English / ქართული /








Journal number 4 ∘ Irakli ManvelidzeMalvina Jibladze
Assessment of Business and Social Environment in the South Caucasus Countries by Multi-Criteria Analysis Methods

The paper discusses business and social environment trends on the example of Georgia, Armenia and Azerbaijan, which revealed that the quality of life, the level of human development and various economic indicators partly determine the business and social environment in the countries of the South Caucasus. The topic is relevant, as the assessment of the impact of the business and social environment will reflect not only the image of a single country, but also the South Caucasus region, which can further become the basis for deepening integration into world processes.

In research innovative multi-criteria analysis methods developed for stakeholders will help to properly select a partner country with different priorities in mind. The study includes 10 years of data using multi-criteria analysis (MCDM) methods, as the best means of discussing social and economic problems. Initially, the most important criteria were identified by investors, on which we partially used the Analytical Hierarchy Process (AHP) method, and then the Comprehensive Proportionality Assessment (COPRAS) method. The paper identified useful and unhelpful criteria for the stakeholder in a particular country.

The paper identifie ,,Beneficial’’ and ,,Non-Beneficial’’ criteria for the stakeholder in a particular country and also outlined the list of positive and negative alternatives that each country needs to improve.

The research showed that Georgia is almost always the leader in international rankings, followed by Armenia and then Azerbaijan, however, it should be noted that the situation with regard to economic indicators is changing. The reason for this is often considered natural resources.

Finally, the Complex Proportional Assessment of alternatives (COPRAS) method presented Azerbaijan as a leading country in assessing the business and social environment in the region, taking into account various criteria, then followed by Georgia and Armenia with a 71,21% and 42,32% Utility Degree.

Keywords: Business environment, social environment, South Caucasus, multi-criteria analysis method.

JEL Codes: M20, M21, M29

References:

  • Shengelia T. (2008).  biznesis administrirebis sapudzvlebi [Fundamentals  of Business Administration. Tbilisi. pp.25-28.] in Georgian.
  • sakartvelos akhalgazrda ekonomistta asotsiatsia (2008). proekti “biznes-garemos gaumjobeseba sakartveloshi”. tbilisi [Georgian Young Economists Association (2008), project "Improving the Business Environment in Georgia". Tbilisi.]  in Georgian.
  • Chládková  H. (2015). Selected Approaches to the Business Environment Evaluation. Acta Universitatis Agriculturae et Silviculturae Mendelianae Brunensis. 63. pp. 515-523.
  • Gerald H. (2011). Foreign Direct Investment in Azerbaijan –the Quality of Quantity, Caucasus Analytical Digest. No 28. pp. 3. 
  • Kaklauskas A., Zavadskas E.K., and Trinkunas V. (2007). A Multiple Criteria Decision Support on-line System for Construction, Engineering Applications of Artificial Intelligence. Vol. 20(2), pp. 163-75.
  • Kaklauskas A., Zavadskas E.K., Binkyte A.V., Kuzminske A., Cerkauskas J., Cerkauskiene A., Valaitiene R. (2020). Multiple Criteria Evaluation of the EU Country Sustainable Construction Industry Lifecycles. pp. 1-10.
  • Kaklauskas E., K., Kaklauskas A., Sarka V. (1994). The New Method of Multicriteria Complex Proportional Assessment po Projects. Technological and Economic Development of Economy 1 (3), pp.131-139.
  • Saaty T.L. (2008). The Analytic Hierarchy and Analytic Network Measurement Processes: Applications to Decisions under Risk, European Journal of Pure and Applied Mathematics, Vol.1(1)  pp. 122-196.
  • UNCTAD, World Investment Report, (2002).Transnational Corporations and Export Competitiveness, United Nations, New Yourk and Geneva. pp. 291.
  • Vetráková  M., Potkány  M.,  Hitka, M.  (2013). Outsourcing of Facility Management. E&M Economics and Management, Vol. 16, No.1, pp. 80-92.
  • Zak S., (2012). International Marketing: Theory, Practices and New Trends, Prague Economic  Papers, 2.  pp.251-254.
  • https://study.com/academy/lesson/how-the-social-environment-affects-business.html       last seen 08 /11.2020/
  • Report 2014: Environmental, Social and Governance: Integration for Banks: A Guide to Starting Implementation.  http://wwf.panda.org/?226990 /last seen 08 /11.2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.KD.ZG?locations=AM-AZ-GE          /last seen 08 /11.2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD?locations=AM-AZ-GE               /last seen 08 /11.2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD?locations=AZ-AM-GE          /last seen 08 /11.2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD?locations=AZ-AM-GE,        /last seen 08 /11.2020/
  • https://www.armstat.am/en/?nid=176last seen 08 /11.2020/
  • https://www.stat.gov.az/source/trade/?lang=en.last seen 08 /11.2020/ /last seen 08 /11.2020/

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბიზნესის და სოციალური გარემოს შეფასება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდებით

სტატიაში გახილულია ბიზნეს და სოციალური გარემოს ფუნქციონირება - განვითარების ტენდენციები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე, რამაც გამოააშკარავა, რომ ცხოვრების ხარისხი, ადამიანის განვითარების დონე, საერთაშორისო რეიტინგებში დაკავებული პოზიციები და სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებელი ნაწილობრივ განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში  ბიზნეს და სოციალურ გარემოს. თემა აქტუალურია, ვინაიდან ბიზნეს და სოციალური გარემოს გავლენის შეფასება ასახავს არამხოლოდ ცალკეული ქვეყნის იმიჯს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისასაც, რაც შემდგომ შეიძლება გახდეს მსოფლიო პროცესებში ინტეგრაციის გაღრმავების საფუძველი. აქტუალურობას განაპირობებს კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგიც, რომელიც იქნება მინიშნება რეგიონის ქვეყნებისათვის - აღმოფხვრან სწორედ ის პრობლემა, რომელიც მათ სისუსტეს წარმოადგენს. ამასთან, სტატიაში დაინტერესებული მხარეებისათვის შემუშავებულია ინოვაციური მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდები, რაც მათ დაეხმარებათ სწორად შეარჩონ პარტნიორი ქვეყანა სხვადასხვა პრიორიტეტის გათვლისწინებით. კვლევა მოიცავს 10 წლის მონაცემებს, სადაც მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის (MCDM) მეთოდები გამოყენებულია, როგორც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების განხილვის საუკეთესო საშუალება. თავდაპირველად განისაზღვრა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები ინვესტორების მხრიდან, რასაც შემდგომ ანალიტიკური იერარქიის პროცესის (AHP) მეთოდით მივანიჭეთ ე.წ წონა, ხოლო შემდგომ პროპორციულობის ყოველმხრივი შეფასების (COPRAS) მეთოდით შევაფასეთ ალტერნატივები.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესგარემო, სოციალური გარემო, სამხრეთ კავკასია, მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდი.

JEL Codes: M20, M21, M29

შესავალი

თანამედროვე ეტაპზე თითქმის ყველა ქვეყანა, განვითარების დონის მიუხედავად, დაინტერესებულია პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით (პუი) და ამისათვის ცდილობს შექმნას სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, დაბალი გადასახადები და რეგულაციები, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, იაფი ან კვალიფიკაციური სამუშაო ძალა, თავისუფალი ვაჭრობა, კორუფციისგან თავისუფლება, სტრატეგიული მდებარეობის გამოყენების შესაძლებლობა და სხვა. არც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი, რომლებიც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით ცდილობენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების დაინტერესებას, რაც თავის მხრივ, გაზრდის პ უ ი-ს ნაკადების შემოდინებას. ცხადია, რომ სამივე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს პოტენციალის ერთობლივი ანალიზით შესაძლებელია საინტერესო ტენდენციების წარმოჩენა და ახალი სამეცნიერო მიგნებების განსაზღვრა.

ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის მეთოდოლოგია

ტრასნაციონალური კორპორაციების საქმიანობის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკისათვის  საყოველთაოდ აღიარებულია და ამას გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ყოველწლიურად გამოცემული მასალებიც მოწმობს. ტრანსნაციონალური კორპორაცია განისაზღვრება როგორც ორგანიზაცია, რომელიც შედგება მშობელი კომპანიისა და მისი საგარეო ვალდებულებებისაგან (UNCTAD, 2002, 291), რომლის საქმიანობაც სცდება სახელმწიფო საზღვრებს და ქმნის სტაბილურ, საერთაშორისო კორპორატიულ ქსელებს მომწოდებლებთან, კლიენტებსა და თანამშრომლებთან (Zak, 2012).

მას შემდეგ, რაც ტრანსნაციონალური კორპორაციები ეროვნულ საზღვრებს მიღმა იწყებენ ფუნქციონირებას, დგება საკითხი ქვეყნების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გლობალიზაციის ფარგლებში ქვეყნების უმრავლესობა და განსაკუთრებით ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებით, ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებით ცდილობენ უცხოური კაპიტალის შემოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირებას.

ამასთან, გაიზარდა მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ყურადღება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, რაც სავსებით ლოგიკურია რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, თუმცა, კვლევა რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტორებს პარტნიორი ქვეყნის სწორად შერჩევაში, მისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შემთხვევაში არ არსებობს.

ბიზნეს და სოციალური გარემო 

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც დარღვეულია ,,ერი-სახელმწიფოები’’-ს ცნება და კაპიტალი ხასიათდება ,,მოგზაურობის’’ შესაძლებლობებით, ქვეყნები ავტომატურად ჩაერთნენ კონკურენტულ ბრძოლაში. ქვეყნის კონკურენტუნარიანობას კი მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიზნეს და სოციალურ გარემოს, ვინაიდან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო  განაპირობებს ბიზნესის განვითარების დონეს, ხელშეწყობას და ზოგადად მიმზიდველ გარემოს, რომელშიც ინვესტირებისა და ბიზნესის წამოწყებისთვის საჭიროა სურვილი გაუჩნდეს უცხოელ ინვესტორს. სწორედ ამიტომ ბიზნეს გარემო უნდა შეფასდეს იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც გავლენას ახდენს კომპანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინდივიდუალური სამეწარმეო სუბიექტების მოტივაციასა და ქცევაზე (Chládková, 2015). ამასთან, ბიზნეს გარემოს მაღალი ხარისხი, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდის საწინდარია (Vetráková, 2013).

ბიზნეს გარემოს შეფასებისას უნდა განისაზღვროს ის ფაქტორები, რაც მასზე პირდაპირ გავლენას ახდენს და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდეს ირიბი ფაქტორები (შენგელია, 2008). ბიზნეს გარემოს შეფასების სხვა მეთოდს გვთავაზობს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (2008).

რაც შეეხება სოციალურ გარემოს, აუცილებელია დაინტერესებული მხარე კარგად  იცნობდეს საზოგადოების სოციალური პრეფერენციებს, რომელსაც უნდა მოერგოს, თორემ ვერ გადარჩება (Study.., 2013). არსებობს სოციალური გარემოს შიდა და გარე ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ბიზნესზე და რომელთა შეფასება საკმაოდ რთულია (imperiumapps..., 2018).

შეფასების ინოვაციური მეთოდები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბიზნეს და სოციალური გარემოს შესაფასებლად, ნაშრომში გამოყენებულია ინოვაციური მრავალკრიტერიუმიანი MCDM ანალიზის მეთოდი შემდეგი ლოგიკით:

  1. AHP მეთოდი გამოყენებულია ბიზნესისა და სოციალური გარემოს შეფასების თითოეული კრიტერიუმისათვის წონის დასადგენად.

2. შემდგომ ეტაპზე კი გამოყენებულია COPRAS მეთოდი, რათა შეფასებულიყო ქვეყნების სოციალური და ბიზნესგარემო.

მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის დროს ალტერნატივები ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმით და ხდება ვარიანტების შედარება, ანალიზის დროს თითოეულ კრიტერიუმს მიენიჭება წონა. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც რთულია სარგებლის ერთეულში გამოსახვა. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი ასევე აფასებს სცენარების დადებით და უარყოფით გავლენებს, რაც მოიცავს რაოდენობრივ, თვისობრივ და ფულად მონაცემებს. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი, როგორც წესი, წარმოდგენილია მატრიცის სახით.

ჩვენ შემთხვევაში ეს მეთოდი გამოიყენება ბიზნესისა და სოციალური გარემოს გავლენის წარმოსადგენად, სადაც გაერთიანებულია როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მონაცემები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპლექსური შეფასების სისტემა ნაშრომში ფორმირებულია პრაქტიკულად, ინვესტორის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმების პრიორიტეტად განსაზღვრის მიზნით, რომელიც ეხება ცხოვრების ხარისხს, მაკროეკონომიკას, ბიზნესს, ადამიანის განვითარებას და კარგად ყოფნის ფაქტორებს.

ვინაიდან მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი გარკვეულწილად სუბიექტურია, განსაკუთრებით წონების მინიჭების ეტაპზე და ხშირად ასახავს ანალიტიკოსის პირად დამოკიდებულებას, თავდაპირველად გამოვიყენეთ AHP მეთოდი (Saalty, 2008) სოციალური გარემოს ცალკეული დარგის შეფასებისას და მოვარგეთ სამხრეთ კავკასიის ცალკეულ ქვეყანას. კერძოდ AHP მეთოდის მიხედვით სოციალურ, ფინანსურ, გარემოსდაცვით და მმართველობით  დარგებს (Global 2004) მინიჭებული აქვს ქულები (0,135; 0,534; 0,104; 0,227). ჩვენ შემთხვევაშიც ცალკეული ქვეყნის კრიტერიუმებიც დავყავით ოთხ ნაწილად და მივუთითეთ წონა  AHP მეთოდის მიხედვით. სულ ჩამოყალიბდა 12 კრიტერიუმი (იხ. ცხრილი 1)

ბიზნეს და სოციალური გარემოს შეფასებისთვის გამოყენებული კრიტერიუმები

ცხრილი 1

კრიტერიუმები დაყოფილია ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მოიცავს საშუალო მაჩვენებლს 2009-2019 წლებში, ხოლო მეორე ჯგუფი ასახავს უახლეს მონაცემებს, წონის მინიჭებისას კი გამოყენებულია AHP მეთოდის მიხედვით არსებული მონაცემები.

შემდეგ ეტაპზე ვიყენებთ მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების ანალიზის  - პროპორციულობის ყოველმხრივი შეფასების (COPRAS) მეთოდს, რომელიც გულისხმობს პირდაპირი და პროპორციული დამოკიდებულების მნიშვნელობის განსაზღვრას და არსებული ალტერნატივებიდან სასარგებლო ხარისხის დადგენას ურთიერთსაწინააღმდეგო კრიტერიუმების არსებობის პირობებში (Kaklauskas..,2007). მეთოდი ითვალისწინებს ალტერნატივების შესრულებას სხვადასხვა კრიტერიუმისა და აგრეთვე შესაბამისი კრიტერიუმების წონის მიხედვით. ეს მეთოდი ირჩევს საუკეთესო გადაწყვეტილებას, როგორც იდეალურს და ასევე გამოყოფს ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებებს. მეთოდი ასევე გამოყოფს ხუთ ეტაპს, რათა მოხდეს ალტერნატივების შეფასება მათი სარგებლიანობის ხარისხის მიხედვით (Kaklauskas..,1994).

პირველი ეტაპი: გადაწყვეტილების მატრიცის განსაზღვრა.  (იხ. ცხრილი 2)

 მესამე ეტაპი:  ამ ეტაპზე შეწონილი ნორმალიზებული მნიშვნელობების ჯამები გამოითვლება როგორც სასარგებლო, ასევე არა სასარგებლო კრიტერიუმებით, შემდეგი განტოლებების გამოყენებით.

მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდის შედეგი

ცხრილი 6

ქვეყნები

წარმატება

 

ადგილი

 

სარგებლიანობის ხარისხი  %

საქართველო

2,111464

2

 

სომხეთი

1,402937

3

 

აზერბაიჯანი

2,964752

1

 

კვლევის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბიზნესის და სოციალური გარემოს შეფასებისას გამოყენებული ინოვაციური მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდები, დაინტერესებულ მხარეს, არამხოლოდ შეუქმნის წარმოდგენას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, არამედ ხელისუფლებას და ბიზნეს დაე­ხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რათა არ შეანელოს ყურადღება ბიზნესის და სოციალური გარემოს განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.  კვლევის შედე­გები კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო  სტრატეგიისა და სამო­ქმედო გეგმის სრულყოფისთვის.

დასკვნა

ნაშრომში შემოთავაზებულია ინოვაციური მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბიზნეს და სოციალური გარემოს შეფასებისთვის, სადაც პროპორციულობის ყოველმხრივი შეფასების (COPRAS) მეთოდმა აზერბაიჯანი წარმოაჩინა მოწინავე ქვეყნად რეგიონში ბიზნეს და სოციალური გარემოს შეფასებისას სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით.

ნაშრომის ფარგლებში გამოიყო დაინტერესებული მხარისათვის ცალკეულ ქვეყანაში მისთვის სასარგებლო და არასასარგებლო კრიტერიუმები და ასევე განისაზღვრა ის პოზიტიური და ნეგატიური ალტერნატივების ჩამონათვალი, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაიუმჯობესოს.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო თითქმის ყოველთვის ლიდერია საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, მას მოსდევს სომხეთი და შემდეგ აზერბაიჯანი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკონომიკურ მაჩვენებლებლებთან მიმართებით სიტუაცია იცვლება. ამის მიზეზად კი ხშირად ბუნებრივ რესურსებს განიხილავენ (Hubner, 2011).

ლიტერატურა:

  • შენგელია თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, თბილისი გვ. 25-28
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, (2008), პროექტი “ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება საქართველოში”. თბილისი
  • Chládková  H. (2015). Selected Approaches to the Business Environment Evaluation. Acta Universitatis Agriculturae et Silviculturae Mendelianae Brunensis. 63. pp. 515-523.
  • Gerald H. (2011). Foreign Direct Investment in Azerbaijan –the Quality of Quantity, Caucasus Analytical Digest. No 28. pp. 3. 
  • Kaklauskas A., Zavadskas E.K., Trinkunas V. (2007). A Multiple Criteria Decision Support on-line System for Construction, Engineering Applications of Artificial Intelligence. Vol. 20(2), pp. 163-75.
  • Kaklauskas A., Zavadskas E.K., Binkyte A.V., Kuzminske A., Cerkauskas J., Cerkauskiene A., Valaitiene R. (2020). Multiple Criteria Evaluation of the EU Country Sustainable Construction Industry Lifecycles. pp. 1-10.
  • Kaklauskas E., K., Kaklauskas A., Sarka V. (1994). The New Method of Multicriteria Complex Proportional Assessment po Projects. Technological and Economic Development of Economy 1 (3), pp.131-139.
  • Saaty T.L. (2008). The Analytic Hierarchy and Analytic Network Measurement Processes: Applications to Decisions under Risk, European Journal of Pure and Applied Mathematics, Vol.1(1)  pp. 122-196.
  • UNCTAD, World Investment Report, (2002).Transnational Corporations and Export Competitiveness, United Nations, New Yourk and Geneva. pp. 291.
  • Vetráková  M., Potkány  M.,  Hitka, M.  (2013). Outsourcing of Facility Management. E&M Economics and Management, Vol. 16, No.1, pp. 80-92.
  • Zak S. (2012). International Marketing: Theory, Practices and New Trends, Prague Economic  Papers, 2.  pp. 251-254.
  • https://study.com/academy/lesson/how-the-social-environment-affects-business.html /ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/
  • Report 2014: Environmental, Social and Governance: Integration for Banks: A Guide to Starting Implementation. http://wwf.panda.org/?226990 / ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.KD.ZG?locations=AM-AZ-GE /ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD?locations=AM-AZ-GE, ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/
  • https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD?locations=AZ-AM-GE /ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD?locations=AZ-AM-GE, /ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://www.armstat.am/en/?nid=176/ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://www.stat.gov.az/source/trade/?lang=en./ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba/ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://www.doingbusiness.org/en/rankings/ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • http://hdr.undp.org/en/data/ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://www.socialprogress.org/?tab=3&compare=ARM&compare=AZE&compare=GEO/ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/  
  • https://imperiumapps.com/the-effects-of-social-environment-on-business/ბოლო ნახვა 08 ნოემბერი, 2020/