English / ქართული /








Journal number 3 ∘ Nato Kakashvili
Reinsurance: The Essence, Forms, and Importance of Financial Stability in Insurance Companies

Reinsurance - is an independent form of insurance. Its purpose is to protect the insurer from possible financial loss. Through reinsurance the insurer can increase the volume of its insurance portfolio, the insurance company can protect itself from the dangers of great loss, the insurance company can take on full risk, and subsequently it can insure itself with the help of other insurance companies. Reinsurance can minimize risks such as: risk of accidental loss, risk of changes, risk of error. Reinsurance aims at creating a balanced insurance portfolio, ensuring financial sustainability and cost-effective insurance operations. Analysis of regional (geographical) diversification of reinsurance by insurance premiums allows us to conclude that the noted form of risk reduction is highly diversified regionally; insurance premiums are unevenly distributed depending on the forms of insurance. Globally, reinsurance is done on the risks associated with property, which are caused by the high probability of catastrophes in this area, which will consequently result in large losses for the insurance company. The ongoing globalization process in the world economy results in the concentration of reinsurance capital, with the number of large reinsurance companies increasing. The following subdivision of insurance contracts is made according to the form of obligations taken jointly by cedent and the reinsurer:

      • Facultative reinsurance;

      • Obligatory reinsurance;

      • Facultative-obligatory (mixed) reinsurance.

Georgian insurance companies mainly use obligatory reinsurance and facultative reinsurance in case of necessity. Proportional reinsurance takes precedence over reinsurance methods as it is directly related to the magnitude of the insurer's insurance liability.

The increasing importance of reinsurance is conditioned by the high degree of financial risk that depends not only on natural disasters but also on economic crises, inflation, political processes in the country, and others. During reinsurance, part of the profit is transferred from direct insurer to reinsurer. Reinsurance is the “secondary” insurance of the insurer against such risk that exceeds the solvency of the insurance company. The reinsurance market is an international business, as its primary purpose is the secondary distribution of risks, which can be secured mainly by attracting foreign capital. The reinsurance market mostly is a subject to the process of globalization merging, which is the result of the increase in the reinsurer's capitalization to enable it to provide the necessary financial resources to reinsure natural disasters.

Keywords: reinsurance, facultative reinsurance, obligatory reinsurance, facultative - obligatory reinsurance, cedent, cesium.

JEL Codes: G22, G23, J65

სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის ფორმების სრულყოფისათვის 

სტატიაში განხილულია გადაზღვევის არსი, გადაზღვევის ფორმები და მისი მნიშვნელობა ქართული სადაზღვევო კომპანიებისათვის.სტატიაში ახსნილია გადაზღვევის მნიშვნელობა სადაზღვევო კომპანიების სტაბილურობის შენარჩუნებაში, რადგანაც სადაზღვევო ინდუსტრიის ფუნქციონირება გადაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია. გადაზღვევა დაზღვევის დამოუკიდებელი სახეა. მისი მიზანია შესაძლო ფინანსური ზარალისაგან მზღვეველის დაცვა. სადაზღვევო დაცვის მოცულობა განისაზღვრება გადაზღვევის ხელშეკრულებით. გადაზღვევის მეშვეობით მზღვეველს შეუძლია გაზარდოს თავისი სადაზღვევო პორთფელის მოცულობა, სადაზღვევო კომპანია დაცულია დიდი ზარალის გამომწვევი საფრთხეებისაგან, სადაზღვევო კომპანიას შეუძლია რისკის მთლიანად აღება საკუთარ თავზე და შემდგომ სხვა სადაზღვევო კომპანიების დახმარებით საკუთრივ თავის დაზღვევა. გადაზღვევის მიზანია დაბალანსებული სადაზღვევო პორტფელის შექმნა, ფინანსური მდგრადობისა და სადაზღვევო ოპერაციების რენტაბელობის უზრუნველყოფა.

საკვანძო სიტყვები:  გადაზღვევა, ფაკულტატური გადაზღვევა, ობლიგატორული გადაზღვევა,  ფაკულტატურ - ობლიგატორული გადაზღვევა, ცედენტი, ცესია, ცესიონერი.

გადაზღვევის არსი და ფორმები

გადაზღვევა ოპერაციაა, რითაც  მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების  საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურებების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან, ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვევლი კომპანიისთვის (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ. მუხლი 2. 1997,6). გადაზღვევა, როგორც რისკმენეჯმენტის ერთ–ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი, დღითიდღე ვითარდება და ახალ ფორმებს იძენს  განვითარებულ და განვითარებადი ქვეყნების სადაზღვევო და ფინანსურ ბაზრებზე. გადაზღვევის რეგიონული (გეოგრაფიული) დივერსიფიკაციის ანალიზი საგადაზღვევო პრემიების მიხედვით, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ რისკის შემცირების აღნიშნული  ფორმა, რეგიონული თვალსაზრისით, მეტად დივერსიფიცირებულია (კაკაშვილი ნ. 2016, 61-65). დაზღვევის სახეობების მიხედვით  სადაზღვევო პრემიები უთანაბროდაა გადანაწილებული. გლობალურად გადაზღვევა ხდება ქონებასთან დაკავშირებულ რისკებზე, რაც ამ სფეროში შესაძლო კატასტროფების   მაღალი ალბათობითაა გამოწვეული, რასაც, შესაბამისად, დიდი ზარალი  მოჰყვება სადაზღვევო კომპანიისათვის (კაკაშვილი ნ. 2016,  176-183). გადამზღვევი (ხშირად მას ცედენტსაც უწოდებენ) დამზღვევისაგან მიღებული სადაზღვევო პრემიის ნაწილს უხდის გადამზღვეველს (ცესიონერს), როგორც გადასახადს ცესიონერის თანხმობისთვის - აიღოს თავის თავზე ვალდებულებების ნაწილი. რისკის გადამზღვეველზე გადაცემას ეწოდება ცესია. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი, ან სხვა მოსარგებლე სადაზღვევო  საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს მხოლოდ მზღვეველს, რომელიც ახორციელებს ანგარიშსწორებას სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით. მზღვეველი კი, თავის მხრივ, მოითხოვს გადამზღვეველისგან შესაბამისი კუთვნილი თანხების ანაზღაურებას (შათირიშვილი, ჯ. კაკაშვილი, ნ. 2012, 255-259). მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე გლობალიზაცია იწვევს გადაზღვევის კაპიტალის კონცენტრაციას, იზრდება დიდი გადამზღვეველი კომპანიების რაოდენობა. მსხვილ გადამზღვეველ კომპანიებს შორის გამოირჩევიან: Swiss Re, Munich Re, General Colon Re, Lloyd's სინდიკატი. (კაკაშვილი ნ. 2016, 15-18).

გადაზღვევის საშუალებით შესაძლებელია ისეთი რისკების მინიმიზაცია, როგორიცაა: შემთხვევითი დანაკარგების რისკი, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო გადასახდელების  მერყეობასთან, ბუნებრივ კატასტროფებსა და უბედურ შემთხვევებთან; ცვლილებების რისკი - სავალუტო კურსისა და ინფლაციის მერყეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სადაზღვევო კომპანიის გადასახდელების ღირებულების გაზრდის რისკი, ამასთან, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, მოსალოდნელია განაპირობოს ისეთი საფრთხეების წარმოშობა, რომელიც აღარ შეესაბამება დაზღვეულ რისკებს;  შეცდომების რისკი - არასწორი ვარაუდის გაკეთება სადაზღვევო პრემიების მოსალოდნელ ოდენობასთან დაკავშირებით (King, M. Maneval, A.(2015, 242). ცედენტისა და გადამზღვეველის ერთობლივად აღებული ვალდებულებების ფორმის მიხედვით მიღებულია სადაზღვევო ხელშეკრულებების შემდეგი დაყოფა:

  • ფაკულტატური გადაზღვევა;
  • ობლიგატორული გადაზღვევა;
  • ფაკულტატურ-ობლიგატორული (შერეული) გადაზღვევა.

ფაკულტატური გადაზღვევ. ტერმინი - ფაკულტატური გადაზღვევა  გულისხმობს გადაწყვეტილებას რისკის მიღების თაობაზე.  რისკს იღებს მზღვეველი და გადამზღვეველი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში   აღებულ სადაზღვევო რისკზე. ცედენტი გადაზღვევის აუცილებლობის შემთხვევაში თვითონ წყვეტს, რომელ გადამზღვეველს შესთავაზოს რისკი გადასაზღვევად, ხოლო გადამზღვეველი ატარებს რისკის ანალიზს და თავისი საქმიანობის პრინციპების შესაბამისად წყვეტს მიიღოს თუ არა რისკი - რა საგადასაზღვევო მოცულობის კაპიტალი გასცეს და რა პირობებით (შათირიშვილი, ჯ. კაკაშვილი, ნ. 2012, 255-259.). ფაკულტატური გადაზღვევა წარმოადგენს ორიგინალურ შეთანხმებას, რომლის პირობებშიც გადახდები სადაზღვევო კომპანიასა და გადამზღვეველს შორის ხორციელდება დამოუკიდებელი გადაზღვევის ხელშეკრულების  საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან ინფორმაციას რისკის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს გადამზღვეველს სწორად შეაფასოს რისკი. როგორც წესი, გადასახდელების სიდიდე ფაკულტატურ გადაზღვევაში განისაზღვრება საგადასაზღვევო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ფაკულტატური გადაზღვევის არსია ის, რომ მზღვეველს არ აქვს რისკების გადაზღვევაზე გრძელვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებები გადამზღვეველის მიმართ და აქვს თავისუფალი არჩევანი, თუ რომელი ცალკეული რისკის გადაზღვევა შესთავაზოს და რა პირობებით. თავის მხრივ, გადამზღვეველსაც არ აქვს მზღვეველის მიმართ არანაირი ვალდებულება დასაზღვევად რისკის მისაღებად და აქვს სრული თავისუფლება მიიღოს თუ არა რისკი გადაზღვევაზე. ფაკულტატური გადაზღვევის დროს გადაზღვევის პირობები თანხმდება და ხელშეკრულება ფორმდება თითოეული ინდივიდუალური რისკის მიხედვით. 

ობლიგატორული გადაზღვევა. ობლიგატორული გადაზღევა გულისხმობს, რომ ცედენტი ვალდებულია გადასცეს ვალდებულებების ნაწილი, ხოლო გადამზღვეველი ვალდებულია მიიღოს ყოველი ცესია. ასეთი გადაზღვევის დროს პირობები წინასწარ გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში. რისკების ნაწილის გადაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო თანხა აღემატება მზღვეველის გარკვეულ წინასწარ საკუთარ მონაწილეობას (კაკაშვილი ნ. 2012,258). ობლიგატორული გადაზღვევა უფრო მეტადაა განვითარებული, ვიდრე ფაკულტატური, პრაქტიკაშიც უფრო მეტად იყენებენ სწორედ ობლიგატორულ გადაზღვევას .ობლიგატორული გადაზღვევის ხელშეკრულება იდება, როგორც წესი, განუსაზღვრელი ვადით. მხარეები იტოვებენ ხელშეკრულების ორმხრივი შეწყვეტის უფლებას წინასწარი შეთანხმების პირობებით. ობლიგატორული ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო გადასახდელები განისაზღვრება პროცენტულად სადაზღვევო გადასახდელების თანხიდან, რომელსაც მზღვეველი იღებს პირველადი ხელშეკრულების დადებისას. ობლიგატორული ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის კრიტერიუმებიდან და პირობებიდან ერთ-ერთი უმთავრესია მაქსიმალური სადაზღვევო თანხა/ლიმიტი (Treaty Capacity). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის პოლისი, რომლის სადაზღვევო თანხა/ლიმიტიც აჭარბებს ობლიგატორული ხელშეკრულების ლიმიტს, არ გადაიზღვევა ამ ხელშეკრულებით. ასეთ შემთვევაში, გადამზღვეველი პასუხისმგებელია მხოლოდ ხელშეკრულების ლიმიტის ფარგლებში, ან ლიმიტის პროპორციულად (იმის მიხედვით, არაპროპორციულია გადაზღვევა თუ პროპორციული). ობლიგატორული გადაზღვევა უფრო პოპულარული ფორმაა, ვიდრე ფაკულტატური. წინასწარაა განსაზღვრული გადასაზღვევი რისკების მახასიათებლები, გადაზღვევა  კი ხდება დაყოვნების გარეშე და პირდაპირი მზღვეველისათვის გარანტირებულია გადაზღვევის დაფარვა.

 ფაკულტატურ-ობლიგატორული გადაზღვევა. ფაკულტატურ-ობლიგატორულ გადაზღვევას  „ღია ხალიჩასაც“ კი უწოდებენ. ამ ფორმის დროს ცედენტს აქვს უფლება გადასცეს გადასაზღვევად არა ყველა, არამედ განსაზღვრული რისკები, ხოლო, თავის მხრივ, გადამზღვევლი ვალდებულია  ის მიიღოს. ამ შემთხვევაში ცესიონერი იღებს მეტ რისკს, ანუ მის პორტფელში აღმოჩნდება ცუდი რისკები.

გადაზღვევის კომპანიები დაკავებული არიან ახალი შესაძლებლობების ძიებით და ახალი სტრატეგიების შემუშავებით, რაც დაეხმარება მათ სირთულეების გადალახვაში.     გადაზღვევის კომპანიებს ფუნქციონირება უწევთ მაღალი კონკურენციის პირობებში. რისკების დონე, რაც დამახასიათებელია კომპანიებისთვის, იზრდება კონკურენციის ზრდასა და ტარიფების შემცირებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების შემცირება უფრო მაღალი ტემპებით იყო მოსალოდნელი, ვიდრე ახლაა (კაკაშვილი ნ. 2012,136). ქართული სადაზღვევო კომპანიები ძირითადად იყენებენ ობლიგატორულ გადაზღვევას, ფაკულტატორულ გადაზღვევას კი - აუცილებლობის შემთხვევაში. გადაზღვევის მეთოდებიდან  უპირატესობას ანიჭებენ პროპორციულ გადაზღვევას, რადგან სადაზღვევო თანხის ოდენობით პირდაპირ დაკავშირებულია მზღვეველის სადაზღვევო პასუხისმგებლობის სიდიდესთან. საქართველოს სადაზღვევო კომპანიები იყენებენ გადაზღვევის როგორც პროპორციულ, ასევე არაპროპორციულ მეთოდს, თუმცა უპირატესობას ანიჭებენ პროპორციულ გადაზღვევას, რადგან ის სადაზღვევო თანხის ოდენობით პირდაპირ დაკავშირებულია მზღვეველის სადაზღვევო პასუხისმგებლობის სიდიდესთან.

ტექნოლოგიური  პროგრესი ხელს უწყობს მზღვეველებს და გადამზღვეველებს  წარმატებულად მართონ თავიანთი ბიზნესი, რადგანაც ტექნოლოგიები ეხმარება მათ რისკის შეფასებასა და ანდერრაიტინგში; ხელს შეუწყობს ცედენტსა და ცესიონერს შორის ინფორმაციის ასიმეტრიულობის შემცირებას; ტექნოლოგიების საშუალებით იოლდება რისკების მონიტორინგი, შესაბამისად, მათი პრევენციაც და ხდება სადაზღვევო პრეტენზიების ეფექტური მოგვარება.

გადაზღვევის ბაზარზე წარმატების მოპოვების  პრინციპებია: ოპტიმალურობა და დინამიკურობა. პირველი მათგანი ვლინდება ოპტიმალური რისკისკენ სწრაფვით, ოპტიმალურ დივერსიფიკაციასა და კაპიტალში. დინამიკურობა   გულისხმობს ცესიონერის შესაძლებლობას მოახდინოს ადაპტაცია, კაპიტალის სწრაფად გადატანის შესაძლებლობა, აქტივების გადანაწილების ადაპტურობა. გადამზღვევლებს შეუძლიათ შექმნან ღირებულება იმის განსაზღვრით, თუ რა ოდენობის რისკის აღება შეუძლიათ მათ საკუთარ თავზე. გადაზღვევის ფორმებიდან ობლიგატორული გადაზღვევა უფრო  მისაღებია ცედენტებისთვის, ვინაიდან სადაზღვევო კომპანია ავტომატურ დაზღვევას იღებს რისკების გარკვეულ სახეებსა და მთლიანად სადაზღვევო პორტფელზე და  შესაბამისად, უფრო იაფია როგორც ცედენტისთვის, ასევე ცესიონერისთვის, თუმცა, ქართული სადაზღვევო კომპანიები ფაკულტატურ გადაზღვევას ანიჭებენ უპირატესობას. 2016 წელს საქართველოს  სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ შეადგინა 376,62 მლნ ლარი,  აქედან გადაზღვევის პრემიამ - 77,28 მლნ ლარი. შესაბამისად, გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელია  20,5%, 2017 წელს მოზიდული ჯამური პრემია იყო 427,39 მლნ ლარი, ხოლო გადაზღვევის პრემიამ შეადგინა 96,16 მლნ ლარი. გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი 2017 წელს  გაიზარდა 22,5%-მდე, 2018 წელს მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ შეადგინა 529,59 მლნ ლარი, ხოლო გადაზღვევის პრემია იყო 129,38 მლნ ლარი. შესაბამისად, გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი ამ წელს იყო 24,4%. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, გადაზღვევის პრემიის მატების ტემპი  მაღალია, რაც დადებითი ტენდენციაა, რადგან იზრდება სადაზღვევო კომპანიების სტაბილურობა. (2016, 2017,  2018 წლის სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური).

დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის  ანგარიშების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიების უმეტესობა  აქტიურად მიმართავს გადაზღვევას, თუმცა, გადაზღვევა ხორციელდება არა ყველა სახის დაზღვევაში. ასე, მაგალითად, საპენსიო და სარკინიგზო-სატრანსპორტო სახის დაზღვევაში გადაზღვევის წილი ნულის ტოლია.     

გადაზღვევის მნიშვნელობის ზრდას განაპირობებს  ფინანსური რისკის მაღალი ხარისხი, რაც დამოკიდებულია არამარტო სტიქიურ უბედურებებზე, არამედ ეკონომიკურ კრიზისებზე, ინფლაციაზე, ქვეყანაში პოლიტიკურ მდგომარეობაზე და სხვა. გადაზღვევისას  მოგების ნაწილი პირდაპირი მზღვეველიდან გადამზღვეველზე გადადის. გადაზღვევა წარმოადგენს მზღვეველის „მეორად“ დაზღვევას  ისეთი რისკისაგან, რაც აჭარბებს სადაზღვევო კომპანიის  გადახდისუნარიანობას.   გადაზღვევის ბაზარი წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნესს, რადგან მისი ძირითადი მიზანია აღებული რისკების მეორადი გადანაწილება, რაც შეიძლება უზრუნველყოფილ  იქნეს ძირითადად უცხოური კაპიტალის მოზიდვით. გადაზღვევის  ბაზარი ყველაზე მეტად ექვემდებარება გლობალიზაციის შერწყმის პროცესებს, რომელიც  არის გადამზღვეველების კაპიტალიზაციის ზრდის შედეგი, რათა შესაძლო გახდეს აუცილებელი ფინანსური სახსრების მიწოდების უზრუნველყოფა ბუნებრივი კატასტროფების გადასაზღვევად.

დასასრულ, დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ გადაზღვევის  ბაზრის ძირითადი მახასიათებლებია: გადაზღვევის ბიზნესის გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალი მომსახურების მიწოდება;  ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა  გადამზღვეველი კომპანიების ეფექტიანი მართვის ხარჯზე.                                  

ლიტერატურა:

  • კაკაშვილი ნ. (2016)  გადაზღვევის დივერსიფიკაცია და ფუნქციები”. ეკონომიკა და ბიზნესი,  ტ. IX. #2. გვ. 176-183. გამომცემლობა „უნივერსალი“.
  • კაკაშვილი ნ. (2016) “მსოფლიო გადაზღვევის ბაზრები და საქართველო”.     ბიზნესი და       კანონმდებლობა      #4, გვ. 15-18.  გამომცემლობა „ივერიონი“.  
  • კაკაშვილი ნ. (2008) „გადაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენციები“. საერთაშორისო ბიზნესი. VIტ. #1-4. გვ.61-65.G საერთაშორისო საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებული. გამომცემლობა „უნივერსალი“ .
  • კაკაშვილი ნ. (2010).  “გადაზღვევა და მისი აუცილებლობა ქართული სადაზღვევო კომპანიებისათვის”.  გლობალიზაცია და ეკონომიკურ-სამართლებრივი პრობლემები. მეორე საერთაშორისო კონფერენცია. შპს „თბილისის უნივერსიტეტი“ 
  • საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ. მუხლი 2. 1997 წ.
  • შათირიშვილი, ჯ. .კაკაშვილი, ნ. (2012). სადაზღვევო საქმე. გვ. 255-259 გამომცემლობა „ივერიონი“.
  • 2016, 2017,  2018 წლის სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
  • King, M. Maneval, A.(2015)“Intoduction to Reinsurance”.
  • Guillaume, G. (2015). Insurance Risk Management & Reinsurance.

References:

  • Kakashvili N. (2016) “gadazgvevis diversifikacia da funqciebi”, „ekonomika da biznesi“, IX. N2. P. 176-183. [Reinsurance Diversification and Functions] Journ. “Economics and Business”, IX. N 2.   P. 176-183. Tbilisi, TSU Publishing (in Georgian).
  • Kakashvili N. (2016). msoplio gadazgvevis bazrebi da saqartvelo. “biznesi da kanonmdebloba”, N 4, gv. 15-18. [World Reinsurance Markets and Georgia] Journ. “Business and Legislation”, N4, September-October, P. 15-18, Publishing “Iverioni” (in Georgian).
  • Kakashvili N. (2008). “gadazgvevis bazris ganvitarebis tendenciebi.” saertashoriso biznesi, gamomcemloba “universali.” ["Trends of Reinsurance Market Development."] International Business. Collection of International Intergovernmental Scientific Works, Volume VI. N1-4, Publishing "Universali", (pp. 61-65) (in Georgian).
  • Kakashvili N. (2010) “gadazgveva da misi aucilebloba qartuli sadazgvevo kompaniebisatvis.” globalizacia da ekonomikur-samartlebrivi  problemebi. Meore saertashoriso konferencia.  “tbilisis universiteti” [Reinsurance and its Need for Globalization and Economic-Legal Problems for Georgian Insurance Companies] Second International Conference Ltd "Tbilisi University" (in Georgian).
  • Saqartvelos kanoni dazgvevis shesaxeb. muxli 2.1997. [Law of Georgia on Insurance] Article 2. The year 1997.
  • Kakashvili N. (2012) sadazgvevo saqme. Tbilisi. gamomcemloba “Iverioni”, gv.255-259.[Insurance Case] Tbilisi: Publishing  "Iverioni". pp. 255-259 (in Georgian).