრდის ტენდენციით დაფიქსირდა, რაც მისი უმაღლესი ნიშნულია 2006 წლის შემდეგ. ყველაზე მაღალი გლობალური მაჩვენებელი დაფიქსირდა საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კატეგორიაში. აშშ-მა ასევე მოკრძალებულად გაიუმჯობესა ქულა სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში წინა 2019 წელთან შედარებით. პოლიტიკური კულტურა აშშ-სთვის ყველაზე სუსტ კატეგორიად იქცა, რომლის ქულები მკვეთრად დაეცა 2020 წელს 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო რაც შეეხება 2020 წელს, აშშ-ის მთავრობის ფუნქციონირების კატეგორიისთვის - შემცირებული ტენდენციით გამოირჩევა.

       საქართველოს მაჩვენებელმა, სამთავრობო კატეგორიის ფუნქციონირების თვალსაზრისით, დაბალი სარეიტინგო ქულა შეადგინა. ბოლო წლების ტენდენციის გაგრძელებით, პოლიტიკური მონაწილეობის საერთო გლობალური ქულის კიდევ ერთი ზრდა დაფიქსირდა 2020 წელს. გლობალური ტენდენციების შესაბამისად, საქართველომ უარესი შედეგი მიიღო სამოქალაქო თავისუფლების მაჩვენებელშიც, ნაწილობრივ კოროვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დანერგვის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში. საქართველოს ქულა აღნიშნულ კატეგორიაში 2020 წელს მისი უმაღლესი მაჩვენებელი დაფიქსირდა სხვა კატეგორიებთან შედარებით. კანონის უზენაესობის პოლარიზაციის შედეგია ქვეყნის პოლიტიკური კულტურის საკმაოდ დაბალი გლობალური მაჩვენებელი.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი (HFI) წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების ფართო საზომს (იხ. ცხრილი 1).                           

             

ადამიანის თავისუფლების ინდექსი (2020 წელი)

ცხრილი 1.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი (HFI) 2020

 

ქვეყანა

კანონის უზენაესობა

უსაფრთხოება და დაცვა

სამოქალაქო მოძრაობა

რელიგია

ასოციაცია, ასამბლეა და სამოქალაქო საზოგადოება

აზრის გამოხატვა და ინფორმაციულობა

პირადობა და ურთიერთობები

მთავრობის ზომა

იურიდიული სისტემა და საკუთრების უფლებები

ფულის წვდომა

საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება

კრედიტის, შრომისა და ბიზნესის რეგულაციები

 

საქართველო

5.4

9

6.7

7.1

8.6

9.2

8.2

7.9

6.5

9.3

9

8.3

 

აშშ

6.7

9.2

10

8

9.9

9.9

9

7.5

7.3

9.7

7.8

8.8

 

                             

  წყარო: დამუშავებულია ავტორის მიერ www.cato.org და www.fraserinstitute.org მონაცემებზე დაყრდნობით.

 

ცხრილში კარგად ჩანს, რომ 2020 წლის ინდექსში საქართველოსა და აშშ-ის კანონის უზენაესობის ინდიკატორი საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი. ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ფულის წვდომის, ხოლო აშშ-ს - აზრის გამოხატვასა და ინფორმაციულობაში აქვს.

დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა საკმარისი არ არის წარმატებული დემოკრატიის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების სექტორის გაძლიერება და მისი ჩართულობა პოლიტიკის განხილვებში. ხალხის ჩართვა დემოკრატიულ და ანგარიშვალდებულ გადაწყვეტილების მიღებაში არის ჭეშმარიტად აქტიური დემოკრატიის წინაპირობა, რომლის საბოლოო მიზანი უნდა იყოს აქტიურ მოქალაქეთა საზოგადოების შექმნა. 

ეკონომიკური ფაქტორიები

აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობა აქვს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასთან. ის საქონლის ექსპორტით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა. (https://ustr.gov) 2019 წელს აშშ-ს საქონლის ექსპორტმა 1,6 ტრლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 2,5 ტრლნ დოლარი (https://oecd.world). 2019 წელს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა შეადგინა 617 მლრდ დოლარი.  ქვეყნები, რომლებთანაც აშშ-ს საქონელში ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - მექსიკა, კანადა, ჩინეთი, იაპონიადა გერმანიაა. (https://www.census.gov/)

2020 წელს, აშშ-ის ექსპორტი 16%-ით შემცირდა და 23 ტრლნ დოლარი შეადგინა, იმპორტი შემცირდა 10%-ით და შეადგინა 2,8 ტრლნ დოლარი, ხოლო სავაჭრო დეფიციტი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 18%-ით და შეადგინა 681,7 მლრდ დოლარი (https://www.trade.gov/ITA-International Trade Administration).

2019 წლის მსოფლიო რეიტინგში ექსპორტით საქართველო 121-ე ადგილზეა, ხოლო იმპორტით - 101-ე (www.wto.org). ექსპორტმა შეადგინა 3 798 მილიონი აშშ დოლარი; (www.un.org) იმპორტმა 9 517 მლნ დოლარი. ბალანსი -5 719 მლნ დოლარი (www.unstar.un.org).  2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 315.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია (http://www.economy.ge/ ).

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ დოლარი შემცირებულია 12.0%-ით, ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ დოლარი შემცირებული 15.9%-ით 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 18%-ით შემცირებული 4 663.4 მლნ დოლარი შეადგინა (www.geostat.ge.).

2019 წლის, აშშ-ის მშპ დაახლოებით 21,43 ტრლნ დოლარი იყო, 2020 წელს კი 20,94 ტრლნ დოლარი. შემცირება მეტწილად გამოწვეული იყო პანდემიასთან დაკავშირებული შეზრუდვებით (https://www.marketresearchreports.com/). 2019 წლის მდგომარეობით, აშშ-ის მყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP) 22,68 ტრლნ დოლარია და ის მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა (World Economic Outlook Database 2021), მოსახლეობის ერთ სულზე (მშპ) 68 309 დოლარით (www.imf.org).

2019 წლის აშშ-ში უმუშევრობის დონემ მთლიანი სამუშაო ძალის 3.682% შეადგინა, ხოლო 2020 წლის ბოლოს საქართველოს უმუშევრობის დონემ 20,4%-ს მიაღწია.

2020 წელს რთულ პერიოდში საქართველომ მშპ-ს რეალური ზრდის მკვეთრი 6,5%-იანი ვარდნა განიცადა. 2019 წლის რეალური მშპ 17,5 მლრდ დოლარი იყო. ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე  (მშპ) შეფასდა 4 696,2 დოლარით.საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2020 წელს დაახლოებით 15.9 მლრდ დოლარი იყო, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე (მშპ) შეფასდა 4 275 დოლარით. 

ლეგატუმის ინსტიტუტის 2019-2020 წლის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, რომელიც ზომავს კეთილდღეობას მსოფლიოს 167 ქვეყანაში, საქართველო წარმოდგენილია 53-ე ადგილზე, აშშ კი - საკმაოდ მაღალი მე-18 ადგილით გამოირჩევა მსოფლიოში (www.prosperity.com). (იხ.ცხრილი 2).

 

საქართველო-აშშ რეიტინგები 2019-2020 წლების ლეგატუმის კეთილდღეობის

ინდექსის მიხედვით

ცხრილი 2.

The Legatum Prosperity Index -  ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსი 2019-2020 წლებში

2019 წლის რეიტინგი

2020 წლის  რეიტინგი

ქვეყანა

უსაფრთხოება

პირადი თავისუფლება

მმართველობა

სოციალური კაპიტალი

საინვესტიციო გარემო

საწარმოო პირობები

ბაზრის წვდომა და ინფრასტრუქტურა

ეკონომიკური ხარისხი

ცხოვრების პირობები

ჯანმრთელობა

განათლება

ბუნებრივი გარემო

 

 

18

18

აშშ

66

22

22

17

10

4

4

17

28

59

20

22

 

 

53

53

საქართველო

73

61

51

111

41

53

56

82

89

82

55

115

 

 

       წყარო:  დამუშავებულია ავტორის მიერ www.prosperity.com მონაცემებზე დაყრდნობით.

 

ცხრილიდან ჩანს, რომ საუკეთესო მონაცემი საინვესტიციო გარემოს, მმართველობის, საწარმოო პირობების, განათლებასა და ბაზრის წვდომა/ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებში აქვს. შემაშფოთებელი მონაცემები კი გამოიკვეთა ბუნებრივ გარემოში, სოციალურ კაპიტალში, ცხოვრების პირობებში და ეკონომიკრი ხარისხში, სადაც საქართველო 167 ქვეყანას შორის 82-ე ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება უსაფრთხოებასა და პირადი თავისუფლების კატეგორიები წინა პერიოდებთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებლებით წარსდგა.

აშშ ყველაზე კარგი პოზიცია კვლავ საწარმოო პირობებში და ბაზრის წვდომა/ინფრასტრუქტრაში აქვს, შემდეგ მოდის საინვესტიციო გარემო 10 ქულით, სოციალური კაპიტალი და ეკონომიკური ხარისხი 17 ქულით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. რაც შეეხება განათლებას, პირად თავისუფლებას, მმართველობას, ბუნებრივ გარემოს და ცხოვრების პირობებს, წინა პერიდებთან შედარებით მცირე ცვლილებით გამოირება. კვლავ დაბალია მაჩვენებლები ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების კატეგორიებშ, რაც აშშ-ის სარეიტინგო ქულებს დაბლა სწევს და მე-18 ადგილს ინარჩუნებს.

2020 წლისათვის მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ Doing Business ანგარიშში საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა შორისაა.  ბიზნესის კეთების მაღალი სიმარტივე ნიშნავს, რომ მარეგულირებელი გარემო უფრო ხელსაყრელია ადგილობრივი ფირმის დაარსებისა და მუშაობისთვის. (https://www.doingbusiness.org/) 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოს 190 ეკონომიკას შორის საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით მე-7 ადგილზეა ქულით 83.7, ხოლო შეერთებული შტატები მე-6 ადგილზე 84,0 ქულით. ბოლო 2019-2020 წლების პერიოდში აშშ და საქართველო ერთი და იგივე მე-6 მე-7 პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ. (https://openknowledge.worldbank.org/ Doing Business 2020)

 

საქართველოსა და აშშ-ისრეიტინგები ბიზნესის წარმოების

პირობების მიმზიდველობით 2019-2020 წლებში

ცხრილი 3.

რეიტინგი

ქულა

2019-2020

საწარმოების რეგისტრაცია

მშენებლობის ნებართვის მიღება

ელექტროენერგიის მიღება

ქონების რეგისტრაცია

დაკრედიტება

ინვესტიციების დაცვა

დაბეგვრა/გადასახადები

ვაჭრობა საზღვრებს შორის

კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა

საწარმოების ლიკვიდაცია

6

84

აშშ

55

24

64

39

4

36

25

39

17

2

7

83.7

საქართველო

2

21

42

5

15

7

14

45

12

64

    წყარო:  შედგენილია ავტორის მიერ www.doingbusiness.org-ის მონაცემებზე დაყრდნობით

 

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს-გარემო არსებითი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. 2019-2020 წლებში საქართველო ბიზნესის წარმოების (დაწყების) სიმარტივით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა და ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს- გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია,  აშშ და სხვა. რაც შეეხება ქონების რეგისტრაციას (მე-5 ადგილით) და ინვესტორთა უფლებების დაცვას (მე-7 ადგილით) საქართველო საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. რაც შეეხება აშშ-ს, აღნიშნულ კატეგორიებში (39-ე და 36-ე ადგილებით), საკმაოდ შემცირებული მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი. კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფის, დაკრედიტებისა და დაბეგვრა/გადასახადების კატეგორიებით, საქართველოს მაჩვენებლები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება (მე-12, მე-15 და მე-14 ადგილებით), თუმცა აშშ-ის მაჩვენებლებიც აღნიშნულ კატეგორიებში საკმაოდ მაღალია (მე-17, მე-4 დ 25-ე ადგილებით). მშენებლობის ნებართვების მიღების სიმარტივით, ორივე ქვეყანა თითქმის ერთნაირი მაჩვენებლებით ხასიათდება - საქართველო 21-ე და  აშშ 24-ე ადგილებით). ყველაზე გაუარესებული მაჩვენებლებით საქართველო წარმოდგენილია ელექტროენერგიის მიღების - 42-ე და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში 45-ე ადგილებზე. აშშ-ის შესაბამისი მაჩვენებლებიც არასახარბიელოა და 64-ე და 39-ე ადგილებით გაუარესებულ სიტუაციას აჩვენებს. აშშ საწარმოების ლიკვიდაციას საკმაოდ გაუმჯობესებული მაჩვენებლით მე-2 ადგილზეა, ხოლო საქართველო ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 64-ე ადგილზე.

2020 წლისათვის მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ნაჩვენებია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები: მშენებლობის ნებართვებთან ურთიერთობა-საქართველომ გააუმჯობესა შენობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციასთან საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდით. ხოლო 2019 წლის რეფორმებში, ის შემოიფარგლებოდა 3 ძირითადი მაჩვენებლით: ბიზნესის წამოწყება; გადასახადების გადახდა; კონტრაქტების აღსრულება.

იგივე ანგარიშით 2020 წელს აშშ-ის მიერ განხორციელდა რეფორმები: ბიზნესის წამოწყებაში, გადასახადების გადახდასა და ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფაში.

ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში (The Global Competitiveness Report) კომპლექსურად ზომავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიურ მიღწევებს.

 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (2017-2019 წწ.)

ცხრილი 4.

  141

 

140

 

137

 

ქვეყანა

GCI-4.0 2019

ქვეყანა

GCI-4.0 2018

ქვეყანა

GCI-4.0 2017

 

რეიტინგი

ქულა

 

რეიტინგი

ქულა

 

რეიტინგი

ქულა

აშშ

2

83.7

აშშ

1

85.6

აშშ

2

5.85

საქართველო

74

60.6

საქართველო

66

60.9

საქართველო

67

4.28

  წყარო:  შედგენილია ავტორის მიერ http://www.gcr.weforum.org -ის მონაცემებზე დაყრდნობით

 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით (იხ. ცხრილი 4), საანალიზო 2019 წლის პერიოდში, 141 ქვეყანას შორის საქართველომ გაიუარესა პოზიცია და 66-ე ადგილიდან (2018 წ) 74-ე ადგილზე გადაინაცვლა, ჯამური 60.6 ქულით, ხოლო აშშ მე-2 ადგილზეა 83.7 ქულით.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთვის 12 მიმართულებიდან ყველაზე პრობლემატურ საკითხებს წარმოადგენს: ბაზრის მოცულობა (104-ე), ინოვაციური შესაძლებლობები (91-ე), ფინანსური სისტემა (91-ე), ჯანდაცვა (87-ე) და მაკროეკონომიკური სტაბილურობა (84-ე) ადგილები. იმავე ანგარიშით აშშ-ისთვის ყველაზე პრობლემატურია ჯანდაცვა (55-ე) და მაკროეკონომიკური სტაბილურობა (37-ე), რაც საქართველოსთან შედარებით უმნიშვნელო მაჩვენებლებია. (www.weforum.org)

საქართველოს კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის - მაკროეკონომიურ სტაბილურობაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და ცხოვრების დონის ამაღლებაზე, საწარმოო დონის გაუმჯობესებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გრძელვადიან პერსპეტივაში დაგეგმვასა და  რეალიზებაზე.

საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, საქართველოს შეუძლია უმუშევრობის დონისა და სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება, მოახდინოს დასაქმების სფეროში მკვეთრი რეფორმის განხორციელება და დამატებითი სამუშაო ადგილების ზრდა, რაც საბოლოოდ ქვეყანას მისცემს საშუალებას მიაღწიოს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom) ყოველწლიურად იკვლევს 180 ქვეყანას და განსაზღვრავს მათი თავისუფლების დონეს. 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და მისმა სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი - 77.1 შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში, 2 პოზიციით დაწინაურდა და შედეგით ის ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ასევე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოსა და აშშ-ის 2018-2021 წლების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები

ცხრილი 5.

პერიოდი

ქვეყნის კოდი

ქვეყანა

მსოფლიოს

რეიტინგი

რეგიონის

რეიტინგი

ქულა

საკუთრების უფლება

 

სასამართლოს ეფექტიანობა

მთავრობის სამართლიანობა

გადასახადე-ბის   ტვირთი

მთავრობის დანახარჯები

ფისკალური სიჯანსაღე

ბიზნესის თავისუფლება

შრომის თავისუფლება

 მონეტარული თავისუფლება

ვაჭრობის თავისუფლება

საინვესტიციო გარემოს თავისუფლება

ფინანსური თავისუფლება

2021

61

საქართველო

12

7

77.2

66.9

59.3

64.6

89.1

76.9

94.9

84.9

76.7

76.7

86.0

80

70

175

აშშ

20

3

74.8

79.7

72.4

76.8

76.0

62.2

34.9

82.5

87.1

81.1

80.4

85

80

2020

61

საქართველო

12

6

77.1

68.6

57.9

64.8

87.1

73.6

94.4

85.3

76.3

78.3

88.6

80

70

175

აშშ

17

3

76.6

81.8

83.7

77.2

74.6

56.5

54.3

83.3

87.9

75.5

79.8

85

80

2019

61

საქართველო

16

8

75.9

65.9

54.6

58.5

87.1

73.6

93.9

85.8

76.6

76.0

88.6

80

70

175

აშშ

12

2

76.8

79.3

78.6

77.4

75.1

57.1

53.1

83.8

89.4

76.6

86.6

85

80

2018

61

საქართველო

16

9

76.2

62.8

64.2

61.8

87.0

73.3

91.8

86.9

77.3

79.6

89.4

80

60

175

აშშ

18

2

75.7

79.3

76.9

71.9

65.1

56.5

54.8

82.7

91.4

78.6

86.7

85

80

   წყარო: დამუშავებულია ავტორის მიერ  https://www.heritage.org/ მონაცემებზე დაყრდნობით.

 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ 2020 წლის მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6), მთავრობის სამართლიანობა (64.8), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9), მონეტარული თავისუფლება (78.3) და ფისკალური თავისუფლება (94.4). მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საკუთრების უფლების ინდიკატორში ქვეყნის შეფასებამ 81.8 ქულა შეადგინა, ხოლო სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტში აშშ-ის შეფასება გაუმჯობესდა და 83.7. ქულა შეადგინა, 2020 წელს აშშ-ის რეიტინგი 5 პოზიციით შეიცვალა და მე-17 პოზიცია დაისაკუთრა. რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლების კომპონენტში საქართველოს (85.3) და აშშ-ის (83,3) 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით არის შემცირებული, ხოლო ვაჭრობისა და ფინანსური თავისუფლების კომპონენტებში საქართველოს და აშშ-ს ქულებს ცვლილება არ განუცდია.

       საქართველოს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯამური შეფასების კლების მიუხედავად, კვლავ მე-16 პოზიციაზე იყო (75,9) და ადგილს იკავებდა „უმეტესწილად თავისუფალი“ ქვეყნების რიგში. ხოლო აშშ მე-12 ადგილზე ჯამური ქულის მცირედი ცვლილებით 76.8 ქულით წარსდგა. 2021 წელსაც, საქართველომ რეიტინგში მე-12 ადგილი შეინარჩუნა 77,2 ქულით, ხოლო აშშ სამი პოზიციით ჩამოქვეითდა და 74.8 ქულით მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა.

ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, რასაც სჭირდება ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ისევე როგორც რეგიონული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მოთხოვნაა კონკურენტუნარიანობისა და ზრდის ფაქტორების ინტეგრირებული და თანმიმდევრული განვითარების ხელშეწყობა.

ბიზნესგარემოს გამართული ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს: ქვეყანაში სრულყოფილი კონკურენციის არსებობას, მოტივაციის სისტემის სრულყოფას, სამეურნეო საქმიანობის თავისუფლებას, სამეწარმეო პოტენციალის გამოვლენას, სამართლებრივი გარანტიების, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, საქართველოსათვის ძირითად გამოწვევად რჩება მაკროეკონომიკური გარემოს ნაკლები სტაბილურობა, ქვეყანაში არსებულ მაღალი ინფლაცია, კანონის უზენაესობის დაბალი დონე, სამართლიანი სასამართლოს არ ქონა, მაღალი დონის კორუფცია, ინფრასტრუქტურულ გამოწვევები და ინოვაციური განვითარების დაბალი მაჩვენებლები. ქვეყნის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებებით დროული რეფორმების გატარება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.

ბიზნესის სტიმულირება, სტრუქტურული ცვლილებები და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი მიმართულებებია. საჭიროა გაკეთდეს ცალკეული ტენდენციების ფრთხილი ანალიზი და შემუშავდეს რეკომენდაციები  (UNCTADStat database 2020).

 

სოციალური ფაქტორები

აშშ მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში - დაახლოებით 330 მლნი ადამიანი, რაც მსოფლიო მოსახლეობის 4.22%-ია და მე-3 ადგილზეა ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, (https://www.worldometers.info) უკანონო იმიგრაციის ზრდა აშშ-ის მნიშვნელოვანი საზრუნავია.

2019 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3.72 მლნ ადამიანს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 0.0474%-ია და 129-ე ადგილზეა (www.geostat.ge). დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დაკარგა მოსახლეობის დაახლოებით 31%. რაც ძირითადად დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან. (https://www.worldbank.org/)

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ შემუშავებული ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI), რომელიც ადგენს მსოფლიოს 189 ქვეყანაში ადამიანთა ჯანმრთელობას, განათლებას და შემოსავალს (Human Development Report 2020) 2019 წლის საქართველოს რეიტინგი 0,812 ქულით 61-ე ადგილზეა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 პოზიციით არის გაუმჯობესებული. მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 78,1 წელი ქალებში და 69,3 წელი მამაკაცებში. მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI) მოსახლეობის ერთ სულზე 14,429 დოლარია. წლიური სიკვდილიანობა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული და შიდა ჰაერის დაბინძურების მიზეზებით (http://ghdx.healthdata.org). გულის იშემიური დაავადება (IHD), რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია.

აშშ-მა ბოლო 5 წლის განმავლობაში 3 პუნქტით დაიხია უკან და 0,926 ქულით მე-17 ადგილზეა. ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ მოსახლეობის დაბერების პრობლემას განიცდის, ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია, მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 81,4 წელი ქალებში და 76,3 წელია მამაკაცებში, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას ახდენს მშპ-ის ზრდაზე, პროდუქტიულობასა და ინოვაციებზე.  ეროვნული შემოსავალი (GNI) მოსახლეობის ერთ სულზე  66,060 დოლარია.

მსოფლიო ბანკის მიერ დათვლილი ეკონომიკაში ჯინის (Gini) კოეფიციენტი, არის სტატისტიკური დისპერსიის საზომი, რომელიც მიზნად ისახავს შემოსავლის უთანასწორობას ან სიმდიდრის უთანასწორობას ერში ან ადამიანთა სხვა ჯგუფში

 

ჯინის ინდექსი (2018-2019 წლები)

ცხრილი 6.

World Bank - Gini Index 2018-2019

ქვეყანა

კოეფიციენტი 2018

კოეფიციენტი 2019

საქართველო

36.4

35.9

აშშ

41.4

41.5

  წყარო:დამუშავებულია ავტორის მიერ https://data.worldbank.org/  მონაცემებზე დაყრდნობით.

 

ცხრილიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად ჩამორჩება საქართველო  2018-2019 წლების შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლებით აშშ-ს.

ადამიანკაპიტალის ინდექსი-Human Capital Index (HCI) განსაზღვრავს ჯანმრთელობისა და განათლების წვლილს მომდევნო თაობის მშრომელთა პროდუქტიულობაში. (https://pubdocs.worldbank.org/) 2020 წლის ადამიანკაპიტალის ინდექსის მაჩვენებელში საქართველო-0,6 ქულით, ხოლო აშშ-0,7 ქულით არის წარმოდგენილი. (https://data.worldbank.org/indicator.)

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს განათლების რეფორმა, მათ შორის პროფესიული განათლების რეფორმები რეგიონებში. საჭიროა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აშშ-ის ზოგიერთ შტატში. COVID-19-მა დაგვანახა, თუ როგორ არის  დაკავშირებული ჯანმრთელობის კრიზისი სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. (World Economic Forum. Annual Report 2019-2020). რისი ნათელი მაგალითიც არის შეერთებული შტატები (www.hamiltonproject.org).

 

ტექნოლოგიური ფაქტორები

გლობალური ინოვაციის ინდექსი, რომელიც მოიცავს 132 ეკონომიკას, ყოველწლიურად აფასებს ინოვაციური ეკოსისტემების ეფექტურობას მთელს მსოფლიოში, ხაზს უსვამს ინოვაციის ძლიერ და სუსტ მხარეებს და განსაკუთრებულ ხარვეზებს ინოვაციების მეტრიკაში. მისი მიზანია ინოვაციების მიმართულებით  მსოფლიო ტენდენციების ჩვენება.

2021 წლის გლობალური ინოვაციის ინდიკატორებში საქართველოს საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი აქვს ინფრასტრუქტურაში, ბიზნესის დახვეწილობასა და ადამიანკაპიტალის კვლევაში, ხოლო შედარებით მაღალი სარეიტინგო პოზიცია  დაუფიქსირდა ბაზრის დახვეწილობასა და შემოქმედებითი შედეგების კატეგორიაში. რაც შეეხება აშშ-ს, მას შედარებით დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება ინფრასტრუქტურის კატეგორიაში, ხოლო  გაუმჯობესებულია მაჩვენებლები ბაზრის დახვეწილობაში, ბიზნესის დახვეწილობასა და ცოდნისა და ტექნოლოგიების შედეგების კატეგორიაში. შემოქმედებითი შედეგების კატეგორიაში საქართველოსა და აშშ-ს ერთნაირი მაჩვენებლები უფიქსირდება. საერთო სუსტი მაჩვენებლის მიუხედავად, აშშ რჩება ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ეკონომიკად მსოფლიოში. ის კვლავ ინოვაციების ცენტრია, ლიდერობს რა ტექნოლოგიების გაუმჯობესებისა და განვითარების სფეროებში, როგორიცაა: ნანოტექნოლოგია, ეკოლოგიური ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია, მე-2 ადგილზეა ინოვაციების შესაძლებლობების სვეტში (https://www.globalinnovationindex.org).

მიუხედავ იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ბიზნესის განვითარებისთვის ინოვაციური ციფრული მომსახურებების შექმნის გზით, აგრეთვე მცირე წინსვლა განიცადა ფირმების ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით და ინოვაციური შესაძლებლობების მხრივ, მისი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი დაბალი რჩება ინოვაციური კომპანიების ზრდის თვალსაზრისით.

 

გარემო ეკოლოგიური ფაქტორები

 გარემო ეკოლოგიური ფაქტორების საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს 180 ქვეყნის ეკოლოგიური მდგრადობის შესახებ მონაცემებზე დაფუძნებულ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა იელის გარემოსდაცვითი სამართლისა და პოლიტიკის ცენტრის (Yale Center for Environmental Law & Policy ) 2020 წლის გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი (EPI-Environmental Performance Index) (იხ.ცხრილი7).

 

გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი (2020 წელი)

ცხრილი 7.

გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი EPI - 2020 (180 ქვეყნის გლობალური EPI რეიტინგი, ქულები და რეგიონული რეიტინგები (REG))

ქვეყნები

EPI

 ჯანმრთელი

გარემო

ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობა

ჰაერის ხარისხი

სანიტარია და სასმელი წყალი

მძიმე მეტალები

ნარჩენების მართვა

ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები

ეკოსისტემის სერვისები

მეთევზეობა

კლიმატის ცვლილება

დაბინძურების ემისია

სოფლის მეურნეობა

წყლის რესურსები

 

რეიტინგები

აშშ

24

25

31

16

26

26

71

67

127

123

15

22

6

32

საქართველო

102

102

105

119

79

79

152

126

25

132

94

177

163

40

 

ქულები

აშშ

69.3

82.2

60.3

84.2

86.1

86.1

48.3

67.5

26.8

6.6

71.4

100

71.9

58.9

საქართველო

41.3

38.7

43.1

31.1

51.6

51.6

0

46.2

78

4.4

50.1

0.9

16.9

46.6

წყარო: დამუშავებულია ავტორის მიერ www.epi.yale.edu -ს მონაცემებზე დაყრდნობით

       *(EPI -ის რეიტინგების დიაპაზონი: 1–36; 37–72; 73–108; 109–144; 145–180; N/A)

ცხრილიდან კარგად ჩანს აშშ-ის რეიტინგების მაღალი მაჩვენებელი ეკოსისტემის სერვისებსა და მეთევზეობაში, რასაც მოჰყვება შედარებით შემცირებული რეიტინგით ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატების მაჩვენებლები. რაც შეეხება სოფლის მეორნეობის კატეგორიაში, აშშ ყველაზე დაბალი რეიტინგით არის წარმოდგენილი, ხოლო საკმაოდ მცირე მაჩვენებლები კლიმატის ცვლილებას, ჰაერის ხარისხსა და დაბინძურების ემისიის კატეგორიებში აქვს. საქართველო თითქმის ყველა კატეგორიაში მაღალი რეიტინგით გამორიჩევა, გარდა ეკოსისტემის სერვისებისა და წყლის რესურსებისა, რაც არასასიკეთო პროგნოზის მაჩვენებელია  ქვეყნისათვის.

აშშ ცდილობს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებიდან დაწყებული არაგანახლებადი რესურსების ამოწურვამდე, მსოფლიოს ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას (https://eponline.com/). აშშ-ისათვის ყველაზე პრობლემატური გარემოსდაცვითი საკითხებია: ტყეების გაჩეხვა, ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა, წყლის  დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების შემცირება. პარიზის შეთანხმების გადახედვა იქნება საუკეთესო გამოსავალი აშშ-ისათვის.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ამინდთან დაკავშირებული საფრთხეების მრავალი შემთხვევა მიანიშნებს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ საქართველოს მგრძნობიარობას. გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა შედეგებმა შესაძლოა გაამძაფროს ჰიდროლოგიური საფრთხეების სიხშირე და სიდიდე სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ორი მესამედი არის ეროზირებული ან დეგრადირებული (ECA Sustainable Development. The World Bank 2020).

ჰაერის დაბინძურება საქართველოსთვის მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. შიდა და გარე ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე (http://ghdx.healthdata.org). გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იურიდიული ფაქტორები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის აღქმის ინდექსში (Corruption Perception Index) ზომავს რა კორუფციის აღქმის დონეს საჯარო სექტორში და ეყრდნობა ბიზნესის და ექსპერტების შეფასებებს, 2021 წლის მაჩვენებლის 2020-2019 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველო წარმოდგენილია ჯამური 55-56 ქულების კლებით 45-ე ადგილზე, რომელიც წინა 2019 წლის მაჩვენებელთან 1 პოზიციით არის გაუარესებული.  რაც შეეხება აშშ-ს, ჯამური ქულების კლებით, 67 ქულით 27-25-ე ადგილზეა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან 2 პოზიციით გაუარესდა (www.transparency.org)  (იხ.ცხრილი 8). 

 

კორუფციის აღქმის ინდექსი (2019-2021 წლები)

ცხრილი 8.

კორუფციის აღქმის ინდექსი CPI 2019-2021 წლები

ქვეყნები

2019 წელი

2020 წელი

2021 წელი

 

ქულა

ადგილი

ქულა

ადგილი

ქულა

ადგილი

აშშ

69

23

67

25

67

27

საქართველო

56

44

56

45

55

45

წყარო: დამუშავებულია ავტორის მიერ www.transparency.org- ის მონაცემებზე დაყრდნობით

 

საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კერძო სექტორში კორუფციის პრევენციის სამართლებრივი ჩარჩოს გასაუმჯობესებლად, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტებში კორუფციული და ნაშაულისთვის იურიდიული პირების პასუხისმგებლობის დაყენებით (www.oecd.org).

2021 წლის კანონის უზენაესობის ინდექსი (WJP) The world Justice Project - WJP Rule of Law Index წარმოადგენს რვა ფაქტორზე დაფუძნებული ქულებისა და რეიტინგების მონაცემებს მსოფლიოს 139 ქვეყანაში. ინდექსის რეიტინგში საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებლები უფიქსირდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კომპონენტში. საქართველოს შედარებით გაზრდილი მაჩვენებლები აქვს კორუფციის არარსებობასა და შეკვეთა/უსაფრთხოების კატეგორიებში, რაც სარწმუნოს ხდის ვიფიქროთ, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები. ღია მთავრობისა, მარეგულირებელი აღსრულებისა და ფუნდამენტური უფლებების კატეგორიები საშუალო ქულით გამოირჩევიან, რაც მიუთითებს ქვეყანაში ჯერ კიდევ დასახვეწი ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალურ მექანიზმებზე.

 აშშ-ის  პოზიციებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა შეკვეთა/უსაფრთხოება და ღია მმართველობის კატეგორია, ხოლო ყველაზე დაბალით- სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და ფუნდამენტური უფლებების კატეგორია, რაც სარწმუნოს ხდის ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელებული პოლიტიკური და სხვა უამრავი ფაქტორის მნიშვნელოვანი ზემოქმედებით, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები შესუსტებულია,  მაგრამ საშუალოზე ზედა მაჩვენებლით გამოირჩევა მარეგულირებელი აღსრულება და მთავრობებზე უფლებამოსილებების შეზღუდვის კატეგორიები, რაც მნიშვნელოვნად არყევს ხელისუფლებისადმი ნდობას ქვეყანაში (იხ.ცხრილი 9.)

 

მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი  (2021 წელი)

ცხრილი 9.

ქვეყნები

მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი  WJP კატეგორიების მიხედვით  2021 წელი

შეზღუდვები მთავრობის უფლებამოსილებებზე

 

კორუფციის არარსებობა

ღია მთავრობა

ფუნდამენტური უფლებები

შეკვეთა და უსაფრთხოება

მარეგულირებელი აღსრულება

სამოქალაქო სამართალი

სისხლის სამართალი

აშშ

0.68

0.72

0.75

0.66

0.81

0.71

0.62

0.6

საქართველო

0.54

0.68

0.59

0.63

0.79

0.56

0.54

0.53

წყარო: დამუშავებულია ავტორის მიერ https://worldjusticeproject.org-ის მონაცემებზე დაყრდნობით

 

მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კანონშემოქმედების პროცესში.

დასკვნ

 

 საქართველოში არაერთი სისტემური რეფორმა განხორციელდა. საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, ბაზრის ეფექტიანობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო. სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში  (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 2019).

მიუხედავად ბოლო წლების აშშ-ის შემცირებული საერთაშორისო რეიტინგების მაჩვენებლებისა, ის რჩება როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ფინანსურ სისტემაში.

 

ლიტერატურა:

 

 

References:

 

 

 

ელექტრონული წყაროები:

 

https://www.cato.org/

www.census.gov

https://data.worldbank.org

https://www.doingbusiness.org/

https://www.eiu.com

https://epi.yale.edu

https://eponline.com/

http://ghdx.healthdata.org/gbd-results-tool

http://www.gcr.weforum.org

https://www.globalinnovationindex.org

www.hamiltonproject.org.

https://www.heritage.org/

https://www.marketresearchreports.com/

www.oecd.org

https://openknowledge.worldbank.org/ Doing Business.

www.prosperity.com. The Legatum Prosperity Index 2020.

https://www.trade.gov/  ITA-International Trade Administration

www.transparency.org

https://ustr.gov/

www.weforum.org/

https://www.wto.org/

https://www.worldbank.org/

https://pubdocs.worldbank.org/

https://worldjusticeproject.org

http://www.economy.ge

www.geostat.ge.