![]() ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘ მურთაზ მაღრაძე ∘ დემურ სიჭინავა ∘ რუსუდან სეთურიძე ∘ სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების ანალიზი https://doi.org/10.56079/20223/6
სტატიაში განათლების ხარისხის ეფექტიანობისა და სამართლიანობის ამაღლების ასპექტით გაანალიზებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების არსებული წესი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგალითზე. ასახულია სტატისტიკა გრანტოსან და არაგრანტოსან სტუდენტთა კონტინგენტის მოძრაობისა და აკადემიური მოსწრების შესახებ. სტატიაში ასევე განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნებში გრანტის მაძიებლისთის სასწავლო გრანტის მიღების კრიტერიუმები. მოცემულია ინფორმაცია მშპ-თან მიმართებით განათლებაზე გამოყოფილი დანახარჯების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში. ჩატარებულია რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა (გამოკითხულია 210 რესპოდენტი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ეფექტიანი განაწილების, გამოყენებისა და სტუდენტთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. სტატიაში მოცემულია კვლევის შედეგები, გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. შემოთავაზებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების მოდელი და რეკომენდაციები, რომელთა შესრულება გამოიწვევს სტუდენტთა უფრო მეტ დაინტერესებას სწავლისადმი და ჯანსაღ კონკურენციას. დასაბუთებულია, რომ აღნიშნული მოდელის რეალიზაციისას, განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიცია მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უარუნველყოფს კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადებას, რაც დააკმაყოფილებს, როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების მოთხოვნებს, ასევე აღიარებულ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სასწავლო გრანტების განაწილება, სასწავლო გრანტების ეფექტიანი გამოყენება, უმაღლესი განათლება, სწავლისადმი მოტივაცია. შესავალი ქვეყნის მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯები უჩვენებს საზოგადოების სოციალური განვითარების დონეს და ამ პროცესისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებას.განათლების მაღალი დონის საზოგადოება ზრდის მაღალკვალიფიციურ ადამიანკაპიტალს და აჩქარებს ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ქვეყნების უმეტესობა ცდილობს გაზარდოს განათლებაზე გაწეული დანახარჯები. სახელმწიფოს მიერ განათლებაზე გაწეულმა ხარჯებმა უნდა უზრუნველყოს სამი ძირითადი მიზნის: ხარისხის, ეფექტიანობისა და სამართლიანობის განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის ძირითადი მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბაკალავრიატში გრანტოსან და არაგრანტოსან სტუდენტთა აკადემიური მოსწრების არსებული მდგომარეობის შესწავლა და იმის დადგენა, თუ რამდენად ხარისხიანად, ეფექტიანად და სამართლიანად გამოიყენება სახელმწიფოს მიერ განათლებაზე გამოყოფილი ფინანსური რესურსები. ასევე, როგორია გრანტოსან და არაგრანტოსან სტუდენტთა მოტივაცია სწავლისადმი. სტატიაში დასაბუთებულია გამოქვეყნებულ ნაშრომში წამოჭრილი თეორიული დასკვნები (სიჭინავა, მაღრაძე, სეთურიძე, დავითაია, სიგუა 2021, 235-236). საქართველოში გრანტებს ანაწილებს შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი აბსოლუტური საგრანტო ქულის საფუძველზე (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2021). ზოგიერთი ქვეყანა სახელმწიფო სასწავლო პროგრამებს აფინანსებს სრულად და იძლევა ყოველთვიურ სტიპენდიასაც. მაგალითად, უნგრეთი, სამხრეთი კორეა, გერმანია თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვ. გრანტების მოქმედების დრო შეიძლება იყოს: რამდენიმე კვირა, თვე, ერთი წლიდან 3 წლამდე და ა.შ. (საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო UNIPAGE, 2021). მაგალითად, თურქეთში სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა გამოყოფილია უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლისათვის. უცხოელი სტუდენტები სწავლის დაწყებამდე რეგისტრირდებიან თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. სტიპენდია საკმარისია სწავლის, ცხოვრების და ავიაბილეთების ხარჯების დასაფარავად. სტუდენტებს დამატებით ყოველთვიურად ეძლევათ მიახლოებით 59-118 აშშ დოლარი. თურქეთში ბაკალავრიატში შერჩევის კრიტერიუმებია: ასაკი - 21 წელზე ნაკლები, აკადემიური მოსწრება - 70-75%, მაგისტრატურაში - ასაკი 30 წელზე ნაკლები, დოქტორანტურაში - 35 წელზე ნაკლები (საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო UNIPAGE, 2021). 2020 წელს მსოფლიო ბანკისა და იუნესკოს (UNESCO) სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევების მასალების მონაცემები ეხება სხვადასხვა წელს მსოფლიოს ქვეყნების მიერ განათლებაზე გაწეული დანახარჯების წილს, ქვეყნების მშპ-თან მიმართებით და დაკავებულ რეიტინგებს. ამ მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოს მიერ განათლებაზე გაწეულმა დანახარჯებმა მშპ-თან მიმართებით შეადგინა 3.84%, რომლის მიხედვითაც 35 ქვეყანას შორის მან დაიკავა 20-ე ადგილი. ამ რეიტინგით ის ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების რეიტინგებს, თუმცა უსწრებს მეზობელ სომხეთს (2,7%) (The Global Economy, 2022). 2020 წელს საქართველოს მიერ განათლების სექტორისთვის გამოყოფილი რესურსების წილი მშპ-თან მიმართებით შეადგენდა 4.1%-ს, რაც ნაკლებია ევროკავშირის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-ით, ხოლო OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან 4.7%-ით. საქართველოს დონეზე 2019 წელს გაცხადებული განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2022 წლიდან, ყოველწლიურად განათლებაზე გასაწევ ხარჯებს უნდა შეედგინა ქვეყნის მშპ-ის 6%, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში ქვეყანაში განათლებაზე გაწეული დანახარჯები მშპ-თან მიმართებით აღმოჩნდებოდა ევროპისა და OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს შორის, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოს მთავრობა განათლებაში მშპ-ის 6%-ის თანხის ინვესტირებას აღარ მოახდენს (ტყეშელაშვილი 2021), ანუ დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს განათლებაში საქართველოს მშპ-ის 6%-ის ტოლფასი თანხა სავარაუდოდ აღარ ჩაიდება, რასაც წინა სტრატეგია - „განათლება ეროვნული იდეა“ ითვალისწინებდა. ამის მიზეზი, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, შემცირებული ფისკალური სივრცეა. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლების სამინისტროს დაფინანსება 1.8 მლრდ ლარია (აქედან - 300 მლნ კულტურის და სპორტის განხრით, რომელიც უკვე ცალკე უწყებაა). მთლიანობაში ეს დაფინანსება საქართველოს მშპ-ის 3.4%-მდეა, უშუალოდ განათლების მიმართულებით კი მშპ-ის 2.8%-ია. იმისათვის, რათა სტრატეგია - „განათლება ეროვნული იდეით“, განსაზღვრული პარამეტრი შესრულდეს, 2022 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი უნდა გაორმაგდეს და 3.49 მლრდ ლარი უნდა გახდეს (ტყეშელაშვილი 2021).
სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტთა მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შედეგები სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და ეფექტიანი გამოყენების ანალიზისთვის, მოხდა 2013-2017 წლებში ჩარიცხული ბაკალავრიატის საფეხურისსახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი და არაგრანტოსანი სტუდენტების (ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამები) მონაცემების შერჩევა. მიზნობრივ ჯგუფში ვერ მოხვდნენ პროგრამა „ეკონომიკის“ (რომელსაც გააჩნია პროგრამული დაფინანსება და სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო - შესაბამისად, ყველა სტუდენტი სწავლობს უფასოდ) და ISET-ის (ვინაიდან პროგრამა 2017 წლიდან ფუნქციონირებს) სტუდენტები.
2013-2017 წლებშიეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა კონტინგენტისა და მათი საშუალო აკადემიური მოსწრებისმიმოხილვა სტატიის ამ ნაწილში წარმოდგენილია 2013-2017 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა კონტინგენტისა და მათი საშუალო აკადემიური მოსწრების მონაცემები.
2013-2017 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა კონტინგენტი ცხრილი 1.
წყარო: ნაშრომში მოყვანილი ყველა ცხრილის წყაროა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემა.
ცხრილი 1-დან ჩანს, რომ 2013-2017 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობამ შეადგინა 4063. მათ შორის პროგრამების მიხედვით: ეკონომიკის - 1997, ბიზნესის ადმინისტრირების - 1646, ტურიზმის - 370 და ISET-ის - 50. 2013-2017 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრანტოსანი და არაგრანტოსანი სტუდენტების სტატისტიკა შემდეგია (იხ. ცხრილი 2).
2013-2017 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრანტოსანი და არაგრანტოსანი სტუდენტების რაოდენობა ცხრილი 2.
ცხრილი 2-დან ჩანს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე გრანტის მფლობელ სტუდენთა რაოდენობა მეტია გრანტის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობაზე, რაც მიუთითებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმიჯზე. გრანტოსან სტუდენტთა შორის ჭარბობს 50%-იანი გრანტოსან სტუდენტთა რაოდენობა - 746, შედარებით ნაკლებია 70%-იანი - 209 და 100%-იანი - 74 გრანტოსან სტუდენტთა რაოდენობა. ცხრილ 3-ში მოცემულია 2021 წლის მდგომარეობით 2013-2017 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამების მიხედვით სტუდენტთა აკადემიური მოსწრების სტატისტიკა. 2013-2017 წლებში ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთასაშუალო აკადემიური მოსწრების (GPA) სტატისტიკა 2021 წლის მდგომარეობით ცხრილი 3.
როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, განხილულ პერიოდში ტურიზმის პროგრამაზე ჩარიცხული 50%-ანი გრანტოსან სტუდენტთა საშუალოაკადემიურმა მოსწრებამ შეადგინა - 2.17 GPA. ამ პროგრამაზე არაგრანტოსან სტუდენტთა საშუალოაკადემიურმა მოსწრებამ შეადგინა - 1.96 GPA, რაც ტურიზმის პროგრამის გრანტოსან სტუდენტთა საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე ნაკლებია - 0.21 GPA. იმავე ცხრილის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2013-2017 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა საშუალოაკადემიურმა მოსწრებამ 2021 წლისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამაზე შეადგინა გრანტოსანი სტუდენტებისთვის - 2,94 GPA და არაგრანტოსან სტუდენტებისთვის - 2,19 GPA, ხოლო ტურიზმის პროგრამისთვის გრანტოსანი სტუდენტებისთვის - 2,17 GPA და არაგრანტოსან სტუდენტებისთვის - 1,96 GPA. აღნიშული დაბალი აკადემიური მოსწრება მიანიშნებს სტუდენტთა მხრიდან სწავლისადმი დაბალ მოტივაციაზე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2013-2016 წელს ჩარიცხულთა და 2017-2020 წლებში კურსდამთავრებულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა 2013-2017 წლებში ჩარიცხულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამის სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა შემდეგია (იხ. ცხრილი 4). 2013 წელს ჩარიცხულ და 2017 წელს დამთავრებულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა ცხრილი 4.
ცხრილ დან -4 ჩანს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტთა კონტიგენტის მხოლოდ 57.87% ამთავრებს პროგრამას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში. რაც შეეხება არაგრანტოსან სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტის დამთავრების პროცენტულ მაჩვენებელს, ის ჩამორჩება გრანტოსან სტუდენტთა პროგრამის დამთავრების მაჩვენებელს - 20.2%. 2017 წელს, ტურიზმის პროგრამაზე ჩარიცხული არაგრანტოსანი 177 სტუდენტიდან დაამთვრა - 18.08%-მა. 2014 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა, რომლებაც დაამთავრეს 2018 წელს, შემდეგია (იხ. ცხრილი 5).
2014 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა, რომლებმაც 2018 წელს დაამთავრეს ცხრილი 5.
ცხრილი 5-დან ჩანს, რომ თსუ-ში ჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტთა კონტინგენტის მხოლოდ 57.62% ამთავრებს პროგრამას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში. რაც შეეხება არაგრანტოსან სტუდენტთა პროგრამის დამთავრების პროცენტულ მაჩვენებელს, ის ჩამორჩება გრანტოსანი სტუდენტების მიერ პროგრამის დამთავრების მაჩვენებელს 26.4%-ით. მთლიანად ფაკულტეტზე ორივე პროგრამის მიხედვით გრანტოსან სტუდენტთა მოსწრებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა - 44.41%, არაგრანტოსან სტუდენტთა მოსწრებამ კი - 31.36%. 2015 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა, რომლებაც დაამთავრეს 2019 წელს, შემდეგია (იხ. ცხრილი 6).
2015 წელს ჩარიცხულ და 2019 წელს დამთავრებულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა ცხრილი 6.
2015 წელს ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტთა საერთო რაოდენობიდან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში უნივერსიტეტი დაამთავრა - 63.63%-მა, ხოლო არაგრანტოსან სტუდენტთა საერთო რაოდენობიდან - 44.09%-მა. ტურიზმის პროგრამისთვის ეს მაჩვენებელი შესაბამისად 100%-ის და 36.2%-ის ტოლია. მთლიანად ფაკულტეტის მიხედვით აღნიშნულ პერიოდში გრანტოსან სტუდენტთა მოსწრებამ შეადგინა - 63,79%, არაგრანტოსან სტუდენტთა მოსწრებამ კი - 41.62%. 2016 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა, რომლებაც დაამთავრეს 2020 წელს, შემდეგია (იხ. ცხრილი 7).
2016 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა, რომლებმაც 2020 წელს დაამთავრეს ცხრილი 7.
ცხრილი 7-დან ჩანს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტთა კონტინგენტის მხოლოდ - 58.82% ამთვრებს სასწავლო პროგრამას გათვალისწინებულ ვადაში. რაც შეეხება არაგრანტოსან სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტის დამთავრების პროცენტულ მაჩვენებელს, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება თსუ-ის გრანტოსანი სტუდენტების დამთავრების მაჩვენებელს და შეადგენს 40.55%-ს. აღნიშნულ პერიოდში ტურიზმის პროგრამაზე გრანტოსანი სტუდენტები არ ჩარიცხულან, ხოლო ჩარიცხულ არაგრანტოსან სტუდენტთა მოსწრებამ კი შეადგინა - 40%. მთლიანად ფაკულტეტზე გრანტოსან სტუდენტთა აკადემიურმა მოსწრებამ შეადგინა - 57.62%, ხოლო არაგრანტოსან სტუდენტთა მოსწრებამ - 39.26%. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2013-2016 წელს ჩარიცხულ და 2017-2020 წლებში კურსდამთავრებულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა შემდეგ სურათს იძლევა (იხ. ცხრილი 8).
2013-2016 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკა ცხრილი 8.
ცხრილი 8-დან ჩანს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2013-2016 წლებში ჩარიცხულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტთა მხოლოდ - 54,37% ამთავრებს ბაკალავრიატს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 4 წელიწადში. არაგრანტოსანი სტუდენტებისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია - 33,49%. 2013-2016 წლებში ამორიცხულ გრანტოსან სტუდენტთა რაოდენობამ ამავე წლებში ჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტთა რაოდენობის მიმართ შეადგინა - 8,1%. იგივე მაჩვენებელი არაგრანტოსან სტუდენტებისთვის 21,01%-ის ტოლია, ხოლო 2013-2016 წლებში ჩარიცხული გრანტოსანი სტუდენტების 36,38%-ია. „სხვა დანარჩენი“, რომელშიც იგულისხმება სტუდენტები, რომლებიც არიან გადასულები (გარე და შიდა მობილობით), ამორიცხულები პირადი განცხადებით, აქტიურები (წინა სემესტრში/სემესტრებში ჰქონდათ შეჩერებული სტატუსი), სტატუსშეჩერებულები და ა.შ. ეს მაჩვენებელი არაგრანტოსანი სტუდენტებისთვის 45.21%-ს ტოლია.
თსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვის შედეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2013-2021 წლების სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის გარდა, თსუ-ის მასშტაბით ჩატარებულ იქნა კვლევა სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების არსებული წესის ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით. გამოიკითხა თსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 210-მა რესპოდენტმა. კვლევა მოიცავდა ორ კომპონენტს: რაოდენობრივსა და თვისებრივს. კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი სურათი: კითხვაზე - „რა ძირითადი ფაქტორები მოქმედებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე?“ - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა (იხ.დიაგრამა 1) დიაგრამა 1.
კითხვაზე - „საჭიროებს თუ არა სახელმწიფო სასწავლო გრანტის არსებული წესი (გრანტი მოიპოვება 4 წლით და მასზე არ მოქმედებს სემესტრული აკადემიური მოსწრება) შეცვლას?“- რესპოდენტთა უმეტესმა ნაწილმა (65%) უპასუხა დადებითად (იხ. დიაგრამა 2).
დიაგრამა 2.
კითხვაზე - „უნდა მოხდეს თუ არა გრანტების გადანაწილება ფაკულტეტის შიგნით სტუდენტის სემესტრული აკადემიური მოსწრების მიხედვით?“ - რესპოდენტთა უმეტესმა ნაწილმა (75%) უპასუხა დადებითად (იხ. დიაგრამა 3).
დიაგრამა 3.
კითხვაზე - „როგორი უნდა იყოს გრანტოსანი სტუდენტების აკადემიური მოსწრება (GPA)?“ - რესპოდენტთა 93% - მა უპასუხა დადებითად (იხ. დიაგრამა 4).
დიაგრამა 4.
კითხვაზე - „შეამცირებს თუ არა სოციალურ უსამართლობას გრანტების გადანაწილება მაღალი მოსწრების არაგრანტოსან და დაბალი მოსწრების გრანტოსან სტუდენტთა შორის აკადემიური მოსწრების მიხედვით?“ - რესპოდენტთა უმეტესმა ნაწილმა (67%) უპასუხა დადებითად (იხ.დიაგრამა 5).
დიაგრამა 5.
კითხვაზე - „აამაღლებს თუ არა გრანტების გადანაწილება აკადემიური მოსწრების მიხედვით იმ სტუდენტთა სწავლის მოტივაციას, რომლებიც თვითონ იხდიან სწავლის საფასურს?“ - რესპოდენტთა უმეტესმა ნაწილმა (82%) უპასუხა დადებითად (იხ. დიაგრამა 6). დიაგრამა 6.
კითხვაზე - „აამაღლებს თუ არა გრანტების გადანაწილება აკადემიური მოსწრების მიხედვით სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას?“ - რესპოდენტთა უმეტესმა ნაწილმა (84%) უპასუხა დადებითად (იხ. დიაგრამა 7). დიაგრამა 7.
პრობლემის კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტთა მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და თსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვის შედეგებმა დაადასტურა ჩვენ მიერ თეორიული კვლევების შედეგად გაკეთებული დასკვნების სანდოობა (სიჭინავა, მაღრაძე, სეთურიძე, დავითაია, სიგუა 2021, 235-236). რაც გამოიხატა სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების არსებული მოდელის შეცვლის მიზანშეწონილობაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების შემოთავაზებული მეხუთე მოდელით (სიჭინავა, მაღრაძე, სეთურიძე, დავითაია, სიგუა 2021, 235-236), რომლის თანახმადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილება-გამოყენება მიზანშეწონილია მიბმული იქნეს სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებასთან. პირველი წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს მიზანშეწონილია თანაბრად მიეცეს სახელმწიფო სტიპენდია (დაფინანსების წყაროდ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს უკვე არსებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხებს დამატებული სახელმწიფო სტიპენდიის თანხები)*, ხოლო მეორე სემესტრიდან სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნოთ პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის, სასურველი იქნება შეირჩეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი, მისი განხორციელებისათვის მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება: - სტუდენტობის კანდიდატებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის (50%, 70%, 100%) განაწილება უნდა მოხდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით; - სწავლების პირველ სემესტრში უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის თანაბრად უნდა მოხდეს სტიპენდიის დანიშვნა, რომლის სიდიდე არ უნდა იყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები; - მეორე სემესტრიდან კი სტუდენტს სტიპენდია უნდა დაენიშნოს პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით დიფერენცირებულად სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესაბამისად და სტიპენდიის დიფერენციაციას საფუძვლად უნდა დაედოს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების სიდიდე (GPA) (სიჭინავა, მაღრაძე, სეთურიძე, დავითაია, სიგუა 2021, 235-236). აღნიშნული მოდელით სტიპენდიების დანიშვნა თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ყველა სტუდენტს და თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოს თავიანთი შესაძლებლობები. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით დადგენილ ვადაში გრანტოსან და არაგრანტოსან სტუდენტთა მიერ თსუ-ის დამთავრების დაბალი მაჩვენებელის ანალიზისთვის, სასურველია დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ის მიზეზები, რაც ზემოქმედებს და ხელს უშლის სტუდენტების მიერ ფაკულტეტის განსაზღვრულ ვადაში დამთავრებას. შექმნილი მდგომარეობა მიუთითებს სწავლისათვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების არაეფექტიან გამოყენებაზე, ქვეყნის ეკონომიკა დროულად ვერ ღებულობს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის კადრებს, ადგილი აქვს კადრების მომზადების სახელმწიფო გეგმის შეუსრულებლობას, რის გამოც ზარალდება არამარტო სახელმწიფო, არამედ სტუდენტები, რომლებიც კარგავენ ცოდნის მისაღებად საჭირო საუკეთესო წლებს. ფაკულტეტის ოპერატიული მართვის მიზნით და სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა და მობილობის შესახებ უწყვეტი რეჟიმით ინფორმაციის მისაღებად სასწავლო პროცესის მართვის სისტემას მიზანშეწონილია დაემატოს მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელის პრაქტიკულ რეალიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელი გამოიწვევს სტუდენტთა მეტ დაინტერესებას სწავლისადმი და ჯანსაღ კონკურენციას. აღნიშნული მოდელის რეალიზაციის შემთხვევაში, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია სხვა კომპონენტებთან ერთად, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების მოთხოვნებს, ასევე აღიარებულ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს.
ლიტერატურა:
https://tsu.ge/assets/media/files/71/academic/2009/2282009_d1.pdf (19.08.2022).
References:
https://emis.ge/umaghlesi_ganatleba/dafinanseba/ (19.08.2022). https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/188893/rogor-gaitsema-sakhelmtsipo-granti-akademiur- saganmanatleblo-programaze-detalurad (19.08.2022).
https://www.theglobaleconomy.com/rankings/education_spending/
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4734727?publication=2 (19.08.2022).
https://edu.aris.ge/news/ganatlebis-saministro-profesiis-mixedvit-diferencerebuli-saswavlo-grantebisshemogebaze-mushaobs.html (19.08.2022).
https://educationaustria.ru/obrazovanie-vevrope/university-evropy/stipendiya-v-evropejskih-vuzah/ (19.08.2022).
https://tsu.ge/assets/media/files/71/academic/2009/2282009_d1.pdf (19.08.2022). * საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებს აბარებს 40 ათასამდე აბიტურიენტი. აქედან დაახლოებით 27-28 ათასი აბიტურიენტი ხდება სტუდენტი. შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის ყოველწლიურად გამოყოფს 12,6 მლნ ლარს. გარდა ამისა, სახელმწიფო ყოველწლიურად სასტიპენდიო ფონდის სახით გამოყოფს 5 მლნ ლარს. აქედან გამომდინარე, სწავლისათვის სახელმწიფო წელიწადში გამოყოფს 17,6 მლნ ლარს, რაც 4 წლიწადში 70,4 მლნ ლარს შეადგენს. თუ მეხუთე მოდელის მიხედვით სახელმწიფო თითოეულ სტუდენტს პირველ სემესტრში ჩაურიცხავს 1125 ლარს, მაშინ ამისათვის დაიხარჯება 31,5 მლნ ლარი. ანუ, 70,4 – 31,5=38,9 მლნ ლარს. ეს გაიყოფა 7 სემესტრზე და მივიღებთ 5,55 მლნ ლარს. აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს წარმატებულ სტუდენტებზე დღეისათვის არსებული სახელმწიფო სტიპენდიის განაწილების წესის შესაბამისად. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||