English / ქართული /








Journal number 4 ∘ Nino Melitauri
Georgia International Trade Relations Analysis

In the context of trade liberalization, governments have changed protectionist tools, and in many cases they protect domestic industries with the variations of non-tariff barriers. Georgia has signed bilateral or multilateral trade agreements with many countries around the world, which aim to stimulate trade flows. However, despite the occurrence of the free trade regimes that relieve trade from the burden of tariffs, the effect of non-tariff barriers is in some cases full-scale. In the present article, against the background of these non-tariff barriers, an attempt is made to assess the effectiveness of stimulating Georgia's international trade flows using the following well-known indices in the economic literature: Trade Openness Index, Geographical and Sectoral Trade Composition Indices, Export Diversification Level Index, Export Growth Margin, and Sectoral Comparative Advantage Index.

In the present paper I conducted a detailed analysis about Georgia's current international trade flows. In particular, the structural characteristics and trade indices are estimated based on the export and import statistics for September 2020.

In international trade, indices help us to show the results of the country's trade activities. The trade results include: 1) Georgia’s trade flows’ quantity statistics, 2) What are trading commodities, and 3) who are Georgia’s trading partners. The analysis of all three components is important, since each of them generates effects that have an impact on the domestic economy.

The country's trade volume is closely linked to trade openness, which measures the ability of the economy to integrate into world trade flows and in the global value chains. Trade openness can also be understood as an indicator of the "achievement" of trade policy.

As for the second topic, about trading commodities, it defines the structure of the imports and exports, connected to productive factors and the technologies available in the economy. Also, it is directly related to the diversification of the Georgia's exports and the country's comparative advantage.

The third topic - who are Georgia’s trading partners - reveals the fact of how profitable the country’s position is. For example, the existence of trade lines with growing and technologically strong markets will lead to the increase in the productivity of the economy. Geographical and territorial distances between countries are important here.

In the article we will see that free trade regimes have a positive impact on Georgia's international trade flows, which is reflected in Georgia's trade openness index. Georgia has many trading partners, including EU developed countries, to which it trades in similar industries, which is a positive indicator of sectoral convergence with these developed economies. We will also see that Georgian economy has a low level of export diversification. However, locally, the export growth margins of the economy are normal.

Keywords: Georgia, EU, international trade, WTO, trade indices

JEL Codes: F40, P33, P45

References:

  • (WTO) W. T. (2011). World Trade Report 2011: Preferential Trade Agreements. Geneva: WTO.
  • Balassa B. (1965). Trade liberalisation and "Revealed" Comparative Advantage. The Manchester School 33, 99–123.
  • Brander J. A. (1983). A "Reciprocal Dumping" Model of International Trade. Journal of International Economics 15(3–4), 313–321.
  • Brülhart M. (1994). Marginal Intra-Industry Trade: Measurement and Relevance for the Pattern of Industrial Adjustment . Weltwirtschaftliches Archiv 130, 600–613.
  • Cadot O. C.-K. (2011). Export Diversification: What’s Behind the Hump? Review of Economics and Statistics 93(2), 590–605.
  • Grubel H. G. (1975). Intra-Industry Trade: The Theory and Measurement of International Trade in Differentiated Products. New York: Wiley.
  • Krugman P. (1979). Increasing Returns, Monopolistic Competition, and International Trade. Journal of International Economics 9(4), 469–79.
  • Leamer E. (1988). “Measures of Openness”, in Trade Policy Issues and Empirical Analysis. Chicago: University of Chicago Press, 145–204.
  • Nicita A. a. (2006). “Trade, Production and Protection 1976–2004”. World Bank Economic Review 21(1), 165–171.
  • Organization W. T. (თ. გ.). A Practical Guide to Trade Policy Analysis.
·         Melitauri N. (2020). sakartvelo-evrokavshirs shoris vachrobis liberalizatsiis shedegebi. [EU-Georgia Trade Liberalization Effects. Ivane Javakhishvili Tbilisi State University and Paata Gugushvili Institute of Economics International Scientific Conference Publication.] (in Georgian)
·         Gaganidze G. (2017). kartuli produktsiis saeksporto potentsiali da konkurentuli upiratesobebi evrokavshiris bazarze. [Export Potential and Competitive Advantages of the Georgian Products on the EU Market.Economics and Business.] (in Georgian)
·         Jamagidze L. (2019.) institutebis importi sakartvelo-evrokavshiris savachro urtiertobebis speroshi. [Institution Importation in Georgia-EU Trade Relations. Economics and Business.] (in Georgian)

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო  კავშირების ანალიზი

ვაჭრობის ლიბერალიზაციის პირობებში მთავრობებმა შეცვალეს სამოქმედო პროტექციონისტული ინსტრუმენტები და საშინაო ინდუსტრიების დაცვას, უმეტეს შემთხვევაში, ახორციელებენ არასატარიფო ბარიერების ვარიაციებით. საქართველოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება, რომლის მიზანი სავაჭრო ნაკადების სტიმულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულებები ამყარებს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმებს, რომლებიც ვაჭრობას ტარიფების ტვირთისგან ათავისუფლებენ, არასატარიფო ბარიერების მოქმედება რიგ შემთხვევაში სრულმასშტაბიანია.   ამ არასატარიფო ბარიერების ფონზე, სტატიაში მოცემულია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების სტიმული­რების ეფექტიანობის შეფასების მცდელობა, ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილი ისეთი  ინდექსების გამოყენებით, როგორიცაა ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი,  ვაჭრობის გეოგრაფიული და სექტორული კომპოზიციის ინდექსები, ექსპორტის დივერსიფიკაციის დონის ინდექსი, ექსპორტის ზრდის მარჯინები და სექტორების მიხედვით შედარებითი უპირატესობის ინდექსი.

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებზე დადებითად აისახება, რასაც საქართველოს ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი გამოხატავს. მრავალ სავაჭრო პარტნიორთან, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან, საქართველო მსგავსი ინდუსტრიის ჭრილში ახორციელებს ვაჭრობას, რაც დადებითი მაჩვენებელია ამ ეკონომიკებთან სექტორული კონვერგენციის მიმართულებით. ასევე საქართველოს ეკონომიკას ექსპორტის დივერსიფიკაცის დონე დაბალი აქვს, თუმცა, ლოკალურად, ეკონომიკის ექსპორტის ზრდის მარჯინები ნორმალურია.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ევროკავშირი, საერთაშორისო ვაჭრობა, WTO, სავაჭრო ინდექსები.

JEL Codes: F40, P33, P45

შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში, ვაჭრობის ლიბერალიზაციის მოტივით, ტარიფების მნიშვნელობა შემცირდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტექციონიზმი აღარ არსებობს. დღესდღეობით, მთავრობებმა შეცვალეს სამოქმედო პროტექციონის­ტული ინსტრუმენტები და საშინაო ინდუსტრიების დაცვას, უმეტეს შემთხვევაში, ახორციელებენ არატარიფო ბარიერების ვარიაციებით, როგორიცაა მაგალითად, ფიტოსანიტარული ნორმები და ხარისხის სტანდარტები, საიმპორტო და საექსპორტო კვოტები[1] და ა.შ.

მიმდინარე მდგომარეობით, საქართველოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან გაფორმებული აქვს ცალმხრივი თუ ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, მსგავსი შეთანხმებების მიზანი სავაჭრო ნაკადების სტიმულირებაა. თუმცა, მიუხედავად თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა, რაც ვაჭრობას ტარიფების ტვირთისგან ათავისუფლებს, არასატარიფო ბარიერები,  რიგ შემთხვევაში, სრული ზომით მოქმედებს.  მაგალითად, ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA  რეჟიმი, ერთი მხრივ, საქართველოს სრულად ათავისუფლებს სატარიფო სახის გადასახადებისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, არასატარიფო ბარიერები სავაჭრო ნაკადების ნომერ პირველი დამაბრკოლებელი ფაქტორია.

წარმოდგენილ ნაშრომში საკმარისად დეტალურ ჭრილშია წარმოდგენილი   საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მიმდინარე სურათის ანალიზი.  კერძოდ, 2020 წლის სექტემბრის თვის ექსპორტისა და იმპორტის სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეფასებულია ვაჭრობის სტრუქტურული მახასიათებლები და ინდექსები:   საქართველოს ეკონომიკის ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი, როგორც აგრეგირებულ, ასევე, ინდუსტრიის დონეზე;  ვაჭრობის სექტორული კომპოზიცია; აქტიურ სავაჭრო პარტნიორებთან შიდა ინდუსტრიული ვაჭრობის განვითარების დონე; ექსპორტის დივერსიფიკაცის დონე; ექსპორტის ზრდის მარჯინები; შედარებითი უპირატესობის ინდექსები სექტორების მიხედვით.

საერთაშორისო ვაჭრობაში ინდექსები გვეხმარება ქვეყნის სავაჭრო საქმიანობის შედეგების წარმოჩენაში. ვაჭრობის შედეგებში მოიაზრება: 1) რამდენს ვაჭრობს, 2) რითი ვაჭრობს და 3) ვისთან ვაჭრობს ქვეყანა. სამივე კომპონენტის ანალიზი მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თითოეული მათგანი წარმოშობს შიდა ეკონომიკაზე გავლენის მქონე ეფექტებს ((WTO), 2011).

ქვეყნის ვაჭრობის მოცულობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ვაჭრობის გახსნილობასთან, რაც ზომავს ეკონომიკის შესაძლებლობას ინტეგრირდეს მსოფლიო სავაჭრო წრეებსა და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში. სავაჭრო ღიაობა შეიძლება ასევე გავიგოთ, როგორც სავაჭრო პოლიტიკის „მიღწევის“ მაჩვენებელი, რამდენადაც ის გამომდინარეობს პოლიტიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან (მაგ. სავაჭრო ბარიერები და სავალუტო რეჟიმები).[2]

რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ რითი ვაჭრობს ქვეყანა, აქ იგულისხმება ქვეყნის იმპორტისა და ექსპორტის სტრუქტურა, პროდუქტიული ფაქტორების ანალიზით და მისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებით. ზოგიერთი ფაქტორი, მაგალითად, მიწა და სხვა რესურსები, ქვეყანას ბუნებრივად ეძლევა, ხოლო ზოგიერთი, მაგალითად, ფიზიკური კაპიტალი და სხვ. დღევანდელი სავაჭრო პოლიტიკის შედეგია. თუ რითი ვაჭრობს ქვეყანა, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და ქვეყნის შედარებითი უპირატესობის მაჩვენებლებთან ამა თუ იმ სექტორში. შედარებითი უპირატესობის ანალიზისას ფაქტორ-აღჭურვის მონაცემები იშვიათად არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვიყენებთ გამოვლენილი შედარებითი უპირატესობის ინდექსს (RCA), რომელიც იანგარიშება სავაჭრო მონაცემებიდან.

მესამე საკითხი - ვისთან ვაჭრობს ქვეყანა - ავლენს იმ ფაქტს, თუ რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფება ქვეყანა. მაგალითად, მზარდ და ტექნოლოგიურად ძლიერ ბაზრებთან სავაჭრო ხაზების არსებობას მოჰყვება ეკონომიკის მწარმოებლურობის ზრდა. აქ მნიშვნელოვანია გეოგრაფიული და ტერიტორიული მანძილები ქვეყნებს შორის.

საერთაშორისო სავაჭრო ინდექსები საქართველოს ეკონომიკისთვის

ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილი ვაჭრობის სხვადასხვა ინდექსი ვაჭრობის სხვადასხვა ასპექტს ახასიათებს და ხსნის.  

პირველი ინდექსი, რომელიც საინტერესოა საქართველოს ეკონომიკისთვის, არის ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი –  (Leamer, 1988). ის გამოითვლება მოცემულ დროში სავაჭრო ნაკადების (ექსპორტისა და იმპორტის ჯამის) ფარდობით მთლიან სამამულო პროდუქტთან:

 

ვაჭრობის გახსნილობის ინდექსი (მლნ აშშ დოლარი)

ცხრილი 1

      წლები

ექსპორტი

 

იმპორტი

 

მსპ

 

გახსნილობის

ინდექსი

2015

2,204.2

7,304.2

14,948.2

0.636

2016

2,117.1

7,341.9

15,141.7

0.625

2017

2,745.7

8,056.6

16,248.5

0.665

2018

3,379.7

9,361.6

17,596.6

0.724

2019

3,798.4

9,516.9

17,736.6

0.751

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ ცხრილში მოყვანილი ინდექსის საშუალო პერიოდული მნიშვნელობა – 0.68, გონივრულ თანხვედრაშია ჩვენ მიერ 2014-2019 წლების დროის ინტერვალისთვის ექსპერტული შეფასებით დათვლილ ვაჭრობის შეფერხების ინდექსთან, რომელის მნიშვნელობაც შეადგენს 0.32-ს (მელითაური, 2020).  

შემდეგი მნიშვნელოვანი ინდექსი დაკავშორებულია საქართველოს სავაჭრო კომპოზიციასთან, ანუ ვაჭრობის სექტორულ და გეოგრაფიულ ორიენტაციასთან (Grubel, 1975). სექტორული კომპოზიცია რამდენიმე მიზეზით გვაინტერესებს. პირველი, რომ გავარკვიოთ - რომელ სექტორებში ხდება ტექნოლოგიური წინსვლა და მისი თანამდევი ეკონომიკური ზრდის პროცესები. აქ, კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, დასაზუსტებელია თანამდევი შედეგები ნამდვილად ზრდას გვაძლევს, თუ საწინააღმდეგო პროცესები მიდის. მეორე, სექტორულ დონეზე უფრო ადვილია ეკონომიკური ზრდის შემცირების გამომწვევი პროცესების იდენტიფიცირება.

გეოგრაფიული კომპოზიცია წარმოაჩენს მსოფლიოს რეგიონებს შორის დინამიკურ კავშირურთიერთობებს და გვეხმარება ექსპორტის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებაში.

მრავალი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობის დიდი წილი მოდის მსგავს ინდუსტრიებს შორის სავაჭრო ნაკადებზე, რაც დაკავშირებულია ვაჭრობის სექტორულ კომპოზიციასთან. მსგავს ინდუსტრიებს შორის ვაჭრობის მნიშვნელობების შესაფასებლად ვიყენებთ გრუბელ-ლოიდის GL (Grubel-Lloyd)[3] ინდექსს:

ეს იქნება მსგავს ინდუსტრიებს შორის ვაჭრობის არარსებობის მაჩვენებელი. მეორე მხრივ, თუ ქვეყანა სექტორში ახორციელებს ესპორტსაც და იმპორტსაც, ინდექსი ახლოს არის ერთთან და მიისწრაფვის 1-სკენ, რაც უფრო უახლოვდება ერთმანეთს იმპორტის და ესპორტის მნიშვნელობები. განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელიც ინდუსტრიულ ქვეყანასთან ვაჭრობს, ამ ინდექსის მნიშვნელობის ზრდა კარგი მაჩვენებელია და ნიშნავს ქვეყნებს შორის შემოსავლების დონეებისა და ინდუსტრიული სტრუქტურის კონვერგენციას.

ცხრილში 2 მოცემულია საქართველოსა და  ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით გაანგარიშებული  გრუბელ-ლოიდის GL ინდექსი. როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის GL ინდექსის მნიშვნელობა 2015-2019 წლებში რამდენადმე მერყევი იყო. ამავე დროს,  ინდექსის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის სექტორული კონვერგენციის დონე დაბალია.

საქართველოსა და EU ქვეყებს შორის სექტორული კონვერგენციის შეფასება (ათასი აშშ დოლარი)

ცხრილი 2

წლები

ექსპორტი

 

იმპორტი

 

GL ინდექსი

2015

644,729.9

2,082,429.4

0.47

2016

565,675.0

2,228,082.7

0.40

2017

655,435.8

2,225,014.7

0.46

2018

729,224.3

2,555,163.7

0.44

2019

819,242.4

2,407,237.3

0.51

2020 წლის სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, გეოგრაფიული კომპოზიციის ჭრილში დათვლილი GL ინდექსი ნულის ტოლია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 78 ქვეყნისთვის. აქედან 24 ქვეყანასთან[4] საქართველოს აქვს მხოლოდ საექსპორტო ხაზები. ამ ქვეყნებთან ექსპორტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, 54 ქვეყანასთან საქართველოს აქვს მხოლოდ საიმპორტო ნაკადები, რომელთა ჯამური ღირებულება არის 12.7 მლნ აშშ დოლარი, რაც 6.35 ჯერ მეტია ექსპორტზე.

აგრეგირებულ ჭრილში, ჯამური ექსპორტისა და ჯამური იმპორტის გამოყენებით დათვლილ GL ინდექსის საფუძველზე, შევარჩიეთ ტოპ-10 ქვეყანა, რომელთა მნიშვნელობები ახლოს არის ერთთან (იხ. ცხრილი 3). GL ინდექსის განმარტების თანახმად, მოცემულ ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის მნიშვნელობა ერთთმანეთთან დაახლოებული სიდიდეებია.   GL ინდექსის განსაკუთრებით მაღალი მნიშვნელობა  შეესაბამება უზბეკეთს, ისრაელს და ბულგარეთს. სავაჭრო ნაკადები მაღალია ასევე, ბელარუსთან,  ფინეთთან, ინდონეზიასთან.

საქართველოს სავაჭრო ნაკადების გეოგრაფიული კომპოზიცია GL ინდექსით (ღირებულება - ათასი აშშ დოლარი)

ცხრილი 3

ქვეყნები

ექსპორტი

იმპორტი

GL

უზბეკეთი

1523.3

1572.9

0.98

ისრაელი

951.4

908.6

0.98

ბულგარეთი

13082.3

12448.2

0.98

ბელარუსი

3392.4

3201.5

0.97

ფინეთი

271.0

252.5

0.96

ინდონეზია

730.0

799.3

0.95

ბანგლადეში

19.2

22.4

0.92

ჩინეთი

57375.6

66996.7

0.92

ყატარი

76.2

90.8

0.91

ლიეტუვა

2193.7

2623.1

0.91

გეოგრაფიული კომპოზიციის შემდეგ საინტერესოა სექტორული კომპოზიცია, რომლითაც განისაზღვრება, მოცემულ ქვეყნებთან, კონკრეტულად რომელ სექტორში აქვს საქართველოს მსგავს ინდუსტრიებთან ვაჭრობის პრაქტიკა. სექტორის დონეზე ინდუსტრიული კონვერგენციის არსებობას ვაანალიზებთ კვლავ  GL ინდექსის  გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა უზბეკეთი პირველ ადგილზე დგას სავაჭრო ნაკადების მნიშვნელობებით, ამ ქვეყანასთან საქართველოს ინდუსტრიული კონვერგენცია არ გააჩნია. ისრაელთან მსგავს ინდუსტრიებს შორის საქართველოს ვაჭრობა განვითარებული აქვს ნაბეჭდი წიგნების, გაზეთების, პოლიგრაფიული მრეწველობის სხვა ნაწარმის და ოპტიკური, ფოტოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აპარატების სექტორებში, 0.8. ბულგარეთთან შავი ლითონების წარმოების სექტორში, 0.98, ხოლო ბელარუსთან არაორგანული ქიმიის პროდუქტების, ლითონებისა და რადიოაქტიული ელემენტების ნაერთების წარმოების სექტორში, 0.87.

სავაჭრო პარტნიორებს შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან GL ინდექსის მიხედვით გამოვყოფთ გერმანიას, ესპანეთს, ესტონეთსა და იტალიას (იხ. ცხრილი 4). ცხრილში მოცემულია GL იდექსები ორივე, გეოგრაფიული და სექტორული კომპოზიციების მიხედვით. გეორგაფიული კომპოზიციის მიხედვით ინდექსები ამ ქვყნებთან საშუალო დონეს გვიჩვენებს. DCFTA-ის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან ძირითადად საინტერესოა სოფლის მეურნეობის სექტორი და ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების სექტორი. სოფლის მეურნეობის სექტორში ვაჭრობის მაჩვენებელი  იტალიასა და ესპანეთთან მაღალია – GL , ასევე მაღალია გერმანიასთან – GL . სასმელების სექტორში საქართველოს მაღალი GL ინდექსი აქვს გერმანიასთან – 0.95, და ესტონეთთან – 0.83. თუმცა ინდექსების მაღალი მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველოს ამ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობისა და სასმელების სექტორში საქართველოს  ინდუსტრიული კონვერგენცია აქვს. კონვერგენციაზე დასკვნა შესაძლებელია მაშინ, როცა ეკონომიკები ერთნაირი ზომის არიან.

ვაჭრობა  ევროკავშირის ქვეყნებთან მსგავს ინდუსტრიებში

ცხრილი 4

ქვეყანა/სექტორი

ექსპორტი

იმპორტი

ბრუნვა

GL

გერმანია

10312919.01

23798799

34111718

0.605

ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი

425680.0975

383389.5

809069.6

0.948

მცენარეების თესლი და ნაყოფი; მცენარეები სამკურნალო და ტექნიკური მიზნებისათვის

99760.48228

69279.31

169039.8

0.820

ესპანეთი

14765811.14

7454239

22220050

0.671

ბოსტნეულის, ნაყოფის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები

43200

47672.1

90872.1

0.951

ესტონეთი

399115.5212

553324.2

952439.7

0.838

ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი

97044

141037.4

238081.4

0.815

იტალია

4015454.115

11089342

15104796

0.532

ბოსტნეულის, ნაყოფის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები

37999.74447

34665.85

72665.59

0.954

ევროკავშირთან საქართველოს ვაჭრობის გაიოლების ინდექსი თანმიმდევრულად უმჯობესდება, თუმცა, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში კვლავ რჩება საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიკაცია და ევროკავშირის ბაზარზე ახალი საექსპორტო შესაძლებლობების ათვისება (ჯამაგიძე, 2019).

შემდეგი სააანალიზო მაჩვენებელია ექსპორტის ზრდის მარჯინები (Brülhart, 1994). ლოგიკურია, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის პარადიგმები ფიქსირებული არ არის და დროში მუდმივად ვითარდება. ამასთან, სავაჭრო პოლიტიკის ინტერესია ვაჭრობის საპასუხო ლიბერალიზაცია, რომლის მიზანია ახალ ბაზრებზე წვდომა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოება, ე.ი. როგორც ვაჭრობის მოცულობის, ასევე სავაჭრო პარტნიორების რაოდენობის გაზრდა. შესაბამისად, გვაქვს ინტენსიური და ექსტენსიური მარჯინები. ინტენსიური მარჯინი გვაქვს, როდესაც  უკვე არსებულ საექსპორტო მიმართულებებზე ხდება საექსპორტო პროდუქტების მოცულობის გაზრდა. ექსტენსიური მარჯინის შემთხვევაში ახალი საექსპორტო პროდუქტებით გავდივართ ახალ საექსპორტო მიმრთულებებზე. როდესაც საექსპორტო პერიოდი შედარებით ხანგრძლივია, ვაფიქსირებთ, რომ მარჯინი მდგრადია.

ინდექსის გამოსათვლელად ვახდენთ დეკომპოზიციას. ვთქვათ,  არის ეკონომიკიდან ექსპორტირებული პროდუქტების სიმრავლე მოცემულ საბაზო პერიოდში;  არის შიდა ეკონომიკიდან ექსპორტირებული იმავე პროდუქტების სიმრავლე ტერმინალურ პერიოდში.  საბაზო პერიოდის ექსპორტს ვითვლით ღირებულებით მაჩვენებელში შემდეგი ფორმულით:

ანალოგიურად, ტერმინალური პერიოდის ექსპორტისთვის გვაქვს:

 საქართველოს ეკონომიკისთვის, საბაზო პერიოდად ვიღებთ 2020 წლის აგვისტოს თვის ექსპორტის სტატისტიკას, ხოლო, ტერმინალურ პერიოდად - 2020 წლის სექტემბრის თვის ექსპორტის სტატისტიკას და შემდეგ სურათს მივიღებთ:

დასკვნა შემდეგია:  ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს  არსებული საექსპორტო პროდუქტების ან ახალი პროდუქტების ექსპორტის ზრდით, ან საექსპორტო ხაზებზე ტრანზაქციების ჩავარდნით. საქართველოს შემთხვევაში ყველაზე დიდია ინტენსიური მარჯინი, ანუ ექსპორტი ძირითადად იზრდება არსებული პროდუქტების მეტი ექსპორტით, იმ ფონზე, რომ მხოლოდ ერთთვიანი მიმდევრობითი პერიოდები ავიღეთ. კარგად გამოიყურება ექსტენსიური მარჯინიც. დაბოლოს, ვხედავთ, რომ საექსპორტო ხაზების ჩავარდნის შემთხვევევი დაკვირვების პერიოდში მინიმალურია.

პრაქტიკიდან გამომდინარე ცნობილია, რომ ახალი პროდუქტების მარჯინის კონტრიბუცია ექსპორტის ზრდაში მცირეა. ამას ორი მიზეზი განაპირობებს, რომელთაგან ერთი – ტექნიკური ხასიათისაა, ხოლო მეორე – საკმაოდ არსებითია. პირველი არის ის, რომ პროდუქტი ექსტენსიურ მარჯინზე მხოლოდ პირველ პერიოდში ჩაითვლება, მეორე პერიოდიდან მოყოლებული გადადის ინტენსიურ მარჯინზე. აქედან გამომდინარე, თუ ფირმა პირველივე პერიოდში დიდი მოცულობით არ დაიწყებს ექსპორტს (რაც ნაკლებად მოსალოდნელია), ექსტენსიური მარჯინის ეფექტი, ბუნებრივია, მცირე იქნება. მეორე, არსებითი მიზეზია, ის, რომ ახალი ექსპორტიორების უმრავლესობა მოკლე პერიოდში ბაზრიდან გადის. განვითარებად ქვეყნებში საშუალო საექსპორტო სიცოცხლის ხარგრძლივობა ორი წელია. ბევრია ახალი საექსპორტო წარმოება, მაგრამ ასევე დიდია ბაზარზე შესვლისა და გასვლის ბრუნვა. ექსპორტის მდგრადობის გაზრდა, პირველ რიგში, მოითხოვს დაბალი სიცოცხლისუნარიანობის მიზეზების კვლევას. აქვე ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის  გააანალიზებულია ფირმების დაბალი საექსპორტო სიცოცხლისუნარიანობის ზოგიერთი მიზეზი (მელითაური, 2020).

ექსპორტის დივერსიფიკაცია და შედარებითი უპირატესობა

ექსპორტის დივერსიფიკაციის მარტივი საზომია ჰერფინდალის კონცენტრაციის ინდექსის შებრუნებული (Cadot, 2011). ინდექსს ვითვლით მთლიან ექსპორტში სექტორების წილის კვადრატების ჯამით. აღვნიშნოთ  ინდექსით ქვეყნები, ხოლო -თი სექტორები. ჰერფინდალის ინდექსი იქნება:

 რომელიც  ახლოს არის ნულთან, და დივერსიფიკაციის დაბალ მაჩვენებელზე  მიუთთებს. პროფ. გ. ღაღანიძის მიერ  (ღაღანიძე, 2017) 2010-2015 წლებისთვის დათვლილ ჰერფინდალის ინდექსების მიხედვით, ექსპორტის კონცენტრაცია ასევე დაბალი იყო ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც, ავტორის შეფასებით, პოზიტიური მოვლენაა.

შევნიშნოთ, რომ თუ დივერსიფიკაციის ინდექსი დათვლილია მხოლოდ აქტიურ საექსპორტო ხაზებზე, ის ზომავს კონცენტრაციას ინტენსიურ მარჯინზე. ექსტენსიურ მარჯინზე დივერსიფიკაციას მარტივად გავიგებთ ახალი საექსპორტო ხაზების დათვლით. დივერსიფიკაცია როგორც ექსტენსიურ, ასევე ინტენსიურ მარჯინებზე ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იცვლება, და მდიდარ ქვეყნებშიც ვხვდებით კონცენტრაციების გადაწყობას.

ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად არის სავაჭრო პოლიტიკის მიზანი დივერსიფიკაცია. ხანდახან კონცენტრაციას იწვევს დიდი საექსპორტო გარღვევები. დივერსიფიკაცია ამცირებს საექსპორტო რისკებს. ექსტენსიურ მარჯინზე დივერსიფიკაცია ქვეყანაში ბიზნესის კლიმატის კარგი მაჩვენებელია.

შედარებითი უპირატესობის ჩარჩოსგან განსხვავებით, ინდუსტრიული ვაჭრობის პარადიგმაში, ქვეყნის სპეციალიზაციის სქემა არ შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული,  დივერსიფიკაცია იზრდება ქვეყნის ზომის შესაბამისად (იხ. მაგალითად, კრუგმანის მონოპოლური-კონკურენციის მოდელი (Krugman, 1979) ან ბრენდერის და კრუგმანის საპასუხო-დემპინგის მოდელი (Brander, 1983)). საქართველოს ეკონომიკისთვის ჰერფინდალის ინდექსის დაბალი მაჩვენებლის ამხსნელი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება სწორედ კრუგმანის ქვეყნის ზომის არგუმენტი იყოს.

ინდუსტრიული პოლიტიკისადმი ინტერესის კვლავ გაღვივებამ გააჩინა შედარებითი უპირატესობის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მოთხოვნა. შედარებითი უპირატესობის ტრადიციული საზომია ბალასას (Balassa, 1965) გამომჟღავნებული შედარებითი უპირატესობის ინდექსი – RCA, რაც შემდეგნაირად გამოსახება:

დასკვნა

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებზე დადებითად აისახება, რასაც საქართველოს ვაჭრობის გახსნილობის ინდექსიც გამოხატავს, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, ზრდის ტენდენციას ავლენს. ამ ინდექსმა 2019 წლის მდგომარეობით, საკმაოდ მაღალ ნიშნულს – 0.751-ს, მიაღწია. მრავალ სავაჭრო პარტნიორთან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან – გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი და იტალია, ქვეყანა მსგავსი ინდუსტრიების ჭრილით ახორციელებს ვაჭრობას, რაც დადებითი მაჩვენებელია ამ ეკონომიკებთან სექტორული კონვერგენციის მიმართულებით. არასატარიფო ბარიერების გავლენისა და ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოების განვითარების ზოგად ფონზე, ლოგიკურია, რომ ექსპორტის დივერსიფიკაცის დონე დაბალია. დაბალია ასევე შედარებითი უპირატესობის ინდექსი DCFTA-ის ფარგლებში საინტერესო სოფლის მეურნეობის სექტორში.  თუმცა, ლოკალურად, ეკონომიკის ექსპორტის ზრდის მარჯინები ნორმალურია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] ექსპორტის რაოდენობის შეზღუდვებს საექსპორტო ქვეყნები ძირითადად აწესებენ იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

[2] სავაჭრო ღიაობაში გასათვალისწინებულია ასევე გეოგრაფიულ და სხვა ბუნებრივი ფაქტორები, მაგალითად ზღვებთან სიახლოვე, დისტანცია და ა.შ.

[3] GL ინდექსი მიესადაგება კრუგმანის მონოპოლისტურ-კონკურენტულ მოდელში განხილულ ვაჭრობის ანალიზს.

[4] .ალჟირი, ახალი ზელანდია, ეთიოპია, კუბა, ლიბია, მონტენეგრო, მონღოლეთი, ნიგერია, ტანზანია, ფიჯი, ქუვეითი, ალჟირი, კუბა და ა.შ.

[5] -ში მოიაზრება  პროდუქტის მწარმოებელი სექტორი.

ლიტერატურა:

  • (WTO) W. T. (2011). World Trade Report 2011: Preferential Trade Agreements. Geneva: WTO.
  • Balassa B. (1965). Trade liberalisation and "Revealed" Comparative Advantage. The Manchester School 33, 99–123.
  • Brander J. A. (1983). A "Reciprocal Dumping" Model of International Trade. Journal of International Economics 15(3–4), 313–321.
  • Brülhart M. (1994). Marginal Intra-Industry Trade: Measurement and Relevance for the Pattern of Industrial Adjustment . Weltwirtschaftliches Archiv 130, 600–613.
  • Cadot O. C.-K. (2011). Export Diversification: What’s Behind the Hump? Review of Economics and Statistics 93(2), 590–605.
  • Grubel H. G. (1975). Intra-Industry Trade: The Theory and Measurement of International Trade in Differentiated Products. New York: Wiley.
  • Krugman P. (1979). Increasing Returns, Monopolistic Competition, and International Trade. Journal of International Economics 9(4), 469–79.
  • Leamer E. (1988). “Measures of Openness”, in Trade Policy Issues and Empirical Analysis. Chicago: University of Chicago Press, 145–204.
  • Nicita A. a. (2006). “Trade, Production and Protection 1976–2004”. World Bank Economic Review 21(1), 165–171.
  • Organization W. T. (თ. გ.). A Practical Guide to Trade Policy Analysis.
  • მელითაური, ნ. (2020). საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები. თსუპაატაგუგუშვილისსახელობისეკონომიკისინსტიტუტისსამეცნიეროშრომებისკრებული.
  • ღაღანიძე გ. (2017). ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობები ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკადაბიზნესი.
  • ჯამაგიძე, ლ. (2019). ინსტიტუტების იმპორტი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების სფეროში. ეკონომიკადაბიზნესი.