English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი შიხაშვილი
თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების გამოყენება სტუდენტთა სწავლის პროცესში

საქართველოში   ეკონომიკური პროფილის    უმაღლესი    განათლების პროგრესული  განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური    ტექნოლოგიების     აქტუალური თეორიულ- მეთოდოლოგიური და   პრაქტიკულ-გამოყენებითი  საკითხების  კვლევა. სწავლების მეთოდი გულისხმობს სტუდენტებთან პედაგოგის  მუშაობის ხერხს, რომლის მეშვეობითაც ხდება შესასწავლი დისციპლინის ოპტიმალური გადაცემა და   ათვისება.    აუცილებელია     მეცნიერული    კვლევებისა     და საგანმანათლებლო   პრაქტიკის უახლესი   მიღწევების    მიზანმიმართული, საყოველთაო და რეგულარული  გამოყენების გაფართოება სტუდენტთა სწავლების    პროცესში. შესაბამისად,    სტატიაში განხილულია    შემდეგი საკითხები: დიდაქტიკური  მეთოდოლოგია და ეკონომიკური  დისციპლინების სწავლების მეთოდიკა; ავტორის საქმიანობა თანამედროვე ორგანიზაციულ- მეთოდური ტექნოლოგიების  კვლევისა  და გამოყენების მიმართულებით; სტუდენტთა მოსაზრებები ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის ეფექტურობისა და საჭიროების  შესახებ.

საკვანძო სიტყვები: პედაგოგიკა; დიდაქტიკა; სწავლების თანამედროვე მეთოდები;    ეკონომიკის სწავლების    მეთოდიკა; ურთიერთგამოკითხვა; სტუდენტთა მოსაზრებები ურთიერთგამოკითხვის  მეთოდზე; სტუდენტი ლექტორის როლში.

საქართველოში  ეკონომიკური   პროფილის უმაღლესი განათლების   პროგრე-სული განვითარებისთვის  უაღრესად  მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების  აქტუალური  საკითხების კვლევა.  აუცილებელია მეცნიერული  კვლევისა  და საგანმანათლებლო პრაქტიკის უახლესი მიღწევების მიზანმიმართული, საყოველთაო  და რეგულარული  გამოყენების  გაფართოება  სტუდენტთა სწავლების პროცესში.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ეკონომიკური  პროფილის სტუდენტთა სწავლების პროცესში   თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური  ტექნოლოგიების გამოყენების თეორიულ-მეთოდოლოგიური  და პრაგმატულ-გამოყენებითი საკითხების კვლევას და სიახლეების საყოველთაო დანერგვას ნაკლები ყურადღება ეთმობა. აქედან გამომდინარე, ჩვენში მცირეა  ასეთ კვლევებთან დაკავშირებული მონოგრაფიები,  სამეცნიერო  სტატიები  და შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობა. არსებული  ქართულენოვანი  ლიტერატურიდან  აღსანიშნავია  ავთანდილ ასათიანის მონოგრაფია  – „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა"  [1]. ყურადღებას იმსახურებს,  აგრეთვე ქართულენოვანი წყაროები [2-10, 12-14]. სტატიის  მიზნიდან გამომდინარე,  შევისწავლეთ  თემასთან დაკავშირებული   ინგლისურენოვანი  წყაროებიც [16-22].

სტატიაში გამოყენებული გვაქვს,  აგრეთვე, ჩვენ მიერ ურთიერთგამოკითხვის მეთოდის დანერგვის შედეგების შესახებ სტუდენტთა მოსაზრებების  ამსახველი მასალები [11].

ნაშრომის მიზანია:

  • მსჯელობა სტუდენტთა სწავლების თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთო- დური ტექნოლოგიების  აქტუალური  თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების შესახებ;
  • სწავლების ინტერაქტიული,  თანამშრომლობითი ორგანიზაციული  ფორმის ურთიერთგამოკითხვის მეთოდის ავტორისეული გამოყენების ეფექტურობის  შეს- წავლის საფუძველზე მისი დანერგვის გაფართოების საჭიროებისა  და შესაძლებლობის წარმოჩენა.

ნაშრომი ორიგინალურია  და სიახლეს წამოადგენს ქართული  სამეცნიერო-პედაგოგიური ეკონომიკური  საზოგადოებისათვის. მასში გადმოცემულია ავტორისეული ხედვები უმაღლესი ეკონომიკური განათლების სფეროში სწავლების თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური  ტექნოლოგიების  აქტუალური  თეორი- ულ-მეთოდოლოგიური  და პრაქტიკულ-გამოყენებითი  საკითხების შესახებ. ასევე, ასახულია ურთიეთგამოკითხვის  მეთოდის ავტორისეული  გამოყენების ეფექტურობის შესწავლის საფუძველზე მისი დანერგვის გაფართოების საჭიროება  და შესაძლებლობა.

დიდაქტიკური  მეთოდოლოგია და ეკონომიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკა

ტერმინი „მეთოდი“ (ბერძნ.  methodos) რაიმე მოვლენის კვლევის,  შეცნობის ხერხს ნიშნავს. ის ამასთან, არის წესი რაიმე საქმიანობაში,  მაგალითად – სწავლების მეთოდი. ხოლო მეთოდიკა არის საქმიანობის პრაქტიკული  განხორციელებისათვის საჭირო  მეთოდების, წესების ერთობლიობა.

მეთოდიკა  პედაგოგიკის,  კერძოდ დიდაქტიკის  ნაწილია,  რომელიც იკვლევს და გადმოსცემს  რომელიმე დისციპლინის  (ჩვენს შემთხვევაში ეკონომიკური დისციპლინების) სწავლების მეთოდებს.

სწავლების მეთოდი გულისხმობს სტუდენტებთან პედაგოგის მუშაობის ხერხს, რომლის მეშვეობითაც  ხდება შესასწავლი დისციპლინის ოპტიმალური  გადაცემა და ათვისება.

სწავლების  მეთოდიკაში  ჰარმონიულად   უნდა  იყოს შეხამებული  სასწავლო პროცესის  თეორიული და პრაქტიკული  საკითხები. მეთოდიკა, როგორც მეცნიერება  იკვლევს  და ადგენს სწავლების ყველაზე მიზანშეწონილ მეთოდებს. მისი ინტერესების  სფეროში შედის, აგრეთვე, სწავ- ლების კერძო საკითხები და მიმართულებები. აქედან გამომდინარე, მეთოდიკა შეიძლება იყოს:

  • ზოგადი, როდესაც  განიხილება სწავლების ისეთი ხერხები, რომლებიც  გამოიყენება ყველა დისციპლინის სწავლების დროს;
  • კერძო,  რომელიც გამოიყენება რომელიმე კონკრეტული  საგნის სწავლების პროცესში.

ფართო გაგებით, მეთოდიკა გულისხმობს საგნის სწავლებისას გამოყენებული სხვადასხვაგვარი  ხერხების ერთობლიობას.  იგი პედაგოგიკის  სპეციალური  ნაწილია, რომელიც  იკვლევს  და გამოიყენებს სწავლების წესებს და ხერხებს.

ეკონომიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკა არის სამეცნიერო  და სასწავლო დისციპლინა, რომელიც იკვლევს ეკონომიკის სწავლების პროცესის კანონზომიერებებს  და წესებს  და სახავს  ამ პროცესის ოპტიმიზაციის გზებს უახლესი მეთოდური ტექნოლოგიების  გამოყენების საფუძველზე.

ეკონომიკის  სწავლება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია,  რომლის დროს  აუცილებლად  უნდა იქნეს  გათვალისწინებული  ამ პროცესზე მოქმედი შიგა და გარე ფაქტორების  მთელი კომპლექსი.

ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა,  როგორც მეცნიერება  მოწოდებულია თეორიულად განაზოგადოს საგანმანათლებლო მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება,მოახდინოს სათანადო პროგნოზირება  და შემოგვთავაზოს სწავლების ისეთი მეთოდები, რაც სრულად უპასუხებს  ყველაზე უახლეს თანამედროვე მოთხოვნებს.

ეკონომიკის  სწავლების პროცესის  კვლევა უნდა ემყარებოდეს  სხვადასხვა მეცნიერების (ეკონომიკა,  ფილოსოფია, პედაგოგიკა,  სამართალი, ფსიქოლოგია, ეთიკა, ახალი ტექნოლოგიები)  მიღწევების ანალიზს და განზოგადებას.

ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა პირდაპირ  უკავშირდება  ისეთი საკითხების და პრობლემების გააზრებას და გადაჭრას, როგორიცაა: ვის ვასწავლით? რა მიზნით ვასწავლით? რას ვასწავლით? რა დროს ვასწავლით? როგორ  ვასწავლით? როგორ ისწავლონ?

ეკონომიკის  სწავლების მეთოდიკის უმთავრესი ამოცანაა უახლესი მოთხოვნების შესაბამისად გადაარჩიოს ეკონომიკური  მეცნიერების ძირითადი მონაცემები, ისე მოაგვაროს ეკონომიკის სწავლება, რომ სტუდენტებმა სასწავლო პროცესში  მაქსიმალურად ჩართულობისა და თანამშრომლობითი  საქმიანობის მეშვეობით მიიღონ ოპტიმალური  განათლება, აღზრდა, განვითარება და ინტელექტუალურ-მეთოდური ბაზა მომავალში  ცოდნის  მუდმივი განახლებისა  და სხვისთვის გადაცემისათვის.

ეკონომიკური   მეცნიერების  საფუძვლების და კონკრეტული   დისციპლინების სწავლება-ათვისებისა და შემდგომი გადაცემის  პროცესის   თვალსაზრისით, ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა ერთ-ერთი კერძო დიდაქტიკას წარმოადგენს. ის მიგვითითებს თუ როგორ  უნდა ისწავლებოდეს ეკონომიკა  საუკეთესოდ და მოწოდებულია:

  •  პედაგოგიური   მეცნიერების   მიზნების,  ამოცანების   და შესაძლებლობების მიხედვით დაამუშაოს შესასწავლი მასალის სისტემა და შინაარსი;
  • გადაწყვიტოს სპეციფიკური წმინდა პედაგოგიური  და დიდაქტიკურ-ტექნო- ლოგიური ამოცანები ეკონომიკური  მეცნიერების შინაარსობრივი შესაძლებლობე- ბიდან გამომდინარე.

მეთოდიკამ ეკონომიკა არამარტო  შინაარსობრივად  უნდა განსაზღვროს, არამედ დაადგინოს მისი შინაარსის  გახსნის  საუკეთესო  ფორმებიც.  მეთოდიკის მეშვეობით პედაგოგი  აღჭურვილია  ყველა იმ საშუალებით, რაც აუცილებელია ოპტიმალური  ეკონომიკური   განათლებისათვის (დისციპლინის შინაარსი,  ცოდნა, უნარი, სწავლების პედაგოგიურ-დიდაქტიკური  და ორგანიზაციულ-მეთოდური საშუალებები).

ეკონომიკის  სწავლების პროცესი უნდა ეყრდნობოდეს  ისეთ დიდაქტიკურ პრინციპებს, როგორიცაა: სწავლების მეცნიერულობა;   შეგნებულობა  და აქტიურობა; სისტემურობა   და თანმიმდევრულობა;  თვალსაჩინოება;  ცოდნის  მტკიცედ შეთვისება; მისაწვდომობა და დასაძლევობა; სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ამასთან, უნდა გამოიყენებოდეს სწავლების შემდეგი წესები: ნაცნობიდან უცნობისაკენ; ახლობელიდან შორეულისაკენ;  ადვილიდან ძნელისაკენ;  მარტივიდან რთულისაკენ; კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

ზემოაღწერილი  თვალნათლივ გვიჩვენებს,   რომ ეკონომიკის სწავლების თეორიასა  და პრაქტიკაში გადამწყვეტ როლს სწორედ მეთოდიკა ასრულებს.

ამ სფეროში ჩვენში ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. პირველ რიგში, აუცილებელია ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე უახლესი დასავლური სასწავლო ტექნოლოგიების  შესწავლა-დანერგვაზე საყოველთაო გადასვლა.  ეს ისეთი მიმართულებაა, რომლის პრაქტიკული   განხორციელება  აუცილებლად არ მოითხოვს სპეციალური  საკანონმდებლო აქტების  მიღებას,  ინვესტიციების  მოზიდვას და პედაგოგთა  კვალიფიკაციის   რადიკალურ  და ძვირადღირებულ შეცვლა-ამაღლებას.

 ავტორის საქმიანობა  თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების  კვლევისა და გამოყენების მიმართულებით

 თსუ-ის  ეკონომიკისა   და ბიზნესის ფაკულტეტზე  სხვადასხვა დისციპლინის სწავლების პროცესში  თანამედროვე მეთოდიკის (ლექციის  ჩატარება ინდუქციის მე- თოდით, პროექტების მეთოდი, შემთხვევის/ქეისის  ანალიზი, ურთიერთგამოკითხვა) გამოყენება  ჩვენ დავიწყეთ 1996 წლიდან.

ახალი მეთოდების ინტენსიურ გამოყენებაზე  ჩვენ გადავედით 1998-1999 სას- წავლო წლიდან, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის  ლექტორთა გაძლიერებულ ტრენინგ-სემინარების (1997-1998 სასწავლო  წელი) საფუძველზე მივიღეთ აშშ-ის ეკონომი- კური  განათლების ეროვნული საბჭოს (NCEE USA) ტრენერთა ტრენერის (Trainer of Trainers) სერთიფიკატი.

2012 წელს, როგორც  ექსპერტმა და ტრენერთა  ტრენერმა,  მოვამზადე 100- ზე მეტი ტრენერი,  რომლებმაც  საქართველოს  20 ქალაქში 14 ათას მსმენელს ჩაუტარეს  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ ორგანიზებული „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის"   2-თვიანი ტრენინგები. ამასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს  სპეციალური  სერტიფიკატი.

2000-2004 წლებში ფაკულტეტის მაგისტრატურაში,  ჩვენ მიერვე შედგენილი პროგრამით  ვკითხულობდით საგანს ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა"[2, გვ. 27-29].

პროგრამა  მოიცავდა 24 საათს (ლექცია – 12 სთ., სემინარი – 12 სთ)  და შედგებოდა შემდეგი თემებისგან:

1. ეკონომიკა,  როგორც  სამეცნიერო-პრაქტიკული  და სასწავლო დისციპლინა (ლექცია – 1 სთ., სემინარი – 1 სთ);

2. ეკონომიკური განათლების სისტემა (ლექცია  – 1 სთ., სემინარი – 1 სთ);

3. ეკონომიკური  პედაგოგიკის  და მეთოდიკის ზოგადი საფუძვლები (ლექცია – 2 სთ., სემინარი – 2 სთ);

4. ეკონომიკის  სწავლების მეთოდიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები  (ლექცია – 8 სთ., სემინარი – 8 სთ).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური  პროფილის ფაკულტე- ტებზე ყველა სპეციალობისათვის  ისწავლებოდა ამ მიმართულების ორი დისციპლინა: „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა"  და „ეკონომიკის  სწავლების მეთოდიკა". ამასთან, ეკონომიკური  თეორიის სპეციალობის  სტუდენტები დამატებით სწავლობდენ პედაგოგიკას,  პედაგოგიურ ფსიქოლოგიას, პოლიტეკონომიის სწავლების მეთოდიკას და სხვ.

XX ს. 90-ანი  წლების ბოლოდან, უმაღლესი განათლების პედაგოგიკა-დიდაქტიკის  თეორიულ-მეთოდოლოგიური  ხასიათისა და ჩვენი შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობის  ამსახველ ინფორმაციას,  სისტემატურად  ვაქვეყნებთ  სხვადასხვა წყაროში, რომელთაგან აღსანიშნავია [2-10].

 სტუდენტთა მოსაზრებები ინტერაქტიული,  თანამშრომლობითი ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის ეფექტურობისა  და მისი ფართოდ დანერგვის საჭიროების შესახებ 2002 წლიდანთსუ-ის ეკონომიკსა  და ბიზნესის ფაკულტეტზე  სხვადასხვა დისციპლინის სწავლების პროცესში, სემინარებზე თემების ჩაბარებისას  მუდ- მივად ვიყენებთ სტუდენტზე ორიენტირებულ,  ინტერაქტიულ,  თანამშრომლო- ბით მეთოდიკას  – „სტუდენტთა ურთიერთგამოკითხვა~   (ურთიერთგამოკითხვა 2-4 – კაციან  ჯგუფებში, ინტერვიუ წყვილებში, პედაგოგის/ლექტორის  როლი სტუ- დენტებისათვის, თემატური დისკუსია).

2006 წლიდან დავიწყეთ ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის გამოყენების  შესახებ სასემინარო ჯგუფების სტუდენტთა ზეპირი გამოკითხვა  და წერილობითი მოსაზრებების შეკრება.  განვლილ პერიოდში ზეპირად აქვს გამოთქმული თავისი მოსაზრება 1500-ზე მეტ სტუდენტს, ხოლო წერილობითი მოსაზრება გადმოცემული აქვს 250-ზე მეტ სტუდენტს. ამ მოსაზრებების  მცირე ნაწილის გაცნობითაც  კი  მკაფიო წარმოდგენა გვექმნება  ჩვენ მიერ გამოყენებული  მეთოდიკის ეფექტურობისა  და საჭიროების შესახებ.

 ქეთი კოლხიდაშვილი. 28.12.2008 .

 ურთიერთგამოკითხვის   მეთოდი ძალიან პრაქტიკულია. ჯერ ერთი,  ამით ვიგებთ დროს – ახლა მთელ ჯგუფს  აქვს შესაძლებლობა ჩაეტიოს  იმავე დროში, რომელშიც  რამდენიმე სტუდენტი თუ მოასწრებდა  ჩაბარებას.  მეორე  დადებითი მხარე ისაა, რომ სტუდენტებს უმუშავდებათ პედაგოგიური  აზროვნება.  მესამე  ის, რომ როდესაც  ერთი სტუდენტი აბარებს მეორეს რომელიმე თემას, რომელიც მეორეს უკვე ჩაბარებული აქვს წინა ლექციაზე,  ამ შემთხვევაში ხდება უკვე  ნასწავლი მასალის ერთგვარი გამეორება.  მეოთხე ამ შემთხვევაში დაზეპირება  გამორიცხულია. როდესაც  სტუდენტი აბარებს უშუალოდ ლექტორს,  იგი უფრო დაძაბულია. იმის შიშით, რომ არ შეეშალოს რამე, იგი ზეპირად სწავლობს თემას, ხოლო როდესაც აბარებ თანატოლს, დაძაბულობა გამორიცხულია,  ხარ უფრო თავისუფლად.

ქეთევან კობახიძე. 16.11.2012 .

პირველ სემინარზე, ამ მეთოდის გამოყენების მერე, ჩემი თანაკურსელები მოუთმენლად ელოდნენ შემდეგ სემინარს,  რათა მეტი და მეტი ესწავლათ მეგობრულ წრეში. ეს ჩემთვისაც სასიამოვნო პროცესი და სტიმულის   მომცემი გახდა, რომ არცერთი სემინარი არ გამეცდინა.

ელზა ხელაშვილი. 25.05.2013 .

სემინარზე ურთიერთგამოკითხვა  და ლექტორის  როლის მორგება ხასიათდება რიგი უპირატესობით:

1.  დროის რაციონალურად გამოყენება – მოცემული მეთოდის საშუალებით სემინარზე, თეორიული მეცადინეობის გარდა, შესაძლებლობა გვაქვს  განვახორციელოთ პრაქტიკული   სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია პროფესიის  დაუფლებისთვის;

2.  მეტი თავისუფლება  – ეს მეთოდი  უნივერსალურია   სტუდენტებისთვის,რადგან  მათ აქვთ  შესაძლებლობა  უფრო  თავისუფლად და დაძაბულობის  გარეშე გადმოსცენ სასემინარო თემა;

 3.  სამართლიანობა – სტუდენტს ეკისრება  ვალდებულება სწორად და სამართლიანად შეაფასოს, იცის  თუ არა თანაკურსელმა  თემა;

4.  კონტროლი – მოცემული  მეთოდი სტუდენტს საშუალებას აძლევს შეამოწმოს საკუთარი  თავი, რამდენად კარგად  ემზადება გამოცდებისთვის  და რომელ თე- მებზე უნდა გაამახვილოს  ყურადღება.

5.  კონცენტრაცია – სტუდენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს,  თუ რამდენად კარგად  და მარტივად გადმოსცემს  თემას, ამახვილებს ყურადღებას  თანაკურ- სელის მსჯელობაზე და საჭირო  შემთხვევაში ერთვება დისკუსიაში, რაც ხელს უწყობს თემის უფრო მყარად შესწავლას;

6.  პასუხისმგებლობა – სტუდენტი, რომელიც ირგებს ლექტორის როლს, პასუხიმგებელია როგორც საკუთარ თავთან, ასევე ლექტორთან, რომ ნამდვილად ჩაიბარა სასემინარო თემა. 

ირაკლი სვანიძე. 2.06.2013 .

ჩემთვის სასიამოვნო  ინოვაცია  იყო ურთიერთგამოკითხვის მეთოდი,რომელსაც  შემდეგი დადებითი მომენტები  ახასიათებს:

1.  აღნიშნული მეთოდი სტუდენტებს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ უფრო გახსნილები, რადგან თანატოლებსა  და მეგობრებთან  უფრო  ადვილია საკუთარი აზრის გადმოცემა, ვიდრე დაფასთან;

2.  მეთოდი საშუალებას  იძლევა სტუდენტებმა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და სწავლების  პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება;

3.  საშუალებას იძლევა, საჭიროების დროს, გამოკითხვა დისკუსიის სახით წარიმართოს, რაც უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე რუტინული სწავლების პროცესი;

4.  ვუსმენთ ერთმანეთს და გვივითარდება  მოსმენის  კულტურა;

5.  ამასთანავე, თუ რომელიმე სტუდენტმა თემა არ იცის, საკუთარი თანატოლი მისთვის ლექტორის როლში გამოდის, რაც ორივე მათგანისთვის ძალიან სასარგებლოა;

6.  არ იჩაგრებიან ის სტუდენტები, რომეთაც დაფასთან გამოსვლის  კომპლექსი აქვთ (პირადი გამოცდილებიდან).

მთლიანობაში,მე ძალიან მომწონს ურთიერთგამოკითხვის  მეთოდი და ვისურვებდი ყველა სემინარზე აღნიშნული ხერხით სწავლებას.

 ნათია ლელაშვილი. 14.12.2013 . 

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლების პროცესში ურთიერთგამოკითხვის მეთოდის უპირატესობებია:

1. ერთმანეთთან მოყოლით სტუდენტებს კომპლექსები  მოეხსნათ და საკუთარი აზრის გადმოცემა უფრო უადვილდებათ;

2. ვისწავლეთ  ერთმანეთის  მოსმენა და როცა ერთი ყვება, სხვები ცდილობენ ყურადღება სხვა საგნებზე არ გადაიტანონ;

3. ზოგიერთი სტუდენტი, ვისაც არ უსწავლია სემინარი, იქვე სწავლობს თემას ან იგებს მის შინაარსს და შემდეგ მისი ათვისება გაცილებით  უადვილდება;

4. პირადად მე უკეთ მამახსოვრდება წაკითხული, როცა  ამას სხვას ვუხსნი და ვასწავლი;

5. ლექტორის  მიერ გამოცხადებული ნდობა სტუდენტებს საშუალებას არ აძლევს მოიტყუონ,  რომ  იციან  სემინარი.  ამასთან, ლექტორი   მუდმივად აკონტროლებს ურთიერთგამოკითხვის  პროცესს;

6. ყველა სტუდენტის გამოკითხვაზე   ნაკლები  დრო იხარჯება  და სემინარზე საშუალება გვაქვს  ქეისები და სხვა დავალებები გავაკეთოთ,  რაც მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ყველასგან ერთი და იმავეს მოსმენა;

7. ასეთი მეთოდის (და ჯგუფური  დავალებების)  საშუალებით  სტუდენტებმა ერთმანეთი უკეთ გავიცანით. დარწმუნებული ვარ, ამ მეთოდის რომელიმე  დადებითი მხარე  გამომრჩამაგრამ აქედანაც შემიძლია ვთქვა, რომ ურთიერთგამოკითხვისას მინიმუმ, ზემოთ ჩამოთვლილ „7 კურდღელს ვიჭერთ ერთდროულად".

მთვარისა ქვრივიშვილი. 10.05.2016 .

 არსებობს  სტუდენტების გარკვეული  კატეგორია, რომელთაც   დიდი აუ- დიტორიის  წინაშე გამოსვლა  და მოყოლა  არ შეუძლიათ, რადგან  იბნევიან  და ავიწყდებათ ყველაფერი. ასევე არიან სტუდენტები, რომელთაც პრობლემები აქვთ მეტყველებასთან და ეუხერხულებათ საჯაროდ  თავისი ნაკლის წარმოჩენა.  ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია  უცხოელი  სტუდენტებიც,  რომლებიც ქართულად გამართულად ვერ საუბრობენ.

აღნიშნული პრობლემების  გამო, ხშირ შემთხვევაში, სტუდენტები ვერ ამჟღავნებენ ცოდნას და დაბალ შეფასებას იღებენ, რაც  უკმაყოფილებისა  და უსამართლობის შეგრძნებას იწვევს სტუდენტებში.ურთიერთგამოკითხვას   მეთოდის გამოყენების  შედეგად,  სწავლის  დონე საგრძნობლად ამაღლდა ჯგუფში. მენეჯმენტის ჯგუფში ყოველთვის აბსოლუ- ტურმა უმრავლესობამ იცის სემინარი, გაქრა უხერხულობის შეგრძნება, სტუდენტები ერთმანეთს აბარებენ  თემებს, საუბრობენ, მსჯელობენ, ცვლიან იდეებს და,  რაც მთავარია, არ ეშინიათ შეცდომის  დაშვებისა,  რადგანაც ჩვენთან, ბატონი გიორგის წყალობით, შეცდომების გამო კი არ ისჯებიან, არამედ უფრო მეტს სწავლობენ. გამოცდებზეც  ქულები საგრძნობლად უფრო მაღალი იწერება, ვიდრე სხვა საგნებში და საბოლოო  შედეგითაც ყველა კმაყოფილია.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მიდგომისთვის. ვისურვებდი, უფრო მეტმა ლექტორმა მიმართოს ამ ხერხს, რაც ზოგადად სწავლის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს, არამხოლოდ ჩვენს ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში, არამედ მთლიანად საქართველოში.

 ანა ღამბაშიძე. 25.05.2017 .

 უკვე  ორი წელია ვსწავლობ უნივერსიტეტში და სემინარებს ყოველთვის დაზეპირებულს ვაბარებდი ლექტორს  ან კიდევ კითხვებზე  პასუხის გაცემით.  ჩემთვის ბატონი  გიორგის მეთოდიკა  ინოვაციური   და საინტერესოა.  ძალიან კარგია, როდესაც  მეგობარს  ვუზიარებ ჩემს ცოდნას და ასევე ის მე მიზიარებს თავისას. როდესაც  მეგობარს  ვუყვები  მომზადებულ თემას,  უფრო თავისუფლად ვსაუბრობ  უფრო მეტი მნიშვნელოვანი ნაწილი მახსენდება და თუ რამე დამავიწყდა,ის დაამატებს და საბოლოოდ  სრულყოფილს  ვხდით ჩვენ მიერ ნასწავლ სემინარს.

შეიძლება ბევრმა იფიქროს,  რომ გამოცდისთვის ცუდია ასეთი მეთოდიკა, თავიდან  ცოტას მეც ვშიშობდი, გამოცდას  ნეტავ როგორ  ჩავაბარებ მეთქი, მაგრამ გამოცდაში მაქსიმალური ქულა ავიღე. ყველა თემის ახლიდან სწავლაც აღარ დამჭირდა და როდესაც  გამოცდაზე  ვწერდი, ყველაფერი მახსენდებოდა.

 დასკვნები  და მოსაზრებები  განსჯისა  და გამოყენებისათვის

 თავდაპირველად გადმოვცემთ  ჩვენს დასკვნებს  და მოსაზრებებს:

  • აუცილებელია  მეცნიერული  კვლევისა  და საგანმანათლებლო  პრაქტიკის უახლესი მიღწევების  მიზანმიმართული, საყოველთაო  და რეგულარული  გამოყენების გაფართოება სტუდენტთა სწავლების პროცესში;
  • ეკონომიკის  სწავლების პროცესი  უნდა ეყრდნობოდეს უმთავრეს დიდაქტიკურ პრინციპებს;
  • ეკონომიკური  დისციპლინების სწავლების მეთოდიკა არის სამეცნიერო  და სასწავლო დისციპლინა, რომელიც იკვლევს ეკონომიკის  სწავლების პროცესის  კანონზომიერებებს და წესებს და სახავს ამ პროცესის  ოპტიმიზაციის  გზებს უახლესი ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე;
  • ეკონომიკის   სწავლების მეთოდიკა,  როგორც მეცნიერება  მოწოდებულია თეორიულად განაზოგადოს  საგანმანათლებლო მუშაობის პრაქტიკული გამოცდი- ლება, მოახდინოს სათანადო პროგნოზირება  და შემოგვთავაზოს სწავლების ისეთი მეთოდები, რაც სრულად უპასუხებს ყველაზე უახლეს თანამედროვე მოთხოვნებს;
  • ეკონომიკის  სწავლების თეორიასა და პრაქტიკაში   უმნიშვნელოვანესია მეთოდიკის როლი.  მეთოდიკამ ეკონომიკა   არამარტო  შინაარსობრივად უნდა გაამდიდროს, არამედ დაადგინოს მისი არსის გახსნის საუკეთესო  ფორმებიც;
  • აუცილებელია,   ტრადიციული  გამოცდილების  გათვალისწინების  საფუძველზე, უახლესი დასავლური სასწავლო ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების შესწავლა-დანერგვაზე  საყოველთაო გადასვლა.

 2006  წლიდან  მრავალი  სტუდენტის გამოკითხვის  შედეგად  შეგროვილი,ქვემოთ გადმოცემული,  სტუდენტთა გაერთიანებული  დასკვნებისა  და მოსაზრებების გაცნობა, თავის მხრივ, ნათლად გვიდასტურებს  ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის ეფექტურობას და საჭიროებას:

  • ურთიერთგამოკითხვა ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და ეფექტური  მეთოდია როგორც  სტუდენტების, ასევე ლექტორებისთვის. ეს ლექტორის მხრიდან ფუნქციების  დელეგირებაა  და სტუდენტების  მოტივაციას   უწყობს  ხელს. ეს არის ლექტორის მიერ სასემინარო დროის სწორი მენეჯერული დაგეგმვა;
  • ურთიერთგამოკითხვის  დროს სტუდენტები არიან უფრო მომზადებულები და მობილიზებულები, რადგან მათ უწევთ თანატოლთან ლექტორის  როლის მორგება და შესაბამისი პასუხისმგებლობის  აღება.  თუ რომელიმე სტუდენტმა თემა არ იცის,  თანატოლი მისთვის ლექტორის  როლში გამოდის, რაც ორივესთვის ძალიან სასარგებლოა;
  • ეს სტუდენტისთვის სასიამოვნო პროცესი  და სტიმულის მიმცემია, რომ არ გააცდინოს  სემინარები. ურთიეთრგამოკითხვა  სტუდენტებისთვის დიდად საინტე- რესო  და მრავლისმომცემია,  ვიდრე დაფასთან ინდივიდუალურად მოყოლა.  მეთო- დი საშუალებას  იძლევა,  სტუდენტებმა  ერთმანეთი  უკეთ გაიცნონ  და სწავლების პროცესი  უფრო სასიამოვნო ხდება;
  • ურთიერთგამოკითხვის   მეთოდის გამოყენების  შედეგად,  სწავლის  დონე საგრძნობლად ამაღლდა ჯგუფში. არ იჩაგრებიან ის სტუდენტები, რომელთაც  დაფასთან გამოსვლის  კომპლექსი   აქვთ. მნიშვნელოვანია  მეთოდის როლი  სტუდენ- ტებს შორის კეთილისმყოფელი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, წარმოშობს აზრთა მრავალფეროვნებას, იძლევა დისკუსიის გამართვის საშუალებას.
  • მეთოდი შესანიშნავია  და სასურველია  ყველა  სემინარზე  აღნიშნული  ხერხით სწავლება. მსგავსი გამოკითხვის  მეთოდის დანერგვა მომგებიანი და სასარგებ- ლო იქნება ყველა უნივერსიტეტისთვის. კარგი  იქნება, თუ ამ სახის სემინარები ყველა საგანში დაინერგება. ეს სწავლის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 მთლიანობაში,  სასწავლო პროცესში ინტერაქტიული  მეთოდების გამოყე- ნება, ზემოთ აღწერილ დადებით მომენტებთან  ერთად, განაპირობებს ლექტო- რის პოზიციის  ცვლილებას. ცოდნის მატარებელ-გადამცემთან ერთად ის გვევლინება როგორც სტუდენტთა შემეცნებითი საქმიანობის  ორგანიზატორი.

სათანადოდ იცვლება ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ-ეთიკური  კლიმატი აუდიტორიაშიც, რომელიც იქცევა პედაგოგისა  და სტუდენტების ერთობლივი შე- მოქმედებითი მუშაობის ასპარეზადრაც საგრძნობლად ამაღლებს სწავლება/ სწავლის ხარისხს.

სასწავლო პროცესში ორი დაინტერესებული, ურთიერთგანმაპირობებელი მხარე პედაგოგი და სტუდენტი მონაწილეობს. სწავლების მაღალი შედეგი მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც ორივე მხარეს შორის ჰარმონიულიშემოქმე- დებითი ურთიერთობა  დამყარდება. ამის საშუალებას კი თანამედროვე სასწავლო-შემეცნებითი  და ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების (მათ შორის, ურთიერთაგმოკითხვის  მეთოდის) გამოყენება იძლევა.

 ლიტერატურა: 

 1.     ასათიანი ა. უმაღლესი სკოლის  პედაგოგიკა.  თბილისი, „უნივერსალი", 2015, 305 გვ.

2.      შიხაშვილი  გ. ეკონომიკის   სწავლების მეთოდიკა.  საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა  და განვითარების ცენტრის  ბიულეტენი. 2002, №71. გვ. 2-35.

3.     შიხაშვილი გ., შიხაშვილი მ. მენეჯმენტის სწავლების მეთოდიკა აშშ-ს უნივერსიტეტებში  საერთაშორისო  ჟურნალი „ამერიკის  შესწავლის საკითხები"  (კრებული IV). თბილისი, თსუ, 2006. გვ. 477-482, 541-542.

4.     შიხაშვილი  გ.  ბიზნეს-ტრენინგები  პროექტების   მეთოდის გამოყენებით.  ჟურნ. „ეკონომიკა  და ბიზნესი", 2008, №5. გვ. 119-131.

5.      შიხაშვილი გ. ეკონომიკური დისციპლინების სწავლების თანამედროვე ტექნოლო- გიები. თსუ სამეცნიერო  შრომების კრებული.  თბილისი, „ბარტონი", 2009. გვ. 182-189.

6.      შიხაშვილი გ. სწავლების პროცესში  სტუდენტური გუნდური პროექტების  მომზადება-პრეზენტაციის  მეთოდური ასპექტები.  ჟურნ. „ეკონომიკა  და ბიზნესი", 2010, №2. გვ. 169-182.

7.      შიხაშვილი  გ., გედევანიშვილი  მ., კრუსიძე კ.  პროექტების   მენეჯმენტი (სახელმძღვანელო). თბილისი, „მერიდიანი", 2012. 290 გვ.

8.     პროფესიული ორიენტაცია, საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა (სახელმძღვანელო). შემდგენლები. გ. შიხაშვილი, გ. ერქომაიშვილი, ც. დალაქიშვილი. თბილისი, „მერიდიანი", 2012. 260 გვ.

9.     შიხაშვილი გ., სატრენინგო პროექტი:  „პროფესიული ორიენტაცია, საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა. ჟურნ. „ეკონომიკა  და ბიზნესი", 2013, №4. 153-170.

10.   შიხაშვილი გ. ბიზნეს-ტრენინგების ორგანიზაციულ-მეთოდური ასპექტები.  შრომების კრებული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენციისა – „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები პრობლემები".  თბილისი, 2014. გვ. 251-260.

11.   სტუდენტთა მოსაზრებები  ურთიერთგამოკითხვის  მეთოდის შესახებ (გამოკითხვის მასალები  – 2006-2017 წწ.). კომპიუტერული  ვერსია, PDF ფორმატში.  თსუ სტუდენტური კვლევებისა და პროექტების  ცენტრი „იდეა~, 2018. 25 გვ.

12.   დიდაქტიკური  კონცეფცია. გურამ თავართქილაძის  სასწავლო  უნივერსიტეტი. თბილისი, 2011. 41 გვ.

13.   შონია ნ. აუდიტორიის მართვის ზოგიერთი ასპექტები  უმაღლეს სკოლაში.  შრომები IV საერთაშორისო  სამეცნიერო-მეთოდური  კონფერენციისა  „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები". აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, 2013. გვ. 427-430.

14.   სწავლების ფორმები და მეთოდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სტუ) http://gtu.ge/quality/pdf/sc.pdf 27.02.18. /5 გვ.

15. ნეფარიძე  თ. თანამშრომლობითი  სწავლა-სწავლება.   http://mastsavlebeli. ge/?p=2353 16.02.18. /5 გვ.

16.   Liesveld R., Ann Mille J. Robison J.Teach With Your Strengths: How Great Teachers Inspire Their Students. Gallup Press. New York, 2005. 204 p.

 17.   Gleeson A. Student PercepƟon of the EffecƟveness of CollaboraƟve learning Tutorials. Adelaide, Australia. Flinders Business School Research Paper Series: 2007 #05, p. 1-15.

18.   Dias M.Teaching Strategies for AcƟve Learning. Centre for University Teaching. U OƩa- va, March 2011, p. 1-6.

19.   Vision on Teaching and Learning. Universiry Policiy Papers. University of Amsterdam, 2012. 36 p.

20.   Vassiliou A., McAleese M. High Level Group on the Modernisation of Higher Education.

Report to the European Commission on New modes of learning and teaching in higher education. Luxembourg: Publications Office of the European Union, 2014 – 68 pp.

21.   Buitendijk S. InnovaƟve Teaching for World Class Learning. Learning and Teaching Strategy. Imperial College London, 2017. 42 p.

22.   Collaborative Learning – With Structure BY: Usable Knowledge. Harvard University.

Posted: January 8, 2018. p. 1-6. https://www.gse.harvard.edu/news/uk/18/01/collab- oraƟve-learning-structure