English / ქართული /








Journal number 4 ∘ Tamaz Gogoladze
XVII-XVIII Centuries Georgian Merchants in Safian Iran (According to the inscriptions on Georgian and Georgian-Armenian tombstones preserved at Armenian Church in Ispahan)

As it is known, Georgian-Persian relations revived in the period of Safavid Iran, more specifically, in the XVII-XVIII centuries. Of particular interest is the Georgian-Persian trade-economic relationship of that time. Tbilisi - the capital of the Kingdom of Kartli, as one of the trading centers and transit cities of the Transcaucasia, was economically particularly associated with the Iranian cities. The trade route from Tbilisi to Persia went to Kazakhstan-Ganja and Lore-Bambak. The first place in the close trade-economic relationship with the Kingdom of Kartli had exactly the Safavid Iran, from where precious fabrics, silk, salt, alum, leather, etc. were brought to Kartli. In its turn, the Kingdom of Kartli was supplying Iran with raw silk. In addition, wool and cotton fabrics were exported from Kartli. Various Georgian wines were also exported from Tbilisi to Armenia, Midia and Ispahan to meet the needs of the Persian Shah.

Georgian and foreign sources provide rich material on how active the relationship was between that time Kartl-Kakheti Kingdom and Safian Iran. A group of Georgian and Georgian-Armenian epigraphic monuments preserved at Armenian churches in Isfahan adds even more specificity to this rich source of knowledge, which provide a very valuable and unbiased information about Georgian merchants operating in Safian Iran.

In the seventies of the last century, to the tomb stones were drawn attention and were  published by the famous Iranist - Magali Todua. The scientist in his work presents the epitaph of 22 gravestones. After Magali Todua, one part of these inscriptions was studied by historian Devi Katsitadze from the historical-source criticism point of view. In the present work we have made some adjustments to the texts of the less studied or unexplored part of the tombstones, and based on it we have studied them from the historical-source criticism point of view.

On the ground of the historical-source-based analysis of the inscriptions, we have precisely determined the chronology of the activities of one part of the Georgian merchants in Safavid Iran. In addition, on the basis of the comparison of the epitaphs of the tombs and the data of Georgian historical documents, we found out their relationship to the royal court of Kartli and their important role in Georgian-Persian relations. According to the study of one of the tombstone inscriptions, we found that a well-known historian of the seventeenth century - Parsadan Gorgijanidze, besides son David, mentioned in his work, had also a daughter, who was married to Zurab, the son of Papua Tutunisshvili from Gori. Our findings up to date have been completely unknown to the scientific community.

Keywords: Safian Iran, Kingdom of Kartli, Georgian merchants, Georgian inscriptions.

XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ვაჭრები სეფიანთა ირანში XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ვაჭრები სეფიანთა ირანში  (ისპაჰანის სომხურ  ნერსესის, მინასისა და სარქისის ეკლესიებში დაცული ქართული და ქართულ-სომხური საფლავის ქვების წარწერების მიხედვით) 

როგორც ცნობილია, ქართულ-სპარსული ურთიერთობებმა მთელი სისავსით თავი იჩინა სეფიანთა ირანის დროს, უფრო კონკრეტულად, XVII-XVIII საუკუნეებში.  ამ ურთიერთობებიდან განსაკუთრებით დიდი ინტერესს იწვევს ქართულ-სპარსული იმდროინდელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ქართლის სამეფოს დედაქალაქი - თბილისი, როგორც ამიერკავკასიის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი და სატრანზიტო ქალაქი, ეკონომიკურად ოსმალეთის და, განსაკუთრებით, ირანის ქალქებთან იყო დაკავშირებული. თბილისიდან სპარსეთისაკენ სავაჭრო გზა ყაზახ-განჯა და ლორე-ბამბაკის მიმართულებით მიდიოდა. ქართლის სამეფოსთან მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობაში პირველი ადგილი სწორედ სეფიანთ ირანს ეკავა, საიდანაც ქართლში შემოდიოდა ძვირფასი ქსოვილები, აბრეშუმი, მარილი, შაბი, ტყავი და სხვ. ქართლის სამეფო თავის მხრივ ირანს აბრეშუმის ნედლეულით ამარაგებდა. გარდა ამისა, ქართლიდან გაჰქონდათ შალისა და ბამბის ქსოვილები. თბილისიდან სომხეთში, მიდიასა და ისპაჰანში სპარსეთის შაჰის კარის საჭიროებისათვის ქართული ღვინოებიც მიდიოდა (გ. ჟორჟოლიანი, 1987, 117-118). XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი ქართულ ღვინოს საუკეთესოდ თვლის მთელს სეფიანთა ირანში (ჟ. შარდენი, 1975, 298). ქართული და უცხოური წყაროები მდიდარ მასალას გვაწვდიან თუ როგორი აქტიური ურთიერთობა არსებობდა მაშინდელ ქართლ-კახეთისა სამეფოსა და სეფიანთა ირანს შორის.

საკვანძო სიტყვები: სეფიანთა ირანი, ქართლის სამეფო, ქართველი ვაჭრები, ქართული წარწერები.

ისპაჰანის სომხურ  ნერსესის, მინასისა და სარქისის ეკლესიებში დაცული ქართული

და ქართულ-სომხური საფლავის ქვების წარწერები 

ამ მდიდარ წყაროთმცოდნეობით ბაზას კიდევ მეტ კონკრეტულობას სძენს ისპაჰანის სომხურ ეკლესიებში (ნერსესის, მინასისა და საქრისის) დაცული ქართული და ქართულ-სომხური ეპიგრაფიკული ძეგლების ერთი ჯგუფი, რომლებიც მეტად ძვირფასს და მიუკერძოებელ ცნობებს გვაწვდიან სეფიანთა ირანში მოღვაწე ქართველი ვაჭრების შესახებ.

პირველი მეცნიერი, ვინც წინამდებარე საფლავის ქვებს ყურადღება მიაქცია და გამოაქვეყნა, გახლდათ მაგალი თოდუა. მეცნიერს თავის ნაშრომში წარმოდგენილი აქვს ისპაჰანის სომხურ  (ნერსესის, მინასისა და სარქისას) ეკლესიებში დაცული 22 ქართული და ქართულ-სომხური საფლავის ქვის ეპიტაფია. მეცნიერს სომხური წარწერების ტექსტები სომეხმა მკვლევარმა - ლევონ მინასიანმა წაუკითხა, ხოლო სომხური ტექსტები ქართულად გაშიფრა არმენოლოგმა - ელენე ცაგარეიშვილმა (მ. თოდუა, 1971, 196-211). მაგალი თოდუას შემდეგ აღნიშნული წარწერების ერთი ნაწილი, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ისტორიკოსმა დევი კაციტაძემ შეისწავლა. სახელდობრ, მეცნიერმა საფლავის ქვების წარწერებში მოხსენიებული პირების იდენტიფიცირება მოახდიანა ქართული ისტორიული საბუთების მონაცემებზე დაყრდნობით (დ. კაციტაძე, 1976, 263-269). 2019 წელს გამოიცა ნაშრომი სახელწოდებით „ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე“, სადაც ერთ-ერთი სტატია ნესრესის სომხურ ეკლესიაში დაცული ქართული საფლავების შესახებ ეკუთვნის ფერეიდნელ ქართველს - აბულყასემ აჰმადი-მიანდაშთს. მკვლევარს ნაშრომში წარმოდგენილი აქვს ნესრეს სომხური ეკლესიიდან მხოლოდ 5 საფლავის ქვის ფერადი ფოტოები, რითაც დასტურდება მათი დღევანდელი მდგომარეობა (ა. აჰმადი-მიანდაშთი, 2019, 123-134). 

ჩვენ შევეცდებით ჩვენთვის საინტერესო საფლავის ქვების ნაკლებად შესწავლილი ან საერთოდ შეუსწავლილი ნაწილის ტექსტების წაკითხვებში შევიტანოთ გარკვეული კორექტივები და მათზე დაყრდნობით ისინი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით შევისწავლოთ.

პირველი ჩვენთვის საინტერესო საფლავის ქვის წარწერა მაგალი თოდუას სამეცნიერო პუბლიკაციაში 12-ე ნომრით არის წარმოდგენილი. გთავაზობთ წარწერის ტექსტს მაგალი თოდუას სამეცნიერო პუბლიკაციაზე დაყრდნობით და  მის ჩვენეულ წაკითხვას:

  1. ქ. უფალო იესო
  2. ქრისტეო, შეიწ
  3. ყალე და აკურ
  4. თხე, მ[ო]იხსენ
  5. იე მ[ო]ნა შე
  6. ნი გორელი
  7. მამიჯ[ა]ნ[ა]ს შვ
  8. ილი ათ[ა]ბე
  9. გა. ვინც წ[ა]იკ
  10. ითხოთ, შენ
  11. დობით მ[ო]იხსე
  12. ნიოთ, შეგინდნ
  13. ოს (?) ღმერთმ~ნ თ
  14. ქვენცა. ქ~კს*) (მ. თოდუა, 1971, 204-205).

 

„ქ. უფალო, იესო | ქრისტეო, შეიწ|ყალე და აკურ|თხე, მ[ო]იხსენ|იე მ[ო]ნა შე|ნი გორელი, | მამიჯ[ა]ნ[ა]შვ|ილი ათ[ა]ბე|გა. ვინც წ[ა]იკ|ითხოთ, შენ|დობით მ[ო]იხსე|ნიოთ, შეგინდნ|ოს ღმერთმ(ა)ნ თ|ქვენცა, ქ(ორონი)კ(ონ)ს ტჟ (1312+390=1702 წ.)“.

ქართული საფლავის ქვის წარწერას, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ავსებს მისი სომხური ნაწილი, სადაც თარიღი პირდაპირ არის მითითებული - ათაბეგ მამიჯანაშვილის გარდაცვალების თარიღი - 1702 წელი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ქართული ნაწილის ბოლო თარიღის აღმნიშვნელი ნაწილი აღვადგინოთ როგორც „ქ(ორონი)კ(ონ)ს ტჟ“. ათაბეგ მამიჯანაშვილი ქართულ ისტორიულ საბუთებში 1697 და 1699 წლებში იხსენიება, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ჯერ კიდევ ქართლის სამეფოშია და აქ აწარმოებს თავის სავაჭრო საქმიანობას. სწორედ 1699 წელს ან ამ წლის შემდგომ იგი წავიდა ირანში, სადაც, როგორც საფლავის ქვის ეპიტაფია გვაუწყებს, 1702 წელს გარდაიცვალა.

ჩვენთვის საინტერესო შემდგომი ეპიტაფია მაგალი თოდუას ნაშრომში გახლავთ რიგით 15-ე ნომერი. გთავაზობთ წარწერის ტექსტს მაგალი თოდუას სამეცნიერო პუბლიკაციაზე დაყრდნობით და მის ჩვენეულ წაკითხვას:

  1. ქ. უფ[ა]ლო ღ[მერთო,]
  2. აცხონე ა[ქა]
  3. მწოლე...
  4. გ[ორელი]...
  5. ამირბა...
  6. ე[ლიზბა]რ[ი]ს
  7. ... აღდ(?)
  8. ......
  9. .....
  10. ... შნი
  11. [ღმერთ]მ~ნ თქ
  12. [ვ]ე[ნც შეგინ?]
  13. [დოს ცოდვანი?]
  14. თქვენი. მი[ი]ც
  15. ვ[ალ]ა თიბ[ა]თ
  16. ვის დ[ა]მდექს
  17. ა, ქკს ტჟბ (=1704 წ.) (მ. თოდუა, 1971, 206-207).

ქართულ საფლავის ეპიტაფიას, ინფორმაციული თვალსაზრისით, კიდევ უფრო ამდიდრებს მისი სომხური ნაწილი, საიდანაც ვიგებთ, რომ: „ესე არის საფალავი ამირბაბიანთ ალიზბარის შვილის ბაღ(?)თასარისა. წელსა 1706“. თუ შევუჯერებთ ერთმანეთს საფლავის ქვის ქართულ და სომხურ ტექსტებს, შევძლებთ საფლავის ქვის წარწერის ქართული ტექსტის აღდგენას. ჩვენი აზრით, წარწერა შემდგომი სახით უნდა წავიკითხოთ:

უფ[]ლო,[მერთო,] | აცხონე[ქა] | მწოლელისა | [ორელი]... | ამირბაბაშვილის | [ლიზბა][]| შვილის,აღდასარის სული. | ვინცა  | წაი|კითხოთ და შეუნდოთ, |[ღმერთ]~თქ|[][ნცშეგინ]|[დოსცოდვანი] | თქვენი.

მი[]|[ალ]თიბ[]|ვის[]მდექს | (1)ქკსტჟბ (1312+392=1704 .)“.

საფლავის ქვის წარწერის მიხედვით, 1704 წლის 1 ივნისს გორელი ამირბაბაშვილ ელიზბარის ვაჟი, ბაღდასარი გარდაცვლილა, რომლის სახელეზედაც დაუმზადებიათ საფლავის ქვა და ამოუღარავთ ორენოვანი (ქართულ-სომხური) წარწერა. რით არის მნიშვნელოვანი წინადებარე წარწერა?

როგორც ქართლის ცხოვრებიდან ვიგებთ, ირანის შაჰმა აბას II-მ (1642-1666) ქართლის მეფეს, ვახტანგ V შაჰნავაზს (1658-1675) თავისი ასული მოსთხოვა გაეგზავნა შაჰის ჰარამხანაში. ქართლის მეფე ვახტანგიც იძულებული იყო დათანხმებულიყო შაჰის მოთხოვნას (ბ. ეგნატაშვილი, 436). აქ მოხსენიებული ამირბაბაშვილი ელიზბარი გახლდათ ქართლის მეფის ვახტანგ V შაჰნავაზის  სამეფო კართან დაახლოებული პირი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 1667 წლის 27 ივლისის საბუთი, საიდანაც ვიგებთ, რომ ქართლის მეფე ვახტანგს თავისი ასულისათვის მზითევში სხვა ნივთებთან ერთად გაუყოლებია სწორედ აქ მოხსენიებული ელიზბარ ამირბაბაშვილი, რისი დადასტურებაცაა აღნიშნული საბუთი, სადაც ელიზბარი გორელ ვაჭრად არის მოხსენიებული. საბუთის ტექსტის წყალობით გავარკვიეთ  ელიზბარ ამირბაბაშვილის სოციალური სტატუსი. სავარაუდოდ, მისი ვაჟიც ბაღსადარიც მამის კვალს გაჰყვა და სავაჭრო ურთიერთობებით იყო დაკავებული სეფიანთა ირანში.

შედგომი წარწერა მე-7 ნომრით არის წარმოდგენილი პატივცემული მეცნიერის ნაშრომში. გთავაზობთ, წარწერის მაგალი თოდუასეულ გადმონაწერს და მის ჩვენეულ წაკითხვას:

  1. ქ. ღმერ
  2. თო, შეიწ
  3. ყალე
  4. გორ
  5. ქაშვი
  6. ლი გი
  7. ორგი.
  8. ქ~კის ტო
  9. გი (1685 წ.) (მ. თოდუა, 1971, 202).

 

„ქ. ღმერ|თო, შეიწ|ყალე | გორ|ქაშვი|ლი გი|ორგი, |ქ(ორონი)კ(ონ)ის ტო|გ<ი>(373+1312=1685 .)“.

ქართულ საისტორიო საბუთებში 1653 წლის ნასყიდობის წიგნში მიცემული ზაალ გაბაშვილის მიერ გიორგი ბარათაშვილისადმი, დამწერად და მოწმედ იხსენიება ზურაბა გორქაშვილი (პალ, 710). დიდი ალბათობით ამ საბუთში მოხსენიებული გიორგი უნდა იყოს ზურაბას მამა.

შედგომი წარწერას, რომელსაც მოვიხმობთ ბატონ მაგალის სამეცნიერო ნაშრომიდან, 20-ე ნომრითაა მოცემული. მოგვყავს წარწერის ტექსტის გადმონაწერი მაგალი თოდუას ნაშრომზე დაყრდნობით  და მისი ჩვენეული წაკითხვა.

  1. ქ. უფალო ღმერთო,
  2. შეიწყალე აქა
  3. მწოლელისა მო
  4. ქალაქე თუ თუ
  5. ლი (?) პაპუასა შ
  6. ვილი ... ურ ... მ
  7. წერლ[...] ფარ
  8. ს[ა]დ[ა]ნ[ი]ს სიძე. სულ
  9. სა სამოთხე დ
  10. ა ნათელი ა[ღი]
  11. რსე. შეუნდე ც
  12. ოდვ[ა]ნი მისი. ვ[ი]
  13. ნც წ[ა]იკითხოთ
  14. <ა>, შენდობა უთ
  15. [ხა]რით. ღმერთ
  16. მა თქვენცა შე
  17. გინდოს<ა> ცო
  18. დვ[ა]ნი თქვ[ე]ნი (მ. თოდუა, 1971, 210-211). 

„ქ. უფალო, ღმერთო, | შეიწყალე აქა | მწოლელისა მო|ქალაქე, თუთუ|ნასშვილი პაპუას<ა>  შ|ვილი,  [ზ]ურ[აბი],   მ|წერლ[ისა] ფარ|[ა]დ[ა]ნ[ი]ს სიძე. სულ|სა სამოთხე დ| ნათელი ა[ღი]|რსე. შეუნდე ც|ოდვ[ა]ნი მისი. ვ[ი]|ნც წ[ა]იკითხოთ, |<ა> შენდობა უთ|[ხა]რით. ღმერთ|მა თქვენცა შე|გინდოს<ა> ცო|დვ[ა]ნი თქვ[ე]ნი“.

როგორც წარწერა გვამცნობს, წინამდებარე საფლავში განისვენებს პაპუა თუთუნასშვილის ვაჟი და ფარსადან მწერლის სიძე, ზურაბი. როგორც გადმონაწერში ჩანს, წარწერის პირველ გამომცემელს საფლავის ქვის ეს ნაწილი პირობითად აქვს აღდგენილი. თუ გადავხედავთ ქართულ საისტორიო საბუთებს, დავინახავთ, რომ XVII-XVIII საუკუნეებში აქტიურად ჩანან გორში მოსახლე თუთუნასშვილები. აქედან გამომდინარე, არ შევცდებით თუ საფლავის ქვის ამ ნაწილს „თუ თუ ლი (?)“  აღვადგენთ როგორც გვარ თუთუნაშვილად. მეტად საინტერესოა XVII საუკუნის I ნახევრით დათარიღებული პაატა ჯავახიშვილის მიერ როსტომ ხითარისშვილისადმი მიცემული ვალის დაფარვის წიგნი, სადაც ერთ-ერთ მოწმედ ზურაბა თუთუნისშვილი იხსენიება. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ საბუთში მოხსენიებული ზურაბა თუთუნისშვილი გახლდათ პაპუას მამა, რომელმაც მამის პატივსაცემად თავის ვაჟს პაპის სახელი ზურაბი დააარქვა, რაც მიღებული იყო მაშინდელ ფეოდალურ საქართველოში. თუ ჩვენი მსჯელობა სწორია, მაშინ დაახლოებით შეგვიძლია განვსაზღვროთ საფლავის ქვის ქრონოლოგია. ვითვალისწინებთ რა ზურაბა თუთუნისშვილის მოღვაწეობის პერიოდს - XVII საუკუნის I ნახევარს, მაშინ დაახლოებით მისი შვილიშვილის ზურაბის გარდაცვალება XVIII საუკუნის I ნახევრით უნდა დავათარიღოთ. მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ აქ მოხსნიებული პირის საგვარეულო კუთვნილება და მისი წინაპრები, ამის შემდგომ ჩნდება კითხვა - ვინ შეიძლება მოვიაზროთ ფარსადან მწერლის ქვეშ?

სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე ვუპასუხებდეთ, აქ გასათვალიწინებელია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  • თუთუნიშვილები წარმოშობით გორიდან იყვნენ, ყოველ შემთხევვაში ამაზე მიგვითითებენ ქართული ისტორიული საბუთები.
  • ქართლის ცხოვრების მიხედვით, XVII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი - ფარსადან გორგიჯანიძე წარმოშობით სწორედ გორიდან იყო.
  • სწორედ ფარსადანის კალამს ეკუთვნის ქართლის ცხოვრების გარდა რამოდენიმე სხვადასხვა ჟანრის წიგნების გადაწერა. საფლავის ქვის ტექსტში ფასადანი სწორედ მწერლის სტატუსით არის მოხსენიებული. ქვის ამომკვეთმა საკმარისად ჩათვალა მხოლოდდამხოლოდ ამოეკვეთა მისი სტატუსი, რაც მიგვითითებს მისი პიროვნების ცნობადობაზე და დიდ გავლენაზე მაშინდელ ისპაჰანში. ასეთი ცნობილი პიროვნება კი როგორც ქართული, ასევე სპარსული წყაროებიდან გახლდათ ქართველი ისტორიკოსი - ფარსადან გორგიჯანიძე. იგი ქართლის მეფის როსტომის აღზრდილი გახლდათ, რომელიც ქართლის მეფემ მცირეწლოვანი გორიდან წაიყვანა და სამეფო კარზე გაზარდა, სადაც იგი დაეუფლა სპარსულ ენას.

როსტომის დავალებით ფარსადანი რამდენჯერ იყო გაგზავნილი სეფიანთა ირანში შაჰის კარზე. მისი თხზულების მიხედვით, „ქ|~კს ტმდ ამ ჟამს მეფემ როსტომ ისპაჰანის მოურავობა მე ფარსადანს მამცა“ (ფ. გორფიჯანიძე, 59). როგორც ვხედავთ, 1656 წელს ფარსადანი, როსტომისავე რეკომენდაციით, იგი  შაჰის კარზე ისპაჰანის ტარუღად დაინიშნა. იგი 1696 წლამდე  სეფიანთა ირანში ცხოვრობდა და იკავებდა სხვა მნიშვნელოვან თანამდებობასაც, როგორიც გახლდათ ეშიკაღასობა. მართალია, ისტორიკოსი წერს, რომ მისი სახლეულობა ქართლში დარჩა, თუმცა, როგორჩ ჩანს, ზოგიერთი თავისიანი თან წაიყვანა ირანში. კერძოდ, ფარსადანის ძმა, ალექსანდრე ირანის ზარაბიბაში ყოფილა, მეორე ძმა, მელიქ სადათ-ბეგი უზბაში იყო, მისი ვაჟი დავითი შაჰის ყულის ლაშქარში ირიცხებოდა. დავითი მხოლოდ თექვსმეტი წლისა იყო, როდესაც ირანის შაჰმა ბოქაულთუხუცესობა უბოძა. მემატიანე იხსენებს ასევე ძმისწულებსა და დისწულებს, რომლებიც აგრეთვე ირანში მოღვაწეობდნენ (რ. კიკნაძე, 1975, 11-12). აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სწორედ ფარსადანის ქართლის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ მას ჰყავდა ერთი ვაჟი სახელად დავითი. მისი თხზულების ბოლო ნაწილი თავის ვაჟ, დავითისადმი დარიგების ტექსტს წარმოადგენს. წინამდებარე საფლავის ქვის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი აჩვენებს, რომ ქართველ ისტორიკოსს („ფარსადან მწერალს“) დავითის გარდა ჰყოლია კიდევ ერთი ასული, რომელიც გათხოვილი იყო წარმოშობით გორელ თუთუნასშვილთა საგვარეულოს ერთ-ერთ წარმოადგენელ ზურაბზე, რაც დღემდე ქართული სამეცნიერო ლიტერატურაში უცნობ ფაქტს წარმოადგენდა.

როგორც ცნობილია, ანონიმი ავტორის მიერ შედგენილი თხზულებიდან სახელწოდებით „თაზქირათ ალ-მულუქიდან“ ისპაჰანის ტარუღას მთავარი საზრუნავი იყო ქალაქის უსაფრთხოება. იგი განსაკუთრებით პასუხისმგებელი იყო და, შესაბამისად, დიდ ყურადღებას აქცევდა ქალაქის ეკონომიური ცენტრების - ბაზრების უვნებლობას (ვ. გაბაშვილი, 1966, 103). აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, თუ რა მიზნით დაუნათესავდა თუთუნისშვილები ფარსადან გორგიჯანიძეს. მათ სჭირდებოდათ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ეფექტურად და უსაფრთხოდ წარმოებისათვის მძლავრი დასაყრდენი, ასეთი კი გახლდათ ისპაჰანის ტარუღა ფარსადან გორგიჯანიძე.  

დასკვნა

ზემოთმოყვანილი საფლავის ქვის ტექსტები უტყუარი დასტურია იმდროინდელი ქართლისა სამეფოსა და სეფიანთა ირანის შორის არსებული გაცხოვებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა. როგორც ჩანს, ქართველ ვაჭართა სოციალური ფენის წარმომადგენლები აქიურად აწარმოებდნენ სავაჭრო ურთიერთობებს თვით ირანში და იქ თავიანთი სავაჭრო სახლები ჰქონდათ,. ამიტომაც არის, რომ საფლავის ტექსტებში ქართველი ვაჭრების ამა თუ იმ საგვარეულოდან რამოდენიმე თაობის წარმომადგენლები იხსენიებიან. და რაც მთავარია, 1702 წლის საფლავის ქვის წარწერაზე ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ამ სოციალურ ფენას ვაჭრობის გარდა შეთვისებული ჰქონდათ დიპლომატიური მისიაც. ეს ბუნებრივიცაა, ისინი, მათი საქმინაობიდან გამომდინარე, კარგად იცნობდნენ ქართლიდან ირანში მიმავალ გზებს და ამიტომაც ქართლის მეფეები ხშირ შემთხვევებში სწორედ ვაჭართა ფენის წარმომადგენლებს აგზავნიდნენ დიპლომატიური მისიით სეფიანთა ირანის სამეფო კარზე. სულ ბოლოს, აღნიშვნის  ღირსია ფარსადან გორგიჯანიძის ახალი ბიოგრაფიული დეტალები. როგორც გაირკვა, ირანში მოღვაწე ქართველი ვაჭარი - პაპუა თუთუნიშვილი, თავისი სავაჭრო საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, დანათესავებია XVII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის - ფარსადან გორგიჯანიძის ოჯახს და თავისი ვაჟის, ზურაბისათვის ფარსადანის დღემდე უცნობი ქალიშვილი შეურთავს ცოლად.

ლიტერატურა:

  • აჰმადი-მიანდაშთი ა. (2019)  ქართული საფლავები ისპაჰანის წმინდა  ნესრეს სომხურ ეკლესიაში. „ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე“.
  • გაბაშვილი ვ. (1966)  სეფიანთა ირანის საქალაქო წყობილება „თაზქირათ ალ-მულუქის“ მიხედვით. „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან“.
  • თოდუა მ. (1971) ქართულ-სპარსული ეტიუდები.
  • კაკაბაძე ს. (1925) ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ისტორია, „საისტორიო მოამბე“. ტ. II.
  • კაციტაძე დ. (1976), ქართველი ვაჭრები სეფიანთა ირანში (XVII-XVIII სს.). „ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან“.
  • კიკნაძე რ. (1975), ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი.
  • კლდიაშვილი დ.,  სურგულაძე მ.,  ცაგარეიშვილი ე.,  ჯანდიერი გ. (1991) პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. ტ. I.
  • კუცია კ. (1972) ისპაჰანის ქართველი ტარუღები (1618-1722). „მახლობელი აღმოსავლეთის  ისტორიის საკითხები“. ტ. 2.
  • მგალობლიშვილი მ. (1975) ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.
  • ჟორჟოლიანი გ. (1987)  ქართლ-კახეთის სამეფო XVII 30-50-იან წლებში.
  • ფუთურიძე ვ. (1954) მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ.  „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“. ნაკვეთი 30.
  • ყაუხჩიშვილი ს. (1959) ქართლის ცხოვრება.  ტომი II.

References:

  • Ahmadi-Miandashti A. (2019) qartuli saflavebi ispahanis wminda nesres somxur eklesiashi, (krebuli) “qartvelebi teiranis dulabis qristianul sasaflaoze”, Tb., “ilias saxelmwifo universitetis gamomcemloba”. (Georgian Graves in Isfahan St. Nesre Armenian Church. Georgians in Dulab Christian Cemetery. Tb., “Ilia State University’s printinghouse”.] (in Georgian).
  • Gabashvili V. (1966) Sefianta iranis saqalaqo cyobileba tazqirat al-muluqis mixedvit, “narkvevebi maxlobeli aghmosavletis qalaqebis istoriidan”. [Safian Iran City Structure according to “Tazkirat al-Muluk”. “Essays from the History of Near Eastern Cities”. Tb., “Metsniereba”.] (in Georgian). 
  • Kakabadze S. (1925)   Parsadan Gorgijanidze, saqartvelos istoria, “Saistorio Moambe”, V. II. Tb., Parsadan Gorgijanidze, History of Georgia, “Saistorio Moambe”, V. II. 1925 (in Georgian).
  •  Katsitadze D. (1976) qartveli vachrebi sefianta iranshi XVII-XVIII ss. [Georgian merchants in Safian Iran XVII-XVIII cc.]  “Studies from the History of Georgia and Caucasus”. Tb., “Metsniereba”, (in Georgian).
  • Kaukhchishvili S. (1959) “qartlis tskhovreba”, The Georgian Chronicles. Volume II. Tb., (in Georgian).
  •  Kiknadze R. (1975.)  “parsadan gorgijanidze da istoriani da azmani sharavandedtani”, [Parsadan Gorgijanidze and “The Histories and Eulogies of the Sovereigns”.] Tb., “Metsniereba”, 1975 (in Georgian).
  • Kldiashvili D., Surguladze M., Tsagareishvili E., Jandieri G. (1991.)  “pirta anotirebuli leqsikoni”, XI-XVII ss. [Annotated Dictionary of Persons, XI-XVII cc. according to the historical documents. V. I. Tb., “Metsniereba”, 1991 (in Georgian).
  • Kutsia K. (1972). ispahanis qartveli tarughebi (1618-1722), maxlobeli agmosavletis istoriis sakitxebi. [Isfahan’s Georgian Tarughs (1618-1722). “Issues of Near Eastern History”.] B. 2, Tb., “Metsniereba”. (in Georgian).
  • Mgaloblishvili M. (1975.) “jan shardenis mogzauroba sparsetsa da aghmosavletis sxva qveynebshi”. [Jean Chardin's Journey to Persia and Other Eastern Countries.] Tb., “Metsniereba”.(in Georgian).
  • Puturidze V. (1954.) Mohamed taheris cnobebi saqartvelos shesaxeb. masalebi saqartvelosa da kavkasiis istoriisatvis. [Mohamed Taheri’s Notes about Georgia. “Materials for the History of Georgia and Caucasus”.]V. 30, Tb., “Metsniereba”, 1954 (in Georgian).
  • Todua M.(1971.) “qartul-sparsuli etiudebi”. [Georgian-Persian Etudes.] Tb., “Metsniereba”, 1971 (in Georgian).
  • Jorjoliani G. (1987.) “qatl-kaxetis samefo XVII 30-50-ian wlebshi”. [Kartli-Kakheti Kingdom in XVII 30-50s.] Tb., “Metsniereba”, 1987 (in Georgian).