English / ქართული /








Journal number 3 ∘ Rati Mekvabishvili
On the Importance of Altruism, Prosocial Behavior and Christian Love in Behavioral Economics Studies

The research was supported by Shota Rustaveli Georgian National Science Foundation [Grant PHDF-19-321]

In Behavioral Economics, research of prosocial behavior large-scale cooperation between strangers remains one of the most challenging and puzzling questions. In economic relations the risk of opportunistic behavior and cheating always exists. Opportunistic and selfish decisions may lead society to various suboptimal and ineffective economic equilibrium. 

In recent theories of social preferences the relations between egoist and the “strong reciprocal” type of individuals are of crucial importance. And in these relations “Altruistic Punishment” is critical: If there is no altruistic punishment, cooperation between parties cannot be sustained. In presence of punishment mechanism and certain conditions, the strong reciprocator individual can enforce the whole group of selfish individuals to act prosaically and cooperate.

Whether it is an altruist, a reciprocal altruist or a strong reciprocal individual, their behavior in social preferences theories are mute about moral system. However, altruism is a moral concept of Positivism Philosophy. Large part of Behavioral Economics theories analyzes origins of altruism and prosocial behavior in Evolutionary Theory framework.

The evolutionary worldview and Christian worldview, altruism and Christian love are contradictory. As a result of our analysis, altruism is a hidden and complicated form of selfishness. Therefore, the established view that altruism and prosocial behavior differ, as first is focused on the well-being of “others” and the latter is self-centered, is misleading: both altruism and prosocial behavior are ultimately self-centered concepts.

The puzzle of large-scale cooperation between strangers is derived from evolutionary paradigm itself. If we come out of the “captivity” of this paradigm and are guided by the Christian worldview, we think that scientific research will be more fruitful. In our view, it is time to pay attention to the rich intellectual heritage of Christian teaching that can significantly contribute to the welfare of society.

Keywords: Behavioral economics, altruism, prosocial behavior, Christian love, Christian worldview, evolutionary worldview.

JEL Codes: D60, D64, D69

References:

  • Balarjishvili I. (2018). paradigmuli krizisi da institutsiuri ekonomikis „meinstrimuli“ potentsiali. [The Paradigm Crisis and The „Mainstream“ Potential of the Institutional Economy. Jour. "Globalization and Business", № 6. pp.110-115.] in Georgian.
  • Tsm. Ioane Sineli. (2011). kibe anu klemaksi. [St. John Climacus. (2011). The Ladder of Divine Ascent. Tbilisi: Alilo Publishing House.] in Georgian.
  • Comte A. (2000). The Positive Philosophy. Kitchener: Batoche Books. Vol. I.
  • Eisenberg N.,  Beilin H. (1982). The Development of Prosocial Behavior. New York: Academic Press.
  • Fehr E.,Fischbacher U. (2003). The Nature of Human Altruism.“Nature”, №425. p.785-791.
  • Harp G. (1991). “The Church of Humanity”: New York's Worshipping Positivists. “Church History”. Cambridge: Cambridge University Press, №60. Vol.4.p.508-523.
  • Henrich  J. (2015). Culture and Social Behavior. “Current Opinionin Behavioral Sciences”, № 3. p. 84-89.
  • Hieromonk Seraphim (Rose). (2000). Genesis, Creation and Early Man: The Orthodox Christian Vision. Platina: St. Herman of Alaska Brotherhood.
  • Kennedy D.,Norman C.(2005). What don’t We Know. “Science”, №. 309. p.75.
  • Meisinger H.(2000). Christian Love and Biological Altruism.“Zygon”,№. 35. Vol.4. p.745-782.
  • Pope S.(2007). Christian Love and Evolutionary Altruism. InHumanEvolutionandChristian Ethics, Cambridge: Cambridge University Press. p. 214-249.
  • Smith  A. (1984). The Theory of Moral Sentiments. Indianapolis: Liberty Fund
  • Sv. Vasiliy Velikiy. (2009). Tvoreniya. [St. Basil the Great. (2009). Ascetic creations. Moscow: Siberian Blagovesnitsa, Volume II. in Russian.
  • Mekvabishvili E. (2018). globalizatsiis epokis pinansuri krizisebi da sakartvelos ekonomika. [The Financial Crisis of the Epoch of Globalization and the Economy of Georgia. Tbilisi: Publisher “Intellect”.] in Georgian.
  • Papava V. (2018). ekonomikuri metsnierebis krizisi da akhali paradigmis dziebisatvis. [The Crisis of Economic Science and For the Search of the New Paradigm."Globalization and Business", № 6. pp.15-26. in Georgian.
  • Tsm. Ioane Damaskeli. (2000). martlmadidebluri sartsmunoebis zedmitsevnit gadmotsema. [St. John of Damascus. (2000). An Exact Exposition of the Orthodox Faith. Tbilisi: “Publishing House of Tbilisi Theological Academy”.]
  • Batson D.(2012). A History of Prosocial Behavior Research. In Handbook of the History of Social Psychology, New York: Psychology Press. p. 243-264.
  • Belyanin A. V. (2017). Litsom k cheloveku: dostizheniya i vyzovy povedencheskoy ekonomiki. [Belianin A. V. (2017). Face to Face to Human Being: Achievements and Challenges of Behavioral Economics. “Journal of the New Economic Association”, no. 2.Vol. 34. p. 166-175.] in Russian.
  • Sventsitskiy A. L., Kazantseva T. V. (2015). Povsednevnoye prosotsialnoye povedeniye lichnosti kak nakopleniye sotsialnogo kapitala.  [Everyday Prosocial Behavior of Personality as Accumulation of Social Capital. “Bulletin of St. Petersburg University”, no. 12.Vol. 2. p. 45-54. in Russian.
  • Tikhomirov L. A. (1906). Altruizm i khristianskaya lyubov. Vyshniy Volochek: Tip. V.S. Sokolovoy.   [Altruism and Christian Love. Vyshny Volochek: Publisher V.S. Sokolova.] in Russian.

ალტრუიზმის, პროსოციალური ქმედებისა და ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა ქცევითი  ეკონომიკის კვლევებში 

კვლევა  განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“

მხარდაჭერით [გრანტი PHDF-19-321]

სტატიაში განხილულია ალტრუიზმის და პროსოციალური ქცევის ცნებები და მათი მნიშვნელობა ეკონომიკური მეცნიერებისქცევითი ეკონომიკის მიმდინარეობის ინტერდისციპლინალური ხასიათის კვლევებში. ასევე განხილულია  ალტრუიზმის ძირითადი თეორიული მოდელები და კონცეფციები. ნაჩვენებია, რომ ალტრუიზმი წარმოადგენს ეგოიზმის შეფარულ და გართულებულ ფორმას. აქედან გამომდინარე, ალტრუიზმი პრინციპულად არ განსხვავდება პროსოციალური ცნებისგან: ორივე, საბოლოო ანგარიშით, საკუთარ თავზე ორიენტირებული ცნებებია. მოყვანილია ალტრუიზმის შედარება ქრისტიანულ სიყვარულთან და განხილულია მათი განსხვავებები და მათი თეორიული და პრაქტიკული შედეგების მნიშვნელობა. ნაჩვენებია, რომ ალტრუიზმი და ქრისტიანული სიყვარული არა თუ განსხვავებული, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია.

ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით, სტატიაში არის მცდელობა პასუხი გაეცეს განსახილველ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა: რატომ შეიძინა ქცევით ეკონომიკაში ალტრუიზმმა აქტუალურობა და რას ნიშნავს ტერმინები – პროსოციალური ქცევა და ალტრუიზმი, რატომ გახდა საჭირო ამ ტერმინთა შემოღება; თუ არსებობდა ქრისტიანული სიყვარულის ცნება, რა დამოკიდებულებაშია ალტრუიზმი ქრისტიანულ სიყვარულთან და აქვს თუ არა რაიმე თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ამ ცნებების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ალტრუიზმზე და პროსოციალურ ქცევაზე ბოლო ათწლეულების მანძილზე შემუშავებული ეკონომიკური თეორიების მიმოხილვას. აგრეთვე, ალტრუიზმის, პროსოციალური ქცევის და ქრისტიანული სიყვარულის ცნებების განმარტებას და მათ შორის არსებული განსხვავებების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის წარმოჩენას.

საკვანძო სიტყვები: ქცევითი ეკონომიკა, პროსოციალური ქცევა, ალტრუიზმი, ქრისტიანული სიყვარული, ევოლუცია, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, ევოლუციური მსოფლმხედველობა.

JEL Codes: D60, D64, D69

შესავალი

ბოლო პერიოდში ვხვდებით ეკონომისტთა შეხედულებებს იმის თაობაზე, რომ დღეს გაბატონებული “მეინსტრიმული” ეკონომიკური თეორია კრიზისულ მდგომარეობაშია (მექვაბიშვილი, 2018; ბალარჯიშვილი, 2018), საიდანაც ერთ-ერთ გამოსავლად ეკონომიკის სხვა დისციპლინებთან (სოციოლოგია, ბიოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია და ა.შ.) სინთეზს მიიჩნევენ (პაპავა, 2018). მართლაც, დღესდღეობით მეცნიერული კვლევების დიდი წილი ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და თუ XX საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დისციპლინათა შიგნით სპეციალიზაციის ერა, XXI საუკუნეს თამამად შეიძლება დავარქვათ დისციპლინათაშორისი სინთეზის ერა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის „მეინსტრიმული“ ეკონომიკური თეორია კვლავაც დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს როგორც მეცნიერულ კვლევებში, ასევე ეკონომიკურ განათლებაში (ბალარჯიშვილი, 2018), ბოლო ათწლეულების მანძილზე ინტერდისციპლინალური ხასიათის ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე, ქცევითი ეკონომიკის მიმდინარეობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. განვითარების ამგვარმა ვექტორმა განაპირობა ეკონომიკური მეცნიერების კვლავ „ადამიანისკენ შემობრუნება“ და დღის წესრიგში დააყენა სტანდარტული თეორიული ეკონომიკის პოსტულატების გადახედვის აუცილებლობაც (Белянин, 2017).

ქცევითი ეკონომიკის ინტერდისციპლინარული კვლევების განვითარების ამგვარ პირობებში ალტრუიზმი, როგორც პროსოციალური ქცევის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მეცნიერულ კვლევებში საზოგადოების კეთილდღეობის ქვაკუთხედად სწორედ ალტრუისტული ტიპის ადამიანი იქცა, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. გარდა ზემოთ აღნიშნული დისციპლინათაშორისი სინთეზისა, ასევე მცდელობებია დღევანდელი მეცნიერების და თეოლოგიის სინთეზის, რომელშიც ალტრუიზმს და პროსოციალურ ქცევას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია (Meisinger, 2000).

ალტრუიზმის და პროსოციალურობის მნიშვნელობა

ეკონომიკურ ურთიერთობებში

XX საუკუნის 70-ანი წლებიდან სოციალურ, მათ შორის - ეკონომიკურ მეცნიერებაში, მკვლევართა ინტერესი საზოგადოებაში ადამიანის უარყოფითი, ანტისოციალური ქცევის შემზღუდავი მექანიზმების შესწავლიდან დადებითი, პროსოციალური ქცევის მასტიმულირებელი მექანიზმების შესწავლისკენ  გადაიხარა (Batson, 2012; Свенцицкий, Казанцева, 2015; Eisenberg, Beilin, 1982). ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა პროსოციალური ქცევა კვლევის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, არის ის, რომ ის პირდაპირ კავშირშია ადამიანის ბუნების ფუნდამენტურ საკითხებთან, რაც საუკუნეების მანძილზე ფილოსოფიური განსჯის საგანი იყო. როგორც საერთოდ მოაზროვნეთა და განსაკუთრებით მეცნიერთა წინაშე იდგა და დღესაც დგას შემდეგი კითხვები: როგორია ადამიანის ბუნება, არის თუ არა ის კეთილი? ბუნებით ადამიანი ეგოისტია თუ ალტრუისტი? ადამიანს შეუძლია წმინდა ალტრუისტული ზრახვებით მოქმედება, თუ მის ქცევას მუდამ თან ახლავს ეგოისტური მოტივები? პროსოციალური ქცევის ერთ-ერთი ფორმა, კერძოდ კი უცნობ ადამიანთა შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა დღეს ერთ-ერთ ყველაზე ღია და მწვავე გამოწვევად რჩება თანამედროვე მეცნიერების წინაშე (Kennedy, Norman, 2005).

ეგოისტური და მატერიალისტური “Homo Economicus“-ის პარადიგმაში, ალტრუიზმის და პროსოციალური ქცევის ადგილი, რა თქმა უნდა, აღარ რჩება. თუმცა,  ეკონომისტთა ნაწილი განახლებული ინტერესით მოეკიდა ადამ სმიტის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაშრომს – “მორალურ გრძნობათა თეორია”, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ადამიანის ბუნებას არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების კეთილდღეობაზე უანგარო ზრუნვაც ახასიათებს და ადამიანის ბუნების ორივე მხარეზე მიუთითებს, – ეგოისტურზეც და არაეგოისტურზეც (Smith, 1984).

“Homo Economicus”-ის პარადიგმაში რაციონალური და ეგოისტი ინდივიდი ყოველთვის იქცევა ოპორტუნისტულად, თუ კი მისთვის ეს სარგებლის მომტანია. ხელშეკრულებებში, რომლითაც წესრიგდება მხარეთა შორის ეკონომიკური ურთიერთობები, შეუძლებელია ყველაფრის სრულად გაკონტროლება და ამომწურავად გაწერა. ამდენად, ოპორტუნისტული ქცევის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შრომითი ხელშეკრულებები, ფირმათაშორისი ხელშეკრულებები, გადასახადები თუ სხვ. ოპორტუნისტულმა და ეგოისტურმა ინდივიდუალურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა საზოგადოება მიიყვანოს სხვადასხვა სახის სუბოპტიმალურ და დაბალეფექტიან ეკონომიკურ შედეგებამდე: დაბინძურებული გარემო, უთანასწორო შრომითი პირობები, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვ. 

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ იქცევიან ისე, როგორც „Homo Economicus“-ის ტიპის ინდივიდი. მრავალმა ეკონომიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევეამ ნათლად დაადასტურა, რომ ინდივიდთა მნიშვნელოვან ნაწილს არამარტო თანამშრომლობა და პროსოციალურობა ახასიათებს, არამედ საერთო კეთილდღეობისათვის ისინი საკუთარი დანახარჯების ფასად მზად არიან კიდევაც დასაჯონ ოპორტუნისტი და ეგოისტი ინდივიდები. ასეთი „ალტრუისტი დამსჯელის“ არსებობის შემთხვევაში თვით ეგოისტი ინდივიდიც შესაძლოა მოიქცეს პროსოციალურად და შედეგად ეკონომიკური ურთიერთობა დასტაბილურდეს „თანამშრომლობის“ წონასწორობის წერტილში. მაშასადამე, თუ ვაღიარებთ ადამიანის ბუნების არაეგოისტური მხარის არსებობას, მყისიერად დგება ინდივიდთა ეკონომიკური ქცევის და მათი ურთიერთქმედების გადახედვის საჭიროებაც.

ალტრუისტი და ეგოისტის ინდივიდების ამგვარი ურთიერთქმედებისას, პროსოციალური ქცევის მასტიმულირებელი და დამცავი მექანიზმების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ეკონომიკურ და სოციალური პოლიტიკას. “Homo Economicus“-ის პარადიგმაში ოპორტუნისტული და ანტისოციალური ქცევის შემცირების მიზნით, მითითებაა მხოლოდ სანქციებზე, დასჯაზე და მსგავსი სახის მექანიზმების აუცილებლობაზე, რაც თავისთავად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, ანტისოციალური ქცევის დაძლევის წინაშე მარტო რჩება შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა სასამართლო, პოლიცია და ა.შ. ამგვარად, ოპორტუნისტულ ქცევასთან ბრძოლა მძიმე საგადასახადო ტვირთად აწევს ეკონომიკას. მრავალი სახელმწიფო ინსტიტუტის შენახვა ხომ მეტ გადასახადებთანაა დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ხანგრძლივი ბიუროკრატიული და სამართლებრივი პროცედურებით გამოწვეულ ეკონომიკურ დანახარჯებზე. ნათელია, ისეთ საზოგადოებაში და ეკონომიკაში, სადაც კულტივირდება და დომინირებს ინდივიდთა შორის პროსოციალური ქცევა,  სახელმწიფო ინსტიტუტებს გაცილებით ეფექტიანად და მცირე დანახარჯებით უხდება მისი დაცვა და შენარჩუნება.

სოციალური პრეფერენციების ახალი ეკონომიკური თეორიები

ახალმა ეკონომიკურმა ხედვებმა და ეკონომიკური ექსპერიმენტის შედეგებმა ბიძგი მისცა სოციალური პრეფერენციების (Social Preferences) ეკონომიკურ –  თეორიული მოდელების შემუშავებას. ეკონომისტი ჯეიმს ანდრეონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა „არაწმინდა ალტრუიზმის თეორია“ (Theory of Impure Altruism), სადაც ინდივიდს ახასიათებს როგორც ეგოისტური, ასევე არაეგოისტური ქცევა. ამას მალევე მოჰყვა ეკონომისტების – ერნსტ ფერის და კლაუს შმიდტის “სამართლიანობის თეორია” (Theory of Fairness), სადაც ეკონომიკურ აგენტს არ მოსწონს უთანასწორობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სხვებთან შედარებით დიდად ნაკლები შემოსავალი გააჩნია, რისთვისაც იგი მზადაა შეამციროს სხვების შემოსავალი (Fehr, Fischbacher, 2003). ეკონომისტებმა მ. რაბინმა, ა. ფალკმა და უ. ფიშბახერმა წარმოადგინეს რეციპროკული (Reciprocity) ალტრუიზმის, ანუ  „ალტრუისტული ნაცვალგების თეორია“. აღნიშნულ მოდელებში განზრახვას განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა. თეორიული მოდელის მიხედვით, ადამიანები აფასებენ  ქცევას იმის მიხედვით - კეთილი თუ ბოროტი განზრახვით იყო ის ნამოქმედარი. შედეგად მოხდა  ალტრუიზმის სამართლიანობის „კბილი კბილის წილ“ (tit for tat) პრინციპის ჩარჩოებში მოქცევა. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, ადამიანი ალტრუისტულად ექცევა მეორე ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ასევე ალტრუისტული ქცევით უპასუხებს.

მკვლევარმა რობერტ ტრივერსმა, ბიოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით,  ჩამოაყალიბა „რეციპროკული ალტრუიზმის თეორია“ (Theory of Reciprocal Altruism). ევოლუციურ ბიოლოგიაში რეციპროკული ალტრუიზმი ეწოდება ისეთ ქცევას, როდესაც ორგანიზმი ამცირებს საკუთარ შემგუებლობას (Fitness), ხოლო სხვა ორგანიზმის შემგუებლობას ზრდის იმ მოლოდინით, რომ ეს ორგანიზმი მომავალში მასაც ასევე მოექცევა (Fehr, Fischbacher, 2003). რ. ტრივერსის ეს კონცეფცია საფუძვლად დაედო ევოლუციურ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ურთიერთსასარგებლო ალტრუისტულ აქტს. მოდელის მიხედვით, ერთმანეთისთვის უცხო ინდივიდთა შორის, კონკრეტულ ვითარებაში, ბუნებრივი გადარჩევის პირობის მიუხედავად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ალტრუისტულ ქცევასაც. ეს ქცევა ეფუძნება მოგება-ზარალის პრინციპებს და გრძელვადიან პერიოდში მეორე ინდივიდისგან საპასუხო ალტრუისტული ქცევის მიღებას.

ევოლუციურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული რეციპროკულობის მსგავსი კონცეფცია შეიმუშავეს რ. აქსელორდმა და უ. ჰამილტონმა. მათ მოდელშიც, ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიქცევა ალტრუისტულად მეორე ადამიანის მიმართ, თუ მის მიერ ალტრუისტულ ქცევასთან დაკავშირებული ხარჯები (დახარჯული დრო, ენერგია და ა.შ.) უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სამომავლოდ მისაღები სარგებელი (Fehr, Fischbacher, 2003). სამართლიანობის მოდელებისგან განსხვავებით, რეციპროკულობის თეორია კეთილ ქცევას აჯილდოებს და ბოროტ ქცევას სჯის მაშინაც, როდესაც თანასწორობის და სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია. რეციპროკულობა მხოლოდ ორ ინდივიდს შორის თანასწორობის დამყარების პრობლემატიკით არ შემოიფარგლება, ის სამართლიანობის დამყარებისკენ ნებისმიერ შემთხვევაში მიისწრაფვის.

ალტრუისტული თანამშრომლობის ახსნას შეეცადა უილიამ ჰამილტონი და წარმოადგინა სისხლით ნათესაურ (Kinship) კავშირზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ალტრუისტული ქცევის თეორია. მისი თეორია, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „ერთიანი შემგუებლობის თეორია“ (Inclusive Fitness), შემდგომ საფუძვლად დაედო „ნათესაური გადარჩევის თეორიას“ (Kinselection). „ერთიანი შემგუებლობის თეორია“ ახლებურ გადაწყვეტას სთავაზობდა მეცნიერებს კითხვაზე, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ალტრუისტულად. კერძოდ, უ. ჰამილტონმა მათემატიკურ გათვლებზე დაყრდნობით აჩვენა, რომ ევოლუციურ პროცესში გენეტიკურად დაკავშირებული ინდივიდები ერთმანეთს ეხმარებიან გენის გადარჩენა-გავრცელების მიზნით (Fehr, Fischbacher, 2003). “ნათესაური გადარჩევის თეორიის“ მთავარი კითხვაა – რა შემთხვევაში აჭარბებს სარგებელი მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ანუ რა შემთხვევაში ექნება ალტრუისტულ ქმედებას ადგილი. თეორიის მიხედვით, გადარჩევის პროცესში ერთიანი შემგუებლობის მექანიზმი უპირატესობას ანიჭებს იმ ინდივიდებს, რომლებიც ახდნენ ერთიანი შემგუებლობის მაქსიმიზებას, რაც, თავის მხრივ, მიიღწევა ალტრუისტული ურთიერთქმედების, ანუ გენების გამრავლება-გადაცემის გზით. შედეგად, ალტრუისტული ქცევის წამქეზებელი გენი ეხმარება მისნაირ გენებს გამრავლებაში და მომავალი თაობების სიცოცხლის გაგრძელებაში. თუმცა, ნათესაური გადარჩევა სრულებით ვერ ხსნის უცნობ ადამიანთა შორის ფართომასშტაბიან თანამშრომლობას და ალტრუისტულ ქცევას, ის მხოლოდ ნათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების თანამშრომლობით შემოიფარგლება.

ქცევითი ეკონომიკის კვლევებში ანთროპოლოგიასა და სოციობიოლოგიაზე დაყრდნობით, მკვლევართა ნაწილი (ს. ბოულსი, ჯ. ჰენრიხი, ჰ. გინტისი, პ. რიჩერსონი, რ. ბოიდი) შეეცადა „ჯგუფური გადარჩევის“ (Group Selection) და “გენურ-კულტურული თანაევოლუციური” (Gen-culture Coevolution) მიდგომების გამოყენებით, ჩამოეყალიბებინა ალტრუისტული და პროსოციალური ქცევის თეორიული მოდელები და მათი საშუალებით აეხსნა უცნობ ინდივიდთა შორის თანამშრომლობის ფენომენი (Fehr, Fischbacher, 2003). კვლევის ეს მიმართულება, რომელიც ცნობილია ასევე როგორც „კულტურულ-ჯგუფური გადარჩევის“ (Cultural Group Selection)  თეორიული მიმართულება, დღეს ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენილი და „გენურ-კულტურულ თანაევოლუციაზე“ დაფუძნებულ სხვადასხვა თეორიულ მოდელს და კონცეფციას გვთავაზობს. აღნიშნული თეორიული მოდელების მიხედვით, ორი პროცესი - კულტურული და გენური, ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებენ და საბოლოო ანგარიშით, აყალიბებენ ადამიანის ქცევას საზოგადოებაში. „კულტურული სწავლების“ (Cultural Learning) პროცესი გავლენას ახდენს ადამიანის გენომის ბუნებრივი გადარჩევის ძალებზე, ხოლო კულტურის ზეგავლენის ქვეშ ევოლუციონირებადი გენომი, თავის მხრივ, აყალიბებს ადამიანის აზროვნებას, რომელიც ამ თანაევოლუციონირების პროცესის შედეგად განახლებულ ინფორმაციას უკან აბრუნებს მის კულტურულ ცნობიერებაში. როგორც ჯ. ჰენრიხი აღნიშნავს: „ასეთი ინტელექტუალური მიდგომა აქარწყლებს „ევოლუციურ“ და „კულტურულ“ თეორიულ ახსნებს შორის არსებულ დიქოტომიას და სრულად ახდენს კულტურული მიდგომების შეყვანას დარვინიზმის გაფართოებული ქოლგის ქვეშ“ (Henrich 2015). „ჯგუფურ-კულტურული გადარჩევის“ თეორიებში აბსოლუტური კატეგორიები არ არსებობს, ყველაფერი ექვემდებარება ევოლუციურ და უსასრულო ცვლილებას: იცვლება კულტურა, გენები, ფსიქოლოგია, ნორმები. ამგვარი სახის თანაევოლუცია პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ალტრუისტულ ქცევაზე. სწორედ ალტრუიზმი წარმოადგენს, მათი აზრით, პასუხს კითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ თანამშრომლობას და პროსოციალურ ქცევას უცნობი ადამიანები.

ქცევით ეკონომიკაში მკვლევარები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ორი ტიპის ადამიანზე: ძლიერ რეციპროკულსა და ეგოისტზე. ამ ორი ტიპის პრეფერენციების მქონე ინდივიდების ურთიერთქმედებას გადამწყვეტი როლი ენიჭება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. კვლევის მთავარი ობიექტია „ძლიერი რეციპროკული“ ტიპის ინდივიდი. ასეთი ტიპის ეკონომიკური აგენტი არ მიეკუთვნება არც „Homo Economicus“-ის ეგოისტურ ტიპს და არც წმინდა ალტრუისტულ ტიპს, არამედ მათი „ნაზავია“. ძლიერი რეციპროკული ტიპი ერთდროულად შეიძლება იყოს „პირობითი მოთანამშრომლეც“  (ალტრუისტულად მოიქცევა, თუ მას სხვებიც ალტრუისტულად მოექცევიან) და, ამასთანავე,  „ალტრუისტი დამსჯელიც“ (იგი მზადაა საკუთარი დანახარჯების ფასად დასაჯოს ის, ვინც ალტრუისტულად არ იქცევა). ალტრუისტულ დასჯას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება: თუ ალტრუისტული დასჯა არ არსებობს, პროსოციალური ქცევა ვერ ნარჩუნდება, განსაკუთრებით ინდივიდთა ფართო ჯგუფებში (Fehr, Fischbacher, 2003).

ქცევით ეკონომიკაში აშკარად სახეზეა  ეგოისტი „Homo Economicus”-ის პარადიგმიდან გამოსვლის და ახალი თეორიული მულტიდისციპლინური ბაზის შექმნის მცდელობები, თუმცა ახალი თეორიული მოდელები ან კვლავ ინარჩუნებენ მასთან მემკვიდრეობით კავშირს, ან რჩებიან  „დარვინიზმის გაფართოებული ქოლგის ქვეშ.“ ეს გამოიხატება იმ მთავარი გარემოებით, რომ ეგოიზმი კვლავ მძლავრად ზემოქმედებს ინდივიდის ქცევასა და არჩევანზე. თუ ალტრუისტული დასჯის ხარჯები მკვეთრად იზრდება, მაშინ ასევე კლებულობს ალტრუისტული დასჯა.

ყველა ზემოაღნიშნულ თეორიულ მოდელში პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ საიდან წარმოიშობა ალტრუისტი და ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ალტრუისტული ქცევა განსხვავდება ეგოისტურისგან და სამართლიანი - უსამართლოსგან. იქნება ეს ალტრუისტი, რეციპროკული ალტრუისტი თუ ძლიერი რეციპროკული ინდივიდი, მათი ქცევა  მოყვანილია მორალური სისტემის ანალიზის გარეშე. ევოლუციურ მიდგომებზე დაფუძნებულ მოდელებში ასევე პასუხგაუცემელია შემდეგი ორი კითხვა: როგორ მოხდა ალტრუიზმის ევოლუციონირება, თუ საერთოდ მისი „გადარჩევა“ შეუძლებელია? (Pope, 2007) და თუ ალტრუიზმი „გენურ-კულტურული თანაევოლუციის გადარჩევის“ პროცესით მიიღწევა, მაშინ რატომ არის აუცილებელი ალტრუიზმის შესანარჩუნებლად დასჯის მექანიზმი?

ქრისტიანული სიყვარული და ალტრუიზმი

აღსანიშნავია, რომ მეცნიერულად ევოლუციური თეორიის არც დამტკიცება ან არც უარყოფა არის შესაძლებელი და ამგვარად ის წმინდა მსოფლმხედველობით და ფილოსოფიურ კატეგორიას წარმოადგენს (Hieromonk Seraphim (Rose), 2000). ამასთანავე, ნებისმიერ თეორიული ეკონომიკის მიმართულებას გააჩნია იდეოლოგიური მხარე, რომელიც კონკრეტული ფასეულობების და ღირებულებების სისტემის მქონე ადამიანების შემოქმედებითი აზროვნების შედეგია (მექვაბიშვილი, 2018). გამომდინარე აქედან, ალტრუიზმის და პროსოციალურობის განხილვისას მსჯელობის საგანი ხდება არა რაიმე მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტი და მოვლენა, არამედ მსოფლმხედველობა და მრწამსი. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი შემდგომი მსჯელობის ამოსავალ პუნქტად, სადაც განვიხილავთ ქრისტიანულ სიყვარულს, როგორც ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნაწილს და ალტრუიზმს და მისგან გამომდინარე პროსოციალურ ქცევას, როგორც არაქრისტიანული და ევოლუციური მსოფლმხედველობის შემადგენელს.

თეოლოგიის მეცნიერულ დისციპლინებთან სინთეზის მცდელობების შედეგად, ალტრუიზმთან მიმართებით გვხვდება ბევრი მცდარი მიდგომა და მოსაზრება. მაგალითად, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევოლუცია ღმერთის მოქმედებად არის მიჩნეული და თავად ღმერთი კი ალტრუიზმის წყაროდ (Meisinger, 2000). ვხვდებით ისეთ შეხედულებებსაც, რომელთა მიხედვით სახარება და სოციო-ბილოგია პროსოციალურობის და ალტრუიზმის სახით, ერთი და იმავე ფენომენს იკვლევს და, ამ თვალსაზრისით, მეცნიერული და რელიგიური მიდგომები ერთმანეთს ავსებს (Meisinger 2000. 749, Pope 2007).

„ალტრუიზმი“ – XIX საუკუნის ფრანგი სოციოლოგის და პოზიტივიზმის ფილოსოფიური მიმდინარეობის ფუძემდებლის აუგუსტ კომტეს მიერ შემოღებული ტერმინია. ა. კომტეს შეხედულებით, ადამიანს გააჩნდა მორალური ვალდებულება, უარი ეთქვა პირად ინტერესებზე და ეცხოვრა სხვებისათვის, ხოლო  სოციალური ურთიერთობები უნდა გამხდარიყო მორალური ეთიკის წყარო (Comte, 2000). ალტრუიზმი მორალური შეგრძნებაა და  გამომდინარეობს ადამიანის ბუნებაში არსებული სიმპათიის გრძნობებიდან. იგი მოიცავს სიკეთის და ბოროტების, სწორი და არასწორი ქცევის, სამართლიანობის და უსამართლობის კრიტერიუმებს. პოზიტივიზმის ფილოსოფია, მეცნიერების დახმარებით, საზოგადოების გადაწყობას და პროგრესს ისახავდა მიზნად, სადაც „პოზიტიური საზოგადოება“ წარმოადგენს ადამიანთა რელიგიას. სწორედ ამ პოზიტიური საზოგადოების „ადამიანური რელიგიის“ მთავარი მცნება გახლდათ „vivre pour autrui“, ანუ „იცხოვრე სხვისთვის“, ანუ ე. წ. ალტრუიზმი. აღსანიშნავია, რომ  „ადამიანური რელიგიის“ თაყვანსაცემად პარიზსა და ნიუ- იორკში ტაძრებიც აშენდა და დღესაც ჰყავს მიმდევრები (Harp, 1991). ამგვარად, ტერმინ „ალტრუიზმის“ შემოღება ქრისტიანული სარწმუნოების მიღმა მდგარი ფილოსოფიური აზროვნების ნაყოფია და წარმოადგენს მის ზნეობრივ მწვერვალს (Тихомиров, 1906).

ალტრუიზმი თანამედროვე სოციალურ მეცნიერებაში განიმარტება ისეთ ქცევად, როდესაც ერთი ადამიანი თავისი ხარჯის ფასად და თავისი ნებით მოქმედებს სხვა ადამიანის  საკეთილდღეოდ და მისი სამიზნე არა საკუთარი თავი, არამედ სხვა ადამიანია. ალტრუიზმი გამოიხატება ისეთი პროსოციალურ ქცევებით, როგორიცაა: დახმარება, თანამშრომლობა, ქველმოქმედება და განაწილება (Batson, 2012). პროსოციალური ქცევა ნებაყოფლობითი ქცევაა, რომელიც გამოხატულია როგორც სხვისი დახმარება, თუმცა ის, საბოლოო ანგარიშით, საკუთარ თავზე ორიენტირებული ქცევაა. სწორედ ამ ძირითადი ნიშნით განსხვავდება პროსოციალური ქცევა ალტრუიზმისგან.

ქრისტიანულ სარწმუნოებაში სიყვარული თავად ღმერთია, შესაბამისად მისი ზუსტი განსაზღვრება შეუძლებელია და მისი განსაზღვრებების ძიებისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ (წმ. იოანე სინელი, 2011). ქრისტიანული სიყვარულის ნაწილობრივ განმარტებას ვპოულობთ წმ. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში,  წმ. იოანე სინელის ნაშრომში „კლემაქსში“ და წმ. ბასილი დიდის ნაშრომებში.

წმ. იოანე სინელი განმარტავს, რომ ქრისტიანული სიყვარულიარ არის გრძნობა, არამედ, თავისი არსით, ადამიანის ნების გარკვეული მდგომარეობაა, რომელიც მცნებების შესრულების გზით მიიღწევა (წმ. იოანე სინელი, 2011). წმ. იოანე სინელის აზრით, რომ გავიგოთ სიყვარული, ჯერ უნდა გავიგოთ რას ნიშნავს ვნებებისგან გათავისუფლება. წმ. პავლე მოციქული „კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში“ აღგვიწერს ქრისტიანულ სიყვარულს: „სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ეძებს თავისას, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფრის სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს“ (I კორ.13). 

წმ. ბასილი დიდი წერს, რომ სიყვარულის ცნების მიღებასთან ერთად ადამიანმა მიიღო სიყვარულის ძალა, რომელიც ადამიანის  შექმნისთანავე ჩაიდო მის ბუნებაში, რისი დასტურიც ადამიანის გარეთ კი არ მოიპოვება, არამედ  ადამიანშივე დევს (Св. Василий Великий, 2009). ამდენად, სიყვარული არ „ისწავლება“, არც გარემოდან შეიმეცნება, არამედ ის ადამიანის ბუნებაში ჩანერგილი სწრაფვაა (Св. Василий Великий, 2009).  ადამიანი შეიქმნა ბუნებით კეთილი (წმ. იოანე დამასკელი, 2000) და მისი ბუნებისთვის ორგანულია სწრაფვა სილამაზისკენ, სიყვარულისკენ და  სიკეთის ნებაყოფლობით კეთებისკენ (Св. Василий Великий, 2009). სწორედ ამ ჩანერგილი სიყვარულის თესლს სჭირდება შემდგომ კულტივირება და სრულყოფა (Тихомиров, 1906; Pope, 2007).

ქრისტიანული სიყვარულის ზემოთ მოყვანილი აღწერა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს გრძნობები, ემოციები და ინსტიქტები უცნობი იყო ქრისტიანული სწავლებისათვის. წმ. ბასილი დიდი აღნიშნავს: „ვინ არ იცის, რომ ადამიანი არის ცხოველური არსება, თვინიერი და ურთიერთობის მოყვარული და არა ველური და ჩაკეტილი? არაფერი არ არის ისე დამახასიათებელი ადამიანის ბუნებისთვის, როგორც ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთის საჭიროება და ერთმანეთის სიყვარული“ (Св. Василий Великий, 2009).

წინააღმდეგობა ალტრუიზმსა და ქრისტიანულ სიყვარულს შორის

მეცნიერული მიდგომა ალტრუიზმს განიხილავს სწორედ ადამიანის ინსტინქტების ფარგლებში (Pope, 2007; Тихомиров, 1906). ქრისტიანული სწავლების მიხედვით კი ადამიანის ბუნებაში ჩადებული ეს გრძნობები მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულის აღმოცენებისთვის საჭირო ნიადაგია. ალტრუიზმი გაცილებით დაბალ საფეხურზე დგას, ვიდრე ქრისტიანული სიყვარული. ალტრუიზმი ადამიანის ინსტინქტებს და ფშვინვიერ ნაწილს მიეკუთვნება, ქრისტიანული სიყვარული კი - სულიერს.

თუ ქრისტიანული სიყვარულის წყარო ღმერთია, მაშინ რა არის ალტრუიზმის წყარო? – ალტრუიზმის წყარო საზოგადოებაა (Тихомиров, 1906). ალტრუისტისთვის ღმერთის ადგილი „საზოგადოებამ“ დაიკავა და სწორედ საზოგადოების კეთილდღეობისთვის იღწვის იგი. ალტრუისტი მზადაა დასაჯოს ის, ვინც ხელს უშლის ამ საზოგადოების კეთილდღეობას და დაასაჩუქროს ის, ვინც ამ საზოგადოების კეთილდღეობაზე მის მსგავსად ზრუნავს (Тихомиров, 1906). აქედან გამომდინარეობს სწორედ ალტრუისტის „პრო“ სოციალურობაც, ის საზოგადოების კეთილდღეობის სამსახურშია. გვხვდება ასეთი მცდარი შეხედულებაც - სახარებისეული კეთილი სამარიტელის ქმედება წარმოჩენილია როგორც ალტრუისტული აქტის ილუსტრაცია. კეთილი სამარიტელი ალტრუისტი ვერ იქნება, ვინაიდან იგი იჩენს ქრისტიანულ სიყვარულს ისტორიული მტრის მიმართ, რაც ალტრუისტს არ შეუძლია. ქრისტიანული სიყვარულსთვის უცხოა ადამიანებს რაიმე ჯგუფებად ან კატეგორიებად დაყოფა, როგორც ამას ალტრუისტი აკეთებს.

ალტრუისტი ემორჩილება საზოგადოებას, მას ეშინია საზოგადოებრივი აზრის, მისი გაკიცხვის და კანონის. ღმერთის საზოგადოებით შეცვლა ამსხვრევს ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მის ზნეობას და აბსტრაქტულ, ცვალებად საზოგადოებას დაქვემდებარებული, კარგავს თავისუფლებას (Тихомиров, 1906). ქრისტიანობაში ადამიანს პიროვნული ურთიერთობა გააჩნია ღმერთთან, ალტრუისტს კი -  უპიროვნო, აბსტრაქტულ საზოგადოებასთან. ალტრუისტთა საზოგადოებაში კონკრეტული ადამიანი  ჩანაცვლდა აბსტრაქტული ადამიანით. აქედან გამომდინარე, ალტრუიზმი აბსტრაქტული, არარსებული ადამიანის სიყვარულს ქადაგებს, როცა ქრისტიანული სიყვარული კონკრეტულია და უახლოესი ადამიანების გარემოცვით იწყება (Тихомиров, 1906). შედეგად მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ალტრუისტს არა „სხვა“, არამედ ეგოისტის მსგავსად, საკუთარი თავი აინტერსებს (Тихомиров, 1906). ამგვარად, არარსებული და აბსტრაქტული ადამიანის სიყვარულის გზაზე შემდგარი ალტრუისტი უბრუნდება საკუთარი თავის სიყვარულს - ეგოიზმს, მაგრამ არა ისეთს, როგროც თავდაპირველად მას გააჩნდა, არამედ შეფარულს და ძლიერს, შეზავებულს თავის მოტყუებასა და საკუთარი თავის განდიდებასთან (Тихомиров, 1906).  ალტრუიზმსა და ქრისტიანულ სიყვარულს შორის განსხვავება შეგვიძლია ქვემოთ მოყვანილი ცხრილის სახით შევაჯამოთ:

ალტრუიზმის და ქრისტიანული სიყვარულის მახასიათებლები

 
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ

როგორი საზოგადოების აშენება გვსურს - ალტრუისტების თუ ქრისტიანული სიყვარულის მქონე ადამიანების – ამ  კითხვებზე პასუხის, ორი მორალური სისტემის ერთმანეთისგან გამიჯვნა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თავისი პრაქტიკული და თეორიული შედეგებით. ალტრუიზმის და ქრისტიანული სიყვარულის ზემოთ მოყვანილი შედარებიდან, ვფიქრობთ, ცხადია, რომ მათი ერთმანეთთან გაიგივება არა თუ მცდარია (Pope, 2007), არამედ ისინი, თავისი არსით, ერთმანეთის საპირისპირო ცნებებია (Тихомиров, 1906). შესაბამისად, ამ ცნებებზე დაფუძნებულ თეორიულ მიდგომებს შეუძლიათ ურთიერთსაპირისპირო შედეგები გამოიწვიოს.

დასკვნა

წინამდებარე კვლევიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ალტრუიზმი ეგოიზმის შეფარული და გართულებული ფორმაა. გამომდინარე აქედან, სოციალურ მეცნიერებებში დამკვიდრებული შეხედულება, რომ ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა განსხვავდება იმ ნიშნით, რომ პირველი „სხვა“ ადამიანის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორე - საკუთარ თავზე, მცდარია: ალტრუიზმიც და პროსოციალური ქცევაც, საბოლოო ანგარიშით, საკუთარ თავზე ორიენტირებული ცნებებია.

ნათელია, რომ ევოლუციური და ქრისტიანული მსოფლმხედველობა, ალტრუიზმი და ქრისტიანული სიყვარული არათავსებადია, უფრო მეტიც, ერთმანეთის საწინააღმდეგოა და ამდენად, მათ შორის რაიმე სახის კომპრომისი თუ სინთეზი შეუძლებელია. ფაქტია ისიც, რომ ევოლუციური თეორია და მისი მოდიფიკაციები არ არის მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული და წმინდა ფილოსოფიურ და მსოფლმხედველობით კატეგორიას წარმოადგენს. ალტრუიზმის წარმოშობის თუ უცნობ ადამიანთა შორის ფართომაშტაბიანი პროსოციალური თანამშრომლობის თავსატეხი განპირობებულია თავად ევოლუციური პარადიგმით. თუ კი გამოვალთ ამ პარადიგმის „ტყვეობიდან“ და ვიხელმძღვანელებთ ქრისტიანული მსოფლმხედველობით, ვფიქრობთ, მეცნიერული კვლევა უფრო ნაყოფიერად წარიმართება. ჩვენი აზრით, დროა ყურადღება მიექცეს ქრისტიანული სწავლების მდიდარ ინტელექტუალურ საგანძურს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.

ლიტერატურა:

  • ბალარჯიშვილი ი. (2018). პარადიგმული კრიზისი და ინსტიტუციური ეკონომიკის „მეინსტრიმული“ პოტენციალი. ჟურნ. „გლობალიზაცია და ბიზნესი“,№ 6. გვ.110-115.
  • მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“.
  • პაპავა ვ. (2018). ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმის ძიებისათვის. „გლობალიზაცია და ბიზნესი“,№ 6. გვ.15-26.
  • წმ. იოანე დამასკელი. (2000). მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა. თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა“.
  • წმ. იოანე სინელი. (2011). კიბე ანუ კლემაქსი. თბილისი: გამომცემლობა „ალილო“.
  • Batson D.(2012). A History of Prosocial Behavior Research. In Handbook of the History of Social Psychology, New York: Psychology Press. p. 243-264.
  • Comte A. (2000). The Positive Philosophy. Kitchener: Batoche Books. Vol. I.
  • Eisenberg N.,  Beilin H. (1982). The Development of Prosocial Behavior. New York: Academic Press.
  • Fehr E., Fischbacher U. (2003). The Nature of Human Altruism.“Nature”, №425. p.785-791.
  • Harp G. (1991). “The Church of Humanity”: New York's Worshipping Positivists. “Church History”. Cambridge: Cambridge University Press, №60. Vol.4.p.508-523.
  • Henrich  J. (2015). Culture and Social Behavior. “Current Opinionin Behavioral Sciences”, № 3. p. 84-89.
  • Hieromonk Seraphim (Rose). (2000). Genesis, Creation and Early Man: The Orthodox Christian Vision. Platina: St. Herman of Alaska Brotherhood.
  • Kennedy D.,Norman C.(2005). Whatdon’t we know. “Science”, №. 309. p.75.
  • Meisinger H.(2000). Christian Love and Biological Altruism.“Zygon”,№. 35. Vol.4. p.745-782.
  • Pope S.(2007). Christian Love and Evolutionary Altruism. InHumanEvolutionandChristian Ethics, Cambridge: Cambridge University Press. p. 214-249.
  • Smith  A. (1984). The Theory of Moral Sentiments. Indianapolis: Liberty Fund
  • Белянин А. В. (2017). Лицом к Человеку: Достижения и Ввызовы Поведенческой     Экономики. „Журнал Новой Экономической Ассоциации”, №. 2.Vol.34. с.166-175.
  • Свенцицкий А. Л.,Казанцева Т. В. (2015). Повседневное Просоциальное Поведение Личностикак Накопление Социального Капитала.“Вестник Санкт-Петербургского Университета“,№. 12.Vol. 2. с. 45-54
  • Св. Василий Великий. (2009). Творения. Москва: Сибирская Благозвонница.Т. 2
  • Тихомиров Л. A. (1906). Альтруизм и Христианская Любовь. Вышний Волочек: Тип. В.С. Соколовой.

References:

  • Balarjishvili I. (2018). paradigmuli krizisi da institutsiuri ekonomikis „meinstrimuli“ potentsiali. [The Paradigm Crisis and The „Mainstream“ Potential of the Institutional Economy. Jour. "Globalization and Business", № 6. pp.110-115.] in Georgian.
  • Tsm. Ioane Sineli. (2011). kibe anu klemaksi. [St. John Climacus. (2011). The Ladder of Divine Ascent. Tbilisi: Alilo Publishing House.] in Georgian.
  • Comte A. (2000). The Positive Philosophy. Kitchener: Batoche Books. Vol. I.
  • Eisenberg N.,  Beilin H. (1982). The Development of Prosocial Behavior. New York: Academic Press.
  • Fehr E.,Fischbacher U. (2003). The Nature of Human Altruism.“Nature”, №425. p.785-791.
  • Harp G. (1991). “The Church of Humanity”: New York's Worshipping Positivists. “Church History”. Cambridge: Cambridge University Press, №60. Vol.4.p.508-523.
  • Henrich  J. (2015). Culture and Social Behavior. “Current Opinionin Behavioral Sciences”, № 3. p. 84-89.
  • Hieromonk Seraphim (Rose). (2000). Genesis, Creation and Early Man: The Orthodox Christian Vision. Platina: St. Herman of Alaska Brotherhood.
  • Kennedy D.,Norman C.(2005). What don’t We Know. “Science”, №. 309. p.75.
  • Meisinger H.(2000). Christian Love and Biological Altruism.“Zygon”,№. 35. Vol.4. p.745-782.
  • Pope S.(2007). Christian Love and Evolutionary Altruism. InHumanEvolutionandChristian Ethics, Cambridge: Cambridge University Press. p. 214-249.
  • Smith  A. (1984). The Theory of Moral Sentiments. Indianapolis: Liberty Fund
  • Sv. Vasiliy Velikiy. (2009). Tvoreniya. [St. Basil the Great. (2009). Ascetic creations. Moscow: Siberian Blagovesnitsa, Volume II. in Russian.
  • Mekvabishvili E. (2018). globalizatsiis epokis pinansuri krizisebi da sakartvelos ekonomika. [The Financial Crisis of the Epoch of Globalization and the Economy of Georgia. Tbilisi: Publisher “Intellect”.] in Georgian.
  • Papava V. (2018). ekonomikuri metsnierebis krizisi da akhali paradigmis dziebisatvis. [The Crisis of Economic Science and For the Search of the New Paradigm."Globalization and Business", № 6. pp.15-26. in Georgian.
  • Tsm. Ioane Damaskeli. (2000). martlmadidebluri sartsmunoebis zedmitsevnit gadmotsema [St. John Damascus. AnExact Exposition of Orthodox Faith. Tbilisi, "Publishing House of Tbilisi Technological Academy"]. in Georgian. 
  •  Batson D.(2012). A History of Prosocial Behavior Research. In Handbook of the History of Social Psychology, New York: Psychology Press. p. 243-264.
  • Belyanin A. V. (2017). Litsom k cheloveku: dostizheniya i vyzovy povedencheskoy ekonomiki. [Belianin A. V. (2017). Face to Face to Human Being: Achievements and Challenges of Behavioral Economics. “Journal of the New Economic Association”, no. 2.Vol. 34. p. 166-175.] in Russian.
  • Sventsitskiy A. L., Kazantseva T. V. (2015). Povsednevnoye prosotsialnoye povedeniye lichnosti kak nakopleniye sotsialnogo kapitala.  [Everyday Prosocial Behavior of Personality as Accumulation of Social Capital. “Bulletin of St. Petersburg University”, no. 12.Vol. 2. p. 45-54. in Russian.
  • Tikhomirov L. A. (1906). Altruizm i khristianskaya lyubov. Vyshniy Volochek: Tip. V.S. Sokolovoy.   [Altruism and Christian Love. Vyshny Volochek: Publisher V.S. Sokolova.] in Russian.