English / ქართული /








Journal number 4 ∘ Paata KoguashviliNiko Chikhladze
Food Independence is a State Necessity

Georgia has long been regarded as one of the exemplary countries in the production and consumption of wheat. To date, in the world there are listed and registered 23 cultural and 4 wild species in the wheat botanical genus. Of these, 14 cultural species of them are presented in Georgia.

In the world there has been observed a steady decline in grain production and prices over the past two decades: the international price of 1 ton of wheat has increased from $80.4 to $173.4 in the last four decades. The era of cheap food in the world is over. Therefore, grain as a strategic commodity is not only a key guarantee of economic independence for each country, but also a powerful tool for political influence on grain importing countries.

Due to the current situation, countries with relevant land resources, based on the generally recognized principles of food self-sufficiency, make every effort to develop grain farming on the ground, regardless of whether they have a comparative or an absolute advantage.

Georgia, as a grain-producing country, sharply lost ground in the last 50 years: according to per capita estimates, the indicators in 2018 for wheat production are 7.8 times lower than the indicators of 1950. Its production capacity is only 107.1 thousand tons.

The country needs 1500-1700 thousand tons of grain annually, of which 780 thousand tons should be used for food. According to the bread and bakery products, this volume is 680-690 thousand tons, for which 525-530 thousand tons of flour is required. From this, 120-140 thousand tons of flour can be obtained from locally produced wheat (140-150 thousand tons on average, depending on commodity wheat production). The rest should be provided by import.

According to scientists and specialists, the transformation of agricultural land allows to increase the crop area in Georgia by 150 thousand hectares, or to 350 thousand hectares. Such a structural transformation of arable land allows for the production of 1.0-1.1 million tons of grain in the medium term which is sufficient for the country's food supply (according to the sufficiency ratio). Own wheat can be produced within 60-65% of the country's demand.

 Calculations based on technological maps of I. Lomouri Agricultural Research Institute and Enterprise Association “Lomtagora” show that the cost of 1 ton of wheat produced in Georgia will be $ 25-30 less than imported.

Economic calculations showed that by 2025, the optimal area for wheat is as follows: 114.0 thousand ha, crop - 421.8 thousand tons, cropland (120.0 thousand ha) and forage land (50.0 thousand ha), maize - 170,0 thousand ha and 714.0 thousand tons, barley - 50.0 thousand ha and 160.0 thousand tons, oats - 20.0 thousand ha and 50.0 thousand tons. In case of land consolidation, the crop area of wheat may be increased to 150.0 thousand ha.

To avoid further exacerbation of the problem, it is necessary to activate all reserves for increasing the production of grains domestically; for this reason, first of all, Georgia should adopt a program – “Grain” for supporting grain producers financially, technically, technologically and organizationally, which will also include organizational measures for elite seed production.

In our opinion, the production of grain as a strategic food must be considered as prioritized in the medium and long term (as well as the reproduction of its own seeds, saplings, varieties of livestock and agricultural products). This is required by an objective reality created in world food production, Georgia's overall economic interests, and the task of ensuring food security.

One of the key directions in solving this problem is to change the country's agricultural policy and bring it into line with global challenges. It is about the national economy, which is in a severe crisis, and the commodity producer, who has no incentive for labor; this is when he is creating human livelihoods and the crisis is due to a shortage of products. However, the laws on “Food Security of Georgia”, "On the Protection and Sustainable Development of Multipurpose Agriculture", etc. are to be adopted. They should become some focus in revitalizing agribusiness and resolving food problems. Only the government can overcome the problem. From all the above it is clear that:

-    Ensuring food security is the top priority task for the state;

-    The competence of the government and the degree and direction of its involvement in the agri-food process are crucial factors in saving the country from starvation;

It is inadmissible that a country with such potential for increasing wheat production is in a vulnerable position. It is necessary to overcome this situation, taking into account the current reality and the geopolitical situation.

Keywords: Wheat, state program, food, efficiency, import.

JEL Codes: Q10, Q13, Q14, Q18

სასურსათო დამოუკიდებლობა     სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთპური იმდენი მოვიყვანოთრომ

სასყიდელი არ გაგვიხდესჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს “

ილია ჭავჭავაძე

საქართველო ოდითგანვე ხორბლის მწარმოებელ და მოხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული. წარმოდგენილ სტატიაში ავტორები ასაბუთებენ, რომ მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება პრიორიტეტულად უნდა იქნეს  მიჩნეული,რისთვისაც აუცილებელია სახნავი მიწების სტრუქტურული ტრანსფორმაცია, რაც საშუალება მოგვცემს საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას  1,0-1,1 მლნ ტ. მარცვლეული. ეს კი სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საკუთრივ ხორბალი შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების 60-65%-ის ფარგლებში, რომლის 1 ტონის ღირებულება 25-30 აშშ დოლარით ნაკლები იქნება იმპორტირებულთან შედარებით. ამისათვის აუცილებელია არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საკვანძო სიტყვები: ხორბალი, სახელმწიფო პროგრამა, სურსათი, ეფექტიანობა, იმპორტი.

შესავალი

მარცვლეულის მეურნეობის განვითარების პრობლემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ნებისმიერი მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მარცვლეული წარმოადგენს უალტერნატივო საფუძველს პურისა და პურპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების,  რძის და რძის პროდუქტების, კვერცხისა და  სხვა ძირითადი პროდუქტების წარმოებისთვის.

ქართველი ხალხი ხორბალს იცნობდა ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში და უკვე მოჰყავდათ ხორბლის რამდენიმე სახეობა („იფქლი“, „ასლი“, „დიკა“, „მახა“, „ზანდური”, „დოლი“, „ხულოგო“). ხორბლის ამგვარი დიფერენცირებული სახეობრივი სახელწოდება არცერთი ქვეყნის ხალხს არ გააჩნია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ხორბლის კულტურულ სახეობათა ფორმირებაში ქართველმა ერმა უმნიშვნელოვანესი მონაწილეობა მიიღო. აკადემიკოს ნ. ვავილოვის აზრით, ხორბლის ფორმათა წარმოქმნაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია (კოღუაშვილი,  2013, გვ. 38).

სადღეისოდ მსოფლიოში აღწერილი და რეგისტრირებულია ხორბლის ბოტანიკურ გვარში შემავალი 23 კულტურული და 4 ველური სახეობა. ამათგან, საქართველოში წარმოდგენილია 14 კულტურული სახეობა. გარდა ამისა, ქართული ხორბლის სახეობებისაგან მიღებულია კიდევ 4 კულტურული სახეობა, რაც, ერთად აღებული, შეადგენს ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 65%-ს. ქართულ კულტურულ ხორბალთა შორის აღწერილია 150-ზე მეტი სახესხვაობა და ჯიშთა დიდი მრავალფეროვნება (160-მდე). მათ წარმოქმნას და ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქართველოს ბიოგეოკლიმატურმა მრავალფეროვნებამ, ქართველი კაცის გარჯამ, შემოქმედებითმა უნარმა და ხალხურმა სელექციამ. ქართველ ერს ხორბლის მოვლა-მოყვანის დიდი ისტორიული გამოცდილება გააჩნია (ნასყიდაშვილი, 1992, გვ.30).

სასურსათო პრობლემა და  საქართველო მარცვლეულის წარმოების კონტექსტით

ახლო მომავალში სასურსათო პრობლემის გამწვავების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ავტორიტეტული ჟურნალი თუ სასურსათო პრობლემატიკასთან ახლომდგომი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი აფრთხილებდა მთელ მსოფლიოს. კერძოდ, ჯერ კიდევ XX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება სურსათზე 50%-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს განაპირობებდა.

ეს ოფიციალური განცხადება სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გამხდარიყო სურსათის იმპორტიორი განვითარებადი ქვეყნებისათვის, რადგან გლობალური სასურსათო კრიზისის ნეგატიური შედეგები, როგორც წესი, პირველ რიგში ასეთი კატეგორიის ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე აისახება.

მსოფლიოში ბოლო ორ ათწლეულში გამოიკვეთა მარცვლეულის წარმოების შემცირების და მასზე ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია. ამ უკანასკნელს კი ისიც განაპირობებს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა ბევრად წინ უსწრებს მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების ზრდის ტემპს.

ბოლო 4 ათეული წლის განმავლობაში 1 ტონა ხორბლის საერთაშორისო ფასი 80,4 აშშ დოლარიდან 173,4 აშშ დოლარამდე გაიზარდა. მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.

ხორბლის მსოფლიო ფასი 1980-2019 წლებში (აშშ დოლარი)

ცხრილი 1

       პერიოდი

   ერთი ბუშელი

    ერთი ტონა

1980, 15,XII

4.91

80,4

1990, 10,XII

2.66

97,7

2000, 4,XII

2.74

100,7

2010, 27, XII

7.94

291,7

2015, 21, XII

4.68

171,9

2016, 5. XII

4.16

152,8

2017, 18, XII

4.25

156,1

2018, 24, XII

5.12

188,1

2019, 13 VIII

4.72

173,4

წყარო: https://www.macrotrends.net/2534/wheat-prices-historical-chart-data

ხორბლის მსოფლიო ფასი 1980-2019 წლებში (აშშ დოლარი)

ცხრილი 1

       პერიოდი

   ერთი ბუშელი

    ერთი ტონა

1980, 15,XII

4.91

80,4

1990, 10,XII

2.66

97,7

2000, 4,XII

2.74

100,7

2010, 27, XII

7.94

291,7

2015, 21, XII

4.68

171,9

2016, 5. XII

4.16

152,8

2017, 18, XII

4.25

156,1

2018, 24, XII

5.12

188,1

2019, 13 VIII

4.72

173,4

წყარო: https://www.macrotrends.net/2534/wheat-prices-historical-chart-data

ამიტომაა, რომ მარცვალი, როგორც სტრატეგიული საქონელი, ითვლება არამარტო თითოეული ქვეყნის  ეკონომიკური დამოუკიდებლობის  შენარჩუნების მთავარ გარანტად, არამედ  მარცვლის იმპორტიორ ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების მძლავრ იარაღადაც (კოღუაშვილი 2004, გვ. 23). თუ ამას დავუმატებთ FAO-ს მიერ გაკეთებულ არაოპტიმისტურ პროგნოზს მარცვლეულის მოყვანა-მიწოდებასთან დაკავშირებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარცვლის „სასურსათო და პოლიტიკური ფასი” მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ორგანიზიციის მონაცემებით, ხორბლის მსოფლიო წარმოებამ 2018 წელს შეადგინა 736,1 მლნ ტონა, რაც 2,7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. არასასურველი კლიმატური პირობები, განსაკუთრებით დსთ-ს ქვეყნებში, შემცირების ძირითადი მიზეზია, რაც ნაწილობრივ იქნება კომპენსირებული სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის წვლილის მცირე ზრდით.  2019 წელს ხორბლის მოსავალი რუსეთში 10 მლნ ტონით ნაკლები იყო, მოსავლიანობა კი - 2018 წლის 1,9 ტონიდან  1,5 ტონამდე შემცირდა. ხოლო ყაზახეთში იგივე მაჩვენებელი 0,7 ტონამდე დაეცა. ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნა მისი წარმოების შემცირების პირობებში, 2019 წლის ბოლოსათვის გამოიწვევს მსოფლიო მარაგების 3,3%-ით შემცირებას (FAO, 2018).

როგორც ცნობილია, მარცვლეულის მსოფლიო რეზერვების უდიდეს ნაწილს  მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ფლობს. ესენია აშშ, კანადა და ევროკავშირის ქვეყნები. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა აშშ, რომელზეც მსოფლიო მოსახლეობის 5% და მარცვლის მარაგების 47-50% მოდის. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში მარცვლეულის იმპორტს სხვადასხვა მოცულობით 120-მდე ქვეყანა აწარმოებს. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია სასურსათო კრიზისის წარმოშობის შემთხვევაში, მარცვლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მდგომარეობაც. პირველი საყურადღებო სიმპტომები ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება. კერძოდ, დასავლეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ხდება აგრარული პოლიტიკის გადახედვა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისათვის გაწეული დახმარებების (სუბსიდიების) შემცირებაში, ხოლო მეორე მხრივ - იმ მკაცრი ღონისძიებების შესუსტებაში, რაც მიმართული იყო საგარეო  კონკურენციისაგან შიგა ბაზრების დასაცავად. ეს პოლიტიკა უკვე სამართლებრივად აისახა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ე.წ. „ურუგვაის და დოჰას რაუნდების“ დოკუმენტებში.

ამ კონტექსტით ერთობ საინტერესოა FAO-ს და ევროკავშირის პოზიცია განვითარებადი ქვეყნების მიმართ სურსათის, მ.შ. ხორბლის იმპორტის თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ მიმართულებით მკვეთრად და კატეგორიულად უარყოფითია. ისინი აღიარებენ, რომ მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე დასავლეთის სახელმწიფოებში ფერმერთა სუბსიდირების სისტემა, მართალია, ეხმარება შედარებით ღარიბ იმპორტიორ ქვეყნებს იმპორტის გაიაფებაში, მაგრამ დაბალი ფასები სურსათზე, მათ შორის მარცვლეულზე, ბევრ განვითარებად ქვეყანას აიძულებს უგულებელყოს საკუთარი წარმოება, რაც საბოლოო ანგარიშით, მსოფლიოში სურსათის წარმოების შემცირებას და მასზე ფასების გარდაუვალ ზრდას იწვევს.

შექმნილი სიტუაციის გამო ქვეყნები, რომელთაც შესაბამისი მიწის რესურსები გააჩნიათ, სურსათის თვითუზრუნველყოფის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, ძალისხმევას არ იშურებენ ადგილზე მარცვლეული მეურნეობის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მისი წარმოების შედარებითი თუ აბსოლუტური უპირატესობანი. ფაქტია, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდება აგროწარმოების „ბიოლოგიზაციის“ ტემპების დაჩქარების კვალობაზე კიდევ უფრო შემცირდება, რაც მასზე ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.

კარგადაა გასაცნობიერებელი, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება მოშიმშილეთა რიცხოვნობა და ამდენად, საჭიროა ადგილებზე მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით.

თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უშიშროების ორი ძირითადი კრიტერიუმია აღიარებული და ორივე მათგანი მარცვლეულს უკავშირდება. ესენია - მარცვლეულის გადაუდებელი მარაგები და მარცვლის წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. პირველი ქმნის აუცილებელ გარანტიასა და სიმყარეს საგანგებო სიტუაციების დროს, ხოლო მეორე აჩვენებს მარცვლეულის იმპორტზე ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხსა და დონეს (ქვეყანაში პუპროდუქტების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე).

ამასთან, საყოველთაოდ მიღებულია, რომ ხელუხლებელია მარცვლის მარაგის   ის გარდამავალი მოცულობა, რაც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით საკმარისია მოხმარების 55-60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ მოთხოვნილების 17-18%-ის ოდენობით (რა თქმა უნდა, მისასალმებელია,  თუ უფრო მეტი რაოდენობის მარაგი აქვს შექმნილი ქვეყანას).

საქართველოში მარცვლეულიდან როგორც ხორბალს, ასევე სიმინდს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ იგი ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მოხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული.

დამოუკიდებლობის მოპოვებას ე.წ. „საკავშირო ფონდებიდან” მარცვლის ცენტრალიზებული მოწოდების პრაქტიკის გაუქმება მოჰყვა, რის გამოც საქართველოში მუშაობა ერთბაშად შეწყვიტა კომბინირებული საკვების მწარმოებელმა ქარხნებმა, ინდუსტრიულ საფუძველზე გადაყვანილმა მეფრინველეობის ფაბრიკებმა, მეხორცული და მერძეული მიმართულების სპეციალიზებულმა კომპლექსებმა და სხვ. შედეგად, კატასტროფულად შემცირდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, რამაც სერიოზული გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებაზე. კერძოდ, მკვეთრად შემცირდა ამ პროდუქტების სულადობრივი მოხმარების დონე, გაუარესდა კვების რაციონის სტრუქტურა და სხვ.

სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს პოზიციები მკვეთრად დათმო. ასე, მაგალითად, 1950 წლისთვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის 1 სულზე 223 კგ-ს,  (მოსახლეობის რიცხოვნობა ამ პერიოდში 3.5 მლნ-ს  შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის 1 სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ, შეადგინა (მომდევნო ათწლედში სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1990 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 5.4 მლნ. და მოსახლეობის 1 სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული). 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება, მართალია, გაიზარდა 150-155 კგ-მდე მოსახლეობის 1 სულზე, მაგრამ ის მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე მოდის - ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მლნ-ით შემცირდა (მარცვლეულის სტრუქტურაში სიმინდს პირველი ადგილი, ხოლო ხორბალს მეორე ადგილი უკავია. მათზე მოდის მთლიანი მარცვლეულის საშუალოდ 90%, ხოლო დანარჩენზე - ქერი, შვრია და ა.შ 10%.

მარცვლეულის წარმოება საქართველოში 2010-2018 წლებში

ცხრილი 2

წელი

2010 წ.

2015 წ.

2018 წ.

მოსახლეობის საშუალოწლიური რიცხოვნობა, ათასი კაცი

3786.7

3725.3

3726.5

მარცვლეულის (ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი) წარმოება, ათასი ტონა

214.8

356.2

363.7

     მათ შორის:

 

 

 

ხორბალი

48.4

125.6

107.1

სიმინდი

141.1

184.6

194.2

წილი მარცვლეულის მთლიან წარმოებაში, %

 

 

 

-         ხორბლის

22,5

35,3

29,4

-         სიმინდის

65,7

51,8

53,4

მარცვლეულის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე, კგ

56,7

95,6

97,6

      მათ შორის:

 

 

 

ხორბალი

12,8

33,7

28,7

სიმინდი

37,3

49,6

52,1

თვითუზრუნველყოფის დონე, %:

 

 

 

-         ხორბლით

6

17

15

-         სიმინდით

96

77

71

  წყარო: შედგენილია ავტორთა მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალების მიხედვით

ამდენად, რეალურად უკიდურესად რთული მდგომარეობა შეიქმნა: მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებით 7,8-ჯერ ჩამორჩება 1950 წლის მაჩვენებელს, 4,2-ჯერ -  1980 წლის მაჩვენებელს და 5,4 ჯერ - 2003 წლის მაჩვენებელს (იხ. ცხრილი 2).

მარცვლეულის წარმოების გადიდების შესაძლებლობები

ზემოთ აღნიშნული ტენდენციებისა და მონაცემების ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს  ბევრი ქვეყანა, პოტენციურად დგას სასურსათო საფრთხის წინაშე. უდავოა, რომ ხორბლის წარმოებისა და მოხმარების ბალანსში არსებობს მწვავე დეფიციტი. რის გამოც მასზე გადახდისუნარიანი  მოთხოვნა იმპორტის ხარჯზე  უნდა შეივსოს, ე.ი. საფრთხე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარაა. ასეთ ვითარებაში   საქართველო ობიექტურად ხდება დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაზე, რომელიც განახორციელებს იმპორტს, ან ჰუმანიტარულ დახმარებას რაღაც სარგებლის ხარჯზე.

დადგენილია, რომ ქვეყანას ყოველწლიურად სჭირდება 1500-1700 ათასი ტონა მარცვლეული, საიდანაც უშუალოდ სასურსათო დანიშნულების უნდა იყოს 780 ათასი ტონა. პურსა და პურპროდუქტებზე გადაანგარიშებით, ეს მოცულობა 680-690 ათასი ტონას შეადგენს, რომლისთვისაც საჭიროა 525-530 ათასი ტონა ფქვილი. აქედან ადგილზე წარმოებული ხორბლიდან შესაძლოა მიღებული იქნეს 120-140 ათასი ტონა ფქვილი (140-150 ათ. ტონა საშუალოდ, სასაქონლო ხორბლის წარმოებიდან გამომდინარე). დანარჩენი ოდენობა კი იმპორტით უნდა იქნეს შევსებული (იხ. ცხრილი 3).

მარცვლეულის იმპორტი საქართველოში 2008-2018 წლებში(მლნ აშშ დოლარი)

ცხრილი 3

წელი

მარცვლეული - სულ

მათ შორის ხორბალი

ხორბლის წილი მარცვლეულის იმპორტში, %

2008

113,3613

108,8517

96,0

2009

113,4271

105,0602

92,6

2010

179,0637

174,0547

97,2

2011

196,5481

184,2322

93,7

2012

249,6049

239,9502

96,1

2013

203,5139

184,836

90,8

2014

167,0969

151,7578

90,8

2015

134,5381

119,3524

88,7

2016

100,0621

86,0615

86,0

2017

114,5025

98,175

85,7

2018

132,8005

114,9037

86,5

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური -  www.geostat.ge       

აშკარაა, რომ მარცვლეულის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე სისტემატურად მცირდება, მაშინ როცა პურსა და პურპროდუქტებზე მოხმარება ქვეყანაში ფიზიოლოგიურ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს (ნაცვლად ნორმით გათვალისწინებული 350 გრამისა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად მიოხმარს 420-450 გრამს, რაც სხვა პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობით უნდა აიხსნას).

მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა ყოველთვის ვერ გაუსწორდება საკვების ფასის ზრდას, ეს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას სხვადასხვაგვარად ეხება. ყველაზე მძიმე პერსპექტივა ამ მხრივ აქვს ღარიბი ქვეყნების ღარიბ მოსახლეობას (საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 20,1%-ია, ხოლო ჯინის კოეფიციენტია 0,37). (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019).ყველა ქვეყნისთვის ხსენებული პროცესის შედეგი დამოკიდებული იქნება ერთზე – მთავრობის პოლიტიკის ხარისხზე. წააგებს ყველაზე მეტად ის, ვისაც აგროსასურსათო  პოლიტიკა ყველაზე ცუდად ორგანიზებული ექნება.

მეცნიერებისა და სპეციალისტების გათვლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ  ქვეყანაში  მარცვლის ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰა-თი, ანუ 350 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალება იძლევა  საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნეს  1,0-1,1 მლნ ტ. მარცვლეული, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის (საკმარისობის კოეფიციენტის მიხედვით). საკუთრივ ხორბალი შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების 60-65%-ის ფარგლებში.

ი. ლომოურის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტისა და საწარმო გაერთიანების “ლომთაგორას” ტექნოლოგიურ რუკებზე დაყრდნობით შესრულებულმა გაანგარიშებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული 1 ტონა ხორბლის ღირებულება 25-30 აშშ დოლარით ნაკლები იქნება იმპორტირებულთან შედარებით.

ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობის გათვალისწინებით, მომავალში აქცენტი აღებული უნდა იქნეს ძირითადად მარცვლის მოსავლის გადიდების ინტენსიურ ფაქტორებზე. ხორბლისა და სიმინდის ინტენსიური (მაღალმოსავლიანი) ჯიშების დანერგვა საშუალებას მოგვცემს პერსპექტივაში მივიღოთ ჰა-ზე საშუალოდ 4 ტონა ხორბალი და 8 ტონა სიმინდი.

საქართველს სერიოზული რეზერვები გააჩნია მელიორირებული მიწების ფართობების გადიდების, არსებული სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის, მათი ტექნიკური მოდერნიზაციის და წყალუზრუნველყოფის  ამაღლების ხარჯზე. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი მარცვლეული მეურნეობის, როგორც დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიმართულებით, ნიადაგების დაცვის, აგროქიმიური მომსახურების და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების კუთხით. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში არსებული დამლაშებული და ბიცობი ნიადაგების გაკულტურების და სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის ღონისძიებები (მათი საერთო ფართობი 210 ათას ჰა-ს აღემატება). მოსავლიანობის ზრდას უნდა დაექვემდებაროს მარცვლეულის ელიტური თესლის წარმოების, მინდვრად სწორი თესლბრუნვების და პროგრესული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის და საერთოდ -სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის დონის ამაღლება.

ზემოაღნიშნული რეზერვების ამოქმედება და მარცვლეულის წარმოების არსებითი გადიდება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება მისი წარმოების მატერიალურ-ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტის და საშუალების გამოყენება, რაშიც სახელმწიფომ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

მარცვლის წარმოების სტიმულირება მრავალი მიმართულებით შეიძლება გაიშალოს. კერძოდ, მარცვლეული ნათესის გათავისუფლება გადასახადისაგან. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წარმოებული მარცვლის სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის, შეღავათიანი საკრედიტო, სადაზღვევო სისტემები, პირდაპირი სუბსიდიები (ეს არ იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა, რადგან, ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ქვეყანას შეუძლია საექსპორტო შემოსავლების 5%-ი წარმართოს მნიშვნელოვანი დარგების სუბსიდირებაზე) და სხვა. 

მარცვლეული მეურნეობის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი  სამომხმარებლო ბაზრის დაცვის პრობლემაა. სამომხმარებლო ბაზარზე, არცთუ იშვიათად,  სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის კარგად გაფორმებული - შეფუთვის თვალსაზრისით, მაგრამ საკმაოდ უხარისხო, იაფი პროდუქცია, რომელიც გათვლილია ჩვენი დაბალი გადახდისუნარიანი მოსახლეობისათვის. ამ წესით ბაზარზე მოხვედრილი პროდუქცია ქვეყნისათვის მრავალმხრივი ზარალის მომტანია. პირველ რიგში, ის ზიანის მომტანია მისი უშუალო მომხმარებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხოლო შემდგომ კი - ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტისთვის. მხედველობაში გვაქვს არა იმდენად პირდაპირი დანაკარგები (გადასახადის დამალვა და ა.შ.), არამედ დანაკარგები, რომელიც მიიღება ადგილობრივი მეწარმეებისთვის არაკეთილსაიმედო სამეწარმეო გარემოს შექმნით.

უდავო ფაქტია, რომ ჩვენი მარცვლეულის მწარმოებლები ყოველწლიურად დგებიან წარმოებული მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემის წინაშე. ბაზარზე იაფი და უხარისხო პროდუქციის არსებობა, მათ არც თუ იშვითად, აიძულებთ მარცვლეული გაყიდონ ძალიან დაბალი ფასით, განიცადონ მნიშვნელოვანი ზარალი და შემდგომში კი საერთოდ ხელი აიღონ ამ საქმიანობაზე. ამ ვითარებაში იზრდება დაუმუშავებელი ფართობების რაოდენობა და უმუშევართა რიცხოვნობა, ქვეყნიდან გადინებული ვალუტის მოცულობა და მარცვლეულის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხი, მისგან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით.

საქართველოში მოქმედებს 180-მდე მარცვლის გადამმუშავებელი წვრილი და მსხვილი საწარმოო სიმძლავრის მქონე ქარხანა, რომელთა ჯამური საწარმოო დღეღამური სიმძლავრე 6500 ტონას შეადგენს. აქედან 16 მსხვილ საწარმოს საერთო სიმძლავრე 3500 ტონას აღემატება დღეღამეში. დღეს ეს სიმძლავრეები მხოლოდ მინიმალურად - 10-15%-ით არის გამოყენებული, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ და სოციალურ  პრობლემებს წარმოშობს.

პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული. საქმე ეხება ეროვნული ეკონომიკის სფეროს, რომელიც მწვავე კრიზისშია და საქონელმწარმოებელს, რომელსაც არავითარი სტიმული არ გააჩნია მუშაობისათვის, არადა, ის ქმნის ადამიანთა საარსებო საკვებ პროდუქტებს და სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქციის დეფიციტის გამო არის კრიზისი.

პროგნოზი

ეკონომიკური გათვლების შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წლისათვის ხორბლის ფართობის ოპტიმალურ ზღვრად მიჩნეულია: 114,0 ათასი ჰა, მოსავლის – 421,8 ათასი ტონა, სამარცვლე 120,0 ათასი ჰა და საფურაჟე 50,0 ათასი ჰა. სიმინდის სულ – 170,0 ათასი ჰა და 714,0 ათასი ტონა,[1]  ქერის – 50,0 ათასი ჰა და 160,0 ათასი ტონა, შვრიის – 20,0 ათასი ჰა და 50,0 ათასი ტონა (იხ. ცხრილი 4 და 5). მიწის კონსოლიდაციის განხორციელების შემთხვევაში, ხორბლის ნათესი ფართობი შეიძლება გაიზარდოს 150,0 ათას ჰა-მდე.

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობი (ათასი ჰა(ოპტიმიზებული, 2025 წ. )

 ცხრილი 4

ს/ს კულტურები

 

საქართველო

მათ შორის რეგიონები

აჭარა

იმერეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთი

გურია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვ. ქვემო სვანეთი

შიდა ქართლი

მცხეთა მთიანეთი

კახეთი

ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი

სულ ნათესი

625

9,2

80,6

70,7

19,1

7,0

62,6

35,8

155,0

121,6

63,4

ხორბალი

114

0,7

26,3

5,3

52,2

23,0

6,5

სიმინდი და სამარცვლე საფურაჟე

170

4,0

53,3

51,8

11,2

3,5

4,7

6,5

16,8

15,4

2,8

ლობიო

13

0,12

0,5

0,3

0,06

0,02

3,8

3,8

2,8

1,0

0,6

მზესუმზირა

15

0,08

0,8

13,2

0,82

0.1

სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მოცულობ (ათასი ტონა(ოპტიმიზებული, 2025 წ.)

ცხრილი 5

ს/ს კულტურები

 

საქართველო

მათ შორის რეგიონები

 

აჭარა

იმერეთი

სამეგრელო-ზ/ სვანეთი

გურია

რაჭა-ლეჩხუმი ქვ. ქვემო სვანეთი

შიდა ქართლი

მცხეთა-მთიანეთი

კახეთი

ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი

ხორბალი

421,8

2,6

97,3

19,6

193,1

85,1

24,1

ქერი

160,0

0,2

26,4

5,2

23,0

32,2

73,0

შვრია

50,0

3,0

4,8

24,8

13,2

4,2

სიმინდი და სამარცვლე საფურაჟე

714,0

16,8

223,8

217,6

47

14,7

19,7

27,3

70,6

64,7

11,8

ლობიო

14,05

0,3

0,9

0,5

0,2

0,05

2,0

2,6

4,7

1,7

1,1

ჭვავი

5,4

3,0

2,4

მზესუმზირა

22,0

0,1

1,2

19,4

1,2

0,1

სოიო

12,0

3,8

7,7

0,1

0,4

 

ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისათვის, მისი მოყვანის უნარჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე.

დასკვნა

პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების  ყველა რეზერვის ამოქმედება, რისთვისაც,  უპირველეს ყოვლისა,საქართველოში მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა - „მარცვალი“, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება ელიტური თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.

ჩვენი აზრით, მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საშუალო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში (ისევე როგორც საკუთარი თესლეულის, ნერგის, ჯიშიანი პირუტყვისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის კვლავწარმოების სხვა საშუალების წარმოება). აღნიშნულს მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სურსათით უზრუნველყოფის  ამოცანა.

დასახული ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული. საქმე ეხება ეროვნული ეკონომიკის სფეროს, რომელიც მწვავე კრიზისშია და საქონელმწარმოებელს, რომელსაც არავითარი სტიმული არ გააჩნია მუშაობისათვის, არადა, ის ქმნის ადამიანთა საარსებო საკვებ პროდუქტებს და სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქციის დეფიციტის გამო არის კრიზისი.ამასთან,მისაღებია კანონები - „საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ“, „მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების  შესახებ“, და სხვა, რომლებიც უნდა გახდეს გარკვეული ორიენტირები აგროწარმოების აღორძინებისა და სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. პრობლემის დაძლევა ხელისუფლების მხოლოდ დიდი ძალისხმევითა და პოლიტიკური ნებითაა შესაძლებელი.  თქმულიდან გასაგები ხდება, რომ:  

- სასურსათო უშიშროება ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა;

- მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენისთვის.

დაუშვებელია ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანა - საქართველო  ხელგაწვდილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, როცა ხორბლის წარმოების გაზრდის ყოველგვარი საშუალება არსებობს. ეს კი აუცილებელია არსებული რეალობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ლიტერატურა:

  • კოღუაშვილი პ. (2004). საქართველოს სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები. თბ., „კოლორი“.
  • კოღუაშვილი პ. (2013). ილია ჭავჭავაძე მეურნის თვალით. თბ., „მერიდიანი“.
  • ნასყიდაშვილი პ. (1992). საქართველოს ხორბლის გენეტიკური და სელექციური ღირებულება. ჟ.: „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრომაცნე“. №1.
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2019).  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
  • ქეშელაშვილი ო., კოღუაშვილი პ. (2017) საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგნოზი.  თბ., „საარი“.
  • FAO (2018) Продовольственный прогноз, июль. http://www.fao.org/3/CA0910RU/ca0910ru.pdf

References:

  • Koguashvili P. (2004). Saqartvelos sasursato ushishroeba: realoba da prognozebi. Tbilisi, “Kolori” [Georgia's Food Security: Realities and Forecasts. Tb., “Colori”] (in Georgian).
  • Koguashvili P. (2013). Ilia Chavcavadze meurnis tvalit. Tb., “Meridiani” [Ilia Chavchavadze’s Farmer Vision. Tb., “Color”] (in Georgian).
  • Naskidashvili P. (1992). Saqartvelos xorblis genetikuri da seleqciuri girebuleba. Jurn. “saqartvelos soplis meurneobis mecnierebata akademiis agromacne”, N1. [Genetic and Breeding Value of Georgian Wheat. Journ. "Agro-Messenger of the Georgian Academy of Agricultural Sciences", N1.] (in Georgian).
  • National Statistics Office (2019).

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

  • Keshelashvili O., Koguashvili P. (2017). Saqartvelos soplis meurneobis ganvitarebis prognozi. Tb., “Saari”. [Agricultural Development’s Forecast of Georgia. Tb., “Saari”] (in Georgian).
  • FAQ (2018). Prodovolstvennyi prognoz (in Russian)

 http://www.fao.org/3/CA0910RU/ca0910ru.pdf


[1] მეცხოველეობაში საკვებად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში აპრობირებული მაღალმოსავლიანი კულტურა ტრიტიკალე