English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ინეზა გაგნიძე
კლასტერსა და სამეწარმეო უნივერსიტეტებს შორის სისტემური კავშირის როლი ეკონომიკის განვითარებაში

მსოფლიო ეკონომიკური   ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანო- ბის განსაზღვრისას  ქვეყნების ეკონომიკის  ინოვაციურ  განვითარებას  აფასებს შემდეგი მაჩვენებლებით: ინოვაციურობის  შესაძლებლობა, კომპანიების დანახარჯები კვლევასა  და განვითარებაზე, წარმოება-უნივერსიტეტს შორის კვლევითი კავშირი,  სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტების ხარისხი, პატენტების რაოდენობა  და სხვა. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს  არცთუ სახარბიელო  მდგომარეობა  აქვს. ამის გაუმჯობესება   შესაძლებელია მეცნიერების,  განათლებისა და ბიზნესის ინტერესების  ერთი მიმართულებით წარმართვით, რისთვისაც  საჭიროა  კლასტერებისა  და სამეწარმეო უნივერსიტეტების  ფორმირება.  ნაშრომში ფორუმის ანგარიშებსა  და ცნობილ  მეც- ნიერთა მოსაზრებებზე  დაყრდნობით წარმოდგენილია  სისტემური  კავშირი სამეწარმეო უნივერსიტეტსა  და კლასტერს  შორის. აღნიშნულია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მათი ერთობლივად განხილვის მცდელობა იშვიათია.

საკვანძო  სიტყვები: სამეწარმეო  უნივერსტეტი;  კლასტერი; განათლება; ბიზნესი.

საქართველოში ბიზნესის განვითარების დონე საერთაშორისო შეფასებების  მიხედვით

 ეკონომიკის   ინოვაციური  განვითარებისთვის მოწინავე ქვეყნებში ცდილობენ ბიზნესში დასაქმებული მკვლევარების  წილის ზრდას.  ასე, მაგალითად, „ეკ 27-ში მკვლევართა 45%-ია  დასაქმებული კერძო  სექტორში  აშშ-ში ეს მაჩვენებელი 78%- ია, ჩინეთში – 62%, ხოლო იაპონიაში – 74%" [1,გვ.7]. ასევე, „სამუშაო ძალაში ევროკავშირში ყოველ 100 კაცზე 6 მკვლევარია, როცა იგივე მაჩვენებელი აშშ-ში არის 9, ხოლო იაპონიაში – 11. ზრდის ტენდენციით ხასიათდება უმაღლეს განათლებაზე გაწეული დანახარჯების წილი, რაც ევროკავშირში  საშუალოდ მშპ-ის 1,3%-ია, აშშ- ში – 2,7%, ხოლო იაპონიაში – 1,5% [2, გვ.2; 8];

ცნობილია,  რომ მსოფლიო ეკონომიკური   ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში მოცემულია ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის  გლობალური  კონკურენტუნარიანობის   შეფასება  100-ზე მეტი  მაჩვენებლის  მიხედვით, რომლებიც გაერთიანებულია 12 მდგენელში. ეს მდგენელები თავის მხრივ დაჯგუფებულია ქვეყნის ეკონომიკაზე   ზეგავლენის სფეროსა და ხარისხის  მიხედვით. საქართველოში  ბიზნესის განვითარების  შესაფასებლად მაჩვენებლები ავიღეთ  ინოვაციისა  და განვითარების  ხარისხის ფაქტორების   ჯგუფიდან, რომელთა  გავლენა ეკონომიკის  გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე  შეფასებულია 10%-ით.  ისინი გაერთიანებულია  მე-11  და მე-12  მდგენელებში – „ბიზნესის განვითარების  ხარისხი" და „ინოვაციები".  ცხრილი 1 ასახავს 2008-2017 წწ. ქვეყნის ეკონომიკის  გლობალური კონკურენტუნარიანობის  საერთო შეფასებას, ბიზნესის განვითარების ხარისხის მდგენელის შეფასებას, მასში გაერთიანებულ  9 მაჩვენებელს  და დამატებით 3 მაჩვენებელს ინოვაციების მე-12  მდგენელიდან.

როგორც ცხრილიდან  ჩანს,  2008-2017 წწ. საქართველომ 90-ე ადგილიდან გადაინაცვლა 67-ზე,  რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა (23 პოზიციით). თუმცა, ჩვენი საკვლევი  საკითხის გარშემო  არსებული მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანას  სახარ- ბიელო მდგომარეობა  არ აქვს.  საანალიზო პერიოდში გაუარესებულია კლასტერების განვითარების  დონის (36 პოზიციით),  პროდუქტების  საწარმოო პროცესების განვითარების ხარისხის (4), უფლებების დასათმობად მზაობის (15), ინოვაციურობის შესაძლებლობების (2), კვლევასა  და განვითარებაზე  კომპანიების  დანახარჯების (1) და „წარმოება-უნივერსიტეტი"  კვლევითი კავშირის (7) მაჩვენებლები. თუმცა, აღსანიშნავია ისიც,  რომ ეს ჩამორჩენა  რამდენიმე წლის წინ გაცილებით  დიდი ინტერვალით  ხასიათდებოდა.  ბოლო  წლებში ზემოღნიშნული  მაჩვენებლები  უმჯობესდება, მაგრამ 2008 წლის დონესთან შედარებით მაინც გაუარესებულია.

ცხრილიდან ჩანს, რომ საბაზისო პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია ადგილობრივი მიმწოდებლების რაოდენობის  (2 პოზიციით),  ადგილობრივი მიმწოდებლების ხარისხის (16), ფასეულობათა ჯაჭვის  (17), საერთაშორისო დისტრიბუციის კონტეროლის (25) და კონკურენციული  უპირატესობების ხასიათის (22) მაჩვენებლები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პოზიცია  (67-ე ადგილი 137 ქვეყანას შორის 2017-2018 წწ. ანგარიშში)  მნიშვნელოვნად უსწრებს  (ხანდახან თითქმის 2-ჯერ)  ანგარიშის – „ინოვაციისა  და განვითარების ხარისხის ფაქტორების"   ჯგუფიდან ამოკრებილი მაჩვენებლების მიხედვით დაკავებულ  პოზიციას   (მაგალითად, კვლევასა  და განვითარებაზე  კომპანიების  დანახარჯების მაჩვენებელი (122) და წარმოება-უნივერსიტეტი  კავშირის  მაჩვენებელი (116), კლასტერების განვითარების დონე – 127).

ჩვენი აზრით,  ამ მაჩვენებლების მიხედვით ასეთი ცუდი  პოზიცია   იმის გამოაქვს ეკონომიკას, რომ ბიზნესის, განათლებისა და სამეცნიერო  კველვების განვითარება არ ხდება მათი ინტერესების ერთიანად წარმართვისა  და ქვეყნის კონკურენციული უპირატესობების  გათვალისწინებით.

საქართველოში ბიზნესის განვითარების ხარისხის შეფასების ზოგიერთი მაჩვენებელი მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის  2008-2017 წლების ანგარიშების  მიხედვით [3, გვ.168-169;  4, გვ.150-151;  5, გვ.162-163;  6, გვ. 182-183; 7, გვ.174-175;  8, გვ.192-193;  9, გვ.188-189;  10, გვ.176-177;  11, გვ.184-185, 12,გვ.124-125]

ცხრილი 1

საქართველოს  განათლების სისტემა საერთაშორისო  შეფასებების მიხედვით

 მკითხველის ყურადღება  გვსურს  გადავიტანოთ საქართველოს  განათლების სისტემის შეფასებაზე მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2008-2017 წლების ანგარიშების  მიხედვით, რაც ასახულია ცხრილში – 2 (შენიშვნა: ამ ცხრილში  არ გავიმეორეთ 1 ცხრილში არსებული მონაცემები მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის მიერ გამოკვლეული ქვეყნების საერთო რაოდენობისა და მათ შორის საქართველოს  მიერ დაკავებული პოზიციის  შესახებ). ცხრილი 2, ასევე, დამატებით ასახავს 3 მაჩვენებელს ინოვაციების მდგენელიდან.

საქართველოს  განათლების სისტემის შეფასება მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის გლო-

ბალური კონკურენტუნარიანობის  2008-2017 წლების ანგარიშების  მიხედვით [3, გვ.168-169; 4, გვ.150-151;  5, გვ.162-163;  6, გვ. 182-183;  7, გვ.174-175;  8, გვ.192-193;  9, გვ.188-189; 10, გვ.176-177;  11, გვ.184-185, 12, გვ.124-125]

 ცხრილი 2

ცხრილი  2-დან ჩანს, რომ  განათლების სისტემის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესებულია 24 პოზიციით (115 ადგილი 137 ქვეყანას შორის),  მათემატიკური  და სამეცნიერო  განათლების ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა  28 პოზიციით (103). ასევე,  გაუარესების  ტენდენციით ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლები: კვლევებისა და ტრენინგების  ხელმისაწვდომობა – 131 ადგილი (14), სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტების ხარისხი – 127 ადგილი (14), მეცნიერთა  და ინჟინერთა ხელმისაწვდომობა – 125 ადგილი (41), ხოლო პატენტების  რაოდენობის  მიხედვით 70-ე ადგილი (26-ით).

საქართველოში  ბიზნესსა და განათლებას შორის  ეფექტიანი კავშირის  არარსებობის სურათის აღწერას  დავასრულებთ იმ ფაქტის  აღნიშვნით, რომ მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2013-2017 წლების ანგარიშებში საქართველოში ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, ბოლო 4 წლის მანძილზე, პირველ ადგილზეა „სამუშაო ძალის არაადეკვატური  გა- ნათლება~, ხოლო მეორეზე – ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხუთი წლის წინ კი ამ მაჩვენებლებს საპირისპირო პოზიცია ეჭირათ [8, გვ.192; 9, გვ.188; 10, გვ.176; 11, გვ.184; 12, გვ.124].

ზემოაღნიშნულიდან  შეიძლება  დავასკვნათ,   რომ მოწინავე  ქვეყნების  ეკო- ნომიკის  განვითარების  სტრატეგიებში  ძალზე პოპულარული  „ცოდნის  სამკუთხ- ედის~,  „სამმაგი  სპირალის~,  „ღია ინოვაციების~  მოდელები  აბსოლუტურად   იგ- ნორირებულია საქართველოს ეკონომიკური  პოლიტიკის  შემუშავებისას, რაც აშკარად მეტყველებს განათლების, მეცნიერების და ბიზნესის მიმართულებით ეფექტიანი  სისტემური  კავშირების   არარსებობაზე,   გატარებული  რეფორმებისა და არსებული  პოლიტიკის   არაეფექტიანობაზე.

 კლასტერის ფორმირება  – ეროვნული  ბიზნესგარემოს გაუმჯობესების  გზა

 მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის მკვლევარებმა 2008 წელს შემოიღეს  ახალი ინდექსი,  რომელიც  მათ წარმოადგინეს, როგორც მიკროეკონომიკისა   და მაკროეკონომიკის   კონკურენტუნარიანობის ერთობლიობა (სქემა  1). აღნიშნული ინდექსის  გაანგარიშება  მოიცავს   6 დონეს [3,გვ.55] (შენიშვნა: საკვლევი  თემიდან გამომდინარე, სქემა  1 გამარტივებულია  და ნაჩვენებია მიკროეკონომიკის მიმართულებით მხოლოდ 4 დონე).

შეფასების უმაღლესი  (პირველი)  დონეა გლობალური  კონკურენტუნარიანობის ახალი ინდექსი. მეორე დონეზე გამოიყოფა მაკროეკონომიკის   და მიკროეკონომიკის კონკურენტუნარიანობა.   მკვლევარები  აღნიშნავენ, რომ „მაკროეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ინდიკატორები შესაძლებლობებს ქმნის მწარმოებლურობისთვის, ხოლო მიკროეკონომიკის  კონკურენტუნარიანობის ინდიკატორები კი, პირდაპირ ზემოქმედებს კომპანიების მწარმოებლურობაზე" [3,გვ.53].

მესამე დონეზე მიკროეკონომიკის  მიმართულებით არსებული ინდიკატორები ეხება კომპანიების  მართვისა და სტრატეგიების  განვითარების ხარისხს ((Company Operations and Strategy – COS) და ნაციონალური ბიზნეს-გარემოს ხარისხს (National Business Environment – NBE).

მიკროეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შეფასების მეოთხე დონეზე ნაციონალური ბიზნესგარემოს ხარისხის კატეგორიაში გამოიყოფა პორტერის  ალმასის წესის ოთხი მიმართულება: პირობები  ფაქტორებისთვის, სტრატეგიისა და კონკურენციის  კონტექსტი,  მოთხოვნის მდგომარეობა, მონათესავე და ხელშემწყობი დარგები/კლასტერები.  შეფასების მეექვსე დონე – მაჩვენებლებია, რომელთა რაოდენობა  ანგარიშებში წლების მიხედვით იცვლება  და რომლებზე  დაყრდნობითაც  1 და  2 ცხრილებში  წარმოდგენილია საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის  რამდენიმე მაჩვენებელი.

 

ამგვარად,   შეიძლება  დავასკვნათ,   რომ ქვეყნის  ეკონომიკაში   კლასტერის ფორმირება  კონკურენციული    უპირატესობების   მიხედვით განაპირობებს   მისი კონკურენტუნარიანობის  ამაღლებას.

კლასტერსა და სამეწარმეო   უნივერსიტეტს   შორის სისტემური კავშირის შესახებ

 განათლების ეკონომიკის  ევროპელი ექსპერტების  ქსელის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „1999 წელს იმ ფირმების  82%, რომლებიც საუნივერსიტეტო ლიცენზიებით საქმიანობდნენ, განლაგებული იყო იმავე რეგიონში, სადაც ეს უნივერსიტეტებია. 2009 წელს ჩატარებული  კვლევებით  დადგინდა, რომ  კურსდამთავრებულთა 71% ბიზნესს იწყებდა იმ რეგიონში,  სადაც დაიბადნენ, ხოლო თუ უნივერსიტეტიც  ახალგაზრდების მშობლიურ რეგიონში იყო, მაშინ ეს მაჩვენებელი 87%-მდე იზრდებოდა" [13გვ.45-46]. ასევე, ევროკომისიის კომუნიკაციაში  აღნიშნულია, რომ „უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს შეუძლია ეკონომიკა  განავითარონ იმ რეგიონებში, სადაც  ისინია განლაგებული.  მათ შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც ცოდნის ქსელის ცენტრი  ან ადგილობრივი კლასტერის  წევრი" [2, გვ.8].

აღნიშნულის ერთ-ერთი  საუკეთესო   მაგალითია კემბრიჯის მაღალი   ტექნოლოგიების  კლასტერი   (იგივე კემბრიჯის უნივერსიტეტის   ტექნოპოლი), რომელიც მსოფლიო სტანდარტის  ერთობად ჩამოყალიბდა ბოლო  30 წლის მანძილზე. გაერთიანებული სამეფოს ქალაქებს  შორის კემბრიჯს  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ინოვაციებში და ევროკავშირის  მიერ აღიარებულია, როგორც  ინოვაციების საუკე- თესო ცენტრი.  „კლასტერი ეყრდნობა ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე მრავალი მცირე კომპანიების  ჯგუფს, რომელთათვისაც  დამახასიათებელია „ქვემოდან ზემოთ" განვითარების ხაზი. აქ 1525 კომპანიაში დასაქმებულია 53 000 კაცი და მისი გეოგრაფიული არეალი მოიცავს  ქალაქ  კემბრიჯს  და მის გარშემო  25 მილის რადიუსის ზონას" [14, გვ.3].

ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ უნივერსიტეტები,  რომლებსაც  აქვთ ლიცენზიების გაცემის  უფლება, ბიზნეს-ინკუბატორები,  ტექნოლოგიის  ტრანსფერის ოფისები, საპატენტო/სალიცენზიო განყოფილებები (ანუ სამეწარმეო იგივე, საბაზრო,  ტექნოლოგიური ან ინოვაციური  უნივერსიტეტები)  განაპირობებენ  მათ გარშემო კლასტერის  ფორმირებას  და დიდ ზეგავლენას ახდენენ ადგილობრივი ეკონომიკის   განვითარებაზე.  ჩამოთვლილი ფაქტების  ერთობლიობაში გააზრებამ  გვიბიძგა გვეფიქრა უნივერსიტეტებსა და კლასტერებს  შორის სისტემური კავშირების  მოძებნაზე.

აღსანიშნავია,  რომ ერთი  მხრივ,  3000-ზე მეტი  ძლიერი კლასტერია   ევროპაში  და მეორე  მხრივ, XX საუკუნის  ბოლოდან ფართოდ გავრცელდა  სამეწარმეო უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც  საკმაოდ წარმატებულია. სამეცნიერო  ლიტერატურაში  მათი ერთობლივი კვლევა  არ მიმდინარეობს,  ვინაიდან ისინი, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის  განვითარების საშუალებები, პოპულარული გახდა სხვადასხვა დროს. შედეგად მათი კვლევა  დამოუკიდებელ მიმართულებებად წარიმართა, ჩვენ რამდენიმე ნაშრომში  შევეცადეთ  მათ ერთობლივ  განხილვას  უცხოეთში გამოქვეყნებულ  ნაშრომებში [15;16]. ამჯერად, კი მათ შორის  სისტემურ  კავშირს წარმოვადგენთ.

კლასტერის  მონაწილეთა ჩამონათვალი ავიღეთ სოლვევლის [17] ნაშრომიდან, კერძოდ, ავტორი გამოყოფს: „ფირმებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საჯარო  ინსტიტუტებს,  მედიას, უნივერსიტეტებს (რომლის შემადგენლობაშია: უნივერსიტეტები, კოლეჯები  და სხვ.) და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს" [17, გვ.15-16].

სქემა 2-ით კლასტერი  წარმოვადგინეთ ხის ფორმით, რომლის ტოტები კლასტერის  ხილული მონაწილეებია. ეს სქემა 2013 წელს შევიმუშავეთ [18].

ხის ტოტების  სიხშირე განპირობებულია  იმ ნიადაგის ნაყოფიერებით, რომელზეც კლასტერის  აღმოცენდება.  თავად ამ ნიადაგის ნაყოფიერება კი განისაზღვრება იმ პროცესების  ინტენსივობით,  რომლებიც  მიმდინარეობს უხილავად, კერძოდ: კლასტერების  პოლიტიკისადმი მთავრობის ინტერესი, ტექნოლოგიების  ტრანსფერი და მისი სისწრაფე განვითარებული ქვეყნებიდან, პორტერის   ალმასის მხარეების მდგომარეობა,  ადგილზე შესაბამისი ინსტიტუტების  ფორმირება და ეფექტიანი ამოქმედება,  ახალი საგანამანათლებლო  პროგრამების   დანერგვა,  ახალი ცოდნის შექმნა და გენერირება,  ეფექტიანი კანონმდებლობის შექმნა ინტელექტუალური საქმიანობის შესახებ, მისი ჰარმონიზაცია  განვითარებული ქვეყნების პრაქტიკასთან  და სხვა. ზოგიერთი აღნიშნული ფაქტორი  მოცემულია სქემა 2-ზე ხის ფესვების სახით.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კლასტერის  ერთ-ერთი მოქმედი მხარეა უნივერსიტეტი. კლასტერში სამეწარმეო უნივერსიტეტის როლის უფრო ხაზგასმით წარმოსაჩენად ასეთი უნივერსიტეტის  სქემა ავიღეთ აუდრეტჩის [19, გვ.318] ნაშრომიდან  და ის დავუკავშირეთ  კლასტერის  ხის ხილულ და უხილავ მხარეებს სქემა 3-ზე.

აუდრეტჩის [19] მიხედვით სამეწარმეო  უნივერსიტეტი  წარმოდგენილია როგორც ფუნდამენტური  და  გამოყენებითი   კვლევების   ერთობლიობა,   რომელსაც აქვს ეკონომიკაში   ცოდნის გადადინებისა და აბსორბციის,   ბაზრისთვის ახალი ან/ და გაუმჯობესებული  პროდუქტების  მიწოდების მექანიზმები. ასეთი სტრუქტურებით უნივერსიტეტი პირდაპირ ზემოქმედებს კლასტერის იმ ხილულ და უხილავ მხარეებზე, რომლებიც წარმოვადგინეთ სქემა 2-ზე.  აღნიშნული სისტემის შექმნით კი მიიღება ის შედეგი, რაც განათლების ეკონომიკის  ევროპელი ექსპერტების  ქსელის 2014 წლის ანგარიშში იყო მოცემული.

რატომ ვფიქრობთ, რომ სქემაზე (3) წარმოდგენილი მოდელი სისტემაა?  მოვიშველიებთ სისტემის განსაზღვრებას  აკოფის  მიხედვით, კერძოთ:  „სისტემა არის ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული  ელემენტი შემდეგი თვისებებით:

1. თითოეულ ელემენტზე გავლენას ახდენს მთლიანის ფუნქციონირება;

2. თითოეული ელემენტი მინიმუმ ერთი  ელემენტის გავლენის  ქვეშაა  სისტემაში;

დასკვნები განსჯისთვის

 ვფიქრობთ,  კლასტერებისა  და სამეწარმეო უნივერსიტეტების ფორმირება საქართველოში,  ხელს შეუწყობს  ქვეყანაში  განათლების, მეცნიერებისა  და ბიზნესის განვითარების  ინტეგრირებული  და ეფექტიანი  პოლიტიკის   ფორმირებას,  ადგილობრივი ეკონომიკის  პოტენციალის  სათანადო დონეზე შესწავლასა და გამოვლე- ნას, ამის შედეგად კი, ბიზნესის ახალი მიმართულებების  დაწყებას.

კლასტერებისა და მათში სამეწარმეო  უნივერსიტეტების  ფორმირება ეკონომიკის ინოვაციური  განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე  პირდაპირ ზემოქ- მედებს, კერძოდ,  ის აუმჯობესებს:

- ინოვაციურობის შესაძლებლობების მაჩვენებელს (ვინაიდან საუნივერსიტეტო სივრცე  გააერთიანებს განათლებას მეცნიერებასა  და ბიზნესს, თავიდანვე იქნება პროექტში გათვალისწინებული დანახარჯების მინიმიზაცია, გარემოზე ზემოქმედება, რისკები,  კადრებით უზრუნველყოფა და სხვა);

- კვლევასა   და  განვითარებაზე   კომპანიების   დანახარჯების  მაჩვენებელს (ბიზნესი  დაინახავს რა, რომ  განათლებასა და მეცნიერებასთან  კავშირი  მისთვის დანახარჯების მინიმიზაციით მაქსიმალურ შედეგების მიღწევის გზაა,  ის აუცილებლად დაინტერესდება სამეწარმეო  უნივერსიტეტებთან  თანამშრომლობით);

- "წარმოება-უნივერსიტეტი"   კავშირის  მაჩვენებელს (ვინაიდან სამეწარმეო უნივერსიტეტებში იქმნება ბიზნეს-ინკუბატორები,  საპატენტო  ოფისები, ტექნოლოგიის ტრანსფერის  ოფისები და სხვ.).  კლასტერების  განვითარების  დონის მაჩვენებელს და შედეგად, სამეწარმეო  უნივერსიტეტი  გვევლინება კლასტერის  ფორმირების ბაზად;

- პროდუქტების   საწარმოო  პროცესების   განვითარების  ხარისხის მაჩვენებელს (ვინაიდან, საუნივერსიტეტო  სივრცეში  სამეცნიერო  კვლევის  საფუძველზე ხდება საწარმოო პროცესების  დახვეწა და განვითარება).

სამეწარმეო  უნივერსიტეტების  ფორმირების ხელშეწყობა საქართველოს  რეგიონებში,  ზემოაღნიშნულის  გარდა,  ხელს შეუწყობს  ადგილობრივი  სამეცნიერო კადრების  გაზრდას  და ტვინების გადინების შემცირებას,  რეგიონში  მოსახლეობის დამაგრებას, უმუშევრობის  შემცირებას  და შემოსავლების ზრდას, ახალი ბიზნესის წარმოწყებისას ბარიერების შემცირებას, ეკონომიკის  განვითარებისადმი სისტემურ მიდგომას, სამეცნიერო  კვლევების  მოგებიანობას  და სისტემისთვის დამახასიათებელ სხვა სინერგიულ პროცესებს.

ლიტერატურა:

 1. Support for continued data collection and analysis concerning mobility patterns and career paths of researchers, Deliverable 8 – Final report MORE2 Prepared for: Euro- pean Commission Research Directorate-General Directorate B – European Research Area, Brussels, August 2013 hƩps://cdn4.euraxess.org/sites/default/files/policy–li- brary/final–report–0.pdf

2. COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMIT- TEE OF THE REGIONS Supporting growth and jobs – an agenda for the modernization of Europe’s higher education systems {SEC(2011) 1063 final}. Brussels, 20.9.2011, COM(2011) 567 final. http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CEL- EX:52011DC0567&from=EN

3. World Economic Forum; The Global CompeƟƟveness Report 2008-2009, Country/Eco- nomy Profiles, Georgia.

http://www3.weforum.org/docs/WEF–GlobalCompeƟƟvenessReport–2008-09.pdf

4. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2009-2010, Country/ Economy Profiles, Georgia. http://www3.weforum.org/docs/WEF–GlobalCompetitivenessReport–2009-10.pdf

5. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2010-2011, Country/Economy Profiles, Georgia.

http://www3.weforum.org/docs/WEF–GlobalCompetitivenessReport–2010-11.pdf

6. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2011-2012, Country/Economy Profiles, Georgia. http://www3.weforum.org/docs/WEF–GCR–Report–2011-12. pdf

7. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2012-2013, Country/Economy Profiles, Georgia,

http://www3.weforum.org/docs/WEF–GlobalCompetitivenessReport–2012-13.pdf

8. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2013-2014, Country/Economy Profiles, Georgia.

http://www3.weforum.org/docs/WEF–GlobalCompetitivenessReport–2013-14.pdf

9. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2014-2015, Country/ Economy Profiles, Georgia, hƩp://www3.weforum.org/docs/WEF–GlobalCompetitivenessReport–2014-15.pdf

10. World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2015-2016, Country/ Economy Profiles, Georgia. http://www3.weforum.org/docs/gcr/2015-2016/Global– Competitiveness–Report–2015-2016.pdf

11.  World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2016-2017, Country/Economy Profiles, Georgia. http://www3.weforum.org/docs/GCR2016-2017/05FullRe- port/TheGlobalCompetitivenessReport2016-2017–FINAL.pdf

12.  World Economic Forum; The Global Competitiveness Report 2017-2018, Country/Economy Profiles, Georgia. hp://www3.weforum.org/docs/GCR2017-2018/05FullRe- port/TheGlobalCompeƟƟvenessReport2017–2018.pdf

13.    The contribution of universities to innovation, (regional) growth and employment, EENEE Analytical Report No. 18, Prepared for the European Commission, European Expert Network on Economics of Education (EENEE), 2014, Reinhilde Veugelers KULeuven, Bruegel and CEPR With the help of Elena Del Rey University of Girona Revised version January 2014.

14. Cambridge Technopole Report 2013, v1.5 https://www.ifm.eng.cam.ac.uk/uploads/Cambridge–Technopole–2013–v1.5.pdf

15.    Gagnidze, I. (2015) Cluster as a tool for the challenges of development~,Strategica International Academic Conference, Third Edition‘Local versus Global’,Bucharest, Roma- nia, October 29–31, 2015,ISSN: 2392-702X; ISBN: 978-606-749-054-1, pp. 336–344.

http://strategica-conference.ro/wp-content/uploads/2016/01/Strategica-2015-Chal- lenges-of-IntegraƟon-into-the-World-Economy.pdf

16.    Gagnidze, I. (2018) The Role of InternaƟonal Educational and Science Programs for Sustainable Development (Systemic Approach), Kybernetes. Vol. 47 Issue: 2, pp. 409-424. https://doi.org /10.1108/K-03-2017-0114

17.    Solvell, O. (2009) Clusters – Balancing EvoluƟonary and ConsrucƟve Forces, Second Edition, 2009, p.15-16.

18.    Gagnidze, I.(2013) Regarding Invisible Effect of EducaƟon and Science Cluster in Transitional Countries. InInternational Symposium the Economic Crisis: Time for a Paradigm ShiŌ–towards a Systems Approach, Valencia, Spain. http://bslab-symposium.net/ Valencia.2013/InternaƟonal.Symposium.Valencia.2013-%20Panel-Strategy-Market- ing-Management.htm

19.    Audretsch, D. B. (2014) From the entrepreneurial university to the university for the entrepreneurial society, Published online: 6 December 2012 – Springer Science+Busi- ness Media New York 2012 ////J Technol Transf, 39:313–321, DOI 10.1007/s10961-

012-9288-1

20.    Ackoff, R.L. (1981) ‘CreaƟng the corporate future’. New York: John Wiley. pp. 15–16.

21.   ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 6, თბ., 1983.

22.   ამირეჯიბი ე., ბენაშვილი  ც. ქრისტიანობა   და ფიტომრეწველობის  განვითარება საქართველოში, „ქრისტიანობა და ეკონომიკა",  სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული,  თსუ გამომცემლობა, თბ., 2009.

23.    Charekishvili, L. (2015) ~Higher EducaƟon System in Georgia: Reforms and Modern Challenges,” Proceedings of Teaching and EducaƟon Conferences 2403787, Interna- Ɵonal InsƟtute of Social and Economic Sciences. https://ideas.repec.org/p/sek/ite- pro/2403787.html