English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ როინ მეტრეველი
განათლების მზე საუკუნეებში იკაშკაშებს! „ალმა მატერი“ ასი წლისაა

თბილისის ქართული უნივერსიტეტის  გერბი ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის  წინადადებით შექმნა  მხატვარმა  დიმიტრი  შევარდნაძემ. მან ძალზე მოქნილად,  ხატოვნად წარმოსახა  მასაზრდოებელი დედის alma mater-ის  ხორცშესხმული  სიმბოლიკა –  შველი, რომელიც ძუძუს აწოვებს ნუკრს. 1918 წლის 5 თებერვალს პროფესორთა საბჭომ მოიწონა გერბის ნიმუში და მიიღო იგი. დიახთბილისის უნივერსიტეტი სწორედ რომ მასაზრდოებელი დედაა ალმა მატერია. იგი იუბილარია ასი წლისა შესრულდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი... თეთრი სახლი... დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელ დღეს დაფუძნებული და დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა... მას უმაღლესი განათლებისა და დიდი მეცნიერების ნათელი კერის უწმინდესი მისია აკისრია.

საქართველოში  განათლებას  ჭეშმარიტად  დიდი ტრადიცია  აქვს. მარტო  ის რად ღირს, რომ ამ თექვსმეტი საუკუნის წინ საბერძნეთში სიამაყით აცხადებდნენ: მე განათლება  კოლხეთში  მივიღეო.  დიახ, კოლხეთის,  ანუ  ფაზისის რიტორიკული სკოლა  (აკადემია)  განათლების მნიშვნელოვანი ცენტრი  იყო, სადაც მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობდნენ. სწორედ აქ მიუღიათ განათ- ლება ბერძენ მოღვაწეებს  ევგენიოსსა  და თემისტიოსს და ზემომოყვანილი სიტყვებიც ერთ-ერთ მათგანს ეკუთვნის.

უმაღლესი განათლების ახალ ეტაპს წარმოადგენდა XII საუკუნის ათიანი წლები, როცა საქართველოში არაერთი აკადემია შეიქმნა. „ცხოვრება  მეფეთ-მეფისა დავითისი~  მეტად  საინტერესოდ  გადმოგვცემს,   რომ დავით  IV აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.) 1106 წელს „მოიგონა  აღშენება  მონასტრისა~  და „ადგილსა ყოვლად შუენიერისა  და ყოვლითურთ  უნაკლოსა   ააგო ტაძარი  – „ვითარცა  მეორე ცაი გარდაართხა  ტაძარი  ყოვლად წმიდისა და უფროსად  კურთხეულისა  დედისა ღმრთისა~.  იგი იყო „აღმატებული  ყოველთა წინანდელთა ქმნულთა~, განთქმული თავისი „სივრცითა  და ნივთთა სიკეთითა  და სიმრავლითა, და მოქნულობისაშეუს- წორებლობითა~. ეს იყო  გელათი,  სადაც  დაფუძნდა საყოველთაოდ  ცნობილი  და იმდროინდელ წინა აზიაში აღიარებული  გელათის აკადემია  (უნივერსიტეტი).  დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი  გელათს უწოდებს „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად. მოძღურად სწავლულები- სად, სხუად ათინად, ფრიად უაღრესს  მისსა საღმრთოთა  შინა წესთა...~

※ ※ ※

გადაწყდა – უნივერსიტეტი გაიხსნას 1918 წლის 26 იანვარს. 26 იანვარი საქართველოს ნიკოფსიიდან  დარუბანდამდე გამვრცობის,  აფხაზთა და ქართველთა, რანთა,  კახთა  და სომეხთა,  შირვანშა  და შაჰანშა  მეფის წმიდა დავით აღმაშენებლის მოსახსენებელი დღეა. ქართველმა  მამულიშვილებმა უნივერსიტეტის  მფარველ წმინდანად დავით აღმაშენებელი  აღიარეს.   დავითის ეპოქა იდეალი იყო ქართველთათვის. როგორც  ზემოთაც  აღინიშნა, დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათის აშენებასა და აკადემიის დაარსებას „სხვა ათინასა~ და „ახალ იერუსალიმს~  ადარებს. ათენი სწავლა-აღზრდისა  და განათლება-სიბრძნის  ცენტრი იყო, იერუსალიმი- რწმე- ნისა. გელათმა ეს ორი  მძლავრი ფენომენი შეისისხლხორცა  და მაღალი განათლე- ბისა და ღრმა რწმენის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.ამიტომ, არ იყო შემთხვევითი, რომ თბილისის უნივერსიტეტის  გახსნა, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, სწორედ 26 იანვარს გადაწყდა. ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას,  რომ თბილისის უნივერსიტეტი საქართველოს  მრავალსაუკუნოვანი  განათლებისა და კულტურის  დიდ ტრადიციებზე შეიქმნა – IV საუკუნეში  არსებული ფაზისის რიტორიკული  სკოლისა  და XII საუკუნის  გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე გახდა.

უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო  საკითხი ივანე ჯავახიშვილმა მოაგვარა.   რაოდენ  ნიშანდობლივია მოსე  ჯანაშვილის სიტყვები: „ივ. ჯავახიშვილმა იკისრა  ყველაზე  დიდი ტვირთი  – გუთნისდედობა თვით ქართული  მძიმე ღრმადმხვნელი გუთნისა... ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო,  ქართული  გიმნაზიის შენობა გვიქცია ეროვნული  დიდების ტაძრად,  მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ~.

დადგა 26 იანვარი 1918 წლისა... ამ დღეს წყნეთის ქუჩაზე  40-ში  მდებარე გიმნაზიის შენობაში გაიხსნა პირველი ქართული  უმაღლესი სასწავლებელი – ქართული უნივერსიტეტი...მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა  უნივერსიტეტის საზოგადოების  თავმჯდომარემ  აკაკი ჩხენკელმა.  აღფრთოვანებული  სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი  პეტრე  მელიქიშვილი. მან ხაზი გაუსვა იმ ამოცანებს, რომლებიც  უნივერსიტეტის წინაშე იდგა: „ვაფუძნებთ ქართულ უნივერსიტეტს  იმისათვის, რომ საშუალება მივცეთ  ჩვენ ხალხს მშობლიურ ენაზე გაეცნოს  და აითვისოს 

მეცნიერული  ჭეშმარიტების  საწყისები და აგრეთვე  საშუალება მივცეთ  ჩვენს მეცნიერულ  ძალებს შეისწავლონ ჩვენი სამშობლო – საქართველო  და კავკასია~.

შემდეგ ი. ყიფშიძემ წაიკითხამოხსენება  ქართული  უნივერსიტეტის  დაარსების შესახებ. ახლადდაარსებულ ქართულ  უნივერსიტეტს  მიესალმნენ სხვადასხვა (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი და სხვ.) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების  წარმომადგენლები.  მოვიდა ბევრი  მისალოცი  დეპეშა.  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კირიონ III-მ ამ დღეს საგანგებო პარაკლისი გადაიხადა.

ზეიმის  დასასრულს  გათვალისწინებული  იყო ივანე  ჯავახიშვილის  ლექცია, მაგრამ  ხალხის სიმრავლის გამო  ეს ვერ მოხერხდა...პირველი ლექცია  „ადამიანის პიროვნება  და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფიო მწერ- ლობაში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა 1918 წლის 30 იანვარს.ა სე დაიწყო ქართული უნივერსიტეტის  მაჯისცემა...

გახსნისას უნივერსიტეტში  369 სტუდენტი  იყო, 89 თავისუფალი  მსმენელი. მას 7 პროფესორი, 5 პროფესორის მოადგილე, 2 მეცნიერ-ხელმძღვანელი და 3 ლექტორი ჰყავდა. აი, როგორ  გამოიყურებოდა ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიუმი 1918 წლის პირველ სემესტრში:

რექტორი – დამსახურებული პროფესორი  პეტრე მელიქიშვილი (ქიმიის დოქტორი),  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე ჯავახიშვილი  (ქართული  ფილოლოგიის მაგისტრი  პეტერბურგის  უნივერსიტეტისა);  სიბრძნისმეტყველების  ფაკულტეტის  მდივანი – პროფესორი იოსებ ყიფშიძე (ქართული ფილოლოგიის მაგისტრი პეტერბურგის უნივერსიტეტისა); პროფესორი ანდრია ბენაშვილი (გეოდეზია), პროფესორი კორნელი  კეკელიძე (საეკლესიო  ისტორია, ღვთისმეტყველების მაგისტრი),  პროფესორი  დიმიტრი  უზნაძე  (ფსიქოლოგია), პროფესორი ფილიპე გოგიჩაიშვილი  (პოლიტიკური ეკონომია), პროფესორის მოადგილე ანდრია რაზმაძე  (უმაღლესი მათემატიკა),  პროფესორის  მოადგილე სვიმონ ავალიანი  (ისტორია),  პროფესორის მოადგილე შალვა ნუცუბიძე  (ფილოსოფია), პროფესორის  მოადგილე გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება),  მეცნიერ-ხელმძღვანელი ექვთიმე  თაყაიშვილი  (სიძველეთმცოდნეობა),  მეცნიერ  ხელმძღვანელი იუსტინე აბულაძე (სპარსული  ენა), ლექტორი ელენე ორბელიანი (ფრანგული ენა),  ლექტორი  არტურ ლაისტი  (გერმანული ენა), ლექტორი  ილია ყიფშიძე (გერმანული ენა), ლექტორი ვანდა ღამბაშიძისა (ინგლისური ენა).

1918 წლის გაზაფხულზე მძიმე სამხედრო-პოლიტიკური   ვითარება  შეიქმნა. თბილისს ოსმალთა შემოსევის საფრთხე შეექმნა. აპრილში ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს. ნიშანდობლივია უნივერსიტეტის პროფესურის სიმტკიცე. მათ  მიიღეს დადგენილება, არ დაეხურათ უნივერსიტეტი  და გაეგრძელებინათ ლექციების  კითხვა.  იმ სტუდენტებს, რომლებიც  ომში წავიდნენ, გამოტოვებული  ლექციები  განმეორებით უნდა წაჰკითხვოდათ.  მეცნიერებმა გადაწყვიტეს, საშიშროების შემთხვევაშიც უნივერსიტეტის  შენობაში დარჩენილიყვნენ და მის დაცვაში  მიეღოთ მონაწილეობა.  ეს დადგენილება 9 მეცნიერმა მიიღო. აი, ისინიც: პეტრე  მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი,კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი,ფილიპე გოგიჩაიშვილი  და იოსებ ყიფშიძე.

უნივერსიტეტი  თანდათან იზრდებოდა.

1918 წლის ოქტომბერში  გაიხსნა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო  ფაკულტეტი;

1921 წლის სექტემბერში  – აგრონომიული ფაკულტეტი;

1922 წლის 16 იანვარს – პოლიტექნიკური ფაკულტეტი;

1922 წლის ოქტომბერში  – სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი;

1918 წლის  3 სექტემბერს  ეროვნულმა საბჭომ  უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოაცხადა.

1919 წლის 24 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილი არჩეულ იქნა რექტორად.  ამ თანამდებობაზე იგი 1926 წლის ივნისამდე მუშაობდა.

1920 წლის 9 მაისს პროფესორთა  საბჭომ პირველად ჩაატარა  დისერტაციის დაცვა – დოქტორის  ხარისხი მიენიჭა აკაკი შანიძეს.

1923 წელს დაარსდა უნივერსიტეტის  სტამბა, 1933 წელს – გამომცემლობა.

1926 წლის 22 ივნისს ივანე ჯავახიშვილი რექტორობიდან   გაათავისუფლეს. დაიწყო უნივერსიტეტის ე.წ. რეორგანიზაცია,  რაც მის ფაქტობრივ  დაშლა-დაქუცმაცებაში გამოიხატა.1933 წლის იანვარში უნივერსიტეტმა  ხელახლა მიიღო სასწავლო და სამეცნიერო  დაწესებულების სახე.

ივანე ჯავახიშვილის  შემდეგ, დანიშნული რექტორებიდან,  სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გამოიჩინა თავი და ივანე ჯავახიშვილის ლაფში ამოსვრაც  კი მოიწადინა. ნუ გავკიცხავთ  მათ და ყოველივე იმ დროის პროდუქტად  ჩავთვალოთ. ერთი რამ კი აღსანიშნავია – ივანე ჯავახიშვილის შემდეგ დანიშნული 6 რექტორი  (თედო ღლონტი, მალაქია  ტოროშელიძე,  ივანე  ვაშაყმაძე,  ალექსანდრე  ერქომაიშვილი,  ლევან აღნიაშვილი, კარლო  ორაგველიძე),  რომლებიც  ერთგულად ემსახურებოდნენ არსებულ რეჟიმს, ამავე რეჟიმმა დასაჯა – ექვსივე დახვრიტეს.

საბედნიეროდ, უნივერსიტეტის  რექტორებად  სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ალექსანდრე  ჯანელიძე და ნიკო კეცხოველი, ილია ვეკუა  და ვიქტორ  კუპრაძე, გიორგი  ძოწენიძე და ევგენი ხარაძე, დავით ჩხიკვიშვილი და ვაჟა ოკუჯავა, ნოდარ ამაღლობელი და ოთარ  ჯაფარიძე.  თითოეულმა მათგანმა შეძლებისდაგვარად თავისი ძალა და ღონე ჩადო საუნივერსიტეტო  საქმიანობაში.

უნივერსიტეტის  სასახელოდ უნდა ითქვას,  რომ ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე იგი ღირსებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ ამოცანას. აქ დაფუძნდა და შემდგომ განვითარდა ქართული მეცნიერული სკოლები: მათემატიკის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ორიენტალისტიკის, ფიზიკის, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი. უნივერსიტეტის პროფესურამ შექმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (1941 წ.).

XXI საუკუნის   დასაწყისმა მწვავე  არჩევანის  წინაშე  დაგვაყენა.  პროცესები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში  მიმდინარეობს, კვლავ  სვამს კითხვას  – ვინ ვართ ჩვენ? საით მივდივართ? აქ მხოლოდ ცივი  გონებით შეიძლება გადაწყვეტილების მიღება. ამოცანა ერთია: საქართველოს ყოველი მოქალაქის მიზანი უნდა იყოს საყოველთაო სამამულო მშვიდობა. ადამიანებმა თვითონ უნდა მოახერხონ  გარდაქმნა.  რადიკალურად შესაცვლელია არსებული სტერეოტიპები. აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა.  თითოეულ ადამიანში ჯერ  კიდევ არსებული სიძულვილისა და ნგრევის  ინსტინქტი  უნდა გარდაიქმნას  შენებისა და სიყვარულის  უნარად. უფალი ბრძანებს:  „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ;  ირეკდით და გან- გეღოს  თქვენ; რამეთუ ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოვოს,  და რომელი ირეკნკდეს,  განეღოს~  (მათე, 7, 7-8). შევისმინოთ „სახარების 

შეგონება-ღაღადისი.   დღეს ჩვენ უნდა გავიმეოროთ  მრავალგზის  უკვე ნათქვამი – ჩვენს ქვეყანას  სირთულეებიდან გამოიყვანს  და გადაარჩენს  ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლება.  ერის განათლება, საზოგადოების  გადარჩენისა და შემდგომი წინსვლის რეალური გზაა.

※ ※ ※

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 90-იან  წლებში უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის  განვითარების  საქმეში,  სამეცნიერო კადრების  მომზადებისა და ქვეყნის  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში  შეტანილი დიდმნიშვნელოვანი წვლილისთვის  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს,  ერთადერთს საქართველოში,  განსაკუთრებული  სტატუსი მიენიჭა. XX  საუკუნის მიწურულს (საერთოდ ოთხმოცდაათიან წლებში), საქარ- თველოში  განვითარებულმა  საზოგადოებისა   და ეკონომიკის  ცვლილებების გლობალურმა ხასიათმა აუცილებელი  გახადა უნივერსიტეტის  მართვისა და სწავლების ორგანიზაციის ეფექტური მეთოდების დამუშავება, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი მენეჯმენტისა და მარკეტინგის  ფართო და საფუძვლიანი გამოყენება.ახალ  სოცი- ალურ-ეკონომიკურ  პირობებში უცვლელი დარჩა უნივერსიტეტების, საზოგადოდ, და მეტადრე თბილისის უნივერსიტეტის  მისია: განათლების, მეცნიერებისა  და კულ- ტურის განვითარების უზრუნველყოფა.

უნივერსიტეტის  წინაშე გამოიკვეთა  ორი ძირითადი ამოცანა:  პირველი – სასწავლო  პროცესების   მოდერნიზაცია  მსოფლიო სტანდარტების  შესაბამისად, და მეორე  – არსებული ინტელექტუალური  პოტენციალის,   ასევე  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის  გადარჩენა-შენარჩუნება  და განვითარება.  პირველი  ამოცანის  გადასაწყვეტად უნივერსიტეტი  საქმიანობას  ჯერ კიდევ 1992 წელს შეუდგა,  ხოლო 1994 წელს შემუშავდა საუნივერსიტეტო  განათლების რეფორმის კონცეფცია, რომლის თანამიმდევრული განხორციელება  იმთავითვე დაიწყო. ამ კონცეფციის შესაბამისად ჩატარდა კოლოსალური  სამუშაო ორეტაპიანი  სწავლების სტრუქტურისა და შინაარსის  განსასაზღვრავად,   მისი  სასწავლო  ლიტერატურით, დისციპლინათა პროგრამებით,  ლექციათა  კურსებით,  სახელმძღვანელოებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად.

2004 წლისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქვეყნის  უმთავრესი და უპირველესი სასწავლო-სამეცნიერო  კომპლექსი  იყო. იგი აერთიანებდა მეთაურ უნივერსიტეტს 22 ფაკულტეტით, 8 ფილიალს საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში (სოხუმის, სიღნაღის, ზუგდიდის, მესხეთის, ჯავახეთის, ქვემო  ქართლის, ფოთის), ორ სამეცნიერო-კვლევით  და ერთ სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტს,  კავკასიის ბიზნეს სკოლას, 81 სამეცნიერო კვლევით-ლაბორატორიასა  და ცენტრს,  სასწავლო ცენტრებსა  და ბაზებს,  სამ საუნივერსიტეტო  სკოლას,  ლიცეუმს,  კოლეჯს,  სამედიცინო სასწავლებელს, სამეცნიერო  ბიბლიოთეკას, გამომცემლობასადა სტამბას. მეთაურ  უნივერსიტეტსა   და მის ფილიალებში სტუდენტთა  რაოდენობა  30 000-ს აჭარბებდა.  სახელდობრ თბილისის უნივერსიტეტში  18 985 სტუდენტი სწავლობდა, ფილიალებში  – 11 498, კავკასიის  ბიზნეს- სკოლაში – 457, საუნივერსიტეტო სკოლებში, კოლეჯებსა  და ლიცეუმში – 3 539 მოსწავლე ღებულობდა განათლებას, მოსამზადებელ ცენტრსა   და სპეციალიზებულ   მოსამზადებელ განყოფილებაზე  1400 აბიტურიენტი  ემზადებოდა საუნივერსიტეტო  განათლების მისაღებად. ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს,  მაღალკვალიფიცური  კადრების  მომზადებას იმავე პერიოდში  ემსახურებოდა  2 530 პროფესორ-მასწავლებელი,  მათგან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 42 აკადემიკოსი  და წევრ-კორესპონდენტი, 279 პროფესორი  ან დოქტორი,  876 დოცენტი  ან მეცნიერებათა  კანდიდატი, 1375 სამეცნიერო ხარისხის არმქონე პედაგოგი. ასპირანტურის 123 სპეციალობაში მეცნიერულ წვრთნას გადიოდა 728 ახალგაზრდა. იმავე 2004 წლისათვის ბაკალავ- რების  მომზადება 112 სპეციალობით,  მაგისტრებისა კი 183 სპეციალობით   ხდებოდა. უნივერსიტეტის  წიაღში  დაბრუნდა სამეცნიერო  განათლება, ჩამოყალიბდა სამეცნიერო  დაწესებულებების ასამბლეა. აქ შემავალი სასწავლო  ბაზები გამოირჩეოდნენ მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური  აღჭურვილობით  და მაღალი სამეცნიერო-ინტელექტუალური  პოტენციალით. ნიშანდობლივია, რომ იურისტებისა   და ექიმების მომზადება ერთ ეტაპად ხდებოდა (შესაბამისად 5 და 6 წლის მანძილზე).

აქტიურად  წარიმართა  სწავლების სისტემების დახვეწა და მეთოდების გაუმჯობესება.  ამიტომ იყო, რომ ლისაბონში (11.IV.1997 წ.) ევროპული რეგიონის ქვეყნების  უმეტესობამ,  მათ შორის  საქართველომ,  აშშ-მa  და კანადამ ხელი მოაწერეს „ევროპის  რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის" ცნობის  კონვენციას.  ცივილიზებული ქვეყნების მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უმაღლესი განათლებისათვის  ღია ევროპული სივრცის შექმნის გზით.

„სორბონის დეკლარაცია"  (25.V.1998 წ.) აცხადებს, რომ „ევროპა არის არამარტო საერთო ვალუტა და ეკონომიკა,   არამედ, აგრეთვე,  საერთო ცოდნა.  შემდგომში ბოლონიის დეკლარაციამ  (19.VI.1999 წ.) მხარი დაუჭირა სორბონის  დეკლარაციას ევროპული სივრცის კონსოლიდაციის მხრივ ენობრივ, კულტურულ, რელიგიურ, მძიმე სოციალურ  და საგანმანათლებლო ტრადიციების  განსხვავებათა  გათვალისწინებით, რომლებიც  არსებობს  ევროკავშირის  წევრ ქვეყნებს  შორის.  მსოფლიო გლობალიზაციასა  და განათლების საერთო სისტემის ფორმირებას მიეძღვნა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  ასამბლეა სალამანკაში (29.III.2001 წ.). ასე რომ, ამ კონვენციისა  და დეკლარაციების  საფუძველზე უმაღლესი განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ამოცანა  დაისახა – ჩვენი კურსდამთავრებულები  დაეუფლებოდნენ ისეთ  თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ  უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ კონკურენ- ტუნარიანობას  შესძენდა მსოფლიო ინტელექტუალურ  ბაზარზე.

უმაღლესი განათლების სფეროში რეორგანიზაციის  პრინციპების  განხორციელება  ქვეყნებს  შორის  კულტურული  და სამეცნიერო  კონტაქტების   არსებითი გაფართოების  საფუძველია. უმაღლესი განათლების პრინციპების   მაქსიმალურად დაახლოება სხვადასხვა ქვეყანაში  წინაპირობაა  იმისა, რომ მოხდეს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, სამეცნიერო კადრების ფართო ურთიერთგაცვლა. ამის  გარეშე  წარმოუდგენელია  მაღალი  კვალიფიკაციის   მქონე  სპეციალისტების მომზადება,  მეცნიერების   განვითარების   დონის  განუხრელი  ზრდა  და ამ  ფონზე ჩვენი ქვეყნის პერსპექტიული  განვითარება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არასოდეს უღალატია ეროვნული პრინციპებისათვის  და ბოლომდე შეინარჩუნა ღირსეული  როლი ქვეყნის  ინტელექტუალური  განვითარებისა  და ქართველი  ერის მსოფლიო ცივილიზაციასთან  დაახლოების გზაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერ- სიტეტის პროფესურას  მჭიდრო კონტაქტები   ჰქონდა  და აქვს მსოფლიოში  აღიარებული უნივერსიტეტების მეცნიერებთან, რითაც  შენარჩუნებულია მეცნიერული სიახლეების და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა,  შესაბამისად განუწყვეტლივ ხდე- ბოდა და ხდება სასწავლო  გეგმებისა  და პროგრამების   მოდერნიზაცია,  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის შევსება და განახლება. უნივერსიტეტში  სამეცნიერო  მუშაობას ყოველთვის ენიჭებოდა  განმსაზღვრელი  ფუნქცია  და მნიშვნელობა. ახალი XXI საუკუნე მეცნიერებისა და განათლების პრიორიტეტის  ნიშნით ხასიათდება.

ჩვენი მეცნიერების  სასახელოდ უნდა ითქვას,  რომ ისინი სამეცნიერო  მუშაობის პარალელურად  უდიდესი ძალისხმევით მონაწილეობდნენ სასწავლო  პროცესში, რაც პრაქტიკულად   განსაზღვრავს  საუნივერსიტეტო  განათლების მაღალი დონის შენარჩუნებას. ესაა ერთ-ერთი  პარამეტრი,  რომლითაც  ჩვენი უნივერსიტეტი მოწინავეთა  რიგებში  იყო. წლების  განმავლობაში  რიგ საერთაშორისო  პროგრამებში მონაწილეობამ თავისი ნაყოფი გამოიღო  – უნივერსიტეტმა მიიღო რეალური დახმარება სამეცნიერო-კვლევითი ხელსაწყო-აპარატურის სახით. ამის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მძლავრი ექსპერიმენტული  ბაზა,  რომლებშიც  ტარდებოდა გამოკვლევები მსოფლიო სტანდარტების დონეზე. ეკონომიკური  პროფილის ფაკულტეტების მუშაობასა და ეკონომიკურ   რეფორმაში ეკონომისტ  პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ   ჩართვაში  მნიშვნელოვან როლს  ასრულებდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური   განათლებისა და  სამეცნიერო   მუშაობის  საკოორდინაციო   საბჭო. მას აქტიური  საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა  ქვეყნის ეკონომიკური   პროფილის სამინისტროებთან, უწყებებთან და სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტებთან. ამაზე მიუთითებს  ისიც, რომ საბჭოს  მუშაობაში  უნივერსიტეტელებთან  ერთად სისტემატურად მონაწილეობენ ფინანსთა, ეკონომიკის,   ეროვნული ბანკის,  სახელმწიფო კანცელარიის,  კონტროლის  პალატისა და სხვა უწყებების პასუხისმგებელი მუშაკე- ბი, აგრეთვე  მასმედიის წარმომადგენლები.

მეტად საგულისხმო ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამომცემლობამ  გააგრძელა  ინტენსიური მუშაობა  და არამარტო შეინარჩუნ,ა არამედ გადააჭარბა  კიდეც  90-იანი წლების წინა პერიოდს. მაგალითად, 2002 წელს უნივერსიტეტმა  დაბეჭდა 263 დასახელების ნაშრომი  2 104 ნაბეჭდი თაბახის ოდენობით, 300-ზე  მეტი სასწავლო პროგრამა.  მოხდა სახელმძღვანელოების დახვეწა და გამოცემა.  წარმატებით განხორციელდა საუნივერსიტეტო პროგრამა – „სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის". მარტო  2003 წელს გამოიცა  152 დასახელების სასწავლო  და სასწავლო-მეთოდური   ხასიათის  წიგნი  და ბროშურა, დაიბეჭდა  75 მონოგრაფია, უამრავი საცნობარო  ლიტერატურა,  წელიწდეულები, სამეცნიერო შრომათა კრებულები.უნივერსიტეტის მიერ დასტამბულმა ბევრმა წიგნმა საყოველთაო აღიარება  მოიპოვა,  მათ შორის  თავისი უნიკალური  შინაარსით, დიზაინით და პოლიგრაფიული   შესრულებით  – „ივანე ჯავახიშვილის  ენციკლოპედიურმა ლექსიკონმა".

დიდი ტრადიციების  მქონე  უნივერსიტეტის  სამეცნიერო   ბიბლიოთეკის  დანაყოფები საბიბლიოთეკო  დარგის ელიტას წარმოადგენდნენ არამარტო  საქართველოში, მთელ სამხრეთ კავკასიაშიც.   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მეთოდურ ცენტრად ითვლებოდა. შემუშავდა სტრატეგიული  გეგმა, რომლის ხორცშესხმამაც  ფართო ინტეგრა- ციის  პირობები  შექმნა,  ძირეული გარდაქმნა დაკავშირებული იყო ინტერნეტთან. მსოფლიო საბიბლიოთეკო  ქსელში ჩართვამ უზრუნველყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის გაფართოება და მასობრივი სარგებლობა.

უკანასკნელ   პერიოდში  მომხდარმა კარდინალურმა  ცვლილებებმა,  ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენამ, საბაზრო  ეკონომიკის  პრინციპებზე  გადასვლამ და დემოკრატიული  ინსტიტუტების  მშენებლობამ თვისობრივად შეცვალა  თბილისის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების კონცეფცია  და ახალი მიზნები და ამოცანები  დასახა მის წინაშე. განისაზღვრა  ახალი პრიორიტეტები,  რაც უპირველეს ყოვლისა,  გულისხმობდა  სტუდენტების  გაცვლას,   პროფესორ-მასწავლებლებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა  სტაჟირებასა  და ერთობლივ თემატიკაზე  მუშაობას. ამასთანავე, განსაკუთრებული  ყურადღება დაეთმო საერთაშორისო  და რეგიონულ კონსორციუმებში  გაერთიანებას და ამ კონსორციუმების  ფარგლებში სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდოლოგიურ  პრობლემატიკაზე   ერთობლივ  მუშაობას. გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე  უნივერსიტეტი დროულად ჩაება ერთიანი სააკრედიტაციო სისტემის შემუშავებასა და სააკრედიტაციო  საქმიანობაში. სწორედ ამ საკითხებს განიხილავდა 2002 წლის გაზაფხულზე დანიაში და ამავე წლის ოქტომბერში შვეიცარიაში გამართული ევროპის  უნივერსიტეტების ასოციაციის  კონგრესები. თბილისის უნივერსიტეტი  აქტიურად  თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციებთან  და მონაწილეობდა იმ ღონისძიებებში, რომლებმაც  კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპისა და, ზოგადად, მსოფლიო უნივერსიტეტების ეტაპობრივი  ინტეგრაციის  აუცილებლობა.

თბილისის უნივერსიტეტმა 1994 წლიდან, უმაღლესი განათლების კონცეფციის მიღებისთანავე, გადადგა პირველი ნაბიჯები რეფორმების გზაზე. საკმაოდ ბევრიც გაკეთდა, რაც დაადასტურა 2002 წლის შემოდგომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოსულმა ექსპერტების  ჯგუფმა, რომელსაც  ხელმძღვანელობდა აშშ-ს უმაღლესი განათლების საბჭოს  ვიცე-პრეზიდენტი  – ქალბატონი მადელაინ გრინი. დელეგაციის წევრებს  შორის იყვნენ ევროპული  კრედიტების  ტრანსფერის სისტემისა  და შეფასების კრიტერიუმების   შემმუშავებელი ე.წ „ბოლონიის  პროცესის"  აღმასრულებელი  თავჯდომარე  და ევროპის   უნივერსიტეტების   ასოციაციის გენერალური  მდივანი. ექსპერტთა   ჯგუფის  ამგვარი  წარმომადგენლობითი დონე იყო დასტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო  ავტორიტეტისა,  ევროპული  პარტნიორებისა  და ორგანიზაციების  სურვილი ეხილათ თბილისის უნივერსიტეტი ევროპულ ოჯახში. ექსპერტები  შეხვდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, პროფესორ-მასწავლებლებს,  ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტუდენტებს.  მიღებული მასალებისა და შეხვედრების საფუძველზე მათ შეიმუშავეს რეკომენდაციების  კომპლექსი,  რომელიც  მეტად სასარგებლო  იყო საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის.

ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას  ემსახურებოდა თბილისის უნივერსიტეტის  დელეგაციის  ვიზიტი  ვენის უნივერსიტეტში,  რომლის რექტორი   ამავე დროს ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტი იყო (შემდეგ პრეზიდენტი გახდა). ევროპის  ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო  ტრადიციების  მქონე ვენის უნივერსიტეტი  დიდი ავტორიტეტით  სარგებლობდა  მთელ მსოფლიოში და მან გამოხატა სურვილი, რომ თბილისის უნივერსიტეტი  აქტიურად ჩაბმულიყო  „ბოლონიის პროცესის"   ჩარჩოებში  მიმდინარე ღონისძიებებში.  სწორედ  ამ უნივერსიტეტის შუამდგომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2002 წლის სექტემბერში ბერლინის კონგრესზე  გაწევრიანდა „ბოლონიის პროცესში".

უნივერსიტეტი  აქტიურად  თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან,  როგორებიცაა  „ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაცია"  (1994-წლიდან  ასოციაციის შექმნიდან მოკიდებული იყო დამფუძნებელი-წევრი) და „შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტების ასოციაცია".  „ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაციის"  ფარგლებში თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტმა   აღადგინა  და თვისებრივად  ახალ საფეხურზე  აიყვანა ურთიერთობა  მოსკოვის   ლომონოსოვის  სახელობისა და კიევის უნივერსიტეტებთან,  ერევნისა  და აზერბაიჯანის  უნივერსიტეტებთან.  2000 წელს აღდგა  დიდი ხნის წინ შეწყვეტილი  ურთიერთობა  სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთან,  სადაც  აღმოსავლეთის ფაკულტეტზე  გაიხსნა სპეციალობა  „კავკასიათმცოდნეობა"   (სომხურ-ქართული   განყოფილება).  უნივერსიტეტმა  დახმარება გაუწია სანკტ-პერეტბურგელ  კოლეგებს,  საამისოდ შემუშავდა პროგრამა,  რომლის ფარგლებში სანკტ-პეტერბურგში   მივლენილი იქნენ  პროფესორ-მასწავლებლები ლექციების  წასაკითხად. გაიგზავნა სპეციალური  ლიტერატურა  და სხვადსხვა წიგნები (სახელმძღვანელოები).

2002 წლის სექტემბერში ბაქოში გაიმართა „შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტების ასოციაციის"  გენერალური  ასამბლეის სხდომა, რომლის ძირითადი მიზანი იყო გლობალიზაციის პროცესში უნივერსიტეტების   ერთიანი სტრატეგიისა და ტაქტიკის  შემუშავება. ამ მხრივ, უპირველეს ამოცანად იქცა სასწავლო პროგრამების დაახლოება და შეჯერება,  მომდევნო ეტაპზე  ერთმანეთის დიპლომების ნოსტრიფიცირების  მიზნით. აღსანიშნავია, რომ პარტნიორული  ურთიერთობის გეოგრაფია საგრძნობლად გაფართოვდა. ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტების თაოსნობითა   და დაფინანსებით  შეიქმნა საერთაშორისო კონსორციუმი  ამერიკის, თურქეთისა  და სამხრეთ კავკასიის  ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით. განისაზღვრა  პრიორიტეტი:  კავკასიათმცოდნეობა,  ერთობლივი სამეცნიერო პროექტები,  თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში. საქართველოს  ისტორიკოსთა  ეროვნული კომიტეტი  გაწევრიანდა ისტორიკოსთა  მსოფლიო კომიტეტში (2002 წ.).

კანადის  სენტ-მერის  სახელობის  უნივერსიტეტთან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შექმნა ბიზნეს-ცენტრი  „კავკასია"   ქვეყანაში მცირე  და საშუალო ბიზნესისათვის ხელის შეწყობის  მიზნით. ჩატარდა  ტრენინგები  ბიზნესმენებისა და სტუდენტებისათვის. დაარსდა კონსორციუმი,  რომელშიც თბილისის უნივერსიტეტთან ერთად გაერთიანდნენ ამერიკული უნივერსიტეტები:  ველსლი კოლეჯი,  ვილიამს კოლეჯი,  ამჰერსტ  კოლეჯი  და მაუნთ ჰოლუოკი  კოლეჯი.  კონსორციუმის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების გაცვლა.  ამერიკელი სტუდენტები გაეცნენ  უნივერსიტეტს.  პარალელურად პრაქტიკა გაიარეს  სხვადასხვა ორგანიზაციაში,  უწყებაში  და ა.შ. ასევე ქართველმა  სტუდენტებმა პრაქტიკა გაიარეს ზემოაღნიშნულ კოლეჯებში.

საგრძნობლად გაიზარდა ჯორჯიის  სახელმწიფო უნივერსიტეტის,  თბილისის სახელმწიფო  და საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით დაარსებული კავკასიის   ბიზნეს-სკოლის  ავტორიტეტი,   რაც, უპირველესად, გამოიხატება სტუდენტების რაოდენობის ზრდით როგორც  ბაკალავრიატში, ასევე სამაგისტრო  პროგრამებში.  წამყვანი პედაგოგები  ჩაბმულნი არიან ბიზნესის სკოლის  სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ  პროცესში. 2002  წელს, ტრადიციულად,  თბილსის უნივერსიტეტში  იუნესკოს   მხარდაჭერით  გაიმართა  კავკასიოლოგებისა და ქართველოლოგების  მსოფლიო კონგრესი,  რომელმაც  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა  მეცნიერების  ამ დარგების  მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით. კონგრესი  ეძღვნებოდა აკადემიკოს  მარი ბროსეს  დაბადების 200 წლისთავს. ნიშანდობლივია, რომ  იუნესკოს  ხელშეწყობით უნივერსიტეტში  ფუნქციონირებდა  სამი ერთეული: ოკეანოლოგიის,  საავტორო  უფლებათა დაცვის,  არასამთავრობო  ორ- განიზაციების  შესწავლისა და მათთან მუშაობის კათედრები. 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტემპუსის  პროექტების   მიმართულებითაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.  შეიქმნა კონსორციუმები  ფრანგ, ბერძენ, იტალიელ, ინგლისელ,  ესპანელ,  პორტუგალიელ   კოლეგებთან  ერთად და ამ კონსორციუმების ფარგლებში მომზადდა პროექტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  პარტნიორული  ურთიერთობები ჰქონდა მსოფლიოს  მრავალ  უნივერსიტეტთან.   ამ მხრივ,  ერთ-ერთი  უძლიერესი  პარტნიორია ზაარლანდის უნივერსიტეტი, სადაც ქართველი სტუდენტები გარკვეული დროით სწავლობდნენ, პროფესორ-მასწავლებლები  პერიოდულად მუშაობდნენ, ახალგაზრდა მეცნიერები  გადიოდნენ სტაჟირებას,  ტრადიციულად  იგზავნებოდნენ სტუდენტები ბამბერგის, იენის, ვენეციის, კაიროს,  დამასკის, ბეირუთის, თეირანის, ანკარის  უნივერსიტეტებში.XXI   საუკუნის  დასაწყისში თბილისის უნივერსიტეტში მოიმატა  უცხოელ  სტუდენტთა რიცხვმა,  რომლებიც  ეუფლებოდნენ ქართულ  და რუსულ  ენებს,  საქართველოს  ისტორიას  და კულტურას.   ინტერნეტის  წყალობით სულ უფრო და უფრო მეტი განაცხადი  შემოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმატებით  მუშაობდა ზაფხულის ქართველოლოგიური  სკოლა.  ტრადიციულად, უნივერსიტეტში მრავალი უცხოელი მეცნიერი კითხულობდა ლექციებს.  საქართველო ოფიციალურად გახდა ფრანკოფონული საზოგადოების  წევრი  ქვეყანა,  მასში უნივერსიტეტიც ჩაერთო. პოლონეთის საელჩოს დახმარებით აღდგა ურთიერთობა ლოძისა და ვარშავის უნივერსიტეტებთან. აქტიური  ურთიერთობა იყო სხვა საელჩოებთანაც. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანის საელჩოს დახმარებით გაიხსნა  ე.წ. „ირანის კაბინეტი".რუმინეთის  საელჩოს დახმარებით ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას  თბილისისა და ბუქარესტის  უნივერსიტეტებს შორის.  ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტები  აღიარებენ  ერთმანეთის დიპლომებს,  ორივე  უნივერსიტეტში  დაიწყო,  შესაბამისად, რუმინული და ქართული ენების სწავლება.

უნივერსიტეტი  აქტიურად  თანამშრომლობდა საქართველოში   არსებულ  საერთაშორისო  ფონდებთან. მრავალმა სტუდენტმა თუ პროფესორ-მასწავლებელმა მოიპოვა  ზემოჩამოთვლილი ორგანიზაციების   გრანტები.  განსაკუთრებით  აღსანიშნავია საქართველოში  აშშ-ს საელჩოს საქმიანობა  საგანმანათლებლო სფეროში. ფაქტობრივად, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით არის განპირობებული „ამერიკის შესწავლის ცენტრის"   დაარსება (2001 წ.) ცენტრმა  გარკვეული  როლი შეასრულა „ამერიკანისტიკის~,  როგორც სპეციალობის  (იგი დასავლეთ ევროპის   ენებისა  და ლიტერატურის ფაკულტეტზე იყო) განვითარების საქმეში.

გასული საუკუნის  90-იან  წლებში გრძელდებოდა საპატიო  დოქტორად მსოფ- ლიოში გამოჩენილი მეცნიერებისა  და პოლიტიკოსების   არჩევის  ტრადიცია.  ადრე არჩეული  დიდი მეცნიერების ნიკოდიმე კონდაკოვის  (რუსეთი), ფელიქს დერელის (საფრანგეთი), ჰანს ფოგტის (ნორვეგია), ანანიაიშ ზაიანჩკოვსკის  (პოლონეთი), დევიდ მარშალ  ლანგის  (ინგლისი), რენე  ლაფონის (საფრანგეთი), ფრანც  ბოლკის (გერმანია) გვერდით 1991 წლიდან საუკუნის  ბოლომდე საპატიო  დოქტორებად (სულ 39 კაცი) არჩეულ იქნენ მეცნიერები: გერტ ჰუმელი,იულიუს ასფალგი(გერ- მანია), ჰოვარდ არონსონი(აშშ),  პეტრო კონონენკო (უკრაინა),  დევიდ ადამსი,  სვეტლანა ჩერვონნაია  (რუსეთი), ქეთრინ ვივიანი (ინგლისი), კარლჰორსტ შმიდტი (გერმანია),  გივი მარგველაშვილი   (გერმანია)  და სხვ. პოლიტიკოსები ჯორჯ შულცი (აშშ), ხუსამეთთინ ჯინდორუქი  (თურქეთი),  ბუტროს ბუტროს გალი (გაერო), ალ აქბარ ჰაშემი რაფსაჯანი  (ირანი), სულეიმან  დემირელი (თურქეთი), ჰანს დიტრიხ გენშერი  (გერმანია), ჯეიმს  ბელინგტონი  (აშშ), ზბიგნევ ბჟეჟინსკი (აშშ)  და სხვ. ნიშანდობლივია, რომ უნივერსიტეტის  საპატიო  დოქტორები უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან,  უნივერსიტეტთან და მრავალ სასიკეთო საქმის თაოსნებად გამოდიოდნენ (მეცნიერული  დახმარება, ქველმოქმედება და სხვ.).

სტუდენტთა სამეცნიერო მოღვაწეობა,  მონაწილეობა სამოყვარულო მხატვრულ  შემოქმედებაში,  ფიზკულტურულ  და სპორტულ   ღონისძიებებში,  მათი სოციალური აქტივობა – ეს ის მუდმივი ჩამონათვალია,  სასწავლო  პროცესს გარეთ სტუდენტური საქმიანობის  სახეებს რომ წარმოადგენს, თუმცა სხვადასხვა დროს იცვლება ამ საქმიანობათა  ფორმა და შინაარსი, ნაწილდება ხოლმე აქცენტები. საუნივერსიტეტო  განათლების ორსაფეხურიან სისტემაზე გადასვლა სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის  ზრდით აღინიშნა. სისტემატურად ტარდებოდა და თვისებრივად მაღალ დონეზე მიმდინარეობდა სამეცნიერო კონფერენციები, უნივერსიტეტელები დიდი წარმატებით  მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ   თუ  საერთაშორისო   ფორუმებსა  და დათვალიერებებში,  საერთაშორისო   ფონდების მიერ  გრანტული  წესით დაფინანსებულ   სამეცნიერო  პროგრამებში.  მასობრივი  გახდა საზღვარგარეთის უნივერსიტეტთა სტუდენტებთან ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო  გაცვლითი პრაქტიკები, საუკეთესო სტუდენტთა გრძელვადიანი სასწავლო  მივლინებები მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებული სალექციო  და სააუდიტორიო სასწავლო პროცესის  გარე  აქტივობის  ეს მიმართულება, სამეცნიერო საქმიანობისკენ ლტოლვა, ცხადია, უშუალო კავშირშია არჩეული სპეციალობით  პროფესიულ ზრდასთან, ამიტომ, დიდი სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით იგი ცენტრალიზებული  წესით, სამეცნიერო  ნაწილის პატრონაჟით  წარიმართებოდა.  ახალგაზრდულ ენთუზიაზმს სათავეში „თსუ სტუდენტთა  და ასპირანტთა  სამეცნიერო  საზოგადოება"  ედგა, რომლის რამდენიმე წარმომადგენელი (სტუდენტი) დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო, ფაკულტეტებზე კი სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეობდა  საფაკულტეტო სამეცნიერო საბჭოების მუშაობაში.

ბევრ უცხოელ  ექსპერტს  გამოუთქვამს კმაყოფილება ქართველი სტუდენტებით. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან არსებული განათლების ამერიკული საბჭოს  ვიცე  პრეზიდენტმა მადელაინ გრინმა სტუდენტებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა: „განსაკუთრებით  მოვიხიბლე უნივერსიტეტის სტუდენტებით, მათი გა- ნათლების მაღალი დონით, ხალასი აზროვნებით, აქტიურობით~.  მსგავსი შეფასება უფრო ამაღლებულად გამოხატა  სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა,  უნეტარესმა ქრისტოდულოსმა, როდესაც კლასიკური  ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრაცისტიკის   სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტის სტუდენტებთან თანამშრომლობის  გამოცდილებით  უსაზღვროდ   კმაყოფილმა,  მისთვის სპეციალურად ბერძნულ ენაზე მოწყობილი შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ქადაგებით მიმართა, შეხვედრის მონაწილე 300-ზე მეტი სტუდენტი დალოცა  და უკლებლივ  ყველა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

უნივერსიტეტის   სტუდენტი-ახალგაზრდობის   ძირითადი გაზეთი  იყო „თბილისის უნივერსიტეტი",  რომელშიც  სისტემატურად  აისახებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრება   და სტუდენტური  შემოქმედება.  წარმატებით  შეავსო  საუნივერსიტეტო საგაზეთო სივრცე გაზეთმა „ქართული უნივერსიტეტი", რომელიც უფრო მიმოხილვით, საგანმანათლებლო თუ მხატვრულ თემატიკას  აშუქებდა.  ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს აღმოსავლეთმოცოდნეობის  სტუდენტთა და ასპირანტთა  აქტიური საგამომცემლო  საქმიანობა – მათ მეტად საჭირო  ნაბიჯი გადადგეს – დააფუძნეს ჟურნალი „აღმოსავლეთი",  რომელიც  ფართო მკითხველს აცნობდა  აღმოსავლეთთან დაკავშირებულ  მნიშვნელოვან კულტურულ,  პოლიტიკურ   თუ საინფორმაციო მასალას. სამოყვარულო  მხატვრული შემოქმედებით დაინტერესებულ სტუდენტთა საქმიანობა  უნივერსიტეტში,  ძირითადად, წარიმართებოდა  უნივერსიტეტის  კულ- ტურისა  და ხელოვნების ცენტრის  ბაზაზე.  ქართველი  ხალხის სიყვარული დაიმსახურა ვოკალურმა ანსამბლმა „უნივერსიტეტი".  წარმატებული იყო ფოლკლორული ანსამბლისა და ხალხური საკრავების  ანსამბლის შემოქმედება, მაღალ დონეზე ფუნ- ქციონირებდა  კაპელა.  წარმატებული გამოდგა პლასტიკის  თეატრის დაფუძნება. ცენტრთან  წარმატებით აგრძელებდა შემოქმედებით საქმიანობას თეატრი-სტუდია „მერმისი". სტუდენტი-ახალგაზრდობის მასობრივი გატაცების  საგანი იყო მან-სან-კანელთა კონკურსები.  უნივერსიტეტის  გუნდმა ფართო საზოგადოების  მოწონება დაიმსახურა. უნივერსიტეტის მან-სან-კანელებმა საერთაშორისო  აღიარებაც  მოიპოვეს.  წარმატებული იყო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლის გამოსვლები. ყოველთვის გამორჩეული  ზეიმურობით  ხასიათდებოდა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ  პროფესიათა  ფაკულტეტის  საანგარიშო  თუ საიუბილეო  კონცერტები, სახვითი ხელოვნების და სამოდელო გამოფენები.

უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი იყო ფიზკულტურული მოძრაობაც.  ტრადიციული იყო შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრები ფეხბურთში, კალათბურთში,  მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთში,  მინიფეხბურთსა და სპორტის  სხვა მასობრივ სახეობებში.  სისტემატურად ეწყობოდა მასობრივი ალპინიადები საქართველოს  მთიან ზონებში.  რაც შეეხება  სპორტულ   შეჯიბრებებს,  უნივერსიტეტის  სტუდენტობამ როგორც გუნდურ, ასევე პირად სპორტულ  შეჯიბრებაში მრავალ შთამბეჭდავ წარმატებას  მიაღწია.  ამაზე ნათლად მეტყველებს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა გუნდების მონაწილეობა ქვეყნის უმაღლეს ლიგაში. სტუდენტური აქტივობის მხარდაჭერის,  სხვადასხვა დამოუკიდებელი  ჯგუფის  ინიციატივისა  და საინტერსო წინადადებების წახალისების მიზნით, და, მეორე მხრივ, უნივერსიტეტის  ხელმძღვანელობისა და სტუდენტური ჯგუფების ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა სტუდენტთა მომსახურებისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის განყოფილება. უნივერსიტეტი მხარს უჭერდა ახალ, საინტერესო იდეებს, რომელსაც ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. არსებობდა  რამდენიმე დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გაფორმებული სტუდენტური ორგანიზაცია.  თითქმის ყველა ფაკულტეტზე  არჩეული იყო და საქმიანობდნენ სტუდენტური  საბჭოები,  ან სტუდენტთა და ასპირანტთა  კავშირები,  რომლებიც  წარმოადგენდნენ სტუდენტთა ინტერესებს ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოებში. არსებობდა სტუდენტური საუნივერსიტეტო პროფკავშირული ორგანიზაცია.

დამოუკიდებელ  იურიდიულ  პირს წარმოადგენდა  „სტუდენტური  საექსპედიციო მოძრაობა",  რომელიც  საქართველოს რექტორთა   საბჭოსა  და საქართველოს თანადგომით მთელი ქვეყნის  სტუდენტური  საექსპედიციო   მოძრაობის  წარმმარ- თველად იქცა. ამ  მოძრაობას,  თბილისის უნივერსიტეტის  სტუდენტობის ინიციატივით, ბევრი  სხვა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდობაც  შეემატა.  მათი პარტნიორული საქმიანობა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით  მიმდინარეობდა, თვითონ უწმინდესი და უნეტარესი  რამდენიმეჯერ  ესტუმრა  სამხრეთ საქართველოში  საქველმოქმედო მისიით წასულ სტუდენტებს. ჯავახეთში  – ფოკასა და ბარალეთში ჩვენი სტუდენტების  საქმიანობას  ადგილობრივი მოსახლეობის  არამხოლოდ კმაყოფილება გამოიწვია,  მათი მრავალი საყოფაცხოვრებო  პრობლემის  გადაჭრის  იმედიც მიეცათ.  საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სტუდენტთა ინიციატივა  კოდორის  ხეობის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. ამ აქციაში  მთელი საქართველო ჩაება და ძნელბედობაში მყოფ ხეობის მკვიდრთ  რამდენიმეჯერ მიაწოდეს არამხო-ლოდ ფიზიკური (საკვები,  ტანსაცმელი), სულიერი საზრდოც (სასკოლო  წიგნები და რვეულები).

წინამდებარე სტატია  თბილისის უნივერსიტეტის  (`ალმა-მატერის~)  ცხოვრებისა  და საქმიანობის  მხოლოდ ერთ  პერიოდს  _ XX საუკუნის  90-იან  წლებსა და XXI საუკუნის დასაწყისს (2005 წლამდე) წარმოადგენს. შემდგომი პერიოდი თავისი მძიმე პრობლემებით  ცალკე  განხილვას და შეფასებას იმსახურებს.

თბილისის  უნივერსიტეტის   მუდმივი ამოცანაა   განვითარდეს  სისტემურად. სწორედ მოდერნიზაციის პრობლემაა დღეს მთავარი. უნივერსიტეტი არსებობის მთელ მანძილზე ქმნიდა უმაღლესი სკოლის  საინტერესო  მოდელს. იგი მუდმივად იხვეწებოდა  დროის  შესაბამისად და გარდაქმნათა  მოთხოვნილებისამებრ;  სრულყოფდა  სასწავლო  პროცესს, სწავლების  სისტემის  რაციონალურ   მიმართულებას ჰქმნიდა, საუნივერსიტეტო მეცნიერებას ანვითარებდა, ურთიერთობა ჰქონდა აკადემიურ მეცნიერებასთან,  ზრუნავდა ტექნიკური   სრულყოფისათვის, ყველაფერს აკეთებდა სტუდენტთა ცოდნის დაუფლებისა და შემოქმედებითი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

მიგვაჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   მისი  პროფესორ-მასწავლებლები   და სტუდენტობა  დღესაც   ქვეყნის სამსახურშია.  იგი მამულს უშურველად  აძლევს თავის  ძალასა და ენერგიას.  ვიმედოვნებთ,  რომ „ალმა-მატერი"  თავისი არსებობის  100 წლისთავზე კვლავაც  ერთგულად ემსახურება დედა-საქართველოს,  ცდილობს ღირსეული შვილები – სპეციალისტები და მოქალაქეები აღუზარდოს  ქვეყანას.