English / ქართული /








Journal number 3 ∘ Davit SikharulidzeShota ShaburishviliTea MunjishviliLeila KadagishviliRusudan MaisuradzeKhatia Udesiani
Total Factor Productivity Analysis According to the Size of Economic Activity and Sectors in Georgia

                                                                                         The research was implemented within the framework of a                                                                                   scientific grant  project of TSU Faculty of Economics and Business.

The main driver of Georgia's economic growth during the transformation period was domestic demand for supported remittances, capital flows, and economic liberalization, which led to increased productivity through sectoral redistribution. According to the World Bank's 2018 report, the main challenge for the country is the high rate of sustainable economic growth. According to the same report, in order to boost sustainable economic growth and double GDP by 2030, the government needs to reorient its economic policy from foreign investment to productivity.The study of the phenomenon of productivity is of great scientific, cognitive and practical importance at the present stage.

Based on the above, within the framework of the scientific grant project of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business – „Small Business Factor Productivity and Export Capabilities in Georgia", we aimed to investigate the relationship between enterprise size and productivity in terms of economic activity.

McMillan’s and Rodrik’s methods were used to analyze productivity, using which we calculated the trend of labor productivity in a separate size category. We used the Olley and Pakes approach to assess overall factor productivity.

We first discussed labor productivity by type of economic activity for small, medium, and large enterprises. The paper found that if large enterprises were leading in terms of labor productivity in 2006, then the situation would change and the productivity of small and medium enterprises would be equal to that of large enterprises.

The study of the total factor productivity of small, medium and large enterprises has shown that in general large enterprises are more productive than small and medium enterprises. However, it is interesting to analyze the relationship between size and productivity in terms of economic activity.

Keywords: Economic sector, factor productivity, production factors, enterprise size.                                                 

JEL Codes: J20, J24, O4

References: 

  • Avasilicai, S. (2009). Entrepreneurship: applied research, . Cluj-Napoca: Tedosco.
  • Baldwin, J. R. (2002). The Trend to Smaller Producers in Manufacturing: A Canada/U.S. Comparison. . Economic Analysis Research Paper Series, No. 3, Statistics Canada .
  • Beck, T. D.-K. (2005). Financial and legal constraints to growth: Does firm size. The Journal of Finance, 60(1), , pp. 137–177.
  • Dhawan, R. (2001). Firm isze and productivity differential: Theory and evidence from a panel of US firms. Journal of economic behavior and organization 44 (3) , pp. 269-293.
  • Druker, P. (2009). Innovation and Entrepreneurship, . New York: : Harper Collins.
  • Idson, T. L. (1999). Workers are more productive in large firms. American Economic Review, 89(2), , pp. 104–108.
  • Jovanovic, B. (1982). Selection and the evolution of industry. Econometrica: Journal of the Econometric Society, 50(3) , pp. 649–670.
  • McMillan, M. a. (2011). Globalization, structural change and productivity growth. . NBERWorking Paper 17143, , pp. 1–54.
  • Olley, S. a. (1996). The dynamics of productivity in the telecommunications equipment industry. Econometrica 64: , pp. 1263–97.
  • Shaburishvili S.kadagishvili L. (2018). Challenges to the development of small and medium business in Georgia. Bulletin of Khmelnytsky National University, Economic sciences N5(1),  pp.14-18.
    • Sikharulidze D. (2018). Industrial and Enterprise policy. Tbilisi: CSRDC.
  • Snodgrass, D. a. (1995). Industrialization and Small Firms Patterns and Policies. San Francisco: : International Center for Economic Growth.
  • Tybout, J. R. (2000). Manufacturing firms in developing countries: How well do they do, and why? Journal of Economic Literature, 38(1), pp. 11–44.
  • Văduva, S. ( 2004. ). Entrepreneurship, :. Bucharest: Economica.
  • Van Ark, B. a. (1996). Size Distribution of Output and Employment: A Data Set For Manufacturing Industries in Five OECD Countries, 1960s-1990. OECD Economics Department Working Paper No. 166.
  • Van Biesebroeck, J. (2005. ). Firm Size Matters: Growth and Productivity Growth in African Manufacturing. Economic Development and Cultural Change 53 , pp. 546–583.
  • Williamson, O. E. (1967). Hierarchical control and optimum firm size. . The Journal of Political Economy, 75(2), , pp. 123–138.
  • World Bank Group. (2018). Georgia: from reformer to performer. A systematic country diagnostic. World Bank.
  • National Statistic Office of Georgia. Business statistics. https://www.geostat.ge/ka/single-categories/105/biznes-seqtori-sakartveloshi
  • World Bank Group. Georgia from reformer to performer. A Systematic country diagnostic. 2018

მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის ანალიზი ეკონომიკური საქმიანობის ზომისა და                                    სექტორების მიხედვით საქართველოში

(კვლევა განხორციელდა თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში)

სტატიაში განხილულია კავშირი საწარმოს ზომასა და მწარმოებლურობას შორის  სექტორების მიხედვით. მაკმილანისა და როდრიკის მეთოდების საშუალებით დავადგინეთ ცალკეულ ზომით კატეგორიაში შრომის მწარმოებლურობის ტენდენცია. მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის შესაფასებლად გამოვიყენეთ Olley და Pakes -ის მიდგომა.

კვლევის[1] შედეგებმა გვიჩვენა, რომ მსხვილი საწარმოები, მცირე და საშუალო საწარმოებთან შედარებით, უფრო მწარმოებლურია. თუმცა განსხვავება  შეიმჩნევა  ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. 2008-2018 წლებში საწარმოს ზომის კატეგორიის მიხედვით შრომის მწარმოებლურობა იზრდებოდა შემდეგ სექტორებში: “კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, წყლის წარმოება-განაწილება, სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგამბულობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა, მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება“, ხოლო დანარჩენ სექტორებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება მთლიანი მწარმოებლურობის მაჩვენებელს, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური დახმარების სექტორის გარდა, აღნიშნულ პერიოდში ყველა სექტორში მცირდებოდა. სტატიაში ასევე გამოკვლეულია მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოებისთვის ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა.

საკვანძო სიტყვები:  ეკონომიკის სექტორი, წარმოების ფაქტორები, ფაქტორული მწარმოებლურობა,   საწარმოს ზომა.           

JEL Codes: J20, J24, O47

შესავალი

ტრანსფორმაციის პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო შიდა მოთხოვნა, მხარდაჭერილი ფულადი გზავნილებით, კაპიტალის მოდინებით და ეკონომიკის ლიბერალიზაციით, რამაც განაპირობა მწარმოებლურობის ზრდა სექტორული გადანაწილების საშუალებით.  შეიძლება ითქვას, რომ მომზადებულია ნიადაგი, რათა  ქვეყანამ უზრუნველყოს მწარმოებლურობის განუხრელი ზრდა საწარმოების დონეზე ეფექტიანობის ამაღლებით. მსოფლიო ბანკის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ამავე ანგარიშის მიხედვით, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და 2030 წლისათვის მშპ-ს გაორმაგების მიზნით, მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის რეორიენტაცია უცხოური ინვესტიციებიდან  მწარმოებლურობაზე უნდა მოახდინოს. არსებული დემოგრაფიული დინამიკის გათვალისწინებით, მაღალი ჩართულობის შემთხვევაშიც კი, სამუშაო ძალა, კაპიტალის აკუმულაციისა და მწარმოებლურობის გარეშე, ვერ გახდება ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი. შესაბამისად,  მწარმოებლურობა საკვანძო როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში.  ამიტომ მისი  სპეციფიკა და განვითარების პრობლემები მრავალი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი ზრუნვის საგანია. მწარმოებლურობის ფენომენის  შესწავლას თანამედროვე ეტაპზე დიდი სამეცნიერო, შემეცნებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მწარმოებლურობის ზრდა (Shaburishvili S., Kadagishvili L., 2018) - ესაა ახალი პროდუქტები, სამუშაო ადგილები, კონკურენტული გარემო, რეალიზებული პიროვნული პოტენციალი, საექსპორტო შესაძლებლობები, დამატებითი შემოსავალი სახელმწიფო ხაზინაში, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

ლიტერატურის ანალიზი

კავშირი საწარმოს ზომასა და მწარმოებლურობას შორის კარგადაა დასაბუთებული ვან არკისა და მონიჰოფის Van Ark და Monnikhof-ის (Van Ark, 1996) ნაშრომში საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მაგალითზე, ხოლო ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის - ინდოეთი, ფილიპინები, ტაილანდი, კორეა, ტაივანი, თურქეთი და აფრიკის ქვეყნები წარმოდგენილია სნოუდგრასისა (Snodgrass, 1995) და ვან ბისებროკის (Van Biesebroeck, 2005. ) კვლევებში. აღნიშნული ნაშრომები, რომლებიც ორიენტირებულია სამრეწველო საწარმოებზე, აჩვენებს, რომ განსხვავება მსხვილ და შედარებით მცირე საწარმოებს შორის დიდია. მაგალითად, Van Ark და Monnikhof-ის ნაშრომიდან ჩანს, რომ 1987 წელს აშშ-ს სამრეწველო საწარმოებში, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 9-მდე იყო,  შრომის მწარმოებლურობა მთლიანი დარგის საშუალო  მაჩვენებლის 62% იყო, ხოლო იმ საწარმოების შრომის მწარმოებლურობა, რომლებსაც 500 და მეტი თანამშრომელი ჰყავდათ - 126%. კანადის სამრეწველო სექტორის მონაცემები აშშ-ს მსგავსია ან კიდევ უფრო დიდ განსხვავებაზე მიუთითებს. ბოლდუინის, ჯარმინის და ტანგის (Baldwin, Jarmin, Tang) ნაშრომი გვიჩვენებს, რომ შრომის მწარმოებლურობა გადაზიდვებში იმ საწარმოებში, რომლებსაც 100-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავდათ, მთლიანი დარგის საშუალო მაჩვენებლის 62%-ია, ხოლო შრომის მწარმოებლურობა გადაზიდვებში ისეთ საწარმოებში, რომლებსაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდათ, მთლიანი დარგის საშუალო მაჩვენებლის 165%-ია (Baldwin, 2002).

მოსაზრება, რომ წვრილთან შედარებით მსხვილი საწარმოები უფრო მწარმოებლურია, მდგომარეობს შემდეგში: მსხვილი საწარმოები სარგებელს იღებენ მასშტაბის ეკონომიიდან. განვითარებად ქვეყნებში, სადაც ინსტიტუციები, როგორც წესი, სუსტია, ისინი ასევე იღებენ სხვა სახის სარგებელს, როგორიცაა წვდომა ლიცენზიებთან, ფინანსებსა და სამთავრობო კონტრაქტებთან. მეორე მხრივ, მსხვილი საწარმოებისათვის შესაძლოა შემზღუდველი აღმოჩნდეს მენეჯმენტის კომპლექსურობა და ნაკლები მოქნილობა ცვლილებების მიმართ. თავის ერთ-ერთ  პირველ ნაშრომში უილიამსონმა  აღწერა ეს ალტერნატივა იერარქიული კონტროლის მოდელში, რომელშიც გაფართოების   მზარდი უკუგება  მიღებულ სარგებელს უპირისპირდება კომპლექსურ მენეჯმენტზე გაზრდილი დანახარჯების შედეგად  (Williamson, 1967).

შემდგომი მოდელები აგებულია მცირე საწარმოების ამ უპირატესობაზე - უფრო სწორხაზოვანი და მოქნილი მენეჯმენტი. ამასთან, მცირე საწარმოები შესაძლოა ახალ ტექნოლოგიებთან უფრო ადვილად ადაპტირებადი და მეტად მგრძნობიარე იყოს. მცირე მასშტაბის ქონის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წარმოების პროცესი არსებულ ტექნოლოგიებში ნაკლებადაა ჩართული. ერთ-ერთი ავტორი თავის ნაშრომში  გვთავაზობს თეორიული არგუმენტების შეჯამებას, თუ რატომ აქვთ მცირე ფირმებს უკეთესი მწარმოებლურობა (Dhawan, 2001).

მცირე საწარმოების  ეფექტიანობის ადრეული თეორია ჯოვანოვიჩმა შემოგვთავაზა (Jovanovic, 1982). მისი მოდელის თანახმად, ფასის მიმღებმა საწარმოებმა დარგში შესვლისას იციან დანახარჯების განაწილება, მაგრამ უგულებელყოფენ საკუთარ შესაძლებლობებს. მის მოდელში  საწარმომ იცის საკმარისად ეფექტიანია თუ არა მისი საქმიანობა იმისათვის, რომ იარსებოს და გაიზარდოს. საწარმოები, რომლებსაც ცუდი მაჩვენებლები აქვთ, გადიან დარგიდან, ხოლო უფრო ეფექტიანი საწარმოები განაგრძობენ ოპერირებას. შედეგად, განხილულმა მაჩვენებლებმა აჩვენა, რომ მცირე საწარმოები  ყველაზე ეფექტიანები არიან. თუმცა, კვლევის ეს ხაზი ფოკუსირებულია საწარმოების დარგში შესვლაზე, დამკვიდრებაზე, ზრდაზე და  არ განიხილავს დამოკიდებულებას საწარმოს ზომასა და მისი მთლიანი ფაქტორების მწარმოებლურობას შორის.

იდსონი ამტკიცებს, რომ მსხვილი საწარმოები იმკიან სარგებელს მზარდი ამონაგებიდან, რაც ნაკლები გამოუყენებელი დროისა და მეტი წარმოების შედეგია (Idson, 1999). არსებობს გიბრატის წესთან (Gibrat’s Law) დაკავშირებული ლიტერატურა,   რომელშიც აღნიშნულია, რომ საწარმოების ზრდის ტემპი არაა დამოკიდებული მათ ზომაზე. განვითარებად ქვეყნებში ტიბოტი მსხვილი საწარმოების შედარებით მაღალ მწარმოებლურობას ასევე უკავშირებს ისეთ ცვლადებს, როგორიცაა მზარდი  უკუგება და ლობისტური ძალაუფლება (Tybout, 2000).

ამგვარად, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით არსებულ ლიტერატურაში იკვეთება ორი მიმდინარეობა, რაც ხაზს უსვამს საწარმოს ზომის გავლენას ისეთ ცვლადებზე, რომლებსაც, თავის მხრივ, გავლენა აქვთ მწარმოებლურობაზე. პირველი მათგანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის ასიმეტრია და ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრები, რომლებიც გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, ზღუდავს მცირე ზომის საწარმოების წვდომას ფინანსებზე. საწარმოს დონეზე ჩატარებული კვლევა, რომელიც 54 ქვეყანას მოიცავს, (ბექი და სხვ.)  აჩვენებს, რომ ფინანსური, სამართლებრივი და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები ზღუდავს მცირე საწარმოების ზრდას (Beck, 2005). ეს გვიჩვენებს იმ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ზომამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მწარმოებლურობაზე. მეორე მექანიზმია კავშირი ინოვაციებში განხორციელებულ ინვესტიციებსა და მწარმოებლურობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ საწარმოებს კვლევასა და განვითარებაში მსხვილ მასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა გააჩნიათ, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შედარებით მცირე საწარმოების მიერ განხორციელებული კვლევითი ინვესტიციები გაცილებით ეფექტიანია, მაგალითად, პატენტების რაოდენობის კუთხით.

ემპირიული მოდელი და მონაცემთა აღწერა

მცირე და საშუალო საწარმოების შრომის  მწარმოებლურობის ანალიზისათვის გამოყენებულ იქნა მაკმილანისა და როდრიკის მეთოდოლოგია (McMillan, 2011):

   

სადაც– არის მთლიანი ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობა.

 – i სექტორში დასაქმებული სამუშაო ძალის წილიt დროში; j - წარმოადგენს ზომის კატეგორიას.

–i სექტორის საწარმოს შრომის მწარმოებლურობა t დროში;

Δ სიმბოლო გვიჩვენებს შრომის მწარმოებლურობის და დასაქმების წილის ცვლილებებს t-k და t დროს შორის. ფორმულის მარჯვენა მხარის პირველი პირობა სექტორის შიგნით ცვლილებების კომპონენტია, ხოლო მეორე პირობა გვიჩვენებს სტრუქტურულ ცვლილებებს (ანუ სამუშაო ძალის გადანაცვლებას სექტორებს შორის).

მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოებისათვის მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის შესაფასებლად გავიყენეთ Olley და Pakes -ის მიდგომა (Olley, 1996). მოდელი იწყება საწარმოს სპეციფიკური წარმოების ფუნქციის აღწერით, რომელიც წარმოდგენილია კობ-დუგლასის წარმოების ფუნქციის სახით:

სადაც  i არის საწარმოს ზომის ინდექსი, j - დარგის ინდექსი, - დროს  - პროდუქციის გამოშვება, K - ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, M- შუალედური მოხმარება,     A - მთლიანი  ფაქტურული     მწარმოებლურობა (TFP  Total Factor Productivity)  კაპიტალის ელასტიკურობის კოეფიციენტი; β - შრომის ელასტიკურობის კოეფიციენტი; δ  - შუალედური მოხმარების ელასტიკურობის კოეფიციენტი.

თუ წარმოების ფუნქციას გარდავქმნით  ლოგარითმულ  წრფივ ფუნქციად, შესაბამისად, ტოლობა მიიღებს შემდეგ სახეს:


სტატიაში გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზა, კერძოდ, შემდეგი მაჩვენებლები: პროდუქციის გამოშვება, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, დასაქმებულთა რაოდენობა  და შუალედური მოხმარება. 

კვლევის შედეგები

ცხრილი 1 გვიჩვენებს შრომის მწარმოებლურობას საწარმოთა ზომის მიხედვით.   მიუხედავად იმისა, რომ წლების მიხედვით კავშირი მწარმოებლურობასა და  საწარმოს ზომას შორის მერყეობს,  ძირითადი ტენდენცია  ნათელია - მცირე საწარმოების შრომის მწარმოებლობა მსხვილ საწარმოებთან  შედარებით ნაკლებია.

თუმცა განსხვავება წლების მიხედვით მცირდება, კერძოდ, თუ 2006 წელს მსხვილი საწარმოების შრომის მწარმოებლურობა 2,7-ჯერ მეტი იყო მცირე საწარმოებთან მიმართებით,  2018 წელს ეს მაჩვენებელი 1,7-მდე შემცირდა. მსხვილ და საშუალო  საწარმოებს შორის შრომის მწარმოებლურობის თანაფარდობა 2006 წელს 1,7 იყო. 2018 წლისათვის მოცემული მაჩვენებელები გათანაბრდა.  2006 წელს საშუალო  საწარმოების შრომის მწარმოებლურობა 1,6-ჯერ აღემატებოდა მცირე  საწარმოების შრომის მწარმოებლურობას, ხოლო 2018 წლის მონაცემების მიხედვით ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა.

შრომის მწარმოებლურობა საწარმოთა ზომის მიხედვით   (ლარი)     

ცხრილი 1

წლები

მსხვილი

საშუალო

მცირე

2006

32627,5

19190,2

12022,5

2007

40494,3

26846,2

14781,9

2008

44183,5

26804,8

16470,8

2009

40509,3

29126,5

17513,7

2010

51070,5

32263,0

19825,0

2011

58285,2

40058,9

24009,9

2012

62350,4

51673,6

26049,8

2013

58106,6

47637,1

29153,7

2014

59987,1

51975,1

29759,8

2015

63045,9

57399,2

32992,9

2016

65204,3

60190,1

37128,2

2017

66761,3

66815,6

39174,8

2018

69224,2

69224,5

41484,8

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: ბიზნესსექტორი

ცხრილი 2 გვიჩვენებს შრომის მწარმოებლურობას ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით მსხვილი, საშუალო და მცირე  საწარმოებისათვის. შრომის მწარმოებლურობა მაღალია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში, ელეტროენერგიის, აირის, ორთქლის  და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობებში. ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების, დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის საქმიანობის სახეების მიხედვით, მსხვილი საწარმოების მწარმოებლურობა შედარებით მაღალია. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის მიხედვით მსხვილი, საშუალო და მცირე  საწარმოების შრომის მწარმოებლურობა თანაბარია.

შრომის მწარმოებლურობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით  (ლარი)                                                 

ცხრილი 2

წლები 

ეკონომიკური საქმიანობის სახეები

მსხვილი

საშუალო

მცირე

 

 

 

 

 

 

2018

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

31176

61985

36396

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება

102156

61604

76444

დამამუშავებელი მრეწველობა

136260

110028

56513

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მოწოდება

92841

227339

96427

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები

24620

26975

34454

მშენებლობა

122618

109992

93638

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი

45222

55089

24826

ტრანსპორტირება და დასაწყობება

73166

108451

54080

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

61952

52037

27898

ინფორმაცია და კომუნიკაცია

107052

60883

38979

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

96829

88769

63931

 

 

 

 

 

2017

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

31176,0

61985,0

36396,0

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება

102156,0

61604,0

61604,0

დამამუშავებელი მრეწველობა

136260,0

110028,0

56513,0

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მოწოდება

92841,0

227339,0

96427,0

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები

24620,0

26975,0

34454,0

მშენებლობა

122618,0

109992,0

93638,0

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი

45222,0

55089,0

24826,0

ტრანსპორტირება და დასაწყობება

73166,0

108451,0

54080,0

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

61952,0

52037,0

27898,0

ინფორმაცია და კომუნიკაცია

107052,0

60883,0

38979,0

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

96829,0

88769,0

63931,0

 

 

 

 

2016

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

24411

44593

33644

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება

107425

38221

64531

დამამუშავებელი მრეწველობა

95896

95026

54536

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მოწოდება

78729

163008

65234

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები

22909

19954

22505

მშენებლობა

144714

95898

72661

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი

46951

49777

23331

ტრანსპორტირება და დასაწყობება

56298

92360

51738

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

51883

48297

26514

ინფორმაცია და კომუნიკაცია

100522

58560

36086

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

85776

60088

56570

წყაროსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: ბიზნესსექტორი

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტირება და დასაწყობება“, საქმიანობის მიხედვით საშუალო  საწარმოები უფრო პროდუქტიულებია, ვიდრე მსხვილი  საწარმოები. ამავე სექტორებში მსხვილი  საწარმოების შრომის  მწარმოებლურობა შედარებით მაღალია მცირე  საწარმოებთან.

ცხრილი 3-დან ჩანს, რომ 2007-2011 წლებში მთლიანი მწარმოებლურობის ზრდა იყო დაახლოებით 14%, რაც განპირობებული იყო  სექტორებში მწარმოებლურობის ზრდითა და სექტორებს შორის მწარმოებლურობის ცვლილებით.

სტრუქტურული ცვლილებების მაჩვენებლები (%%)                                                                                           

ცხრილი 3

წლები

სექტორებში   მწარმოებლურობის   ცვლილება

სექტორებს შორის   მწარმოებლურობს   ცვლილება

მთლიანი  მწარმოებლურობის ზრდა

მთლიანი ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობა

2007-2011

8,4

14,4

13,9

36.7

2012-2017

0,3

-4,4

-0,7

-4.8

2007-2018

3,5

5,3

5,2

14

წყარო:ავტორთა ჯგუფის გათვლები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

2012-2017 წლებში მთლიანი მწარმოებლურობის ზრდა უარყოფითია, რაც გამოწვეულია სექტორებს შორის მწარმოებლურობის ვარდნით (Sikharulidze D., 2018). მთლიანად 2007-2018 წლებში მწარმოებლურობის ზრდის ტემპი საშუალოდ 5,2%-ია, რაც გამოწვეულია როგორც სექტორებს შორის მწარმოებლურობის ცვლილებით, ასევე თვით სექტორებში მწარმოებლურობის ზრდით.

ცხრილი 4 გვიჩვენებს ცალკეულ ზომით კატეგორიაში შრომის მწარმოებლურობის ტენდენციას ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით.

 მწარმოებლურობის ცვლილებების დეკომპოზიცია მცირე, საშუალო და მსხვილ ზომის საწარმოებში ეკონომიკური საქმიანობის   სახეების მიხედვით 2008-2018 წლები                                                                                                               ცხრილი 4

ეკონომიკის

საქმიანობის სახეები

საწარმოს ზომით კატეგორიაში შრომის მწარმოებლურობის ცვლილება   θΔP

დასაქმებულთა გადანაწილების მწარმოებლურბის ცვლილება საწარმოთა ზომის მიხედვით    ΔθP

მთლიანი მწარმოებლურობის ზრდა ΔθΔP

მთლიანი სექტორის  შრომის მწარმოებლურობა   ΔP

1

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა

-0,2

-1,6

-1,5

-3,3

2

თევზჭერა, მეთევზეობა

-

-

-

-

3

სამთომოპოვებით მრეწველობა

-54,4

-1,7

-2,3

-58,4

4

დამამუშავებელი მრეწველობა

1,0

-0,8

-0,8

-0,6

5

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

21,7

-0,8

-0,2

20,7

6

მშენებლობა

-0,4

-2,3

-1,3

-4

7

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

-1,1

-1,9

-1,0

-4

8

სასტუმროები და რესტორნები

1,1

2,1

-5,6

-2,3

9

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

3,4

-9,4

-9,6

-15,6

10

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა

1,0

-2,9

-3,1

-5

11

განათლება

-5,6

4,9

-18,2

-18,9

12

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება

6,2

-4,8

14,2

15,6

13

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

-0,5

-1,8

-1,2

-3,5

წყარო:შედგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

დასაქმებულთა გადანაწილების მწარმოებლურობა 2008-2018 წლებში მცირდება „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის,  ოპერაციები უძრავი ქონების, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ საქმიანობის სახეებში. მაშინ როდესაც სასტუმროების და რესტორნების და განათლების სფეროში მწარმოებლურობა იზრდება.

წარმოების ფუნქციის პარამეტრების შეფასება; დამოკიდებული ცვლადი: Log (y), შერჩევის პერიოდი 2008-2018     

ცხრილი 5

საწარმოს ზომა

C

ln K

ln L

LnM

დაკვირვება

მსხვილი საწარმოები

5.210380

(0.613038)

0.097377**

(0.047987)

 

0.509112***

(0.055589)

0.426880***

(0.04170)

102

საშუალო საწარმოები

4.039752

(0.696379)

0.129904***

(0.045195)

 

0.479840***

(0.043023)

0.452832***

(0.040766)

102

მცირე საწარმოები

3.992095

(3.992095)

 

0.270286***

(0.270286)

 

0.482747***

(0.482747)

0.300877***

(0.300877)

102

წყარო: შედგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

ცხრილი 5-დან ჩანს, რომ შრომისა და შუალედური მოხმარების ელესტიკურობის კოეფიცენტი უფრო მაღალია, ვიდრე კაპიტალის.  ყველა ცვლადი სტატისტიკურად მნიშნელოვანია. მას შემდეგ რაც განვსაზღვრეთ ელასტიკურობის კოეფიციენტები, შემდეგი ნაბიჯი არის მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის გამოთვლა, რისთვისაც ვიყენებთ ფორმულას:


ამ ფორმულის საშუალებით შეფასდა მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოებისათვის მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა 2008-2018წწ.-ში  ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით (იხ. ცხრილი 6).

მცირე საწარმოების მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით               

ცხრილი 6

 

ეკონომიკის საქმიანობის სახეები

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

საშუალო

1

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა

1,320

1,286

1,284

1,344

1,317

1,325

1,312

1,323

1,531

1,492

1,501

1,367

2

თევზჭერა, მეთევზეობა

1,495

1,442

1,322

1,432

1,531

1,468

1,466

1,503

1,531

1,492

1,501

1,471

3

სამთომოპოვებით მრეწველობა

1,413

1,376

1,397

1,368

1,363

1,399

1,367

1,377

1,541

1,557

1,546

1,428

4

დამამუშავებელი მრეწველობა

1,257

1,243

1,358

1,250

1,247

1,258

1,254

1,255

1,479

1,480

1,480

1,324

5

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1,424

1,473

1,525

1,556

1,495

1,497

1,512

1,490

1,596

1,583

1,621

1,525

6

მშენებლობა

1,304

1,286

1,369

1,280

1,255

1,276

1,246

1,261

1,508

1,510

1,513

1,346

7

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

1,221

1,226

1,300

1,234

1,228

1,235

1,227

1,228

1,498

1,503

1,504

1,310

8

სასტუმროები და რესტორნები

1,266

1,265

1,301

1,261

1,247

1,249

1,247

1,255

1,499

1,497

1,494

1,325

9

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1,286

1,299

1,392

1,318

1,289

1,293

1,282

1,282

1,504

1,518

1,508

1,361

10

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა

1,268

1,263

1,287

1,287

1,244

1,255

1,244

1,253

1,566

1,549

1,552

1,342

11

განათლება

1,304

1,324

1,282

1,309

1,302

1,290

1,281

1,297

1,525

1,523

1,524

1,360

12

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება

1,274

1,275

1,322

1,299

1,274

1,268

1,277

1,277

1,534

1,539

1,536

1,352

13

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

1,307

1,313

1,318

1,329

1,271

1,276

1,261

1,269

1,599

1,563

1,569

1,370

წყარო: შედგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

2008-2018 წლებში  მწარმოებლურობის მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა. მთლიანობაში 2008-2018 წლებში, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სახეობის მიხედვით, მცირე საწარმოების მწარმოებლურობა გაიზარდა. 

საშუალო ზომის საწარმოების მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 

ცხრილი 7

 

ეკონომიკის საქმიანობის სახეები

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

საშუალო

1

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა

1,321

1,323

1,261

1,309

1,354

1,351

1,333

1,344

1,512

1,528

1,465

1,373

2

თევზჭერა, მეთევზეობა

 

1,590

1,596

1,563

1,605

1,598

1,610

1,666

1,512

1,528

1,465

1,573

3

სამთომოპოვეებით მრეწველობა

1,414

1,373

1,388

1,413

1,410

1,409

1,424

1,395

1,554

1,565

1,559

1,446

4

დამამუშავებელი მრეწველობა

1,276

1,270

1,375

1,271

1,290

1,282

1,284

1,291

1,508

1,513

1,511

1,352

5

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1,286

1,361

1,438

1,453

1,409

1,429

1,444

1,443

1,630

1,647

1,635

1,470

6

მშენებლობა

1,274

1,251

1,341

1,272

1,266

1,276

1,280

1,291

1,512

1,519

1,540

1,347

7

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

1,315

1,302

1,364

1,286

1,307

1,282

1,294

1,274

1,553

1,561

1,553

1,372

8

სასტუმროები და რესტორნები

1,310

1,305

1,339

1,286

1,310

1,292

1,306

1,301

1,540

1,561

1,558

1,374

9

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1,316

1,313

1,405

1,299

1,320

1,321

1,324

1,334

1,524

1,523

1,527

1,382

10

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა

1,295

1,306

1,332

1,332

1,288

1,289

1,304

1,289

1,589

1,579

1,549

1,377

11

განათლება

1,264

1,271

1,248

1,245

1,277

1,265

1,277

1,278

1,558

1,551

1,547

1,344

12

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება

1,235

1,234

1,263

1,257

1,291

1,281

1,281

1,285

1,525

1,527

1,526

1,337

13

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

1,284

1,282

1,311

1,292

1,315

1,294

1,306

1,298

1,543

1,553

1,545

1,366

წყარო: შედეგენილი ავტორთა ჯგუფის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

საშუალო  საწარმოების შემთხვევაში, 2008-2018 წლებში, მწარმოებლურობის მაღალი ზრდა ფიქსირდება ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების სექტორში (27%). მწარმოებლურობის მაღალი ზრდით ხასიათდება ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (23,6%), განათლება (22,4), მშენებლობა (21%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (20%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (20%), დამამუშავებელი მრეწველობა (18%), სასტუმროები (18%).

მსხვილი საწარმოების მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით           

ცხრილი 8

 

ეკონომიკის საქმიანობის სახეები

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

საშუალო

1

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა

1,372

1,351

1,340

1,357

1,321

1,281

1,288

1,279

1,493

1,496

1,500

1,371

2

თევზჭერა, მეთევზეობა

1,800

1,635

1,525

 

 

1,751

1,733

1,626

1,493

1,496

1,500

1,618

3

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1,374

1,366

1,384

1,365

1,346

1,342

1,345

1,347

1,544

1,552

1,555

1,411

4

დამამუშავებელი მრეწველობა

1,254

1,251

1,352

1,254

1,250

1,252

1,254

1,253

1,513

1,519

1,523

1,334

5

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1,273

1,265

1,308

1,270

1,267

1,272

1,272

1,274

1,557

1,547

1,555

1,351

6

მშენებლობა

1,265

1,275

1,355

1,267

1,271

1,271

1,272

1,276

1,520

1,516

1,503

1,345

7

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

1,274

1,264

1,327

1,327

1,256

1,253

1,244

1,239

1,502

1,506

1,503

1,336

8

სასტუმროები და რესტორნები

1,334

1,316

1,324

1,292

1,297

1,287

1,288

1,283

1,504

1,519

1,523

1,361

9

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1,249

1,246

1,319

1,254

1,257

1,256

1,254

1,256

1,520

1,521

1,528

1,333

10

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა

1,315

1,312

1,336

1,289

1,297

1,294

1,292

1,287

1,632

1,642

1,634

1,394

11

განათლება

1,324

1,315

1,294

1,331

1,325

1,337

1,328

1,322

1,584

1,583

1,594

1,394

12

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება

1,222

1,226

1,254

1,240

1,235

1,236

1,240

1,244

1,529

1,496

1,500

1,311

13

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

1,306

1,284

1,303

1,311

1,308

1,322

1,323

1,302

1,544

1,548

1,533

1,371

წყარო: შედეგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

მსხვილი საწარმოების  შემთხვევაში, 2008-2018 წლებში, მწარმოებლურობა იზრდება: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა(24%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (23%), ტრანსპორტი და კავშირგამბულობა (22%), დამამუშავებელი მრეწველობა (21%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (22%), მშენებლობა (19%), ხოლო თევზჭერა, მეთევზეობის სექტორში მწარმოებლურობა მცირდება 17%-ით.

დასკვნა

ნაშრომში შევისწავლეთ მცირე, საშუალო და მსხვილი  საწარმოების მწარმოებლურობის დინამიკა, უწინარესად განვიხილეთ შრომის მწარმოებლურობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით მცირე, საშუალო და მსხვილი  საწარმოებისათვის. ნაშრომში გამოიკვეთა, რომ თუ 2006 წელს, შრომის მწარმოებლურობის მიხედვით,

მსხვილი საწარმოები ლიდერობდნენ, შემდგომში მდგომარეობა იცვლება და მცირე და საშუალო  საწარმოების  შრომის მწარმოებლურობა უთანაბრდება მსხვილი საწარმოების მაჩვენებელს.

მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების  მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის შესწავლამ აჩვენა, რომ მთლიანობაში მსხვილი  საწარმოები უფრო მწარმოებლურია, ვიდრე მცირე და საშუალო საწარმოები. თუმცა, საინტერესოა ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ზომასა და მწარმოებლურობას შორის კავშირის ანალიზი. როგორც მე-4, მე-5, მე-6 ცხრილები გვიჩვენებს, სოფლის მეურნეობასა, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში საშუალო  საწარმოები უფრო მწარმოებლურია, ვიდრე მცირე და მსხვილი საწარმოები, თუმცა, მსხვილი  საწარმოების მწარმოებლურობა მაღალია მცირე  საწარმოებთან შედარებით. თევზჭერა, მეთევზეობის სექტორში  მსხვილი  საწარმოების მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა მაღალია, ვიდრე მცირე და საშუალო  საწარმოების. სამთომომპოვებელ მრეწველობაში მცირე და საშუალო საწარმოები უფრო მწარმოებლურია, ვიდრე მსხვილი საწარმოები. დამამუშავებელ მრეწველობაში საშუალო  საწარმოების მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა  მსხვილი საწარმოებზე თითქმის ორჯერ მეტია, ხოლო მსხვილი და მცირე  საწარმოები თანაბრად მწარმოებლურია. ელექტრონული, აირის და წყლის წარმოება - განაწილების სექტორში მცირე საწარმოების მწარმოებლურობა მაღალია ვიდრე საშუალო და მსხვილი საწარმოების. მშენებლობის სექტორში საშუალო საწარმოები ლიდერობენ. იგივე სიტუაციაა ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სექტორში. აღნიშნულ  სექტორში საშუალო  მთლიანი  ფაქტორული მწარმოებლურობა, მცირე  საწარმოებთან შედარებით, მაღალია. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში საშუალო და მსხვილი საწარმოების მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობა თანაბარია და დიდად აღემატება მცირე საწარმოების მწარმოებლურობას. ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის შემთხვევაში მწარმოებლურობის მხრივ ლიდერობენ მცირე და საშუალო  საწარმოები. ხოლო უძრავი ქონების და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სფეროში, მსხვილი  საწარმოები უფრო მწარმოებლურია.

ლიტერატურა:

  • Avasilicai, S. (2009). Entrepreneurship: applied research, . Cluj-Napoca: Tedosco.
  • Baldwin, J. R. (2002). The Trend to Smaller Producers in Manufacturing: A Canada/U.S. Comparison. . Economic Analysis Research Paper Series, No. 3, Statistics Canada .
  • Beck, T. D.-K. (2005). Financial and legal constraints to growth: Does firm size. The Journal of Finance, 60(1), , pp. 137–177.
  • Dhawan, R. (2001). Firm isze and productivity differential: Theory and evidence from a panel of US firms. Journal of economic behavior and organization 44 (3) , pp. 269-293.
  • Druker, P. (2009). Innovation and Entrepreneurship, . New York: : Harper Collins.
  • Idson, T. L. (1999). Workers are more productive in large firms. American Economic Review, 89(2), , pp. 104–108.
  • Jovanovic, B. (1982). Selection and the evolution of industry. Econometrica: Journal of the Econometric Society, 50(3) , pp. 649–670.
  • McMillan, M. a. (2011). Globalization, structural change and productivity growth. . NBERWorking Paper 17143, , pp. 1–54.
  • Olley, S. a. (1996). The dynamics of productivity in the telecommunications equipment industry. Econometrica 64: , pp. 1263–97.
  • Shaburishvili S.kadagishvili L. (2018). Challenges to the development of small and medium business in Georgia. Bulletin of Khmelnytsky National University, Economic sciences N5(1),  pp.14-18.
    • Sikharulidze D. (2018). Industrial and Enterprise policy. Tbilisi: CSRDC.
  • Snodgrass, D. a. (1995). Industrialization and Small Firms Patterns and Policies. San Francisco: : International Center for Economic Growth.
  • Tybout, J. R. (2000). Manufacturing firms in developing countries: How well do they do, and why? Journal of Economic Literature, 38(1), pp. 11–44.
  • Văduva, S. ( 2004. ). Entrepreneurship, :. Bucharest: Economica.
  • Van Ark, B. a. (1996). Size Distribution of Output and Employment: A Data Set For Manufacturing Industries in Five OECD Countries, 1960s-1990. OECD Economics Department Working Paper No. 166.
  • Van Biesebroeck, J. (2005. ). Firm Size Matters: Growth and Productivity Growth in African Manufacturing. Economic Development and Cultural Change 53 , pp. 546–583.
  • Williamson, O. E. (1967). Hierarchical control and optimum firm size. . The Journal of Political Economy, 75(2), , pp. 123–138.
  • World Bank Group. (2018). Georgia: from reformer to performer. A systematic country diagnostic. World Bank.
  • National Statistic Office of Georgia. Business statistics. https://www.geostat.ge/ka/single-categories/105/biznes-seqtori-sakartveloshi
  • World Bank Group. Georgia from reformer to performer. A Systematic country diagnostic. 2018